ორშაბათი, აპრილი 20, 2026

გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში „გრძელი კოვიდის“ ეპიდემია დაიწყო – ვის შეიძლება განუვუთარდეს

19/09/2021

საქართველოში დაიწყო პოსტკოვიდური ანუ „გრძელი კოვიდის“ ეპიდემია,- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი,გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„საქართველოში დაიწყო პოსტკოვიდური ანუ „გრძელი კოვიდის“ ეპიდემია.

ვინაიდან არაპროფესიონალები მართავენ, რჩევებს აძლევენ, და „ექსპერტობენ“, ჩვენ მივიღეთ ის რომ მოსახლეობის 60-70% გადაიტანა კოვიდი ამ ბოლო 2 წლის მანძილზე.

შედეგად „გრძელი კოვიდი“ უკვე არის საკმაოდ გავრცელებული საქართველოში“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-ambobs-rom-saqartveloshi-grdzeli-kovidis-epidemia-daitsko-vis-sheidzleba-ganuvutardes-is/


გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციაზე – “ჯერ ბავშვებს თავი დავანებოთ და მივხედოთ დიდებს!”

13, 10, 2021 რადიო თავისუფლება


“არჩევნები არის ყველაზე დიდი მიზეზი, რატომაც არის ჩავარდნილი ჩვენი ვაქცინაცია – ვერავინ იღებს სწორ გადაწყვეტილებას, რადგან პოლიტიკურად ეს იქნება არამომგებიანი”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი და თვლის, რომ უმჯობესია ვაქცინაციის მხოლოდ “პფაიზერით” გაგრძელება.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze


Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94—%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%95%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-/31506596.html

ვინ არის, საიდან არის, რა უნდა, რომელ სამყაროშია? – ვის შესახებ წერს გიორგი ფხაკაძე

27/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მედიის მეშვეობით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციებზე საუბრობს და ამბობს, რომ ანტივაქსერების სტატუსების ტირაჟირება მედიაში საჭირო არ არის.


გიორგი ფხაკაძე ანქტივაქსრებს ალქაიდას ტერორისტებს ადარებს და ამბობს, რომ შესაბამისი ორგანოები ზუსტად მათი შესწავლით უნდა იყვნენ დაკავებულები. (სტილი დაცულია)


„ანტივაქსერების უაზრო სტატუსების ტირაჟირება მედიაში ეს რა უბედურებაა!

თვითშეგნება, თვითკონტროლი, და საერთოდ საღი აზრი რომ დაატანოთ ზოგჯერ არა?!

ნახეთ ერთი ამ “ბატონის” პოსტი. ვინ არის, საიდან არის, რა უნდა, რომელ სამყაროშია?

მე რომ მკითხო ასეთი პიროვნებები არიან უფრო საშიში ვიდრე ალქაიდას ტერორისტები და შესაბამისი ორგანოები ზუსტად ასეთი პირების შესწავლაში უნდა ხარჯავდნენ დროს. მედია ურჩევ ჩვენი სამხრეთ მეზობლის (თურქეთის) მაგალითისგან ისწავლონ (პოლიტიკაზე აქ საუბარი არ არის). თურქეთში ვერსად ვერ ნახავთ ანტივაქსერების პოსტებს/ გადაცემებს და ასე შემდეგ და შედეგი … თურქეთში 80% მეტი მოზარდი მოსახლე არის აცრილი“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

ფხაკაძე პოსტთან ერთად სოციალურ ქსელში ფოტოსაც აქვეყნებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vin-aris-saidan-aris-ra-unda-romel-samkaroshia%e2%80%8b-vis-shesakheb-tsers-giorgi-fkhakadze/


„ყველაფერი უკუღმა გაკეთდა“ – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

03/11/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე წერს. პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:


„ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებმა ეს პოსტი უნდა დაიდონ წინ სახელმძღვანელო გაკვეთილივით.

სულ პუნქტ-პუნქტად თანმიმდევრობით უნდა გაიარონ და მიყოლებით მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები…

ვაქცინაცია ქვეყანაში ჩავარდნილია. მარტივ ენაზე – ვაქცინაციის პროცესი გაჩერდა. ვაქცინაციის საბჭომ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ამ ჩავარდნაზე. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა აიღოს სრული პადუხისმგებლობა ამ ჩავარდნაზე. ნუ ვეძებთ “ვიღაც” დამნაშავეებს.

როცა არაპროფესიონალები (ვაქცინაციის სფეროში) იღებენ არაპროფესიონალურ /პოლიტიკურ /ბიზნეს ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, შედეგია არის შესაბამისი.

4 ტიპის ვაქცინის შემოტანა იყო შეცთდომა და წინადადება – “ვაქცინის არჩევანის თავისუფლება” იყო თავიდანვე დიდი შეცდომა. ვერ გავიგე, ეს ვაქცინაა თუ “ბოტილოქსი” (ბოტოქსი არის შხამი, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში). მოქალაქემ უნდა იცკდეს რომ უნდა აიცრას და რა ვაქცინით, ეს არის შიდა სამედიცინო საკითხი.

მესმის, რომ თავიდან არანაირი ვაქცინა არ იყო და ნებისმიერი ვაქცინა იყო ხსნა ამაზე არავინ დავობს. მაგრამ როცა აგვისტოდან უკვე მსოფლიოში სრულად დამტკიცდა ფაიზერი 16 წლის ზევით ასაკის ადამიანებში გამოსაყენებლად და ამ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, რატომ არ მოვიქეცით, ისე როგორც, მაგალითად, ჩვენი მეზობელი თურქეთი?! თურქეთში ვაქცინაცია დაიწყეს ჩინურით და ახლა მთლიანად გადავიდნენ ფაიზერ/ბიონტეკის ვაქცინაზე.

ჩვენი “ექსპერტების” მიერ “შემოგდებული” ტერმინი – “ტრადიციული ვაქცინა”. თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი ამ ტერმინის ეს არასწორი ტერმინია. აკადემიურადაც და რეალურადაც. ამ ტერმინმა უფრო დააბნია ისედაც დაბნეული მოსახლეობა. ყველა ვაქცინა დღეს მზადდება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებით.

ჩინური ვაქცინების “გაპრავება” – ეს კიდევ ცალკე თემაა. გავიგეთ, რომ ვუჰანური ვირუსის წინააღმდეგ ჩინური ვაქცინები 50%-ით იცავს და ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანუზაციაში წარმიდგენილ საბუთებში, მაგრამ იმის მერე წამივიდა ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ინდური და სხვა შტამები და ეს ჩინური ვაქცინები ვერ არიან ეფექტური ამ შტამების წინააღმდეგ. ყველა კვლევა, რაც არსებობს დღესდღეობით ჩინური ვაქცინების შესახებ, გვაჩვენებს, რომ ეს ვაქცინები არის უსაფრთხო, მაგრამ, სამწუხაროდ, დაბალ ეფექტურია ახალი შტამების წინააღმდეგ. საქართველოში პოპულარული შრილანკის და ჰონკონგის კვლევები არის არასანდო და არასერიოზული მარტივი მიზეზის გამო – 1/ ორივე დაფინანსებულია ჩინეთის მთავრობის მიერ, 2.კვლევებში მონაწილეთა რაოდენობა არის ძალიაან მცირე შრილანკაში- 282 და ჰონკონგში -360 მონაწილე.

ლატარიის ჩატარება სახელმწიფოს მიერ, ეს იყო და არის არამიზნიბრივი ხარჯი და არაპროფესიონალების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული. ასეთ რამეს რომ აკეთებ ჯერ სოციოლოგიირი/ანტროპოლოგიური მცირე კვლევა მაინც უნდა დადო, რომ დათვალო, რა დადებითი და რა უარყოფითი შედეგები ექნება ამ პროცესს. შედეგი ნათელია – ლატარია არის არაეფექტური და პირიქით უფრო დიდი ზიანი მიაყენა ვაქცინაციის პროცესს. სჯობდა ლატარია ყოფილიყო კერძო ბიზნესის (ეს მათი ინტერესში შედის, რომ მომხმარებელი ჯანმრთელი იყოს და ლოკდაუნი არ გამოცხადდეს) და სახელმწიფოს წილი ყოფილიყო გადასახადებისგან განთავისუფლება ამ ლატარიისთვის. მაგრამ ყველაფერი უკუღმა გაკეთდა.

ვაქცინაციის ბარათიზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ, ჩავარდნილია თავიდან ბოლომდე ინიციატივა და რატომ? არაპროფესიონალების მიერ არის დაგეგმილი და იმიტომ.

საინფორმაციო კამპანია, ეს ხომ საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აქაც არაპროფესიონალების ნიერ ჩავარდნილი საქმე.. ავიღოთ მაგალითად “ბარამბოს” ან სადაზღვევო კომპსნიების , ძველი “ალდაგის” რეკლამები … ყველა არის გაკეთებული ქართველების მიერ. დაუკვეთეთ მათ ჩააბარეთ საქმე პროფესიონალებსდა დარწმუნებული ვარ, მოკლე დროში მაღალი ხარისხის და რაც მთავარია ქართველი მომხმარებლისთვის გასაგებ საინფორმაციო კამპანიას მივიღებთ.

და კიდევ ბევრი რამ… დამღლელია, ერთი და იმავე შეცდომებს რომ უშვებენნ და ყველა რომ “ატარებს” ამ შეცდომებს.

კოვიდ სიტუაციის მართვა შესაძლებელი და საკმაოდ მარტივია. არაერთი ქვეყანა უკვე იყენებს ამ მეთოდს. საქართველოსთვის კი გამოსავალი შემდგეგშია:

ვაქცინაცია უნდა იყოს მხოლოდ ერთი ვაქცინით (Pfizer-BioNTech) მწარმოებლის ინსტრუქციით (ქართული ჩამატებები არ გვინდა რა).

სამედიცინო პირბადეების გამოყენება ყველგან. დისტანციის დაცვა ყველგან. კოვიდ სტატუსის ელექტრონული სისტემის ამუშავება (ევროპული ანალოგი) და თავშეყრის ადგილებში მხოლოდ კოვიდ სტატუსით დაშვება.

სხვა ალტერნატივა ჯერჯერობით არ არსებობს. თავს ნუ ვიტყუებთ,“- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kvelaferi-ukughma-gaketda-giorgi-fkhakadzis-mimartva/


„დავიღალე, ოღონდ მართლა – არაფერი არ გვაქვს, რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში“

01/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„აგერ ბატონო …. ფხაკაძე გაფრთხილებთ, მაგრამ ვინ გისმენს, მაგინებთ, მლაძავთ, 1000 სისულელეს წერთ ჩემს წინააღმდეგ…. ჩემი თუ არ გჯერათ ნახეთ, თუ რა ხდება ჩეხეთში… თავის მოტყულება რატომ გვიყვართ, მართლა ვერ გავიგე … დავიღალე, ოღონდ მართლა. არაფერი არ გვაქვს, რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში. ტყუილი, კორუფცია, არა პროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, გაუნათლებლობა, ექსტრემიზმი, ფარისევლური მორწმუნეობა და ყველაფრის შეფუთვა პოლიტიკურ ფერში….


დავიღალე ….


პ.ს. დაგვერხა თან ძაან მაგრად!” –წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.


„ახლა, მთელ ევროპაში პანდემია ცხრება, ჩეხეთში კი უსასტიკესი აფეთქებაა “

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90-1



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„თანახმა ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობაზე“ – ფხაკაძე ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

11/01/2022



გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„10 იანვარი 2022 წელი, ჟენევა
დღეს საოცრება გავიგე – ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მოახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს, როგორც ინფექციის კონტროლის, ასევე კოვიდ ინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. ასეთი მობილური ჯგუფების შექმნა არის აბსურდი და კომუნისტური პროკურატურის სადამსჯელო ოპერაცია. ეს ნიშნავს, რომ გონზე არ არიან, როგორ უნდა ხდებოდეს საავადმყოფოებში ინფექციის კონტროლი.


წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, მისი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა ამ რთულ დროს.


მინისტრი არ არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი. ის აბსურდული რჩევები, რაც მრჩევლებმა მოუმზადეს, სახეზეა და იქნებ დაფიქრდეს ჩვენი მინისტრი, რომ სანამ დროა, მოიშოროს ეს ხალხი. ეს ადამიანები მინისტრს ჩაძირავენ. ჭაობში უკვე ჩაადგმევინეს ცალი ფეხი.


ამ სიტუაციაში მე ვეწინააღმდეგებოდი ჯანდაცვის მინისტრის შეცვლას. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, არის ახალი ჯანდაცვის მინისტრი. მას მივმართავ, მოიშოროს ის ხალხი, ვინც 2 წელია, ვერ მართა ეფექტურად ვერც პანდმია, ვერც ჯანდაცვის სისტემა. შეკითხვა მაქვს, თუ წინა ჯანდაცვის მინისტრი უნდა გამოცვლილიყო, დანარჩენი ხალხი, ვინც პროცესში იყო ჩართული, რატომ დატოვეთ? თუ უშვებთ, ყველა გაუშვით, დამიჯერეთ, არ დაიქცევა ქვეყანა.


ბატონმა ამირან გამყრელიძემ ერთხელ განაცხადა, გადავდგები, მაგრამ ქვეყანაში ჩემზე უკეთესი არავინ არის და ქვეყანას ხომ არ მივატოვებო. საჯაროდ მოგმართავთ – აგერ ვარ მე, გიორგი ფხაკაძე, თანახმა ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობაზე, ოღონდ შემდეგი პირობებით:

1. ხელფასი არ მინდა;
2. არავითარი კორუფციული გარიგებები და ა.შ.;

3. ვისაც გადავწყვეტ, დავტოვებ სამსახურში, ვისაც არა – გავუშვებ, ვიღაცეების ბიძაშვილ-მამიდაშვილებს, სუს-ის კადრებს, საყვარლების და ა.შ. სამსახურიდან გავუშვებ. დარჩებიან ისინი, ვინც არიან პროფესიონალი ექსპერტები. შეიძლება, ვინმე პიროვნულად არ მომწონდეს, მაგრამ თუ პროფესიონალია, არასდროს მექნება მასთან თანამშრომლობის პრობლემა.


მე ვიცი, რომ მე ახლა საქართველოში არავინ დამიძახებს. ეს თქვენც იცით. შანსი ნულია, რომ ახლა მე საქართველოში რაიმე თანამდებობა შემომთავაზონ, რადგან ჩემთან კორუფცია, ნეპოტიზმი არავის გაუვა. გაიხსენეთ ასევე, წინა საკოორდინაციო საბჭოზე რასაც ვაკეთებდი – პირში ვეუბნებოდი პრემიერს, რასაც ვფიქრობდი. სიმართლეს ვიტყვი ყოველთვის. მაგრამ ვინ ისმენს?! სადღეგრძელოებში არიან გადავარდნილი. არ გამოვადგები ბიჭებს, რადგან ჯიგრული პონტი და კორუფცია არ ვიცი, „გაგება“ არ მესმის, ვარ ძალიან პირდაპირი,


კიდევ ერთხელ მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, ყველა გაუშვით სამსახურიდან, ვინც ამ 2 წელიწადში დააქციეს ჯანდაცვის სისტემა და მავნებლობის გარდა ვერაფერი გააკეთეს. საჯაროდ ვეუბნები ჯანდაცვის მინისტრს, რომ ეს ხალხი მას ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. მოიშორეთ,


გავიმეორებ – ჯანდაცვის მინისტრის წარმატება ახლა არის ქვეყნის წარმატება. არ ვიცნობ იმ ადამიანს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის. ჯანდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, მე პოლიტიკასთან საქმე არ მაქვს. ჩემი ერთადერთი ინტერესია, ჯანდაცვის მინისტრი იყოს წარმატებული, ვინაიდან მისი წარმატება არის ქვეყნის წარმატება. მინისტრისთვის ზურგს უკან მიწის თხრა ნიშნავს, რომ ქვეყანას უთხრი მიწას. ეს უნდა გავითავისოთ. პანდრემიის დროს ყველა უნდა დავირაზმოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ,


მთელი ჩვენი რესურსი მივმართოთ იქითკენ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან და როგორ შევუწყოთ ხელი ჯანდაცვის სისტემას, რომელიც ფაქტიურად არ არსებობს. არის ჩვეულებრივი, კლანური სისტემა, რომელიც მთლიანად ფულის მართვაზეა გადართული.

ბატონო მინისტრო, საჯაროდ მოგმართავთ, დახმარება გნებავთ? დამირეკეთ, ჩემი საკონტაქტო ნომრები ყველასთვის ცნობილია.“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/01/ager-var-me-giorgi-phkhakadze-thanakhma-var-daavadebatha-kontrolis-tsentris-direqtorobaze-phkhakadze-jandatsvis-ministrs-mimarthavs/





გიორგი ფხაკაძის პირველი საქმიანი პრეზენტაცია საქართველოში – ნახეთ დეტალები

29/09/2021

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში წიგნის, „სამედიცინო დაწესებულებების არქივი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის პრეზენტაციას პროფესორი გიორგი ფხაკაძე გაუძღვა, რომელიც თავად არის ამ ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი.


ნაშრომი მოიცავს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, სამედიცინო დაწესებულების არქივების უკვე არსებული ან/და მომავალი არქივარიუსებისთვის. იგი წარმოადგენს გზამკვლევს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, რათა შექმნან და განავითარონ საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო არქივი.


წიგნი შექმნილია რჯც-ს (რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი) და დტსუ-ს (დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი) ავტორთა მრავალწლიანი ერთობლივი თანამშრომლობით: მანანა ლოსაბერიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი);

გიორგი ფხაკაძე (დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი);

ნანა მგალობლიშვილი (დიპლომირებული მედიკოსი, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დირექტორი)

ანა ბოლქვაძე (დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი);

ნუგზარ ბოლქვაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი); თამარ თალაკვაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი); თეიმურაზ ზურმუხტაშვილი (არქივმცოდნე).

წიგნი „სამედიცინო დაწესებულებების არქივი“ გამოიცა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობით.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadzis-pirveli-saqmiani-prezentatsia-saqartveloshi-nakhet-detalebi/


„არ ილაპარაკოთ ტრანსპორტში” – გიორგი ფხაკაძე – სკოლებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ბარ…

10/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მორიგ რეკომენდაციას ავრცელებს. სკოლებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ბარ-რესტორნებში მოქცევის წესები:


„არ ილაპარაკოთ ტრანსპორტში”,

საკლასო ოთახში,

სამედიცინო პირბადე,

ორპირი (ყოველი 10-15 წუთი),

ბარი/რესტორანი,
სამედიცინო პირბადე,
ორპირი,
რაოდენობის შემცირება,
საუკეთესო არის გარე სივრცე ,


სკოლებში ბავშვებს შორის უნდა იყოს დისტანცია. სკოლები უნდა გაიხსნას, მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით, –სამედიცინო პირბადე, (ყველას ცხვირზე უნდა ეკეთოს), ორმეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა სუფთა ტუალეტებში, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა იყოს სტერილური, როგორც საოპერაციო…“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


გიორგი ღოღობერიძე ფხაკაძეს დაუპირისპირდა – „რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის…

27/01/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


ექიმი გიორგი ღოღობერიძე, ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება:


„აი, რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის რეკომენდაციებს, აქედან 90% მტკნარი ტყუილია და თან საკუთარ თავს ექსპერტს ეძახის.

გიორგი არის მედიცინის სირცხვილი და იმის განსახიერება, თუ როგორი არ უნდა იყოს ექიმი.


მას თუ ჰგონია, რომ ქართველი ექიმების დაცინვა შეუძლია, ცდება. საკადრის პასუხს ჩვენგანაც მიიღებს და ხალხის დაპანიკებას შეეშვას, სასაცილო ხდება“, – წერს გიორგი ღოღობერიძე.


„გაზიარებული ინფორმაცია მცდარია, დიდი იმედგაცრუებაა, რაც ახლა ვნახე…” – გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს

ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



როგორ აფასებს გიორგი ფხაკაძე კოვიდის მართვის ქართულ მოდელს

19/09/2021

“კიდევ ერთი სიახლე! ამერიკის წამლის სააგენტომ გასცა რეკომენდაცია ფაიზერის ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის”,– ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციასაქვეყნებს.


დამიჯერეთ ხოლმე რა…

იმედია, საქართველო საბოლოოდ აირჩევს … ან მივდივართ ამერიკის გზით, ან ევროპის გზით, ან ისრაელის გზით,, ან ღმერთმა, დაგვიფარის, რუსული გზით …. ქართულმა გზამ კი გვაჩვენა რომ დამღუპველია…

ისე, მსოფლიო უკვე მე-3 დოზაზე გადადის,. ევროპის ქვეყნებში 70-90% არიან აცრილები 2-ჯერ და სამედიცინო პერსონალის 90-100% არის აცრილი .შედარებისთვის, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 20% არის აცრილი, სამედიცინო პერსონალის 50%-მდეა მხოლოდ აცრილი და ზოგიერთი ექიმი კითხვის ქვეშ აყენებს ვაქცინაციას! არაპროფესიონალიზმი კლავს!” – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kidev-erti-siakhle-amerikis-tsamlis-saagentom-gastsa-rekomendatsia-faizeris-busterze-65-tsels-gadatsilebuli-da-qronikuli-patsientebistvis-fkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights