ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026

ვირუსის ორჯერ გადატანის ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა

09.06.2020 Rustavi2



სამედიცინო საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის თქმით, კორონავირუსის მეორედ გადატანის ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, რაც საკმაოდ სასიხარულო ფაქტია.

“სასიხარულო ამბავია, რომ ვინც ვირუსი გადაიტანა იმას მეორეჯერ არ შეხვედრია. ჩვენ არ ვიცით ვირუსის შესახებ დეტალები, თუმცა ფრთხილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორედ დაინფიცირება არ მოხდება,”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერის” ეთერში.

როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებები არა მწვავე, არამედ რეალურია.

“ჯანმო ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებას კვლევის შედეგად. თავიდან წინააღმდეგი იყო პირბადეების გამოყენების და მოუწოდებდა ჯანმრთელ ადამიანებს, რომ არ გამოეყენებინათ პირბადე, რადგან პირბადის არასწორად გამოყენება უფრო დიდი რისკია.

თუმცა, ჯანმომ შემდეგ კვლევების შედეგად დაადგინა, რომ თუ სწორად გამოვიყენებთ პირბადეებს რისკებს ძალიან ამცირებს,”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/167000

16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს- მოზარდმა ბავშვი

04/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„იქნებ მივხდეთ, – მარტო ჯანდაცვის მსოფლიო ორგსნიზაციის მიერ რეკომინდებული და სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინებზე ავიღოთ გეზი ….“ – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


ჩინეთის, პოლიციამ სამ პროვინციაში 80-ზე მეტი ადამიანი დააკავა , – ფიზიოლოგიურ ხსნარს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სახელით ყიდდნენ. 3000-ზე მეტი ეგრეთ წოდებული ვაქცინა „აწარმოეს“. ამ ინფორმაციას CNN ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლინკი: https://edition.cnn.com/world/live-news/coronavirus-pandemic-vaccine-updates-02-01-21/h_f2d86ce0f0b4cd42f1d115072d18100b



მსგავსი შემთხვევა მოხდა სამხრეთ აფრიკაშიც,- პოლიციამ 2400 დოზა ყალბი ვაქცინა და ყალბი პირბადეების მწარმოებლების ქარხანა იპოვა.


„ოფიცრებმა ასევე აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით გაყალბებული სამედიცინო ნიღბები. დააპატიმრეს ჩინეთის სამი და ზამბიის ერთი მოქალაქე“.


ჩინეთი მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ორ პრეპარატს იყენებს: Sinovac-სა და Sinopharm-ს, რომლებიც მიეწოდება სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის – თურქეთს.

Sinovac-ის კომპანია აცხადებდა – მათი ვაქცინების ეფექტიანობა 78%-ზე მეტია, ბრაზილიაში მათი კვლევის შემდგომ ეტაპებზე ვაქცინამ 50,38% ეფექტიანობა აჩვენა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

“დელტა” ვირუსზე “ფაიზერის” ეფექტურობა არის 64%, “ასტრაზენეკაც” კი ვეღარ არის ისეთი ეფექტური…“

09/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს:


“დელტ”ა ვირუსზე “ფაიზერის” ეფექტურობა არის 64%. “ასტრაზენეკაც” კი ვეღარ არის ისეთი ეფექტური, დანარჩენებზე ხომ ზედმეტია საუბარი.“


მისი თქმით, ჩინური ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ბუსტერი, მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინით.


„თუმცა, მე არ ვამბობ, რომ საერთოდ არ აქვს ეფექტი. ჩინური ვაქცინა შეამსუბუქებს მდგომარეობას ნამდვილად. ჩინურ ვაქცინას თუ გაიკეთებთ, პირბადე არ უნდა მოიხსნათ ცხვირიდან. სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ თუ ვერ ჩამოაქვს სხვა ვაქცინები, ორი დოზა ჩინურის შემდეგ ბუსტერის სახით იყოს “ფაიზერი,” – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„მსოფლიოში ეკონომიკას დედა აღარა ჰყავს- ამ დროს, საქართველოში ფიქრობენ ეკონომიკის აყვავებაზე?!“

01/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვაქცინაციის პროცესი იწყება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ვცდილობ, რაც შეიძლება პოზიტიური ვიყო და ასე დავრჩები. მჯერა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია სტრუქტურებზე, რომელიც არის პასუხისმგებელი, რომლებმაც ეს პროცესი უნდა განახორციელონ. მე ვამბობდი, 20-30 ათასი ვაქცინა იქნება შემოტანილი ქვეყანაში. 15 ათასამდე ადამიანს თუ ეყოფა. არ მინდა, მართლა, ვინმეს საწინააღმდეგოდ წავიდე, სიმართლე ვილაპარაკოთ. ვაქცინის ეს რაოდენობა ეპიდსიტუაციას ვერ და არ შეცვლის, იმიტომ, რომ…
ამ პანდემიის დროს, მსოფლიოში ეკონომიკას დედა აღარა ჰყავს , არც მამა, არც ბებია და ბაბუა!“-განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ.


ვიდეო – ამ დროს, საქართველოში ფიქრობენ ეკონომიკის აყვავებაზე?!“

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159907966680579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს საკოოდინაციო საბჭო არის პოლიტიკურად მიკერძოებული…

09/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს საკოოდინაციო საბჭო არის პოლიტიკურად მიკერძოებული, მას აკლია ანგარიშვალდებულება.


„ბატონმა გამყრელიძემ, პრემიერ-მინისტრთან, მითხრა სამედიცინო სტატისტიკა გვაქვსო, მაგრამ, ვერ მოვიპოვე და არც გამომიგზავნა“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




გიორგი ფხაკაძე – „ერთადერთი დავრჩი „სადარაჯოზე!”

10/08/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„კოვიდი ქვეყანაში არ არისო, ასე არ ამბობს ყველა ფხაკაძის გარდა! ერთადერთი დავრჩი “სადარაჯოზე”!


ყველა გავაფრთხილე რომ სექტემბრის ბოლომდე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მინიმუმ ერთხელ მაინც იქნება კოვიდ გადატანილი და ეს არის ფაქტი ჯიუტი, მაგრამ ფაქტი!


ეს არის იმ “ბრძენი” ექსპერტების მიერ დაწერილი, გახსოვთ ის 82 ექსპერტი რომ იყო, ვაქცინაციის “გეგმა/სტრატეგია” ანუ “სადღეგრძელოების ნაკრები” რომ შევარქვი, გახსოვთ. ხო და ზუსტად არასწორი სტრატეგიის შედეგად მივიღეთ ის რაც მივიღეთ!
არაპროფესიონალიზმი, არაკომპეტენტურობა, კორუფცია, და საბჭოთა მენტალიტეტი, ზუსტად ამის გამო ამდენი ადამიანი დაინფიცირდა და გარდაიცვალა საქართველოში ეს არის ფაქტი!


რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ და რამდენჯერ ერთი და იგივე შეცდომები უნდა დაუშვათ, როდემდე?


სამწუხაროდ, კოვიდთან ცხოვრება კიდევ კარგი ხანია მოგვიწევს და დროა ვისწავლოთ ამ ვერაგთან თანაცხოვრება. სირაქლემის პოზიციაში ყოფნა არაფერს კარგს არ მოგვიტანს.
ქვეყანა არ უნდა დაიკეტოს, ბიზნესები არ უნდა შეიზღუდოს, სკოლები და უნივერსიტეტები არ უნდა დაიკეტონ. მაგრამ “ჭკვიანური” და “ხისტი” მეთოდებით უნდა ვაკონტროლოთ ეს და სხვა ვირუსები. სხვა გზა არ არის.


ჯანდაცვას უნდა მართავდნენ პროფესიონალი, კომპეტენტური, დამოუკიდებელი, და არაკორუმპირებული ტექნოკრატები ეს არის ერთადერთი გზა თუ გვინდა წავიდეთ წინ!”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/08/giorgi-phkhakadze-erthaderthi-davrchi-sadarajoze/





„ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება არის საჭირო. კარგი იქნება, ამ სამედიცინო პერსონალს ჯიგრების…

16/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვირუსის სეზონურობიდან გამომდინარე, ზაფხულის პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება, რაც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის დასანერგად, მათ შორის, ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც.


ვირუსი არსად არ წავა, სეზონურია. ზაფხულში ის იქნება უფრო ნაკლები მკვლელი, უფრო ნაკლებად აგრესიული. სეზონურობა ნიშნავს, – ის მაინც ვრცელდება, მაგრამ არ არის ისეთი საშიში. ანუ რეანიმაციულ განყოფილებებში არ ამოვყოფთ თავს. ამისთვის = ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.


მე კი არ ვამბობ, მეცნიერება ამბობს, -2023 წლამდე ეს ვირუსი, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში იქნება. ამიტომ, საჭიროა დაგეგმარება 2023 წლამდე. ფრხილად უნდა ვიყოთ, -იგივე შეცდომები, რაც შარშან გვქონდა, ხელახლა არ დავუშვათ.

ზაფხულში გვექნება დრო, როცა ჩვენ ამოვისუნთქებთ. რეანიმაციულ განყოფილებაში არ იქნება ხალხი. უფრო ნაკლები იქნება სიკვდილიანობა, მძიმე პაციენტები. გვექნება დრო, ექიმებმა დაისვენონ.


სასწრაფოდ, ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება არის საჭირო. კარგი იქნება, ამ სამედიცინო პერსონალს ჯიგრების ძახილის და ჯილდოების მაგივრად, ხელფასები დაურიგოთ. არ შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ადამიანს 250 ლარი ჰქონდეს ხელფასი. მიუღებელიც არის და აკრძალულიც უნდა იყოს”,- განაცხადა პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


თუ არ გინდათ, გრძელი კოვიდი დაგემართოთ – „გრძელი კოვიდი ძალიან საშიშია“ – გიორგი ფხაკაძის რჩევა

22/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„თუ არ გინდათ, გრძელი კოვიდი დაგემართოთ, აიცერით, გაიკეთეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია, დაიცავით პირადი ჰიგიენა, ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ დაგემართოთ კოვიდი. გრძელი კოვიდი ძალიან საშიშია. ჯერ კიდევ წელიწადის და ცოტა მეტის წინ დავიწყე ამაზე საუბარი, – რას ამბობსო, გამლანძღეს, დამესივნენ, ახლა იგივე ხალხი წერს გრძელ კოვიდზე. სამწუხაროდ, უკვე დადასტურებული ფაქტია, ზოგჯერ 6 თვის მერეც კი ადამიანს ეწყება თავის ტვინის, გულ-სისხლძარღვების, ნაწლავების, თირკმელების, ღვიძლის, მენტალობის, ან ნერვული სახის პრობლემები.


გვაქვს ორი აფეთქება ერთდროულად, – ერთი ვირუსის მეოთხე ტალღა, მეორე გრძელი კოვიდის აფეთქება! ზოგმა ერთხელ მოიხადა ვირუსი, ზოგმა ორჯერ, ზოგმა არც იცის ისე გადაიტანა, ამ ადამიანების ავადობიდან 6 თვე უკვე გავიდა, ზოგის ავადობიდან მეტი, შემაშფოთებელი ცნობები მომდის საქართველოდან. სამწუხაროდ, ვერც ციფრებს ვენდობი ბოლომდე, იმედი მაქვს, არჩევნების მერე, მეტნაკლებად მართალი ციფრები დაიდება, წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი რაღაცები აკეთეს, კოვიდ სტატისტიკას როგორ ვენდო? არ მაქვს მტკიცებულება, რომ ციფრები არ არის ზუსტი, მაგრამ მათი ქმედებები ამ ეჭვს მიჩენს.


სიმართლე გითხრათ, წინა პრემიერი მიჯერებდა, მისმენდა რასაც ვამბობდი და მიჯერებდა, ახალი პრემიერი, როგორც ჩანს, თვლის, რომ მან უკეთ იცის, ახალი ხედვა აქვს ახალ პრემიერს, ალბათ, რა გითხრათ, მე არ ვარ პოლიტიკოსი. რომ მოესმინა, არჩენებიც გადადებული უნდა ყოფილიყო და კოვიდ პასპორტების ელექტრონული ბაზაც უკვე დანერგილი, მაგრამ ვინ არის ამის გამკეთებელი ახლა საქართველოში! ახლა რომ მწვანე ბარათები შემოიღონ, ამ წინასაარჩევნოდ, დაესევა ხალხი, ამიტომ ვამბობ, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით იმართება ქვეყანაში პანდემია-მეთქი. მე არც ბიზნესინტერესები მაქვს, არც რამე სხვა ტიპის ინტერესი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც სიმართლის თქმა შეუძლია. ერთი ახალგაზრდა ექიმი იყო დარჩენილი და ისიც ტელევიზიაში წაიყვანეს, ვინღა დარჩა კიდევ დამოუკიდებელი?“ – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


(ვიდეო)„ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი უფასო უმაღლესი ხარისხის“- გიორგი ფხაკაძე

18/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე:

„ვაქცინა უნდა იყოს,

ნებაყოფლობითი,

უფასო,

უმაღლესი ხარისხის,

უსაფრთხო,

ეფექტური“



დეტალებზე იხილეთ ვიდეო…

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159849387920579





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„ეს ვირუსი გადავიტანოთ როგორმე. ახლა არეულობაა ქვეყანაში, უბედურებაა და ახლა აწყობენ ამ მიტინგებს?“

22/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მესამე ტალღა დაიწყო
კიდევ რა ენაზე გითხრათ?!
სპეციალურად ამ სტატიას ვაზიარებ, ვინაიდან ყველაზე დიდი “ანტი კოვიდისტები” (ჩემი ტერმინი) არიან ფინანსისტები/ეკონომისტები … – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე .


გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საქართველოში კორინავირუსის მესამე ტალღის დაწყების შესახებ საუბრობს:


„საქართველოში კორინავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ამაზე ვიფიქროთ ახლა.

მიზეზი, რატომაც აფეთქდნენ ნაცები, ყოფილა ჩემი პოსტი, სადაც კორონავირუსისგან თავდასაცავად რჩევები ჩამოვწერე. მათ შორის, მოერიდეთ საზოგადოებრივი თაცშეყრის ადგილებს. ჩვენ საქართველოში მეორე ტალღა იმიტომ გვქონდა, რომ არჩევნები არ გადაიდო. ხომ გაფრთხილებდით მაშინ?! 2 მილიონი ადამიანი მიიყვანეთ საარჩევნო უბნებთან. ხომ მიიღეთ მეორე ტალღა?! ახლა მიტინგს რაც შეეხება. კი, უნდა გამოხატო შენი აზრი, მაგრამ ეშმაკობას გასწავლით. გააკეთე მიტინგი 2 მეტრიანი დისტანციით, ნებისმიერი დრონით უფრო მეტი გამოჩნდებით. ან მოითმინეთ ზაფხულამდე და მერე ჩაატარეთ მიტინგები.


არც ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობს, – მე მოვაწყობ მიტინგს, ეს არ არის სახალხო პარტია. პარტიები, რომლებიც ამ პანდემიისას მოუწოდებთ ხალხს თავშეყრისკენ, მიტინგისკენ, თქვენ ხართ პასუხისმგებლები, რომ ქვეყანაში დაჩქარდეს მესამე ტალღა. წესით, მესამე ტალღა უნდა იყოს საქართველოში აპრილის მესამე კვირაში, მაგრამ ყველაფერს აკეთებთ, ქვეყანაში მესამე ტალღა რაც შეიძლება, მალე დაიწყოს.

თქვენ თუ პოლიტიკოსები ერთმანეთში ვერ მორიგდით, მე რა შუაში ვარ?! მე ვარ მოქალაქე – ეს არის ხალხის სათქმელი.


ეს ვირუსი გადავიტანოთ როგორმე. ახლა არეულობაა ქვეყანაში, უბედურებაა და ახლა აწყობენ ამ მიტინგებს? რა დროს მიტინგია, ხალხო?! კარგი, გამოვიდა ხალხი მიტინგებზე, მერე?! ვინმე არის ქვეყანაში, რომელიც მართლა ფიქრობს ქვეყანაზე? დამისახელეთ სახელი და გვარი, პრობლემა არ არის, დავეხმარები, დავუდგები გვერდით, მაგრამ ვის უნდა დავუდგე გვერდზე?! მთავრობიდანაც მირეკავენ, რჩევას მეკითხებიან. მე არავის ვეუბნები უარს, ყველაფერში არ მეთანხმებიან, ყველაფერს პირდაპირ ვეუბნები, რაც შესაცვლელია.


მოკლედ, ჩემმა პოსტმა, რომ მოერიდოს ხალხი თავშეყრას, გააღიზიანა ნაცები.


აქამდე მაბრალდებდნენ ნაცი ხარო, ვუმტკიცებდი, არა-თქო – არ მიჯერებდნენ. აგერ ახლა ბატონმა რომან გოცირიძემ ოფიციალურად გამოაცხადა, ფხაკაძე ნაციონალი არ არისო. ჩემი არავის არ სჯეროდა, დიდი მადლობა, ბატონო რომან, თქვენსას დაიჯერებენ, იმედია.


და ბოლოს, მე მჯერა, სიყვარული არის ერთადერთი, რაც გადაარჩენს ამ დედამიწას. მე არ მჯერა პოლიტიკური პოლარიზაციის, გახლეჩვის, სიძულვილის ენის – ამ ყველაფერს არა აქვს მომავალი.


დაბოლოს, ჩემი მოსაზრებით, ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო, მაგრამ პანდემიის დროს რადიკალური ცვლილებები საშიში იქნება. ნუ, ზოგიერთი ადამიანი გასაშვებია სახლში და პენსიაზე, მაგაზე არაა საუბარი, მაგრამ დიდ ცვლილებებს მე ვეწინააღმდეგები. იმიტომ, რომ დიდი ცვლილებები იქნება დიდი ქაოსი და უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდებით. ხალხო, პანდემიაა და გიორგი ფხაკაძე ოფიციალურად ამბობს, – საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა ნელ-ნელა გვეპარება. დავეხმაროთ ერთმანეთს. არ გვინდა ნეგატივი და გახლეჩვა. არ წახვიდეთ მიტინგებზე, თუ წახვალთ, მხოლოდ ორმეტრიანი დისტანციით და “…

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:


„დამდგარა და ერთი ექსპერტი თუ მოექსპერტო ტიპი გაჰკივის, ასტრა-ზენეკა მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებმა უნდა გაიკეთონო. ეს კაციღა გვაკლდა ისედაც დაბნეულ ჩვენს საზოგადოებას”.


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე 27 წლის მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში დამნაშავედ არა ვაქცინას, არამედ სისტემას ასახელებს და იმ პირებს ვინც ვაქცინაციის პროცესზე პასუხისმგებლები არიან.


„ევროკავშირის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციებმა, გასცეს თანხმობა, რომ “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებითი განცხადება გააკეთა, რასაც მეც ვეთანხმები, -არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული “ასტრაზენეკა” 55 წლამდე ადამიანებში”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



„მსოფლიოში კორონავირუსის მესამე ტალღაა, ბევრი მთავრობა იძულებული გახდა ისევ ჩაკეტონ ქვეყნები…

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A7%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights