სამშაბათი, აპრილი 21, 2026

„სურდო, ცემინება, თავის ტკივილი“ – რა უნდა ვიცოდეთ ომიკრონით ინფიცირების ადრეული სიმპტომების შესახებ

01/03/2022


ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ომიკრონით ინფიცირების ადრეული სიმპტომების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.


„სურდო, ცემინება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი (ჩახეხილი ყელი), ზურგის ტკივილი ამ სიმპტომებს შეიძლება დაემატოს, შემცივნება და/ან მაღალი სიცხე, ხველა, სისუსტე, კუნთების და/ან სახსრების ტკივილი, ყნოსვის და/ან გემოვნების დაკარგვა, პირღებინება/გულისრევის შეგრძნება, კუჭის აშლილობა, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია, გაანიავეთ დახურული სივრცეები, აიცერით და ბუსტერი არ გამოტოვოთ, თავს გაუფრთხილდით. გისურვებთ ჯანმრთელობას,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/surdo-tsemineba-tavis-tkivili-ra-unda-vitsodet-omikronit-infitsirebis-adreuli-simptomebis-shesakheb/




გიორგი ფხაკაძე: „აიკრძალოს არასამედიცინო პირბადეების გაყიდვა ქვეყანაში!-ვისწავლოთ მოქალაქეობრივი“

26/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„თბილისი მოლი • Tbilisi Mall
სირცხვილია,

პირბადე მე ვიცი მხოლოდ “სამედიცინო”,
სტანდარტი გაინტერესებთ აგერ ბატონო,

EN14683 Type I, II, IIR,

იქნებ ვისწავლოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა,

ფული, ფული, ფული ….. არ შეიძლება ასეეეე …

აიკრძალოს არასამედიცინო პირბადეების გაყიდვა ქვეყანაში!!!!!“-წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

„რა დროს ტვინდემიაა ხალხო! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწადნახევარია,“ – ფხაკაძე

27/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში ტვინდემიის პოტენციური საფრთხის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.


„ახლა ტვინდემიაზე ლაპარაკობენ. ​რა დროს ტვინდემიაა ხალხო?! გრიპი მთელს მსოფლიოში გამქრალია წელიწად-ნახევარია. აქ ადამიანები არ აიცრნენ კოვიდზე და შენ კიდევ ახალ რაღაცას აკეთებ. მე არ ვიცი ეს ხალხი სად ცხოვრობს. რაც ჩამოვედი საქართველოში, შემოვიარე აჭარიდან კახეთამდე ყველაფერი. დამიჯერეთ, საქართველოში კოვიდი არ არსებობს. მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ არსებობს. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ Facebook-ზე პოსტების დაწერა არის გამოსავალი, ძალიან ცდებიან. თავს ვიტყუებთ.

ისეთი შეგრძნებაა, რომ ვითომ არ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ პანდემია. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ვაქცინაზე და არა სინოფარმზე, სინოვაკზე და ა.შ. უნდა იყოს ერთი სპიკერი, რომელიც იქნება გენერალი ვაქცინების. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში 10 სპიკერი ლაპარაკობდეს. ერთი ამბობს, რომ ფაიზერს ვადა აქვს გასული, მეორე ამბობს, რომ ჩინურს არ უნდა ბუსტერი და ფაიზერს უნდა.“- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ TV პირველის გადაცემაში „შუადღე Live“-ში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-dros-tvindemiaa-khalkho-gripi-mtels-msoflioshi-gamqralia-tselitsadnakhevaria-fkhakadze/



გიორგი ფხაკაძე მშობლებს: ბავშვმა დღეში მინიმუმ 45 წუთი უნდა ისეირნოს, ეს წყლის დალევის ტოლფასია

12.01.2021 ImediNews



გიორგი ფხაკაძე მშობლებს რეკომენდაციებით მიმართავს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია ბავშვების ყოფნა ჰაერზე დღეში მინიმუმ 45 წუთი, მოზარდებმა დიდი დრო ბუნებაში უნდა გაატარონ.

„ბავშვებმა რაც შეიძლება მეტად უნდა დახარჯონ კალორიები, უნდა ირბინონ, უნდა გავიდეთ გარეთ. პრობლემაა პირბადის ტარება. რა თქმა უნდა, როცა დარბიხართ, პირბადე არ უნდა გამოიყენოთ, სპორტის დროს პირბადე არ უნდა გამოიყენოთ. როცა ადამიანი დარბის, კარგია დისტანცია იყოს 4 მეტრი და არა 2 მეტრი.

მინიმუმ 45 წუთი დღეში ბავშვმა უნდა ისეირნოს. ეს წყლის დალევის ტოლფასია. რაც უფრო მეტია, მით უფრო უკეთესია, რაც უფრო მეტ ხანს იქნება გარეთ, ირბენს, მით უკეთესია“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/181724/giorgi-pkhakadze-mshoblebs-bavshvma-dgeshi-minimum-45-tsuti-unda-iseirnos-es-tsklis-dalevis-tolpasia

“არ გამიკვირდება, რომ ახლო მომავალში ქართული შტამიც აღმოჩნდეს” – გიორგი ფხაკაძე

23.05.2021 Rustavi2



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის კიდევ არაერთი მუტაცია იქნება და მათ შორის, შესაძლოა, ვირუსის ახალი ვარიანტი ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს.
“ვირუსები გავრცელდება, მუტაციები იქნება, არაერთი მუტაცია. მე არ გამიკვირდება, რომ ახლო მომავალში “ქართული შტამიც” აღმოჩნდეს. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში ლაბორატორიებს არ აქვთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
ყველაზე ეფექტური იქნებოდა, ჩემი აზრით, გავითვალისწინოთ რეანიმაციის საწოლები, გავითვალისწინოთ ბიზნესის მოთხოვნა და ქვეყანა გავხსნათ, ოღონდ ფრთხილად,” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის საეჭვო შემთხვევას იკვლევენ – შესაძლებელია, საქმე ე.წ. ინდურ შტამთან გვქონდეს.


ავტორი: ელიტა ანდღულაძე


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/199797

„ომიკრონის“ საფრთხე

19.12.2021 ajaratv.ge



ლუგარის ლაბორატორიაში ახლა ორ საეჭვო ტესტის შედეგს იწვევენ, ომიკრონის შესაძლო დაფიქსირებასთან დაკავშირებით, წინა ათმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა სპეციალისტების აზრით ომიკრონ შტამი დღეს თუ არ არის საქართველოში ძალიან მალე ის აუცილებლად დაფიქსირდება და მისი გავრცელების უნარი სხვა შტამებზე დიდია, თუმცა გიორგი ფხაკაძე თვლის, რომ ომიკრონი უკვე საქართველოშია.


თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://ajaratv.ge/article/88376

Giogri Pxakadze: Azərbaycanın dəstəyi olmasaydı, Gürcüstanda ölüm halları daha çox olardı

04.05.2021


Tbilisi, 4 may, AZƏRTAC

Əgər koronavirus pandemiyası ilə mübarizə sahəsində Azərbaycanın köməyi olmasaydı, Gürcüstanda pandemiya qurbanlarının sayı daha çox olardı.

AZƏRTAC xəbər verir ki, bu sözləri gürcüstanlı mütəxəssis, BMT Baş katibinin səhiyyə məsələləri üzrə məsləhətçisi Giorgi Pxakadze söyləyib.

Onun sözlərinə görə, koronavirusun ikinci dalğası zamanı Azərbaycan Gürcüstanı böyük problemlərdən xilas edib.

“Azərbaycan keçən ilin noyabr ayında Gürcüstana tibbi oksigenlə bağlı yardım etməsəydi, bizim ölkədə ölüm sayı daha çox olardı”, – deyə Pxakadze vurğulayıb.

Onun sözlərinə görə, dünyanın bir çox ölkəsində olduğu kimi, Gürcüstanda da vəziyyət gərgin olaraq qalır. Siyasətçilər vəziyyətin normal olduğunu göstərməyə çalışırlar. Lakin bu, belə deyil. Əhalinin 90 faizi peyvənd olunduqdan sonra təhlükəsizlikdən danışmaq olar.

O deyib: “Keçən ilin noyabr ayında Gürcüstanda gündəlik yoluxma yeddi minə yaxın idi. Azərbaycan bütün çətinliklərə baxmayaraq, Gürcüstana tibbi oksigen yardımı göstərdi. Bu da ölkəmizdə yüksək ölüm riskini aşağı saldı. Mən Azərbaycana bir daha təşəkkürümü bildirir, koronavirusun ikinci dalğası zamanı Gürcüstana göstərdiyi dəstəyə görə minnətdarlıq edirəm”.

Xətayi Əzizov

AZƏRTAC-ın xüsusi müxbiri

Tbilisi

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://azertag.az/xeber/1773043

„2020 წლის დეკემბერი… ფეისბუქი მაგარია, ყველაფერი ახსოვს…- „ყველაზე აქტუალური საკითხი…“

07/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გაყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:


„ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქეებს შეუძლიათ ალკოჰოლი მხოლოდ ზომიერების ფარგლებში მიიღონ. ეს არის საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი – როდის დავლევ? ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ: ის, რაც ქართველებს გვიყვარს, „დიდი დალევა“ ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის. მეც ექიმი ვარ. ვინც მეკითხება, ვეუბნები, ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ, როცა გნებავთ, არ აქვს მნიშვნელობა, ზომიერების ფარგლებში, ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლი ხშირად წამალია, დიდი რაოდენობით თუ მივიღებთ, მოგეხსენებათ, პრობლემები შეიძლება გაჩნდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.


პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ეს ისე, შეგახსენებთ, 2020 წლის დეკემბერი ფეისბუქი მაგარია, ყველაფერი ახსოვს

ჯანმრთელობას გისურვებთ

ვისაც კოვიდინფექცია ახალი გადატანილი აქვს, სასმელის მიღებისგან თავი შეიკავონ. ალკოჰოლში არის ეთანოლი, რაც ტოქსიკური სუბსტანციაა და ორგანიზმისთვის საშიშია. ალკოგოლს შეუძლია მოახდინოს როგორც ახლოვადიანი, ისე გრძელვადიანი ეფექტი ჩვენს ორგანიზმზე. კვლევები გვაჩვენებს, ცოტა ალკოჰოლი არ არსებობს. ცოტა ალკოჰოლიც კი სხვადასხვა ადამიანზე ცუდად მოქმედებს. ალკოჰოლი იმუნურ სისტემას აქვეითებს, ორგანიზმში ამცირებს ინფექციებთან ბრძოლის უნარს.


ნასვამ მდგომარეობაში სწორი შეფასებებისა და გადაწყვეტილებების უნარებს ვკარგავთ. ვიცით, რომ პირბადის ტარება აუცილებელია, მაგრამ ალკოგოლის მიღების შემდეგ შეიძლება, ყურადღება არ მივაქციოთ და დავუშვათ შეცდომა. ამიტომ საშიშია ბევრი ალკოჰოლის მიღება განსაკუთრებით კოვიდის დროს. საერთოდ არ უნდა მიიღონ სასმელი ფეხმძიმე ქალებმა. შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობას ავნოს.


ადამიანებს, რომლებიც ალკოგოლს ჭარბი რაოდენობით დალევენ, აქვთ მაღალი რისკი, რომ დაემართებათ ფილტვების დაავადება. პირველი ორგანო, რომელიც კორონავირუსის გამო ზიანდება, ფილტვებია. დალევით კიდევ ერთ საფრთხეს ვუქმნით ჩვენს ორგანიზმს.

კორონავირუსი ვინც გადაიტანა ერთი თვე ორგანიზმის რეაბილიტაცია ხდება. ამიტომ ორგანიზმს უნდა მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება. არის სიტუაციები, როდესაც ადამიანმა უნდა დალიოს, დალიეთ, მაგრამ 1 ჭიქა ნატურალური წითელი ღვინო“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


SARS-CoV-2– ის გავრცელება უკონტროლოა – ვაქცინის ეფექტურობის საფრთხე

26/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ინდური ვირუსი უკვე ახალი რეალობაა (ჩემი ჩაქოლვით მაინც არაფერი არ შეიცვლება)
არსებული ვაქცინების გაუმჯობესება არის საჭირო (აქაც ახლა ანტივაქსერობას ნუ მაბრალებთ, სამწუხარო რეალობაა)
არსებული ასტრაზენეკა, ფაიზერი, მოდერნას ვაქცინები მხოლოდ ნაწილობრივ შეამცირებენ სიკვდილიანობას, მაგრამ ვერ შეამცირებენ ინდური ვირუსის გავრცელებას.
გთხოვთ, დაიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიბანეთ ხელები საპნით“, – წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში SARS-CoV-2– ის გადაცემა უკონტროლოა; B.1.1.7 (ბრიტანული შტამი“), ვარიანტი დაფიქსირებულია 94 ქვეყანაში. ცნობილი არ არის, მოახდენს თუ არა გავლენას ვირუსის რეაქცია SARS-CoV-2 საწინააღმდეგო ვაქცინებზე პროტოტიპული შტამის საფუძველზე, B.1.1.7.


შევაფასეთ ინდივიდების იმუნურ რეაქციებს mRNA- ზე დაფუძნებულ ვაქცინა BNT162b22 ვაქცინაციის შემდეგ. გავზომეთ ანტისხეულების ანეიტრალების რეაქციები პირველი და მეორე იმუნიზაციის შემდეგ ფსევდოვირუსების გამოყენებით, რომლებიც გამოხატავდნენ ველური ტიპის ცილის ცილას ან მუტაცირებულ სპაიკის ცილას, რომელიც შეიცავს ამინომჟავის რვა ცვლილებას, რომლებიც ნაპოვნია B.1.1.7 ვარიანტში. იმ ადამიანების შრატებმა, რომლებმაც მიიღეს ვაქცინა, გამოავლინეს ნეიტრალიზაციის ტიტრის ფართო სპექტრი ველური ტიპის ფსევდოვირუსების წინააღმდეგ, რომლებიც მოკრძალებით შემცირდა B.1.1.7 ვარიანტის მიმართ.


ეს შემცირება ასევე აშკარა იყო შრატებში, ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ COVID-19- ით. შემცირდა B.1.1.7 ვარიანტის ნეიტრალიზაცია ასევე მონოკლონური ანტისხეულების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს N- ტერმინალურ დომენს (9-დან 10-დან) და რეცეპტორებთან სავალდებულო მოტივზე (5-დან 31-დან), მაგრამ არა მონოკლონური ანტისხეულებისათვის, რომლებიც აღიარებენ რეცეპტორების სავალდებულო დომენზე, რომლებიც უკავშირდება რეცეპტორების სავალდებულო მოტივის გარეთ. მუტაციის დანერგვამ, რომელიც კოდირებს E484K ჩანაცვლებას B.1.1.7 ფონზე, ასახავს ახლად აღმოჩენილ შეშფოთების ვარიანტს (VOC 202102/02) გამოიწვია ვაქცინის გამომწვევი ანტისხეულების და მონოკლონური ანტისხეულების მიერ განეიტრალების აქტივობის უფრო მნიშვნელოვანი დაკარგვა (19 – დან 31 – დან) მხოლოდ B.1.1.7 – ში მომხდარი მუტაციების შედეგად განეიტრალებული აქტივობის დაკარგვასთან შედარებით. E484K ჩანაცვლების გაჩენა B.1.1.7 ფონზე წარმოადგენს BNT162b2 ვაქცინის ეფექტურობის საფრთხეს.


ლინკი: მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში SARS-CoV-2– ის გადაცემა უკონტროლოა; B.1.1.7 ვარიანტი დაფიქსირებულია 94 ქვეყანაში

https://www.nature.com/articles/s41586-021-03412-7?fbclid=IwAR25oY7wwHtfreVhYI-FrCm2PIkdnIz_5lRM-njMwOTVB_l2cqvBKx6BGCA



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე


Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze


„რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვაქცინას – ასტრაზენეკა შემოვიდა საქართველოში…“-გიორგი ფხაკაძე

14/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინების შესახებ საუბრობს – რა პოზიტივი მოაქვს ზოგადად, ვაქცინას:


„მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს – საქართველოში ჩამოვიდა ვაქცინა, ეს ნამდვილად კარგი ამბავია.


ზოგადად, ვაქცინაცია არის უდიდესი სიკეთე. მედიცინაში ამაზე დიდი სიკეთე არ არსებობს. თუ ხარ ექიმი, შეუძლებელია ექიმი იყოს ანტივაქსერი, შეუძლებელია, ექიმი იყოს ვაქცინის წინააღმდეგი.ასეთი აბსურდი არის საქართველოში. ექიმი არის ის ადამიანი, რომელიც ავრცელებს სწორ ინფორმაციას, – ეუბნება პაციენტებს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს.


სამწუხაროდ, საქართველოში ექიმები ცოტა ჩამორჩნენ განათლებას. ახლა დამესევიან ექიმები. ექიმი როცა ამბობს, რომ არ გაიკეთებს ვაქცინას და ვაქცინა არის ცუდი. ყველას აქვს შეცდომის უფლება, მაგრამ ექიმს ამ საკითხში – არა!


რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვაქცინას – ასტრაზენეკას, რომელიც შემოვიდა საქართველოში.


ათასობით ადამიანი მწერს, გავიკეთო თუ რა ვაქცინა?!


პირველ რიგში, ასტრაზენეკას ვაქცინას აქვს თანხმობა სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ, მაგრამ ყველა ეს თანმხობა არის დროებითი, ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინამ გაიარა რაღაც ეტაპები, არის უსაფრთხო, მაგრამ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ყველა წამალს სჭირდება დრო. დროს ვერავინ იყიდის, მილიარდელიც რომ იყო. ეს დრო ჯერჯერობით გასული არ არის, რომ ბოლომდე ვიცოდეთ, რა ეფექტი აქვს და როგორ მუშაობს. ვიცით, რომ კარგი ვაქცინაა და რაღაც დოზით შველის.


სამხრეთ აფრიკული ვირუსის საწინააღმდეგოდ ასტრაზენეკას ვაქცინა არ ვარგა, აქვს 20% ეფექტურობა. მინდა აგიხსნათ, რა არის ეფექტურობა. ყველა ვაქცინა გადის რაღაც ეტაპებს, აკეთებენ ექსპერიმენტებს კომპიუტერებზე, შემდეგ ცხოველებზე, შემდეგ აკეთებენ უჯრედებზე და შემდეგ აკეთებენ ექსპერიმენტებს ადამიანებზე, რა თქმდა უნდა, მოხალისეებზე. 30 ათასამდე ადამიანზე გააკეთებენ ექსპერიმენტს, ნახავენ, რომ მუშაობს და შემდეგ ამბობენ, – ეს ვაქცინა მეტნაკლებად უსაფრთხო და ეფექტურია. ვაქცინას სჭირდება წლები, რომ ნახავენ, დააკვირდებიან ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს 2-3 წელი, – რა დაემართა, რამე შეიცვალა და ა.შ.


ვაქცინის გაკეთებას საავადმყოფოებში აპირებენ და ეს არის ძალიან კარგი და სწორი მიდგომაა.


რომ გითხრათ, – ასტრაზენეკას ვაქცინა პანაციაა, არ არის პანაცია, რომ გითხრათ, რომ საუკეთესო მაჩვენელი აქვს მსოფლიოში, არ აქვს საუკეთესო. ვთქვათ, ვაქცინა გაიკეთა ასმა ადამიანმა, ამ ასი ადამიანიდან 60 ადამიანი იქნება დაცული, არ დაემართებათ კოვიდი ან დაემართებათ იოლ ფორმებში. 40 ადამიანი დაცული არ იქნება. ვაქცინა არ ნიშნავს, რომ გაიხსნა ქვეყანა და ა.შ. ეს არის ცრუ მოლოდინი.


მე არ ვარ გაეროს თანაშმრომელი, გაეროს თანაშრომელი ხმას ვერ ამოიღებს თავისი უფროსის საწინააღმდეგოდ, მე ვარ გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი მრჩეველი. ამაში არის ძალიან დიდი განსხვავება. მე შემიძლია ვთქვა ის, რაც მიმაჩნია სწორად.


მაგალითად, გრიპის ვაქცინა მუშაობს 47%-ით. ასი ადამიანი თუ გაიკეთებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, 47 ადამიანი იქნება დაცული.


ვაქცინაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ, არის ერთი პლუსი, თუ დაგემართებათ გრიპი, არ იქნება მძიმე ფორმაში.


კოვიდსაწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული მსოფლიოში, არ არსებობს არც ერთი ვაქცინა, რომელიც 100%-ით გაიარა საბოლოო თანხმობა. არც აშშ-ში, არც ევროპაში და არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. დაახლოებით 10 ვაქცინაა სხვადასხვა რეგულატორების მიერ დამტკიცებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულია ჯერჯერობით ორი ვაქცინა – ფაიზერი და ასტრაზენეკა.


სიახლეებია ვაქცინების ფონდზე. Johnson & Johnson-მა ევროკავშირიდან მიიღო დამტკიცება. ევროკავშირმაც მიიღო გადაწყვეტილება, ალბათ, ახლო მომავალში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მიიღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას. ეს ძალიან კარგი ამბავია.


ვაქცინებთან დაკავშირებით არაფერი არ არის საპანიკო.


ასტრაზენეკას ვაქცინას ეფექტურობა არის 64%, Johnson & Johnson-ის ეფექტურობა არის 67%, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, ფაიზერი არის ყველაზე კარგი, – 90%-ის ზევით, ეს ნიშნავს რომ 100 კაციდან 90 ადამიანს არ შეხვდება ვირუსი.


რაც შეეხება დანიას. დანიაში გარდაიცვალა ადამიანი. გაიხსენეთ, სკანდინავიაში რამდენიმე პენსიონერი გარდაიცვალა.


გახსოვთ, ყველაზე ჩქარები მსოფლიოში, სოკო რომ ჭამეს, შემდეგ ძაღლს რომ აჭამეს და გაიქცა, კაცი რომ გაუშვეს ძაღლის მოსაძებნად, ძაღლი მანქანამ რომ გაიტანა.


მილიონობით ვაქცინა არის გაკეთებული. ასტრაზენეკას შემთხვევაში ეს არის პირველი. სიმართლე გითხრათ, მე ძალიან მიხარია, ასეთი დიდი ყურადღება რომ არის. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ერთი თვალი კი არა, მილიონი თვალი უყურებს, რამე პრობლემა რომ არ გაიპაროს და რაიმე ცუდი არ იყოს. თითოული დოზის კონტროლი ხდება.


ფაიზერზეც ატეხეს ამბავი და ჩატარდა კვლევა და დაადგინეს ყველაფერი, – მუხუცი იყო და დაიღუპა ასაკის გამო.


მე მგონია, იგივე სიტუაციაა დანიასთან დაკავშირებითაც. კარგია, რომ ყველა ეს ქვეყანა შეშფოთდა და გააჩერეს ვაქცინა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ახალია ვაქცინა… „ბოლომდე არ არის შემწვარი ხაჭაპური“.


რამდენიმე ათეული მილიონი გაკეთდა ასტრაზენეკას ვაქცინა და დაახლოებით 30 ადამიანს ჰქონდა გარკვეული უკუჩვენებები, რომელმაც გაიარა რამდენიმე საათში, რამდენიმე ორი დღე იყო საავადმყოფოში. ეს არაფერი არ არის. იცით, რამდენი ადამიანი იღუპება პარაცეტამოლით? ადამიანია და ბუნება.


აბსოლუტურად ყველა წამალს აქვს უკუჩვენება. არ მესმის იმ ექიმების, რომლებიც ამბობენ, რომ არ გირჩევთ ვაქცინის გაკეთებას ან მოგიწოდებთ ვაქცინის გაკეთებისკენ. ექიმს ევალება და მისი საქმეა, რომ მოგცეს სწორი ინფორმაცია.


საქართველოში, მაგალითად, ქალბატონ ჟუჟუნას გაუკეთეს ვაქცინა და ხუთ დღეში გარდაიცვალა. წარმოგიდგინიათ, რა მოხდება საქართველოში? – ვაქცინა გაუკეთეს და დაიღუპა ქალი.


სწორედ ამიტომ ვამბობ, ჯანდაცვაში ელექტრონული სისტემა არის საჭირო, რომ ვიცოდეთ, რა სჭირდა ამ ქალბატონს, რა გართულებები ჰქონდა, რომ დადგინდეს, ვაქცინით დაიღუპა თუ სიბერემ მოკლა და სხვა… შეიძლება, რაღაცაზე ალერგია დაემართა, ჰქონდა რაიმე ალერგია და ვაქცინას დააბრელებენ, იტყვიან, რა თქმა უნდა, ვაქცინაზე დაემართა ალერგია. ამიტომ არის საჭირო, ყველაფერში იყოს გამჭვირვალობა. რაც უფრო გამჭვირვალეა სისტემა, მით უფრო გულღიად ისაუბრებენ.


ასობით ექიმი მწერს, – „ბატონო გიორგი, მეშინია ვაქცინის გაკეთება!“ სამედიცინო პერსონალს არ აქვს მიწოდებული სწორი ინფორმაცია, სწორი გადაწყვეტილება რომ მიიღონ.


არ დაგავიწყდეთ, – ვაქცინა არის ნებაყოფლობითი. არ არსებობს, ვინმემ დაგაძალოს.


მაგალითად, ვაქცინის შემდეგ ადამიანს გაურთულდა ჯანმრთელობა, როგორ ვადგენთ, ეს იყო ვაქცინის ბრალი, თუ მისი ქრონიკული დაავადების, – დიაბეტის ბრალი?. ამაზე პასუხს ვინ გაგვცემს?! სად არის, ეს სისტემა საქართველოში?! ვინ აკონტროლებს ამას?! ვინ არის პასუხისმგებელი! როგორ უნდა შევისწავლოთ, როდესაც პირველადი ჯანდაცვა რომ არ გაქვთ თქვენ? ეს ერთი.


მეორე, -მოხდა ისე, ღმერთმა დაგვიფაროს და, გარდაიცვალა ვაქცინირებული ადამიანი, აი, როგორც დანიაში მოხდა, რას ვაკეთებთ, ატყდა ერთი ამბავი. ჩვენი მედიცინის კორიფეები გამოვლენ და შეისწავლიან ამ მოვლენას?! მეტი არაა, ჩემი მტერი!


მესამე საკითხია, ეს ადამიანი დარჩა ინვალიდი, ვინ ანაზღაურებს მისი მკურნალობის ხარჯებს? ეს ადამიანი მუშაობდა ჯიხურში, ვეღარ იმუშავებს და ვინ გადაუხდის კომპენსაციას? გაგვეცით პასუხი, ეს ხომ ლეგიტიმური კითხვაა. ათასი ლარის წამლები სჭირდება და კიდევ სჭირდება გამოკვლევები, ყოველ ორ თვეში 2000 ლარის, ვინ გადაუხდის ამ თანხას! გარანტია გვაქვს, რომ სახელმწიფო დააფინანსებს?!..“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights