ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026

„დროზე მოიმარაგეთ პირბადე და სიცხის დამწევი წამალი, ოღონდ არა ქართული და არა პაკისტან/ეგვიპტეს…“

09/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ მარტო ანტისხეული არ არის გამოსავალი და ეს არ არის ინდიკატორი, შენ დაგემართება თუ არა კოვიდი.


მისი თქმით, არის კვლევები, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილი ადამიანები სამი თვის შემდეგ დაცულობას კარგავენ და რაც დრო გადის, ეს დაცულობა სულ უფრო იკარგება.


„სხვათა შორის, საქართველოში ყველას უყვარს ტესტების გაკეთება. მე ვხედავ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ლაბორატორია მილიონობით ფულს აკეთებს სწორედ ამ ანტისხეულების ტესტებით. ანტისხეული ეს არის მხოლოდ ერთი მიმართულება. იცით, როგორ არის? – მიდიხარ, იკეთებ ტესტს და მერე ყველაფერი კარგად არის. არადა, კოვიდი მარტო ანტისხეულებზე არ არის დამოკიდებული, კიდევ სხვა მექანიზმზეა საუბარი, ასევე კვლევებშია საუბარი, რომ არ მინდა, არასამედიცინო ენა გამოვიყენო, მაგრამ არის კიდევ სხვა კონკურენტები და სხვა ტესტები, რომლებიც აჩვენებს, რომ შესაძლებელია, ანტისხეულები მაღალი იყოს, მაგრამ სხვა ინდიკატორები აჩვენებს, რომ პირიქით, ამ ადამიანს შეიძლება, დაემართოს კოვიდი. შესაბამისად, მარტო ანტისხეული არ არის გამოსავალი და ეს არ არის ინდიკატორი, შენ დაგემართება თუ არ დაგემართება კოვიდი“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, კოვიდპასპორტი მაქსიმუმ, 6-თვიანი უნდა იყოს.


„მე რომ ვყოფილიყავი გადაწყვეტილების მიმღები და თუ მინდა, მართლა გავაჩერო ვირუსი მსოფლიოში, მე მაგალითად, მივიღებდი კოვიდის გადატანიდან სამ თვეს. რატომ? – იმიტომ, რომ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად დაცული. 100 ადამიანიდან შეიძლება, 70 ადამიანი სამი თვის შემდეგ იყოს დაცული, მაგრამ 30 ადამიანი შეიძლება, იყოს რისკის ქვეშ და ეს 30 ადამიანი გაავრცელებს ვირუსს. ექვსი თვის შემდეგ ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი, რომ 100 ადამიანიდან დაახლოებით, 70 ადამიანს შეიძლება, დაემართოს ვირუსი და 30 ადამიანი არის დაცული“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


მისი განცხადებით, არის კვლევები, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილი ადამიანები სამი თვის შემდეგ დაცულობას კარგავენ და რაც დრო გადის, ეს დაცულობა სულ უფრო იკარგება.


„ეს დრო რომ არ დავკარგოთ, ამიტომ არის რეკომენდებული, რომ ადამიანი, რომელიც კოვიდს გადაიტანს, 30 დღის შემდეგ უნდა აიცრას პირველი დოზით, 21-28 დღის შემდეგ მეორე დოზით, რა თქმა უნდა, „ფაიზერით“ და მეორე დოზიდან 14 დღის შემდეგ ის დაცულია. აი, ზუსტად ეს სამთვიანი ფანჯარა კარგად იხურება.

სახელმწიფომ უნდა მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ეს არ არის ყოველთვის ლამაზი, ნაზი და საყვარელი. ეს არის მყისიერი და მწარე, მაგრამ სტრატეგიულად, შენ უნდა იფიქრო არა შენს პოლიტიკურ პარტიაზე და რეიტინგზე, არამედ შენ ფიქრობ სახელმწიფოებრივად, რომ შენი თითოეული მოქალაქე იყოს დაცული და ეს არის სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ფხაკაძემ.



ექსპერტმა განაცხადა, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება აპოლიტიკური, მეცნიერებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.


„მაგალითად, პორტუგალიაში 12 წლიდან მოსახლეობის 98%-ია აცრილი. როგორ?! – მათ ელემენტარულად, დანიშნეს პორტუგალიის არმიის სამხედრო გენერალი, რომელსაც ჩააბარეს ვაქცინაციის პროცესი. სხვათა შორის, იქაც არჩევნები იყო და იყო შიდა პოლიტიკური პრობლემები. მათ ეს პროცესი ჩააბარეს აპოლიტიკურ ადამიანს, გენერალს და უთხრეს, შენ მოაგვარე ეს საქმე. სხვათა შორის, მოაგვარა და 12 წლის ზევით მოსახლეობის 98% აცრა“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, ამ პროცესში საქართველო მარტო არ არის, ამ პროცესს ორასი ქვეყანა გადის და ორასი მაგალითია, რა მუშაობს და რა არა.


გიორგი ფხაკაძემ ასევე განაცხადა, რომ ძალიან სწორი და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბოლო გადაწყვეტილება, ბრძანება, რომელიც ბუსტერებთან დაკავშირებით გამოვიდა.


„ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშიც არის, რადგან ის პრაქტიკულად, მთელ ევროპაშია და საქართველო ევროპის ნაწილია.


„ომიკრონი“ აზიაშიც არის გავრცელებული, უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია და რა თქმა უნდა, საქართველოშიც არის“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ტიპები ვაკე-საბურთალოდან არ გამოდიან, კაბინეტში სხედან, გარეთ რა ხდება არავინ იცის – გიორგი ფხაკაძე

17/09/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით ისაუბრა.


„თუ არ გჯერათ ამ კოვიდის, რა ვქნა. მეტი რა გავაკეთო. ერთი და იგივე რამდენჯერ უნდა გითხრათ. ფაქტია, რომ ეს ვერაგი ვირუსი კიდევ კარგა ხანს იქნება ქვეყანაში… არაპროფესიონალიზმი უბედურებაა. ელემენტარულად, ტიპები ვაკე-საბურთალოდან არ გამოდიან, თავის კაბინეტში სხედან. გარეთ რა ხდება არ იციან. ჩვეულებრივი ხალხი, რომ ცხოვრობს,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tipebi-vake-saburtalodan-ar-gamodian-kabinetshi-skhedan-garet-ra-khdeba-aravin-itsis-giorgi-fkhakadze/


გიორგი ფხაკაძე – “უმუშევარი ბონდო და ჟუჟუნა მეკითხებიან, რა არის შიგ…”

03/10/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


“ფილოლოგი მეუბნება, შენთან ლაივი მინდა ვაქცინაციასთან დაკავშირებითო… (?!)
სპორტსმენი მეუბნება, იმუნიტეტი მიცავს და ამიხსენით, რათ მინდა ეს ვაქცინაო?!
მსახიობი მიმტკიცებს, რომ ვაქცინაში არის რაღაც ქიმიკატი და ამიხსენიო…(?!)
ვაიპოლიტიკოსები დებატებში მიწვევენ ვაქცინაციასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით…(?!)


ბებო მარო (სკოლა – 8 კლასდამთავრებული) მეუბნება, ამიხსენით, ვაქცინაში რა არისო….(?!)


უმუშევარი ბონდო და ჟუჟუნა მეკითხებიან, რა არის შიგ (ვაქცინას გულისხმობენ)?!
ახალგაზრდა კოლეგა მეუბნება, შენ რა იცი, ამდენს რომ საუბრობო და საერთოდ ეს შენი პუბლიკაციები ნაგავიაო (ერთი ახალგაზრდა, რომელიც, სხუათა შორის, ევროპაში აგრძელებს სწავლას) და ერთი, რძე რომ არ შეშრობია ტუჩებზე, საერთოდ “ჭკუას მასწავლის” და იძახის, რომ მე დეზინფორმაციას და მანიპულაციას ვეწევი…(?! )


და ასე შემდეგ…. თან ყველამ უკვე იცის, რა არის ვაქცინის შემადგენლობა.


ჩემი პასუხი ამ “ექსპერტებს” და “განათლებულ” ადამიანებს:
მე არ ვარ ფილოლოგი და ქართული სკოლაში არ მისწავლია, სულ ბოდიშს ვიხდი, რომ კარგად ვერ ვსაუბრობ/ვწერ ქართულად
მე არ ვარ სპორტსმენი (ბავშვობაში ჭიდაობაზე დავდიოდი), რომ აგიხსნათ, როგორ უნდა ივარჯიშო, რომ ჩემპიონი გახდე…
მე არ ვარ მსახიობი, მაგრამ მყავს მეგობარი ქუთაისელი მსახიობი დათო ლიკლიკაძე. იმას ვერასდროს ვაჯობებ
მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებ
მე არ მაქვს მარტო 8 კლასი დამთავრებული, სამწუხაროდ თუ საუბედუროდ სკოლა 10 წელი, სამედიცინო 6 წელი, მაგისტრატურა 1 წელი, სადოქტორო 5 წელი… მე-2 სადოქტორო 3 წელი (ვერ დავამთავრე ნერვები არ მეყო… სომალიში წავედი )
როცა გავხდი 43 წლის, გადავწყვიტე, რომ პენსიაზე წავსულიყავი…. და ახლა ვარ პენსიონერი, მაგრამ იმდენი ენერგია მაქვს, რომ მაინც ვარ ჩართული 10-ზე მეტ ორგანიზაციაში და ვაკეთებ მარტო იმას, რაც მე მინდა და რაც მე მომწონს
ვცხოვრობ ჟენევა – პარიზი – თბილისი და ეს ჩემი არჩევანია.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/09/giorgi-phkhakadze-umushevari-bondo-da-zhuzhuna-mekithkhebian-ra-aris-shig/





„სანამ ეპიდემიას პატრული მართავდა, ყველაფერი კარგად იყო, რაც ეს პროცესი ეპიდემიოლოგებს ჩააბარეს…“

23/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა, ქვეყანა გახსნესო, ჩემი აზრი აინტერესებდათ. ანუ ხალხს უთხრეს – ახლა ქვეყანას ვხსნით, მაგრამ ვაქცინას 2 კვირაში ჩამოვიტანთო. უცებ ვერც დავიჯერე. ვაღიაროთ, ქვეყანა არ იმართება ისე, როგორც უნდა იმართებოდეს!
ჩვენთან პანდემიის მართვაში მილიარდობით თანხა დაიხარჯა, ღმერთმა იცის, სად, ვისთვის და როგორ. სიტუაცია ისე მიდის, შეიძლება, აგვისტოს ბოლოს უფრო ადრეც, საქართველოში მთლიანად ინდური შტამი იქნება“, – განაცხადა პროფესორმა, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, გიორგი ფხაკაძემ.



მისი თქმით, „არცოდნა არცოდვაა“, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამოცდილი და განათლებული ხალხი მუშაობს, ამიტომაც ისეთი ტიპის შეცდომები, რაც დაშვებულია, გაუგებარია. ცუდია, როცა ექიმი პოლიტიკაში მიდის, ის უკვე პოლიტიკოსი ხდება, პოლიტიკოსს კი თავისი ვალდებულებები აქვს.


„ხან აქ, ხან იქ ყოფნა არ გამოვა.
მოსახლეობა დაიბნა. ასეთი ნდობა, რაც ამ სამ ადამიანს ე.წ. „სამ მუშკეტერს“ პანდემიის დასაწყისში ჰქონდა, ადრე არასდროს ჰქონიათ, თუმცა ეს ნდობა შემდეგ გაიბნა. მათ კარგი საქმეც გააკეთეს მაშინ, თუმცა ეს მარტო მათი გაკეთებული არ იყო.
მე მგონი, ჩემს გარდა ამაზე არავინ ლაპარაკობს – პანდემიის დასაწყისში ყველაზე დიდი საქმე პოლიციამ გააკეთა. ქვეყანაში პანდემიის პირველი ტალღა არ ყოფილა იმიტომ, რომ პოლიციამ თავისი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულა. ვირუსის შეკავებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხალხი როცა ჩაერია, მაშინ ჩაფლავდა ყველაფერი. ერთადერთი სისტემა, რაც ქვეყანაში კარგად მუშაობს და რაზეც დგას სახელმწიფო, არის პატრული. სანამ ეპიდემიას პატრული მართავდა, ყველაფერი კარგად იყო. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი ეპიდემიოლოგებს ჩააბარეს, ვხედავთ, რა მძიმე სიტუაციაც გვაქვს“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მეცნიერულ კვლევებში იყო საუბარი, რომ შესაძლოა დეკემბერში და ნოემბერშიც კი იყო ევროპაში კორონავირუსი

05.05.2020 Rustavi2



მეცნიერულ კვლევებში იყო საუბარი, რომ შესაძლოა დეკემბერში და ნოემბერშიც კი იყო ევროპაში კორონავირუსი – გიორგი ფხაკაძე


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “დღის კურიერში” სტუმრობისას გარდიანის სტატიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეს ჯერ კიდევ დეკემბერში დაუდგინდა, როდესაც ევროპაში კორონავირუსზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობდა.


გიორგი ფხაკაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ახალი არ არის და ამაზე კვლევები მიმდინარეობს.


ფხაკაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაზუსტებულ ინფორმაციას დაეყრდნოს.


“მეცნიერულ კვლევებში იყო საუბარი, რომ შესაძლოა როგორც დეკემბერში, ასევე ნოემბერშიც კი ყოფილიყო კორონავირუსი. ამას კიდევ უნდა გადამოწმება. ამაზე კვლევები მიმდინარეობს.


“კოვიდ-19” არის ძალიან ახალი, მის შესახებ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. ძალიან ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანი ატარებს კვლევებს და შემდეგ დიდი აჟიოტაჟია პრესაში. ჩვენ ნებისმიერ ინფორმაციას მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან უნდა მივიღოთ.


“კოვიდ-19″ რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო, თუ ერთი თვით ადრე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ძირითადად ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ წამალი უფრო ადრე გვექნება, ვიდრე ვაქცინა,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/163511

“რემდესივირი” არ კურნავს, პრეპარატმა შესაძლებელია მხოლოდ შეამსუბუქოს პაციენტის მკურნალობა….

02.05.2020 Rustavi2

“რემდესივირი” არ კურნავს, პრეპარატმა შესაძლებელია მხოლოდ შეამსუბუქოს პაციენტის მკურნალობა 2 ან 3 დღით – გიორგი ფხაკაძე


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ “რემდესივირი” პაციენტს მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირებაში ეხმარება და არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ის კორონავირუსისგან კურნავს:
“ვინაიდან FDA-მ მისცა თანხმობა ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ, რომ მძიმე პაციენტებისთვის შესაძლებელია, რომ დაეხმაროს და 2 ან 3 დღით შეუმსუბუქოს მკურნალობა, მაგრამ ეს არ კურნავს, ამისი მტკიცებულება არ არსებობს და სიკვდილიანობასაც არ წევს ქვევით,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ავტორი: თამარ ურუშაძე

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/163250

სანამ ეს წამლები საქართველომდე მოაღწევს, ვიღას უნდა ვუმკურნალოთ? დღეში ოფიციალურად 60 ადამიანს…

05/11/2021

სანამ ეს წამლები საქართველომდე მოაღწევს, ვიღას უნდა ვუმკურნალით?! დღეში ოფიციალურად 60 და არაოფიციალურად 200 ადამიანს ვკარგავთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიროგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ფარმაკომპანიებმა დაიწყეს ახალი პაექრობა (ისე, კარგია ჩვენთვის, რაც უფრო ბევრი არჩევანი იქნება, ფასიც მით უფრო დაბალი იქნება).

გუშინ იყო “მერკის” ახალი კოვიდ პრეპარატი, დღეს უკვე “ფაიზერმა” გამოაცხადა, რომ მათაც აქვთ ახალი კოვიდ წამალი. ცნობისათვის, მალე კიდევ 5 დიდი ფარმა კომპანია გამოაცხადებს თავიანთ სიახლეებს.

როგორც წინასაახალწლოდ გაცნობეთ, 2021 წელი იქნება კოვიდ ვაქცინების და კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტების წელი და აგერ, ბატონო.

მაგრამ სანამ ეს წამლები საქართველომდე მოაღწევს, ვიღას უნდა ვუმკურნალით?! დღეში ოფიციალურად 60 და არაოფიციალურად 200 ადამიანს ვკარგავთ.

საქართველოში უკვე არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა/წამალი, გერმანიაში შექმნილი, ამერიკაში დამზადებული, სახელად – ფაიზერის ვაქცინა! დრიზე აიცერით,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sanam-es-tsamlebi-saqartvelomde-moaghtsevs-vighas-unda-vumkurnalot-dgheshi-ofitsialurad-60-adamians-vkargavt-giorgi-fkhakadze-%e2%80%8b/


ვირუსის ახალი ვარიანტები წამოვა, უფრო ვერაგი იქნება, ვიდრე „დელტა“ – გიორგი ფხაკაძე

16/09/2021

ვირუსის ახალი ვარიანტები წამოვა, უფრო ვერაგი იქნება, ვიდრე „დელტა“ – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ვიდეოჩართვისას საუბრობს.


მისი თქმით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, გაცემული რეკომენდაციების დაცვა და ვირუსთან ბრძოლაა.

„ეს ვირუსი კარგა ხანს იქნება. ახალი მუტაციები, ახალი ვარიანტები წამოვა, სამწუხაროდ. უფრო ვერაგი იქნება, ვიდრე დელტა ვარიანტი, ამას უნდა შევეგუოთ. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვებრძოლოთ და შევეგუოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას. სხვა გზა არ არსებობს. თუ ჩვენ ჩავკეტეთ და გავხსენით უაზროდ, ქვეყანას დავღუპავთ; ფინანსურად, მენტალურად. რა უნდა გააკეთოთ: გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, მაქსიმალურად შეეცადეთ და დისტანცია დაიცავით“, – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/virusis-akhali-variantebi-tsamova-ufro-veragi-iqneba-vidre-delta-giorgi-fkhakadze/


გიორგი ფხაკაძემ განმარტა, ვინ ვერ გაიკეთებს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას

01.02.2021 Imedinews


პროფესორმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ რადგან კვლევა არ ჩატარებულა 18 წლამდე ბავშვებზე, 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე და ორსულებზე, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მათ არ აცრიან.

„არ არსებობს დედამიწაზე წამალი, რომელსაც უკუჩვენება არ აქვს, ეს ნორმალური პროცესია. აქ საუბარია, რამხელაა ეს უკუჩვენება. ახალი ვაქცინაა, მასზე ბევრი ინფორმაცია არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით ესაა ისრაელის მაგალითი, სადაც მთელი ინფორმაციაა ამაზე შეგროვებული, თუ ვისთან რა გვერდითი მოვლენები გამოიწვია. სასიხარულოა ის, რომ არ არის ისეთი დიდი გვერდითი მოვლენები როგორიც ეგონათ თავიდან.

პრაქტიკულად, სისტემა დაიხვეწა და კიდევ უფრო დაიხვეწება, სანამ საქართველოში მოსახლეობამდე იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, უკვე მაგ დროისათვის, ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია გვექნება მასზე. პირველი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რომ ვაქცინაცია, ჯერჯერობით, არ შეიძლება ბავშვებისათვის, იგულისხმება 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ვინაიდან მათზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, არ ვიცით ფეხმძიმე ქალებზე და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, შეიძლება თუ არა ვაქცინაცია, ვინაიდან არც მათზე ჩატარებულა ჯერ კვლევები“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს.

Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/184440/giorgi-pkhakadzem-ganmarta-vin-ver-gaiketebs-covid19is-satsinaagmdego-vaqtsinas

„ვაქცინა სანამ საქართველოში მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მანამდე ყველანაირი ინფორმაცია…“

01/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ რადგან, ჯერჯერობით, კვლევა არ ჩატარებულა 18 წლამდე ბავშვებზე, ორსულებსა და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, მათთვის ვაქცინის გაკეთება არ არის შესაძლებელი.


„არ არსებობს დედამიწაზე წამალი, რომელსაც უკუჩვენება არ აქვს, ეს ნორმალური პროცესია. აქ საუბარია, რამხელაა ეს უკუჩვენება. ახალი ვაქცინაა, მასზე ბევრი ინფორმაცია არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით. ეს არის ისრაელის მაგალითი, სადაც მთელი ინფორმაციაა ამაზე შეგროვებული, თუ ვისთან რა გვერდითი მოვლენები გამოიწვია“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისი თქმით, სასიხარულოა ის, რომ არ არის ისეთი დიდი გვერდითი მოვლენები როგორიც ეგონათ თავიდან.


„პრაქტიკულად, სისტემა დაიხვეწა და კიდევ უფრო დაიხვეწება, სანამ საქართველოში მოსახლეობამდე იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, უკვე მაგ დროისათვის, ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია გვექნება მასზე. პირველი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რომ ვაქცინაცია, ჯერჯერობით, არ შეიძლება ბავშვებისათვის, იგულისხმება 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ვინაიდან მათზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, არ ვიცით ფეხმძიმე ქალებზე და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, შეიძლება თუ არა ვაქცინაცია, ვინაიდან არც მათზე ჩატარებულა ჯერ კვლევები”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights