ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

„10 წლის წინ ამერიკამ ეს ელექტრონული ბაზა გვაჩუქა, რატომ არ არის ამუშავებული?!“- გიორგი ფხაკაძე

23/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ეს ქვეყანაც და ჯანდაცვის სისტემაც ტყუილზეა აწყობილი. სტატისტიკა, რასაც გვაწვდიან, არის ტყუილი.

ასეა, მეგობრებო, რომ ვინერვიულოთ, რა აზრი აქვს. ქვეყანას ატყავებენ – ვიცით, ირგვლივ აფერისტები არიან – ვიცით, არაპროფესიონალები გვყავს – ვიცით, რას ვაკეთებთ? არაფერს – ვიცით. ეს არის რეალობა.

პირბადეები მოიხსენითო, გვითხრეს. კი, ბატონო, ჯარიმების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ, – თუ ჩემი მეგობარი ხართ, ძალიან გთხოვთ, პირბადე გამოიყენეთ. სახალისოც იქნება, ვისაც პირბადე გექნებათ, იტყვიან, ეს არის ფხაკაძის მეგობარი. საქართველოში ძალიან მარტივად შეგიძლიათ, გამოავლინოთ ფხაკაძის მეგობარი. ადამიანი ქუჩაში სამედიცინო პირბადით თუ დადის, ე.ი. ფხაკაძის მეგობარია.

გავაკეთოთ სახალხო მოძრაობა – „მე ვატარებ ფხაკაძის პირბადეს“. მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ და ძალიან მინდა, თქვენ იყოთ კარგად. ამიტომაც ჩემი თხოვნაა, თუ შეგიძლიათ, გამოიყენეთ პირბადე, რადგანაც ის რეალურად გვიცავს.

გადაიღეთ ფოტოები პირბადეებში, გამომიგზავნეთ, დადეთ ჩემი ლაივის კომენტარებში, მადლობას გეტყვით“,- ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„აშკარად ჯადო გაგვიკეთეს“ – გიორგი ფხაკაძე

19/12/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„აშკარად ჯადო გაგვიკეთეს…

ქვეყანაში 1000 გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ ყველაზე მთავარი ნიუსი ქვეყანაში არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მინდა გაცნობოთ, ეს არის 1001 პრობლემა და არა ნომერ 1 პრობლემა. თუ არ გჯერათ, საქუთარ საბანკო ანგარიშს გადახედეთ, მერე მაცივარს და მერე ღმერთმა დაგიფაროთ, არააკრედიტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოსაცდელში ვირთხების თვლას რომ მორჩებით, საზღვარგაეთ სამკურნალო თანხის შეგრივების გზებზე უნდა იფიქროთ…

დავიღალეთ ყველა!

ასე არ შეიძლება!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„რას უზამენ იცით? ყველაფერს მაგას დააბრალებენ-არ გამიკვირდება ციხეში, რომ ამოყოს თავი“

07/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„არანაირი განსხვავება არ არის, ბავშვი იქნება თუ დიდი, ყველა ასაკის ადამიანს ერთნაირად ერჩის ვირუსი, პოსტკოვიდური სინდრომი, – 20-25% (გააჩნია ქვეყანას, გააჩნია დაავადებას), მე ვამბობ, ალბათ, 30%-მდე ადამიანებს სჭირთ სხვადსხვა ტიპის პოსტკოვიდური სინდრომი, – ადამიანი ინვალიდდება (ინვალიდობა არის, როცა შეიზღუდება ადამიანის მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობა, ღამე ვერ იძინებ, გაქვს დეპრესია, გონება გაქვს გაფანტული, კონცეტრაცია გაქვს დაკარგული, სუნთქვა გიჭირს და ა.შ.

ბოლო კვლევებით, რომელიც იტალიაში ჩატარდა, ვინც გადაიტანა კოვიდი სიმპტომურად, ამ პაციენტების 30%-ს დაუტოვა სტრესი (მენტალურად პრობლემა დაუტოვა). აღარაფერს ვამბობ ფილტვებზე, გულზე და სხვა…

ზოგი კვლევით, ყველა პაციენტის 10% არის…

საქართველოში დაახილოებით 700 ათასმა ადამიანმა გადაიტანა კოვიდი, ამ ადამიანების 30%-ს, შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის პრობლემა (ბევრი ალკოჰოლი, ბევრი სიგარეტი მოქმედებს). საქართველოში უფრო მაღალია (ბავშვებიც) სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები.

ადამიანების სიცოცხლე არის მთავარი.

მიხედეთ საავადმყოფოებს – ექთნებს ხელფასი მოუმატეთ, ტრენინგები ჩაატარეთ, ხარისხი აწიეთ, დაასუფთავეთ საავადმყოფოები, ფასები დაწიეთ, ხარისხიანი პირბადეები შემოიტანეთ. პოლიტიკას თავი დაანებეთ! – ადამიანი როცა შედის საავადმყოფოში და არ აქვს სიცხე, 24 საათში თუ ტემპერატურა იწევს, ეს ნიშნავს, რომ შიდა ჰისპიტალური ინფექციაა! ინფექცია დაემართა კლინიკაში შესვლის მერე – 90% არის ჰოსპიტლის ბრალი!

საკვების და თეთრეულის პრობლემა ვერ მოგიგვარებიათ საავადმყოფოებში! ტუალეტები ვერ მოგიწესრიგებიათ!

უნდა გქონდეთ კარგი ხარისხის პირბადე, კარგი ხარისხის ხელთათმანი, კარგი ხარისხის წამალი!

უანგაროდ ვაკეთებ ყველაფერს, იმიტომ, რომ ქართველი ვარ, მიყვარს საქართველო!

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კარგი გოგოა, განათლებულია და იცის ჯანდაცვის სფერო. წინა ცხოვრებაში, როცა კარგ ორგანიზაციაში ვმუშაობდი ვიცოდი, რომ განათლებული იყო. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ყველაფერს მას დააბრალებენ! მაგრამ, ხომ ვიცი, რომ შეთითხნიან მაგას, არ გამიკვირდება ციხეში, რომ ამოყოს თავი. რას უზამენ იცით? ყველაფერს მაგას დააბრალებენ. თითქოს მაგისი ბრალი იყო, რომ „იმეილი“ დროზე არ გააგზავნა.

საერთოდ, ადამიანი არ უნდა იყოს ერთ თანამდებობაზე 3-4 წელზე მეტი, არ შეიძლება, აუცილებლად უნდა იყოს ცვლილება.

რომ ამბობენ, – კარგი აპარატურა გვაქვსო, საქართველოში, სამედიცინო აპარატურას სჭირდება კალიბრაცია (ყოველ სამ თვეში, 6 თვეში, 9 თვეში), ეს არ კეთდება და ამიტომაც არის, რომ არასწორ დიაგნოზს უსვამენ პაციენტებს, ლაბორატორიები არასწორ ინფორმაციას გაძლევენ. რომ მიხვიდე ხუთ სვადასხვა საავადმყოფოში, ხუთი სხვადასხვა ანალიზის პასუხი იქნება.

ვთქვი, – რომ მითხრან, – საქართველოში ჩამოდი და საქმე გააკეთე, ჩემი პასუხი იქნებოდა, – კი ბატონო, ჩამოვალ, დაგეხმარებით, მაგრამ ყველამ, პატარა პარტიებიდან დაწყებული დიდამდე – ყველამ ერთად უნდა თქვან თანხმობა! ვიმუშავებ ხელფასის გარეშე, ხელფასი მექნება სიმბოლურად 1 თეთრი, 1 ლარი! საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საკმარისი მაქვს! არ მომიპარავს ერთი თეთრიც კი!- ეს უნდა იყოს არაპოლიტიკური თანამდებობა!- ჩამოვალ და ვიმუშავებ! არავინ არ უნდა ჩაერიოს ჩემს საქმეში! მე გავაკეთებ საქმეს, თუ გინდათ, 8 თვის მერე გამაგდეთ! მეტს მაინც არავინ გამაჩერებს. მაგრამ ამ 8 თვეში ასე თუ ისე დავალაგებ სიტუაციას ჯანდაცვაში, საავადმყოფოებში. -დათანხმდებიან? არა მგონია! არავინ! – შენ თუ საქმის გაკეთება გინდა, ყველას მხარდაჭერა გჭირდება. არავინ დამიკავშირდა… არც ერთი პოლიტიკური პარტის არ დამიკავშირდა.

მინისტრის მოადგილეობას მთავაზობდნენ ხუთი წლის წინ, 2-3 კვირა ველოდე და შემდეგ წავედი გაეროში….“ -აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

“ეს ვირუსი შესაჩერებელია…”


12/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციის პროგრამა შედეგის მომტანია.


გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.


„უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციის პროგრამა არის შედეგის მომტანი.
დღეს ბრიტანეთში ამ ვერაგი ვირუსისგან არავინ გარდაცვლილა.
დღეს საქართველოში 31 ოჯახში კოვიდმა დიდი უბედურება შემოიტანა.
ყველა ვაქცინა ერთნაირი არ არის… მაგრამ ყველა ვაქცინა ამცირებს სიკვდილიანობას…
გაუფრთხილდი სიცოცხლეს.


ეს ვირუსი შესაჩერებელია…. რა გვიცავს?
სამედიცინო პირბადე, 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა (ფაიზერის მსგავსი)…
ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ჯერჯერობით ვირუსი იგებს. ან ჩვენ გადავუვლით ამ ვირუსს, ან ის გადაგვივლის ჩვენ!“

07/02/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მეკითხებიან, იქნება კოვიდის ახალი ვარიანტი? – კი, იქნება!

“ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია? – არა!


კოვიდი არ არის სეზონური გრიპი!

მათემატიკული მოდელირების საფუძველზე უახლოეს მომავალში (ალბათ, 1-3 თვეში) ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, “დაიბადება” აფრიკაში. რატომ? კონტინენტის მოსახლეობის მხოლოდ 1% არის აცრილი. ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, ბურუნდი (175-ჯერ) და ტანზანია (40-ჯერ) არიან ყველაზე დიდი რისკის მატარებლები. ისე, ამერიკაც არ ჩამორჩება.


რა უნდა ვქნათ, რომ შევაჩეროთ ახალი მუტაციები?! გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება!

როგორ გავაჩეროთ ვირუსის გავრცელება? – სამედიცინო პირბადით, დისტანციით და ვაქცინაციით (ფაიზერი /მოდერნა)!

ან ჩვენ გადავუვლით ამ ვირუსს, ან ის გადაგვივლის ჩვენ! ჯერჯერობით ვირუსი იგებს ამ ბრძოლაში…”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

კვლევამ დაადასტურა, რომ კოვიდი კლავს თავის ტვინის უჯრედებს – გიორგი ფხაკაძე

15/11/2021

საფრანგეთში, გერმანიაში და ესპანეთში ჩატარებული კვლევა დაადასტურა, რომ კოვიდი კლავს თავის ტვინის უჯრედებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს და სოციალურ ქსელში კვლევას აზიარებს.


„დადასტურდა რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას. გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა დაადასტურა რომ დაზიანება არის 20-70% ყველა კოვიდ გადატანილებში.

საფრანგეთში, გერმანიაში და ესპანეთში ჩატარებული კვლევა დაადასტურა, რომ კოვიდი კლავს თავის ტვინის უჯრედებს. არა ერთი ათეული კვლევა ჩატარდა და კიდევ მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მაშტაბით და ამ კვლევების დასკვნა ერთია, კოვიდის აზიანებს ადამიანის თავის ტვინს. არ დაინფიცურდეთ კოვიდით, კოვიდი აზიანებს თავის ტვინი. აიცერით, რომ დაიცვათ თავის თვინი. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე რომ არ დააზიანოთ თავის ტვინი. გაუფრთხილდით ჩვენს პატარებს, კოვიდი აზიანებს ბავშვების თავის ტვინს.

გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, მდგომარეობა უფრო რთულია ვინდრე ეს ადრე ჩანდა. გრძელი კოვიდი კიდევ უფრო ვერაგი და ხანგრძლივი აღმოჩნდა. მოსახლეობის 90% უნდა იქნას აცრილი და ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში სხვა პრიორიტეტი ქვეყანაში ეხლა არ უნდა იყოსქვეყანა იღუპება, მომავალი იღუპება, შეიგნეთ. უკან დასახევი და ლოდინის დრო არ არის. ჩვენი სამეზობლოდან მხოლოდ თურქეთი არის სწორი მაგალითი და მივბაძოთ მას. არაპროფესიონალიზმი კლავს და აზიანებს თავის ტვინს,“- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kvlevam-daadastura-rom-kovidi-klavs-tavis-tvinis-ujredebs-giorgi-fkhakadze



კორონავირუსის რა ახალი საყურადღებო შტამი გამოჩნდა მსოფლიოში

18.06.2021 megatv.ge Kutaisi



მსოფლიოში 4 პრობლემატური კორონავირუსის ვარიანტი უკვე ცირკულირებს და 7 საყურადღებოა. მეტი ინფორმაციისთვის „პრაიმტაიმმა“ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტს მიმართა.

როგორც ის ჩვენთან საუბრისას ამბობს, ეს ვარიანტი პერუდან წამოვიდა და როგორც ამ დროისთვის ჩანს, საკმაოდ გადამდებია.

„ეს ეხება კიდევ ერთ ვარიანტს, რომელის გავრცელებაც პირველად სამწუხაროდ, პერუში დაფიქსირდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავის ე.წ. საყურადღებო სიაში 14 ივნისს შეიყვანა. ეს არის მეშვიდე საყურადღებო ვირუსი, რომელმაც ცირკულირება დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებით უყურებს რა მიმართულებით წავა მისი მუტაცია. რაც ამ დროისთვის ჩანს, ის საკმაოდ გადამდებია. მაგრამ კიდევ უფრო ბევრი კვლევაა საჭირო,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ექსპერტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვირუსისა და მუტაციის შესაჩერებლად აუცილებელია ვაქცინა, პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია.

„უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო დიდი ხანი იქნება ნებისმიერი ვირუსი ცირკულაციაში, მით უფრო დიდი შანსია, რომ მთელ სოფლიოში სხვადასხვა მუტაციები გაჩნდეს. ეს ვარიანტი, რომელიც პერუდან წამოვიდა, ამ სიიდან ყველაზე ბოლოა. საყურადღებოა ამჟამად 4 ვარიანტი და 7 ვარიანტი, რომელიც ძლიერი მეთვალყურეობის ქვეშაა.

ყველა ვირუსს ახასიათებს მუტაცია. ეს ბუნებრივი პროცესია. ყველა კვლევამ აჩვენა, რომ ის მუტაციები, რომელიც ახლავს და არის მთელ მსოფლიოში ხელოვნური არ არის. ეს ევოლუციური პროცესია. ამის შესახებ არა ერთი კვლევა გვაქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია მუტაცია შევაჩეროთ. ეს ნიშნავს – სამედიცინო პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია და ეფექტური ვაქცინა, “- ამბობს „პრიამტაიმთან“ საუბრისას გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1/

„ერთი ბერკეტიღა დარჩა, – „ლოკდაუნი“. ჩაკეტვა თუ არ მოხდა“ -გიორგი ფხაკაძე

25/11/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„წერტილოვანი შეზღუდვები უნდა შემოღებულიყო ჯერ კიდევ სექტემბერში, რადგან 24 აგვისტო არის წერტილი, საქართველოში მეორე ტალღა როცა წამოვიდა. წერტილოვანი შეზღუდვები უნდა შემოღებულიყო ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში. სამწუხაროდ, ერთი ბერკეტიღა დარჩა, – „ლოკდაუნი“. ჩაკეტვა თუ არ მოხდა, მაშინ არ ვიცი, რა სტატისტიკა იქნება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


COVID-19-ის პრევენციაზე, წერტილოვანი შეზღუდვები მუშაობს მაშინ, როცა ეპიდემიას აკონტროლებ. საქართველოში ეპიდემია უკვე კონტროლიდან გავიდა“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „მაესტროს“ ეთერში.


საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.


დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა – 523, იმერეთი – 264, ქვემო ქართლი – 104, შიდა ქართლი – 44, გურია – 106, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 232, კახეთი – 214, მცხეთა-მთიანეთი – 165, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.


25 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1085-ს შეადგენს.


ამ ეტაპზე საქართველოში 886 მძიმე პაციენტია, თბილისში – 405, აჭარაში – 140, იმერეთში – 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 49, იმერეთში – 42.


3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 – თბილისში, 2 047 – აჭარაში, 262 – იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 434, აჭარაში -1 021, ხოლო იმერეთში -33.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 114 889 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 95 581-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 085 მოქალაქე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„წინააღმდეგი ვარ, როცა სამედიცინო საქმიანობაში ერევა პროკურატურა“ -გიორგი ფხაკაძე

01/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ, როცა სამედიცინო საქმიანობაში ერევა პროკურატურა. მე რომ მინისტრი ვიყო, პროკურატურას საერთოდ ავუკრძალავდი შესვლას სამედიცინო დაწესებულებებში.

იქ თუ მკვლელობა მოხდა, მაშინ აუცილებელია, მაგრამ, სამედიცინო შეცდომები განხილული უნდა იყოს სამედიცინო ექსპერტების მიერ და ეს უნდა იყოს შიდა განხილვის საკითხი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ შეცდომაზე, ვაღიაროთ და სხვები გავაფრთხილოთ. მედიცინა აწყობილია შეცდომებზე“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

კვლევა – კოვიდის ინდურ მუტაციაზე ასტრაზენეკას და ფაიზერის ეფექტურობა

24/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მართლა სასიხარულო ამბავია, გვაქვს პირველი კვლევა ჩატარებული ბრიტანეთში, კოვიდის ინდურ მუტაციაზე ასტრაზენეკას და ფაიზერის ეფექტურობა:

ფაიზერი – 1 დოზა 33.5%, 2 დოზა 87.9%; ასტრაზენეკა – 1 დოზა 33.2%, 2 დოზა 59.8% ყველაფერი იქნება ძალიან კარგად!

კარგი იქნებოდა, რომ სხვა ვაქცინების მწარმოებლებმა იზრუნონ და ანალოგიური დამოუკიდებელი და მაღალი დონის კვლევები დადონ“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



პირველი წყარო:
https://www.gov.uk/…/vaccines-highly-effective-against…

კვლევა:
https://khub.net/…/204c11a4-e02e-11f2-db19-b3664107ac42

სააგენტოები:
https://www.theguardian.com/…/pfizer-and-astrazeneca…
https://www.bbc.com/news/uk-57214596
https://www.euronews.com/…/pfizer-astrazeneca-covid…
https://www.independent.co.uk/…/covid-vaccine-india…
https://news.sky.com/…/covid-19-hancock-increasingly…
https://www.thehindu.com/…/oxfordas…/article34622213.ece
https://www.reuters.com/…/two-covid-shots-effective…/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights