სამშაბათი, აპრილი 21, 2026

„ეს 2 თვე სათანადოდ გამოყენებული არ ყოფილა…“

05/05/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემის კერძო სექტორი არ შეხვდა ინფექციას ისე, როგორც უნდა შეხვედროდა, ისინი რესურსს არ ხარჯავენ ტრენინგებზე. პრობლემაა შიდაჰოსპიტალური ინფექციები.


მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელია.


„საქართველოში კორონავირუსის ეპიდემია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, თუმცა, ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელია, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის 2 თვე კი სათანადოდ გამოყენებული არ ყოფილა.

ჩვენ (გაეროში) ვაკეთებთ კვლევას საქართველოზე, რომელიც ეხება ბავშვებს, ქალებსა და მოზარდებს. საქართველოში ფოკუსირება გავაკეთეთ კერძო სექტორის ჩართულობაზე ჯანდაცვაში.


კორონავირუსმა დაგვანახა, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო:

  • ჯანდაცვის სისტემაში მყოფი კერძო სექტორი არ შეხვდა ინფექციას ისე, როგორც უნდა შეხვედროდა. კერძო სექტორი არ ხარჯავს იმდენ რესურსს, რამდენიც არის საჭირო ტრენინგებზე. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში არის შიდა ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემა.

  • საქართველოში ეპიდემიის ძალიან დაბალი დონეა, ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვაქვს ეპიდემია. კარანტინი ეფექტური აღმოჩნდა. თუმცა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელია.

  • ეს ორი თვე ვერ იყო სათანადოდ გამოყენებული. უნდა ყოფილიყო ინტენსიური ტრენინგები და კონტროლი ყველა სამედიცინო დაწესებულებაზე. საავადმყოფოებში ინფექციების სათანადო კონტროლით დაიზღვევა არა მარტო ექიმების, არამედ პაციენტების სიცოცხლე.

  • ჩვენი ექთნები და სანიტრები მომზადებულები არ არიან.. ჩვენი ეპიდემიოლოგები უყურადღებოდ არიან დარჩენილი, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ახალგაზრდა ეპიდემიოლოგები ძალიან ცოტა გვყავს,” – განაცხადა თქვა ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ჩემს სტუდენტებს ვეუბნები – შენ ექიმი ხარ მაშინ, როდესაც პირველი პაციენტი გარდაგეცვლება…

28/11/2021

„წარმატება აგებულია შეცდომებზე. ჩემს სტუდენტებს ვეუბნები – შენ ექიმი ხარ მაშინ, როდესაც პირველი პაციენტი გარდაგეცვლება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საუბრობს.


„ინდოეთში მეგობარი მყავდა, კარგი, შეძლებული ოჯახი ჰქონდა. ჩემი მორიგეობის დღეს ავარია მოხდა, მოიყვანეს, სადღაც 10 ადამიანი. ვიცანი, რომ ჩემი მეგობრის მშობლები და ნათესავები იყვნენ.

დედ-მამას მე ვუვლიდი, მამამისს 2-ჯერ გაუჩერდა გული, მეორედ გულის მასაჟი გავუკეთე, ჩემი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა. ყველაზე რთული იყო, ჩემი მეგობრის მამა რომ ვერ გადავარჩინე.

ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები, შენ ექიმი ხარ, როცა პირველი პაციენტი გარდაგეცვლება. ეს რომანტიკოსობა არ არის, ექიმობაა, როცა შემდეგ უნდა გამოხვიდე და იმ შენს მეგობარს უთხრა – მამაშენი ჩემს ხელში გარდაიცვალა, ეს ყველაზე რთულია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „ნოესთან“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/chems-studentebs-veubnebi-shen-eqimi-khar-mashin-rodesats-pirveli-patsienti-gardagetsvleba-giorgi-fkhakadze/


ზღაპარია, რომ „ომიკრონი“ პანდემიას დაასრულებს – გიორგი ფხაკაძე

25/12/2021


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს ეს შტამი პანდემიას დაასრულებს, ზღაპარია.


როგორც ფხაკაძე ამბობს, ვირუსი კიდევ დიდხანს არსად წავა და ამ რეალობას ყველა უნდა შეეგუოს.

”ომიკრონი“, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას… “ ასეთი სათაურები წაილეკა ქართული ინტერნეტი…. ეს ხო ზღაპარია, და გულში ყველა ვიცით, რომ ეს ზღაპარია მაგრამ არ გვინდა რომ დავიჯეროთ და მივიღოთ რეალობა…


ჩვენ უნდა შევეჩვიოთ და რეალობას შევხედოთ თვალებში … ეს ვერაგი არსად არ მიდის და არც აპირებს წასვლას … ადაპტაცია უნდა განიცადოს ჩვენმა დღევანდელმა ცხოვრებამ… არ უნდა ველოდოთ “ძველებურ ცხოვრებას” უნდა შევეგუოთ რომ ის არის ჩვენთან ერთად და ვიყოთ მასზე უფრო ჭკვიანები … ჯერჯერობით ის უფრო ჭკვიანია…

სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება აცრილი დედამიწაზე ეს ვირუსი არ დაგვანებებს თავს… ეს არის რეალობა … ეს არის ფაქტი … თავს ნუ ვიტყულებთ

ვისაც გინდათ “რუსული რულეტკის” თამაში რავი თქვენი გადასაწყვეტია ოღონდ სხვებს რატომ ითრევთ თქვენს თამაში ?!“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

„ომიკრონის“ ვარიანტი უკვე საქართველოშიც დაფიქსირდა.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/zghaparia-rom-omikroni-pandemias-daasrulebs-giorgi-fkhakadze/



„დაიმახსოვრეთ, მეხუთე ტალღა უფრო ვერაგი იქნება“- გიორგი ფხაკაძე

21/10/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა იანვარში დაიწყება.


“მეხუთე ტალღა ქვეყანაში იქნება იანვარში. ამ ვირუსს ახასიათებს 5-თვიანი ციკლურობა. რა თქმა უნდა, თუ რაღაც სისულელე არ გავაკეთეთ და საერთოდ გავუშვით ყველაფერი, არანაირი კონტროლი არ გავაკეთეთ და ვაქცინაციას არ მივხედეთ… უნდა დავიმახსოვროთ, რომ მეხუთე ტალღა ეს არის დელტა ვარიანტის მეორე ტალღა, რომელიც იქნება უფრო ვერაგი და უფრო რთული. ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/09/daimakhsovreth-mekhuthe-talgha-uphro-veragi-iqneba-giorgi-phkhakadze/


მკვლელების სახელები ცნობილია და ყველამ ვიცით, დიახ, ვიცით, ვინ არიან ისინი! – გიორგი ფხაკაძე…

03/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ანტივაქსერებზე და იმ მედიკოსებზე წერს, ვინც პაციენტებს კოვიდვაქცინის გაკეთებას არ ურჩევს და მათ მკვლელებს უწოდებს.


“ამ პოსტს მარტო მეგობრებისთვის ვაზიარებ. ამომასხა.


ეს კომუნისტური აზროვნება რა უბედურებაა… გავიდა 30 წელი, მაგრამ კომუნისტური კიბო მოგყვება დღესაც. დიახ “საბჭოთა” ინტელიგენცია, ყიფილი КГБ-შნიკები კიდევ არიან ჩვენს გვერდით და თესავენ სიკვდილის …
ექიმი რომ ვაქცინას არ აღიარებს,, “მეცნიერი” რომ ვაქცინას არ აღიარებს, საზოგადოება რომ უსმენს და უჯერებთ ამ ხალხს…
დამღლელია მაგრამ …. დღეს ჩემი ახლობლების მეგობრები გარდაიცვალნენ…. იცით, რომ ორივეს ჩემი მეგობრები ეხვეწებოდნენ, აიცერი და პასუხი მიიღეს ფეისბუქის სტატუსით -” ჩემი ცხოვრებაა, თქვენს ცხოვრებას მიხედეთ,” “მე უკეთ ვიცი, რა არის კარგი”. რეანიმაციაში რომ შეჰყავდათ, ორივე ამბობდა – “არ მომკლათ, გადამარჩინეთ”.

მკვლელების სახელები ცნობილია და ყველამ ვიცით, დიახ, ვიცით, ვინ არიან ისინი!
ექიმი, რომელიც არ აიცრა, არის მკვლელი!

ექიმი, რომელმაც პაციენტს ურჩია, არ აიცრას, ის არის მკვლელი!


ექიმი, ვინც ამბობს, რომ “შენი იმუნიტეტი გიცავს” ,“კოვიდ გადატანილებს ძლიერი იმუნიტეტი გაქვთ და არ აიცრათ”, არის მკვლელი!

რეიტინგის მონებზე აღარ ვსაუბრობ …. თქვენც მალე ამოყოფთ თავს რეანიმაციული განყოფილებაში, მაგრამ მერე გვიან იქნება. იქაც თქვენს მიერ “დაპიარებული” აუცრელი ექიმი დაგხვდებათ და იმისგან დამატებით შტამს მიიღებთ.
ყველამ კარგად იცის, რა არის გასაკეთებელი!
არჩევნები მორჩა, მიხედეთ ქვეყანას!



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mkvlelebis-sakhelebi-tsnobilia-da-kvelam-vitsit-diakh-vitsit-vin-arian-isini-giorgi-fkhakadze-aghshfotebulia/


გიორგი ფხაკაძე – “ტატიანა ფხაკაძე, გიორგი ფხაკაძე, დედის დღე ….”

03/03/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„ტატიანა ფხაკაძე, გიორგი ფხაკაძე

დედის დღე ….“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/03/giorgi-phkhakadze-tatiana-phkhakadze-giorgi-phkhakadze-dedis-dghe/


ამ ინფორმაციას ელოდებოდა ყველა – რის შესახებ წერს გიორგი ფხაკაძე

20/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.


საქმე ეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, რომლის ეფექტიანობა 5-11 წლის ასაკის ბავშვებშიც დადასტურდა.

„ამ ინფორმაციას ელოდებოდა ყველა, ​ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა იქნა დადასტურებული 5-11 წლის ასაკის ბავშვებში.


ფაიზერი/ბიონტეკი ამ კვირაში შეიტანენ განაცხადს ავტორიზაციაზე ამ ასაკობრივ ჯგუფებისათვის.

5 წლის ქვევით ასაკის კვლევები მიმდინარეობს და 2-3 თვეში იქნება ხელმისაწვდომი. ალბათ დაშვებულიც იქნება საახალწლოდ.

შეგახსენებთ ფაიზერი/ბიონტეკი სრული ავტორიზაცია აქვს მიღებული ამერიკის წამლის სააგენტოდან 16 წლის ზემოთ ასაკიდან. 12-16 წლის ასაკობრივ ჯგუფში გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია“,- წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/am-informatsias-elodeboda-kvela-ris-shesakheb-tsers-giorgi-fkhakadze/



რა შეიძლება დაემარათოთ კოვიდგადატანილ პაციენტებს 20 კვირის შემდეგ

08.05.2021 megatv.ge Kutaisi



კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

„კოვიდი, თავისი „გრძელი კოვიდით“, ნამდვილად ვერაგია. პაციენტები ვისაც აქვთ „გრძელი კოვიდი“, 56% შანსია, რომ დაავადების დაწყებიდან 6 თვეში ჯანმრთელოს პრობლემები დაუმძიმდეთ.

ასევე კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი.

დიაბეტის ახალი ეპიდემია გამოწვეული კოვიდის მიერ“,- ამბობს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%99/

„საქართველომ დაამარცხა კოვიდი?!“ – „თუ ასეთი კარგია ჩინური ვაქცინები, ბატონი თენგიზ ცერცვაძე…

23/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„საქართველომ დაამარცხა კოვიდი! – რასაკვირველია, ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. საქართველო აკეთებს იმას, რაც ისრაელმაც კი ვერ გააკეთა ბოლომდე, სადაც ყველა ვაქცინირებულია. ევროპაც ვერ აკეთებს ამას, სადაც თითქმის 60 პროცენტი მოსახელობის ერთჯერადად აცრილია. აქაც მოხსნილია შეზღუდვები, მაგრამ პირბადე გარეთ სავალდებულოა, შიგნით სივრცეებში, რესტორნები და კაფეები არ ფუნქციონირებს.“


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, ჩვენ ვცხოვრობთ პოპულისტურ, არაპროფესიონალურ ქვეყანაში, არაპროფესიონალები, არაექსპერტები, პოპულისტები და ძალიან ბოდიშს ვიხდი, გაუნათლებელი პოლიტიკოსები მართავენ ქვეყანას.

„ვიწყებთ ვაქცინაციას ვაქცინით, რომელიც არ იყო დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ჩვენ უფრო ადრე ვაკეთებთ ყველაფერს. გაგვიმართლა, ჩინურმა ვაქცინებმა მიიღეს ჯანმოს ავტორიზაცია.


კოსტარიკამ თქვა, რომ არ მიიღებს ჩინურ ვაქცინას, ჩინური ვაქცინის ეფექტურობა 50.4 პროცენტია.
ამერიკაში მარტო დაშვებულია „ფაიზერი“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ და „მოდერნა“. „ასტრაზენეკა“ რეგისტრირებული არ არის. არც ჩინური ვაქცინები არ არის რეგისტრირებული.

ჩვენ თუ მივდივართ ამერიკული გზით, მაშინ ავიღოთ ამერიკული სტანდარტი. მაგრამ არა, ჩვენ დავუშვით ჩინური ვაქცინა, რომელმაც შანსი არაა, რომ ამერიკაში გაიაროს აკრედიტაცია და ჩვენ ასევე დავუშვით „ასტრაზენეკა“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებში „რემდესივირის“ გამოყენება დაშვებულია.


„გვეუბნებიან, რომ მიდიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებით, მაშინ „რემდესივირი“ რატომ არის დაშვებული?
სიტუაციიდან გამოსავალი არის არაპროფესიონალების გადაყენება და ჯანდაცვის სისტემის ჩაბარება პროფესიონალებისთვის და პოლიტიკურად არაანგაჟირებულებისთვის.
ვაქცინების ყველა დამატებითი შემოსავლის წყარო ჩვენ გადავიკეტეთ. არაპროფესიონალები ზიან იქ, სადაც ზიან. უკრაინა და მოლდოვა უფრო ბევრ ვაქცინას იღებენ, ვიდრე ჩვენ. რატომ? იმიტომ რომ ვიღაც ძალიან ჭკვიანი ჰყავთ.
მარტო პირბადე გამოსავალი არ არის. არავინ არ მუშაობს ისრაელთან, შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. სანამ მე არ ავტეხე მთელი ამბავი, მანამდე „ფაიზერისათვის“ იმეილი არ გაუგზავნიათ.
ნორმალურია, როცა მე ვაკეთებ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გასაკეთებელ საქმეს?
გაუგებარია, რატომ არის პრობლემა ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვა. სწორედ ამ სფეროს მოუგვარებლობის გამო ვერ მოხერხდა ვაქცინაციის ჩატარება რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჯანდაცვის სამინისტროში პრობლემების მოგვარება ვიღაცას არ აწყობს.
ყველაზე დიდი ანტივაქსერები არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ასეთი კარგი თუ არის ჩინური ვაქცინები, ბატონი თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინით რატომ არ აიცრა?
მაგალითი ხომ უნდა მისცე საზოგადოებას? მან თქვა, ქრონიკული დაავადებები აქვს და „ფაიზერით“ იმიტომ აიცრა, ეს სწორი პასუხია?
ამირან გამყრელიძე აიცრა ჩინური ვაქცინით…
ბატონმა ამირანმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. მე მის ადგილას უკვე ხუთჯერ გადავდგებოდი. იმდენი ჩავარდნებია დაავადებათა კონტროლის ცენტრში, გამოდის, რომ პრობლემები არიას და ის კიდევ არის მის თანამდებობაზე.
მე ვიცნობ ბატონ ამირანს. ბოდიში, მაგრამ მან ყველანაირი ეთიკური ზღვარი უკვე გადალახა“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



საქართველომ ამერიკული კომპანია „გილეადისგან“ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტ „რემდესივირის“ ორიგინალი წარმოების 10 ათასი ფლაკონი საჩუქრად მიიღო.


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილეადმა“ ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და კოვიდ პაციენტებს.


„ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილეადმა“ ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და კოვიდ პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ „რემდესივირის“ 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება კოვიდ პაციენტების წარმატებულ მართვაში.

ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთი გარემოება. არსებული კანონმდებლობით კომპანია „გილეადს“ ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს „რემდესივირით“ ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია „გილეადის“ ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს.

2020 წლის დეკემბერში საქართველომ ინდოეთისგან შეიძინა დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯენერიული „რემდესივირი“ – 4000 ფლაკონი. სამწუხაროდ, ანგაჟირებულმა ექიმებმა, მათ შორის ზოგიერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმაც ყველაფერი გააკეთეს ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართედ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ხოლო აშშ-ში ის შეტანილია ე.წ. სტანდარტულ (საბაზისო) მკურნალობაში. ამით მათ ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას და პაციენტებს, ვინაიდან ნეგატიური პიარის ფონზე საქართველოში „რემდესივირის“ გამოყენება გადაწყვიტა მხოლოდ 27-მა კოვიდ კლინიკამ.

საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ „რემდესივირი“ სწორი გამოყენების შემთხვევაში – დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას.

პრეპარატს პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა. მას შემდეგ, რაც შეძენილი მედიკამენტის მარაგი ამოიწურა, ქვეყანა შეეცადა ახალი პარტიის შეძენას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ინდოეთში დიდი კოვიდ აფეთქების გამო, ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა „რემდესივირის“ ექსპორტი ინდოეთიდან და თან მთლიანად შეიძინა სხვა ქვეყნებში (პაკისტანი, ეგვიპტე) წარმოებული მედიკამენტის მთელი რაოდენობა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით თვითონ ინდოეთში „შავ ბაზარზე“ ერთი ფლაკონი „რემდესივირის“ ფასმა 1 000 დოლარს მიაღწია.


ზემოთაღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან „რემდესივირის“ მოწოდებაში. „გილეადის“-ის ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს, გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ მოეწოდებინათ უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული „რემდესივირის“ – Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი. მედიკამენტი უკვე თბილისშია.


ცნობისთვის, „გილეადი“ ის ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გასული 5 წლის განმავლობაში უფასოდ მოაწოდა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები, რამაც საქართველოში უკვე გადაარჩინა 74 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფის სიცოცხლე. პროგრამა გრძელდება C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე“, – წერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„ამაზე ვსაუბრობდი რამოდენიმე თვე, „გრძელი კოვიდი” არის საკმაოდ“ – ვინც კორონავირუსი გადაიტანა…

26/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ამაზე ვსაუბრობდი რამოდენიმე თვე (საზოგადოებამ და ზოგმა კოლეგამ კი გადამიარეს და …).
სამწუხაროდ, ეს და სხვა კვლევები ადასტურებენ, „გრძელი კოვიდი” არის საკმაოდ საყურადღებო.


59% „გრძელ კოვიდიანი” პაციენტების სიკვდილობა გაზრდილია კოვიდის გადატანიდან 6 თვეში
70%, ვინც გადაიტანა კოვიდი ჰოსპიტალიზაციის გარეშე (მსუბუქ ფორმაში)
180 დღის პერიოდში ხვდებიან ჰოსპიტალში!

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, შევაჩეროთ ეს ვირუსი ერთად!
დაიცავით 2-ნეტრიანი დისტანცია, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიბანეთ ხელები საპნით …“-წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

ორმა ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ უფრო ნათლად ასახა, რა ხანგრძლივი გვერდითი მოვლენები და სიმპტომები ვლინდება COVID-19 ინფექციიდან დიდი ხნის შემდეგ (“გრძელვადიანი ტრანსპორტირების საშუალებები”). მისურის შტატში ლუის VA სამედიცინო ცენტრის მკვლევარების მიერ გამოქვეყნებულმა ერთმა დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ 6 თვის განმავლობაში, გრძელვადიანი კოვიდის შემდეგ აქვთ 59% სიკვდილის რისკი. კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 87,000-ზე მეტი პაციენტი, აღმოაჩინა თრომბები, ინსულტი, დიაბეტი და სუნთქვის გაძნელება, გულის, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანების, დეპრესიის, შფოთვის და მეხსიერების დაკარგვა.


კვლევამ ასევე დაადგინა, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების (ოპიოიდები და არაოპიოიდები), ანტიდეპრესანტების, ანქსიოლიზური საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების და პერორალური ჰიპოგლიკემიების მოხმარება და მრავალი ორგანოთა სისტემაში ლაბორატორიული ანომალიების დადასტურება. CDC– ს მიერ ჩატარებულმა სხვა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტების თითქმის 70%, რომლებიც არ იყვნენ საავადმყოფოში გადაყვანილი, პირველადი დიაგნოზიდან 180 დღის განმავლობაში ისეთი სიმპტომების გამო, როგორიცაა ხველა, ქოშინი, გულმკერდის ან ყელის ტკივილი და დაღლილობა.
კვლევები გამოქვეყნებულია შემდეგ გვერდებზე:

Nature
https://www.nature.com/articles/s41586-021-03553-9
MMWR
https://www.cdc.gov/mmwr/volumes/70/wr/mm7017e3.htm…

#coronavirus #COVID19 #health #globalhealth #publichealth #medicine #biotechnology #pharmaceuticals #pandemic #FDA #WHO

რას ნიშნავს გრძელვადიანი კოვიდი და რა იგულისხმება მასში?

კოვიდ გადატანილი მოსახლეობის 25% რჩებათ ე.წ. „გრძელი კოვიდი“ ან პოსტკოვიდური სინდრომი, გულის, ფილტვების პრობლემები, მეხსიერების დაკარგვა, ალცჰაიმერი, ღვიძლი და ა.შ.

იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, მეცნიერები მოუწოდებენ, ყურადღებით დააკვირდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights