სამშაბათი, აპრილი 21, 2026

ამდენი მეზღაპრე, რა უბედურებაა… სირცხვილია – რომელი ქართველი ექიმის შესახებ საუბრობს გიორგი ფხაკაძე

25/12/2021


საზოგადობრივი ჯანდაცვის ექსპერტი, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების შემოტანასთან დაკავშირებით საუბრობს.


საუბარია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ საქართველო იმ ქვეყნების ათეuლშია, რომელიც აბებს მიიღებს.

„ამდენი მეზღაპრე, ეს რა უბედურებაა… სირცხვილია, რატომ ჰგონიათ რომ ხალხი ბნელია?!


რემდისევირზე რაც გააკეთეთ და ასე საჯაროდ ბიუჯეტის ფული დახარჯეთ, საერთოდ სხვა რამეზე საუბარი აღარ მინდა.

მართლა დავიბენი, აქ რასთან გვაქვს საქმე … არაპროფესიონალიზმი, კორუფცია, თუ ასტროლოგებთან მჭიდრომეგობრობა…

ასეთი ტყუილი შეპირებებით, არაპროფესიონალური და ზოგჯერ არაეთიკური გამონათქვამებით (ფაიზერს ვადა გაუვიდაო რო თქვით საჯაროდ, ბოდიში მოიხადეთ მაინც) უფრო დიდი ზიანი მიაყენეთ ვაქცინაციის პროცესს, ვიდრე ნებისმიერი ანტივაქსერი“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ნახეთ, თენგიზ ცერცვაძის განცხადება სრულად ამ ლინკზე:




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/amdeni-mezghapre-ra-ubedurebaa-sirtskhvilia-romeli-qartveli-eqimis-shesakheb-saubrobs-giorgi-fkhakadze/



გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს სოლიდარობას უცხადებს: „ჩემს კოლეგას გიორგი ღოღობერიძეს მე…

17/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


გიროგი ღოღობერიძეს პრაიმ შოუში დაუპირისპირდნენ

https://www.facebook.com/100034774512392/videos/550364666132679/



„სრულიად ვეთანხმები ჩემს კოლეგას!
ახალგაზრდა კოლეგები ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი!
მე ვუსურვებ ჩემს კოლეგას გიორგი ღოღობერიძეს წარმატებას !!!

რამოდენიმე ვიდეო მაქვს ნანახი და საკმაოდ საინტერესოდ უხსნის მოსახლეობას სამედიცინო შემთხვევებს და რაც მე ვნახე სუბორდინაცია (რაც მედიცინაში არის მნიშვნელოვანი) ჰქონდა დაცული და პირველი წყაროები (მტკიცებულებით მედიცინაზე დგას თანამედროვე მედიცინა) აქვს მითითებული/ნახსენები.

ვუსურვებ საქართველოს, უფრო მატი ასეთი ახალგაზრდა კოლეგა ჰყავდეს სხვადასხვა მედიცინის დარგში …

თანამედროვე მედიცინა დგას:
უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე
მუდმივი ხარისხის გაუმჯობესებაზე
დამოუკიდებელ სამედიცინო აკრედიტაციაზე“
წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

გიორგი ღოღობერიძე აცხადებს -„ მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.

„მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.
“პრაიმშოუს” გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს…
ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს…
არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც- ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.
რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ “რეზიდენტის” სტატუსით გამოვდიოდი!
მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება


ექიმი გიორგი ღოღობერიძე – ნახეთ ვიდეო

https://www.facebook.com/watch/?v=503252044329555&notif_id=1623876193330216&notif_t=watch_follower_video&ref=notif



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„მეტად გადამდებია და ახასიათებს ფილტვების უფრო დაზიანება“ – გიორგი ფხაკაძე კოვიდის ახალ ვარიანტზე

27/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. მისი თქმით, ის აქამდე არსებულ ვარიანტებთან შედარებით მეტად გავრცელებადია და ფილტვებს უფრო მეტად აზიანებს.

„გაიცანით ახალი კოვიდ ვირუსის ვარიანტი “AY.4.2“ ჯერ სახელი არ აქვს (ზოგი ექსპერტი დელტა + ეძახის მაგრამ ის K417N არის. შესაბამისად, ზოგი ექსპერტი დელტა ++ ეძახის, რაც გინდათ ის დაუძახეთ, ფაქტია, რომ ვერაგია. მე უფრო მომწონს „დელტას შვილიშვილი“), ისე დელტა ვარიანტის „ოჯახიდან“ არის, პირველად „შეამჩნიეს“ ივლისში, მაგრამ უკვე გავრცელდა მთელს მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე და 33 ქვეყანაში უკვე „ამოიცნეს“ ლაბოლატორიებში: ავსტრალიაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, ამერიკაში, ევროპაში, ბრიტანეთში კი 6% ახალი ინფიცირებული. უკვე ამ ახალი ვარიანტით არიან ინფიცირებულნი და ფხაკაძე გაცნობებთ, რომ საქართველომდეც არის ჩამოღწეული ეს ახალი ვარიანტი (ოფიციალურად ჯერ ვერ) არ დაადგინეს, ისე ყველა ვარიანტების და ტალღების გამოცხადება მე მიწევს და მერე „ოფიციალურად“ 1-2 კვირის მერე აღიარებენ ხოლმე, ამას მგონი ყველა შეეჩვია).

ეს ვარიანტი არის „დელტა ვარიანტის“ (B.1.617.2) 10-15% კიდევ უფრო გადამდები და ახასიათებს ფილტვების უფრო დაზიანება. შეგახსენებთ „დელტა“ ანუ ინდური ვარიანტი 50% უფრო გადამდები იყო ვიდრე „ალფა“, ანუ ბრიტანული ვარიანტი.

ისე, ვინც გადაიტანა უკვე კოვიდი, დაცულები არ ხართ რომ ეს დელტა+ და ++ არ დაგემართებათ, ჩათვალეთ რომ არც გადაგიტანით კოვიდი, ანუ იმუნიტეტი არ გააქვთ ასევე, ვინც ხართ აცრილი სპუტნიკით, სინოფარმით, სინოვაკით და ასტრაზენეკათი. დაცულები არ ხართ და დროზე აიცერით ფაიზერით.

კარგი ამბავი არის ის, რომ საქართველოში არსებული ვაქცინებიდან „ფაიზერი“ არის ეფექტური როგორც დელტა ასევე დელტა+ შემთხვევებში. სამედიცინო პირბადე არის ასევე საკმაოდ ეფექტური. ფიზიკური დისტანცია (საუკეთესოა 2 მეტრიანი) ასევე აჩვენებს კარგ შედეგებს. ფრთხილად იყავით“, – წერს ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/metad-gadamdebia-da-akhasiatebs-filtvebis-ufro-dazianeba-giorgi-fkhakadze-kovidis-akhal-variantze/


„ცუნამი სანატრელი იქნება… ოფიციალურად დადასტურდა 2 ჟურნალისტის გარდაცვალება კოვიდით“

18/12/2022


გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩინეთს ბუმერანგივით დაუბრუნდა ყველაფერი. 2021 წლის მაისის სტატია წაიკითხეთ დიახ, დრო დადგა, ჩინეთი ამ ზამთარს გადაიხდის თავის ფასს მწარე ფასს.

800 მილიონამდე დაინფიცირდება და, სავარაუდოდ, 500.000 გარდაცვლილი ეყოლებათ… და ეს ყველაფერი მხოლოდ ამ ზამთარს…


უკვე დღეს ოფიციალურად დადასტურდა 2 ჟურნალისტის გარდაცვალება კოვიდით.

ახალი ომიკრონის ვარიანტი BF.7 ელვისებულად ვრცელდება.

დანარჩენი მსოფლიოსთვის სასიხარულო არაფერი მაქვს. ზოგადად, შურისძიება არავისთვის კარგი არ არის …


ეს ნიშნავს იმას, რომ 2023 წელს გარანტირებულად ეკონომიკური კრიზისი იქნება…

ვინც არ იცით, მსოფლიოში თითქმის ყველაფრის წარმოება ზუსტად ჩინეთშია.“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/12/tsunami-sanatreli-iqneba-ophitsialurad-dadasturda-2-zhurnalistis-gardatsvaleba-kovidith/



„ეს არის კარანტინი? -ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა მთავრობის კი არა, იმ ხალხის ბრალია…

22/12/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა მთავრობის კი არა, იმ ხალხის ბრალია, ვინც რეგულაციებს არ იცავს, – კარანტინის დროს დაბადების დღეებზე დადის.


ყველა ვირუსი მუტაციას განიცდის, ეს ნორმალურია. არაფერი შეცვლილა, ეს ვირუსი როგორიც იყო, ისეთია ახალი შტამი. ეს არის კორონავირუსის ბიძაშვილი, ვირუსის მუტაცია ნორმალურია, ყველა შეშინდა ახალ შტამზე, მაინტერესებს, ძველი შტამი დაგავიწყდათ?! რამე შეიცვალა?!


გუშინ ვუყურებდი თბილისში ნაძვის ხესთან რა ხდებოდა, გული გამისკდა. ეს არის კარანტინი? ციფრებმა ოდნავ დაიწია, ჩაკეტვამ იმოქმედა, ახლა ხალხი გამოდის, დაბადების დღეებზე დადის. ვინც დაბადების დღეებსა და თავშეყრის ადგილებზე დადის, ეს არის ხალხი, ვისი ბრალიცაა, – ბევრი ადამიანი უმუშევარია და სახლში ზის. აქ არაფერ შუაშია მთავრობა, დამნაშავეა ის, ვინც არ მიუყვება რეგულაციებს“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.


საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.


28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით:

ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

  • 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

  • მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;

  • რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“

  • ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;

  • ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

  • სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.

დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

სათხილამურო კურორტეზე ასევე:

  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

  • ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:

ქვეყნის მასშტაბით:

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;

  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში

ქვეყნის მასშტაბით:

  • ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;

  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;

  • არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვარი – 31 იანვარი

ქვეყნის მასშტაბით:

  • აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).

  • შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:

1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;

2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;

3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

4. დელივერსა და გატანის სერვისებს;

5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;

6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;

7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;

8. აგრარული ბაზრობის მუშაობას

9. და სხვ.

არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.



საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 064 ადამიანს დაუდასტურდა, 3 740 გამოჯანმრთელდა.


ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა- 191, იმერეთი – 497, ქვემო ქართლი – 246, შიდა ქართლი – 244, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 264, კახეთი – 196, მცხეთა-მთიანეთი – 63, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.


ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 21 2526 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 18 8408 შეადგენს. გარდაიცვალა 2 182 მოქალაქე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე – “75 წლის ზევით ადამიანებში კოვიდვაქცინები დროთა განმავლობაში ძალას კარგავენ”

12/10/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


“ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ 75 წლის ზევით ასაკის ადამიანებში კოვიდვაქცინები (მოდერნა, ფაიზერი და ჯონსონი) დროთა განმავლობაში კარგავენ ძალას
კარგი ამბავია, რომ დელტა ვარიანტის შემთხვევაში ეს ვაქცინები იცავენ ჰოსპიტალიზაციისგან: მოდერნა 95%, ფაიზერი 80% და ჯონსონი 60%,


ვუ ვარიანტის შემთხვევაში ვერ არის კარგად საქმე იაპონიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ ვუ ვარიანტის წინააღმდეგ არსებული ვაქცინებიც შეიძლება, ვერ იყოს ეფექტური (რა მეშველება, ჟენევაშიც დაფიქსირდა). კარგია, რომ ჯერ დომინანტი არ არის და საქართველოში ჯერჯერობით არ არის, ცუდი ამბავია ის, რომ 40 ქვეყანაში უკვე გავრცელდა.


გამოსავალი:
სამედიცინო პირბადე
დაჩქარებული ვაქცინაცია – ეფექტური ვაქცინებით (ფაიზერი /მოდერნა) მოსახლეობის 85%-ის დაფარვა
საღი გონება – გინება/შეურაცხოფა/გაბრაზება/კონსპირაციული თეორიები გამოსავალი არ არის. პრაგმატულად ვმართოთ პანდემია:
კოვიდსაშვი,
მიზნობრივი ვაქცინაცია,
ტესტირება,
კლასტერების კონტროლი, და
წერტილოვანი იზოლაცია/ჩაკეტვა”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/09/giorgi-phkhakadze-75-tslis-zevith-adamianebshi-kovidvaqtsinebi-drotha-ganmavlobashi-dzalas-kargaven/




„ომიკრონი“ ასრულებს პანდემიასო, ეს ზღაპარია – გიორგი ფხაკაძე

26/12/2021


„ომიკრონი“, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას…“ ასეთმა სათაურებმა წალეკა დღეს ქართული ინტერნეტი. ეს რომ ზღაპარია, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ არ გვინდა, დავიჯეროთ და მივიღოთ რეალობა, – ამ შინაარსის პოსტს ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს.

„უკვე დროა, შევეჩვიოთ, რომ რეალობას თვალებში ჩავხედოთ … ეს ვერაგი ვირუსი არსად არ მიდის და არც აპირებს წასვლას. ადაპტაცია უნდა განიცადოს ჩვენმა დღევანდელმა ცხოვრებამ. არ უნდა ველოდოთ „ძველებურ ცხოვრებას“ და შევეგუოთ, რომ ის არის ჩვენთან ერთად და ვიყოთ მასზე უფრო ჭკვიანები, ჯერჯერობით, ის უფრო ჭკვიანია…

სანამ დედამიწაზე ბოლო ადამიანი არ იქნება აცრილი, ეს ვირუსი თავს არ დაგვანებებს. ეს არის რეალობა. ეს არის ფაქტი. თავს ნუ ვიტყუებთ. ვისაც „რუსული რულეტკის“ თამაში მოგენატრათ, თქვენი გადასაწყვეტია, ოღონდ სხვებს რატომ ითრევთ თქვენს თამაშში?!დაფიქრდით…გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/?s=%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94&type=post&fbclid=IwAR2-jwx4sbm6712MS2-deFKCBmuPu2_gZLZmsY27UgOsCu6mqulDbvdm8hw



რომელი ვაქცინა უნდა მოვითხოვოთ ინდური შტამისგან დასაცავად

23.06.2021 megatv.ge Kutaisi



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპექრტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პროფესორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ 2021 წლის ბოლომდე ევროპაში “ფაიზერის” ვაქცინის დეფიციტი მოიხსნება.

“დღეს ევროპის წამლის სააგენტომ ნებართვა გასცა კიდევ ორ დამატებით ქარხანაზე ევროპაში – ერთი გერმანიაში და ერთი შვეიცარიაში, რომ აწარმოონ “ფაიზერის” ვაქცინა.


წლის ბოლომდე ევროპაში “ფაიზერის” დეფიციტი საერთოდ მოიხსნება. საქართველო არის ევროპა! გავიხსენოთ ბატონ ზურაბ ჟვანიას სიტყვები!



მოვითხოვოთ ყველგან და ყოველთვის “ფაიზერის” ვაქცინა!!!



ახალი “დელტა” (ინდური) შტამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მაღალეფექტური ვაქცინებით (“ფაიზერის” ან “მოდერნას” ვაქცინებით. სხვებზე ჯერ არ ვიცით) !!!”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%98/

გიორგი ფხაკაძე კოვიდის ურთულეს შედეგებზე – ხვალ რა იქნება არავინ იცის

21/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალთა იანვარში დაიწყება და იმის გათვალისწინებით, რომ ეს დელტა შტამის მეორე ტალღაა, ის იქნება გაცილებით რთული.


“მეხუთე ტალღა ქვეყანაში იქნება იანვარში. ამ ვირუსს ახასიათებს 5-თვიანი ციკლურობა. რა თქმა უნდა, თუ რაღაც სისულელე არ გავაკეთეთ და საერთოდ გავუშვით ყველაფერი, არანაირი კონტროლი არ გავაკეთეთ და ვაქცინაციას არ მივხედეთ…

უნდა დავიმახსოვროთ, რომ მეხუთე ტალღა ეს არის დელტა ვარიანტის მეორე ტალღა, რომელიც იქნება უფრო ვერაგი და უფრო რთული. ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ პირველი არხის ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-kovidis-urtules-shedegebze-khval-ra-iqneba-aravin-itsis/


„უმძიმესი მდგომარეობაა მსოფლიოში! სიღარიბე იზრდება მსოფლიოში! ეს წელი იქნება ძალიან მძიმე“

05/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:


„დღეს ვისაუბრებ საკითზე, რომელიც ყველას აწუხებს,- სკოლების გახსნა, შეზღუდვების მოხსნა, ტრანსპორტის გახსნა. თურმე, „დავამარცხეთ კოვიდი“, თურმე, „მსოფლიოში კოვიდი დამარცხებულია“, მოსახლეობის 95 პროცენტს უკვე „ჯოგური იმუნიტეტი“ აქვს, როგორც, მაგალითად, – ბრაზილიის ქალაქ მანასში მოსახლეობის 75 პროცენტი ინფიცირებულია. საქართველოში, ალბათ, უკვე 100 პროცენტმა გადაიტანა კოვიდი, არის ჯოგური იმუნიტეტი, ქვეყანა იხსნება და ვიწყებთ ცხოვრებას. – გილოცავთ, ასეთ „გადასარევ გადაწყვეტილებას“!


ხუმრობას თავი დავანებოთ, მოკლედ, – როცა გავიგე გახნასთან დაკავშირებით, პირველი, ის გვაჩვენა, რომ სახელწიფომ ვერ გაუძლო წნეხს და მიიღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება იმდენად უსუსური გადაწყვეტილებაა, რომ მე შემრცხვა, სიმართლე რომ გითხრათ. საინტერესოა, რომ ბატონ მიხეილზე ერთი-ორი სიტყვა ვთქვი, რომ შეეშალა, ალბათ, ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, მალტაში – ვაქცინებთან დაკავშირებით, – მალტას ახლაც აქვს პრობლემა ვაქცინასთან დაკავშირებით, კი დაგეგმეს ასტრაზენეკას ვაქცინა, არ ყოფნით ფაიზერის ვაქცინა, მოდერნას ვაქცინას დამატებით ყიდულობენ, – 80 ათას დოზას. როცა ვთქვი, რომ ბატონი მიხეილი არ არის მართალი, დამესია ხალხი, გამლანძღეს და დავისვენე უკვე, ზოგი არხი უკვე აღარ მაწუხებს, ძალიან ნაწყენი ვარ, ისეთი „ნაწყენი“, ღამეები არ მძინავს.


ეს არის ჩვენი სახელმწიფოს რეალობა, პორალიზაცია არის ძალიან დიდი და რასაც ჰქვია გულღია, სწორი ინფორმაციის გაჟღერება არავის არ უნდა და გადავარდნილები არიან ერთმანეთის ლანძღვაში და ა.შ. იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ და დავუჭიროთ მხარი ერთმანეთს. სახელმწიფო არის ერთი, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია ხარ თუ პოზიცია, ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ქვეყანას და უნდა გადავდოთ ყველაფერი მეორე „პლანზე“. მე როგორც ვატყობ, კარგი მიმართულებით არ მივდივართ, სიმართლე რომ ვთქვა.


მე, როგორც ექიმი ვხედავ, რომ ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ და გეტყვით, რაშია საქმე, – გავიდა ერთი წელი და ქვეყანამ ვერაფერი ვერ ისწავლა, სკოლაში სწავლობ მათემატიკას – 2+2, არის ოთხი, შეიძლება ერთი თვე ვერ ისწავლო, ორი თვე, მაგრამ ერთი და ორი წლის მერე რომ ვერ ისწავლი 2+2, რომ არის ოთხი, ამას რა ჰქვია, არ ვიცი!


ნოემბერი ყველას დაავიწყდა, ზაფხული ყველას დაავიწყდა, ვირუსი წავიდა, რეგულაციები დაალაგეთ, ყველაფერი დალაგებულია? რა გახსნაზეა, საუბარი? ხომ უნდა გაგიჟდე, როცა ვიღაცა გააკეთებს შეცდომას. როგორც ბატონ მიხეილმა გააკეთა შეცდომა, არ ვიცი, ვინ მიაწოდა ეს ცრუ ინფორმაცია და შეცდა ადამიანი, განგებ შეცდა თუ არა, ეს ჩემი საქმე არ არის, არასწორი ინფორმაციაა, მორჩა!


დღეს სახელმწიფოზე მაქვს საუბარი, რას ხსნით, გამაგებინეთ, სკოლებს ხსნით? მე ხომ გაფრთხილებდით, ხალხნო მესამე ტალღა მოდის აპრილში, რა ენაზე უნდა ვილაპარაკო?! მთელი ევროპა არის შეშინებული, აპრილში იქნება მესამე ტალღა, კიდევ უფრო მკაცრი ჩაკეტვები იქნება, ჯინი გამოიპარა ყუთიდან, ეს ჯინი არის როგორც ბრიტანული ვირუსი, ასევე სამხრეთ აფრიკის ვირუსი და კიდევ ბრაზილიაც დაგვემატა. ნუთუ, ვერ ხვდებით, რომ მუტაცია არის უკვე და დაბოდიალობს უკვე ყველგან? ჩვენთანაც არის შემოსული და რატომ ვიტყუებთ თავს? ციფრები რომ ჩამოვიდა ქვემოთ, ეს არაფერს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ცოტა ამოისუნთქა ჯანდაცვის სისტემამ, რომ შენ გაქვს საშუალება, გადაალაგო, მოემზადო, ეს არის როგორც ჯარი, ომი, -ომი იყო ნოემბერში და ვირუსი თავის მომზადებას აკეთებს და ჩვენ ვემზადებით და აპრილში იქნება ხელახლა შეჯახება და ხომ უნდა მოვემზადოთ ამ შეჯახებისთვის?! თუ ვიქნებით შეირაღებული, ვერაფერს გვიზამს და თუ ვიქნებით შეუიარაღებელი, გადაგვივლის მთლიანად.


მართლა არ მინდა, რომ შეგაშინოთ, არ მინდა ცუდი ინფორმაცია, მინდა პოზიტივი, მაგრამ სად არის ეს პოზიტივი, რა?!


ჩემი მოსაზრებაა ძალიან მარტივი, სკოლები გაიხსნა ძალიან ნაადრევად, მე კი არ ვამბობ, რომ არ გაიხსნას, პირიქით, ყველაფერი უნდა გაიხსნას, ოღონდ მკაცრი რეგულაციების დაცვით, – სკოლები უნდა გაიხსნას, მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით, –სამედიცინო პირბადე, (ყველას ცხვირზე უნდა ეკეთოს), ორმეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა სუფთა ტუალეტებში, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა იყოს სტერილური, როგორც საოპერაციო, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა დაინფიცირებისაგან, სხვა შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ჩვენ შვილებს ვუშვებთ ფრონტის წინა ხაზზე.


დაფიქრდით, ბავშვი მიდის სკოლაში, არის საკლასო ოთახში და გვერდით, ბავშვი არის ინფიცირებული, ის გადადებს სხვა ბავშვებსაც ვირუსს, შემდეგ ბავშვი მოვა სახლში და მთელი ოჯახი დაინფიცირდებით. ბავშვებს შორის უნდა იყოს დისტანცია. თუ თქვენ გაუშვებთ სკოლებში ბავშვებს, მოითხოვეთ ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ვალდებულები არიან. ბავშვი უნდა იყოს დაცული, რომელსაც, რასაც დიდები ეუბნებიან, იმას აკეთებს.


ჟურნალისტებმა ერთი სკოლა მაინც გადაიღეთ. რომელი სკოლაც ვერ დაიცავს რეკომენდაციებს, ვერ გააკეთებს ბარიერებს, ეს სკოლა არ უნდა გაიხსნას, ეს არის დანაშაული.


ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე, არ უნდა იყოს ბევრ რაღაცასთან გაერთიანებული. ხომ ხედავთ, მძიმე მდგომარეობაა. შრომის სამინისტრო უნდა იყო ეკონომიკის სამინისტროსთან და ა.შ. კარგი, როლ განათლების სამინისტრო იქნება ცალკე, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.


ვიღაცამ დაწერა, როდის მადარდება ადამიანები! – ეს ბავშვები თქვენი შვილები ხომ არიან! მე ბავშვს არ გავუშვებ სკოლაში.


როცა ვამბობ, – ხალხნო, ასე იქნება, სრულდება! ვინმეს თუ ჰგონია, ეს მიხარია, ძალიან ცდება! საქართველოში, ზოგზოგიერთზე ჭკვიანი ვარ და რა ვქნა, ეს ჩემი ბრალია?! ამ ჩართვებს რომ ვაკეთებ, ხომ დროს ვკარგავ, უანგაროდ რომ ვაკეთებ ამას, თქვენს ტვინში არ შედის, რატომ აკეთებს ეს კაცი ამას უანგაროდ?


მსოფლიომ 25 წლით გადაიწია უკან, მსოფლიოში ფული აღარ არის. თქვენ კიდევ გონზე ვერ მოდიხართ, რა ხდება. დონორებს აღარ აქვთ ფული, ვინ უნდა დაგეხმაროს?! უმძიმესი მდგომარეობაა მსოფლიოში! სიღარიბე იზრდება მსოფლიოში! ეს წელი იქნება ძალიან მძიმე წელი მთელ მსოფლიოში, მარტო საქართველოში კი არა. უმუშევრობა არის მთელ მსოფლიოში. იმის მაგივრად, რომ იყოს კონსოლიდაცია ყველასი. ეს ოპოზოციაც, რა, – გააწყალეთ გული! ბუნკერში უნდა ჩაკეტო ყველა პოლიტიკოსი, სანამ არ გამოძებნიან გამოსავალს. ლანძღავენ ერთმანეთს, პატარა ბავშვებივით იქცევიან! ხომ შეიძლება, დამთავრდეს ეს ყველაფერი! არ ვარ პოლიტიკოსი და არ მაინტერსებს პოლიტიკა, მაგრამ ძალაუნებურად ჩაგითრევენ შიგნით! გუგლით მართულია ქვეყანა, გუგლით მართულია ოპოზიცია!


სტანდარტული გეგმაა მთელს მსოფლიოში, 92 ქვეყანას გადაუგზავნეს, ასე უნდა გააკეთოთ. ვიეტნამი ამოიღეს და ჩაწერეს საქართველო!


მე გითხარით, რომ საქართველოში ჩამოვა ჯანდაცვის ორგანიზაციის დამტკიცებული ვაქცინა, ხომ გავაკეთეეთ ეს! მადლობა ყველას! ვისი დამსახურებაა? – ჩვენი დამსახურებაა! მე არასოდეს არ ვიტყვი, რაღაცა არის ჩემი დამსახურება! არის ჩვენი დამსახურება, რომ არ ჩამოვიდა ჩინური ვაქცინა…“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.


ნახეთ ვიდეო – სკოლები უნდა გაიხსნას, მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით


https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159921027545579




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights