ორშაბათი, აპრილი 27, 2026

„ბავშვებში კივიდის შემთხვევებმა იმატა…“-გიორგი ფხაკაძე

5 მაისი, 2022

#drpkhakadze
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:
-„ბავშვებში გრიპოს შემთხვევებმა იმატა – არასწორია
ბავშვებში კივიდის შემთხვევებმა იმატა – სწორია
#არდაბოლდე

ჯანმრთელობას გისურვებთ…“ –
#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze


საქართველოში გრიპის შემთხვევებმა იმატა.

პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე აცხადებს:

-„როგორც წესი, აპრილში გრიპი არ არის აქტიურ ცირკულაციაში, მაგრამ ეს ტენდენცია წელს შეცვლილია. განსაკუთრებით მომატებულია სეზონური ვირუსის გავრცელების შემთხვევები ორ წლამდე ბავშვებში. მედიკოსები ამას ბაღების გახსნას და პანდემიის შედეგად რესოციალიზაციას უკავშირებენ.“

მისი თქმით, ახალ განსაკუთრებულ შემთხვევასთან, რა თქმა უნდა, საქმე არ გვაქვს.

-„ახალ განსაკუთრებულ შემთხვევასთან, საქმე არ გვაქვს. ეს არის იგივე რესპირაციულ- ინფექციური ვირუსები, რაც იყო ორი წლის წინ. წინა პერიოდთან შედარებით შეიძლება ითქვას, რომ კლინიკებზე დატვირთვა მომატებულია. მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, – ხელის ხშირი ბანვა, ჰიგიენის დაცვა და ექიმთან დროული კონსულტაცია“, – განაცხადა თეიმურაზ მიქელაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili





„უამრავი ადამიანი მეკითხება, გიორგი ფხაკაძე თუ არის ამ მრჩეველთა საბჭოში – ჯანდაცვის სამინისტროს…

2 ივნისი, 2022

#drpkhakadze
აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

უამრავი ადამიანი დამიკავშირდა და შემეკითხა, გიორგი ფხაკაძე თუ არის ამ მრჩეველთა საბჭოში.
პასუხი: – არა. რატომ? არ ვიცი, ეს ჯანდაცვის სამინისტროს ჰკითხეთ.“
მისი თქმით, მრჩეველთა საბჭოში არიან, ძირითადად, კლინიცისტები (ექიმები),. ჯანდაცვის სისტემის და, განსაკუთრებით, ქართული ჯანდაცვის სისტემის მართვის სპეციალისტი იქ ვერ ვნახე (იქნებ გამომრჩა).
როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 2021 წელს წარვუდგინე ორი ძირითადი პროექტი, რომელიც მე წამოვიწყე 2020 წელს “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ფარგლებში www.accreditation.ge :
„უწყვეტი სამედიცინო განათლების ქართულ რეალობასთან მორგებული სისტემა (ექიმებისთვის და ექთნებისთვის), და
სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემა.
ეს პროექტები დაეხმარება, გააუმჯობესოს ჯანდაცვის სერვისების ხარისხი და რაც მთავარია დაეხმარება ჯანდაცვის რეალურ რეფორმას. ჩვენი ხელისუფლება ამისთვის აშკარად არ არის ჯერ მზად.
ორივე ეს პროექტი იქნა განხორციელებული საქართვრლოში და სრულიად ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან. და ეს “ამერიკული სტანდარტებით” დაბოლება იქნებ გვეყოს. საქართველოში ვართ და მივხედოთ რეალურ ქართულ პრობლემებს, სადაც არიან ქართველი ექთნები, რომლებმაც არ იციან ინგლისური და საშუალო ასაკი ქვეყანაში არის 60 წელი და საშუალო ხელფასი კი 300 ლარი თვეში. ქვეყანაში ერთ ექთანზე 2 ექიმი მოდის ,როცა 1 ექიმზე 2.5 ექთანი უნდა იყოს. ეს მარტო ერთი მაგალითია…
ინიციატივა/იდეა კარგია, მაგრამ, როგორც ყოველთვის, რეალურად საქართველოში ჩვეულებრივი მორიგი პიარია და მეტი არაფერი. კონკრეტული საქმეები ასე არ კეთდება.
უაზროდ ვკარგავთ დროს ….
ჯანმრთელობას გისურვებთ…“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze Профессор Гиорги Пхакадзе
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze“

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრსა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს შორის, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, გამართული კონსულტაციების პირველი ნაწილი დასრულდა.
ზურაბ აზარაშვილი აშშ-სა და ევროპაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის, მისი ხელმისაწვდომობისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების მექანიზმების შესახებ არსებულ პრაქტიკას გაეცნო.
„ონლაინ“ შეხვედრებზე „მრჩეველთა საბჭოს“ წევრებმა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელეს.
საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმებმა სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების სისტემის, ექიმთა რესერტიფიცირებისა და პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე გააკეთეს აქცენტები.
„მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში „ონლაინ“ კონსულტაციების მეორე ნაწილი უახლოს მომავალში გაიმართება, სადაც მხარეები კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე იმსჯელებენ.
„მრჩეველთა საბჭო“ ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. მისი წევრები მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწე, სხვადასხვა სამედიცინო დარგის წარმატებული ექიმები არიან, რომლებიც საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში მიიღებენ მონაწილეობას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



https://youtube.com/@drpkhakadze




ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili



„ეს არის კოვიდთან ბრძოლის იარაღი… კოვიდ საშვი ვერ იქნება მუდმივი, ის არ არის დაბადების მოწმობა…

25 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ღიბრაძის განცხადებას ეხმიანება:

„კოვიდ საშვი ვერ იქნება მუდმივი, ის არ არის დაბადების მოწმობა და არ არის პასპორტი. კოვიდ საშვი უნდა იყოს დაფუძნებული მეცნიერებაზე და არა პოლიტიკაზე. კოვიდ საშვი არის დამხმარე საშუალება კოვიდთან ბრძოლაში.“

მისი თქმით, კოვიდ საშვი, კოვიდ ვაქცინა, სამედიცინო პირბადე, სოციალური დისტანცია – ეს არ არის ადამიანთან ბრძოლის იარაღი, ეს არის კოვიდთან ბრძოლის იარაღი. საქართველოს პირობებში (თუ რა კოვიდ ვითარება არის ახლა, ანუ კატასტროფული), ჩემი აკადემიური (არა პოლიტიკური) მოსაზრებით, რომელიც დაფუძნებულია ბოლო სამეცნიერო კვლევებზე და უახლეს საერთაშორისო გამოცდილებაზე, კოვიდ საშვის სისტემა უნდა გამარტივდეს და შემდეგი კრიტერიუმებით გაიცეს:

„ვაქცინირებული 2 დოზა „ფაიზერით“ – ვალიდურობა 6 თვე. ბუსტერის (სამივე დოზა „ფაიზერით“ უნდა იყოს) შემთხვევაში ვალიდურობა დამატებით 6 თვე.

პსრ ტესტი – ვალიდურობა 72 საათი. კოვიდ გადატანილი – დადასტურებიდან 11 დღიდან 60 დღემდე.

გვეყოს ადამიანებთან ბრძოლა, ვებრძოლოთ ვირუსს. იხილეთ მაგალითები ევროკავშირიდან და ისრაელიდან. ორივე შემთხვევაში ვალიდურობა არის 6 თვე“, – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა “მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნებათ.

„ამ ეტაპზე რეგულაციებით, რომლებიც შემოდის, მწვანე სტატუსი კოვიდგადატანილ ადამიანს ექნება მუდმივად, ანუ ჩამკეტი არ იარსებებს. მწვანე სტატუსი ენიჭება ასევე პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის 2 დოზა. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე, თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

მწვანე სტატუსის წარდგენა გვჭირდება – რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღია და დახურულ სივრცეებში. ეს არის კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები და სამთო კურორტების საბაგირო გზები“,- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე.

მწვანე პასპორტები საქართველოში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეძლებთ შემდეგ დაწესებულებებში შესვლას:

რესტორნები, კაფეები, ბარები, – ღია და დახურული სივრცეები,

კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები;

სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები;

სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები;

სასტუმროები;

სამთო კურორტების საბაგირო გზები.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil



„ძალიან სასიხარულო ამბავი, დღეს არის პირველი დღე, ბრიტანეთში არც ერთი ადამიანი“- გიორგი ფხაკაძე

29/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი,პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინების შესახებ საუბრობს.


„ჩვენ თუ გვინდა დავამარცხროთ პანდემია, ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამედიცინო პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია და ხელის დაბანა და მნიშვნელოვანი კომპონენტია ვაქცინაცია, ახლო მომავალში იქნება სხვადასხვა ტიპის სამედიცინო საშუალებები. ეს ყველაფერი მოგვცემს საშაუალებას, წავიდეთ წინ. შეუძლებელია, 2-3 წელიწადი ვიყოთ ჩაკეტილები, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს პროცესი უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე, პროფესიონალურ დონეზე, ყველა შესაბამისი ორგანო და სპეციალისტები უნდა იყოს ჩართული, ძირითადად ექიმები და სამედიცინო პერსონალი, ეს არის მთავარი, რაც ჩვენ დაგვეხმარება, ჩვენ რომ წავიდეთ წინ.


პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინა არის ერთ-ერთი საშუალება და არა ერთადერთი. რა თქმა უნდა, მთავარია სამედიცინო პირბადე, უნდა გვახსოვდეს, სამედიცინო პირბადე და ვაქცინა, ერთად, ჩვენ დაგვეხმარება პროცესის უკეთესად მართვაში, მაგრამ თუ არ გვექნება ხარისხიანი სამედიცინო დაწესებულებები, სამედიცინო პერსონალი თუ არ იქნება მომზადებული, ეს საკითხი ვერასდროს მოგვარდება. პირველ რიგში უნდა მივხედოთ ჩვენს ექიმებს. ბოლო 20 წელია, არ იყო საშუალება უწყვეტი სამედიცინო განათლების. საჭიროა არის თუ არა ვაქცინაცია, ამაზე საუბარი აბსურდიც არის.

ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და უნდა იყოს ხარისხიანი. ეს ორი კომპონენტი როცა არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული, მივიღებთ კარგ შედეგს, გადატვირთული იქნება ვაქცინაციის ყველა ცენტრი. ნებაყოფლობითი ნიშნავს იმას, რომ საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს, ექიმებთან უნდა იყოს უშუალო კონტაქტი, უნდა მოხდეს ინფორმაციის სწორად გავრცელება. საქართველოში უნდა შემოვიდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც იქნება აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

რაც შეეხება, საქართველოში შემოტანილ ვაქცინებს, რამდენად სახიფათო ვაქცინებია?!

საქართველოში შემოტანილია ორი ვაქცინა. ორივე აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ორივე ვაქცინა არის დიდი ლუპების ქვეშ, აკვირდებიან, რა ხდება, ევროპაში როცა იყო შეჩერებეული ასტრაზენეკას ვაქცინა, იყო ძალიან კარგი, იმიტომ, რომ თუ სადმე შეცდომაა, მაშინვე შეჩერება და შესწავლა ხდება. საქართველოში შემოტანილი ორივე ვაქცინა (ფაიზერი და ასტრაზებნეკა) არის ერთნაირად ეფექტური, არ დავიწყებ საუბარს სტატისტიკაზე, მეცნიერებაზე და ა.შ.


გვაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი, დღეს არის პირველი დღე, ბრიტანეთში არც ერთი ადამიანი არ გარდაიცვალა კოვიდისგან. ეს არის ის, რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ, ეს არის გამარჯვება, ბრიტანეთის მთავრობამ პრაქტიკულად გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი, პანდემიის დაწყების დღიდან, დღეს არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა კოვიდისგან. სინათლე გვირაბის ბოლოში არის! ისრაელშიც არის ძალიან კარგი და ეფექტური შედეგები! ისრაელში ფაიზერის ვაქცინით აიცრა მოსახლეობა, ბრიტანეთში არის ასტრაზენეკას ვაქცინა.

პრაქტიკულად საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია ჩატარებული არ არის და მოხსნილია ყველა შეზღუდვა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს არც ერთ სტატისტიკურ და მეცნიერულ სტანდარტებში არ ჯდება“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„თუ დაგაძალდებენ, შეგიძლიათ, უჩივლოთ! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი!“ – გიორგი ფხაკაძე

04/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ საუბრობს:
„როგორც ჩანს, ჩემი მოსაზრება მოისმინეს და მთავრობის მიერ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, – მას დაასაწყობებენ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანოზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაცია არ ექნება, არ გამოიყენებენ; სასურველია, ასევე ერთ-ერთი დასავლეთ ევროპული ქვეყნის ძლიერი მარეგულირებლის რეკომენდაციაც იყოს.
ჰოლანდიაშიც ასტრაზენეკას 60 წელზე ქვევით არგამოყენების გადაწყვეტილება იყო მიღებული, ახლა იქ ამ ვაქცინის მოხმარება საერთოდ დროებით შეაჩერეს. ევროპული მარეგულირებელი მაქსიმალურად ფიქრობს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე;
ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ნებისმიერ სირთულის გამოვლენის შემთხვევაში, ვაქცინა დროებით შევაჩეროთ, მიზეზი დავადგინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ.
რამე რომ მოხდეს, რუსულ და ჩინურ ვაქცინას ვინ შეაჩერებს? საიდან გავიგებთ, ეს ვაქცინები ცუდია თუ კარგი?! ზიმბაბვეს ან მოზამბიჯის ჯანდაცვას დავუჯეროთ?!
ზოგიერთებს უნდა რცხვენოდეთ, თუ ვის უწოდებენ ძლიერ მარეგულირებელს. უნგრეთი და თურქეთია ასეთი?! კარგით რა! ძლიერი მარეგულირებელია საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, ჰოლანდია…“


როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ვერ ვატარებთ კვლევებს, შევხედოთ 2-3 ძლიერი ევროპული ქვეყნის მაგალითს, მივბაძოთ და გადმოვიღოთ.


„ასტრაზენეკაზე პოზიცია, რაც პირველივე დღიდან მქონდა, არ შემიცვლია. ასტრაზენეკა უნდა გაკეთებულიყო 55 წლის ზევით, -„ფაიზერი“ 55 წლის ქვევით
ძალიან ბევრი მწერს, დღეში 500 წერილი მომდის ადამიანებისგან, – გაიკეთონ თუ არა ვაქცინა. მათ გასაგონად ვამბობ, თითოეულმა პირმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მასთან ერთად უნდა მიიღოს გადაწყვეტიება ვაქცინაციის შესახებ.
რატომ არ გავაკეთეთ ელექტრონული ჯანდაცვა? რამდენი ხანია, ამას ვყვირივარ. ეს დაუყოვნებლივ გასაკეთებელია“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, საქართველოში ორი კვირის წინ დაიწყო მესამე ტალღა. ამაზე პირველმა ავტეხე განგაში, რატომღაც აღიარება არ სურდათ, ახლა უკვე ამბობენ, რომ დაიწყო, რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკას, მე ამ მონაცემებს არ ვენდობი.


„ვიყოთ მომზადებული, 2-მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე გამოიყენეთ ყველამ 5 წლიდან ზემოთ ასაკის ადამიანებმა, ხელების დაბანა – ეს არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება, ეს მძიმე დრო რომ გადავიტანოთ, ბიზნესიც შესაბამისად უნდა მოემზადოს.
თუ ივლით მიტინგებზე და შეკრებებზე, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციით და სამედიცინო პირბადით.
ვინც გადაიტანეთ კოვიდი, 5 თვე ხართ დაცული, 5-დან 6 თვემდე შუალედში უნდა გაიკეთოთ მხოლოდ ერთი 1 დოზა ვაქცინა, და ასე ყოველ 5 თვეში 1 დოზა. ინფიცირებიდან თუ უკვე 6 თვეა გასული, მაშინ 2 დოზის გაკეთება მოგიწევთ.
რა თქმა უნდა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით რის რისკები, კი, ბრიტანეთში რამდენიმე გარდაიცვალა ვაქცინაციის შემდეგ, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, ინგლისში კოვიდით არავინ გარდაცვლილა. პროცესს თავისი პლიუსები და მინუსები აქვს, ამის შესახებ საზოგადოებას უნდა ესაუბრონ.
საკმარისი ვაქცინა კიდევ კარგა ხანი არ იქნება საქართველოში. ქვეყნის ვაქცინაციისთვის 4 მილიონი დოზაა საჭირო, რაც არ არის. თან ყოველ 5 თვეშია საჭირო რევაქცინაცია.
გაიხსენეთ, ჩაწყობით ვაქცინაციაზე რომ გეუბნებოდით, ხომ არის კიდევაც ასე? ასე ხდება, როცა არიან არაპროფესიონალები და კორუმპირებულები. იმედი მაქვს, ოდესმე ქვეყანაში სიმართლის მთქმელები და პროფესიონალები დაფასდებიან.
კიდევ ვიმეორებ, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი! თუ დაგაძალდებენ, შეგიძლიათ, უჩივლოთ!
ვაქცინაციის პროცესს ვინც ხელმძღვანელობს, ვალდებულია, აგიხსნან, დაგარწმუნონ, მოგცეთ სრული ინფორმაცია და რა აქვთ დასამალი?!
ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველა კითხვა არის კარგი კითხვა, დასვით შეკითხვები, მოითხოვეთ პასუხები. ეს თქვენი უფლებაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვალდებულებაა, ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს. მისწერეთ მათ ფეისბუქზე და ვებგვერდზე.
კარგი იქნება, დაავადებათ კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოქალქეთა შეკითხვებზე პასუხები განათავსოს თავის ვებგვერდზე და ფეისბუქგვერდზე. NCDC -ს წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გამოდიოდნენ, მოსახლეობას საჯაროდ უნდა სცემდნენ პასუხს შეკითხვებზე, ეს არის კომუნიკაცია მოსახლეობასთან“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა 3 აპრილს შემოვიდა. ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.


საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„სამწუხაროდ, ისევ დაიწყო, ნუ დაიჯერებთ, ის თავად დაგაჯერებთ, საქართველოსკენაც მოდის …

18 მარტი, 2022

#drpkhakadze Giorgi Pkhakadze

-„კოვიდი ისევ მოდის …

სამწუხაროდ, ისევ დაიწყო … ყველა ევროპულ ქვეყნებში დაიწყო კოიდის ჰოსპიტალიზაციის რიცხვის ზრდა, ვარიანტებზე საუბარმა უკვე აზრიც დაკარგა. აზიასა და ჩინეთში რაც ხდება, გუშინ დავწერე…

რატომ ?!

ვიჩქარეთ… ძალიან ვიჩქარეთ რეგულაციების მოხსნა …

ვაქცინები არ გვინდაო, – ახლაც გამოდის “ბრძენი” ხალხი, რუსული პროპაგანდა კი კიდევ მუშაობს – “ფაიზერი/მოდერნა დასვლური ვაქცინა არისო” და ამას ემატება ნაყიდი ვაქცინაციის საბუთების “ეფექტურობა”. დიახ, ბევრი ყალბი საბუთია …

სამედიცინო პირბადე არ გვინდა, – “დავიღალეთო” …

დისტანცია – რას ლაპარაკობ, ხომ უნდა გადაგკოცნო, დიდი ხანია, არ მინახიხარ …. რა ვიცი…

ვიცი, ყველა დაიღალა, მეც დავიღალე, ძალიან დავიღალე ….

ნუ იღლებით და აიცერით 3 დოზა ფაიზერით ან მოდერნათი, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, და დაიცავით დისტანცია. რამდეჯერ უნდა გითხრათ ყველას, ბოდიში და იდიოტს, შარლატანს, გაუნათლებელს (ყველა გაგებით), აფერისტს (თქვენზე ფულს რომ აკეთებენ) უსმენთ და მეცნიერებსარ უსმენთ… რა ენაზე უნდა გითხრათ, არ ვიცი … ქართულიც ვისწავლე ამასობაში, მაგრამ თქვენამდე მაინც არ დადის …. რა ვიცი…. მითხარით, რა ენაზე უნდა გესაუბროთ. მგონი, ყველაფერი ვცადე, გამომრჩა რაიმე?

თუ კოვიდის არ გჯერათ, რა ვიცი, ნუ დაიჯერებთ, ის თავად დაგაჯერებთ… დაელოდეთ, ის მოდის… დიახ, საქართველოსკენაც მოდის … პრინციპში, არც არსად წასულა …

ჰიპოტეზების მოყვარულებს ვურჩევ, ან წიგნი გადაშალეთ, ან უნივერსიტეტში შესაბამის ფაქულტეტზე ჩააბარეთ სასწავლებლად, იქნებ რაიმე ისწავლოთ … დამღლელია რა…“- წერს „აკრედიტაცია საზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგიფხაკაძე.

კოვიდი ისევ მოდის …

#drpkhakad Giorgi Pkhakadze

https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze

HERE WE GO AGAIN

#COVID19 cases and hospitalizations are rising again across much of the western world. This is NOT unexpected. WHY?

Many countries have removed most, if not all, restrictions (i.e. no #masks, no #vaccination requirements, no mandatory testing & quarantine, etc.), #Omicron #variant BA.2 sub-variant is MORE transmissible than BA.1 (no difference in severity – as far as the data shows), many people are just so over #COVID even though #CovidIsNotOver. They’re just “I am so done with you, Coronavirus Disease-2019. You are so dead to me.”

https://www.politico.com/…/europes-covid-spike-has…

https://www.downtoearth.org.in/…/covid-19-resurgence…

https://fortune.com/…/covid-surge-europe-stealth…/amp/

https://www.marketwatch.com/…/coronavirus-tally-rise-in…

https://www.nbcnews.com/news/amp/rcna19891

https://www.latimes.com/…/are-rising-covid-cases-in…

https://timesofindia.indiatimes.com/…/amp…/90279847.cms



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil



Azərbaycanla həmsərhəd ölkədə koronavirusun yeni ştammı aşkar edildi

11 Yan, 2023



Koronavirusun “kraken” kimi tanınan və çox sürətlə yayılma qabiliyyətinə malik olan “Omicron XBB.1.5” subvariantı Gürcüstanda aşkar edilib.

Bu barədə Gürcüstanın ictimai səhiyyə eksperti, professor Georgi Pxakadze açıqlama verib.


O, mütəxəssislərə istinadən söyləyib ki, COVID-19-un bu variantı digər koronavirus növləri ilə müqayisədə 140% daha yoluxucudur.

“Əgər bir nəfər “kraken”ə yoluxmuş şəxs otağa daxil olarsa, o zaman otaqda olanların hamısı xəstələnəcək”, – deyə professor vurğulayıb.

Ekspert Gürcüstan xalqını diqqətli olmağa çağırıb, maska ​​taxmağı tövsiyə edib.

Mənbə: Sputnik Gürcüstan


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://oxu.az/world/683228

„ვისაც გეშინიათ აცრის, ჩემი პასუხი მარტივია…“-გიორგი ფხაკაძე

19/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil




პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ გვესაუბრება:

„თავად ჩინეთიც აღიარებს, რომ ჩინური ვაქცინების ეფექტურობა მხოლოდ 50%-ია. ჩემს გვერდზე დავდე კვლევები, რომლის თანახმადაც სხვადასხვა ქვეყანაში ჩინურ ვაქცინის ეფექტურობა 50%-დან 83.5%-მდე მერყეობს. ასეთი დიდი ცდომილების მეცნიერული ახსნა არ არსებობს, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის.“


მისი თქმით, მსოფლიოში ვაქცინების ომია. დიდი დიქტატორული სახელმწიფოები მთელი რიგი ქვეყნების მიმართ საკუთარი ვაქცინების პოპულარიზაციის გზით პოლიტიკურ, კორუფციულ და ეკონომიკურ წნეხს ახორციელებენ.


„ქვეყნებში, სადაც არის რუსული გავლენა, შეტანილია რუსული ვაქცინები, სადაც ჩინეთს აქვს გავლენა – შეიტანეს ჩინური ვაქცინები. საქართველოში ჩინური ინვესტიციების და ბიზნესის გავლენა დიდია, მარტივი და გასაგებია ყველაფერი.

გასათვალისწინებელია, – არც ერთმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა არ დადო დამოუკიდებელი დასკვნა ჩინურ ვაქცინაზე! იმედია, ჩვენი ქვეყანა ბოლომდე შეინარჩუნებს პოზიციას, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და თქვენ, მოქალაქეები, შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, რა უნდა გააკეთოთ!“


როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთები საქართველოში ჩინური ვაქცინის პროპაგანდას ეწევიან. დაუკვირდით, რა ხდება – ჩინური ვაქცინა ჩამოიტანა სახელმწიფომ. ყველა, ვინც არის აფილირებული სახელმწიფო სტრუქტურებთან და ხელისუფლებასთან, უკეთებს რეკლამას ჩინურ ვაქცინას. მარტივი ლუსტრაციაა, ჩანს, ვინ ვინ არის.



„სამწუხაროა, ზოგიერთი ჩემი კოლეგა გახდა პოლიტიკური თამაშის ნაწილი. პოლიტიკაში ყველაფერი დროებითია, გამოიყენებენ ამ ადამიანებს და მოისვრიან. არ ღირს, მეგობრებო, დამიჯერეთ. ხალხი ყველაფერს იმახსოვრებს, – არ გინდათ!

ჩინური ვაქცინის ეფექტურობა ვისაც გჯერათ, კი, ბატონო, გაიკეთეთ, ღმერთმა შეგარგოთ, იქნებ პლაცებოს ეფექტმა მაინც იმუშაოს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე უკვე ყველაფერი გითხარით. მათ კი, ვინც უკვე გაიკეთეთ პირველი დოზა, მეორე დოზაც აუცილებლად უნდა გაიკეთოთ.

ვისაც გეშინიათ აცრის, ჩემი პასუხი მარტივია – დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს, რომელიც შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით აწონ-დაწონეთ რისკები და ბენეფიტები და იმის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება.

იმასაც გეუბნებოდით, ვინც კოვიდი გადაიტანა, არა აქვს მნიშვნელობა რთული თუ იოლი ფორმით, ამ ადამიანების დაახლოებით 30 პროცენტამდე სხვადასხვა ტიპის ნარჩენი მოვლენები უვლინდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის კვლევები ჩატარდა, რამაც ეს შედეგები აჩვენა;

მე თქვენ წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე გეუბნებით იმას, რაც შემდეგ საჯაროვდება. საიდან მომაქვს ეს ინფორმაციები?! – ვარ ძალიან ბევრი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოში, სადაც შემოდის ეს კვლევები გამოქვეყნებამდე. სანამ ჟურნალში სტატია დაიბეჭდება, ეს სტატია უნდა განიხილონ სხვადასხვა ტიპის ექსპერტებმა, თითოეულ სტატიას უამრავი კვლევა ახლავს. ამ კვლევების საფუძველზე გაწვდით იმ ინფორმაციას, რასაც გაწვდით და რაც არ არის საყოველთაოდ გაჟღერებული.

მსოფლიოში კორონავირუსის უამრავი შტამია გავრცელებული, რომლებზეც ვაქცინების უდიდესი უმრავლესობა არაეფექტურია, ეს ვაქცინები ე.წ. უხანის ვირუსის საწინააღმდეგოა, ეს ვირუსი კი უკვე მილევადია.

კარგი ამბავი არის ის, რომ ვაქცინები, რომლებიც რნმ ტექნოლოგიითაა დამზადებული (მაგალითად, ფაიზერი), იოლად შეიძლება, გადაეწყონ ახალი შტამების წინააღმდეგ და უკვე დაიწყო ამ მიმართულებით პირველი კვლევები;

კიდევ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ – მაგალითად, „ფაიზერით“ ვაქცინაციის შემთხვევაში ვაქცინის მესამე დოზაც აუცილებლად იქნება გასაკეთებელი, ვაქცინაციიდან 5-6 თვის შემდეგ. ამაზე ვინმე ლაპარაკობს საქართველოში?!

ქვეყანაში გაქანებული მესამე ტალღაა. არავინ არაფერს არ იცავს. ყველა ლანძღავს პოლიტიკურ ელიტას – პოზიციას და ოპოზიციას. კი არიან სალანძღავი, მაგრამ მოქალაქეებს საკუთარი პასუხისმგებლობა ავიწყდებათ.

რომ ვუყურებ, ჩემი დასკვნაა:- მოსახლეობას სულ არ აინტერესებს კორონაპანდემია. ნახეთ, რა ხდება მეტროში და ავტობუსში. მე ჩაკეტვის და წესების მკაცრი დაცვის მომხრე ვარ, მაგრამ რეალურად რომ ვუყურებ, ალბათ, სხვა გამოსავალი არ არის, ალბათ, უნდა გაიხსნას ყველაფერი და ადამიანებმა ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება, დაიცვან თუ არა პანდემიის წესები;

რასაც ვუყურებ, კუკუდამალობანას აზრი არა აქვს. ხან დაკეტავენ ნახევრად, ხან ნახევრად გახსნიან – ამას აზრი არა აქვს. ვიღაცისთვის რესტორანი გახსნილია, ვიღაცისთვის დაკეტილია. ქვეყანაში ყველას თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს. ამით უფრო აღიზიანებთ ხალხს. ბარემ გახსენით ყველასთვის და იმიეცით ადამიანებს უფლება, აკეთონ ის, რაც უნდათ.

ჩვენს სახელმწიფოში არაპროფესიონალების და კორუმპირებულების გოგლიმოგლია. მთავრობის მიმართ მოსახლეობის ნდობა ნულია.

თუ ვერ მართავთ ქვეყანას, აღიარეთ მაინც. მე, მაგალითად ახლა სასწრაფოდ რასაც გავაკეთებდი – გავაკეთებდი კლინიკებში საწოლების მობილიზებას, ჟანგბადის მომარაგებას. ქვეყანაში გაქანებული მესამე ტალღაა.

ვაქცინაციის პროცესი მოუმზადებელია. ელექტრონული ჯანდაცვა არა გვაქვს. ადამიანები ვაქცინაცის მეორე დოზისთვის რეგისტრაციას ვერ ახერხევბენ.

ერთადერთი, რაც მინდა გთხოვოთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით მაქსიმალური დისტანცია, 2 მეტრს მაინც არ დაიცავთ, ვხედავ.

ყველაზე მთავარი, გაუფრთხილდით ნერვებს. არ ინერვიულოთ , დეპრესია უფრო აზიანებს იმუნურ სისტემას, ვიდრე კოვიდი. იარეთ ფეხით, გამოიყენეთ პირბადე, იქონიეთ ნაკლები კონტაქტი ხალხთან;

ბიზნესმენებსაც მივმართავ:

– გახსენით ბიზნესებიო, რომ მოითხოვენ, ამისთვის მომზადებაა საჭირო. ეს კოვიდი კარგა ხანს იქნება, ბიზნესმაც და მომხმარებელმაც მასთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს. ბიზნესმენებს მივმართავ, დაიქიარაეთ კვალიფიციური ექსპერტები, გინდა ფხაკაძე, გინდა სხვა, რომ სწორი რეგულაციებით ბიზნესის წამოებაში დაგეხმარონ…

ბოლო დროს, რაც მახარებს, ეს არის ჩვენი „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“. სულ უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულება გვემატება. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. მომავალ კვირას უკვე დავიწყებთ უშუალოდ აკტრედიტაციის მინიჭების პროცესს;

კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ქვეყანა უნდა გაიხსნას, ოღონდ მოსახლეობას უნდა აუხსნან არსებული რეალობა და მოსალოდნელი საფრთხეები, ამის შემდეგ მოსახლეობამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ უნდა მოიქცეს“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:

-„სინოფარმით” ვაქცინაცია აპრილის ბოლოდან დაიწყება. ჯანმო „სინოფარმისთვის“ ავტორიზაციის განხილვას სწორედ ამ დროისთვის დაასრულებს.

მიმდინარეობს მუშაობა, „სინოფარმის” ვაქცინის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდეს ამ კვირაში და რეგისტრაცია დაიწყოს 27 აპრილიდან. „სინოფარმი“ დღემდე რეგისტრირებულია 35 ქვეყანაში, ახალი შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით, მისი ეფექტურობა საკმარისად მაღალია, 80 პროცენტამდეა, თუმცა რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მძიმე შემთხვევებისგან დაცვისა და ლეტალობის შედეგების თავიდან აცილების მხრივ, ამ ნაწილში “სინოფარმის” ეფექტურობა საკმაოდ მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყო. ეს მაჩვენებლები საკმაოდ კარგ და იმედისმომცემ შედეგებს იძლევა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს „სინოფარმის” ავტორიზაციის საკითხს გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, აპრილის ბოლოსთვის ეს პროცესი დასრულდება, საქართველოც დაიწყებს “სინოფარმის” გამოყენებას აქტიურად”.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ანტივაქსერული მოძრაობა მთავრობიდან მოდის. ნუთუ ვერ ხვდებით? ვაქცინა რომ ვერ შემოაქვთ…“

28/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
„1. დავიწყოთ ვაქცინაციით – რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ 1 მილიონი „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანას, ძალიან კარგია, მაგრამ შეგახსენებთ, საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის მინიმუმ 4 მლნ დოზაა საჭირო. ისიც გვახსოვდეს, – აცრა ჯერ ორჯერ არის საჭირო, ბოლო მეორე დოზიდან 5 თვის შემდეგ მესამე დოზაა გასაკეთებელი. სად არის ვაქცინების ეს რაოდენობა?

2. აქამდე რაც იყო შემოტანილი და გაკეთებული 10 000-20 000 დოზა, ეს ვაქცინაცია არ არის. იმისათვის, რომ მოსახლეობის 70% იყოს დაცული, საჭიროა მოზრდილი მოსახლეობის (18 წელზე ზემოთ) – 85%-90%-ის აცრა. ვაქცინა უნდა იყოს უსაფრთხო და ეფექტური. ჩვენ კი არც კარგი ვაქცინა და არც საჭირო რაოდენობა გვაქვს.

3. კიდევ ერთი პრობლემა – წამოვიდა კვლევები მსოფლიოს მასშტაბით, – ვინც პირველი დოზა გაიკეთა, იმ ადამიანების 8-10% მეორე დოზას აღარ იკეთებს. მოგმართავთ მათ, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთეთ:
– თუ დაიწყეთ ვაქცინაცია, უნდა დაამთავროთ პროტოკოლის მიხედვით, თუ არადა სხვა გამოწვევვების და პრობლემების წინაშე დავდგებით.

4. ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უცვლელია, – ჩინური ვაქცინა საქართველოში არაეფექტურია, რადგან აქ უკვე 90% ბრიტანული შტამი ცირკულირებს, რომელზეც ჩინური ვაქცინა არ მუშაობს. გადახედეთ, თურქეთში რა ხდება.


მთელი თურქეთი დაიკეტა, კოვიდაფეთქებაა, სადაც ჩინური ვაქცინით აიცრნენ. დასკვნა თავად გააკეთეთ!


5. საქართველოში მოსახლეობით მანიპულაცია ხდება. ჩემი დასკვნაა, ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობა მთავრობიდან მოდის. ნუთუ ვერ ხვდებით? ვაქცინა რომ ვერ შემოაქვთ, ხელს უწყობენ ანტივაქსერულ მოძრაობას. პოლიტიკოსები ადამიანების სიცოცხლეზე პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ.

6 .დაფიქრდით, რას აკეთებენ,- ვაქცინა ფიზიკურად ვერ ჩამოაქვთ, მაგრამ ქმნიან ფონს, – ჩამოტანილი რამდენიმე ათასი ვაქცინით ვითომ ვაქცინაცია დაიწყო, ამის პარალელურად ანტივაქსერები ტელევიზიებში და სოცქსელებში აკეთებენ ანტივაქსერულ პროპაგანდას. ძალიან ჭკვიანურადაა ორგანიზებული ყველაფერი. ამ ბოლო დროს ტელეკომპანია „იმედზე“გასული გადაცემა პრაიმშოუ, სადაც გაქანებული ანტივაქსერული პროპაგანდა მიდიოდა, იყო კულმინაცია. ყველაფერი გასაგებია,-ვინ ვის რას უკვეთავს და რატომ.

7.სხვათა შორის, იმედზე კარგი გადაცემებიცაა, მაგარლითად, „ფეიკნიუსი“.

8.ვირუსის შეჩერების მხოლოდ ორი მოდელია მსოფლიოში. ან ვაქცინაცია (როგორც ისრაელში და ბრიტანეთში), ან ჩაკეტვები (მაგალითად, ჩინეთში). სხვა მოდელი არ არსებობს. საქართველოში კი არის ვითომ ჩაკეტვები და ვითომ ვაქცინაცია. სინამდვილეში არც ერთს არ აკეთებენ.

9.სხვათა შორის, ძალიან გაბრაზებული ვიყავი დაავადებათა კონტროლის ცენტრზე. ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, გამოცდილმა ეპიდემიოლოგები ვერ ხედავდნენ, რა ხდება. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი, ასრულებენ პოლიტიკურ დავალებას. რადგანაც ქვეყანაში ჩავარდნილია საერთაშორისო ურთიერთობები და ხელისუფლებას ვაქცინა ვერ ჩამოაქვს და ყველაფერი კეთდება, ეს სიტუაცია „გაპრავდეს“.

10.მინდა, ვცდებოდე, მაგრამ არ მაძლევენ საშუალებას, რომ გიორგი ფხაკაძე შეცდეს და ამ ბოლო დროს რასაც ვამბობ, ყველაფერი ხდება.

11.მე არც ერთი პოლიტიკური პარტიის მომხრე არა ვარ. გულწრფელად გეტყვით, ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიაში ვერ დავინახე ისეთი ხალხი, რომ, მაგალითად, დავურეკო და ვუთხრა, მომწონს , რასაც აკეთებთ, მინდა შემოგიერთდეთ და ქვეყნისთვის რაღაც სასიკეთო გავაკეთოთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ-თქო. იქნებ აწი მაინც ვინმე გამოჩნდეს. ქვეყანაში გვაქვს ორი პრობლემა – რუსეთი და კოვიდი, პოლიტიკოსები კი ამ დროს ერთმანეთს ხოცავენ. ადამიანი ქართულ პოლიტიკას ვერ ვიგებ!

12.მთავრობასთან შექმნილ საბჭოებზე, ვაქცინაციის საბჭო და კიდევ იმ 82 ექსპერტზე, რომელმაც ვაქცინაციის გეგმა დაწერა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: – ყველაფერი ეს ოდესმე დამთავრდება და შემდეგ როგორ აპირებთ ხალხისთვის თვალებში შეხედვას?! მე თვალებში ყველას თამამად შევხედავ, მე დასამალი არაფერი არ მაქვს.

13. რაც შეეხება კოვიდპასპორტს, ეს მსოფლიო აფიორაა, ფულის გაკეთების და კორუფციის წყარო. საქართველოში ვაქცინაციის საბუთს ქაღალდზე რომ წერენ, ეს საერთოდ ნონსენსია, თანამედროვე მედიცინაში ყველაფერი უნდა იყოს ელექტრონული.

14. დავუბრუნდეთ კოვიდპასპორტს, – შეკითხვა მაქვს, რამხელა ვალიდურობა აქვს ვაქცინებს?! მაგალითად, ერთმა გაიკეთა „ასტრაზენეკა“, მეორემ „ფაიზერი“ და მესამემ ჩინური ვაქცინა. ერთი იქნება დაცული 90%-ით, მეორე – 70%, მესამე – დაახლოებით – 25%. სამივესთან სხვადასხვაა რისკი, რომ ვირუსი გაავრცელონ და ერთნაირი პასპორტი უნდა მივცეთ? ან კიდევ, იმ ადამიანებთან როგორ ვიქცევით, კოვიდი ვინც უკვე გადაიტანა? – არ ვაძლევთ პასპორტს? მე, მაგალითად, ამ 4 ადამიანიდან პასპორტს მხოლოს იმას მივცემდი, ვინც გადაიტანა კოვიდი და ვინც ფაიზერით აიცრა.

15. რაც შეეხება ინდოეთს, ჩემი ვარაუდით, საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია. მალე, ალბათ, ოფიციალურადაც დამეთანხმებიან, ხომ გახსოვთ, იანვარში რომ ვთქვი, ბრიტანული შტამი შემოვიდა-თქო, გამლანძღეს, დღეს კი თვითონვე ამბობენ, ბრიტანული შტამი 90%-ითაა გავრცელებული.

16. თურქეთმა ქვეყანა ჩაკეტა. მათ ეკონომიკას ძალიან სჭირდებოდა ტურისტები, მაგრამ ჩაკეტეს. დაფიქრდით. თურქეთი, რომელიც ძალიან ბიზნესორიენტირებული ქვეყანაა, თურქეთის მთავრობა, რომელიც ძალიან ორიენტირებულია ტურიზმზე, ჩაკეტვის გადაწყვეტილებას იღებს. არ დაგავიწყდეთ, თურქეთში მასიურად ხდებოდა ვაქცინირება ჩინური ვაქცინით.

17. რაც შეეხება ინდოეთს, არაერთი კვლევა ჩატარდა, რამაც აჩვენა, რომ რეალურად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 30-ჯერ მეტია, ვიდრე ტესტირების შედეგადაა გამოვლენილი.

18. ინდოეთში ახალი შტამი ვრცელდებოდა ოქტომბრიდან, მაგრამ გარკვეულმა შტატებმა დამალეს სტატისტიკა, რადგან 5 შტატში არჩევნები იყო ჩასატარებელი. ასევე ჩატარდა დიდი რელიგიური დღესასწაული. ესეც პოლიტიკური ნაბიჯი იყო, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და უსაფრთხოა. ხუთ შტატში ჩატარებული არჩევნებისა და ამ დიდი რელიგიური რიტუალის გამო ქვეყანაში აფეთქდა ეპიდსიტუაცია. ეს არის მწარე მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცნენ ქვეყნები.

19. ვინაიდან ინდოეთის მთავრობა მალავდა ვირუსის სტატისტიკას პოლიტიკური მიზეზების გამო, ოქტომბრიდან ინდოეთის მოქალაქეები მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ და გადაჰქონდათ ვირუსი. დღეს უკვე 20 ქვეყანაში დაქფისირდა ეს ვირუსი, ჩვენთან ლაბორატორიებმა რომ კვლევები დაიწყონ, ამ ვირუსს იპოვიან. საქართველოში აფეთქება იმიტომაა, რომ გვაქვს ინდური და ბრიტანული შტამი ერთად.

20. საქართველოში ბევრმა საავადმყოფომ უკვე იცის, როგორ მართონ კოვიდპაციენტები, არ არის დიდი სიკვდილიანობა, მაგრამ უკვე გადაივსო კლინიკები, არ არის საკმარისი ჟანდგბადი. რამდენი ხნის წინ ვამბობდი, მობილიზაცია გავუკეთოთ სამედიცინო დაწესებულებებს, მოვამზადოთ ჟანგბადი-თქო. არ გაშინებთ, ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია, უნდა მოვემზადოთ.

21. აღდგომა ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩემთვის. დედაჩემის საფლავზე მისვლა, ეს არის სხვანაირი კავშირი, როცა დედას აკითხავ, გაესაუბრები და მოუყვები, რა მოხდა. ძალიან მინდოდა წელს აღდგომაზე ჩამოსვლა, მაგრამ არ გამოვიდა, ყველაფერი გადმოატრიალა ინდურმა შტამმა და ეს უკვე ინდოეთის მთავრობის მავნებლური პოლიტიკაა და ესენი მართლა დასასჯელები არიან.

22. რაც შეეხება გამოსავალს: – გამოსავალი ყოველთვის არის. ერთი წელიწადია გეუბნებით – სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან, 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. თუ გინდათ, ქვეყანა არ დაიქცეს, დაიცავით წესები. ზედმეტად არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაქსიმალურად ფეხით იარეთ.

23. ტურიზმი კარგა ხნით დაივიწყეთ. ტურიზმი, როგორც სექტორი, არის მკვდარი მთელ მსოფლიოში, გარდა რამდენიმე კუნძულისა. ჩამოვა რამდენიმე ათასი რუსი ტუირისტი და გაგივრცელებს ვირუსს. გიღირთ? არის გზები, რომ გარკვეულწილად წესების დაცბვით ამუშავდეს, შევთავაზე, მაგრამ ვინ მოგისმინა.

24. ბიზნესმენებს მოგმართავთ, ეს პრობლემას კიდევ კარგა ხანი იქნება. მინიმალიზაცია გააკეთეთ, ოპტიმიზაცია გააკეთეთ, რისიც შეიძლება, ფრთხილად იყავით ახალ ინვესტიციებზე და გეგმებზე, მაქსიმალურად შეეცადეთ, შეინარჩუნეთ ხალხის, ვინც გყავთ.

25. ერთ პრობლემაზეც უნდა ვილაპარაკო – როგორ შეიძლება, კოვიდკლინიკებში ექთანს 300 ლარი ჰქონდეს ხელფასი? ექთანი 5 ადგილზე მუშაობს, ხელფასი რომ დააგროვოს, და დრო და რესურსი არ რჩება უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის. ასეთ სამედიცინო ბიზნესს ვუწოდებ მავნებლებს. ამ სამედიცინო ბიზნესის მესვეურებს მოგმართავთ – ბონუსებს რომ ირიგებთ, მიხედეთ სამედიცინო პერსონალს!

26. საზოგადოებასაც მივმართავ: – როცა რაიმე ხდება, ლანძღავენ ექიმს და ექთანს, ყველა გადაიღალა, ხალხიც, მედპერსონალიც. ექიმი და ექთანი კი არ უნდა გალანძღო, არამედ ის, ვინც პირბადე არ გაიკეთა, დისტანცია არ დაიცვა და ვირუსი გაავრცელა.

27. ჩვენი ექიმები, ექთნები და სანიტრები არიან ომის წინა ხაზზე. ეს არ არის გმირობა, ეს არის მათი პროფესია, მაგრამ ეს არის ძალიან საპატიო პროფესია. ნუ შევრაცხავთ გმირებად, ვცეთ პატივი. ჩვენ მაგათი დახმარება ძალიან გვჭირდება. აქვთ შეცდომები, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ არ ვარგა ჯანდაცვის სიტემა, ჯანდაცვის სამინისტრო, თორემ ჩვენ ძალიან კვალიფიციური სამედიცინო პესრონალი გვყავს ძირითადად!“


ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

-„ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, – „ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ. თუმცა, ვაზუსტებთ მოწოდების ბაზას დოზებზე. გვაქვს ასევე ზუსტი ინფორმაცია, – მივიღებთ 43 ათას „ასტრაზენეკას” 30 აპრილისთვის. წარმატებით მიმდინარეობს „სინოფარმთან” მოლაპარაკება, დამატებით 250 ათასი დოზა არის დაპირებული „სინოფარმის” მხრიდან ივნისში.

გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – 18 წლის ზევით მოქალაქეებისთვის დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველი გახლავთ, რომ არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ არის უსაფრთხო ვაქცინა. საბჭო დაეყრდნო საერთაშორისო გადაწყვეტილებას და შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, აიცრან „სინოფარმით“.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა:

„ორშაბათს იმუნიზაციის საბჭო განიხილავს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთს, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები, ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო.


29 აპრილიდან 17 მაისამდე, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად თურქეთში სრული ლოქდაუნი გამოცხადდება.

ყველა საქალაქთაშორისო მოგზაურობა დაექვემდებარება ნებართვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს 50%-იანი ტევადობით.

ეს განცხადება თურქეთი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სამსაათიანი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ანკარაში გააკეთა.


ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:
„უახლოეს მომავალში საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება. მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში უნდა აისახოს – ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია, რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა, ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights