ორშაბათი, აპრილი 27, 2026

Грузинский эксперт выразил свое видение на новый штамм коронавируса

12 марта 2022 / ИА Красная Весна



Написал о своем понимании нового штамма коронавируса грузинский эксперт в области здравоохранения Гиорги Пхакадзе, 11 марта на своей странице в Facebook.


Пхакадзе заявил, что новый штамм COVID-19, под названием Omicron BA2.2 уже распространяется в Гонконге и нескольких других крупных городах мира и поражает в основном не привитых людей или не полностью привитых людей.


«Как и ожидалось, появилась новая версия Covid. Omicron BA2.2 атаковал Гонконг. Он также был обнаружен в Австралии, Сингапуре и Великобритании. Этот вариант в основном активен к невакцинированным и не полностью привитым (полностью привитым считается 3-х кратная прививка)»,  — написал Пхакадзе.


Также эксперт отметил, что новый штамм имеет симптоматику, похожую на проявление штамма «Дельта». По его мнению, вакцины китайского производства окажутся наименее эффективными против нового вируса.


«Также этот вариант, скорее всего, докажет неэффективность китайских вакцин. Предположительно, для этого варианта характерны „дельтаобразные“ трудности»,  — написал Пхакадзе.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://rossaprimavera.ru/news/ffe06578

ბივალენტური კოვიდ ვაქცინა ეფექტურია

#drpkhakadze

დადასტურდა, ბივალენტური (ახალი) კოვიდ ვაქცინა (ფაიზერის და მოდერნასი) არის ეფექტური ომიკრონის წინააღმდეგ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

https://youtube.com/@drpkhakadze

ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili

https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMc2215471?fbclid=IwAR0FrZZ9AmEhSB7uOt0YBtBR1M3aLUquINqAUugx5VvOj19znP-PL2cmtVs



გიორგი ფხაკაძე პაატა იმნაძის განცხადებას ეხმაურება: „ჩვენ ყველა ვუპირისპირდებით ერთ მტერს და ეს…

1 თებერვალი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებას ეხმაურება.

–„მე მესმის რომ ყველა დაიღალა, მესმის, რომ რაღაცეები გვავიწყდება/გვეშლება.

იმედია, რომ ბატონმა პაატამ არასწორად გაიგო ჟურნალისტის შეკითხვა.

საქართველოში არსებული რეგულაციების მიხედვით (ომიკრონამდე მიღებული), კოვიდგადატანილები 2-ჯერ იცრებიან ….

ეს ისე, ინფორმაციისთვის …

ყველაფერი იცვლება… და არსებული რეგულაციების გადახედვა უნდა მოხდეს. ეს არის ჩემი მოსაზრება არსებული მონაცემების საფუძველზე…

მე არავისთან დაპირისპირება არ მაქვს, ვინაიდან დაპირისპირების საგანი არ არსებობს.

ჩვენ ყველა ვუპირისპირდებით ერთ მტერს და ეს არის კოვიდი.


“კოვიდგადატანილი პაციენტი 30 დღეში ექვემდებარება ვაქცინაციას და აცრა უნდა ჩატარდეს ორი დოზით” – ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია


„საბოლოო გადაწყვეტილება – არის თუ არა ბუნებრივი გზით მიღებული იმუნიტეტი უფრო მყარი და ხანგრძლივი, ვიდრე ხელოვნური გზით, არ არსებობს. ამიტომ, კომბინაცია ბუნებრივს პლიუს ხელოვნური განიხილება, როგორც პოტენციურად ყველაზე უფრო ხანგრძლივი დაცვის მატარებელი კომბინცია, ამიტომ ვთვლი, რომ ის ადამიანები, რომელებიც კორონავირუსს გადაიტანენ და 1 თვის შემდეგ ორჯერადად აიცრებიან, ალბათ, მიიღებენ მაქსიმალურ დაცვას, რაც არის შესაძლებელი დღევანდელ პირობებში.“- განმარტავს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე.


“მოგეხსენებათ, ინციფირებიდან აცრისთვის 120 დღე არის დაშვებული. ამ კვირაში ეს შეიცვლება და შემცირდება 30 დღემდე. ამიტომ ყველას შეეძლება, უფრო სწრაფად აიცრას. […] მალე ალბათ, მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი”, – თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორემ, ამირან გამყრელიძემ.

„2021 წლის თებერვლამდე ვინც კოვიდი გადაიტანა, მათ განსაკუთრებით ვთხოვ, დაიჭირონ თადარიგი ვაქცინაციაზე. სურვილის შემთხვევაში კოვიდის დადასტურებიდან 30 დღეში შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება. იყავი დაცული!” – აღნიშნავს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

პროტოკოლი:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ იდაცვის მინისტრის. ბრძანება №01-66/ნ. 2021 წლის 21 ივლისი

https://matsne.gov.ge/ka/document/view/5220075…

სტატიები:

https://kvirispalitra.ge/…/82234-qkovid-gadatanili…/

https://www.interpressnews.ge/…/671862-tamar-gabunias…/

https://www.radiotavisupleba.ge/amp/31375013.html

https://bm.ge/…/covid-gadatanilebs-acra…/87749

https://mtavari.tv/…/51064-kovidgadatanili-adamianebi…

https://momsedu.ge/სიახლეები/8676/


„20 თებერვლამდე %20 ვინც %20 კოვიდი %20 გადაიტანა,%20 მათ %20 განსაკუთრებით %20ვთხოვ, %20 დაიჭირონ %20 თადარიგი %20 ვაქცინაციაზე“, – წერს აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა:

„კორონავირუსის შემდგომი ვარიანტები უფრო მსუბუქი იქნება. 2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი, შემდეგში კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“.

საზოგადოების კითხვას, – როდის დასრულდება პანდემია, აბათილებს თუ არა ვაქცინას კორონავირუსი, წარმოიქმნება თუ არა ახალი მუტაციები?

პაატა იმნაძემ საპასუხოდ განაცხადა:

„თუ შეიძლება, ბატონი გიორგის {ფხაკაძე} გამონათქვამებზე კომენტარს ნუ მთხოვთ. კოვიდის დროს ვაქცინა არ ბათილდება, პირიქით იმუნიტეტი მატულობს. კორონავირუსი არის რნმ ვირუსი. რნმ ვირუსებში ძალიან ბევრი მუტაცია ხდება. ვირუსს არ აწყობს, – ჩვენ მოგვკლას, მას გამრავლებისთვის ორგანიზმი სჭირდება. მუტაციები სულ მოხდება. „ომიკრონით“ რეინფიცირება საქართველოში არ დადასტურებულა. სადაც ადრე „ომიკრონი“ გავრცელდა, „ომიკფრონით“ რეინფიცირების შემთხვევები აღწერილია. დელტა მეორედაც შესაძლებელია, თუმცა იშვიათად. შესაძლოა, „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ ადამიანები ერთ თვეში, მისი ქვევარიანტით დაინფიცირდნენ, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil





„დედა სულ გიყვარს. მივდივარ საფლავზე და მდუმარედ ვუყვები ყველაფერს… აღდგომა ჩემთვის დღე-სასწაულია“

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„მე, დედა და საქართველო“

-„ძალიან მიყვარს ქუთაისი. ბევრი რამ შევარდნაძის დროინდელ ქუთაისში არ მომწონდა, მაგრამ ის მინუსები უკვე დამავიწყდა და მარტო ის მახსოვს, რაც მიყვარს. ქუთაისში ძალიან ლამაზი სახლი მქონდა, ჩემი სული და გულია იმ სახლში ჩადებული. იმ სახლის ფასადზე დედაჩემის და ჩემი დის სახეა გამოქანდაკებული, ის სახლი შემდეგ ჩემმა მეგობარმა იყიდა. მიყვარს ქუთაისი და მიყვარს ჩემი სახლი. საქართველოში როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის გავდივარ დედის საფლავზე. მე დედაჩემი ძალიან მიყვარს. არასდროს ვიტყვი – „მიყვარდა“, დედა სულ გიყვარს.“

როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, მისთვის აღდგომა დღე-სასწაულია.

„ქუთაისში როცა ჩავდივარ, ყოველთვის გავდივარ დედაჩემის საფლავზე. ხომ დაგიგროვდება ცხოვრებაში ადამიანს რაღაცეები, ზოგჯერ რაღაცეებს ვერავის ვერ ეტყვი, საერთოდ ვერავის ვერ ეტყვი – ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დედაჩემის საფლავი ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება, დედას ცოცხალივით ვესაუბრო იმაზე, რასაც ამ დედამიწაზე ვერავის ვეტყვი. დედის წინაშე რა უნდა დამალო. დედამ ყველაფერი იცის, დედა ყველაფერს გრძნობს. შენ ხმა რომ არ ამოიღო, დედამ მაინც ყველაფერი იცის….დედას ყველაფერი უნდა უთხრა. მე დედაჩემს ყოველთვის ყველაფერს ვეუბნებოდი…ახლაც რომ ჩამოვდივარ, მივდივარ საფლავზე და მდუმარედ ვუყვები ყველაფერს. მას ესმის, ვიცი.

აღდგომა ჩემთვის დღე-სასწაულია.

ყველაზე კარგად მახსენდება აღდგომა. ძალიან, ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, ყველა წინაპრის სასაფლაოს რომ შემოივლი, ყველა წინაპარს რომ პატივს მიაგებ, სასაფლაო რომ დალაგებული და დასუფთავებულია. ძალიან მიყვარს ნათესავებთან მისვლა, ჩემს ნათესავებთან ურთიერთობა და პურის ჭამა, განსაკუთრებით სასაფლაოზე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს დღე… ჩემი ბაბუები, ბებიები, დიდი ბაბუები, – მათი საფლავების მონახულება ძალიან მიხარია. ეს რაღაცნაირად გვაერთიანებს. ძალიან მიხარია იმიტომ, რომ წარსულის და მომავლის კავშირია, ნათესავები ნახულობენ ერთმანეთს – ეს ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს ძველი მეგობრები. მაგალითად, მამაჩემის და დედაჩემის ძველი მეგობრები (დედა ცოცხალი აღარ არის). ვფიქრობ, რომ აღდგომის დღესასწაული არის მართლაც ბრწყინვალე დღესასწაული და ყოველთვის მინდა, რომ ვიყო საქართველოში

სასაფლაოზე ქეიფი, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით, უდიდესი რაღაცაა, ჩვენ რომ ჩვენს წინაპრებს პატივს ვცემთ და ვიხსენიებთ. მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია.

გეტყვით – რატომ. კინოთეატრში თურმე შეიძლება, წახვიდე, მეტროში შეგიძლია ჩახვიდე, ხალხით გადაძეძგილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიძლია ახვიდე, და სასაფლაოზე არ შეიძლება ადამანი გავიდეს?! კარგით რა! ეს ვითომ მოქალაქეებზე ფიქრი, ვითომ ეპიდემიოლოგია, ვითომ ექსპერტიზა – არ გვინდა რა, ამდენი დაბოლება. საქართველოში ნარკოტიკის მოხმარება მომატებულია, ვიცი, და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ამ ზეგავლენის ქვეშ არიან.

ჩემი მოსაზრება მარტივია – მეტრო დაკეტე, კინოთეატრი დაკეტე, რესტორანი, ღრეობა, პურმარილები დაკეტე – გეუბნები, ინფექცია სად არის. მაგრამ სასაფლაოს დაკეტვა?! – კარგი რა! ბოლოსდაბოლოს დააყენე მუნიციპალიტეტის ხალხი, პოლიცია და ღრეობა და პურმარილი აკრძალე, მაგრამ საფლავებზე გასვლა?!

მე ვფიქრობ შემდეგს – ჩვენი წინაპრების მონახულება, სუფთა ფსიქოლოგიურად, სოციალურ-კულტურულად, რელიგიურად უმნიშვნელოვანესია. მე ახლა რომ ვიყო საქართველოში და ვიღაცამ რომ ამიკრძალოს დედაჩემის საფლავზე გასვლა. ხომ მივასიკვდილე, ვინცაა მისასიკვდილებელი?! ვისა აქვს უფლება, გამაჩეროს?!

მთელი ქვეყანა თუ იქნება დაკეტილი, კი ბატონო, მაგრამ მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ?! ხომ ხედავთ, რომ 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი არ მუშაობს, მაინც მთელი ქალაქი გარეთ დადის. მაინც ყველანი საშვებზე ჩალიჩობენ. არ იმუშავა 9 საათზე ჩაეტვამ, იმიტომ, რომ მეტრო და გადავსებული ავტობუსები ყველაზე დიდი გამავრცელებელია. ამ „ვითომ, ვითომ“ ცხოვრებას თავი დაანებეთ.

სხვათა შორის, ჩვენი ეკლესია ძალიან შეგნებულად უდგება საკითხს და ძალიან იცავენ წესებს ტაძრებში და იმედი მაქვს, ასევე იქნება აღდგომაზეც.

იმიტინგებენ, არ დაიცავენ რეგულაციებს, ავრცელებენ კორონას. ან კიდევ, გუშინ ვუყურებდი, ჩვენმა სპორტსმენმა რომ მოიგო მედალი, ჩავიდა თავის სოფელში, იყო ხვევნა-კოცნა. ბიჭს დაემართა კორონა. სად ვცხოვრობთ? ადამიანი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, რას ქვია, სოფელში წავიდა, 2-კვირიან კარანტინში უნდა იყოს. იქნებ აქ გადასდეს, ან იქნებ ინდური ვირუსი ჩამოგვიტანა მედალთან ერთად, ხომ არ ვიცით. კარანტინი ყველასთვის უნდა იყოს კარანტინი! დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვინმე არ ხართ ისეთი, რომ სწორად თქვათ და ხალხს საფრთხე ააცილოთ?!

და ბოლოს, კაცობრიობამ უამრავი ვირუსი და დიქტატორი დაამარცხა. იყავით ფრთხილად, გააკეთეთ სიკეთე, ნუ ინერვიულეთ, დამშვიდდით! საბოლოოდ ყველაფერი იქნება კარგად! ჩვენ გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ!

აღდგომას ვაპირებდი ჩამოსვლას რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩემთვის. დედაჩემის საფლავზე სიარული, ეს არის რაღაც ისეთი, როცა დედას აკითხავ, გაესაუბრები და მოუყვები რა მოხდა.

ძალიან მინდოდა წელს ჩამოსვლა, მაგრამ არ გამოვიდა, ყველაფერი გადმოატრიალა ინდურმა შტამმა და ეს უკვე ინდოეთის მთავრობის მავნებლური პოლიტიკაა და ესენი მართლა დასასჯელები არიან“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

„გიდები მიიღებენ კოვიდსერტიფიცირებული გიდის სერტიფიკატს. ჩატარდება ტრენინგები, თუ როგორ მოაწყოს…“

06/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ძალიან კარგად მიდის. ერთ თვეში 32-ზე მეტმა ორგანიზაციამ შემოიტანა განაცხადი, მათგან მეორე ეტაპზე გადავიდა 12, ერთმა სტომატოლოგიურმა კლინიკა „ჰებემ“ მიიღო ფრანგული სერტიფიკატი.

მეორე ინიციატივა გუშინ დავიწყეთ. ეს არის „უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაცია“. სამედიცინო პერსონალისთვის ვამზადებთ ტრენინგებს. თუ ხართ ტრენერი, შეგიძლიათ, ჩვენთან შემოიტანოთ თქვენი ტრენინგ-მასალა, გავუკეთებთ აკრედიტაციას, მივანიჭებთ ‘CME” კრედიტს და თქვენ შეძლებთ, გაყიდოთ თქვენი ტრენინგი სამედიცინო პერსონალისათვის.

მესამე ახალი ინიციატივა ეხება ტურიზმს! პირველ რიგში, გაკეთდება გიდების აკრედიტაცია. „საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციასთან“


Sakartvelo’s Certified Guides Association

ერთად, ბატონ გიორგი დარსიმელიასთან


Giorgi Dartsimelia

ერთად კვირას ვაკეთებთ ტრენინგს. გიდები მიიღებენ კოვიდსერტიფიცირებული გიდის სერტიფიკატს.

ჩატარდება ტრენინგები, თუ როგორ მოაწყოს გიდმა უსაფრთხო ტური, რა უნდა გააკეთოს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ინფიცირება – პირველ რიგში, თვითონ იყოს დაცული, დაიცვას გარემო,სადაც არის და დაიცვას ტურისტი.

მომდევნო კვირას, ჩატარდება ტრენინგი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან. გასწავლით და დაგეხმარებით, მინიმალური ხარჯებით როგორ შეიძლება გადაეწყოთ. ვინც გაივლის ტრენინგებს, მიიღებთ სერტიფიკატს და სტიკერს – „კოვიდუსაფრთხო სატრანსპორტო საშუალება“. რაც შეეხება ტრენინგებს და სერტიფიკაციას, ამას ფხაკაძე გიკეთებთ უფასოდ. დავიღლები, არა უშავს, ჩვენ ახლა ტურიზმის გამართვა გვჭირდება.

ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, – მომზადდეს შემდეგი მიმართულება – „უსაფრთხო კოვიდრესტორანი“. სტუმარი რომ გემრიელ ქართულ კერძებს გასინჯავს, იმ რესტორნიდან თან კორონაც ხომ არ უნდა გამოჰყვეს?! …ამ მიმართულებით უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში დაგეხმარებით. ორი დღე დაველოდები სარესტორნე ბიზნესთან დაკავშირებული ასოციაციების გამოხმაურებას, თუ არადა მე თავად გავაკეთებ.

და რა თქმა უნდა – კოვიდუსაფრთხო აკრედიტებული სასტუმრო. ამ მიმართულებით ვისთან ვითანამშრომლებ, ჯერ არ გადამიწყვეტია.

ტურისტული სექტორი შეძლებს, ტურისტს შესთავაზოს კოვიდუსაფრთხო გიდი, კოვიდუსაფრთხო ტრანსპორტი, კოვიდუსაფრთხო რესტორანი და კოვიდუსაფრთხო სასტუმრო. უკვე არის გამოხმაურებები და მე ამას გავაკეთებ, ორშაბათიდან დაიწყება ტურისტული სექტორის აკრედიტაციის პროცესი.

ამ სერტიფიკატს თქვენ ვერ იყიდით, არ იყიდება, უფასოა, ნებაყოფლობითია, მაგრამ კორიფციით და ჩაწყობითაც ვერ მიიღებთ. უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, ფხაკაძე არ იყიდება. ველოდებით ტურისტული სექტორის გამოხმაურებას!“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ რა არის ეს?! ეს არის გერმანული კომპანია ბიონტეკის (BioNTech)..

24 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

„საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ რა არის ეს?!
პასუხი:
ეს არის გერმანული კომპანია ბიონტეკის (BioNTech) მიერ შემუშავებული და ამერიკული ფარმა გიგანტის, ფაიზერის (Pfizer) მიერ დამზადებული კოვიდ ვაქცინა. კომერციული სახელით “კომირნატი” COMIRNATY® (Tozinameran).
მარტივად, ფაიზერ-ბიონტეკის კომირნატი კოვიდ-19 ვაქცინა (Pfizer-BioNTech COMIRNATY® (Tozinameran) Covid-19 vaccine).
შეგახსენებთ, ფაიზერ-ბიონტეკის კომირნატი კოვიდ-19 ვაქცინის ვადა არის 9 თვე. ის უნდა იყოს შენახული -80 გრადუსზე ტრანსპორტირების დროს, ხოლო უშუალოდ მოხმარების დროს ის შეიძლება იქნას შენახული 2 – 8 გრადუსიან მაცივარში 31 დღემდე.
გახსოვდეთ, სამედიცინო პირბადე რჩება თავდაცვის უალტერნატივო საშუალებად. აცრის შემდეგ მსინც უნდა გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე.

ჯანმრთელობას გისურვებთ“ – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე

https://www.cdc.gov/…/pfizer/downloads/storage-summary.pdf
https://www.fda.gov/…/fda-brief-fda-authorizes-longer…
https://www.michigan.gov/…/Pfizer_Expiration_Extension…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil



“DO NOT DARE TO BRING A VACCINE THAT IS NOT APPROVED BY THE WHO”

21.Dec.2020



AUTHOR:NATIA TAKTAKISHVILI


Giorgi Pkhakadze, United Nations Secretary-General Independent Accountability Panel Member urges to those who are interested in bringing coronavirus vaccine into the country through individual negotiations with pharmaceutical companies.

“This signal came to me a few days ago. I want to say publicly and warn everyone that some groups in Georgia think that having individual negotiations with pharmaceutical companies about bringing a separate vaccine would be the right step.

I tell you again, this would be the wrong decision. What I am saying may crush someone’s business interests, but I will tell you one thing, do not dare to bring a vaccine in the country that will not be approved by the World Health Organization,” Pkhakadze said.

Pkhakadze declares, that the country must wait for the COVAX vaccine or the WHO, as the organization will tell which vaccine is recommended.

“If anyone has a personal interest, do not make this mistake, wait for the recommendation of the WHO, do not hurry, “Giorgi Pkhakadze said in an interview with TV Pirveli.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://bm.ge/en/article/do-not-dare-to-bring-a-vaccine-that-is-not-approved-by-the-whoquot-/71684/

„ვაქცინაცია არ ნიშნავს იმას, რომ 100%-ით დაცულები იქნებით. სამწუხაროდ“ – გიორგი ფხაკაძე

08/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შესახებ საუბრობს:

„ზოგადად, უნდა გავითვალისწინოთ, ის კვლევები, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, ის ვაქცინები, რომლებიც არიან გამოყენებაში და რომლებსაც აქვთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დროებითი მოხმარების თანხმობა, ამ ვაქცინებით ვირუსისგან დაცვა მხოლოდ 5-6 თვეა, „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში, ხოლო ატრასზენეკას ვაქცინის შემთხვევაში არის 6 თვე. ადამიანმა ვაქცინა უნდა გაიკეთოს ყოველი 5 თვის შემდეგ. ადამიანი თუ არის ინფიცირებული, ინფიცირებიდან 5 თვის შემდეგ უნდა გაიკეთოს ვაქცინის ერთი დოზა და პრაქტიკულად ის კიდევ 5-6 თვე იქნება დაცული.

ვინც უკვე გაიკეთა ვაქცინა და შემდეგ დაავადდა, უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინას ადამიანი რომ გაიკეთებს, პირველი ნემსიდან 28 დღის განმავლობაში არის, როგორც ყველა სხვა არაინფიცირებული ადამიანი და შეიძლება დაემართოს კოვიდი.


ჩვენ ვიცით, რომ ეს ვაქცინა არ არის მთლიანად კოვიდსაწინააღმდეგო. ეს ვაქცინები, რაც ახლა გვაქვს, თქვენ თუ გაიკეთებთ ამ ვაქცინას, თქვენ არ მოხვდებით საავადმყოფოში, რეანიმაციურ განყოფილებაში და არ გარდაიცვლებით. სიკვდილიანობის საწინააღმდეგოდ არის ეს ვაქცინები, რომ დაიწიოს სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ნულამდე. შედეგი უკვე დავინახეთ ბრიტანეთსა და ისრაელში. პოზიტიური რაც აქვს ამ ვაქცინებს, შესაძლებელია, გააჩნია ვაქცინას, 50-90%-ის ფარგლებში დაგიცვათ ვირუსისაგან. ვაქცინირებულმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს სამედიცინო პირბადე. ვაქცინაცია არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები 100%-ით დაცულები იქნებით. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. ვაქცინა არის ერთ-ერთი დამხმარე საშუალება, რომელიც დეგვეხმარება, შევამცრიოთ სიკვდილიანობა“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Георгий Пхакадзе: Этот вирус уже на пути к поражению

30 Июня, 2021



Эксперт по вопросам общественного здравоохранения, профессор Георгий Пхакадзе опубликовал в соцсети пост, в котором говорит, что коронавирус находится на грани поражения в результате применения высокоэффективных вакцин.

“Цифры упрямы.

Посмотрите на Израиль и Великобританию … “Дельта” вариант коронавируса уже доминирует в обеих странах и что мы видим ?! – Смертность в обеих странах довольно низкая. Почему ?! – В результате применения высокоэффективных вакцин.

Кто бы ни говорил, этот вирус уже на пути поражения. Но, кто победит первым, это главное, помните, кто победит, тот получит экономические «бонусы».

Если мы не позаботимся о себе в Грузии (насколько я знаю), европейские и американские друзья позаботятся о нас с сентября/октября.

Все будет хорошо. Будьте здоровы», – написал Георгий Пхакадзе


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/georgiy-phakadze-etot-virus-uzhe-na-puti-k-porazheniyu/

Вспышка коронавируса произошла в женской колонии на юге Грузии

06 января 2021

В женской тюрьме в регионе Квемо Картли у 23 заключенных выявлен коронавирус. Пенитенциарная служба утаивает истинные масштабы распространения COVID-19 среди заключенных, уверены аналитики.


Как писал “Кавказский узел”, традиционное рождественское шествие “Алило” в Грузии отменено в связи с пандемией. Священнослужители поздравят жителей с Рождеством из машин воскурением ладана, пением и окроплением святой водой. 4 января Минздрав Грузии сообщил, что в стране зарегистрирован первый случай заражения “британским” штаммом коронавируса – новый штамм был выявлен у 50-летнего мужчины, который приехал из другой страны.


На 5 января в Грузии зарегистрировано 2316 новых случаев заражения коронавирусом. Общее число инфицированных с начала пандемии достигло 232 079. 2646 человек умерли. В Грузии самый высокий, по сравнению с соседними Арменией и Азербайджаном, уровень заболеваемости коронавирусом – 6171,45 случая заражения на каждые 100 тысяч жителей. На главной странице “Кавказского узла” раз в четыре часа обновляется карта, на которой указано число зараженных коронавирусом на Южном Кавказе и юге России. Динамика распространения вируса, в том числе на Южном Кавказе, отражена в обновляемой справке “Кавказского узла” “Коронавирус добрался до Кавказа”.


Заместитель руководителя Национального центра по контролю за заболеваниями Паата Имнадзе рассказал о носителе нового “британского” штамма коронавируса. По словам Имнадзе, у него не было истории поездок, но он контактировал с человеком, у которого такая история была. «У него нет истории путешествий. Но до того, как он заболел, он контактировал с человеком, у которого была история путешествий. Этого человека больше нет в Грузии», – сказал Имнадзе в эфире «Мтавари архи».


Советник Генерального секретаря ООН Гиоргий Пхакадзе высказал удивление в связи с обнаружением нового штамма. На своей странице в соцсети Facebook он напомнил, что власти Грузии сообщают о закрытых границах. “Тем не менее, есть категория людей, которые свободно перемещаются за границу, не соблюдая карантин”, – отметил он.


Заместитель министра здравоохранения Тамар Габуния сообщила, что новый штамм коронавируса распространяется быстрее. «В одном из трех подозрительных случаев был подтвержден новый видоизмененный штамм COVID. Единственное, что известно на данный момент, что этот тип штамма распространяется быстрее. Соответственно, требуется больше осторожности как при использовании средств индивидуальной защиты, так и при обеспечении соблюдения установленных правил в бизнес-среде и местах публичных собраний», – заявила она «Общественному вещателю».


У 23 заключенных женской тюрьмы в селе Мтисдзири (регион Квемо Картли) был выявлен коронавирус, пишет 5 января “Спутник-Грузия”.


Тестирование было проведено у 329 женщин-заключенных, у 23 из них текст оказался положительным, хотя симптомов, характерных для коронавируса, у них не было. На фоне подтвержденных случаев в тюрьме Специальная пенитенциарная служба начала тестирование заключенных.


Журналист Элисо Киладзе в эфире “Мтавари архи” обвинил пенитенциарную службу в сокрытии информации о смерти заключенного от коронавируса в Ксанском исправительном учреждении, а адвокат Лексо Кобаидзе заявил, что количество зараженных в тюрьмах довольно велико, есть даже тяжелобольные, но пенитенциарная служба скрывает эту информацию.


Заместитель главы оперштаба по борьбе с COVID-19 Бердия Сичинава сообщил 5 января, что большинство новых случаев заражения зафиксировано в Тбилиси – 961. В рекордсменах также Имеретия – 420 новых случаев, Самегрело – Земо Сванети – 201 новый случай, Кахети – 185, Квемо Картли – 142, Аджария – 125, пишет “Спутник-Грузия”.


Советы специалистов о том, как избежать инфицирования COVID-19, приводятся в справке “Кавказского узла” “Врачи про коронавирус: что делать?”, а номера телефонов для консультаций по коронавирусу указаны в подборке “Коронавирус. Горячие линии”. С данными о штрафах за нарушение карантина можно ознакомиться в публикации “Кавказского узла” “Сколько стоит побег из карантина”.


Новости о распространении коронавируса на юге России и в странах Южного Кавказа “Кавказский узел” размещает на тематической странице “Коронавирус рвется на Кавказ”.


Примечание:

“Верующие в Армении и Нагорном Карабахе считают Богоявление семейным праздником”, “Православные юга России отметят Рождество под усиленным надзором полиции”, “Прихожане в Сочи жалуются на избыточные меры безопасности”.


Автор: Галина Готуа источник: корреспондент “Кавказского узла”


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: Источник: https://www.kavkaz-uzel.eu/articles/358332/

© Кавказский Узел

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights