ორშაბათი, აპრილი 27, 2026

„სირთულეები რომ გექნებათ, პოსტკოვიდი რომ გექნებათ, მიმართეთ, ექსპერტები რომ არიან საქართველოში…

5 თებერვალი, 2022

#drpkhakadze Giorgi Pkhakadze

„მე ჩემს სინდისთან ვარ 100%-ით სუფთა. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე.

არ მაინტერესებს ნეგატივი, ვისაც გაინტერესებთ, ავადმყოფები ხართ. ზოგადად, ნეგატივი ქმნის ნეგატივს.

საქართველო არის ულტრალიბერალური ქვეყანა, რაც გინდა, ის აკეთე! მთავროა გეუბნება, ქვა გიხლია თავში, ეგ თქვენი პრობლემა არისო. ხალხს ეს უნდა და მთავრობამ შეუსრულა.

არ დაიწყოთ მერე პრეტენზიები, -აცრა რომ არ გინდათ, – სიკვდილიანობა გაიზარდა, სირთულეები რომ გექნებათ, პოსტკოვიდი რომ გექნებათ და ა.შ. ექსპერტები რომ არიან საქართველოში, რომლებიც ამბობენ, – კოვიდი გრიპი არის და კოვიდი ეს არის დასასრულის დასაწყისი, იმათ მიმართეთ. ეს ექიმები თქვენ უფასოდ უნდა მოგემსახურონ, მთელი ქვეყანა კლიენტები გყავთ.

ჯგუფებში როცა, კარგი ის არის, რომ შენ უსმენ სხვადასხვა ექსპერტების მოსაზრებებს. საინტერესო ტენდენციაა, ძალიან ბევრი კვლევაა, უკვე ვიცით, როგორ ვმართოთ პანდემია. ეს თემა უკვე დახურულია…“, – განაცხადა აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვისას.


ვიდეო ნახეთ

აქ:

ვიდეო – https://www.facebook.com/529920578/videos/282874813937404/



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




ჩინეთმა აღიარა, ჩინური ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია

11/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პეკინი (AP)- ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა დაბალია. ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“, – თქვა ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა – გაო ფუმ, შაბათს, ქალაქ ჩენდუში გამართულ კონფერენციაზე. ჩინეთის ჯანდაცვის ექსპერტები Pfizer-BioNTech ვაქცინის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებდნენ (რომელიც ახალი ტექნოლოგიით დამზადებული მ-რნმ ვაქცინაა). მიიჩნევდნენ, რომ ბევრად სანდო და ეფექტიანი იყო ჩინური, ძველი ტექნოლოგიით (ინაქტივირებული მეთოდით) დამზადებული ვაქცინები და პეკინმა ასობით მილიონი დოზა ჩინური ვაქცინა მიაწოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას. „დღესდღეობით ოფიციალურად განიხილება, უნდა გამოვიყენოთ თუ არა სხვადასხვა ტექნოლოგიის ვაქცინები იმუნიზაციის პროცესში“, – განაცხადა გაომ. კვირის პრესკონფერენციაზე ოფიციალურმა პირებმა პირდაპირ არ უპასუხეს კითხვებს გაოს კომენტართან ან ვაქცინციის გეგმებში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა CDC-ის სხვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დეველოპერები მუშაობენ mRNA-ტექნოლოგიის ვაქცინებზე. „ჩვენს ქვეყანაში შემუშავებული mRNA ვაქცინები კლინიკური გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა“, – თქვა უანგ ჰუაკინგმა. მან ჯერჯერობით არ მიუთითა გამოყენების შესაძლო ვადები. ექსპერტები ამბობენ, რომ სხვადასხვა ტექნოლოგიების ვაქცინების ერთდროულად გამოყენებამ შესაძლოა ეფექტიანობა გაზარდოს. ბრიტანეთში მკვლევრები Pfizer-BioNTech-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინების კომბინაციით იმუნიზაციის შესაძლო შედეგებს იკვლევენ. ჩინეთის სახელმწიფოს წამლის მწარმოებლების, სინოვაკისა და სინოფარმის მიერ შექმნილი ვაქცინები ექსპორტირებულია მსოფლიოს 22 ქვეყანაში, მათ შორის: მექსიკაში, თურქეთში, ინდონეზიაში, უნგრეთში, ბრაზილიასა და სხვა ქვეყნებში, იტყობინება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სინოვაკის ვაქცინის ეფექტიანობა ბრაზილიის ჯანდაცვის ექსპერტებმა 50.4%-ით შეაფასეს (შედარებისთვის, Pfizer-BioNTech ვაქცინის ეფექტიანობა, დღეის მონაცემებით, 97%-ია). ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი ეფექტიანობის დამამტკიცებელი დოკუმენტაციების არარსებობის გამო ჩინური ვაქცინები არ გაიყიდება შეერთებულ შტატებში, დასავლეთ ევროპასა და იაპონიაში. სინოვაკის სპიკერმა ლიუ პეიჩენგმა აღიარა, რომ დღეის მონაცემებით არსებობს ჩინური ვაქცინების სხვადასხვა ეფექტიანობის მაჩვენებელები, რომლებიც შეიძლება განპირობებული იყოს ადამიანების ასაკით, ვირუსის შტამით და სხვა ფაქტორებით. პეკინს დღემდე არ დაუმტკიცებია არც ერთი უცხოური ვაქცინა ქვეყანაში გამოსაყენებლად. გაომ დაწვრილებით არ ისაუბრა მომავალი გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა: „ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა სარგებელი მოაქვს mRNA ვაქცინებს კაცობრიობისთვის… ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, თუმცა ამ ტექნოლოგიის ვაქცინები არ უნდა უგულებელვყოთ მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე გვაქვს რამდენიმე ტიპის ვაქცინა“. გაო ადრე ეჭვქვეშ აყენებდა mRNA ვაქცინების უსაფრთხოებას. ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „სინჰუამ“ დეკემბერში განაცხადა, რომ ვინაიდან ახალი ტექნოლოგიის ვაქცინებს პირველად იყენებდნენ ჯანმრთელ ადამიანებზე, ვერ გამორიცხავდა უარყოფით გვერდით მოვლენებს. ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა, პოპულარულმა ჯანმრთელობისა და მეცნიერების სააგენტოებმა ეჭვქვეშ დააყენეს Pfizer-BioNTech ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა. 2 აპრილის მონაცემებით, გაოს განცხადების თანახმად, ჩინეთში დაახლოებით 34 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის ორი დოზა და დაახლოებით 65 მილიონმა – ერთი დოზა. სინოვაკის სპიკერმა, ლიუმ განაცხადა, რომ კვლევების თანახმად, თუ ვაქცინაციის ორ დოზას შორის დროის ინტერვალი მეტი იქნება ამჟამინდელ 14 დღეზე, ვაქცინის ეფექტიანობა შეიძლება „უკეთესი იყოს“, მაგრამ კონკრეტული კვლევის შედეგები და დოკუმენტაცია დადასტურებულ მაღალ ეფექტიანობაზე, გამოყენებული პრაქტიკის მიხედვით, ჯერჯერობით არ არსებობს.


ლინკი

https://apnews.com/article/beijing-immunizations-chengdu-coronavirus-pandemic-china-675bcb6b5710c7329823148ffbff6ef9?fbclid=IwAR2wA20vcpBLqy_mmIVctr9fBmV-UKx64oWSioPmkNEg5ZWnN1q33Pl5rX4


-„ბოლო ინფორმაცია ვაქცინებთან დაკავშირებით

საბოლოო ჯამში ჩინეთმა აღიარა, რომ მათი ვაქცინა არ არის ეფექტური. მათივე აღიარებით, ამ ვაქცინის ეფექტურობა მაქსიმუმ 50, 4 %-ია. შედარებისათვის, – „ფაიზერის“ ვაქცინის ეფექტურობა 94%-ია.

აქამდეც მქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ მისი გაჟღავნების უფლება არ მქონდა. ახლა უკვე საჯაროა და გატყობინებთ. ისე, როცა რაიმეზე ირიბად გაფრთხილებთ, კარგი იქნება, რომ ქვეტექსტებს ყურადღება მიაქციოთ და გაითვალისწინოთ;

სხვათა შორის, უკვე ექსპერიმენტებს ატარებენ, რომ შეიძლება, ჩინური ვაქცინის ორი დოზა არ იყოს საკმარისი და მესამეც იყოს გასაკეთებელი;

ზოგი ჩინელი მეცნიერი იმასაც ამბობს, რომ პირველი დოზა ჩინური ვაქცინის გაკეთების შემდეგ მეორე დოზად „ასტრაზენეკა“ უნდა გაკეთდეს, წარმოგიდგენიათ ხომ, რა დომხალია?!

შეგასხენებთ, საქართველოში ჩინური ვაქცინები უკვე ჩამოსულია, ზოგი გვაჩუქეს და ზოგი ვიყიდეთ… რავ ვიზამთ…. ფულის შოვნა ისეთი რამეა ჩვენს ქვეყანაში, რომ ყველა აკეთებს, როგორც შეუძლია…

ისე, ამ კონტექსტში ზოგიერთების გასაგონად, – სანამ რაღაცას გააკეთებთ, ერთი-ორი დღით ადრე სტრატეგიულად რომ გადახედოთ პერსპექტივაში მოსალოდნელ შედეგს, ცუდი არ იქნებოდა.

ყველაფერს ჩქარა-ჩქარა რომ აკეთებთ თემების დალაგებით და ისე, რომ მაქსიმალურად მოტეხოთ ფული… ხომ იცით, რომ გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, იყო არასწორი გადაწყვეტილება… პიროვნულად არავის ვერჩი, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას!

რაც შეეხება „ფაიზერს“, უკვე წამოვიდა კვლევები, მისი გამოყენება 12 წლის აასკიდან შეიძლება და კომპანიამ ამერიკის წამლის სააგენტოში გამოყენების ნებართვასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე შეიტანა;

ახლა ნახევრად ხუმრობით, მსოფლიოში რამდენიმე კორონავაქცინაა, მაგრამ „ვაქცინების ხაჭაპური“ ბოლომდე არც ერთი არ არის გამომცხვარი, ყველაზე ახლოს გამოცხობასთან მაინც „ფაიზერია“….

გავიმეორებ: – ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მოსახლეობას უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია. უნდა იყოს ღია დიალოგი და შესაბამისმა სტრუქტურებმა მოქალაქეებთან საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოონ. ასევე მათ უნდა განუმარტონ ხალხს, რომ სამედიცინო პირბადეში ჭიები არ არის და მისი გამოყენება სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამაზე გიორგი ფხაკაძე კი არ უნდა ლაპარაკობდეს 24 საათი. საქართველოში არსებობენ სამსახურები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა ამის გაკეთება და ამაში ხელფასს იღებენ!

საქართველოში გაქანებული მესამე ტალღა დაიწყო. ამაზე სამი კვირის წინ გამოვაცხადე, დღეს ეს უკვე საქართველოს ოფიციალურმა პირებმაც აღიარეს.

გაუფრთხილდით თავს…. დაიცავით ორ მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან და გახსოვდეთ – სამედიცინო პირბადეში ჭიები არ არის!“- წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Dr Giorgi Pkhakadze on “Lambda” strain

9 July, 2021

“Lambda is a distant relative of the Indian strain. It is mainly transmitted in Latin America,” says Dr Giorgi Pkhakadze, a public health expert. He said it has already spread to more than 30 countries, and the rate is quite high.

“There are four major viruses, and there are sub-viruses in India. The most dangerous virus is K404N, which is really very dangerous, and a person is in resuscitation in 2-3 days. These will continue until we stop this virus, and the way to stop it is very simple, medical mask, no meeting places, and vaccination,” Dr Giorgi Pkhakadze stated on the air of “Dghis Kurieri.”


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Source: https://report.ge/en/society/giorgi-pkhakadze-on-lambda-strain/

„მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ რომანს. პოლიტიკური კომენტარებისგან გთხოვთ, თავი შეიკავოთ“ – გიორგი ფხაკ

7 ივნისი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე რომან გოცირიძის განცხადებას ეხმიანება:

„მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ რომანს. პოლიტიკური კომენტარებისგან გთხოვთ, თავი შეიკავოთ“.

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„როცა კორონა მორჩა თუ მილევისაკენ წავიდა, სწორედ მაშინ შემეყარა. აქამდე რომ გადავრჩი სამ რამეს ვუკავშირებ: აცრებს(სამჯერ), წესების ზედმიწევნით დაცვას(განსაკუთრებით პირბადე) და შემთხვევითობას( ანუ იღბალს).

როცა ანტივაქსერი მთავრობის მიერ საყოველთაო ნიჰილიზმი დამკვიდრდა ქვეყანაში წესების მინიმალურად დაცვის მხრივ, მართლაც უკვე აზრი აღარ ჰქონდა ნიღბის ტარების მოთხოვნის შენარჩუნებას. ინერციით ერთი ხანი კი ვიყენებდი( ეულად ვიჯექი პარლამენტის სხდომაზე პირბადიანი), მაგრამ მერე შევეშვი. სასაცილო თეთრი ყვავის როლში ვიყავი. იმდენად სიფრთხილის გამო კი არა, პრინცების გამო ვმოქმედებდი ასე.

დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად მომიწევდა ომიკრონთან შეხვედრა, რადგან ვარ რაციონალური ლოგიკის მიმდევარი და კარგად მაქვს შესწავლილი ალბათობის თეორია:))

იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის, რადგან იმავე ალბათობის თეორიისა და ბუსტერის წყალობით, იღბალი, ანუ იგივე ალბათობა არ მაქცევს ზურგს:))

კორონავირუსმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. პირადად ჩემთვის ადამიანებსაც-პოლიტიკოსი იქნება ეს, მღვდელი თუ ჩველებრივი პროვაქსერი თუ ანტივაქსერი.

პატარა საქართველოში ვირუსმა იმსხვერპლა 16 800 ადამიანის სიცოცხლე, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით. ამაში დამნაშავე არის ხელისუფლებაც და საზოგადოების საკმაო ნაწილიც.

ბევრი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, იმით ამაყობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში პირბადე არ გამოუყენებია. ამით თურმე “თავისუფლებას” უდგამდა ცოცხალ ძეგლს. სინამდვილეში კანონს არღვევდნენ და სამართლებრივი ნიჰილიზმის დანერგვაში იღებდნენ მონაწილეობას.

“ნიღაბს არ გავიკეთებ” იმაზე მეტი გოიმობაა, ვიდრე ძველბიჭური “ქუდს არ დავიხურავ, ქოლგას არ დავიჭერ”.

კორონები მიდიან და მოდიან. იმედია, ახალ მოსვლას უფრო მომზადებული შევხვდებით და უფრო გამდიდრებული ჭკუით.“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili




ასტრაზენეკა/ფაიზერის ვაქცინების შერეულად გამოყენება – „ბიძინა მადლობა, აქტიურად რომ აშუქებ…

28/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„გამოქვეყნდა პირველი რანდომიზებული კვლევის შედეგები ასტრაზენეკა/ფაიზერის ვაქცინების შერეულად გამოყენების შესახებ. შერევის შემთხვევაში იმუნიტეტი (ჰუმორული და უჯრედული) გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა“,-წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქ გვერდზე.


პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე პოსტის კომენტარში წერს :
-„ამას როდის ვამბობდი …
ეხლაც ვამბობ .. ფაიზერი!
ნებისმიერი ვაქცინის მე-2 დოზა თუ არის გასაკეთებელი – ან ის რაც პირველად გაიკეთეთ ან ფაიზერი, და მორჩა რა ამდენი სპეკულაციები.
ჩვენ გვინდა მხოლოდ მაღალეფექტური ვაქცინები … (ფაიზერი ან მოდერნა)
ბიძინა მადლობა, აქტიურად რომ აშუქებ სიახლეებს ამ სფეროში“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ასტრაზენეკას“ ვაქცინა, არ არის გამორიცხული, საერთოდ გააუქმონ“-გიორგი ფხაკაძე

07/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის შესახებ საუბრობს: „ძალიან ბევრი შეკითხვები მომდის ვაქცინებთან დაკავშირებით.


მე ვერ მოგცემთ რეკომენდაციას, რომელი ვაქცინა უნდა გაიკეთოთ. თქვენ კონსულტაცია უნდა გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღოთ გადაწყვეტილება. მე გაძლევთ ზოგად ინფორმაციას!


ვაქცინაციის სპექტაკლი, რაც საქართველოში ხდება, – სხვა სიტყვას ამ პროცესს ვერ ვუწოდებ. მითიური, ყველასთვის გასაიდუმლოებული 82 ექსპერტის მიერ დაწერილი ვაქცინაციის გეგმა ფაქტიურად არის სადღეგრძელო.


მისი თქმით, ვაქცინაციის გეგმაში ბევრი ლაფსუსია.


„ვაქცინაციის გეგმაში ბევრი ლაფსუსია, განსაკუთრებით გამოვყოფ ერთს. ჩაწერილია, რომ ვაქცინაციის პროცესში ძლიერი მარეგულირებლის გადაწყვეტილებას დაეყრდნობიან, არ არის მითითებული, რომელი ქვეყნის. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი – მოზამბიკი, ზიმბაბვე თუ კორუმპირებული უნგრეთი? ყველამ იცის, რომ უნგრეთმა ჩინური ვაქცინა იმიტომ აღიარა, რომ ამაში ფული აიღეს. არ შეიძლება, უნგრეთი ჩვენთვის მაგალითი იყოს! საქართველოში ჩინური ვაქცინა ვინც შემოიტანეთ და იჩალიჩეთ, გგონიათ, არაფერს ვიტყვი?! გარდა იმისა, რომ რუსეთი „გვაწვება“ და ჩვენს დაჩოქებას ცდილობს, ახლა გინდათ, ჩინეთმაც დაგვაჩოქოს?! გაფრთხილებთ! ჩინური ვაქცინა სანან არ მიიღებს ჯანმოსგან, ევროპის წამლის სააგენტოს, საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობის მიერ თანხმობას, გიორგი ფხაკაძე 24 საათი ილაპარაკებს, რომ ეს არის ნაგავი ვაქცინა! ვიცი, რასაც ვლაპარაკობ!“ – განაცხადა გიორგი ფხამაძემ.


მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესში თუ რაიმე გასაფუჭებელი იყო, უკვე ყველაფერი გააფუჭეს და აწი მაინც ნუ ვიჩქარებთ!


„ვითომ პროვაქსერები რომ გამოდიან და გაურკვეველ განცხადებებს აკეთებენ საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მათთან მაქვს შეკითხვა: სანამ რამეს იტყოდეთ, მიპასუხეთ, გაქვთ განათლება ან ხარისცხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში? იცით „გავი“ როგორ გამოიყურება? ვაქცინებზე გიმუშავიათ? ღმერთმა ქნას, საქართელოში ჩამოტანილმა ორივე ჩინურმა ვაქცინამ გაამართლოს, – თუ ჯანმოს და ძლიერი მარეგულირებლები ამ ვაქცინებს აღიარებენ, ეს იქნება საქართველოსთვისაც შვება, ოღონდ სანამ ეს ვაქცინები აღიარებული არ იქნება, დაუშვებელია მათი გამოყენება. ნუ ვიჩქარებთ. საქართველოში ვაქცინაციის პროცესში თუ რაიმე გასაფუჭებელი იყო, უკვე ყველაფერი გააფუჭეს და აწი მაინც ნუ ვიჩქარებთ! არ დავიღლები განმეორებით, – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი ანტივაქსერული ორგანიზაციაა. პიროვნულად არავის ვეხები. კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ამ საკითხს უნდა მიხედონ; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადამიანებს უყურებს, როგორც ცხვრის ფარას. არ თვლიან საჭიროდ, ვაქცინაციისას მიუთითონ ვაქცინის ნომერი. მათ არ გააკეთეს საინფორმაციო კამპანია, არ ჩაუტარეს ექიმებს და სამედიცინო პერსონალს რეალური ტრენინგები და ა.შ. ვერ დაალაგეს სისტემა, ხალხს არ უსმენენ. ვიმეორებ, აუცილებელია, ვაქცინაციის დანადასტურებელ საბუთში მიეთითოს ვაქცინის სერიული ნომერი, მომავალში რაიმე გართულების შემთხვევაში ინფორმაცია იოლად მოსაძიებელი რომ იყოს. ქვეყანაში რემდესივირი რომ შემოიტანეს და ამდენი ფული გადაყარეს, ამაზე პასუხი ვინმეს მოეთხოვა?! შეგახსენებთ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა როცა შემოვიდა, ორშაბათს საჯაროდ ვითხოვე, პარასკევამდე, სანამ მოკვლევა დამთავრდებოდა, შეეჩერებინათ. არ დამიჯერეს, ქვეყანაში მსხვერპლიც დადგა. ეს მსხვერპლი არ იყო ვაქცინის ბრალი, ეს ვაქცინაციის პროცესის არასწორი მართვის, არასწორი მენეჯმენტის შედეგი იყო. ბევრი ლანძღვა მივიღე, მაგრამ არა უშავს. ჩემთვის მთავარი ადამიანის სიცოცხლეა. ერთი ადამიანიც რომ გადარჩეს, ეს უკვე ბედნიერებაა! ამ ეტაპისთვის ცნობილია, „ფაიზერი“ არის ყველაზე ეფექტური ვაქცინა. უკვე არის კვლევები, მისი გამოყენება 12 წლის ასაკიდან დასაშვებია. „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით ვითარება ასეთია: იყო არ იყენებს გერმანია – 60 წლის ქვევით, საფრანგეთი და კანადა – 55 წლის ქვევით, ჰოლანდიამ საერთოდ შეჩერა. აშშ-ს 170 მლნ დოზა აქვს საწყობში, მაგრამ არ იყენებს, რადგან არ არის აღიარებული. ვერ გამაჩუმებთ, დღეში 15-ზე მეტი ნიუსი იბეჭდება ქართულ მედიაში, დღეში ორი ლაივი მაინც მაქვს. მეგობრებო, არ მიგატოვებთ, ყოველდღე მოგაწვდით ახალ ამბებს! ვაქცინაციის მთავარი მიზანია, ვაქცინამ კორონავირუსის რთული ფორმებისგან და რეანიმაციისგან დაგიცვათ, თორემ ის, რომ კოვიდი არ დაგემართებათ, – ეს არის ტყუილი! თქვენ უკვე თუ გქონდათ კოვიდი, მაშინ ხუთი თვის შემდეგ უნდა გაიკეთოთ ან „ასტრაზენეკას“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა (ასაკის მიხედვით) ერთი დოზა, ინფიცირებიდან თუ 6 თვეა გასული, მაშინ ორივე დოზის გაკეთება მოგიწევთ. უწყვეტად მიმდინარეობს კვლევები, ინფორმაციები იცვლება. ეს არის ამ წუთას არსებული ინფორმაცია. როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, მაშინვე მოგაწვდით! მე პასუხისმგებლიანი ხელისუფალი რომ ვყოფილიყავი, მოვიქცეოდი შემდეგნაირად: 60 წლის ზევით ასაკის ადამიანებისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გავაკეთებდი, 55 წლის ქცევით კი „ფაიზერს“. ასტრაზენეკაზე უფრო ბევრი შეკითხვებია. არ არის გამორიცხული, საერთოდ გააუქმონ. ვნახოთ, რას იტყვის ჯანმო, მართალია, შედეგი არის დიდ ბრიტანეთში, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიწია, მაგრამ უკუჩვენებიც არის. ნუ ჩამრევთ პოლიტიკაში, არ მაინტერესებს პოლიტიკა, შორს ვარ, ვარ თავისუფალი და მინდა, დავრჩე თავისუფალ და დამოუკიდებელ ადამიანად. გეუბნებით იმას, რაც არის სწორი ჩემი თვალსაზრისით და ინფორმაციით. ადამიანები, რომლებიც ვაქცინებთან დაკავშირებით შეკითხვებს სვამენ, ხშირად ბულინგის მსცვერპლნი არიან. ეს არის დაუშვებელი, ადამიანებს უნდა ავუხსნათ, საუბარი, დიალოგი და ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ. ვამბოდი და კიდევ ვამბობ, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალთა, უკვე ორი კვირაა დაწყებულია. საქართველოში, საუკეთესო დაცვის საშუალებაა სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან ზემოთ, 2-მეტრიანი დისტანცია და ხელების დაბანა, ნუ ივლით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მოერიდეთ თავყრილობებს! ნუ დაისტრესებით. სტრესი უფრო საშიშია, ვიდრე კოვიდი. იყავით პოზიტიურები!“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. 18 მარტს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში ექთანი მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა. ექთანი იმავე დღეს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ. 19 მარტს, წინასწარი მონაცემებით, ვაქცინაციის მძიმე გვერდითი მოვლენის, ანაფილაქსიური შოკის განვითარების გამო გარდაიცვალა. ექთნის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო იკვლევს, მისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტო მოკვლევას აწარმოებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

BMT baş katibinin keçmiş müşaviri: “Heç bir halda əyani təhsil 1 noyabrdan əvvəl başlamamalıdır”

24 Avq, 2021


“Gürcüstan və Azərbaycan qonşu, qardaş dövlətlərdir. Ona görə də, Gürcüstanda koronavirusla bağlı hər şeyin yaxşı olduğunu, Azərbaycanda isə hər şeyin pis olduğunu təsəvvür etmək sadəcə mümkün deyil”.

İctimai sağlamlıq üzrə mütəxəssis, Peyvənd və İmmunizasiya Qlobal Alyansının (GAVI) müşaviri və BMT Baş Katibinin keçmiş müşaviri, professor Giorgi Pxakadze bu barədə Oxu.Az-a açıqlamasında bildirib.


“Təəssüf ki, koronavirusun “Delta” ştammı birbaşa uşaqları və hamilə qadınları “vurur”. Bu kateqoriyalı əhaliyə mRNA peyvəndi vurulmalıdır”, – deyə o bildirib.

Professor məktəblərin açılması məsələsinə də toxunub:

“ABŞ-ın bəzi ştatlarında dərslər artıq başlayıb və iki həftə ərzində məktəblərin 60 %-i bağlanıb. Uşaqlar xəstəxanalarda və ya karantindədir. Niyə belə olur? Uşaqlara peyvənd vurulmur! Koronavirusun “Delta” ştammı təhlükəlidir. Ölkələrimizdə yoluxmuş insanların sayını ikiyə, Hindistanda isə 10-a vurmaq lazımdır.

Dərs ilinin başlanmasını təxirə salmaq, “Delta”nın azalmasını gözləmək lazımdır. Bu, sentyabrın sonu və ya oktyabrın əvvəlində baş verəcək. Bundan sonra təhlükəli müddət daha iki həftə davam edəcək. Beləliklə, heç bir halda 1 noyabrdan əvvəl əyani təhsilə başlamaq olmaz, ancaq distant təhsilə heç bir şey mane olmur”.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://oxu.az/society/523151

„კაცოო, ორმეტრიანი დისტანცით ლაგატკით ვესროლო?” -„ბავშვების ტალღა წამოვაა!”

12/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


„ადამიანებმა, ვინც გადაიტანეს კოვიდი, მათი სპერმის ხარისხი კარგი ხარისხის არ არის, გარკვეული მიზეზების გამო. ბევრი კვლევა ჩატარდა და „განგაშის ზარი“ დაირეკა.

რა უნდა გააკეთოთ?!

ჩემი რჩევაა, ამ სიტუაციაში, ერთადერთი რაც ჩემი რეკომენდაცია შეიძლება იყოს, ხალხო, ბავშვის გაკეთებას თუ აპირებთ, მიდით, ა, ახლა არის დრო“… – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე –


ვიდეოhttps://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10160111616805579



ამას საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

-„ორმეტრიანი დისტანციით ბავშვი როგორ გავაკეთო?“

-„შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა, ვეღარ გავიგეთ, ვაქცინა გავიკეთოთ, თუ ბავშვები ვაკეთოთ?”

-„კაცოო, ორმეტრიანი დისტანცით ლაგატკით ვესროლო?”

-„ბავშვების ტალღა წამოვაა !”

-„მოიყვანეთ ცოლიი ჩქარა იაფად გამოხვალთ ქორწილი არ შეიძლება“

-„ამაზეეე კარგად როგორ აგიხსნათ. მე მჯერა ამ ადამიანის…ყველაფერს ხსნის ძალიან კარგად…მადლობა

-„ხვალ ნახეთ ხალხის რუზრუზი. ფხაკაძემ თქვაო მოასწარით დაოჯახება და ბავშვის გაკეთება“…




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Пхакадзе: Да, вы не ошибаетесь, никто не умер сегодня!

9 Ноября, 2021



Эксперт по вопросам общественного здравоохранения, профессор Георгий Пхакадзе пишет в социальной сети, что коронавирусом можно управлять и бороться с ним там, где большая часть населения вакцинирована и соблюдает регуляции.

Профессор пишет на примере Японии:

«Сегодня в Японии не было смертей от Covid-19. Да, вы не ошибаетесь, никто не умер сегодня. В стране с населением 126 миллионов человек сегодня никто не умер от ковида!

Как? – все очень просто… 76% населения полностью вакцинировано (Pfizer/Modernа, сначала была AstraZeneka), повсюду обязательное ношение маски, а соблюдение социальной дистанции является нормой.

Вы можете отказаться от всех мифов, сказок, антиваксеро-российского нарратива оккупантов!

Поздравляю Японию и японский народ. Этот коварный вирус можно победить там, где есть здравый смысл, прагматизм, любовь к родине!

«Да, вирусом можно управлять и победить», – написал Георгий Пхакадзе в соцсети


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://report.ge/ru/society/phakadze-da-vi-ne-oshibaetes-nikto-ne-umer-segodnya/

გიორგი ფხაკაძე: „ამდენი საინტერესო რამ იყო თქმული ნოესთან… სააგენტოებმა კი მხოლოდ “სექსი” დაინახეს …

29 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

ამდენი საინტერესო რამ იყო თქმული ნოესთან…

სააგენტოებმა კი მხოლოდ “სექსი” დაინახეს …

ისე, რა ჭირს ჩვენს საზოგადოებას (ჟურნალისტები საზოგადოების სარკეა) ?! აშკარად სექსის ნაკლებობაა…“- წერს აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


გიორგი ფხაკაძემ გადაცემაში „ნოესთან“ ინდოეთში გატარებული წლები გაიხსენა, სადაც ფხაკაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სექს-მუშაკებს უფასოდ იკვლევდა და მკურნალობდა.
„ინდოეთის ყველაზე ძლიერ საავადმყოფოში, „აპოლო ჰოსპიტალში“ ვმუშაობდი. მე მგონი ყველა ასაკისა და გენდერის სექს-მუშაკების 99% მიცნობდა, იმიტომ რომ ყველა მყავდა გასინჯული, როგორც ექიმს. არა მარტო მათ, ვიცნობდი მათ პარტნიორებს – მუდმივებსა და არამუდმივებს“, – იხსენებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil





შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights