სამშაბათი, იანვარი 27, 2026

ბოლო დროს ადამიანების უმეტესობა დიდი აგრესიით და სიძულვილით გამოირჩევა – 13 წლის მოზარდზე…

0

19/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



რადიო „ჯორჯიან თაიმსის” ეთერშია გადაცემა “ჩარჩოს მიღმა” – მამა პეტრე, – სტუმარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.


ვიდეო -ამბოლოდროსადამიანებისუმეტესობადიდიაგრესიითდასიძულვილითგამოირჩევა

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=227583272364695


აბსოლუტურად დაუმსახურებლად, თავს გესხმიან და უშვერი სიტყვებით გიწყებენ ლანძღვა-გინებას. ზოგს ნათქვამი არ მოსწონს, ზოგს კანის ფერი და შეხედულება, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ყველას ბოლო მოვუღოთ და გავანადგუროთ.

გვაქვს პრეტენზია შევქმნათ დემოკრატიული, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა, რომელიც უარს ამბობს ადამიანის ჩაგვრაზე, ებრძვის საბჭოთა გადმონაშთს და მიელტვის მეტ სინათლეს.

თუმცა ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საპირისპიროს ამტკიცებს.

13 წლის მოზარდზე ძალადობა ერის ტრაგედიაა. ამაზე თვალის დახუჭვა და გაჩუმება უდიდესი დანაშაულია, რაც ერის დეგრადირებამდე მიგვიყვანს.

ამას დამატებული შური, რომელიც მხოლოდ შურიან ადამიანს აზარალებს…

თუ გვსურს ბევრად უკეთესად ვიცხოვროთ, ნაკლებად უნდა გვშურდეს, ნაკლებად უნდა გვწყინდეს სხვისი წარმატება…


,,შური არის მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა”-ამბობს სულხან-საბა ორბელიანი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ვერ არის ჩვენი საქმე კარგად…“ – გიორგი ფხაკაძე

0

06/01/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„ცრუ მეცნიერება, ასტროლოგია, მიიჩნევა მეცნიერებად საქართველოს მოსახლეობის 90%-ში… და მეცნიერება, მედიცინა (ვაქცინაცია), მიიჩნევა ეშმაკისეულად მოსახლეობის ??%-ში ვერ არის ჩვენი საქმე კარგად“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/12/ver-aris-chveni-saqme-kargad-giorgi-phkhakadze/





„ვაქცინა შეიძლება ნაკლებად ეფექტური…“ – კოვიდშტამები და მსოფლიოში ვირუსის გავრცელების…

0

07/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაციასაზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელი, გიორგიფხაკაძე კორონავირუსის შტამების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„მარტივად გრაფიკულად არის ახსნილი კოვიდის 4 ვარიანტი და რატომ ბევრი მუტაციებიდან, ეს 4 არის ყველაზე საყურადღებო.

კოვიდის ვარიანტები მარტივად და გასაგებად:#Alpha (#B117) „ბრიტანული“ , გამოვლენილია: 2020 წლის მაისი.

რატომ არის ეს შეშფოთება: გამოკვლევების თანახმად, იგი უფრო ადვილად ვრცელდება.

#Beta (#B1351)- « სამხრეთ აფრიკული”, გამოვლენილია: 2020 წლის აგვისტო.

რატომ არის ეს შეშფოთება: უფრო ადვილად ვრცელდება და ზოგიერთი ვაქცინა შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს ამის საწინააღმდეგოდ.

#Gamma (#P1) „ბრაზილიური“ – 2020 წლის ნოემბერი.

რატომ არის ეს შეშფოთება: უფრო ადვილად ვრცელდება და ზოგიერთი ვაქცინა შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს ამის საწინააღმდეგოდ.

#Delta (B16172) „ინდური“ – 2020 წლის ოქტომბერი.

რატომ არის ეს შემაშფოთებელი: ადრეული კვლევების თანახმად, იგი უფრო ადვილად ვრცელდება“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

დამნაშავე ხარ, ციხეში უნდა იყო! ახალ გაგახსენდა სამართალი?… – გიორგი ფხაკაძე

0

01/12/2021


მიშას ეს 50 დღიანი სპექტაკლი. კაცი, 50 დღე შიმშილობდა, 24 საათი ტელევიზორში ისმოდა – „დედა, მიშა შიმშილობს, მიშა შიმშილობს“ – ამასობაში 3 000 კაცი გარდაიცვალა. ამ დროს. „მიშა, მიშა“ – გავიგეთ, რომ კაცი დიეტაზეა – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


„ოპოზიციამაც და ამ მიშამაც საერთოდ გააწყალა გული… „ნაციონალებსაც“, „ოცნებასაც“, რუსებსაც, ანტივაქსერებსაც დავაყარე მიწა… იმიტომ, რომ არცერთი არ ფიქრობთ ადამიანებზე.

მიშას 50-დღიანი ეს პექტაკლი. კაცი, 50 დღე შიმშილობდა, 24 საათი ტელევიზორში ისმოდა – “დედა, მიშა შიმშილობს, მიშა შიმშილობს”, ამასობაში 3 000 კაცი გარდაიცვალა. ამ დროს „მიშა, მიშა“, გავიგეთ, რომ კაცი დიეტაზეა… დამნაშავე ხარ, ციხეში უნდა იყო!

თავის დროზე რომ იყავი მთავრობაში, სასამართლოს რატომ არ მიხედეთ კარგად? ვინ გიშლიდა? შენ რომ იყავი მთავრობაში, მაშინ რატომ არ გააკეთე, ახლა გაგახსენდა კარგი სასამრთლო?” – ამბობს ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/damnashave-khar-tsikheshi-unda-iko-akhal-gagakhsenda-samartali-giorgi-fkhakadze/


„ვაქცინაციის შემდეგ მენსტრუალური ციკლის ცვლილება… ბროშურებში არაფერია ნათქვამი…“

0

17/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საკმაოდ საინტერესოა და იმედია, ანტივაქსერები არ გადაატრიალებენ ამ ინფორმაციას!

კარგი („ფაიზერი“, „მოდერნა“) ვაქცინის შესახებ გვაქვს უფრო ბევრი ინფორმაცია!

სხვა ვაქცინები (ჩინური, რუსული) ისეთი კარგებია, საერთოდ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია!

მინდა ღია, გამჭირვალე და არა პოლიტიკური ვაქცინა ჩემს ქვეყანაში…! – წერს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.


როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად მიდიხართ, სავარაუდოდ, გაგაფრთხილებენ შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ: მაღალი სიცხე, თავის ტკივილი ან ტკივილი მკლავში. ამ ყველაფერმა ერთ ან ორ დღეში უნდა გაიაროს. ბროშურებში არაფერია ნათქვამი, რომ შეიძლება ქალებს ჰქონდეთ მენსტრუალური ციკლის ცვლილება.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



წყარო:

https://www.bbc.com/russian/features-57122020?xtor=AL-73-%5Bpartner%5D-%5Bbbc.news.twitter%5D-%5Bheadline%5D-%5Brussian%5D-%5Bbizdev%5D-%5Bisapi%5D&at_custom2=facebook_page&at_custom4=F1562662-B6C2-11EB-AD0E-D49E4744363C&at_medium=custom7&at_custom1=link&at_campaign=64&at_custom3=BBC+News+Russian&fbclid=IwAR2I8MCefcev-ZGnnDxy__M4pXqF03YG0gq2FrOkPmcLcs1UV7meIBPnaYM



„რჩევები მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით… -საქართველოში ჯანდაცვას აქვს სერიოზული პრობლემები“

0

20/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში პრობლემებზე, ასევე ვაქცინაციის პროგრამაზე საუბრობს:
„საქართველოში ჯანდაცვას აქვს სერიოზული პრობლემები.
ადამიანების 70% კვდება რეანიმაციაში, როცა ისინი არ უნდა კვდებოდნენ. ეს ნიშნავს, რომ თავად ჯანდაცვის სისტემაა ავად და სჭირდება დახმარება.
ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ ახალციხეში მედიცინის მუშაკის გარდაცვალების ტრაგიკულმა ფაქტმა საჯაროდ ამოატივტივა ჯანდაცვის სექტორში არსებული სერიოზული პრობლემები.
სისტემის მოუმზადებლობა, ტრენინგების არჩატარება, ჯანდაცვის მუშაკების დაბალი ანაზღაურება – საქართველოში ჯანდაცვას აქვს სერიოზული კომპლექსური პრობლემები, რომლებიც წლებია, არსებობს, მაგრამ მათ მოგვარებაზე არავინ ფიქრობს, და არ თქვა, რომ მაგალითად, ექიმებს სჭირდებათ უწყვეტი სამედიცინო განათლება.
არავინ საუბრობს შემდეგზე – ექიმებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ანაზღაურება, რომ არ სჭირდებოდეთ რამდენიმე ადგილას მუშაობა. ექიმებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო პირობები. ჯანდაცვის სამინისტრო იმის ნაცვლად, რომ აღიაროს შეცდომები, შეცდომებზე ახალ შეცდომებს ამატებს. ის, რაც ხდება კონკრეტულად, ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ჩამორჩენილ ქვეყნებშიც კი არ ხდება.
ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კობტროლის ეროვნული ცენტრი – ესენი არიან საქართველოში ყველაზე დიდი ანტივაქსერები, ყველაფერი გააკეთეს, რომ ადამიანებს არ ჰქონოდათ სწორი ინფორმაცია, ვაქცინაციის პროცესი ყოფილიყო არასწორად მართული, ფაქტიურად არ მიმდინარეობს ვაქცინაციის კვალიფიციური საინფორმაციო კამპანია.


რა უნდა გაკეთდეს?!

1.პირველ რიგში, უნდა იყოს პროფესიონალიზმი ყველაფერში, თან ჩვეულებრივი კი არა, უმაღლესი პილოტაჟის პროფესიონალიზმი.
2.უსაფრთხოება ჯანდაცვის სისტემაში ყველგან 1000%-ით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რაიმე საკითხი თუ საეჭვოა, პროცესი დროებით უნდა შეჩერდეს და არა გაჩერდეს. უნდა შეჩერდეს, გასწორდეს, მოწესრიგდეს დ შემდეგ გაგრძელდეს.
3.აუცილებელია, ვაქცინაცია იყოს ნებაყოფლობითი. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სწორი ინფორმაცია, შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება და იგრძნოს პასუხისმგებლობა. მედიასივრცეში უნდა იყოს ღია დიალოგი ანტივაქსერებსა და ვაქცინის პროპაგანდისტებს შორის, საზოგადოებამ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება რომ შეძლოს. მთავარია, დიალოგი იყოს ღია, გამჭვირვალე და არაფერი დავმალოთ. ამაში განსაკუთრებით დიდია მედიის როლი და მედიასაშუალებებს ამ საქმეში დახმარებას გთხოვთ.


რჩევები მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით:
1)55 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანმა “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციისგან თავი უნდა შეიკავოს. ამ ასაკს ქვემოთ უნდა იყოს გამოყენებული, მაგალითად, „ფაიზერის“ ვაქცინა.
2.არსებობს მედიკამენტების ჩამონათვალი, რაც ასაცრელმა პირმა ცვაქვინაციამდე ორი კვირით ადრე არ უნდა მიღოს. ამის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეს უშუალოდ ექიმმა უნდა მიაწოდოს.
3.კატეგორიულად აკრძალულია ვაქცინაციამდე ორი დღით ადრე და ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორი კვირა ალკოჰოლის მიღება. საუკეთესო, თუ მოქალაქე ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებამდე ალკოჰოლისგან თავს შეიკავებს.
4.ვაქცინის გაკეთების შემდეგ პირველი 15 წუთი პაციენტი უნდა იყოს განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ. სასურველია, რომ აცრილმა პირმა სამედიცინო დაწესებულება ვაქცინის გაკეთებიდან მხოლოდ 45 წუთის შემდეგ დატოვოს
5.მოქალაქემ უნდა მოითხოვოს, ვაქცინის ბარათში ჩაუწერონ გაკეთებული ვაქცინის სერიული ნომერი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ორჯერ გაუჩერდა გული… ყველაზე რთული იყო როცა გარდამეცვალა ჩემი მეგობრის მამა – გიორგი ფხაკაძე

0

30/11/2021


„ადამიანი ვინც აკეთებს საქმეს, ის უშვებს შეცდომას. შეცდომებს ახლაც ვუშვებ. ჩემს სამედიცინო სტუდენტებს ვეუბნები, რომ შენ ექიმი ხარ მაშინ, როცა პირველი პაციენტი გარდაგეცვლება“,- ამის შესახებ, ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, გადაცემაში „ნოესთან“ საუბრობს.


„ყველაზე რთული იყო როცა გარდამეცვალა ჩემი მეგობრის მამა. ეს იყო ინდოთში ყველაზე ძვირიან საავადმყოფოში. როდესაც შემოიყვანეს ორჯერ გაუჩერდა გული, დავაბრუნეთ და ისევ გაუჩერდა. ხელით ვცდილობდი გულის მასაჟს და ყველა მეუბნებოდა, რომ აზრი არ აქვს… მე კიდე 15 წუთი ვაკეთებდი. ეს იყო ყველაზე რთული, რომ ჩემი მეგობრის მამა ვერ გადავარჩინე. ექიმობა არის ის, რომ შენ იქიდან გამოხვიდე და თქვა, რომ მე მამაშენი ვერ გადავარჩინე“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/orjer-gaucherda-guli-kvelaze-rtuli-iko-rotsa-gardametsvala-chemi-megobris-mama-giorgi-fkhakadze/


„დიდი მსოფლიო შიმშილი მოდის …“ – შიმშილობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა

0

14/04/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
-„დიდი მსოფლიო შიმშილი მოდის …
იმედია, გვეყოფა საღი აზრი, რომ რეალურად შევაფასოთ დღევანდელი მდგომარეობა და შესაბამისად მოვემზადოთ.
მოვემზადოთ,

ჯანმრთელობას გისურვებთ…


გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze

#drpkhakadze #კოვიდი

შესაძლოა, უკრაინაში ომმა კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი გააწიროს შიმშილსა და სიღარიბეში, რომელიც აქამდე არ ყოფილა ათწლეულების განმავლობაში.
ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა განაცხადა.


ანტონიო გუტერესი Twitter-ზე წერს:
“უკრაინის ომმა შეიძლება კაცობრიობის 1/5-ზე მეტი ჩააგდოს სიღარიბეში, სიღარიბეში და შიმშილში ისეთი მასშტაბით გამოიწვიოს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. ომის და მისი შედეგების ერთადერთი გრძელვადიანი გამოსავალი მსოფლიოს ყველაზე ღარიბი და ყველაზე დაუცველი ხალხისთვის არის მშვიდობა.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ეკატერინე ტიკარაძემ, ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველთან, გიორგი ფხაკაძესთან ო

0

12.11.2020 ImediNews

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველს, გიორგი ფხაკაძეს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ონალიან ფორმატში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. შეაფასეს რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. საუაბარი შეეხო, ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების მობილიზებას. გიორგი ფხაკაძის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

„ჯანდაცვის მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძეს საერთაშორისო გამოცდილება გავუზიარე. საუბარი შეეხო ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების მობილიზების საკითხს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/politika/172151/ekaterine-tikaradzem-jandatsvis-sakitkhebshi-gaeros-generaluri-mdivnis-mrcheveltan-giorgi-pkhakadzestan-onlain-shekhvedra-gamarta

VIDEO: როგორ გამოიყურება გიორგი ფხაკაძის საახალწლოდ მორთული სახლი

0

25/12/2021


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას უზიარებს, როგორ გამოიყურება მისი სახლი წინასაახალწლოდ.


ექსპერტი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით სასარგებლო ინფორმაციებსა და რჩევებს ხშირად აძლევს.

ამჯერად, გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს საფრანგეთში, საკუთარ სახლში გადაღებულ ვიდეოს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/video-rogor-gamoikureba-giorgi-fkhakadzis-saakhaltslod-mortuli-sakhli/


Verified by MonsterInsights