ორშაბათი, აპრილი 27, 2026

„საბოლოო ჯამში ეს იქნება სეზონური გრიპის ვაქცინის მაგვარი“ – ყოველ 6 თვეში იქნება თუ არა ვაქცინა…“

20/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მიმოხილვა თუ სად ვართ “ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


COVID-19 situation in Georgia, update 19/08/2021


„არ ვისწავლეთ მეორე და მესამე ტალღის დროს ეპიდემიის მართვა. ნამეტანი თვითდაჯერებულები ვიყავით და პრაქტიკულად 1 ივლისს,, როდესაც მე საჯაროდ ვთქვი, რომ დაიწყო მეოთხე ტალღა, არავინ ყურად არ იღო. ყველაზე დიდი მიზეზი ასეთი კოვიდაფეთქების არის არჩევნები. არჩევნების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ როდესაც არის არჩევნები, როდესაც არის წინაასარჩევნო მზადება, მთავრობა არ და ვერ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. მთავრობა იღებს წინასაარჩევნო გადაწყვეტილებას. ამ ყველაფრის კომბინაციით ჩვენ მივიღეთ ის, რომ სამწუხაროდ ზრდა იქნება კლიდევ უფრო მაღალი. ჩვენ პიკს დავინახავთ სექტემბრის პირველ ნახევარში“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, საველე ჰოსპიტალი უფრო პიარული კამპანიაა, საქართველოში არის 17 ათას საწოლამდე, აქედან თითქმის 8000-ს სახელმწიფო უკვე იყენებს კოვიდდაწესებულებებისათვის.


„გვაქვს დაახლოებით 6000 საწოლფონდი, ჩვენ გვაქვს საწოლები ქვეყანაში, მაგრამ ამ საწოლებს არ იყენებენ შესაბამისად. ჩემთვის აშკარაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სამწუხაროდ ვერ უმკლავდება კერძო ბიზნესს, ვის ხელშიც არის ეს საწოლ-ფონდები. როდესაც არის ეპიდემია, ყველაფერი უნდა იყოს მეორეხარისხოვანი, პირველ ადგილას უნდა იყოს მხოლოდდამხოლოდ კოვიდპაციენტების მართვა. ქვეყანაში ხორციელდება გეგმიური ოპერაციები, პლასტიკური ოპერაციები და ა.შ. ეს ყოვლად მიუღებელია.


კოვიდსასტუმროები არსად არ არის მსოფლიოში, მარტო საქართველოშია და ამით ამაყობენ. ალბათ ეს უფრო ფულის კეთების ამბავია“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, მსუბუქი პაციენტი არ უნდა იყოს საავადმყოფოში.


„სამწუხაროდ, საქართველოში მსუბუქი პაციენტები არიან საავადმყოფოებში, კოვიდსასტუმროები არის იგივე „სახლის საწოლი“, იქ ხომ უნდა იყოს ადამიანისთვის ელემენტალური შესაბამისი პირობები. როცა ოჯახში ერთ ადამიანს უკვე დაემართა კოვიდი, მთელი ოჯახი უნდა გადავიდეს იზოლაციაში, მთელი სადარბაზო უნდა გადავციეს იზოლაციაში, კლასტერებზეა საუბარი, ქვეყანაში კლასტერები უკვე აღარ იმართება, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული და შეცდომა.


საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ეფექტურად ვერ ხორციელდება იმიტომ, რომ პოლიტიკა არის ჩარეული ამ პროცესში. მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ვაქცინებია მოდერნა და ფაიზერი, ჩვენთან კი არის არაეფექტური ვაქცინები. ვიცით, რომ ბავშვებშია პრობლემა. დელტა ვარიანტი ახალი ვირუსივითაა, ძალიან ვერაგია. მთელს მსოფლიოში ვაქცინაცია უკვე იწყება 12 წლიდან, უსაფრთხოა ეს ვაქცინა ბავშვებისათვის. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ეფექტურია ვაქცინაცია, ასაკიანისთვის ნაკლებად ეფექტურია, ამიტომაც არის მესამე დოზა ბუსტერი მთელს მსოფლიოში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


როგორც მან აღნიშნა, საქართველოში დაახლოებით ერთ-ორ კვირაში ოფიციალურად 100 ადამიანი გარდაიცვლება.


„დღეს რომ გარდაიცვალა 60 ადამიანი, ეს ციფრი ყოველთვის უნდა გაამრვალოთ ორზე იმიტომ, რომ სტატისტიკა არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვინც გარდაიცვალა კოვიდის გამო, – ადამიანს დაემართა ინსულტი, აქვს გულის პრობლემა, სასწრაფო დახმარება ვერ მივიდა დროულად იმიტომ, რომ ყველა კოვიდრესურსი არის ამოწურული და ამის გამო ადამიანი გარდაიცვალა. ასეთ სიკვდილს არ ვითვლით სტატისტიკაში. ჩემთვის ესეც არის კოვიდსტატისტიკა.


ამ ვირუსთან ძალიან დიდხანს მოგვიწევს ცხოვრება, ეს ვირუსი იქნება როგორც პინკპონკი, გავიკეთებთ აცრას, დავიცავთ დისტანციას, გავიკეთებთ პირბადეს და ა.შ. როგორც კი შემცირდება ერთი ან ორი ზომა, მაშინვე დაბრუნდება უკან. სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული, ეს ვირუსი ყოველთვის იქნება ცირკულაციაში.


ცუდი ამბავის არის ის, რომ არის არაერთი ფაქტი, რომ კოვიდი გადავიდა ცხოველებზე, ცხოველებიდან ადამიანებზე გადასვლის ფაქტებიც არის. ერთადერთი გზა, რაც ახლა გვაქვს, ეს არის მოსახლეობის 90%-ის ვაქცინაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ვირუსის აფეთქება იქნება ყოველთვის…


თუ გვინდა, რომ მეტნაკლებად სტაბილურად ვიცხოვროთ, ვაქცინაცია არის ერთ-ერთი, ერთადერთი არა, კარგი, ძლიერი საშუალება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენ დავუბრუნდეთ ე.წ. ნორმალურ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში და საზღვარგარეთაც, ამ ხალხს მე ვეძახი ანტივაქსერულ სექტას, იქცევიან ისე როგორც სექტები, ავრცელებენ ადამიანებში შიშს, თითქოს ვაქცინა ძალიან ცუდია და ა.შ. ვირუსის აფეთქება არის ძირითადად იმ ადამიანებში, რომლებიც არ არიან აცრილები. სიკვდილიანობა 99% არის ძირითადად იმ ადამიანებში, ვინც არ არის აცრილი.


ანტივაქსერები შოულობენ ფულს. აინტერესებთ მხოლოდ ფული. ვინც არიან ამ „სექტების“ სათავეში, დაინტერესებული არიან ძირითადად ფულის შოვნით. არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ლაპარაკობენ კოვიდზე.


გამოსავალი რა არის? გამოსავალი არის ის, რომ უნდა გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს. ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს ძალიან დიდხანს.


ბევრი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი სწრაფად უნდა აიცრას, უფრო დაცულები იქნებიან. ერთადერთი შეზღუდვა არის, რომ აცრის დროს სიცხე არ უნდა ჰქონდეს. ვაქცინის მიღების დროს თუ გექნებათ სიცხე, შეიძლება იყოს უკუჩვენება. ადამიანი თუ არის ალერგიული და იმ კონკრეტულ დღეს აქვს ალერგიული აფეთქება, არ უნდა გაიკეთოს ვაქცინა.. ალერგიული აფეთქება როგორც კი ჩაივლის, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ფაიზერის ვაქცინა…


ე.წ ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, სადაც ასე ვთქვათ მკვდარი, ან ნახევრად მკვდარი ნაწილაკები არის ვირუსის, “ფაიზერი” აწვდის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას ორგანიზმს და მისი ეფექტურობა არის 5-6 თვე. ორივე კომპანია – “მოდერნა” და “ფაიზერი” მუშაობენ აქტიურად, რომ გააუმჯობესონ მათი ტექნოლოგიები. “მოდერნა” მუშაობს უკვე იმისთვის, რომ ახლო მომავალში გვქონდეს საშუალება სხვადასხვა შტამებს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ. ბუსტერი არის ფაიზერის მესამე დოზის ვაქცინა, ჩვენ ეს უკვე ვიცით, მე ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვამბობდი, რომ “ფაიზერის” ეფექტიანობა არის 5 თვე, იმიტომ, რომ ე.წ ტრადიციული ვაქცინებისგან განსხვავებით, სადაც ასე ვთქვათ მკვდარი, ან ნახევრად მკვდარი და ასე შემდეგ ნაწილაკები არის ვირუსის, ფაიზერი აწვდის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას ორგანიზმს – ეს არის ვერაგი ვირუსი და მიხედე! ამიტომ არის მისი ეფექტურობა 5-6 თვიანი. ასევე, განსხვავებულია მისი ეფექტურობა ასაკიდან გამომდინარე. მაგალითად, 12 წლის ასაკში, მისი ეფექტურობა თუ არის 94% მდე, 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში ეფექტიანობა არის 64%-მდე. ამას ემატება ისიც, რომ ეს ვაქცინა ეფექტურობასა და სიძლიერეს დროთა განმავლობაში კარგავს, ამიტომ ორივე კომპანია “მოდერნა” და ფაიზერი მუშაობენ აქტიურად, გააუმჯობესონ მათი ტექნოლოგიები. “მოდერნა” მუშაობს უკვე იმისთვის , რომ ახლო მომავალში გვქონდეს საშუალება სხვადასხვა შტამებს უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ. რაც შეეხება იმას, რომ ყოველ 6 თვეში გვექნება თუ არა გასაკეთებელი ეს ვაქცინა, ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში ეს იქნება სეზონური გრიპის ვაქცინის მაგვარი, როგორც ჩვენ ყოველწლიურად ვიკეთებდით მაგალითად 4 კომპონენტიან გრიპის ვაქცინას, ასე სექტემბერ-ოქტომბერში ყოველწლიურად გვექნება 5 კომპონენტიანი გრიპის ვაქცინა, სადაც იქნება კოვიდიც, სეზონური გრიპიც და ა.შ. მე იმედი მაქვს, ამ მიმართულებით წავალთ. ვინაიდან, სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული კორონასგან ეს ვირუსი იტრიალებს,“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე „თრიალეთთან“.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

„პრეტენზია მაქვს ადამიანების დაყოფასთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა…“

23/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საქართველოში ხალხი ვირუსის პირისპირ მარტოა დატოვებული. შუაში სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, მაგრამ სახელმწიფოს კოლაფსი აქვს. არაეფექტურობაა ყველგან და ყველაფერში. მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორ გააკეთონ ფული. ქვეყანაში ვაქვინა არ არის, ამიტომ ერთადერთი იარაღი გრჩებათ, სამედიცინო პირბადე – გამოიყენეთ!

ამდენს ვლაპარაკობ – რამდენი ადამიანი გავაბრაზე, ბიზნესები გადავიმტერე, მაგრამ ერთი ადამიანიც თუ გადავარჩინე, ჩემი დღე რომ დადგება „ზევით“, ჩამეთვლება.

ასევე პრეტენზია მაქვს ადამიანების დაყოფასთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა ცერცვაძემ თქვა, „ფაიზერით“ ავიცერი, რადგანაც მძიმე დაავადება მაქვსო. შეკითხვა მაქვს, მაგალითად, ბებო მარო ხულოდან, რომელსაც, ვთქვათ, დიაბეტი და გულის პრობლემები აქვს, რატომ არ უნდა აიცრას „ფაიზერით“?!

„ხალხისთვის ყველაფერი წავა“ – ასე მიდგომა არ შეიძლება.

რჩევა მეგობრებისთვის – გაიკეთეთ მხოლოდ კარგი ვაქცინა. არ არის?! – მოითხოვეთ. არ გინდათ ვაქცინის გაკეთება? ალტერნატივა – გაიკეთეთ „ფხაკაძის პირბადე“.

გარეთ როცა ბევრი ხალხია, ატარე პირბადე ისე, როგორც დახურულ სივრცეში.

იცხოვრეთ ცხოვრების ჯანსაღი წესით – 10 000 ნაბიჯი დღეში, სიგარეტი და ყველანაირი მოსაწევი გადააგდეთ, მიიღეთ ხილი და ბოსტნეული, შაქარი ხმარებიდან ამოიღეთ. იარეთ ჰაერზე, კარგია დე ვიტამინი, მზეზე ზედმეტად არ გაირუჯოთ, მავნებელია. დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, იყავით კარგ ხასიათზე“, -ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„თენგიზ ცერცვაძე არის ანტივაქსერი!“ – გიორგი ფხაკაძე

15/02/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil




პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება:

„ეს ადამიანი ვინმე გააჩუმეთ! ჯერ მისი ცნობილი “ვადაგასული ფაიზერი”, პრაქტიკულად ჩააგდო ქვეყანაში კოვიდ ვაქცინაცია… ეხლა კიდევ უფრო უარესს ამბობს.

ვინმემ, სახელმწიფო სპიკერად დანიშნა?!

მართლაც, ყველაფერს უნდა ჰქონდეს საზღვარი!“

როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, ბივალენტური ვაქცინები საქართველოში ნოემბრისთვის უნდა შემოეტანათ და შესაბამისი ვაქცინაციის გეგმა ოქტომბერში დაემტკიცებინათ, სავარაუდოდ, 2023 წლის იანვარში ვაქცინაციის გეგმა უნდა ყოფილიყო გადახედილი («კრაკენის” გათვალისწინებით).

ცნობისთვის, ევროპა და ამერიკა მთლიანად გადავიდნენ ბივალენტურ კოვიდვაქცინაზე.

„მაგალითისთვის, ავსტრალიაში 20 თებერვლიდან კოვიდის მე-5 დოზის ვაქცინაციის კამპანია იწყება…

ამ ბატონის ტერმინი “სტანდარტული ვაქცინები”, განგიმარტავთ, ეს არის ჩინური სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებიც. ახლაც კი არ აღიარებს ეს ბატონი, რომ ეს ვაქცინები არაეფექტურები იყვნენ და არიან. ამის შესახებ, წლებია მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოება საუბრობს!

და ბოლოს, ეს ციტატა, – “რაც შეეხება XBB1.5 სუბვარიანტს, ახალი „ბივალენტური“ ვაქცინები ადამიანს მისგანაც იცავენ, მაგრამ ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან“ ანუ ეს ბატონი იგივეს იმეორებს რაც უკვე ერთხელ თქვა, – “ფაიზერი ვადაგასულიაო”! ზემოთ ჩემოთვლილიდან გამომდინარე, დასკვნა არის მხოლოდ ერთი, – ეს ბატონი არის ანტივაქსერი!“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, „ბივალენტური“ ვაქცინები საქართველოში უმოკლეს დროში შემოვა.

„ე.წ. ბივალენტური ვაქცინები საიმედოდ იცავენ, როგორც „დელტა“ შტამისგან, ისე „ომიკრონის“ უმეტესი სუბვარიანტებისგან.

„დიახ, ჩვენთან „ბივალენტური“ ვაქცინები ჯერ არ არის, თუმცა მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და არის რეალური მოლოდინი, რომ ეს ვაქცინები საქართველოში უმოკლეს დროში შემოვიდეს. თუ მოსახლეობის რომელი ჯგუფებისთვის იქნება ახალი თაობის ვაქცინები რეკომენდებული და ხელმისაწვდომი, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო და NCDC მუშაობენ და მოსახლეობა დროულად იქნება ინფორმირებული“.

მისი თქმით, სტანდარტული ვაქცინები ე.წ. ბუსტერ დოზების ჩათვლით საიმედოდ იცავენ ადამიანს „დელტა“ შტამისგან, მაგრამ გაცილებით ნაკლებად „ომიკრონისგან”. „რაც შეეხება ახალი თაობის ე.წ. ბივალენტურ ვაქცინებს, ისინი საიმედოდ იცავენ, როგორც „დელტა” შტამისგან, ისე „ომიკრონის“ უმეტესი სუბვარიანტებისგან (BA4, BA5, BQ1, BQ1.1 და სხვ.). რაც შეეხება XBB1.5 სუბვარიანტს, ახალი „ბივალენტური“ ვაქცინები ადამიანს მისგანაც იცავენ, მაგრამ ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან“, – განაცხადა ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.


გასული წლის ოქტომბერში, მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ ქვევარიანტის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს.

პირველად აშშ-ში დაფიქსირებულ XBB.1.5-ს არაოფიციალურად „კრაკენი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე გავრცელებულ მუტაციებს შორის, ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ვარიანტია.


პროფესორმა, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა გიორგი ფხაკაძემ აღნიშნული ვარიანტის საქართველოში გავრცელებისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ იანვრის დასაწყისში ისაუბრა:

„ომიკრონის“ ვარიანტი – XBB.1.5, მეტსახელად „კრაკენი“ უკვე საქართველოშია.“

გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ „კრაკენი“ გადადების ყველაზე მაღალი უნარით გამოირჩევა.

„ეს უკვე ოფიციალურია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, რომ ავიახომალდებში პირბადეების გამოყენება აღდგეს.

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სათანადო (უფრო მკაცრი) რეკომენდაციები გასცა გუშინ.

ომიკრონის XBB.1.5, მეტსახელად „კრაკენი“ არის საფრთხის შემცველი.

მოიმარაგეთ და გამოიყენეთ პირბადეები, ვინაიდან ეფექტიანი კოვიდვაქცინები საქართველოში არ არის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოფიციალურად თქვა, რომ ეს ახალი ვარიანტი არის ყველაზე გადამდები, რაც მანამდე იყო მსოფლიოში.

აშშ-ში „კრაკენი“, ვფიქრობ, ამ თვის ბოლოს უკვე დომინანტი იქნება, ევროპისკენაც წამოვიდა და, რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი საქართველოშიც არის.

რადგან ის ძალიან სწრაფად ვრცელდება და ზეგადამდებია, ეს ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“, ნიშნავს, რომ ყველას „დააკრაკენებს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


6 თებერვალს, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ ალბათ, 2-3 კვირაში საქართველოში „კრაკენი“ დომინანტი გახდება.

„სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რათა ხელმისაწვდომი იყოს ბივალენტური ვაქცინა, რომელიც სწორედ „კრაკენისთვის“ არის განკუთვნილი და რომლის არც ერთი დოზა არ არის საქართველოში“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.


პროფესორმა, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა გიორგი ფხაკაძემ 7 თებერვალს „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა:

ლინკი https://fortuna.ge/fortuna/post/akhla-ukve-gviania-saqartveloshi-dghes-arc-erti-moqalaqe-ar-aris-acrili-giorgi-fkhakadze-bivalentur-vaqcinasa-da-krakenis-safrtkheebze?fbclid=IwAR3YDfDBeCIiwgTQTCE3pfW6yU_2Ri35FZQTc_yTp-QB6sgfWcTj1gxlVFM


„ბივალენტური ვაქცინების წარმოება წამლის მწარმოებელმა კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ ერთი წლის წინ დაიწყეს. ეს არის წინამორბედი კოვიდვაქცინების გაუმჯობესებული ვერისა, რომელიც სპეციალურად „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ არის მიმართული:

„როდესაც „ომიკრონი“ გამოჩნდა, ძველი ვაქცინა განაახლეს ანუ ეს არის გაუმჯობესებული ვაქცინა, რომელიც უფრო ებრძვის „ომიკრონს“. არის იმავე კონცეფციის ვაქცინები, როგორიც მანამდე „ფაიზერს“ და „მოდერნას“ ჰქონდა, თუმცა უფრო გაუმჯობესებული და სპეციფიკურად გათვალისწინებულია „ომიკრონზე“. ხარისხის დონითაც აბსოლუტურად ერთნაირია.“

მისი თქმით, დაახლოებით 4 თვეა, რაც ევროპის ქვეყნები სრულად გადავიდა ბივალენტურ ვაქცინაზე. აშშ-მა ახალი წლიდან გამოაცხადა, რომ მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ ბივალენტური ვაქცინით აიცრებიან. ევროპაში, აშშ-ში ძველ ვაქცინას ფიზიკურად ვერ იშოვით, ხმარებიდან არის ამოღებული.

„ბივალენტური ვაქცინა ცოტათი უფრო უკეთესად მუშაობს, ვიდრე ძველი ვაქცინები, რადგან ის სპეციფიკურად არის მიმართული „ომიკრონზე“, „კრაკენი“ კი „ომიკრონის“ ქვეშტამია“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირში ჩატარებული არაერთი კვლევის შედეგად, „ბივალენტურმა ვაქცინამ აჩვენა უფრო მაღალი ეფექტიანობა წინა ვაქცინებთან შედარებით და ამცირებს სიკვდილიანობას და დაავადების სიმძიმეს“.


გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ბივალენტური ვაქცინის შემოტანა რომც გადაწყვიტონ, უკვე დაგვიანებულია.


„გასული წლის დეკემბერში, აშშ-ში „კრაკენის“ გავრცელების მაჩვენებელი მხოლოდ და მხოლოდ 2% იყო, თებერვალში კი 66 % გახდა.

პირველი ვიყავი, რომელმაც იანვრის პირველ კვირაში ვთქვი: ხალხო, „კრაკენი“ უკვე საქართველოშია, მოვემზადოთ.. ვინ გისმენს?!

რეკომენდაციას ვუწევდი ბივალენტურ ვაქცინას, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრომ ასე გადაწყვიტა.. ხელზე მაქვს საბუთი, სადაც სამინისტრო ოფიციალურად წერს, რომ 2022 წელს არ შემოუტანიათ ბივალენტური ვაქცინა და 2023 წელს განიხილავენ შესაძლებლობას, გააჩნია, რა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იქნება.

ფაქტია, საქართველოს მთავრობა არ აპირებს ბივალენტური ვაქცინის შემოტანას, რომც დააპიროს, სანამ ბივალენტური ვაქცინა საქართველოში ჩამოვა, უკვე ახალი ვაქცინა იქნება საჭირო..

ახლა უკვე გვიანია. ჯერ შეკვეთა არ გაუკეთებია ქვეყანას, რა უნდა შემოიტანოს? მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დიდი მოთხოვნაა და რიგია იმ ქვეყნების, რომლებსაც უნდათ მისი შეძენა. რეალობას ჩავხედოთ თვალებში – საქართველოში ბივალენტური ვაქცინა არ ჩამოვა. საქართველოში დღეს, ქვეყნის არც ერთი მოქალაქე აცრილი არ არის“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

მისი თქმით, „კარგი ამბავია ის, რომ „კრაკენი“ არ არის ისეთი აგრესიული, როგორიც წინა ვარიანტები იყო. შედარებით ნაკლები სიმძიმით არის გამოხატული, მაგრამ 65 წელს გადაცილებული ადამიანებისა და იმ პირებისთვის, რომლებსაც იმუნურ სისტემასთან პრობლემები აქვთ, მაინც საშიშია.

„ქვეყანაში პოსტკოვიდური მდგომარეობა ძალიან რთული იქნება: „კრაკენი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება, ჰოსპიტალიზაცია მაინც გაიზრდება და თუ წინა ვარიანტების დროს 100 ადამიანი იყო ინფიცირებული და გვყავდა 10 ჰოსპიტალიზებული, ახლა იმავე პერიოდში გვეყოლება 10 000 ინფიცირებული, საიდანაც საავადმყოფოში 1000 ადამიანი იქნება.

არ დაგვავიწყდეს პოსტკოვიდიც – ეს ნიშნავს, რომ „კრაკენი“ დაგემართებათ, „ომიკრონი“ თუ სხვა რამ, პოსტკოვიდი პოსტკოვიდია.

შესაბამისად, ქვეყანაში პოსტკოვიდური მდგომარეობა ძალიან რთული იქნება.

საბოლოო ჯამში, საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 50 %-ს ექნება სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური პრობლემები. დიაბეტის აფეთქება ნახეთ 2023 წელს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„სანამ ეპიდემიას პატრული მართავდა, ყველაფერი კარგად იყო, რაც ეს პროცესი ეპიდემიოლოგებს ჩააბარეს…“

„ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა, ქვეყანა გახსნესო, ჩემი აზრი აინტერესებდათ. ანუ ხალხს უთხრეს – ახლა ქვეყანას ვხსნით, მაგრამ ვაქცინას 2 კვირაში ჩამოვიტანთო. უცებ ვერც დავიჯერე. ვაღიაროთ, ქვეყანა არ იმართება ისე, როგორც უნდა იმართებოდეს!

ჩვენთან პანდემიის მართვაში მილიარდობით თანხა დაიხარჯა, ღმერთმა იცის, სად, ვისთვის და როგორ. სიტუაცია ისე მიდის, შეიძლება, აგვისტოს ბოლოს უფრო ადრეც, საქართველოში მთლიანად ინდური შტამი იქნება.

„არცოდნა არცოდვაა“, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამოცდილი და განათლებული ხალხი მუშაობს, ამიტომაც ისეთი ტიპის შეცდომები, რაც დაშვებულია, გაუგებარია. ცუდია, როცა ექიმი პოლიტიკაში მიდის, ის უკვე პოლიტიკოსი ხდება, პოლიტიკოსს კი თავისი ვალდებულებები აქვს. ხან აქ, ხან იქ ყოფნა არ გამოვა.

მოსახლეობა დაიბნა. ასეთი ნდობა, რაც ამ სამ ადამიანს ე.წ. „სამ მუშკეტერს“ პანდემიის დასაწყისში ჰქონდა, ადრე არასდროს ჰქონიათ, თუმცა ეს ნდობა შემდეგ გაიბნა. მათ კარგი საქმეც გააკეთეს მაშინ, თუმცა ეს მარტო მათი გაკეთებული არ იყო.

მე მგონი, ჩემს გარდა ამაზე არავინ ლაპარაკობს – პანდემიის დასაწყისში ყველაზე დიდი საქმე პოლიციამ გააკეთა. ქვეყანაში პანდემიის პირველი ტალღა არ ყოფილა იმიტომ, რომ პოლიციამ თავისი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულა. ვირუსის შეკავებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხალხი როცა ჩაერია, მაშინ ჩაფლავდა ყველაფერი. ერთადერთი სისტემა, რაც ქვეყანაში კარგად მუშაობს და რაზეც დგას სახელმწიფო, არის პატრული. სანამ ეპიდემიას პატრული მართავდა, ყველაფერი კარგად იყო. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი ეპიდემიოლოგებს ჩააბარეს, ვხედავთ, რა მძიმე სიტუაციაც გვაქვს“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე

„ასე არ შეიძლება! თქვენ ხალხი გიყურებთ- ტელეკომპანია იმედზე გადაცემა პრაიმშოუ ვაქცინებთან დაკავშირებ

23/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე:


-„ბევრი ადამიანი აკეთებს კომენტარს ვაქცინებზე და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე…. ყველამ მიხედოს თავის სპეციალობას, – ინტერნეტში ნანახი ნიუსებით ნუ აკეთებთ განცხადებებს!


ჟურნალისტებსაც მივმართავ, – თქვენ ხალხი გიყურებთ და ამიტომ გაქვთ


პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, – პური აცხობინეთ მეპურეს, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ექსპერტი ალაპარაკეთ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, დარგობრივი ექიმები თავიანთ სპეციალობაზე და დარგზე. – ასე დალაგდება ყველაფერი და თავ-თავისი ადგილი ექნება მიჩენილი.


ან რა იყო ტელეკომპანია იმედზე გადაცემა პრაიმშოუ ვაქცინებთან დაკავშირებით? ასე არ შეიძლება!


არც ერთ ჩვენს ქართველ ექიმთან პრობლემა არა მაქვს. პირიქით, მიხარია, რომ წარმატებულები არიან თავიანთ სფეროებში, მაგრამ მათ შეეკითხეთ ის საკითხები, რომელიც მათთან მიმართებაში იქნება სწორი – რაც მათი სფეროა, იმაზე ალაპარაკეთ და არა საზოგადეობრივ ჯანდაცვაზე. თვალის ექიმი და გინეკოლოგი რომ შევადაროთ, ისეთია, თვალი თუ გტკივათ, გინელოკოგთან წახვალთ?


საქართველოში არის რამდენიმე ადამიანი, ვისაც აქვს კომპეტენცია ჯანდაცვის საკითხებში და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მათ ესაუბრეთ, ყველას ნუ აალაპარაკეთ საზოგადეობრივ ჯანდაცვაზე“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze





„ამ ომს ჩვენ მოვიგებთ. საკმაოდ საიმედო მედიკამენტები გამოჩნდება… 2022 წელი ნამდვილად გახდება…

20/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„პანდემიასთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოა ჩართული.“

მისი თქმით, წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მთელი რიგი მედიკამენტები გამოჩნდება და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 2022 წელი ნამდვილად გახდება გარდამტეხი.

„წელს ჩვენ არა მარტო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები გვაქვს …. წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მთელი რიგი მედიკამენტები გამოჩნდება და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 2022 წელი ნამდვილად გახდება გარდამტეხი.

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) დღეს დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19– ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი მონოკლონური ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

ამ ომს ჩვენ მოვიგებთ“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

პირველი მონოკლონური ანტისხეულების მკურნალობა COVID-19– ისთვის დამტკიცებულია დიდ ბრიტანეთში გამოსაყენებლად

https://www.gov.uk/government/news/first-monoclonal-antibody-treatment-for-covid-19-approved-for-use-in-the-uk?fbclid=IwAR0NhGm9q-bHiojE9224YaVRzVLhcqHi0fSsqgtPMFfPke0O9qP1uv-nUPM



MD, MPH, PhD


#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

«Вспышка начнется с Батуми» – эксперт ожидает повторения прошлогоднего сценария с COVID-19

20.06.2021



Новая вспышка коронавирусной инфекции в Грузии вероятнее всего начнется с Батуми, считает советник генерального секретаря ООН по вопросам здравоохранения, профессор Георгий Пхакадзе.


Пхакадзе ожидает, что ситуация с заболеваемостью в стране будет развиваться примерно по такому же сценарию, как и год назад, однако теперь усугубить ситуацию могут новые мутации коронавируса. При этом он напомнил, что в прошлом году предпосылкой для начала вспышки в грузинском черноморском регионе стало несоблюдение мер безопасности и рекомендаций.


«У нас очень короткая память. В прошлом году было точно так же – вспышка началась в Батуми, в этом году будет та же история, но разница в том, что она будет более горькой. У нас будет индийский штамм, так называемый дельта-штамм. Он будет сильнее, распространение будет сильнее, а иммунитет населения – слабее, потому что люди физически устали в течение 1,5 лет. Вирус этого и ждет, когда вы скажете: «Пусть будет, что будет». Тогда-то вирус победит», – заявил Пхакадзе в эфире телекомпании «Рустави 2».


Первые случаи индийского штамма COVID-19 в Грузии зафиксировали27 мая. Он был подтвержден у пяти человек. К настоящему времени в стране официально зарегистрировано 20 случаев заражения этим вариантом вируса. Эксперты полагают, что на деле их гораздо больше. Они не исключают, что индийский штамм может вскоре стать самым распространенным в стране.


С начала пандемии в Грузии зарегистрировали 358 881 случай заражения ковидом, выздоровели 344 748 человек, умерли 5 160. На данный момент в Грузии большая часть инфицированных заражены британским штаммом коронавируса. Он был выявлен в Грузии в конце февраля.


Штамм коронавируса, обнаруженный в Индии, назван ВОЗ «Дельта». В апреле 2021 года он был причислен к вариантам вируса, «вызывающим интерес», а уже через месяц перенесен в категорию «вызывающих озабоченность» — там же числятся британский и южноафриканский. Это означает, что он более заразен, вызывает более серьезные осложнения, а также хуже поддается воздействию вакцин и лекарств.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

Source: https://www.apsny.ge/2021/soc/1624241981.php

„100%-ით არაფერი იცავს, მაგრამ რისკებს შეამცირებთ. ეს კიდევ ერთი ძალიან პატარა ხრიკია თავის…“

17/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ავტობუსში როცა ხართ, კონდიციონერი არ უნდა იყოს ჩართული. ფანჯრები უნდა იყოს ღია. ტრანსპორტში თუ ხართ, როგორმე ფანჯრის მხარეს დასხედით. თუ ხართ ტაქსიში, ორი ფანჯარა უნდა იყოს ღია. მძღოლის ფანჯარა უნდა იყოს დაკეტილი, მის გვერდით კი ღია. მძღოლის უკან მდებარე ფანჯარაც ღია უნდა იყოს. მძღოლის უკან არა, მეორე მხარეს დასხედით. ეს კიდევ ერთი ძალიან პატარა ხრიკია თავის დაცვისთვის. ერთ-ორ გაჩერებაში თუ გინდათ გადაადგილება, ფეხით გაიარეთ. სიარული ძალიან კარგია. ტრანსპორტში არ უნდა ილაპარაკოთ, ჩუმად უნდა იყოთ, ეს არის ერთ-ერთი საშუალება, ვირუსი ნაკლებად რომ გავრცელდეს. 100%-ით არაფერი იცავს, მაგრამ რისკებს შეამცირებთ“, – ურჩევს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს – „კოვიდი ვერ აიცილა… აფეთქება არის უფრო დიდი მასშტაბით…

5 მაისი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:

-„ჩინეთის დედაქალაქმა კოვიდი ვერ აიცილა…
აი, ხომ ამბობდნენ ვიღაცეები, “მსოფლიოში მე-2 არმიააო” ხოდა კიდევ ამბობდნენ, – “ჩინური ვაქცინა მაგარი არისო”, რავი, ბევრს ამბობდნენ და ამბობენ, მაგრამ მეცნიერება და ფაქტები ჯიუტია!
ჩენეთში კოვიდის აფეთქება არის უფრო დიდი მასშტაბით, ვიდრე ეს გარედან ჩანს”.

Giorgi Pkhakadze

ჩინეთის დედაქალაქმა კოვიდი ვერ აიცილა…
აი, ხომ ამბობდნენ ვიღაცეები, “მსოფლიოში მე-2 არმია (რუსულ არმიაზეს საუბარი)” და კიდევ ამბობდნენ, “ჩინური ვაქცინა მაგარიაო”, რა ვიცი, ბევრ რამეს ამბობდნენ და ამბობენ, მაგრამ მეცნიერება და ფაქტები ჯიუტია!
ჩინეთში კოვიდის აფეთქება არის უფრო დიდი მაშტაბის, ვიდრე ეს გარედან ჩანს
დაუჯერეთ ხოლმე პროფესორ გიორგი ფხაკაძეს
მეტის ნახვა



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili







„მწვანე საშვი“ რაც შეიძლება, მალე უნდა დაინერგოს“-გიორგი ფხაკაძე

12/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ყველაფერი იქნება კარგად. დღევანდელი გადაწყვეტილებების შედეგს 3-4 კვირაში დავინახავთ. ლოკდაუნი რომ გაეკეთებინათ, შედეგი იქნებოდა 2 კვირაში, მაგრამ რაც არის, არის, მაინც კარგი გადაწყვეტილებაა.
მთავარია, რომ ქვეყანას აღარ კეტავენ, რაც სწორია. ვერც ეკონომიკა და ვერც ხალხის მენტალობა ამას ვერ გაუძლებდა.
ყველაზე მეტად რაშიც ვეთანხმები, ეს არის „მწვანე საშვი“ და ის რაც შეიძლება, მალე უნდა დაინერგოს.“


მისი თქმით, სამედიცინო პირბადეებზე უფრო მკაცრი რეგულაციები უკეთესი იქნებოდა.


„სწავლის დაწყებს თარიღის გადატანაზე მაინც თავი შეიკავეს, არჩევნების გამო. უკეთესი იქნებოდა, ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის გადაედოთ სწავლა. და კიდევ ერთი, რაც ვერ გაბედეს, ეს არის ბავშვების ვაქცინაცია 12 წლიდან „ფაიზერით“.
სწორია, – ყველა ფეხმძიმე და მეძუძური უნდა აიცრან, რა თქმა უნდა, ფაიზერით.
მე ვფიქრობ, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე – დაბალფასიანი, მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეები ქვეყანაში არის, ფაიზერი არის, დღეში 25 000-,დე იცრება და პანდემიის პროცესის მართვაზე დღეს სწორი გადაწყვეტულებები მიიღეს.
ვფიქრობ, ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოწურულია. ჩემი ლაივების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. რასაც გიზიარებდით, მოვუწოდებდი, ვუჩიჩინებდი, მე მგონი, გაკეთდა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. მე ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე, რაც ერთ ადამიანს შემეძლო, გამეკეთებინა, დანარჩენი თქვენზეა.
ყველაფერი შესაძლებელია. როცა რაღაცის გულწრფელად გჯერა და ამ რაღაცისთვის ყველაფერს აკეთებ არა ანგარებით, არამედ გულით.
გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას! ყველაფერი კარგად იქნება!

წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში დაწესებული ახალი შეზღუდვები შესახებ.



უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო:

„შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.
საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.


კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights