სამშაბათი, იანვარი 27, 2026

მეგობარს გაუშვებ, ცოლს, ან ქმარს, მაგრამ დედაა ისეთი ვინმეა, რომ … – უცნობი ფაქტები, რაზეც გიორგი

0

16/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ხშირად უზიარებს რჩევებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ვაქცინებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე. ერთ-ერთ ჩართვაში ფხაკაძე პირად ცხოვრებაზე საუბრობს და მისი პროფესიის შესახებ ელაპარაკება.


ამბობს, რომ ცხოვრებაში პოზიტივი და ღიმილი მთვავარია და პირადი გამოცდილების მაგალითზე ყვება, როგორ გადაარჩინა ღიმილმა ტერორისტების გარემოცვაში.

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.

ამჯერად, გთავაზობთ ჯანდაცვის ექსპერტის მოწოდებას, რომ აკეთონ სიკეთე, თუნდაც ერთი დღეში. პანდემიის პირობებში ბებია-ბაბუას მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ, დავურეკოთ, მივწეროთ, სითბო და სიყვარული არ დავიშუროთ.

ექსპერტის თქმით, მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში შეუფასებელია.

„უეჭველად, დღეში ერთი კეთილი საქმე უნდა გააკეთოთ. ბოლოსდაბოლოს, ერთი შეტყობინება გაუგზავნეთ ბებოს ან ბაბუს, რომლებიც ძალიან შორს არიან. ან დაურეკეთ: – ბებო, როგორ ხარ? როგორ გაუხარდებათ, იცით?!

თუმცა, თუ ნახავთ არ ჩაეხუტოთ, თუ გინდათ, რომ მათ ხაჭაპურები გაგიკეთონ მომდევნო წელს… თუ გაქვთ საშუალება, ფული გაუგზავნეთ.

ძალიან მაგარი ბებო მყავდა. ბებია-ბაბუის სიტყვა არის წამალი. მე არ გამიმართლა: ბაბუა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და არასდროს მინახავს. რა ბედნიერები ხართ, ვისაც გყავთ ბებია. თითოეულ დღეს გაუფრთხილდით, არ იცით რა სიმდიდრეა. ამას ოქროთი ვერ იყიდი. რომ გეტყვის :„ბებო, როგორ ხარ?“ ამაზე უკეთესი წამალი რა უნდა იყოს? დამთავრდა – რა ტკივილი, უფულობა, ჩხუბი. ზოგს დედ-მამა ჰყავს ასე. მამა მყავს, დედამ დიდი ხანია დამტოვა. ვისც გყავთ, გაუფრთხილდით. მეგობარს გაუშვებ, ცოლს, ან ქმარს, მაგრამ დედაა ისეთი ვინმეა, არ არსებობს რომ არ გაგიგოს. მოეფერეთ დედებს, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანცია დაიცავით“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/megobars-gaushveb-tsols-an-qmars-magram-dedaa-iseti-vinmea-rom-utsnobi-faqtebi-razets-giorgi-fkhakadze-ishviatad-saubrobs/


„საჯარო პირი ასეთ რამეს როცა საჯაროდ ამბობს, მიუღებელია! გიორგი ფხაკაძე საქართველოში “რემდესივირის”

0

21/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„კონფლიქტი არავისთან მინდა, არ ვარ კონფლიქტური,
პატივს ვცემ ყველა ჩემს კოლეგას,
მაგრამ,
საჯარო პირი ასეთ რამეს როცა საჯაროდ ამბობს, მიუღებელია!
იქნებ ეს ჩვენი მთავრობა თავის ჩინოვნიკებიანად ჩამოყალიბდნენ, ვინ და რომელია ჩვენი ქვეყნისთვის სამაგალითო:
ამერიკის წამლის სააგენტო თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია?!


განმარტება:
თუ შემოგვაქვს “რემდესივირი” და არაპროფესიონალურ/არაეთიკულ რეკლამას ვუკეთებთ, მაშინ ლოგიკურად გამოდის, რომ ამ სიტუაციაში ამერიკის წამლის სააგენტო არის “ძლიერი მარეგულირებელი”. მაშინ ვაქცინებთან დაკავშირებითაც ასევე მოიქეცით და საქართველოში ავტორიზაცია მიეცით მხოლოდ “ფაიზერს”, “მოდერნას” და “ჯონსონი@ჯონსონის” ვაქცინებს (ჩინური ვაქცინები და “ასტრაზენეკა” ამერიკაში დაშვებული არ არის).
თუ თქვენთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის ძლიერი მარეგულირებელი, მაშინ მესმის “ასტრაზენეკას” და ჩინური ვაქცინების დაშვება ქვეყანაში, მაგრამ ამ ორგანიზაციამ 2020 წლის ნოემბერშივე თქვა, რომ “რემდესივირი” არაეფექტურია და ერთი თვის წინ საერთოდ ამოიღო კოვიდსამკურნალო პრეპარატების ოფიციალური სიიდან.
დამატებითი ინფორმაცია – ინდოეთმა, რომელიც არის “რემდესივირის” ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელი, 17 მაისის გადაწყვეტილებით, “რემდესივირი” კოვიდმკურნალობის სქემიდან ოფიციალურად ამოიღო
გაფიცებთ ლოგიკას, ამას თუ ხედავთ ?!
მე ვხედავ აქ:
არაპროფესიონალიზმს (წამლის ასეთი რეკლამა, ყველა სტანდარტის მიხედვით, დაუშვებელია),
სამედიცინო ეთიკის დარღვევას. ეს წამალი საქართველოში შემოვიდა კლინიკური კვლევის ფაზის ფარგლებში და ესეც არის ეთიკური გამჭირვალობის საკითხი, თუ რატომ უკეთებს საჯარო მოხელე საჯაროდ რეკლამას სამედიცინო პროდუქტს,
რა დაინტერესება აქვთ ამ პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს (ფინანსური/თანამდებობრივი თუ სხვა ?! კორუფცია?! – ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ამისთვის შესაბამისი ორგანოები არსებობენ,
და, ბოლოს,, მტკიცებულებებზე დაყრდნობით საუბარი ვისწავლოთ.


დასკვნა:
უწყვეტი სამედიცინო განათლება რომ აგეწყოთ, ასეთი პოსტები და საუბრები საჭირო არ იქნებოდა,
დიახ, გიორგი ფხაკაძე საქართველოში “რემდესივირის” შემოტანის წინააღმდეგია, ვინაიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის საბოლოო დასკვნის მიხედვით, “რემდესივირი” ეფექტური არ არის,
მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ,
საქართველოში დებატებში შესვლას არავისთან ვაპირებ. ამისთვის, როგორც მინიმუმ, მეორე მხარეს ჩემი დონის ეთიკური პრინციპები, პროფესიონალიზმი, გამოცდილება და რეპუტაცია უნდა ჰკონდეს…“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
https://www.who.int/…/who-recommends-against-the-use-of…
https://www.who.int/…/who-recommends-against-the-use-of…
https://www.bmj.com/…/who-guideline-development-group…/
https://www.businesstoday.in/…/remdes…/story/436459.html
https://www.forbes.com/…/31/remdesivir-covid-coronavirus/
https://goachronicle.com/who-drops-remdesivir-from…/
ეს თვით მწარმოებლის თავის გამართლება ….
https://www.gilead.com/…/gilead-sciences-statement-on…


საქართველომ ამერიკული კომპანია „გილეადისგან“ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტ „რემდესივირის“ ორიგინალი წარმოების 10 ათასი ფლაკონი საჩუქრად მიიღო.


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილეადმა“ ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და კოვიდ პაციენტებს.


„უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ „რემდესივირის“ 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება კოვიდ პაციენტების წარმატებულ მართვაში.

ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთი გარემოება. არსებული კანონმდებლობით კომპანია „გილეადს“ ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს „რემდესივირით“ ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია „გილეადის“ ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს“, – ამბობს ცერცვაძე.


მისივე თქმით, 2020 წლის დეკემბერში საქართველომ ინდოეთისგან შეიძინა დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯენერიული „რემდესივირი“ – 4000 ფლაკონი.


„სამწუხაროდ, ანგაჟირებულმა ექიმებმა, მათ შორის ზოგიერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმაც ყველაფერი გააკეთეს ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართედ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ხოლო აშშ-ში ის შეტანილია ე.წ. სტანდარტულ (საბაზისო) მკურნალობაში. ამით მათ ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას და პაციენტებს, ვინაიდან ნეგატიური პიარის ფონზე საქართველოში „რემდესივირის“ გამოყენება გადაწყვიტა მხოლოდ 27-მა კოვიდ კლინიკამ.

საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ „რემდესივირი“ სწორი გამოყენების შემთხვევაში – დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას.

პრეპარატს პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა. მას შემდეგ, რაც შეძენილი მედიკამენტის მარაგი ამოიწურა, ქვეყანა შეეცადა ახალი პარტიის შეძენას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ინდოეთში დიდი კოვიდ აფეთქების გამო, ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა „რემდესივირის“ ექსპორტი ინდოეთიდან და თან მთლიანად შეიძინა სხვა ქვეყნებში (პაკისტანი, ეგვიპტე) წარმოებული მედიკამენტის მთელი რაოდენობა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით თვითონ ინდოეთში „შავ ბაზარზე“ ერთი ფლაკონი „რემდესივირის“ ფასმა 1 000 დოლარს მიაღწია.

ზემოთაღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან „რემდესივირის“ მოწოდებაში. „გილეადის“-ის ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს, გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ მოეწოდებინათ უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული „რემდესივირის“ – Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი. მედიკამენტი უკვე თბილისშია.

ცნობისთვის, „გილეადი“ ის ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გასული 5 წლის განმავლობაში უფასოდ მოაწოდა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები, რამაც საქართველოში უკვე გადაარჩინა 74 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფის სიცოცხლე. პროგრამა გრძელდება C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე“, – წერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ქართველი მეზღაპრეების პროგნოზი „ომიკრონთან“ მიმართებაში ჰგავს ბატონი ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზებ

0

01/12/2021


„ომიკრონი“ არის საშიში, უფრო საშიში, ვიდრე ეს გარედან ჩანს. „იოლი ფორმით გადაიტანა“ არის მოჩვენებითი ხასიათის, – ამ შინაარსის პოსტს ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„კოვიდის „ომიკრონის“ ვარიანტი კატასტროფულად სწრაფად ვცელდება და შესაბამისად უფრო ბევრ ადამიანს დასჭირდება ჯანგბადი და ჰოსპიტალიზაცია.


ქართველი მეზღაპრეების (საქართველოში და საზღვარგარეთ) პროგნოზი „ომიკრონთან“ მიმართებაში ჰგავს ბატონი ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზებს. სირცხვილია უბრალოდ, როცა ჩემი კოლეგები ასტროლოგებივით იქცევიან, რაც არ იცი, სჯობს, არ ილაპარაკო, მოსახლეობისთვის ტყუილი იმედების მიცემა არის ზუსტად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველოში აღარ ენდობიან ჯანდაცვის სისტემას და არ ენდობიან ვაქცინაციას.

„ომიკრონი“ არის საშიში, მარტო გუშინ საფრანგეთში ოფიციალურად დაინფიცირდა 180,000 ადამიანი. პოლონეთში დღეს კოვიდისგან გარდაიცვალა 794 ადამიანი და აქედან, 600 იყო აუცრელი. ბრიტანეთში დღეს 130,000 დაინფიცირდა.

შეჯამება: „ომიკრონი“ არის კოვიდი, ომიკრონგადატანილს აქვს პოსტკოვიდური პრობლემები ისევე, როგორც „დელტა“ ვარიანტის დროს (კოვიდგადატანილთა 70%-ს აქვთ სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური პრობლემები) „ომიკრონი“ არის ოდნავ უფრო იოლ ფორმაში („დელტასთან“ შედარებით), მაგრამ არა ყველასთვის. აცრილებისთვის უფრო იოლ ფორმაშია, აუცრელებში – უფრო მძიმე ფორმაში.

„ომიკრონის“ კატასტროფული გავრცელების შედეგად უდიდესი ზეწოლა უკვე არის ჰოსპიტალურ სექტორზე. იქ, სადაც მოსახლეობა ნაკლებად ვაქცინირებულია, იქ საავადმყოფოებზე მოთხოვნა იქნება უფრო დიდი და სიკვდილიანობა იქნება უფრო მაღალი. საქართველო დღესვე უნდა გადავიდეს მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინაზე: პირველი დოზა მხოლოდ „ფაიზერი“; ვინც პირველი დოზა აიცრა სინოვაკით/სინოფარმით, მე-2 დოზა უნდა იყოს მხოლოდ „ფაიზერი“; მე-3 დოზა (ბუსტერი) მხოლოდ „ფაიზერი“.


საქართველომ აქტიურად უნდა იმუშაოს, რომ შემოიტანოს დამატებითი დოზები „ფაიზერის“ და ასევე მოდერნას ვაქცინების (ამჟამად, პირადად მე მოდერნას ვუწევ რეკომენდაციას, განსაკუთრებით, ბუსტერისთვის).

საქართველომ უნდა განახორციელოს ყველა რეგიონში საწოლფონდის და ჟანგბადის სრული მზაობა. კოვიდპასპორტი არის გასაუქმებელი. მან თავისი ფუნქცია დაკარგა და ის უნდა გარდაიქმნას ვაქცინაციის საბუთად. დღეს აზრი აქვს მხოლოდ იმას, ვაქცინირებული ხარ თუ არა პროტოკოლის მიხედვით და თუ გადაიტანე ან დაიტესტე, ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არანაირი ეფექტი აღარ აქვს.

სამედიცინო პირბადეები სავალდებულო უნდა იყოს ყველგან და გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმი.

დახურულ სივრცეებში კვება/დალევა და ლაპარაკი უნდა იყოს აკრძალული/შემცირებული (მეტროში ნუ ლაპარაკობთ, ამით ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობთ). რესტორანში დაშორებით იჯექით პირბადის გარეშე, მაგრამ მაგიდიდან რომ ადგებით, უნდა გამოიყენოთ პირბადე.

დისტანცია უნდა იყოს დაცული ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და ხალხმრავალი შეკრებები უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ყველა მაქსიმალურად უნდა გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. ვიყოთ პოზიტიურები და ასევე პრაგმატულები. არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ჩავკეტოთ ვირუსი“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/qartveli-mezghapreebis-prognozi-omikrontan-mimartebashi-hgavs-batoni-tsagarelis-astrologiur-prognozebs-giorgi-fkhakadze/


გიორგი ფხაკაძე: „ახლა მართლა კარგი ამბავი. დიდი ხანია, ასეთი პოზიტიური ამბები…“

0

10/05/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil




გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

„ახლა მართლა კარგი ამბავი. დიდი ხანია, ასეთი პოზიტიური ამბები არ ყოფილა.

კოვიდის ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები გლობალურად მცირდება 2022 წლის მარტიდან.

ეს არის საკმაოდ ფაქიზი მიღწევა და უნდა ვიყოთ ფრთხილად… არ დავკარგოთ ის, რაც გვაქვს: ჯანმრთელობა, თავისუფლება და სიცოცხლე.

ჯანმრთელობას გისურვებთ…“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„სანამ არ იქნება გავლილი ყველა ეტაპი, ბოლო დონეზე არ არის გავლილი, არასოდეს ვამბობ, რომ ეს წამალი…

0

11/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ჩემს ფეისბუქზე დავდე, გიორგი ღოღობერიძის პირდაპირი „ლაივი“, – მართლა ძალიან კარგი, ახალგაზრდა სპეციალისტია, დარწმუნებული ვარ, იქნება თავისი საქმის ძალიან სპეციალისტი და ძალიან კარგი ექიმი, ყველაფერს კარგს და სიკეთეს ვუსურვებ. მიხარია, რომ საქართველოში არიან ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ექიმები. მე მართლა მინდა, რომ გიორგისნაირი ბევრი ახალგაზრდა ექიმი იყოს, რაც შეიძლება ბევრი და ბევრი… უფრო გონებაგახსნილი, გასცეს თავიანთი ცოდნა, რაც იციან. გიორგი უკვე ჩამოყალიბებული კოლეგა არის და მე მას, როგორც კოლეგას, ისე ვუყურებ უკვე. პრაქტიკულად, რაც მე ვნახე, მისი პასუხები, მისი ახსნები, ძალიან მომეწონა და რეკომენდაციას გავუწევ სხვა სამედიცინო ინსტიტუტის სტდენტებს, რომ უყურონ გიორგის ვიდეოს, ძალიან მარტივად, „დაღეჭილად“ აწვდის ინფორმაციას. ძალიან გთხოვთ, უყურეთ მის ვიდეოებს, ძალიან მომეწონა და რეკომენდაციას ვუწევ. სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობ. იმედია, გავიცნობ.


მეც, როგორც პროფესორი, ვასწავლი სტუდენტებს და მიყვარს, როდესაც არიან ძლიერი, განათლებული, ჭკვიანი ბავშვები, რომლებიც არიან ძალიან მიზანდასხულები და მიდიან წინ. გიორგის აქვს ძალიან კარგი გადმოცემის უნარი, რაც მისასალმებელია. პირადად არ ვიცნობ. მისი რამდენიმე „ლაივი“ ვნახე, ძალიან მარტივად და „დაღეჭილასდ“ აწვდის ინფორმაციას, რაც სამედიცინო საკითხს ეხება.


ვნახე სტატიები და ჩემს ფეისბუქზე დავდე, როცა გიორგი დააპირისპირეს ჩემთან. რა თქმა უნდა, ძალიან გამეცინა, როცა სტატია ვნახე. მე მესმის გიორგის რეაქცია.


როგორც მივხვდი, გიორგიც არის არაპოლიტიკური, ორივე ვართ არაპოლიტიკურები. ერთმანეთს არ ვიცნობთ, ერთადერთი, ჩვენ რაც გვაერთიანებს, არის, ალბათ დიდი სიყვარული, სოლიდარობა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური ან სხვა ბიზნესინტერესი რაღაც მიმართლებით, თუ რამე ინფორმაცია გვაქვს, გულღიად და პირდაპირი გეუბნებით, რაც არის. სხვა საკითხია, როგორ იგებს ამ ინფორმაციას მოსახლეობა. ზოგი გებულობს, -ზოგი ვერა.


რა თქმა უნდა, გიორგისთან არ მაქვს არანაირი დაპირისპირება. რა სისულელეა. საერთოდ, საქართველოში არავისთან არ მაქვს დაპირისპირება. ვერც მექნება, იმიტომ, რომ ჩემი ბუნება არის ასეთი. მე, რასაც ვაკეთებ, იმიტომ ვაკეთებ, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მიყვარს ჩემი მეგობრები და ერთადერთი, რაც არის, ეს არის სიყვარული და სიყვარული, ადამიანების და პაციენტების მიმართ. ეს არის ერთადერთი ჩემი მამოძრავებელი ძალა. სხვათა შორის, გიორგიმ სწორად აღნიშნა, დაპირისპირებებზე ექიმებს შორის. შეიძლება, ექიმებს ჰქონდეთ სამეცნიერო დებატები -კონსიულმი, ეს არის მსჯელობა, უკეთესი დიაგნოზი იყოს დასმული და უკეთესი მკურნალობის გზა იყოს შერჩეული. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს ექიმებს შორის ე.წ „კამათი“, სამედიცინო ენაზე კონსილიუმი.


რაც შეეხება ექსპერტებს, – საქართველოში, სიტყვა ექსპერტი ისე არის, – „ფასდაკლებაში“ რომ არის. მრცხვენია, როცა ამბობენ, გიორგი ფხაკაძე „რაღაცის“ ექსპერტია და ჟურნალისტებს ვთხოვ, ნუ ახსენებთ, რომ ვარ ექსპერტი, ჩვეულებრივ თქვით, რომ ვარ პროფესორი გიორგი ფხაკაძე. იმიტომ, რომ ექსპერტი არის, -მინიმუმ არის, – დაცული აქვს ხარისხი, რომელიც არის მეცნიერებათა დოქტორი, – მე ვარ მედიცინის დოქტორი და შემდეგ ხარისხი.


სამწუხაროდ, როცა გამოდიან ე.წ. ექსპერტები, ხარისხი არა აქვთ და ლაპარაკობენ, ექსპერტი არის ის ადამიანი, რომელსაც მინიმუმ ერთ-ორ-სამ სტატიას ბეჭდავს საერთაშორისო დონეზე. ჟურნალისტებს ვეუბნები, – კითხეთ იმ ექსპერტებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში მაინც, სადმე დაბეჭდილი აქვთ? – ფხაკაძეს აქვს დაბეჭდილი ბოლო ორ წელიწადში, მე მგონი, ოთხი სტატია „ლანცეტში“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და ა.შ. ამას ჰქვია ექსპერტი, როცა შენ ბეჭდავ „დიდ“ ჟურნალებში და ეს არის ექსპერტიზა. სამწუხაროდ, ასეთი არეულობა და გაურკვევლობა ხდება.


რაც შეეხება ახალ წამალს, -თქვენ იცით ჩემი პოზიცია წამლებთან დაკავშირებით, საერთოდ, წინასწარ, ნებისმერ წამალზე როცაა საუბარი, ფრთხილი ვარ, – ახლა როგორც ექსპერტი, ისე გელაპარაკებით. სანამ არ იქნება გავლილი ყველა ეტაპი, ბოლო დონეზე არ არის გავლილი, არასოდეს ვამბობ, რომ ეს წამალი არის საინტერესო.


ვანბობ, რომ 200-მდე ვაქცინა მუშავდება, 100-ზე მეტი წამალი (არ დავასახელებ სპეციაურად ამ წამლის სახელს), არ ვიცი, რომელი გაიმარჯვებს. ვიცი, რომ 2021 წელი იქნება ვაქცინის და წამლის წელი. ან ერთი იქნება, ან მეორე, რაღაცა გვექნება ძალიან კარგი, მარტო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული წამალი, სხვა წამლებზე მე ხმას არ ამოვიღებ“, – განაცხადა განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.


ვიდეო ნახეთ – ვრცლად:

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159831399025579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



გიორგი ფხაკაძე -„ნეპალელ ქალს, ვერ მოვიყვანდი…

0

04/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვისაც ეს ვირუსი შეეყარა, უმეტესობას, პანიკური შიში აქვს. ამიტომ შეეცადოს, რამე კარგი საქმე აკეთოს. ეს შეიძლება იყოს ღიმილი, ტკბილი სიტყვა, პოზიტიური ენერგია უნდა გასცე, რაც ბუმერანგივით, აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ“ – პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე.

ნახეთ სრულად:

https://old.primetime.ge/nepalel-qals-ver-movikvandi-dedachemi-meubneboda-qartveli-unda-sheirtoo-vin-aris-qali-romlis-qandakebebits-giorgi-fkhakadzis-sakhlshi-idga



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძეს: „Лучше поздно чем никогда“

0

25/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ამას 2020 წლის დეკემბრიდან ვამბობ. – Лучше поздно чем никогда:)

ჯანმრთელობას გისურვებთ…“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა:

„გამორიცხული არ არის, – აგვისტოს ბოლოდან როგორც ევროპაში, ისე გლობალურად, დაიწყოს შემთხვევების ზრდა ძირითადად ახალი მუტირებული შტამების ხარჯზე. აუცილებელია გამკაცრდეს ყურადღება რეგულაციების დაცვაზე, გაიზარდოს ვაქცინაციის მაჩვენებელი.


ყველგან, სადაც კი შეზღუდვების შემსუბუქებები მიმდინარეობს, მეტი ყურადღებაა რეგულაციების დაცვაზე. პირველ რიგში ეს არის პირბადე, სოციალური დისტანცია, შეკრებებისგან თავის არიდება, მეტი აცრა.


დღევანდელი მონაცემებით, ორჯერადად აცრილია სამიზნე მოსახლეობის 1% და დაახლოებით 3,5% არის ერთხელ მაინც აცრილი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ზაფხულში ეს მაჩვენებელი ავიდეს 10-15%-ის ფარგლებში და ა.შ.“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


გიორგი ფხაკაძეს სახლი არ აქვს, სინამდვილეში ეს სასახლეა… – ექსკლუზიური ფოტოები და სტუმრების რეაქცია

0

25/10/2021


ორწლიანი განშორების შემდეგ, უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სამშობლოშია. „პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურ ვრცელ რეპორტაჟს გთავაზობთ, რომლითაც სულ სხვანაირ გიორგი ფხაკაძეს გაიცნობთ.


პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.

ამ პერიდში მასთან ინტერვიუ არაერთმა გამოცემამ ჩაწერა. გარდა ამისა, მის სახლში სტუმრად იყვნენ, როგორც ცნობილი სახეები, ასევე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ფხაკაძის სახლში სტუმრობისას, ყველას ერთი შთაბეჭდილება დარჩა: ეს არ არის სახლი, ეს არის სასახლე, სადაც აუცილებლად უნდა იყოს დასაქმებული გიდი და სტუმრები მიიღოს, რომლებიც თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩამოტანილ ისტორიულ ფიგურას ნახავს. თითოეული ქვა, თითოეული ნივთი განსაკუთრებულია.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadzes-sakhli-ar-aqvs-sinamdvileshi-es-sasakhlea-eqskluziuri-fotoebi-da-stumrebis-reaqtsia-romlebsats-profesorma-umaspindzla/


როდესაც ტყვით: „რაც იქნება, იქნებაო”, აი, მაშინ იგებს ვირუსი“ – გიორგი ფხაკაძე

0

21/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„გაცილებით მწვავე „ეპიდაფეთქებას ახლაც ბათუმიდან უნდა ველოდოთ. ინდური შტამის გავრცელება სიტუაციას შარშანდელზე მეტად დაამძიმებს.


ჩვენ გვაქვს ძალიან მოკლე მეხსიერება. შარშან ზუსტად იგივე იყო, – დაიწყო აფეთქება ბათუმიდან, წელსაც იგივე იქნება, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ იქნება უფრო მწარე. გვექნება ინდური შტამი, ე.წ. დელტა შტამი იქნება უფრო ძლიერი, გავრცელება იქნება ძლიერი, მოსახლეობის იმუნური სისტემა იქნება უფრო დაქვეითებული, რადგან 1.5 წელი ხალხი ფიზიკურად დაიღალა, აი, ამას ელოდება ვირუსი, როდესაც თქვენ იტყვით – „რაც იქნება, იქნებაო”, აი, მაშინ იგებს ვირუსი,”-აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ეს ხალხი სად იყო მანანდე?“ -„საქართველოში შემოსული პირბადეები 0,6%-იც ვერ იცავს ვირუსისგან“

0

11/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ეს ხალხი სად იყო მანანდე?

ანუ, როცა საკითხი მეტნაკლდბად ლაგდება და თითქმის კულმინაციემდე მივედით, გაახსენდათ, რომ ეს არის პრობლემა …..

2020 წლიდან ვსაუბრობდი სამედიცინო პირბადეებზე და ხარისხის არარსებობაზე ქვეყანაში (გახსოვთ 1-2 ლარად შეკერილი პირბადეები)

სამედიცინო პირბადეების ხელმისაწვდომობა უკვე არის და ფხაკაძის ხარისხი მე მგონი ყველამ გაიგო…“ – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) განცხადებაში ნათქვამია:

-„საქართველოში შემოსული პირბადეები 0,6%-იც ვერ იცავს ვირუსისგან“.

ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტს სამოქალაქო პეტიცია წარუდგინა, -რაც შეიძლება მოკლე ვადებში უზრუნველყოს ხელისუფლებამ ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნა, ასევე საუბარია სანიტაიზერებსა და პირბადეებზეც.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Verified by MonsterInsights