ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026

ბატონ გიორგი ფხაკაძეს დაბადების დღეს ვულოცავთ – ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას ვუსურ

16 ივნისი, 2022

#drpkhakadze

ბატონ გიორგი ფხაკაძეს დაბადების დღეს ვულოცავთ – ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას ვუსურვებთ.

პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე დაიბადა 1976 წლის 16 ივნისს.

1991-1997 წლებში ისწავლა „ლეგია და კომპანიის“ უნივერსიტეტში. არის დიპლომირებული მედიკოსი (MD) სპეციალობაში „ზოგადი ქირურგია“. ამის შემდეგ სწავლა განაგრძო ნეპალში, სადაც გახდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი. ასევე არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში.

გიორგი ფხაკაძე 2021 წლიდან არის ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI, the Vaccine Alliance), დამოუკიდებელი განხილვის კომიტეტის წევრი.2020 წელს დაარსა საფრანგეთში ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრებს გარეშე“. ამავე წელს გახდა ევროფონდის (Eurofound), ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხებში ევროკავშირის სააგენტოს ექსპერტი. 2016-2017 წლებიდან არის ფრანგული საერთშორისო ორგანიზაცია „Première Urgence Internationale-ის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონალური ჯანმრთელობის მენეჯერი. ასევე არის გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (UN secretary General’s Independent Accountability Panel (IAP) წევრი.


2015-2016 წლებში იყო ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია დავეხმაროთ მოხუცებს (HelpAge International) ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რეგიონალური ჰუმანიტარული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი. 2014 წლიდან არის შვეიცარიაში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM) ტექნიკური მიმოხილვის პანელის (TRP) ტექნიკური ექსპერტი.



Independent Expert of the Scientific Board-ად Національний фонд досліджень України-ში


Member of the Independent Review Committee-ად Gavi, the Vaccine Alliance-ში


Visiting Professor-ად საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia-ში


Expert, Quality of Life-ად Eurofound-ში


Advisory Board Member-ად Cosmos Multidisciplinary Research E-Journal-ში


Visiting Professor-ად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ში


External Expert of the Medical Research Agency of Poland-ად Agencja Badań Medycznych-ში


President-ად Accréditation Sans Frontières-ში


Member of the Independent Assessment Committee-ად Gavi, the Vaccine Alliance-ში


Expert – Education, Audiovisual and Culture Executive Agency-ად European Commission-ში


Board Member / Section-ად Encyclopedia of the UN Sustainable Development Goals-ში


Mentor-ად MultiPod Mentoring-ში


International Adviser for Small Businesses-ად European Bank for Reconstruction and Development (EBRD)-ში


Editorial Board Member-ად MedCrave Journals-ში


HIV expert on the Technical Review Panel (TRP)-ად The Global Fund-ში


Reviewer-ად Journal of AIDS and HIV Research-ში


Professor, Head of the School of Public Health-ად David Tvildiani Medical University-ში


Reviewer-ად WHO Eastern Mediterranean Health Journal-ში


member-ად AIDS and Anthropology Research Group (AARG)-ში


ყოფილი United Nations Secretary General’s Independent Accountability Panel (EWEC) Member United Nations-ში


ყოფილი Resource Person Madurai Kamaraj University (MKU) – Directorate of Distance Education-ში


ყოფილი member Ministry Of Labour, Health And Social Affairs Of Georgia-ში


ყოფილი Senior Health Expert European Union Delegation-ში


ყოფილი Regional Health Manager for the Eastern Europe and the Middle East Première Urgence Internationale-ში


ყოფილი Regional Humanitarian Health Programme Manager, Eurasia and Middle East HelpAge International-ში


ყოფილი Deputy Director, Clinical & Quality Assurance (consultant) რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი-ში


ყოფილი Health Systems Evaluator UNRWA-ში


ყოფილი Expert in Health Capacity Development AEDES-ში


ყოფილი Deputy Chief Executive Officer, Strategy and Development ევექსი კლინიკები • Evex Clinics-ში


ყოფილი Member of the Independent Review Committee (IRC) Gavi, the Vaccine Alliance-ში


ყოფილი Health Education Expert National Institute of Health & Family Welfare (NIHFW)-ში


ყოფილი Independent Member of the Supervisory Board ალდაგი | Aldagi-ში


ყოფილი Executive Director (Consultant) Georgian Harm Reduction Network-ში


ყოფილი Programmee Specialist UNFPA-ში


ყოფილი Team Leader, GFATM Principal Recipient Mission East – Առաքելություն Արևելք-ში


ყოფილი Programme Specialist UNODC – United Nations Office on Drugs and Crime-ში


ყოფილი Technical Officer World Health Organization (WHO)-ში


ყოფილი Special Emphasis Panel Member National Institute of Allergy and Infectious Diseases (NIAID)-ში


ყოფილი Monitoring and Evaluation Supervisor UNICEF-ში


ყოფილი TECHNICAL ADVISER UNHCR, the UN Refugee Agency-ში


ყოფილი International Consultant United Nations Development Programme – UNDP-ში


ყოფილი Research fellow French Institute of Pondicherry-ში


ყოფილი Doctor, Accident and Emergency Apollo Hospitals-ში


ყოფილი Public Health Doctor/Researcher National Centre for AIDS and STD Control – NCASC-ში


ყოფილი Regional Coordinator UN Association of Georgia – UNAG-ში


ყოფილი Assistant Coordinator, Working Group of Humanitarian Assistance (WGHA) NRC – Norwegian Refugee Council-ში


ყოფილი Trainer IFES-ში


ყოფილი Public Health Doctor, Imereti Regional Health Education Center, Ministry Of Labour, Health And Social Affairs Of Georgia-ში


ყოფილი Medical social work CHCA-ში


ყოფილი Surgeon’s assistant Teaching Hospital #2-ში


ყოფილი Junior Medical Doctor Tbilisi Mother and Infant Center-ში


ყოფილი ICU Nurse Infectious Diseases, AIDS and Clinical Immunology Research Center-ში


სწავლობდა Kutaisi Secondary School #9-ში


სწავლობდა Kutaisi Secondary School # 17-ში


სწავლობდა Kutaisi Secondary School #14-ში


სწავლობდა Hospital Administration-ზე Indian Institute of Management and Technology-ში


სწავლობდა Master of Public Health-ზე Institute of Medicine (IOM), Tribhuvan University-ში


სწავლობდა PhD, Anthropology and Public Health-ზე University of Madras, Chennai, India-ში


სწავლობდა Lviv Secondary School #9-ში


სწავლობდა Medicine-ზე University of Legia and Company, Tbilisi, Georgia-ში


სწავლობდა Human Resource Management Personnel-ზე Indian Institute of Management and Technology-ში


ცხოვრობს Paris, France-ში




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili


Dr Giorgi Pkhakadze is leaving Georgia

29 October, 2021

Public health expert Dr Giorgi Pkhakadze publishes a photo taken at the Tbilisi airport on the social network.

The Professor returns to France.

A few days ago, Dr Giorgi Pkhakadze said on Facebook that neither the government nor the opposition in Georgia thinks about the difficult situation created by the epidemic.

According to his forecast, the situation in the country will change dramatically in the next two weeks.

He said, as no one in the country takes the advice of experts, he decided to leave the country earlier than planned.

Dr Giorgi Pkhakadze arrived in Georgia in early October.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD #drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Source: https://report.ge/en/society/giorgi-pkhakadze-is-leaving-georgia/

„10 წლის წინ ამერიკამ ეს ელექტრონული ბაზა გვაჩუქა, რატომ არ არის ამუშავებული?!“- გიორგი ფხაკაძე

23/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„აზრი არა აქვს ხან გახსნას და ხან ჩაკეტვას, უნდა იყოს სტრატეგია, რას და რატომ ვაკეთებთ.

იგივე ეხება ვაქცინაციას. ჯერ კიდევ ნოემბრიდან ვყვიროდი, გვჭირდება ელექტრონული ჯანდაცვა. მიხვდით ხომ, ივნისში, რატომ გვჭირდებოდა?! ელექტრონული ჯანდაცვა – ეს არის ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც ფიქსირდება, სად რამდენი ვაქცინაა, რამდენი პაციენტია და ნათლად ჩანს, რამდენია საჭიროება.

10 წლის წინ ამერიკამ ეს ელექტრონული ბაზა გვაჩუქა, რატომ არ არის ამუშავებული?! საქართველომ შემდეგ კიდევ 17 მილიონი დახარჯა და ახლა ჯანდაცვაში გვაქვს არა ერთიანი, არამედ ცალ-ცალკე 22 ელექტრონული ბაზა, რომლებიც ერთმანეთს „არ ელაპარაკებიან“, თავისი „სტაფით“ და ხარჯებით. ექიმებს კი პაციენტების მკურნალობის დრო არ რჩებათ, თითქმის მთელ დროს ამ უაზრო ფორმების შევსებას ანდომებენ. რატომ?! იმიტომ, რომ ამ ბაზებით ვიღაცა ფულს აკეთებს!“ – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„საინტერესო სიახლე, მოდერნას ვაქცინა 5-8%-ჯერ უფრო ეფექტურია „ფაიზერზე…“-გიორგი ფხაკაძე

19 აპრილი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს:

-„საინტერესო სიახლე, მოდერნასგან რომელიც ჯერ კიდევ შარშან პირველი იყო, ვინც კორონავირუსის ბეტა ვარიანტის გამოჩენის შემდეგ გადაწყვიტა, დაეწყო მუშაობა, რათა შეექმნა კორონავირუსის უფრო ძლიერი ვაქცინა.
შედეგად, მოდერნამ შექმნა ეს ახალი ვაქცინა და პირველადი შედეგები საკმაოდ საიმედოდ გამოიყურება.
საქართველო ჯიუტად არ ყიდულობს მოდერნას ვაქცინებს და მილიონებს ყრის ჩინურ, არაეფექტურ ვაქცინებში, რატომ ნეტავ?!
ცნობისათვის, მოდერნას ვაქცინა 5-8%-ჯერ უფრო ეფექტურია ფაიზერზე…
P.S. ახლა ქართველი ანტივაქსერები დაიწყებენ, ფხაკაძემ ფაიზერის წელი გაყიდა და მოდერნასი იყიდა

ჯანმრთელობას გისურვებთ…“
#drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze
გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე https://youtube.com/c/GiorgiPkhakadze
Moderna Inc-მა (MRNA.O) განაცხადა, რომ COVID-19-ის გამაძლიერებელმა, რომელიც შექმნილია ბეტა ვარიანტის და ასევე ორიგინალური კოროვირუსის სამიზნეზე, წარმოქმნა უკეთესი იმუნური პასუხი ვირუსის მრავალი ვარიანტის მიმართ, მათ შორის Omicron.
მოდერნა აღნიშნავს, რომ შედეგები კარგი ნიშანია კომპანიის გეგმებისთვის სამომავლო კადრებისთვის, რომლებიც მიმართულია COVID-19-ის ორ ვარიანტზე.
დოქტორმა ჟაკლინ მილერმა, მოდერნას საუკეთესო მეცნიერმა, თქვა, რომ კომპანიას არ აქვს დაუყოვნებელი გეგმები ბივალენტური ვაქცინის ავტორიზაციისთვის, ბეტა ვარიანტის ჩათვლით. ის წარუდგენს მონაცემებს აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას, რათა საფუძველი ჩაუყაროს მომავალი ბივალენტური ვაქცინის კანდიდატს, რომელიც მოიცავს Omicron-ის ვარიანტს, როგორც სამიზნე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili




„ეს არის პოზიტიური პირველი მერცხალი ….ბევრი კიდევ ვერ ხვდება, თუ რა ხდება დღეს მეცნიერებაში!“

23/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ეს პოსტი არ ეხება კოვიდ-19 ვაქცინას

მოდერნამ დაიწყო ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა
ეს არის ნამდვილად უმაგრესი ამბავი.
უდიდესი ამბავია, ბევრი კიდევ ვერ ხვდება, თუ რა ხდება დღეს მეცნიერებაში!
კოვიდ-19 პანდემიამ ბევრი უბედურება მოუტანა კაცობრიობას, მაგრამ ასევე უდიდესი პროგრესი იქნა მიღწეული. ეს არის პოზიტიური პირველი მერცხალი …. და უფრო ბევრი საინტერესო რამ იქნება ახლო მომავალში. მე ვგულისხმობ თვეებს და წლებს და არა ათწლეულებს.
მეცნიერება, პროგრესი და საღი აზრი სულ ყოველთვის იმარჯვებს.


———-

“ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) არის რნმ-ზე დაფუძნებული ინფექცია, რომელიც იწვევს ქრონიკულ და სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო დაავადებას, რომელსაც შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდს) უწოდებენ”. დეტალები აქ ნახეთ: https://1tv.ge/…/ra-aris-aiv-infeqcia-shidsi…/

This is a greatest news. Positive side effect of COVID-19. We will get many more good news in coming months and years…“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ვინც არ აიცრება, დაჯარიმდება, კოვიდ ვაქცინაცია გახდა სავალდებულო…“-გიორგი ფხაკაძე

1 დეკემბერი, 2021

#drpkhakadze

„სამწუხაროდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და შეგნება ყველგან ერთნაირი არ არის. მაგალითად, საქართველოში 80% ვერ შეიგნო და არც აპირებს შეგნებას.
ევროპაშიც ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ არა ისეთი კატასტრიფული.
ავსტრია იყო პირველი ქვეყანა, სადაც კოვიდ ვაქცინაცია გახდა სავალდებულო. დიახ, 1 თებევრლამდე ვინც არ აიცრება, დაჯარიმდება 4000$.
დღეს საბერძნეთის მთავრობა გადაწყვიტა, რომ ყველა მიქალაქე ვინც არის 60 წლის ზემოთ უნდა აიცრას 2022 წლის 15 იანვრამდე. ვინც არ აიცრება, ჯარიმა არის 114$ ყოველ გადაცილებულ თვეზე.
საქართველოში კი:
კოვიდ პასპორტს მიიღებს ყველა ვინც გადაიტანა კოვიდი (ლოგიკიდან, მეცნიერებიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილება). წარმოგიდგენიათ რა ფულის კეთება დაიწყება ყალბი კოვიდ დადებითი საბუთებში.
პენსიონერებს 200 ლარის აძლევენ ვაქცინაციისთვის.
ოჯახის ექიმებს 16 ლარს აძლევენ რომ დაარწმუნონ ვაქცინაცია.
კოვიდ ვაქცინირებულები აზარტულ თამაშებისკენ მიდრეკილებას ზრდიან.
სრული მარაზმი, არაპროფესიონალიზმი და ყოველგვარი სტრატეგიული ხედვის უნარის ნაკლებობა
იქნებ ერთხელ მაინც სწორი გზით წავიდეთ? გადმოვიღოთ ან თურქეთის ან საფრანგეთის ან ბრიტანეთის ან ისრაელის მაგალითები

არაპროფესიონალიზმი კლავს“ – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

https://www.npr.org/2021/11/30/1060175635/greece-covid-vaccine-mandate?utm_campaign=npr&utm_source=facebook.com&utm_term=nprnews&utm_medium=social&fbclid=IwAR1nhQ6id0PIqaKQiibOTZCB4OOPM7alLcKCREAvmgGsSIg6LZBcKF4ntyc&t=1638319340876&t=1638319354573



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„კოვიდ საშვის “მწვანე” სტატუსი უნდა მიენიჭოს მხოლოდ „ფაიზერით“ 2-ჯერ ვაქცინირებულებს“-გიორგი ფხაკაძე

15 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

„აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე წერს:

„კოვიდ პსრ ტესტებზე საქართველოში და მსოფლიოში ისეთი ამბავია…

კოვიდ პსრ ტესტი არ არის 100%-იანი სიზუსტის პასუხის მომცემი, სამწუხაროდ. რატომ? იმიტომ, რომ პსრ ტესტის პასუხი დამოკიდებულია:

როგორ აიღეს ტესტი;

როდის აიღეს ტესტი;

როგორ მიიტანეს ლაბოლატორიამდე მასალა;

როგორი ლაბოლატორიაა (ხარისხი, ტრენინგი და ასე შემდეგ)

მარკირება თუ იყო სწორი მთელი პროცესის მანძილზე

სწორი პასუხი თუ გაუგზავნეს სწორ პირს

ეს ისე, მოკლე ჩამონათვალია. ამ 6 პუნქტზე – “როდის” ჩატარდა ტესტი, საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩატარდა დიდ ბრიტანეთში (კვლევის წყარო რა თქმა უნდა, მითითებულია) .

ამ კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი სიზუსტის სწორი პასუხი არის ინფიცირებიდან მე-4 დღეს და ეს არის დაახლოებით 77% (54-88%). თუ პაციენტმა აიღო პსრ ტესტი ინფიცირებიდან 10 დღეში, სწორი პასუხი იყო მხოლოდ 50% (38-65%).

კიდევ ერთხელ შეხსენება – კოვიდის პსრ ტესტი არ არის 100% სიზუსტის პასუხის მომცემი. გააჩნია, როდის გააკეთეთ ტესტი. მისი პასუხის სიზუსტე მერყეობს 38-88%მდე

საქართველოში 1 დეკემბრიდან კოვიდ საშვის “მწვანე” სტატუსი უნდა მიენიჭოს მხოლოდ „ფაიზერით“ 2-ჯერ ვაქცინირებულებს

ვისაც გაქვთ რამე სხვა არგუმენტი, ჯერ გირჩევთ, წაიკითხოთ წყარო, მერე გადახედოთ ბმულში მოცემულ სურათებს, მერე მაჩვენეთ თქვენი დიპლომი და ასევე თქვენი ნაშრიმების ჩამონათვალი და, ხო, ასევე მოაყოლეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება და ამ კრიტერიუმებს თუ დააკმაყოფილებთ, მერე წერეთ – “ჩემი აზრით”. დავიღალე ამდენი უაზრო კომენტრებისგან…… მეგობრები გამიგებენ, ჟელატინს მაინც არაფერი ეშველება ….

კიდევ ერთხელ დიდი თხოვნა მაქვს, უაზრო კომენტარების წერისგან თავი შეიკავეთ, ისედაც 20,000-მდე ანგარიში წავშალე ….

Results

We estimated that the probability that the PCR test detected infection peaked at 77% (54–88%) 4 days after infection, decreasing to 50% (38–65%) by 10 days after infection. Our results suggest a substantially higher probability of detecting infections 1–3 days after infection than previously published estimates. We estimated that testing every other day would detect 57% (33–76%) of symptomatic cases prior to onset and 94% (75–99%) of asymptomatic cases within 7 days if test results were returned within a day.

https://bmcmedicine.biomedcentral.com/…/s12916-021-01982-x



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




„წამლები უკვე არის, მაგრამ საკმაოდ მცირე წრისთვის… საქართველოში ამ წამლების შემოტანა“

21/07/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„კოლეგებისთვის:
კოვიდსაწინააღმდეგო წამლები უკვე არის, მაგრამ:
ოთხმა წამალმა მიიღო ამერიკის წამლის სააგენტოს დროებითი ავტორიზაცია…
ეს წამლები ეფექტურია მხოლოდ პაციენტთა საკმაოდ მცირე წრისთვის
მაგალითად, რეგენერონის კოქტეილი ერთ-ერთი პირველი წამალია, რომელმაც აჩვენა, რომ 100 ადამიანიდან 6 ადამიანის გადარჩენა შეუძლია.
მაგრამ ფასი?! – წამლის კოქტეილის ფასი $1300-დან – $2700-მდე მერყეობს…. შედარებისთვის – „ფაიზერის“ ვაქცინა დაახლოებით $19.5 ღირს ერთი დოზა, „ასტრაზენეკა“ $2.15, „სინოვაკი“ კი 29.75 ?!!
დასკვნა თქვენზე იყოს….
ჩემი აზრით კი, საქართველოში ამ წამლების შემოტანა და შემდგომში მათი გამოყენება ნაკლებად რეალისტულად მიმაჩნია, რატომ?
ფასი ,
ლოჯისტიკა ,
უწყვეტი სამედიცინო განათლების არარსებობა…
მკურნალობის “ჩაწყობით” დანიშვნა და არა სამედიცინო დანიშნულებით…“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Results of the Recovery clinical trial indicate treatment with the Regeneron cocktail of monoclonal antibodies (casirivimab 4g and imdevimab 4g) reduces mortality by 20% on patients that have failed to produce immunity against the virus. The cocktail however does not change mortality rates when all patients are accounted regardless of initial antibody titers at baseline. The researchers estimated that the cocktail saves about 6 lives in every hundred seronegative patients treated with the cocktail. This is the first time that a clinical trial testing the Regeneron Abs demonstrates a statistically significant effect on mortality rates on a subpopulation of COVID-19 patients when administered early. The trial evaluated 9785 randomized patients at 177 hospitals of the United Kingdom
#COVID19 #COVID #health #globalhealth #publichealth #medicine #biotechnology #pharmaceuticals #pandemic #infectiousdiseases #FDA #WHO #CDC #vaccines #clinicaltrials #immunology #Regeneron
https://www.sciencemag.org/…/monoclonal-antibodies-cut…
Original findings available as preprint in medRxiV (June 16, 2021):
https://doi.org/10.1101/2021.06.15.21258542
See Recovery trial press release (June 16, 2021):
https://www.recoverytrial.net/…/recovery-trial-finds…
FDA approval (November 21, 2020)
https://www.fda.gov/…/coronavirus-covid-19-update-fda…
https://investor.regeneron.com/…/regeneron-announces-us…



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ასტრაზენეკას“ შეჩერების საჭიროებაზე 55 წლის ასაკის ქვემოთ ადამიანებში და გავილანძღე. როცა რაღაცას

31/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი,პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინების შესახებ საუბრობს:
„მცირე განმარტება ვაქცინებთან დაკავშირებით, – უკვე სამმა დიდმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩერონ „ასტრაზენეკას“გამოყენება 55-60 წელზე ქვემოთ ასაკის ადამიანებში (გერმანიამ – 60 წელს ქვემოთ, კანადამ და საფრანგეთმა – 55 წელს ქვემოთ)

ევროპის ძლიერი მარეგულირებლები ყურადღებით აკვირდებიან ვაქცინაციის პროცესს. მიღებული გადაწყვეტილებები ძლიერი ინდიკატორია იმის, რომ საქართველომ მაგალითი უნდა აიღოს მხოლოდ ევროპელი მეგობრებისგან.

საქართველოში არ უნდა შემოვიტანოთ არც ერთი COVID-19 ვაქცინა და მედიკამენტი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანოზაციის და ევროკავშირის წამლის სააგენტოს მიერ რეკომენდირებული არ არის.
რამდენი ხნის წინ ვთქვი „ასტრაზენეკას“ შეჩერების საჭიროებაზე 55 წლის ასაკის ქვემოთ ადამიანებში და გავილანძღე. როცა რაღაცას ვამბობ, გთხოვთ, დამიჯერეთ, მეტი რა ენაზე უნდა გითხრათ, არ ვიცი.

„ნოვავაქს“ რაც შეეხება, ვიყიდოთ, დავასაწყობოთ, მაგრამ გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, რომ ეს ვაქცინა კარგია.
ამ ეტაპზე კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე მძლავრ იარაღად ისევ რჩება სამედიცინო პირბადე და მოგიწოდებთ, გამოვიყენოთ ის.

ასევე, უნდა დავნერგოთ ელექტრონული ჯანდაცვა, – ეს არის ის, რაც დღესვეა გასაკეთებელი და ძალიან ფრთხილად უნდა ვმართოთ ვაქცინაციის პროცესი“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
რაც შეეხება „საქართველოს აკრედიტაციას“, გიორგი ფხაკაძის თქმით, უკვე 9 სამედიცინო დაწესებულებამ გამოხატა დამოუკიდებელი და ნებაყოფლობითი აკრედიტაციის გავლის სურვილი, კიდევ რამდენიმე მუშა პროცესშია.


-„აკრედიტაციის შედეგად ქვეყანაში გვექნება კარგი და ძალიან კარგი საავადმყოფოები.
ყველა იმ უნივერსიტეტს, სადაც არის იურიდიული და სამედიცინო ფაკულტეტი, მოგიწოდებთ თანამშრომლობისკენ – „საქართველოს აკრედიტაცის“ ინიციატივის ფარგლებში ერთ-ერთი ინდიკატორი არის პაციენტის უფლებები და გთხოვთ, ამ მიმართულებით ჩაერთოთ პროცესებში
ასევე მივმართავ პაციენტის უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს, კარგი იქნება, სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის უფლებების მიმართულებით ვითანამშრომლოთ.
მივმართავ ასევე სამედიცინო უნივერსიტეტებს, კოლეჯებს – ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური ინსტიტუციების ჩართულობა აკრედიტაციის პროცესში უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხის სტანდარტებისა და ინდიკატორების გაუმჯობესების კუთხით.

დღეს უკვე ჩატარდა ერთი შეხვედრა სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. კვირის ბოლომდე სამუშაო ჯგუფის ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც უწყვეტ სამედიცინო განათლებასა და იმ მინიმალურ ინდიკატორებზე იქნება საუბარი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესების საშულაებას მოგვცემს.


შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი:
1. პაციენტის უფლებების დაცვის მიმართულებით და
2.უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და ხარისხის სტადარტების ინდიკატორების შემუშავების მიმართულებით. ორვე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა ჩატარდება კვირის ბოლომდე.


შესაბამის ორგანიზაციებსა და აკადემიურ ინსტიტუციებს გთხოვთ, აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გამომიგზავნეთ წერილი პირად შეტყობინებაში ან accreditation.ge მითითებულ მეილზე – info@accreditation.ge
რამდენიმე უნივერისტეტმა უკვე გამოხატა თანამშრომლობის სურვილი, ამ ინფორმაციას დავდებ ვებგვერდზე, ყველაფერი იქნება გამჭვირვალე.
ჩვენ უნდა ავაშენოთ არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო
დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.
გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის
„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ინდოეთის ცენტრალურმა მთავრობამ დამალა ინფორმაცია“ – „მძიმე მდგომარეობაა“-გიორგი ფხაკაძე

01/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:
„ისრაელი არის ქვეყანა! ჩვენ რამდენი ათეული წელი დაგვჭირდება, რომ ამ დონემდე მივიდეთ?! ისრაელში გაკეთდა ფაიზერით ვაქცინაცია, იქ არის ელექტრონული ჯანდაცვა და ყველა პაციენტის მონაცემი აღრიცხულია. არის კვლევა, რომ 100 000-დან ერთ პაციენტში მიოკარდიუმის ინფარქტი განვითარდა. რისკჯგუფია 18-დან 30 წლამდე ასაკი, ძირითადად მამაკაცები.

ნებისმიერ მედიკამენტთან მიმართებაში აუცილებელია სიფრთხილე და გამჭვირვალობა. ამდენი კვლევა იბეჭდება „ფაიზერზე“, ასტრაზენეკაზე“, „ჟონსონი @ჯონსონზე“. შეკითხვა არ გებადებათ, რატომ არ არის არანაირი კვლევა გასაჯაროებული ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე?
„ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინაზე ბევრი კვლევაა, გამოვლინდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ერთი რამ, რაც შეიძლება, დაბეჯითებით ითქვას, არის ის, რომ ორივე ვაქცინა იძლევა საშუალებას, ადამიანები არ მოხვდნენ რეანიმაციაში და არ გადრაიცვალონ.
კვლევებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, „ფაიზერის“ ეფექტურობა 94%-ია, ერთ დოზაზეც კი. მაგრამ დაბეჯითებით გთხოვთ, ყველამ, ვინც გაიკეთეთ ერთი დოზა, გაიკეთეთ მეორე დოზაც აუცილებლად.
ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში წამოვიდა კვლევები, კოვიდგადატანილ ადამიანებში არის ბევრი, სხვადასხვა სახის პრობლემა. ბოლო კვლევა, რომელიც ნიუ იორკში გაკეთდა, ადასტურებს, რომ შესაძლოა, კოვიდი აზიანებდეს თავის ტვინს.
კიდევ გავიმეორებ, ეს კვლევა ეხება არა იმათ, ვინც ვაქცინა გაიკეთა, არამედ კოვიდგადატანილებს. არ გადაატრიალოთ ჩემი ნათქვამი, როგორც ტვ პირველმა, თითქოს მე ვთქვი, რომ ვაქცინირებულებს სპერმის ხარისხი უქვეითდებათ, სინამდვილეში მე ვთქვი, რომ კოვიდგადატანილებში მაღალი შანსია, სპერმის ხარისხთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდეთ.
ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა. არც ერთ მათგანს არა აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ჩინურ ვაქცინას, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, არ აქვს გავლილი კლინიკური კვლევების მესამე სტადია. გავლილი აქვს მხოლოდ პირველი და მეორე სტადია, მაგრამ თავის მონაცემებს საჯაროდ არ აზიარებენ.
მოკლე ისტორია – სინოფარმი დეკემბერში აცხადებდა, – მისი ვაქცინა 79%-ით ეფექტურია. გაერთიანებულ ემირატებში ამბობდნენ, რომ 86%-ია. ვუხანის ინსტიტუტის ინფორმაციით, ეფექტურობა 72,5%-ია, თურქეთის ცნობით – 91,2%-ია, თუმცა ხედავთ, რომ ახლა იძულებული გახდნენ, ჩაკეტილიყვნენ. ბრაზილიამ იანვარში განაცხადა, 78%-იაო, ერთ კვირაში კი წამოვიდა ინფორმაცია, რომ ეფექტურობაა 50,0%.ინდონეზიის კვლევით 65%-ია. პაკისტანში – 75%. ხედავთ ხომ, ციფრებში რამხელა სხვაობაა? ამას წინათ კი ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა საჯაროდ თქვა, რომ ვაქცინის ეფექტურობა 50%-ია. რეალურად სავარაუდოდ 25%-ია. რატომ იძახის საქართველოს მთავრობა, რომ 79%-ია ეფექტურობა? ეს კვლევები ეხება ვუხანურ ვირუსს, სხვა შტამებზე როგორ მუშაობს ჩინური ვაქცინა, ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს.
კიდევ ერთი საკითხი – პერიოდულად პრესაშიც და ზოგიერთი ექიმის მხრიდანაც ხდება აჟიოტაჟის ატეხვა, თითქოს, რაღაც კოვიდსწინააღმდეგო წამალი გამოიგონეს. ხალხო, სანამ მედიკამენტი არ გაივლის მესამე კლინიკურ კვლევას, მისი ასე დარეკლამება, სულ მცირე, არაეთიკურია. ნუ აკეთებთ ამას და ნუ ეხმარებით ფარმაკომპანიებს გამდიდრებაში! ნუ ქმნით ცრუ მოლოდინებს საზოგადოებაში!“


ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა, ორი უჩვეულო მუტაცია: E484Q და L425R. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რეგიონში ეს მაჩვენებელი 60% -ზე მეტია. ვარიანტს დაერქვა B.1.617. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი. ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც. ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საერთაშორისო დახმარება ჩაიტანეს, მათ შორის ჟანგბადის სისტემები, მართვითი სუნთქვის აპარატები და ანტივირუსული მედიკამენტები. ინდოეთის საავადმყოფოებში საწოლის მარაგი ამორურულია. ხალხი იძულებულია, სახლში იმკურნალოს. იმის გამო, რომ ქვეყანაში ჟანგბადის ბალონებისა და სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტია, მოსახლეობამ შავ ბაზარს მიმართა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში ინფიცირების 17 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 198 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ინფიცირების შემთხვევათა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია. კორონავირუსი გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, მთავრობამ ვერ შეძლო მოსალოდნელი ტალღის წინასწარ განსაზღვრა და მისი მართის დაგეგმვა. ვარიანტის B.1.617 ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სინგაპურშია გამოვლენილი.


ინდოეთი დიდი ბრიტანეთის წითელ სიაში მოხვდა სამოგზაუროდ. ინდოეთი ებრძვის ინფექციების გამანადგურებელ ზრდას და კორონავირუსის ახალ ვარიანტს.


რა ვიცით ახალი ვარიანტის შესახებ?


კოვიდის ახალმა, ინდურმა შტამმა მეცნიერების ყურადღება ჯერ კიდევ მარტში მიიპყრო. კერძოდ, 24 მარტს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, – მაჰარაშტრას შტატში კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 15%-20%-ით იმატა. ვირუსის ახალი, ინდური ვარიანტი, რომელსაც B.1.617 სახელით მოიხსენიებენ, ორ უჩვეულო მუტაციას, E484Q და L425R-ს შეიცავს.


რამდენად საშიშია


Public Health England-ის განცხადებით, მეცნიერები ინდური შტამის კვლევის პროცესში არიან. ცდილობენ დაადგინონ, რამდენად საშიშია ინდური მუტაცია სხვა შტამებთან შედარებით, ვრცელდება თუ არა სწრაფად, რამდენად მომაკვდინებელია, მოქმედებს თუ არა ვაქცინების ეფექტურობაზე.


L452R მუტაცია, რომელსაც ინდური შტამი შეიცავს, შესაძლოა, ვირუსს ანტისხეულებისგან თავის დაღწევაში დაეხმაროს, ხოლო, მეორე E484Q-ი მსგავსია E484K-ის მუტაციის, რომელსაც სამხრეთ აფრიკული ვარიანტი შეიცავს და რომელიც ვირუსს ვაქცინების მიმართ ნაწილობრივ რეზისტენტულს ხდის. თუმცა, დაზუსტებით ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეგვიძლია.


სანგერის ინსტიტუტის Covid-19 გენომიკის ინიციატივის ლიდერმა, ჯეფრი ბარეტმა თქვა, რომ ინდური ვარიანტი არ შეიძლება იყოს ისეთი პრობლემური, როგორც სხვა ვარიანტები, მაგალითად სამხრეთ აფრიკაში და ბრაზილიაში. ეს ვარიანტი დაბალ დონეზე არსებობდა ინდოეთში.


შეშფოთებას ხელს უწყობს ჯანმრთელობის კანადის უახლესი მონაცემები, რომლებიც აჩვენებს,- კორონავირუსით ინფიცირებული მგზავრები ნაპოვნია 27-ე რეისზე, რომლებიც 4-დან 14 აპრილამდე დელიდან ჩამოდიოდნენ კანადაში.


COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ისე საქართველოშიც, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. საქართველოში 29 აპრილს გვიან ღამით ჩინური “სინოვაკის” 100 000 დოზა ჩამოვიდა. “სინოფარმზე” რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. ექსპერტები ამბობენ, რომ “სინოფარმის” ვაქცინას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უკვე რამდენიმე თვეა, იყენებს, მათი გამოცდილებით, ის სანდო და ეფექტურია. 30 აპრილის მონაცემებით, ჯამურად 45 338 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 6064 ადამიანი. კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, დღევანდელი მონაცემებით, 65 844 მსურველია დარეგისტრირებული. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს.


ინდოეთის ცენტრალურმა მთავრობამ დამალა ინფორმაცია ვირუსზე, რომ ჩაეტარებინათ არჩევნები. ჯერჯერობით ინდურ შტამზე არ არის სრულყოფილი კვლევები, არ იციან, მუშაობს თუ არა ფაიზერი მის წინააღმდეგ. არის კვლევები, რომ ვინც უკვე გადაიტანა კოვიდი ან იყო ვაქცინირებული, ისინიც დაინფიცირდნენ. 2-3 კვირაში უფრო სრულყოფილი ინფორმაცია გასაჯაროვდება.
თუ გაიკეთეთ ვაქცინა, მიჰყევით პროტოკოლს, აუცილებლად გაიკეთეთ მეორე დოზაც. 5 თვის შემდეგ დიდი ალბათობით მესამე დოზის გაკეთებაც მოგიწევთ. ვაქცინაციამდე კონსულტაცია გაიარეთ ოჯახის ექიმთან. ნუ გაიკეთებთ ექიმის დანიშნულების გარეშე პრე და პოსტვაქცინურ ტესტებს.
თავდაცვის ოქროს რეკომენდაციები უცვლელია – სამედიცინო პირბადე ცხვირზე, 2-მეტრიანი დისტანცია და ხელების დაბანა.
თუ გაქვთ საშუალება, გახვიდეთ სოფელში, ეს არის საუკეთესო გამოსავალი. სოფელში ცხოვრება არის ფუფუნება დღევანდელ დროს.


მე, დედა და საქართველო
„მე, დედა და საქართველო“
-„ძალიან მიყვარს ქუთაისი. ბევრი რამ შევარდნაძის დროინდელ ქუთაისში არ მომწონდა, მაგრამ ის მინუსები უკვე დამავიწყდა და მარტო ის მახსოვს, რაც მიყვარს. ქუთაისში ძალიან ლამაზი სახლი მქონდა, ჩემი სული და გულია იმ სახლში ჩადებული. იმ სახლის ფასადზე დედაჩემის და ჩემი დის სახეა გამოქანდაკებული, ის სახლი შემდეგ ჩემმა მეგობარმა იყიდა. მიყვარს ქუთაისი და მიყვარს ჩემი სახლი. საქართველოში როცა ჩამოვდივარ, ყოველთვის გავდივარ დედის საფლავზე. მე დედაჩემი ძალიან მიყვარს. არასდროს ვიტყვი – „მიყვარდა“, დედა სულ გიყვარს.
ქუთაისში როცა ჩავდივარ, ყოველთვის გავდივარ დედაჩემის საფლავზე. ხომ დაგიგროვდება ცხოვრებაში ადამიანს რაღაცეები, ზოგჯერ რაღაცეებს ვერავის ვერ ეტყვი, საერთოდ ვერავის ვერ ეტყვი – ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დედაჩემის საფლავი ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლება, დედას ცოცხალივით ვესაუბრო იმაზე, რასაც ამ დედამიწაზე ვერავის ვეტყვი. დედის წინაშე რა უნდა დამალო. დედამ ყველაფერი იცის, დედა ყველაფერს გრძნობს. შენ ხმა რომ არ ამოიღო, დედამ მაინც ყველაფერი იცის….დედას ყველაფერი უნდა უთხრა. მე დედაჩემს ყოველთვის ყველაფერს ვეუბნებოდი…ახლაც რომ ჩამოვდივარ, მივდივარ საფლავზე და მდუმარედ ვუყვები ყველაფერს. მას ესმის, ვიცი.
აღდგომა ჩემთვის დღე-სასწაულია.
ყველაზე კარგად მახსენდება აღდგომა. ძალიან, ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, ყველა წინაპრის სასაფლაოს რომ შემოივლი, ყველა წინაპარს რომ პატივს მიაგებ, სასაფლაო რომ დალაგებული და დასუფთავებულია. ძალიან მიყვარს ნათესავებთან მისვლა, ჩემს ნათესავებთან ურთიერთობა და პურის ჭამა, განსაკუთრებით სასაფლაოზე. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ეს დღე… ჩემი ბაბუები, ბებიები, დიდი ბაბუები, – მათი საფლავების მონახულება ძალიან მიხარია. ეს რაღაცნაირად გვაერთიანებს. ძალიან მიხარია იმიტომ, რომ წარსულის და მომავლის კავშირია, ნათესავები ნახულობენ ერთმანეთს – ეს ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს ძველი მეგობრები. მაგალითად, მამაჩემის და დედაჩემის ძველი მეგობრები (დედა ცოცხალი აღარ არის). ვფიქრობ, რომ აღდგომის დღესასწაული არის მართლაც ბრწყინვალე დღესასწაული და ყოველთვის მინდა, რომ ვიყო საქართველოში
სასაფლაოზე ქეიფი, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით, უდიდესი რაღაცაა, ჩვენ რომ ჩვენს წინაპრებს პატივს ვცემთ და ვიხსენიებთ. მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია.
გეტყვით – რატომ. კინოთეატრში თურმე შეიძლება, წახვიდე, მეტროში შეგიძლია ჩახვიდე, ხალხით გადაძეძგილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიძლია ახვიდე, და სასაფლაოზე არ შეიძლება ადამანი გავიდეს?! კარგით რა! ეს ვითომ მოქალაქეებზე ფიქრი, ვითომ ეპიდემიოლოგია, ვითომ ექსპერტიზა – არ გვინდა რა, ამდენი დაბოლება. საქართველოში ნარკოტიკის მოხმარება მომატებულია, ვიცი, და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, ამ ზეგავლენის ქვეშ არიან.
ჩემი მოსაზრება მარტივია – მეტრო დაკეტე, კინოთეატრი დაკეტე, რესტორანი, ღრეობა, პურმარილები დაკეტე – გეუბნები, ინფექცია სად არის. მაგრამ სასაფლაოს დაკეტვა?! – კარგი რა! ბოლოსდაბოლოს დააყენე მუნიციპალიტეტის ხალხი, პოლიცია და ღრეობა და პურმარილი აკრძალე, მაგრამ საფლავებზე გასვლა?!
მე ვფიქრობ შემდეგს – ჩვენი წინაპრების მონახულება, სუფთა ფსიქოლოგიურად, სოციალურ-კულტურულად, რელიგიურად უმნიშვნელოვანესია. მე ახლა რომ ვიყო საქართველოში და ვიღაცამ რომ ამიკრძალოს დედაჩემის საფლავზე გასვლა. ხომ მივასიკვდილე, ვინცაა მისასიკვდილებელი?! ვისა აქვს უფლება, გამაჩეროს?!
მთელი ქვეყანა თუ იქნება დაკეტილი, კი ბატონო, მაგრამ მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ?! ხომ ხედავთ, რომ 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი არ მუშაობს, მაინც მთელი ქალაქი გარეთ დადის. მაინც ყველანი საშვებზე ჩალიჩობენ. არ იმუშავა 9 საათზე ჩაეტვამ, იმიტომ, რომ მეტრო და გადავსებული ავტობუსები ყველაზე დიდი გამავრცელებელია. ამ „ვითომ, ვითომ“ ცხოვრებას თავი დაანებეთ.
სხვათა შორის, ჩვენი ეკლესია ძალიან შეგნებულად უდგება საკითხს და ძალიან იცავენ წესებს ტაძრებში და იმედი მაქვს, ასევე იქნება აღდგომაზეც.
იმიტინგებენ, არ დაიცავენ რეგულაციებს, ავრცელებენ კორონას. ან კიდევ, გუშინ ვუყურებდი, ჩვენმა სპორტსმენმა რომ მოიგო მედალი, ჩავიდა თავის სოფელში, იყო ხვევნა-კოცნა. ბიჭს დაემართა კორონა. სად ვცხოვრობთ? ადამიანი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, რას ქვია, სოფელში წავიდა, 2 კვირიან კარანტინში უნდა იყოს. იქნებ აქ გადასდეს, ან იქნებ ინდური ვირუსი ჩამოგვიტანა მედალთან ერთად, ხომ არ ვიცით. კარანტინი ყველასთვის უნდა იყოს კარანტინი! დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვინმე არ ხართ ისეთი, რომ სწორად თქვათ და ხალხს საფრთხე ააცილოთ?!
და ბოლოს, კაცობრიობამ უამრავი ვირუსი და დიქტატორი დაამარცხა. იყავით ფრთხილად, გააკეთეთ სიკეთე, ნუ ინერვიულეთ, დამშვიდდით! საბოლოოდ ყველაფერი იქნება კარგად! ჩვენ გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ!
აღდგომას ვაპირებდი ჩამოსვლას რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩემთვის. დედაჩემის საფლავზე სიარული, ეს არის რაღაც ისეთი, როცა დედას აკითხავ, გაესაუბრები და მოუყვები რა მოხდა.
ძალიან მინდოდა წელს ჩამოსვლა, მაგრამ არ გამოვიდა, ყველაფერი გადმოატრიალა ინდურმა შტამმა და ეს უკვე ინდოეთის მთავრობის მავნებლური პოლიტიკაა და ესენი მართლა დასასჯელები არიან“
სხვათა შორის, ჩვენი ეკლესია ძალიან შეგნებულად უდგება საკითხს და ძალიან იცავენ წესებს ტაძრებში და იმედი მაქვს, ასევე იქნება აღდგომაზეც.
იმიტინგებენ, არ დაიცავენ რეგულაციებს, ავრცელებენ კორონას. ან კიდევ, გუშინ ვუყურებდი, ჩვენმა სპორტსმენმა რომ მოიგო მედალი, ჩავიდა თავის სოფელში, იყო ხვევნა-კოცნა. ბიჭს დაემართა კორონა. სად ვცხოვრობთ? ადამიანი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, რას ქვია, სოფელში წავიდა, 2 კვირიან კარანტინში უნდა იყოს. იქნებ აქ გადასდეს, ან იქნებ ინდური ვირუსი ჩამოგვიტანა მედალთან ერთად, ხომ არ ვიცით. კარანტინი ყველასთვის უნდა იყოს კარანტინი! დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვინმე არ ხართ ისეთი, რომ სწორად თქვათ და ხალხს საფრთხე ააცილოთ?!
და ბოლოს, კაცობრიობამ უამრავი ვირუსი და დიქტატორი დაამარცხა. იყავით ფრთხილად, გააკეთეთ სიკეთე, ნუ ინერვიულეთ, დამშვიდდით! საბოლოოდ ყველაფერი იქნება კარგად! ჩვენ გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ!“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights