სამშაბათი, იანვარი 27, 2026

„არ მჯერა, რომ ეს საქართველოა… მაგარია!“ – ნახეთ რა ვიდეოს აზიარებს გიორგი ფხაკაძე

0

12/12/2021


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პროექტ „ნიჭიერის“ ვიდეოს აქვეყნებს და აღფრთოვანებას ვერ მალავს.


ფხაკაძე „ნიჭიერის“ ერთ-ერთ მონაწილეს, სალომე გოგეშვილს აქებს, რომელმაც ემოციური ცეკვა შეასრულა.

„მე-5 ჯერ ვუყურებ და მართლა სასწაულია… არ მჯერა, რომ ეს საქართველოა ….

ოღონდ მართლა … პროფესიონალიზმი…. საქართველო მაგარია ….”, – წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ar-mjera-rom-es-saqartveloa-magaria-ris-shesakheb-tsers-giorgi-fkhakadze/



მე ვიყავი პირველი, ვინც საუბრობდა ბუსტერების აუცილებლობაზე – გიორგი ფხაკაძე

0

09/12/2021


რამდენი მლანძღეს და რამდენი ნეგატივი იყო, მაგრამ მთავარია შედეგი. დიახ, ბუსტერი უკვე დაშვებულია საქართველოში. მე ვიყავი პირველი, ვინც საუბრობდა ბუსტერების აუცილებლობაზე. მთავარია შედეგი, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„მე ვიყავი პირველი, ვინც საუბრობდა, რომ ჩინური ვაქცინების ბუსტერი უნდა გაკეთდეს 3 თვეში. მთავარია შედეგი. მე ვამბობდი, რომ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი იმ მოქალაქეებს, ვინც თავის დროზე აიცრა დაბალეფექტურ ვაქცინებით და ზუსტად მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, აიცრან ბუსტერით, რაც შეიძლება, მალე. თავის დროზე ისინი პასუხისმგებლიანად მოიქცნენ, ასევე მოიქცევიან ახლაც და ესეც ფაქტია – დღეს საავადმყოფოებში არის რიგები ბუსტერის ვაქცინაზე. მთავარია შედეგი. მე ვარ ერთი ადამიანი, და ერთი ადამიანის აზრი გაიზიარა ბევრმა ადამიანმა …. რას მივაღწიეთ ერთობით:

სამედიცინო პირბადე საქართველოში არის მაღალი ხარისხის და დაბალ ფასში – “ფხაკაძის პირბადეს” ეძახიან საქართველოში.


ქვეყანამ შემოიტანა ფაიზერის ვაქცინა (მადლობა ჩვენს მეგობრებს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, პოლონეთის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს საქართველოში). ფაიზერის ვაქცინას ქვეყანაში “ფხაკაძის ვაქცინა”-ს ეძახიან.

ასტრაზენეკას შეჩერება ქვეყანაში – ვიყავი დიდი წინააღმდეგი და ბევრი ექსპერტი მაშინ ჩემს შეურაცხყოფაზეც გადავიდა, მაგრამ მთავარია ის, რომ დღეს ასტრაზენეკას ვაქცინა აღარ გამოიყენება საქართველოში და იმედი მაქვს სინოკი/სინოფარმიც მას მიჰყვება… ყველამ იცის, რომ ფხაკაძე წინააღმდეგია დაბალეფექტური ვაქცინების და ნაწილობრივი შედეგიც გვაქვს.

ბუსტერის დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად მე მუდმუვად ყველა დონეზე ვავრცელებდი მტკიცებულებებს, მაგალითებს, მეცნიერულ და სტატისტიკურ მასალებს და ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დღეს საქართველოში არის შესაძლებლობა “ფხაკაძის ბუსტერის” გაკეთების – ფაიზერი/ასტრაზენეკა 5 თვეში და სინოფარმი/სინოვაკი 3 თვეში.

ქვეყნის დროებითი სატრასპორტო შეზღუდვები პირდაპირ “ფახაკაძის” ინსტრუქციის და რეკომენდაციით ხორციელდება.


ყველა პროგნოზი მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ტალღებზე ზუსტად არის ფხაკაძის “წინასწარმეტყველებით” და მე ვარ პირველი, ვინც აცხადებ,ს თუ როდის რა ტალღა იწყება და ჩემი დაანონსებიდან დაახლოებით 3-10 დღეში მოდის “ოფიციალური” დადასტურება ოფიციალური პირების მხრიდან. ყველა ახალი შტამის შემოსვლას საქართველოში აანონსებს ფხაკაძე და 5-14 დღის შემდეგ კი გვაქვს “ოფიციალური” დადასტურება.

კოვიდის სახელმწიფო გეგმა (სადღეგრძელოების გეგმა) თავიდანვე მარტო მე გავაკრიტიკე და ვთქვი, რომ ის ვერ შესრულდება. გავიდა ერთი წელი და ფხაკაძის წინასწარმეტყველება ასრულდა …. სად არის ოფიციოზის მიერ დაპირებული მოსახლეობის 69%-ის აცრა?! მე მაშინ ვთქვი, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის მხოლოდ 20%-ის აცრას თუ მოვახერხებთ, ასე თუ გავაგრძელდბთ- თქო. ფხაკაძე აქაც მართალი აღმოჩნდა. ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რაც შეძლო ერთმა ადამიანმა.

ჩემთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა არის უმთავრესი და მე არ მაინტერესებს არც თანამდებობა, არც პოლიტიკოსობა. მე ვარ ქართველი და მიყვარს ჩემი ქვეყანა. მეტი არაფერი. მე ყოველგვარი ოფიციალური რეგალიების გარეშეც გავაკეთებ ყველაფერს ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, რაც მე შემიძლია და რაც ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დაიცავს ჯანმრთელობას გისურვებთ,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/me-vikavi-pirveli-vints-saubrobda-busterebis-autsileblobaze-giorgi-fkhakadze/


„პირველ რიგში, ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. აუცილებლად, ვაქცინა უნდა იყოს უფასო“

0

29/12/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არცერთი ვაქცინა არ დაუმტკიცებია.


პირველ რიგში, ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. აუცილებლად, ვაქცინა უნდა იყოს უფასო. ეს არის ორი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ვერ ავცდებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ. არავითარ შემთხვევაში, ინტერნეტში არ იყიდოთ არც წამლები და არც ვაქცინები, ეს ყველაფერი არის ფეიქი. დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არც ერთი ვაქცინა და არც ერთი წამალი არ დაამტკიცა. ვაქცინაცია დაიწყო უკვე გუშინ, ფაიზერის ვაქცინაცია დაიწყო ევროპაში, მოდერნას ვაქცინა დაემატა კიდევ შეერთებულ შტატებში, ალბათ, ასტრაზენეკაც დაემატება იანვრის დასაწყისში ბრიტანეთში. ეს არ არის მთლიანად დამტკიცებული ვაქცინები. მსოფლიოს მოსახლეობის 70-8-% თუ არ აიცრება, ვაქცინაცია არ იმუშავებს.


ვაქცინაცია იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს 70-80% იქნება ვაქცინირებული. თუ იქნება ნაკლები ვაქცინაცია, ეს ვაქცინაცია არ იმუშავებს. ადამიანს, რომელმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, მას ვაქცინაცია არ სჭირდება. იმიტომ რომ მან ნატურალურად მიიღო იმუნიტეტი, რომელიც დაახლოებით 5-6 თვე ექნება. ამიტომ, ვაქცინაციის პროცესი მარტივი არ არის. ვაქცინას გავიკეთებ, მას შემდეგ, რაც ის მის უსაფრთხოებაში დავრწმუნდები“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

ეს ერთადერთი გზაა, რომ შევაჩეროთ პოსტკოვიდური ეპიდემია – ახალი ინფორმაცია გიორგი ფხაკაძისგან

0

26/10/2021

„პოსტ-კოვიდი უნდა იქნას „აღრიცხული” ისევ როგორც კოვიდ ინფიცირებულები და კოვიდ გარდაცვლილები“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.


„ჩვენ შევედით გლობალურ პოსტკოვიდურ ეპოქაში. სიმართლე უნდა ითქვას, დრო მოვიდა, ვაღიაროთ, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ჯანდაცვის სფეროს ახალი უმძიმესი გამოწვევა.

დღესდღეობით ერთადერთი გზა, რომ შევაჩეროთ პოსტკოვიდური ეპიდემია, ეს არის ფაიზერით ვაქცინაცია მოსახლეობის 90% და სამედიცინო პირბადის გამოყენებასხვა ალტერნატივა არ არსებობს“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-ertaderti-gza-rom-shevacherot-postkoviduri-epidemia-akhali-informatsia-giorgi-fkhakadzisgan/


„დაგვიანებული სწორი გადაწყვეტილება…“ – პირბადის გამოყენება, ისევე, როგორც შიდა, ისე გარე…

0

17/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„დაგვიანებული სწორი გადაწყვეტილება“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


დღეიდან, პირბადის გამოყენება, ისევე, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებშიც სავალდებული ხდება.


„არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება მეოთხე ტალღის დასაძლევად“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 490 462 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 429 190, გარდაიცვალა 6 483 პაციენტი.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.


საქართველოში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 481 578 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 421 532, გარდაიცვალა 6 406 პაციენტი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


EMA-ს კვლევა: ვაქცინა AstraZeneca: სარგებელი აჭარბებს რისკებს,მიუხედავად იმისა,რომ იშვიათ…

0

22/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



COVID-19–ის ვაქცინა AstraZeneca:

სარგებელი აჭარბებს რისკებს,მიუხედავად იმისა, რომ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს თრომბი, რომელსაც ახლავს თრომბოციტოფენია

ევროპის სამედიცინო სააგენტოს (EMA) ფარმაკოლოგიური ზედამხედველობისა და რისკის შეფასების (PRAC) ექსპერტებმა დაასრულეს AstraZeneca-ს ვაქცინის შედეგად ადამიანებში განვითარებული თრომბის შემთხვევების კვლევები და 2021 წლის 18 მარტის საგანგებო შეხვედრაზე კომიტეტმა განაცხადა:

EMA-ს ექსპერტები საბოლოოდ მაინც ვერ გამორიცხავენ იშვიათ შემთხვევებში თრომბოემბოლიის კავშირს ვაქცინასთან, რის გამოც ისევ მიმდინარეობს დამატებითი კვლევა.


ასევე:

  • სარგებელი, რომელიც მოაქვს ვაქცინას COVID-19-ის საფრთხესთან ბრძოლაში (მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა უკავშირდება თრომბის, მათ შორის, შესაძლო ფატალურ შემთხვევებსაც), გაცილებით მეტია, ვიდრე რისკები – დაკავშირებული გვერდით მოვლენებთან;

  • იმ პაციენტებში, ვინც იცრება, არ მტკიცდება ვაქცინით გამოწვეული სისხლის შედედების (თრომბოემბოლიური მოვლენების) გაზრდის საერთო რისკი;

  • არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაკავშირებულია ვაქცინის კონკრეტულ სერიებთან ან კონკრეტულ მწარმოებელთან;

  • ყველა ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ვაქცინა შესაძლოა დაკავშირებული იყოს თრომბის ძალიან იშვიათ შემთხვევებთან, რომელსაც ახლავს თრომბოციტოფენია (ანუ სისხლში თრომბოციტების ნაკლებობა, რომელიც მიმდინარეობს სისხლდენით ან მის გარეშე, იშვიათ შემთხვევაში სისხლის შედედებით თავის ტვინიდან გამომავალ სისხლძარღვებში).

დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში 16 მარტის მონაცემებით აცრილია დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი. EMA-მ შეისწავლა დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის 7 შემთხვევა (დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების, DIC) და CVST-ის 18 შემთხვევა. ვაქცინასთან მიზეზობრივი კავშირი დადასტურებული არ არის, თუმცა შესაძლებელია არსებობდეს რაიმე სახის კავშირი, რაზეც კვლევები ისევ გრძელდება. PRAC-მა კვლევებში ჩართო არა მხოლოდ სისხლის დაავადებების, არამედ სამედიცინო სფეროს სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებიც, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოც (MHRA), რომელსაც გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა ამ ვაქცინით აცრილ 11 მილიონ ადამიანთა კვლევისას. ვაქცინაციის შემდეგ დაფიქსირებული თრომბოემბოლიური შემთხვევების რაოდენობა, როგორც ლიცენზირებამდე ჩატარებულ კვლევებში, ასევე ლიცენზირების შემდგომ მოსახლეობის ვაქცინაციისას (469 ანგარიში, აქედან 191 EEA-დან), მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა. ამის საფუძველზე PRAC-მ დაადასტურა, რომ თრომბის რისკი გაზრდილი არ არის. თუმცა ახალგაზრდა პაციენტებში განვითარებულ უკუჩვენებებთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს კვლევები. კომიტეტის ექსპერტებმა უკიდურესად დაწვრილებით შეისწავლეს ქვეყნების მიერ მიწოდებული მონაცემები – DIC და CVST სინდრომების შედეგად გარდაცვლილთა შემთხვევები (9 გარდაცვლილიდან უმეტესობა ქალი იყო და 55 წლამდე ასაკის). ვინაიდან ასეთი შემთხვევები იშვიათია და ასევე, COVID-19 ხშირად იწვევს სისხლის შედედების დარღვევებს პაციენტებში, ძნელია პოსტკოვიდური მოვლენების შეფასება იმ ადამიანებში, რომლებსაც ვაქცინა ჯერ არ აქვთ გაკეთებული. ამასთან, COVID-ის წინასწარი მონაცემების საფუძველზე გამოითვალეს, რომ 16 მარტისთვის, სავარაუდოდ, მოსალოდნელი იყო DIC-ის 1 შემთხვევაზე ნაკლები – ვაქცინის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში (50 წლამდე ასაკის ადამიანებში), მაგრამ დაფიქსირდა 5 შემთხვევა. ანალოგიურად, ამ ასაკობრივ ჯგუფში მოსალოდნელი იყო CVST-ის საშუალოდ 1,35 შემთხვევა, თუმცა იმავე პერიოდისთვის იყო 12. მსგავსი დისბალანსი არ დაფიქსირდა ხანდაზმულ მოსახლეობაში ვაქცინაციის შემდეგ.


კომიტეტი მიიჩნევს, რომ ვაქცინის დადასტურებული ეფექტიანობა აჭარბებს DIC ან CVST-ის განვითარების ძალიან მცირე ალბათობას (COVID-19-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის ფონზე). ამ დასკვნების გათვალისწინებით პაციენტებმა უნდა იცოდნენ ასეთი სინდრომების შესაძლო არსებობის შესახებ ვაქცინაციის შემდეგ და სისხლის შედედების პრობლემების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და აცნობონ ჯანდაცვის სპეციალისტებს. ამჟამად ისევ მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება ამ რისკებთან დაკავშირებით, PRAC ახორციელებს დამატებით კვლევებს, მათ შორის სხვა COVID-19 ვაქცინებთან დაკავშირებული რისკების შესწავლას (თუმცა ამ დროისთვის მონიტორინგის შედეგები ჯერ არ არის). ასევე გრძელდება სისხლის შედედების დარღვევების შესახებ ანგარიშების მონიტორინგი და მიმდინარეობს შემდგომი კვლევები ლაბორატორიულ მონაცემებსა და რეალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.


ინფორმაცია პაციენტებისათვის

COVID-19-ის ვაქცინა AstraZeneca არ ასოცირდება სისხლის შედედების დარღვევების საერთო რისკთან. ვაქცინაციის შემდეგ ძალიან იშვიათი იყო სისხლის უჩვეულო თრომბები, რომელსაც თან ახლავს თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას). დაფიქსირებული შემთხვევები, თითქმის ყველა, იყო 55 წლამდე ასაკის ქალებში. იმის გამო, რომ COVID-19 ვრცელდება ძალიან სწრაფად და შესაძლოა მოყვეს გართულებები (ლეტალური შედეგებიც), მის პრევენციაში ვაქცინის სარგებელი აღემატება გვერდითი მოვლენების რისკს.


გაფრთხილება:

თუ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ ჩამოთვლილთაგან გექნებათ რომელიმე სიმპტომი:

· ჰაერის უკმარისობა

· ტკივილი გულმკერდის ან კუჭის არეში

· ხელის ან ფეხის შეშუპება ან გაციება

· ვაქცინაციის შემდეგ ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი, ან ბუნდოვანი მხედველობა

· სისხლდენა

· მრავლობითი მცირე სისხლჩაქცევები, მოწითალო ან მეწამული ლაქები, ან სისხლის ბუშტუკები კანის ქვეშ

გთხოვთ სასწრაფოდ მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და მიაწოდოთ ინფორმაცია ბოლო ვაქცინაციის შესახებ.

ინფორმაცია ჯანდაცვის მუშაკებისთვის

იმ პირებში, რომლებმაც გაიკეთეს COVID-19-ის ვაქცინა AstraZeneca, თრომბოზისა და თრომბოციტოპენიის შემთხვევები (რომლებიც წარმოადგენს მეზენტერული ვენის ან ცერებლური ვენის / ცერებლური ვენური სინუსის თრომბოზს) დაფიქსირდა ძირითადად ვაქცინაციიდან 14 დღის განმავლობაში. შემთხვევათა უმეტესობა იყო 55 წლამდე ასაკის ქალებში, არ არის გამორიცხული სხვადასხვა ქვეყანაში სხვა შედეგები დაფიქსირდეს. დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა აღემატება მოსალოდნელს და მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინასთან პირდაპირი კავშირი არ დასტურდება, გამორიცხული არ არის ამ კავშირის არსებობა. ამასთან, გვერდითი მოვლენების სიმცირისა და, ერთობლიობაში, სრული მონაცემების არქონის გამო, ასევე, თავად COVID-19-ის მიერ გამოწვეული თრომბოემბოლიური გართულებების გამო, კვლევის შედეგების სიზუსტე ვერ იქნება საბოლოო და მაქსიმალურად სანდო. EMA მიიჩნევს, რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად პოზიტიურია, ვიდრე რისკი, და, საერთო ჯამში, არ არსებობს თრომბოემბოლიურ დარღვევებთან კავშირი. ამასთან, მიმდინარეობს ინფორმაციის განახლება-ანალიზი DIC და CVST შემთხვევების შესახებ.


ჯანდაცვის პროფესიონალებს მოუწოდებენ გამოიჩინონ სიფხიზლე ვაქცინირებულ პირებში თრომბოემბოლიის – DIC ან CVST-ის შესაძლო შემთხვევებისას. პაციენტები უნდა გააფრთხილონ, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას თრომბოემბოლიის სიმპტომების: თრომბოციტოპენიის, მარტივი სისხლჩაქცევების ან სისხლდენის, მუდმივი ან ძლიერი თავის ტკივილის შემთხვევებში. სამედიცინო პერსონალმა ყველა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ჯანდაცვის თანამშრომლებს, რომლებიც ინფორმაციას მიაწვდიან DHPC-ს, რათა მან ეს ინფორმაცია გამოაქვეყნოს ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) ვებგვერდზე.


წყარო :

https://www.ema.europa.eu/en/news/covid-19-vaccine-astrazeneca-benefits-still-outweigh-risks-despite-possible-link-rare-blood-clots?fbclid=IwAR30wlDVhjdPuodLx1wMh7opE7FBvWSs_bQB3ondENUxY0MtosLUzMZK-Wg




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„გიორგობა დღეს ასეთი ცილისწამებით მილოცავთ, რაიმე სიწმინდე არ გწამთ?!“- გიორგი ფხაკაძე

0

07/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასწარ ორიგინალურად მომილოცა გიორგობა „მითების დეტექტორზე“ არჩილ მარშანიას კომენტარებით, რომელიც, სხვათა შორის, „მთავარ არხზეც“ მუშაობს. გამლანძღეს, რაღაც აბსურდი დამაბრალეს. ვიმეორებ, მე პასუხისმგებელი ვარ ყველა ინფორმაციაზე, რასაც მსმენელს ვაწვდი, ყველგან პირველწყაროს ვუთითებ, თან სამეცნიერო ჟურნალებიდან. მე ვარ აკადემიური ადამიანი, პროფესორი, მაქვს შესაბამისი გამოცდილება და განათლება. როცა რაღაცას ვამბობ, ვიცი, რასაც ვამბობ.


პატივცემული ოპონენტები „მითების დეტექტორზე“ აპელირებდნენ მედიასაშუალებებში 2020 წელს გამოქვეყნებული სტატიებით, როცა მე აკადემიურ, სამეცნიერო ჟურნალებში ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატიებს ვეყრდნობი.
დღემდე ვიღაცეები თუ მაბრალებდნენ, რომ ფხაკაძე ნაცია და ვინმეს ამის გჯეროდათ, აგერ, ბატონო, ლუსტრაცია, გამწარებული მლანძღავენ ნაცები.

მეორე სტატია დღეს დაბეჭდა „მედიაკრიტიკამ“ და გიორგობა ახლა უკვე ქოცებმა მომილოცეს ოფიციალურად. საოცრებებს წერენ. მაბრალებენ, – ანტივაქსერი ვარ. ეს იგივეა, რომის პაპს ათეისტობა დააბრალო. ბოლოსდაბოლოს, ფხაკაძე “Gavi”-შია, ამაზე მეტი რა გითხრათ?! გესმით, ეს ვაქცინების თემაში რას ნიშნავს?! ვისაც გაინტერესებთ, სად ვმუშაობ და რას ვაკეთებ, დაწვრილებით დევს ჩემს ფეისბუქზე. თან მე, „ანტივაქსერი“, ერთ თვეში ფაიზერის ვაქცინით ვიცრები, ცნობისათვის!

უბრალოდ, ადამიანურად უნდა ვიკითხო – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაბრალებთ რაღაცეებს, გასაგებია, კაი, დამაბრალეთ, მაგრამ იცით, რომ გიორგი ვარ და გიორგობა დღეს ასეთი ცილისწამებით მილოცავთ, რაიმე სიწმინდე არ გწამთ!
გავიგეთ, რომ არჩევნებია, ანგაჟირებულები ხართ, რომ ლაიქები გინდათ……..გავიგეთ, არ მოგწონთ, ფხაკაძე არავისი არაა. ფხაკაძე არის დამოუკიდებელი! ყოველთვის ილაპარაკებს სიმართლეს, ამას შეეგუეთ!
ნუ გეშინიათ, ხალხო, მე პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ, არ მაინტერესებს! ვერ იჯერებთ და დაიჯერეთ! არ მაინტერესებს არანაირი თანამდებობა და არც თქვენს ბიზნესინტერესებში ვერევი.

ვხედავ, ჩემი განეიტრალება გინდათ, მართლა ასეთი პოპულარული ვარ?! განეიტრალება რომ არ გამოუვიდათ, ახლა დისკრედიტაციაზე მუშაობენ, თითქოს მე ტყუილებს ვლაპარაკობ. აკადემიურად, მარტივ ენაზე გაწვდით, რაც ხდება ჯანდაცვის სფეროში. თუ არ მოგწონთ, ნუ მისმენთ.
გულწრფეად გეუბნებით, ძალიან მადლობელი ვარ, „ნაცებმაც“ და „ქოცებმაც“ ასე გამლანძღეს. დიდი მადლობა „მედიაკრიტიკას“ და ქალბატონ ლელა კურდღელაშვილს, რადგანაც ხალხს დაინახა, – ფხაკაძე ოცნებისტი არ არის; ქალბატონო ლელა, https://www.facebook.com/lela.kurdgelashvili პირდაპირ მოგმართავთ, რაიმე შეკითხვა თუ გაქვთ, დამირეკეთ და ინტერვიუს მოგცემთ.
ასევე დიდი მადლობა ბატონ არჩილს „მითების დეტექტორიდან“, რადგან ნათელი გახადა, რომ ფხაკაძე არც ნაცი არ არის.
ნაცები მიხვდნენ, „ქოცი“ არა ვარ, „ქოცები“ მიხვდნენ, რომ ნაცი არა ვარ. მე რომ გეუბნებოდით, არ გეჯერათ, ახლა თქვენი თავის მაინც დაიჯერეთ. ფხაკაძე არც ნაცია და არც ქოცი, ხომ ხედავთ. ლუსტრაცია მოხდა.
მესმის, რაზეც ხართ ჩემზე გაბრაზებული, რასგანაც „ოცნებასაც“ ვლანძღავ და „ნაცებსაც“. კიდევ გავლანძღავ, რადგან ქვეყნისთვის არც ერთს უნდა კარგი. ქვეყანაში პანდემიაა, დღეში 25-მდე ადამიანი იღუპება ვირუსით, რა დროს პოლიტიკური გარჩევები და თავყრილობებია?! თუ პატრიოტები ხართ, გამოაცხადეთ მორატორიუმი, პოლიტიკურ აქტივობებზე, მიტინგებზე, ჯერ დავამარცხოთ ვირუსი და მერე დაიკმაყოფილეთ ეს თქვენი პოლიტიკური ამბიციები.
ქუთაისში აქციაზე ამდენი ხალხი რომ გამოვიდა და დასავლეთში ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა?! რომ ხედავ, არ მოსწონს ხალხს ეს „ნამოხვანჰესის“ პროექტი, გააჩერე! ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მიტინგი არ იყოს ამ პანდემიისას და ვირუსი არ გავრცელდეს. მთავრობა რომ ხარ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ოპოზიცია კიდევ აქეზებს და ცეცხლში შეშას უკეთებს. შევარცხვინე ორივე!
დასასრულს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ არჩილს და ქალბატონ ლელას, რომ საჯაროდ დაამტკიცეს, რომ მე არ ვარ არც ნაცი და არც ქოცი. დიდი მადლობა გიორგობაზე ასეთი კარგი საჩუქრისთვის.

ჯანმრთელობას გისურვებთ!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

„იმედია, მათემატიკა არ დაგავიწყდათ“ – გიორგი ფხაკაძის საგანგაშო სტატისტიკა

0

30/10/2021

ოფიციალურად, კოვიდმა წაიღო 5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე მსოფლიოში, სინამდვილეში, ეს ციფრი უფრო მაღალია და 20 მილიონ ადამიანამდე ადის, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.


„საქართველოს სტატისტიკაც იგივეა.. ნებისმიერი ციფრი უნდა გაამრავლოთ 4-ზე და მიიღებთ რეალობასთან მიახლოებულ ციფრს. იმედია, მათემატიკა არ დაგავიწყდათ და დათვალეთ, ოფიციალური მონაცემებით, დღეს რამდენმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე კოვიდისგან და გაამრავლეთ ეს ციფრი 4-ზე= … ვისაც დაგავიწყდათ, დაგეხმარებით: ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოში 28/19/2021 კოვიდისგან გარდაიცვალა 9,818 მოქალაქე. 9,818×4= 39,272.

ერთადერთი ალტერნატივა დღეს არის „ფაიზერით“ (ან მოდერნათი) ვაქცინაცია, სამედიცინო პირბადე და დისტანცია“, – ვკითხულობთ ფხაკაძის ფეისბუკ-პოსტში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/imedia-matematika-ar-dagavitskdat-giorgi-fkhakadzis-sagangasho-statistika/


„ინდური შტამი უკვე 20 ქვეყანაშია – არის ძალიან საშიში – შესაძლებელია, საქართველოშიც“

0

27/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციაზე გვესაუბრა:

„უკვე 20 ქვეყანაშია გავრცელებული ინდური შტამი. შესაძლებელია, უკვე საქართველოშიც იყოს შემოსული ინდური შტამი.

მსოფლიოში უმძიმესი მდგომარეობაა. მკაცრად ვაკონტროლოთ რეგულაციები. ჩავხედოთ ვირუსს თვალებში, დღეს ვირუსი არის ჩვენი ნომერი პირველი მტერი და ვებრძოლოთ მას. ვაქცინის პრობლემა მთელს მსოფლიოშია!


ვაქცინები, რომლებიც დღეს გვაქვს, საჭიროებენ 5-6 თვეში განმეორებით გაკეთებას ერთი დოზის, იქაც მე ვიყავი პირველი, ვინც იკითხა, სად არის მესამე დოზა? ახლა რომ გაუკეთებ ადამიანს ორ დოზას და 5 თვეში კიდევ ერთი დოზა რომ სჭირდება, სად არის ის დოზა? არც არავინ საუბრობს ამაზე და არც ვაქცინაციის გეგმაშია გაწერილი. ან, როგორ უნდა ავცრათ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტი?რომც ავცრათ, ამით მოსახლეობის მხოლოდ 30 პროცენტს ვიცავთ, – არც ამას ამბობს ვინმე. ვამბობდი, ზამთარში არ დაიწყებოდა ვაქცინაცია, – ასრულდა! ვამბობდი, – წლის ბოლომდე 60 პროცენტს ვერ ავცრიდით და ესეც ასე იქნება.


თავიდან გვქონდა მხოლოდ ვუჰანური შტამი, – „ბაბუას“ ვეძახი. ყველა ლაბორატორია კვლევებს ატარებდა სწორედ ამ ვუჰანურ შტამზე, ვაქცინებიც შეიქმნა ვუჰანურ შტამზე. ზოგადად, ვირუსი მუტაციას როცა განიცდის, ვიცით და მეცნიერება როგორც ამბობს, ვირუსის 500 მუტაცია შეიძლება გვქონდეს კვირაში. პირველი მუტირებული აგრესიული შტამი იყო ბრიტანული შტამი და იყო აგრესიული, – ვუჰანური ვირუსი გავრცელდა ცხოველიდან ადამიანზე, ბრიტანული შტამის პირობებში ვირუსი ადაპტირდა და ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს ადამიანში, ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება და მეტად გადამდებიცაა. ბრიტანული შტამი უკვე მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. გვაქვს სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი, რომელთა წინააღმდეგ არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს. არც ერთი ის ვაქცინა, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, უკვე ვერ გვიშველის. ყველა ვაქცინა მუშაობს ვუხანის ვირუსის წინააღმდეგ და მეტნაკლებად ბრიტანული შტამის წინააღმდეგ.


„ვუჰანური შტამის“ შემდეგ იმუნიტეტი თუ რჩებოდა 5 თვე ორგანიზმში, ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს, ეგრევე შეიძლება მოხდეს რეინფიცირება.

ისრაელმა (ფაიზერი) და დიდმა ბრიტანეთმა (ასტრაზენეკა) მოსახლეობის 60 პროცენტი აცრა. ვნახეთ, რომ ორივე ვაქცინა მოქმედებს ბრიტანულ შტამზე, ორივემ შეამცირა სიკვდილობა, ეს ძალიან კარგია და ვიყავი ძალიან გახარებული. პირველი ცუდი სიგნალი წამოვიდა საახალწლოდ, როცა ასტრაზენეკას ვაქცინამ არ იმოქმედა სამხრეთ აფრიკულ შტამზე, სამხრეთ აფრიკამ ვაქცინა უკან დაუბრუნა ასტრაზენეკას, მხოლოდ 20 პროცენტიანი დაცვა აღმოაჩნდა ამ შტამთან მიმართებაში, თითქმის არ იცავდა. ისრაელში რეინფიცირების შემთხვევები წამოვიდა სამხრეთ აფრიკული შტამით, ვერც ფაიზერი მუშაობს სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ.

უბედურება ისაა, რომ ეს ახალი შტამები მოდის, უკვე თურქეთში არის დაფიქსირებული ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამი. ჩვენ საზღვრები ღია გვაქვს ამ ქვეყნებთან, რუსებს და ინდოელებს აქვთ მიმოსვლა ერთმანეთთან და ჩვენ ღია გვაქვს საზღვარი რუსეთთან. რომ ჩავკეტეთ ინდოეთთან, ირიბი გზით ხომ შემოდიან მაინც ინდოეთში ნამყოფები სხვა ქვეყნებიდან? გესმნით, რა არის საშიშროება?


ვაქცინებში – „ატრაზენეკა“ და Johnson&Jonson მილიარდებია ჩაყრილი, არ ვარგა ეს ორი ვაქცინა!


ფაიზერსაც აქვს იგივე პრობლემები თრომბოზთან დაკავშირებით, ასევე მოდერნასაც,
„ჩინური ვირუსი“ როცა გავრცელდა, ვაქცინები – ფაიზერი, ასტრაზენეკა, Johnson&Jonson, მოდერნა მუშაობდნენ, ასევე ჩინური და რუსული ვაქცინაც. დაახლოებით 5-6 თვის წინ ვირუსმა განიცადა მუტაცია. ერთ-ერთი მულტირებული ვირუსი გაჩნდა ბრიტანეთში, ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ფაიზერი და ასტრაზენეკა მეტ-ნაკლებად მუშაობს. ჩინური ვაქცინა არ მუშაობს ბრიტანული შტამის წინააღმდეგ. წამოვიდა უკვე სამხრეთ-აფრიკული შტამი, ვირუსი შეიცვალა და გახდა სხვანაირი, არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს ამ ვირუსის წინააღმდეგ. უსაშინლესი აფეთქებაა ინდოეთში, კატასტროფა ხდება, ძირითადად ახალგაზრდები იღუპებიან! არც ერთი ვაქცინა ინდური ვაქცინის წინააღმდეგ არ მუშაობს.


ისრაელში ჩატარდა კვლევა, რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს! ყველა, ვინც არის რეინფიცირებული, არის ძირითადად ბრაზილიური შტამით, ფაიზერი და ასტრზენეკა ვერ მუშაობს ბრაზილიური და სამხრეთ-აფრიკული შტამების წინააღმდეგ.
არის სამი ძალიან საშიში ბრაზილიური, სამხრეთ-აფრიკული და ინდური შტამები! ეს ვაქცინები არ მუშაობენ ამ შტამების წინააღმდეგ! ეს ყველამ იცის!
იცით, რომ ვაქცინაციის შემდეგ 6 თვის შემდეგ ისევ ხელახლა არის გასაკეთებელი ერთი ნემსის ანუ მესამე დოზაა საჭირო. ფაიზერი მაგალითად“.


ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი.
ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც. ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 323 144-ით გაიზარდა.

ლინკი: https://www.reuters.com/world/india/india-posts-323144-new-covid-19-cases-2021-04-27/?fbclid=IwAR1LFnV07GD24Y12g2P85gbpXV8nINv5LE6Id_kDYyrVRrqrn9hmrN2o570


ვირუსს ბოლო 24 საათში კიდევ 2 771 ადამიანი ემსხვერპლა.


ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საერთაშორისო დახმარება ჩაიტანეს, მათ შორის ჟანგბადის სისტემები, მართვითი სუნთქვის აპარატები და ანტივირუსული მედიკამენტები.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში ინფიცირების 17 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 198 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ინფიცირების შემთხვევათა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია.
კორონავირუსი გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია ინდოეთში მიმდინარეობს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ეს არის ერთი ძალიან ცუდი ამბავი, მაპატიეთ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა – რის შესახებ საუბრობს გიორგი

0

23/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე რუსეთში წარმოქმნილ ახალ შტამთან დაკავშირებით საუბრობს.


როგორც ფხაკაძე ამბობს, ეს არის შტამი, რომელსაც რუსები დელტა პლუსით მოიხსენიებენ, თუმცა უფრო სწრაფად ვრცელდება. ამის შესახებ ფხაკაძემ ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.

„რუსეთში არის ახალი შტამი. ისინი ეძახიან დელტა პლუს შტამს, თუმცა ის არის რუსული შტამი. უფრო სწრაფად ვრცელდება. რა ინფორმაციაც გვაქვს, იგივე ვარიანტია, თუმცა ფრო სწრაფად ვრცელდება. ძალიან ფრთხილად ნდა ვიყოთ. მე მას დავარქევდი რუსულ ვირუსს.

სხვათა შორის, დიდ ბრიტანეთშიც არის გავრცელებული. ლოკალური აღარ არის. ეს არის ერთი ძალიან ცუდი ამბავი, მაპატიეთ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-aris-erti-dzalian-tsudi-ambavi-mapatiet-magram-simartle-unda-vtqva-ris-shesakheb-saubrobs-giorgi-fkhakadze/


Verified by MonsterInsights