სამშაბათი, იანვარი 27, 2026

„ვაქცინაციის პროგრამა საქართველოს მთავრობამ განახორციელა ზუსტად ისე, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო…

0

06/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია • Health Federation of Georgia – მეგი საჯაია, ჟურნალისტი, პაციენტთა უფლებადამცველი, “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” თანადამფუძნებელი.

სტუმარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.

თემა: ვაქცინაცია, შეზღუდვების მოხსნა და მოსალოდნელი შედეგები!

–ვაქცინაციის პროგრამა საქართველოს მთავრობამ განახორციელა ზუსტად ისე, ხომ უნდა ვთქვათ, რაც მთავრობამ გააკეთა კარგი, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოითხოვა, ყველაფერი შეასრულეს, საკანონმდებლო ცვლილებები იყო შეტანილი, გეგმაც დაწერეს, მაცივრებიც არის. 92 ქვეყანამ შეიტანა აპლიკაცია, ჩვენ ვართ ამ ქვეყნების ნაწილში. მოვხვდით იმ 18 ქვეყნის ჩამონათვალში, რომლებიც მიიღებენ, პირველ, – ფაიზერის ვაქცინას, ჩვენს რეგიონში მიიღებენ მოლდოვა და საქართველო, დაახლოებით15 ათასი მედპერსონალი რომ იყოს ვაქცინირებული. ვაქცინაციის მეორე ეტაპი, ვინაიდან არ არის იმდენი რაოდენობის ფაიზერის ვაქცინა, აქ უფრო იქნება ასტრაზენეკას ვაქცინა, აზტრაზენეკას ვაქცინის კომპონენტშიც საქართველოში დაახლოებით 180 ათასი ვაქცინა შემოვა. დაახლოებით 90 ათას ადამიანზე.


რამდენი ვაქცინაც შემოვა საქართველოში, საქართველოში ამას არავინ წყვეტს, რასაც გავი მისცემს, ეს იქნება. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ღარიბი ქვეყნების ჩამონათვალში, ამ 92 ქვეყენაში და და ვინაიდან ყველაფერი შევასრულეთ. სომხეთმა გადაწყვიტა, შეეძინა რუსული ვაქცინა, შესაბამისად ის ამოვარდა იმ 92 ქვეყნიდან, ვინც პირველ ეტაპზე მიიღებს ვაქცინას. თუ თქვენ იყიდეთ „რაღაცა“ ვაქცინა, მაშინ პირველ ვაქცინას არ მიიღებთ, ვინაიდან სომხეთმა იჩქარა და აიღო რუსული ვაქცინა, ისინი ვერ მიიღებენ ფაიზერის ვაქცინას კოვაქსის პლატფორმიდან, მოგვიანებით მიიღებენ მარტო ასტრაზენეკას.


-ვაქცინაცია არის გარდაუვალი პროცესი, ხალხს ეშინია, რომ ერთ წელიწადში შექმნილი ვაქცინა რამდენად ეფექტური და უსაფრთხო იქნება? ხომ არ გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებას ადამიანის დნმ-ში? როგორია თქვენი პოზიცია? ყველაზე მეტად გათვითცნობიერებული ხართ ამ საკითხში და ფაქტიურად, მანდედან წყდება, ყველაფერი საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც, სადაც თქვენ იმყოფებით.


-ამჟამად ჟენევაში ყველა ოფისი დაკეტილია მარტამდე. ახლა ვიმყოფები საფრანგეთში, ჩემს სახლში, შემდეგ დავბრუნდები ჟენევაში.


-მეცნიერება ძალიან რთული საკითხია, ჩვენ ახლა ისეთ მაღალ მატერიებზე ვლაპარაკობთ. შეიძლება, ადამიანი ბიოლოგიას სწავლობდეს 15 წელი და ბოლომდე ვერ ხვდებოდეს, რა ხდება შიგნით, ვაქცინაციის პროცესში და ამოიკითავენ ერთ წინადადებას და ამაზე ააგებენ რაღაცას. მე ამ ადამიანებს მოვუწოდებ, სკოლებში ესწავლათ თავის დროზე ბიოლოგია,ფიზიკაც, მათემატიკა, უკეთესი იქნებოდა. მე უკვე დავიღალე უაზრო, არაპროფესიონალი საუბრით. სხვათა შორის, ექიმებისგანაც მესმის, არაპროფესიონალური მოსაზრება ამ ვაქცინასთან დაკავშირებით.


პასუხი არის ძალიან მარტივი, – საშიში რომ ყიფილიყო, 100 მილიონი ვაქცინა გაკეთდებოდა? რაღაც ჩიპებზე ლაპარაკობენ, მსოფლიო მოსახლეობის შემცირებაზე. თუ, მსოფლიო მოსახლეობის შემცირება უნდათ, დაფიქრდით, მაშინ ღარიბ, გაღატაკებულ ადამიანებს გაანადგურებდნენ, ამ ხალხის ტვინში ნეტავ ჩამახედა. გააგზავიდნენ ამ ვაქცინას ღარიბ ქვეყანაში, ამოწყვიტავდნენ და მდიდრები იქნებოდნენ კარგად. ლოგიკაც არის, რომ ყველაზე მდიდარი, ყველაზე გავლენიანი ადამიანები, ისინი არიან პირველები, ვინც არიან ვაქცინაში. 50 ქვეყანაშია ვაქცინაცია, 50-ია მდიდარი ქვეყანა, ერთია ღარიბი ქვეყანა. ეს არის რუსული პროპაგანდა, სხვათა შორის ჩინური პროპაგანდაც არის, იმიტომ, რომ ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ თავიანთი „ნაგავის“ გასაღებას და ღმერთმა გაუმარჯოს რუსულ და ჩინურ ვაქცინას, რომ გაამართლოს. ლანცეტში კი დაიბეჭდა სტატია, ნანახი მაქვს.


დასკვან არის ასეთი რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით, რუსეთი არის დიქტატურა, ჩინეთი არის დიქტატურა. თუ ასეთი კარგი ვაქცინაა, რა უშლით ხელს, საჯაროდ რომ გახსნან ყველა მონაცემი ვაქცინის შესახებ, მთელი მსოფლიო ეუბნება და არ აჩვენებენ. აქ ისმევა ძალიან მარტივი კითხვა, თუ დასამალი არაფერი გაქვს, რატოომ არ აჩვენებენ? მე არ ვამბობ, რომ არ არის ეფექტური. ეს არის ახალი წამალი მსოფლიოში არის 200-მდე ვაქცინის მწარმოებელი ფირმა, კომპანია, უნივერსიტეტი, 200-მდე დაწესებულება მუშაობს ვაქცინის შემუშვებაში. ამ 200-დან რომელი იქნება კარგი, არავინ იცის. არც ერთი ვაქცინა, რომელიც არის ამჟამად მსოფლიოში, არ აქვს საბოლოო დამტკიცება კოვიდის საწინააღმდეგოდ ყველა ვაქცინა,რომელიც ახლა არის დამტკიცებული სხდასახვა ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს არის დროებითი გამოყენების საშუალება. იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ვუყურებთ, მსოფლიო დაიქცა, მილიონობით ადამიანი იღუპება, მილიარდობით ადამიანი კარგავს სამსახურს, ყველაფერი დაკეტილია, ხომ უნდა დაიწყოს ეს მოძრაობა. ერთადერთი გამოსავალია ვაქცინა. რუსებს და ჩინელებს აწყობთ, თქვენ, ვინც ამბობთ, ვაქცინას არ გავიკთებთ, რომ არ გაიკეთოთ, მოხვდეთ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში და ინტუპაცია გაგიკეთონ და გახდეთ ინვალიდები, მე ვარ ქირურგი, ვმუშაობდი რეანიმაციულ განყოფილებაში და იცით რა არის ინტუპაცია? ეს არის საშინელება, ეს არის ძალიან დიდი ტრავმა ორგანიზმისათვის.

გადავხდოთ ისრაელს, სტატისტიკა ძალიან ნათლად აჩვენებს, – ყველა მაჩვენებელმა დაიწია ქვემოთ. ყველამ, ვინც გაიკეთა ვაქცინა, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჰისპიტალიზაცია და ა.შ. დაიწია ქვემოთ.


ვიცით, – ვინც კოვიდი გადაიტანა, 5-6 თვე აქვს იმუნიტეტი. ასევე, ვაქცინასთან დაკავშირებით, სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე რთული თვე იქნება აგვისტო – ბრიტანეთში და განსაკუთრებით ისრაელში, იმიტომ, რომ მთელი ქვეყანა იქნება აცრილი (დაახლოებით ერთ თვეში დაასრულბენ), ამ დღიდან ჩვენ უნდა გადავთვალოთ 5 თვე, – აგვისტოსათვის მართლა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რა მოხდება ისრაელში, თუ იქნება რეინფიცირება. თუ რეინფიცირება დაიწყება, მაშინ ცუდად არის საქმე. ჩვენ მოგვიწევს 5-6 თვე აცრა, სანამ მთელი მსოფლიო არ აიცრება, რომ ვირუსს გასაქანი არ მივცეთ,

არც ერთი ადამიანი არ გარდაიცვალა ფაიზერის ვაქცინით. ერთ მილიონზე თითო ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, მძიმე შედეგი უნდა ჰქონდეს, უნდა ჰქონდეს მძიმე ალერგია, ეს ახასიათებს ყველა ვაქცინას. ალერგიების მაჩვენებელი გვაქვს ძალიან დაბალი, უკუჩვენებები გვაქვს ძალიან დაბალი.


რუსეთი აკეთებს ვაქცინაციას. ჩვენ ვიცით, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა რუსული ვაქცინით? რამდენ ადამიანს დაემართა ალერგია? ასევე ჩინეთზეც.


რომ ამბობენ, არ გავიკეთებო ვაქცინას, რა უნდა გაიკეთონ, როცა ფიზიკურად არ არის ამდენი ვაქცინა.


ჩვენ გვეგონა, რომ ბავშვებისთვის არ არის საშიში ეს ვირუსი, ახლა ვიცით, რომ ეს ასე არ არის, კოვიდი ბავშვებში არის ზუსტად ისე, როგორც დიდებში. ყველა ასაკის ადამიანმა უნდა გამოიყენოს სამედიცინო პირბადე.


2023 წლამდე მსოფლიოს ვაქცინაციის პროგრამა არ დასრულდება. სანამ მთელი მსოფლიო არ იქნება აცრილი, სანამ მთელი მსოფლიო არ იქნება დაცული, პანდემია გრძელდება, ხომ ხედავთ, არის უკვე ექვსი სხვადასხვა ტიპის შტამით.


-თუ არის სხვადასხვა შტამი,, პირბადე მაინც თუ უნდა ვატაროთ, რაღა აზრი აქვს აცრას?

-აქ არის ყველაფერი ერთად, – პირბადე (ცრა თუ გაკეთებული გაქვთ, პირბადე მაინც უნდა ატაროთ), 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. ჩვენ კიდევ არ ვიცით, ამ ვირუსის შესახებ არაფერი. ინდოეთში რაც ხდებოდა, მე და ჩემი კოლეგები გადარეულები ვიყავით, 800 ათასი ადამიანი იყო დღეში ვირუსით ინფიცირებული ვაქცინაცია დაიწყო და ახლა ჰყავთ ათი ათასამდე, გაჩერდა, რატომ, არ იციან. მაგრამ გამოჩნდა ახალი ვირუსი სხვადასხვა ქვეყანაში…“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.


ნახეთ ვიდეო – ვრცლად

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=234466521565537




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე: მკვლელი არის ვირუსი და არა ვაქცინა და არა სამედიცინო პირბადე

0

07/10/2021

მკვლელი არის ვირუსი და არა ვაქცინა და არა სამედიცინო პირბადე,- ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვყნებს.


„პორტუგალია ძალიან მაგარი ქვეყანაა და ბევრი საერთო აქვს საქართველოსთან, განსაკუთრებით, ხასიათი.

კოვიდ ვაქცინაციის დაწყებამდე 40% სასტიკად ეწინააღმდეგებობა ვაქცინაციას (საქართველოსავით), ახლა ეს ციფრი 2.2%-მდე შემცირდა!

10.3 მილიონიან პორტუგალიაში 86% სრულად ვაქცინირებულია!

და 12 წლის ზემოთ 98% არის სრულად ვაქცინირებული!

ისე, 2021 წლის იანვარში კვირაში დაახლოებით 2000 კოვიდგარდაცვლილი იყო პირტუგალიაში და ახლა ეს მაჩვენებელი თითქმის განულებულია!

როგორ მოხდა ეს?!

ვაქცინაციის საკითხი მთლიანად ჩააბარეს აპოლიტიკურ ფიგურას, მისცეს მოქმედების სრული თავისუფლება!

პორტუგალიაში კოვიდი დაამარცხა ვიცეადმირალმა ჰებრიკმა (Vice Adm. Henrique Gouveia e Melo)

არაპროფესიონალიზმი კლავს!

ჯანდაცვა უნდა იმართებოდეს პროფესიონალების და არა პოლიტიკოსების მიერ!

საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება:

ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო (ისევე, როგორც განათლების სამინისტრო გამოიყო)

აპოლიტიკური პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჯანდაცვის სამინისტრო !

დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სისტემის აღიარება და დანერგვა.

ხარისხზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა და არა “საყოველთაო”/ რაოდენობრივი ჯანდაცვა!

რეალური და არა ფასადული ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვა თავისი ელექტრონული სამედიცინო ბარათებით!

სამედიცინო პროფესიული ასოციაციების რეალური და არა ფასადური ჩართვა უწყვეტი სამედიცინო განათლების და პროფესიული ლიცენზირების პროცესში.

სახელმწიფო “რეგულურების” “კონტროლის” მინიმუმამდე დაყვანა (ყველამ ვიცით, ეს არის კორუფციის/ნეპოტიზმის და კიდევ ბევრი მანკიერი რამის მიზეზი).

ყველა პროცესი უნდა იყოს გამჭირვალე და მკაფიოდ უნდა იქნას ჩამოყალიბებული ანგარიშვალდებულების რგოლები… ვინ ვის წინაშეა ანგარიშვალდებული

უნდა მოხდეს არსებული რესურსების ოპტიმიზაცია/გაერთიანება და სახელმწიფოს როლი უნდა იქნას რაც შეიძლება, მინიმუმამდე დაყვანილი! და სახელმწიფო ბალანსზე არსებულ სტრუქტურებს უნდა მოეთხოვებოდეს ისევე, როგორც ნებისმიერ კერძო სტრუქტურას!

საქართველოს სჭირდება ჯანდაცვის სფეროში რადიკალური რეფორმა და კოვიდპანდემიამ აჩვენა, რომ როგორც დღესაა, ასე ჩვენ ვერ გავაგრძელებთ

კოვიდს რაც შეეხება:

ქვეყანა უნდა გადავიდეს მხოლოდ ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინაზე !

12 წლის ასაკიდან მოქლაქეების 90% უნდა იქნას აცრილი!

მე-3 დოზა უნდა იქნას ხელმისაწვდიმი მე-2 დოზიდან 28 დღეში ყველა იმ მოქალაქისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული/იმუნური სისტემის გამოწვევები და 60 წელს გადაცილებულებისთვის. 6 თვეში ყველა დანარჩენენი მოქალაქე უნდა აიცრას.

ყველას, ვინც აიცრა არა ფაიზერის ვაქცინით, უნდა მიეცეს საშუალება, მე-2 დოზიდან 2 თვეში აიცრას ფაიზერ/ბიონტეკის ვაქცინით!

სამედიცინო პირბადის ტარებაზე კონტროლის აღსრულება არსებული რეგულაციით, ოღონდ ადმინისტრირება უფრო მკაცრი უნდა იყოს და მთლიანად გადავიდეთ სამედიცინო პირბადეებზე!

სამედიცინო დაწესებულების, სასწავლო დაწესებულებების, სერვისების დაწესებულებების ყველა თანამშრომლის და 12 წლის ასაკის ჩათვლით ყველა მოქალაქის 100% ვაქცინაცია!

მკვლელი არის ვირუსი და არა ვაქცინა და არა სამედიცინო პირბადე!

მკვლელი არის ის, ვინც ხალხს მოუწოდებს, არ გამოიყენონ სამედიცინო პირბადე და არ აიცრან ფაიზერით!“,- წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-mkvleli-aris-virusi-da-ara-vaqtsina-da-ara-sameditsino-pirbade/


“ასტრაზენეკას” გამოყენება 55 წლამდე ასაკის ადამიანებში დაუშვებელია, რადგან სწორედ ამ ასაკობრივ…“

0

22/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა.


“ვამბობდი, რომ ვაქცინაცია უნდა გაკეთებულიყო მხოლოდ შესაბამისად მომზადებულ კაბინეტებში”, – ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისი თქმით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს ,,ასტრაზენეკას” ვაქცინა გამოყენებული 55 წლამდე ასაკის ადამიანებში, რადგან სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში არის დაფიქსირებული გართულებები.


,,ჩემი კოლეგა ექთანი, მეგი ბაქრაძე არის დღევანდელობის გმირი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მეგის თავდადება არ დაიკარგოს. მან გაწირა საკუთარი სიცოცხლე იმისთვის, რომ ჩვენ გადავრჩენილიყავით. თავს ვიხრი მისი ოჯახის წინაშე, რომელმაც ასეთი ადამიანი გაზარდა“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მეგი ბაქრაძე დაიკრძალოს, როგორც გმირი!


„იმედი მაქვს, შესაბამისი საინიციატივო ჯგუფები იზრუნებენ, რომ დაწესდეს მეგი ბაქრაძის სახელობის სპეციალური ჯილდო – ჯილდო სიმამაცისთვის ჯანდაცვის სფეროში!


მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციებმა გასცეს თანხმობა, რომ ,,ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა დამატებითი განცხადება, რასაც მეც ვეთანხმები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს ,,ასტრაზენეკას” ვაქცინა გამოყენებული 55 წლამდე ასაკის ადამიანებში, რადგან სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში არის დაფიქსირებული გართულებები“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


მისი განცხადებით, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სწორი ინფორმაცია, შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება და იგრძნოს პასუხისმგებლობა.


„ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ყველა რისკი უნდა გათვალოს. ბევრი მნიშვნელოვანი რჩევა კი პირადად მე გავუზიარე შესაბამის ხალხს. მათ ჩემ მიერ დასმული საკითხები და რეკომენდაციები გაიტანეს შეხვედრაზე და პასუხის მივიღე, რომ ყველაფერი კარგადააო. გავაფრთხილე, რომ არ იყო ყველაფერი კარგად და მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინათ, მაგრამ ჭკუას ნუ გვასწავლიო და აგერ შედეგიც. ვამბობდი, რომ ვაქცინაცია უნდა გაკეთებულიყო მხოლოდ შესაბამისად მომზადებულ კაბინეტებში.


ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სწორი ინფორმაცია, შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება და იგრძნოს პასუხისმგებლობა. მედიასივრცეში უნდა იყოს ღია დიალოგი ანტივაქსერებსა და ვაქცინის პროპაგანდისტებს შორის, რომ საზოგადოებამ შეძლოს სრულყოფილი ინფორმაციის მიღება. მთავარია, დიალოგი იყოს ღია, გამჭვირვალე და არაფერი დავმალოთ”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


19 მარტს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. მას 18 მარტს აცალციხის ,,იმედის” კლინიკაში ,,ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


ვირუსის მეორე ტალღა შესაძლოა სექტემბერსა და ნოემბრში დაიწყოს – გიორგი ფხაკაძე09-06-2020

0

09.06.2020 Rustavi2



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი სამედიცინო საკითხებში გიორგი ფხაკაძე “დღის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველო სათანადოდ მოემზადოს ვირუსის მეორე ტალღისთვის, რომელიც სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში დაიწყება.


როგორც გიორგი ფხაკაძე აცხადებს, ვირუსზე ამინდის ზეგავლენა არანაირი მეცნიერული კვლევით არ არის დადასტურებული და ის ტემპერატურა, რაც საქართველოშია ვირუსზე არ მოქმედებს.


“ჩვენ გვავიწყდება ჩვენი ისტორია. გლობალური პანდემია, რომელიც გვქონდა გვასწავლის, რომ მეორე და მესამე ტალღა შესაძლოა გვქონდეს. ამ ეტაპზე, არც წამალი გვაქვც და არც ვაქცინა იქნება ახლო მომავალში. ამინდი ნამდვილად არ მოქმედებს ვირუსსზე. 56 გრადუსი კლავს მხოლოდ ვირუსს და ღმერთმა ნუ ქნას საქართველოში ეს ტემპერატურა დაფიქსირდეს. პრაქტიკულად, სიცხე არ მოქმედებს, მოქმედებს ის, რომ ერთ სივრცეში არ ვართ და დავდივართ გარეთ. ვირუსი არსად არ წასულა. ბევრი ჩვენი მოქალაქე არ არის დაინფიცირებული. სექტემბრიდან ნოემბრის თვემდე დაიწყება სეზონური ვირუსები, რომ გავითვალისწინოთ ძველი გამოცდილება, ამ დროს, ჩვენი იმუნიტეტი იქნება დაქვეითებული.


მეორე ტალღა, რომელიც შესაძლებელია მოხდეს, დაიწყება სექტემბრის და ნოემბრის თვეში. ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის ანალიზით მეორე ტალღა იქნება, თუმცა სიმძლავრე უკვე ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული და ქვეყნის მომზადებაზე.


აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა,”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/166999

ამ პრეზენტაციას გიორგი ფხაკაძე გაუძღვება – წიგნი, რომელიც ყველა მედიკოსს დააინტერესებს

0

27/09/2021

29 სექტემბერს, 15:00 საათზე, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის, „სამედიცინო დაწესებულებების არქივი“ ონლაინ პრეზენტაცია.


ნაშრომი მოიცავს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, სამედიცინო დაწესებულების არქივების უკვე არსებული ან/და მომავალი არქივარიუსებისთვის. იგი წარმოადგენს გზამკვლევს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის, რათა შექმნან და განავითარონ საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო არქივი.


წიგნი შექმნილია რჯც-ს (რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი) და დტსუ-ს (დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი) ავტორთა მრავალწლიანი ერთობლივი თანამშრომლობით: მანანა ლოსაბერიძე (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი);

გიორგი ფხაკაძე (დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი);

ანა ბოლქვაძე (დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი);

ნუგზარ ბოლქვაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი); თამარ თალაკვაძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი); თეიმურაზ ზურმუხტაშვილი (არქივმცოდნე).

წიგნის ონლაინ პრეზენტაციას გაუძღვება გიორგი ფხაკაძე / დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი (MPH), მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD) /

წიგნი „სამედიცინო დაწესებულებების არქივი“ გამოიცა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობით.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/am-prezentatsias-giorgi-fkhakadze-gaudzghveba-tsigni-romelits-kvela-medikoss-daainteresebs/



„ეს სამწუხარო ფაქტია…. ბატონ ცერცვაძესთან დებატებში არ შევალ, რადგან მან ეთიკის კოდექსი დაარღვია“

0

22/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ ,

ლინკი: https://old.primetime.ge/kargi-iqneba-sami-mushketeri-politikidan-isev-meditsinashi-gadavides-giorgi-fkhakadze

გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძისა და ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის დებატებს ეხმაურება:


„დამსახურებულ სპეციალისტ“ თენგიზ ცერცვაძეს პოლიტიკოსთან დებატებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, ამით პოლიტიკური პარტიის რეიტინგი მაღლა ასწია. თენგიზ ცერცვაძე პოლიტიკური ფიგურა გახდა, ეს სამწუხარო ფაქტია. არის დრო, როცა ადამიანმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გადავიდეს პენსიაზე, ან ჩაერთოს მხოლოდ აკადემიურ საქმიანობაში. სამწუხაროდ, ის პოლიტიკური ფიგურა გახდა.


მე, გიორგი ფხაკაძე დებატებში ჩემზე უფრო დაბალ პროფესიონალთან, სპეცალისტთან მონაწილეობას არასდროს მივიღებ. უკაცრავად, მაგრამ რა შუაშია პოლიტიკოსი ჯაფარიძე და ჯანდაცვის ექსპერტი ცერცვაძე. ვერ მივხვდი, რატომ ჩატარდა ეს ე.წ სატელევიზიო დუელი. კარგი იქნებოდა, ცერცვაძე თავის აკადემიურობას და სამედიცინო საკითხს დაუბრუნდეს. ნაკლებად გააკეთოს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, რომელსაც ხშირად ამბობს. ცერცვაძე სამედიცინო პრეპარატს არეკლამებს, რითაც ეთიკის ნორმებს არღვევს.


მასთან მე სუფთა სამედიცინო ეთიკის ძალიან დიდი პრეტენზია მაქვს. გუშინ სტატია წავიკითხე, სადაც ამბობდა, რომ ვიღაც-ვიღაცეები “რემდესივირს“ ცუდ რეკლამას უკეთებენო. ცერცვაძემ ეთიკის ნორმა დაარღვია, ის ფარმა-კომპანიას, სამედიცინო პრეპარატის რეკლამას ეწევა, რომელიც ჯანმომ გამოაცხადა 2020 წელს და კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არაეფექტურია.


ექიმი რომ ხარ, ვალდებულებაა, რომ პაციენტს უმკურნალო. ამისთვის არც მადლობას და არც მედლებს ველოდებით. როცა ადამიანი ავად არის, უნდა უმკურნალო. არ არის საჭირო საუბარი იმაზე, რომ კარგ საქმეს აკეთებ. ამაზე ცერცვაძემ პასუხი უნდა აგოს – რატომ შემოდის ქვეყანაში პრეპარატი მისი ხელმძღვანელობითა და წაქეზებით, როცა ჯანმომ წამლის გამოყენება აკრძალა.


არგი იქნება „სამი მუშკეტერი“ პოლიტიკიდან მედიცინაში თუ გადავა. საჯარო პირებმა საკუთარი საუბარი უნდა აკონტროლონ. ბატონ ცერცვაძესთან დებატებში არ შევალ, რადგან მან ეთიკის კოდექსი დაარღვია, რომლის დაცვაც ექიმს ევალება. მესმის კოლეგიალურობა, მაგრამ საზღვრები არ უნდა გადაკვეთოს“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ტრანსპორტში არ უნდა ილაპარაკოთ, ჩუმად უნდა იყოთ!“ – გიორგი ფხაკაძის რჩევები უსაფრთხოდ…

0

16/09/2021

„ტრანსპორტში არ უნდა ილაპარაკოთ, ჩუმად უნდა იყოთ, ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომ ვირუსი ნაკლებად გავრცელდეს. 100%-ით არაფერი იცავს, მაგრამ რისკებს შეამცირებთ“, – აცხადებს ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე და მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას შემდეგ რჩევა-რეკომენდაციებს აძლევს:


„ავტობუსში როცა ხართ, კონდიციონერი არ უნდა იყოს ჩართული. ფანჯრები უნდა იყოს ღია. თუ ხართ ტრანსპორტში, როგორმე ფანჯრის მხარეს დასხედით.

თუ ხართ ტაქსიში – ორი ფანჯარა უნდა იყოს ღია. მძღოლის ფანჯარა უნდა იყოს დაკეტილი, მის გვერდით კი ღია. მძღოლის უკან მდებარე ფანჯარაც ღია უნდა იყოს. მძღოლის უკან არა, მეორე მხარეს დასხედით. ეს კიდევ ერთი ძალიან პატარა ხრიკია თავის დაცვისთვის. თუ 1,2 გაჩერებაში გინდათ გადაადგილება, ფეხით გაიარეთ. სიარული ძალიან კარგია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/transportshi-ar-unda-ilaparakot-chumad-unda-ikot-giorgi-fkhakadzis-rchevebi-usafrtkhod-mgzavrobistvis/


საშიშია თუ არა “შავი სოკო” საქართველოსთვისდაპოსტა 2021/06/03-ში

0

03.06.2021 megatv.ge Kutaisi



ინდოეთში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ და გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ პაციენტებში, მუკორმიკოზის, ე.წ.„შავი სოკოს“ შემთხვევები ფიქსირდება.

კერძოდ, მუმბაიში მოღვაწე თვალის ქირურგი, აქშაი ნაირი ამბობს, რომ მან ოპერაცია ჩაუტარა 25 წლის დიაბეტის მქონე ქალს, რომელიც კოვიდისგან 3 კვირის წინ გამოჯანმრთელდა და რომელსაც მუკორმიკოზი განუვითარდა.

მუკორმიკოზი საკმაოდ იშვიათი სოკოვანი დაავადებაა, რო­მე­ლიც და­ბა­ლი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში იჩენს თავს. მუკორმიკოზს ობის სოკოები იწვევენ, რომლებიც ნიადაგში, მცენარეებში, სასუქში, ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. ინფექცია თვალებს, ყურსა და ზოგჯერ ადამიანს ტვინსაც აზიანებს. სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია გან­სა­კუთ­რე­ბით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შეხ­ვდე­ბათ დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს, აივ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს, ან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვი­ან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ​კორონავირუსის ახალი შტამების გამოვლენა და მუტაცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე დედამიწაზე ადამიანია და სიცოცხლე იქნება.

ამასთან, ფხაკაძე განმარტავს, რომ რომელი ქვეყნებისთვის, რამდენად სახიფათოა ახალი შტამები. მსმენელის კითხვაზე, არის თუ არა საქართველოსთვის საშიში ე.წ შავი სოკო, ექსპერტი აღნიშნავს, რომ უმეტესწილად ტროპიკული ქვეყნების პრობლემაა.

„რაც შეეხება „შავ სოკოს“… ეს პირველად გავრცელდა ინდოეთში, მუმბაიში. საქართველოსთვის ნაკლებად საშიშია. ამ კუთხით ინდოეთში არის ბევრი კომბინაცია – სიღარიბე, სიბინძურე, სიცხე. ტროპიკული დაავადებები და ა.შ. ის საქართველოს ნაკლებად ემუქრება, რადგანაც ძირითადად ტროპიკული ქვეყნების პრობლემაა.

მჯერა, კორონავირუსს დავამარცხებთ, მაგრამ უნდა დავამარცხოთ სიმართლით და არა ტყუილებით. დინჯი, პრაგმატული ნაბიჯებით, პროფესიონალიზმით, რომლის ნაკლებობაც გვაქვს თითქმის ყველა მიმართულებით. პროფესიონალიზმი – ეს არის ერთადერთი გზა, რომ გამოვიდეთ ჩიხიდან“,- თქვა გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვაში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%9d-%e1%83%a1/

პირბადეების თვითღირებულება 13 თეთრია – როგორ მდიდრდებიან პანდემიის დროს საქართველოში?

0

14/12/2020


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე საქართველოში პირბადეების ფასის 15 თეთრამდე შემცირებას ითხოვს. როგორც მან „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა, პანდემიის დროს პირბადეებზე ფულის შოვნა არის ღალატი.


მისივე თქმით, ფარმაკომპანიები და აფთიაქები პირბადეების რეალიზაციაზე 200 და 300 პროცენტიან მოგებას აკეთებენ, რაც მიუღებელია.


„ჩვენ ვამბობთ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი საუკეთესო წამალი და „ვაქცინა“, რაც გვაქვს, არის პირბადე. მე მქონდა კონტაქტი პირბადეების რამდენიმე მწარმოებელთან და დავადგინე, რომ ამ პირბადის თვითღირებულება არის 13 თეთრი. ეს არის საქართველოში დამზადებული პირბადეების ფასი. კითხვა მაქვს, მაშინ რატომ იყიდება ეს პირბადე 40 და 60 თეთრად და ზოგჯერ უფრო ძვირადაც? პრობლემა, რომ ფარმაკომპანიები და აფთიაქები 200 და 300 პროცენტიან მოგებას აკეთებენ. ჩემთვის, როგორც ექიმისა და საზოგადოებრიცვი ჯანდაცვის ექსპერტისათვის, ეს მიუღებელია. ამ ეპიდემიის დროს პირბადეებზე ფულის შოვნა არის ღალატი და დანაშაული“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ სააგენტოსთან საუბრისას.


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა პირბადეების ფასის შემცირებისაკენ მოწოდება საკუთარი ფეისბუქ გვერდიდანაც გააკეთა. ის საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ყველგან მოითხოვონ 15 თეთრიანი პირბადე.


„აქტიურ მოქალაქეებს მოვუწოდებ, ყველგან მოითხოვონ 15 თეთრიანი პირბადე, ეს იქნება აფთიაქების და ფარმაკომპანიების ფეისბუკ გვერდებზე, თუ სხვაგან. ვნახოთ, რომელი კომპანია გამოგვეხმაურება, მას გავუწევ უფასო რეკლამას“, – აცხადებს ფხაკაძე.

შეგახსენებთ, საქართველო კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით ერთერთ-პირველ ადგილზეა. ჯანმოს მონაცემებით, საქართველოს ვირუსის გავრცელებით 9 პროცენტიანი ზრდა აქვს, ხოლო სიკლვდილიანობის თვალსაზრისით 8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2020/12/pirbadeebis-thvithghirebuleba-13-thethria-rogor-mdidrdebian-pandemiis-dros-saqarthveloshi/


პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების

0

24.10.2020 ImediNews


პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი განიხილა


საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა.

შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, პრემიერმა ისაუბრა შეზღუდვების გამკაცრების რამდენიმე ვარიანტზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილება.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანა პიკში შედის, საჭიროა წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო გაფართოება. მათი შეფასებით, დამატებითი შეზღუდვები ინფიცირების რაოდენობას მკვეთრად არ შეამცირებს, თუმცა ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების მაქსიმალურ შეზღუდვას.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აუცილებელია, რათა უფრო ეფექტურად იმართოს კლინიკური სექტორი, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სისტემა და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც სტაციონარული სერვისები პირველ რიგში სჭირდებათ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანალოგიური შეხვედრა გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან, ვინაიდან ხელისუფლების მიზანია, სხვადასხვა სექტორთან და სფეროს პროფესიონალებთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთის მხრივ ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით.

საზღვარგარეთ მოღვაწე ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა საქართველოს მთავრობას ასევე გაუზიარეს შეზღუდვების კუთხით იმ ქვეყნებში არსებული გამოცდილება, სადაც საქმიანობენ.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი გოცაძე.

შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდნენ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე – შვეიცარიიდან, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი – ესტონეთიდან, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული აშშ-დან.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/173932/premierministrma-jandatsvis-speros-eqspertebtan-tsertilovani-shezgudvebis-gamkatsrebisa-da-gapartoebis-sakitkhi-ganikhila

Verified by MonsterInsights