ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

“ახლა რომ გავიხსნათ, ყველას ყოფა გვეტირება” – გიორგი ფხაკაძის თქმით, კარგია რომ მთავრობამ ქვეყანა

05/01/2021

ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომ შენარჩუნდეს შეზღუდვები კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სწორია.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე მან თავად მისცა მთავრობას შეზღუდვების შენარჩუნების რეკომენდაცია.

“გამლანძღეთ ახლა და გამთათხეთ ბიზნესებმა, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი რეკომენდაცია საკოორდინაციო საბჭოზე და მე ძალიან მიხარია, რომ პრემიერ მინისტრმა მიიღო სწორი გადაწყევტილება. მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი, მე ვარ ჯანდაცვის ექსპერტი და შესაბამისად ვისაუბრებ ვაქცინაზე და სწორ ჯანდაცვის საკითხებზე და პოლიტიკაზე ვერ ვილაპარაკებ.

რაც მთავრობამ გააკეთა ძალიან კარგია. ძალიან კარგია რომ ჩაკეტა ქვეყანა, ძალიან კარგია რომ გამოაცხადა უქმე დღეები, როცა ადამიანი აკეთებს ჭკვიანურ რაღაცას შესაბამისად უნდა უთხრა, რომ ჭკვიანია და კარგია. სწორი გადაწყვეტილებაა რომ ქვეყანა იკეტება.

ჩვენ პიკი გადავლახეთ და ინფიცირებულთა რაოდენობა ახლა მიდის ქვევით და ახლა რომ ცოტა გახსნა იყოს გვეტირება ყოფა ყველას”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/akhla-rom-gavikhsnat-kvelas-kofa-gvetireba-giorgi-fkhakadzis-tqmit-kargia-rom-mtavrobam-qvekana-chaketa/



როგორ სახლში ცხოვრობს გიორგი ფხაკაძე – ნახეთ ზღაპრული ინტერიერის ფოტოები

05/01/2021

ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი ზღაპრულად გამოიყურება. სახლის ფოტოები ჟურნალმა „ინტერიერმა“ ორი წლის წინ გადაიღო.


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, სახლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა.

იხილეთ ფოტოკოლაჟი



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/rogor-sakhlshi-tskhovrobs-giorgi-fkhakadze-nakhet-zghapruli-interieris-fotoebi/


“მუტაციები, რომელიც ხდება, კარგია” – რატომ არ უნდა გვეშინოდეს კორონავირუსის ახალი შტამის

06/01/2021

ზაფხული გვექნება ძალიან კარგი. მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება. გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ ლაივჩართვაში ისაუბრა.

იხილეთ ვიდეო

მისივე თქმით, ვირუსის ახალი შტამი საშიში არაა და თუ ვირუსი მუტაციას განაგრძნობს, შეიძლება მან ნელ-ნელა ძალაც დაკარგოს.
“ეს ვირუსი, ახალი შტამი არ არის საშიში, ის არის საყურადღებო. ვირუსი ზუსტად ისევე ვრცელდება როგორც ძველი შტამი. ბიძაშვილ მამიდაშვილები არიან, ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ადაპტირება განიცადა და ადამიანებს შორის უფრო კარგად მრავლდება, უფრო კომფორტულად გრძნობს თავს…
მუტაციები, რომელიც ხდება პრინციპში კარგია, რადგან ვირუსი კარგავს ძალას და ფაქტობრივად, არც ისე დამაზიანებელი ხდება. ანუ ისეთი აგრესიული არ არის, რაც ძალიან კარგი ამბავია…
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძლება კიდევ განიცადოს მუტაცია და თავი დაგვანებოს, ეს ვირუსი არის სეზონური”, – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mutatsiebi-romelits-khdeba-kargia-ratom-ar-unda-gveshinodes-koronavirusis-akhali-shtamis/



„დასკვნა თქვენზე იყოს“ – გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს

09/01/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. როგორც ფოტოში ჩანს, მისი სახლის წინ უფასო კოვიდტესტისთვის სპეციალური სივრცეა მოწყობილი.


„ჩემი სახლის წინ … უფასო COVID-19 ტესტი … დასკვნა თქვენზე იყოს …“- წერს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/daskvna-tqvenze-ikos-giorgi-fkhakadze-sotsialur-qselshi-fotos-aqveknebs/


ვაიმე, ამოვიდა ყელში… არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ! – გიორგი ფხაკაძე

09/01/2021

ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, პრეპარატი „მოლნუპირავირი“, ისევე როგორც „რემდესივირი“ კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტური საშუალება არ არის.


„ვაიმე ეს „მოლნუპირავირზე“ ამოვიდა ყელში… ხალხო ეს არის ჩვეულებრივი ფარმაკომპანიების, როგორც „რემდესივირი“ და ამ პრეპარატზე ჩემი პასუხი, ხომ იცით რაც არის… „რემდესივირი“ არის ფულის გასაკეთებელი მანქანა. არ მუშაობს ეს წამალი, მეტი რა უნდა გითხრათ! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ არ მუშაობს. „ქლოროფინი“ დაგავიწყდათ?! – მე როდის ვიძახოდით არ ვარგა ეს წამალი, მერე ამოიღეს ხმარებიდან.


საქართველოში ხომ ხმარობდნენ ამ პრეპარატებს, არ ვიცი ახლა თუ იყენებენ. გეუბნებით, რომ დაწყნარდით, გეუბნებით ხალხნო დაწყნარდით, ყველაზე კარგი წამალი არის რა?! – პოზიტივი… დღეში, შვიდი და ათი ათასი ნაბიჯი ფეხით სიარული.

დაახლოებით ერთი საათი სუფთა ჰაერზე სეირნობა. შეამცირეთ, მარილი, შაქარი და გამოხატეთ მეტი პოზიტიური ენერგია. და მნიშვნელოვანი რაცაა პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია, აი, ასე თუ ავიცილებთ ვირუსს და ავაშენებთ, ქვეყანას. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ ქვეყნის აშენებას და მოვითხოვოთ ქვეყნის გახსნა. მოვითხოვოთ ოღონდ არა მკაცრად“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართავში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/vaime-amovida-kelshi-ar-mushaobs-es-tsamali-meti-ra-unda-gitkhrat-giorgi-fkhakadze/


„მესამე ტალღას მივიღებთ უფრო ადრე, ვიდრე ველოდებით“ – გიორგი ფხაკაძის გაფრთხილება და მიმართვა

09/01/2021

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება.


მისივე თქმით, მესამე ტალღა აპრილში დაიწყება და მთელი მსოფლიო მოლოდინის რეჟიმშია.

„მათემატიკური გათვლებით, მესამე ტალღა უნდა დაიწყოს აპრილში, მთელი მსოფლიო მოლოდინის რეჟიმშია, მაგრამ, ისევე, როგორც ჩვენ მოგვივიდა მეორე ტალღის შემთხვევაში, როცა ველოდებოდით ნოემბერში და მივიღეთ სექტემბერში, თუ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, იმის ნაცვლად, რომ მესამე ტალღა აპრილში იყოს და იქამდე კარგად მოვემზადოთ, მივიღებთ უფრო ადრე. ეს გადაწყვეტილებები არის ერთი და იგივე – პირბადის ხელმისაწვდომობა.


ყველა ამბობს, პირბადეო, კი ბატონო, მაგრამ თუ ის ღირს 1 ლარი და 60 თეთრი, ადამიანმა როგორ იყიდოს ის პირბადე, სუბსიდირება გააკეთონ, რომ პირბადე იყოს 5 თეთრი, ეს არის ერთადერთი წამალი, ვაქცინა, რომელიც არსებობს დღევანდელ მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგოდ“,– თქვა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mesame-talghas-mivighebt-ufro-adre-vidre-velodebit-giorgi-fkhakadzis-gafrtkhileba-da-mimartva-khelisuflebas/


„ძალიან კარგ დიეტას გასწავლით, ეს იქნება ფხაკაძის დიეტა“ – გიორგი ფხაკაძის მორიგი რჩევა მოსახლეობას

10/01/2021

გაეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე თავის მორიგ ლაივჩართვაში მოსახლეობას პოსტკოვიდურ სიმპტომებზე ესაუბრება.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ამბობს, რომ კოვიდგადატანილი ადამიანები არ უნდა მოდუნდნენ და ისევ ყურადღებით დააკვირდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.


ექსპერტის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი პოსტკოვიდური სიმპტომები, როგორიცაა: უძილობა, დეპრესიული განწყობები და ფილტვებში სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები.

სწორედ კორონავირუსის მიერ ფილტვების დაზიანების გამო ფხაკაძე კოვიდგადატანილ ადამიანებს ურჩევს არ მოწიონ სიგარეტი.

„ბევრი ამბობს, რომ ამის გამო წონაში მოიმატებს, ნუ გეშინიათ, არ მოიმატებთ, ერთ კვირაში ძალიან კარგ დიეტას გასწავლით, მე ვიყენებ, ეს იქნება ფხაკაძის დიეტა“ – ამბობს ის და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ატარონ პირბადე, რადგან ეს არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/dzalian-karg-dietas-gastsavlit-es-iqneba-fkhakadzis-dieta-giorgi-fkhakadzis-morigi-rcheva-mosakhleobas/


“ეს კოვიდგადატანილების 25%-ს ემართება… კვლევები მაქვს ნანახი, რომელიც ჯერ არც დაბეჭდილა”

11/01/2021

კოვიდგადატანილებს 25%-ს დეპრესიული მდგომარეობა აქვთ და კარგად ვერ იძინებენ, – ამის შესახებ გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუქ live-ის” დროს განაცხადა.

“კვლევების მონაცემები მაქვს ნანახი, რომელიც ჯერ არ არის დაბეჭდილი, მაგრამ მალე დაიბეჭდება. იქ იყო საუბარი, რომ დაახლოებით 25% ადამიანების, ვინც გადაიტანა კოვიდი, კვლევა გვეუბნება, რომ რჩება დეპრესიული მდგომარეობა, ადამიანი კარგად ვერ იძინებს. ვითომ ხომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ძილში აქვს პრობლემა, ვერ იძინებს კარგად. მე არ ვიძახი, რომ ყველა, მაგრამ 100 ადამიანიდან, ვინც კოვიდი გადაიტანა 25 კარგად ვერ იძინებს.

ასევე არის დეპრესიული მდგომარეობა ადამიანი დეპრესიაში ვარდება, არაფერი არ მოწონს, ყველას ეჩხუბება, ცუდ ხასიათზეა, ცუდ პოსტებს წერს”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ფხაკაძე ურჩევს მოქალაქეებს დღე-ღამეში იძინონ არანაკლებ 8 საათი, რადგან უძილობა ამცირებს ადამიანის შრომისუნარიანობას, მოქმედებს მის ხასიათზე და აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

“ძილი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, დღეში 8 საათი უნდა დაიძინოთ. როცა ნაკლები ძილი გაქვს, იმუნური სისტემა ჩამოდის ქვევით, თქვენ არახართ ძლიერები, თქვენ საქმეს ვერ აკეთებთ. როცა უძილობა გაქვს, ეს მოქმედებს მთელს თქვენს სისტემაზე და სხვა დაავადებებზე. დეპრესია ისეთი რამაა, რომ ძალიან რთულია და ოჯახის წევრების, მეგობრების და ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-kovidgadatanilebis-25-s-es-emarteba-kvlevebi-maqvs-nanakhi-romelits-jer-arts-dabetchdila-giorgi-fkhakadze-sazogadoebas-mimartavs/


სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი, 2023 წლამდე კოვიდი არსად არ წავა – გიორგი ფხაკაძე

12/01/2021

გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით კორონავირუსი 2023 წლამდე არსად წავა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ


ფხაკაძე საზოგადოებას ერთმანეთის გვერდში დგომისა და “ხელების დაკაპიწებისკენ” მოუწოდებს.

“სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ 2023 წლამდე კოვიდი არსად არ წავა.

ამიტომ, ქვეყანა უნდა გადავიყვანოთ სხვა რელსებზე. გვჭირდება გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა!
მკაცრი რეგულაციები სამედიცინო პირბადეზე და დისტანციაზე!

თავში ხელის წაშენის დრო არ არის, ახლა ხელების დაკაპიწების და შრომის დროა!
ერთმანეთის გვერდითდგომის დროა, რათა გადავრჩეთ!”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/simartles-unda-gavustsorot-tvali-2023-tslamde-kovidi-arsad-ar-tsava-giorgi-fkhakadze/


ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ელექტრონული ბარათი, სადაც თავმოყრილი იქნება სამედიცინო

14/01/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანამდე ბევრი ტექნიკური საკითხი მოუგვარებელია.

ფხაკაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქე ინდივიდუალური ელექტრონული ბარათებით, სადაც თავმოყრილი იქნება სამედიცინო მონაცემები.

“უნდა იყოს პოლიტიკური ნება, ან იყოს გამოცემული ბრძანება და ხვალიდან ყველა საავადმყოფოს დაევალოს, რომ ერთ თვეში დაიწყოს ელექტრონული ბარათების ხმარება, დატესტილია და მომზადებულია ყველაფერი.

სტომატოლოგიური კლინიკები უნდა გადასულიყვნენ პირველი იანვრიდან და მაქვს კითხვა, რატომ არ გადავიდნენ? პასუხი არ მაქვს სამწუხაროდ, მილიონობით ფულია დახარჯული მაგრამ არ გაკეთებულა”, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერში” საუბრისას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kvela-moqalaqes-unda-hqondes-individualuri-eleqtronuli-barati-sadats-tavmokrili-iqneba-sameditsino-monatsemebi-giorgi-fkhakadzis-initsiativa/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights