ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

მგონი მართლა გვთხლიშა გამოსაფხიზლებლად – გიორგი ფხაკაძე

13/02/2022

საქართველოში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა.


„მგონი მართლა გვთხლიშა გამოსაფხიზლებლად… მაინცდამაინც, მეტეორი უნდა დაგვეცეს თავზე რომ გამოფხიზლდეთ…“, – წერს ფხაკაძე სოცქსელში.


ცნობისთვის, საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელიც 6.2 მაგნიტუდას შეადგენდა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/mgoni-martla-gvtkhlisha-gamosafkhizleblad-giorgi-fkhakadze


VIDEO: ამაზე უარეს ადგილებში ვარ ნამყოფი და ნამუშევარი და ვიცი, რასაც ვამბობ – რა ვიდეოს აქვეყნებს

17/02/2022

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.


პროფესორმა სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, რომელიც იმ ყოფას ასახავს, რომელშიც უკიდურესად მძიმე პირობებში მცხოვრები ბავშვები არიან ასახული.

გიორგი ფხაკაძე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს:


„ევროსაბჭოში მუშაობა ძალიან მინდოდა. იქ სამუშაოდ ჩემი დიპლომები არ ჭრიდა. ევროკავშირის დიპლომი უნდა მქონოდა. წავედი ბუქარესტში, მეორე სადოქტოროზე, ბუქარესტში ჩავაბარე, CV-ში არ ვწერ, რომ არ თქვან, ვერ არის ჭკუაზეო, ორს ვინ წერსო. რუმინეთში სტრესი მქონდა, ვერ ვმუშაობდი. სწავლობ, სწავლობ და გრძნობ, რომ თავი გისკდება და შეიძლება აგიფეთქდეს. საქართველოს მაგონებს – მინდა რაღაც გავაკეთო და ვერ ვაკეთებ.


შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციაში გავაგზავნე CV. გასაუბრება უცნაურ ადგილას მქონდა. ბაზარში ვიყავი, გარშემო უამრავი ბოშა იყო, ყვიროდნენ-წიოდნენ. მე კუთხეში ვიყავი, ცელოფნის პარკში პომიდვრები და რაღაცები მელაგა. გასაუბრება ჩუმად მქონდა, საპირფარეშოს გვერდით ვიდექი და წარიმართა. ვიფიქრე, ვის უნდა ავეყვანე, თუმცა, 1 კვირაში დამირეკეს. სომალიში აღმოვჩნდი. გლობალური ფონდის მენეჯერის პოზიციაზე. 2006 წელს იქ ვინ წავიდოდა? სასაკლაო იყო. წავედი…


თეთრი ბიჭი ჩავიდა არათეთრებთან. ძალიან სტრესული იყო იქ მუშაობა. ზოგიერთ ადგილას 25-კაციანი დაცვა მყავდა. 5-6 მანქანით ვმოძრაობდი. ძალიან ბევრჯერ სიკვდილსაც ჩავხედე თვალებში, ვნახე ადამიანების სიცოცხლის დაკარგვაც.7-8 თვე ვიყავი, ძალიან ბევრი ვისწავლე, განსაკუთრებით კორუფციის არსი გავიგე. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ამას აკონტროლებდა. იქ საპირფარეშო არ არის, პირველი დღე იყო ძალიან რთული. მანქანიდან გადასვლა სარისკოა, გარშემო ყველაფერი დანაღმულია. დილით ფეხსაცმელში შესაძლოა მორიელიც დაგხვდეს“…


დღეს გავრცელებულ ვიდეოს კი ასე ასათაურებს:


„ნამდვილი სიღარიბე და გაჭირვება თუ არ გინახავს, ვერასდროს ვერ დააფასებ იმას, რაც გაქვს.


როცა მუშაობ ასეთ ქვეყნებში, ხვდები, რომ კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერი არის კორუფცია. კორუფცია ქმნის მონობას. მე ასეთ და ამაზე უარეს ადგილებში ვარ ნამყოფი და ნამუშევარი და ვიცი, რასაც ვამბობ,

️თქვენ იცით?!“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/video-amaze-uares-adgilebshi-var-namyofi-da-namushevari-da-vitsi-rasats-vambob-ra-videos-aqveynebs-giorgi-fkhakadze


„ნამდვილი სიღარიბე და გაჭირვება თუ არ გინახავს, ვერასდროს ვერ დააფასებ იმას, რაც გაქვს“

18/02/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს წარწერით:


„ნამდვილი სიღარიბე და გაჭირვება თუ არ გინახავს, ვერასდროს ვერ დააფასებ იმას, რაც გაქვს.


როცა მუშაობ ასეთ ქვეყნებში, ხვდები, რომ კაცობრიობის ყველაზე დიდი მტერი არის კორუფცია. კორუფცია ქმნის მონობას.


მე ასეთ და ამაზე უარეს ადგილებში ვარ ნამყოფი და ნამუშევარი და ვიცი, რასაც ვამბობ. თქვენ იცით?!“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/namdvili-sigharibe-da-gachirveba-tu-ar-ginakhavs-verasdros-ver-daafaseb-imas-rats-gaqvs-giorgi-fkhakadze-emotsiur-videos-aqveynebs


„დღეიდან ყოველდღე ამაზე ვილაპარაკებ, არანაირი პოზიცია არ მინდა, არც მინისტრობა, არც სხვა რამ“

19/02/2022

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე წერს და მთავრობას, უსასყიდლო დახმარებას სთავაზობს.


„საქართველოში ჯანსაცვის სისტემის ნაცვლად გვაქვს ემოციური, კორუფციული კარტელი,


ჩვენ ჯანდაცვაში ძალიან რადიკალური, რევოლუციური ცვლილებები გვჭირდება.


„ფეისბუქგვერდზე“ საჯაროდ გავაზიარე ჯანდაცვის რეფორმის ათპუნქტიანი გეგმა, ბაზისური ცვლილებები,


საჯაროდ მივმართავ სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ქვეყანას ოფიციალურად, უანგაროდ ვთავაზობ ჩემს დახმარებას ეს ტექნიკური საკითხებია, უმრავლესობამ შეიძლება, ვერც გაიგო, რაც ვთქვი, მაგრამ ეს არის ის, რაც თითოეულ მოქალაქეს სჭირდება დღეიდან ყოველდღე ამაზე ვილაპარაკებ – ვილაპარაკებ ჯანდაცვის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ვისაუბრებ, როგორ გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სისტემა, როგორ შევამციროთ ჯანდაცვის ხარჯები.


ჩემს მიერ წარმოდგენილი რეფორმის ფარგლებში ჯანდაცვის ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 30%-იანი ეკონომიის გაკეთება რეფორმის დასაწყისშივე – პირველი ექვსი თვის განმავლობაში ეს მე მრავალ ქვეყანაში გამიკეთებია, სულით და გულით დავეხმარები საქართველოს.


არანაირი პოზიცია არ მინდა, არც მინისტრობა, არც სხვა რამ. რა ფორმაც გინდათ, ის დაარქვით, დაგეხმარებით რეფორმის დაწერაში, განხორციელებაში, რჩევებით, ყველაფრით, ოღონდ საქმე გაკეთდეს. საქმე კი გადაუდებლად გასაკეთებელია. რა მნიშვნელობა აქვს, რა თანამდებობა გაქვს, რა პოზიციაზე მუშაობ, მთავარია საქმე გაკეთდეს.


დიალოგი და დებატები უნდა იყოს იმაზე, როგორ გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სისტემა. რთული პერიოდი მოდის, მთავარი გამოწვევა პოსტკოვიდური გართულებები იქნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, უნდა დავეხმაროთ ისე, რომ ოჯახები არ გაღარიბდნენ, პოსტკოვიდის მკურნალობაში არ გატყავდნენ.


ვიმოქმედოთ გონიერად, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და ყველაფერი კარგად იქნება, ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/dgheidan-yoveldghe-amaze-vilaparakeb-aranairi-pozitsia-ar-minda-arts-ministroba-arts-skhva-ram-giorgi-fkhakadze


„მათ ვინც უკვე გადაიტანეს კოვიდი, ახალმა კვლევამ აჩვენა და ეს არის საგანგაშო…“ – რის შესახებ…

19/02/2022

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შესახებ საუბრობს. კვლევა პოსტკოვიდურ პერიოდს ეხება.


ექსპერტის თქმით, კვლევის მიხედვით, რომელიც ამერიკაში ჩატარდა, პოსტკოვიდურ პერიოდში ადამიანების უმრავლესობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს.


„კვლევამ აჩვენა, ეს უკვე არის საგანგაშო, ის, რომ კოვიდგადატანილებში ყველაზე დიდი პრობლემა არის გულ-სისხლძარღვთა დაავადება. კვლევაში ჩადებული იყო 11 მილიონი ადამიანის დოსიე 1 255 საავადმყოფოდან ამერიკის ყველა შტატიდან.


დაინახეს, რომ პოსტკოვიდის დროს ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ეს გვეუბნება იმას, რომ ჯანდაცვის სისტემები მთელ მსოფლიოში არის გადასაწყობი“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/mat-vints-ukve-gadaitanes-kovidi-akhalma-kvlevam-achvena-da-es-aris-sagangasho-ris-shesakheb-saubrobs-giorgi-fkhakadze


გილოცავთ, დღეს, ოფიციალურად საქართველოში კოვიდი დამთავრდა… გუგუნებს საქართველო – გიორგი ფხაკაძე

22/02/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწვეტიელებას ეხმაურება.


„გილოცავთ, დღეს, ოფიციალურად საქართველოში კოვიდი დამთავრდა.


ფაქტობრივად საქართველოში მოხსნეს ყველა რეგულაცია: არა კოვიდსასტუმრო, არა დეზობარიერი, არა სიცხის გაზომვა…. გუგუნებს საქართველო.


არადა ერთი დიდი კოვიდ სასტუმროა მთელი ქვეყანა.


ჯანმრთელობას გისურვებთ …


პს: დღეს 45 ადამიანი, რომ გარდაიცვალა იმათმა გრიპი აიკიდეს თუ სუსტი ვირუსი აიკიდეს (არაფერი რომ არ უნდა ისეთი რომ არის) თუ მათ დასასრულის დასაწყისის სანახავად გაუშვეს … ისე სირცხვილია … მაგრამ სირცხვილი ამ ქვეყანაში მოსული “პონტია”,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/gilotsavt-dghes-ofitsialurad-saqartveloshi-kovidi-damtavrda-gugunebs-saqartvelo-giorgi-fkhakadze


ორშაბათიდან იწყება რუსეთის დასასრულის დასაწყისი – გიორგი ფხაკაძე

28/02/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


“არავის ეგონა არც ევროპაში და არც რუსეთში, რომ უკრაინა 2 დღეს გაძლებდა. უკრაინამ არა მარტო გაძლო, უკრაინა ანადგურებს რუსულ სამხედრო ძალებს! ნახეთ სურათი.


რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ხვალ (ორშაბათს) იქნება უდიდესი სიურპრიზი (1$-100-150 რუბლამდე….. ავა რამდენიმე დღეში).


რუსული პასპორტი დღეიდან სომალის პასპორტს თუ აჯობებს. საუბარია საზღვრების ჩაკეტვასა და არსებული ვიზების გაბათილებაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის… (ჩვენ მაინც ღიად დავტოვეთ)


რუსეთი არის სრულ საჰაერო იზოლაციაში. პარიზი-მოსკოვი ჩაბარდა ისტორიას (ჩვენ მაინც ღიად დავტოვეთ)


ევროპამ დაინახა, რომ უკრაინა არ ნებდება და იბრძვის (3 დღე უყურეს). ორშაბათიდან ყველა ევროპული ქვეყანა დაიწყებს უდიდესი სამხედრო დახმარების გაგზავნას უკრაინისთვის სახმელეთო და საჰაერო გზებით.


კიდევ ბევრი საინტერესო სიურპრიზი იქნება ….


ბრძოლას აქვს აზრი! მონებს არავინ ეხმარება! უკრაინა არ დაუბრუნდება რუსულ მონობას!


ორშაბათიდან იწყება რუსეთის დასასრულის დასაწყისი!


ჩვენ რას შვრებით?!”, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/orshabatidan-itsyeba-rusetis-dasasrulis-dasatsyisi-giorgi-fkhakadze


„ხვალ გაიგებთ უპრეცედენტო ამბავს“ – გიორგი ფხაკაძე რუსეთ-უკრაინის ომზე

28/02/2022

ხვალ გაიგებთ უპრეცედენტო ამბავს შვეიცარიიდან (გადაწყვეტილება დღეს მიიღეს), – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:


„ასეთ რამეს შვეიცარიელებისგან არავინ ელოდა. მსოფლიო შეიცვალა. 2022 წლის 28 თებერვალი იქნება რუსეთის დასასრულის დასაწყისის თარიღი. დაიმახსოვრეთ. რუსეთმა წააგო ომი. უკრაინამ უკვე მოიგო,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


ცნობისთვის, ნეიტრალური შვეიცარიის პრეზიდენტი, იგნაციო კასისი ამბობს, რომ დიდი ალბათობით, შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს შეუერთდება და რუსულ აქტივებს გაყინავს.


სავარაუდოდ, გიორგი ფხაკაძეც ამ ამბავს გულისხმობს



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/khval-gaigebt-upretsedento-ambavs-giorgi-fkhakadze-ruset-ukrainis-omze


„საქართველოს არ ჰყავს ოპოზიცია! საქართველოს ჰყავს ვაჭრები“- გიორგი ფხაკაძე

03/03/2022

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში პოლიტიკიურ ოპოზიციას აკრიტიკებს:


„საქართველოს არ ჰყავს ოპოზიცია! საქართველოს ჰყავს ვაჭრები”, – წერს გიორგი ფხაკაძე



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/saqartvelos-ar-hyavs-opozitsia-saqartvelos-hyavs-vachrebi-giorgi-fkhakadze


„არ აქვს მნიშვნელობა, ალფა, დელტა თუ ომიკრონი შეგხვდათ, კოვიდი გულს აზიანებს“ – გიორგი ფხაკაძე

03/03/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს:


„კოვიდი გულზე პრობლემებს ტოვებს. არ აქვს მნიშვნელობა, სიმპტომური თუ უსიმპტომო კოვიდი გქონდათ, კოვიდი გულს აზიანებს.


კოვიდი არის კოვიდი და არ აქვს მნიშვნელობა, ალფა, დელტა თუ ომიკრონი შეგხვდათ, კოვიდი გულს აზიანებს.


პოსტ-კოვიდი /გრძელი კოვიდი ყველაზე მეტად გულს ეხება. დაიცავით თავი კოვიდისგან,


აიცერით ბუსტერით, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე და დაიცავით დისტანცია. თქვენი გული თქვენს ხელშია,


ჯანმრთელობას გისურვებთ…“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/ar-aqvs-mnishvneloba-alfa-delta-tu-omikroni-shegkhvdat-kovidi-guls-azianebs-giorgi-fkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights