ორშაბათი, მაისი 4, 2026

„შეირგეთ აპრილი/მაისი და მოემზადეთ ივნის/ივლისისათვის“ – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას ვაქცინაციას…

07/04/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ახალი „ბრიტანული“ კორონავირუსის შესახებ წერს, რომლის ვარიანტი XE არის ომიკრონის BA.2-ზე 10%-ჯერ უფრო გადამდები.


„აიცერით „ფაიზერით“ ან „მოდერნას“ ვაქცინებით, დაიცავით დისტანცია, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები და შენობები ხშირად გაანიავეთ. კოვიდის საფრთხე არსად წასულა, ისევე როგორც რუსეთის. შეირგეთ აპრილი/მაისი და მოემზადეთ ივნის/ივლისისათვის. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/sheirget-aprilimaisi-da-moemzadet-ivnisivlisisatvis-giorgi-fkhakadze-mosakhleobas-vaqtsinatsias-urchevs


“ამ ადამიანების ლოგიკას ვერ ვხედავ და თქვენ? დაწერეთ კომენტარებში, პირობას გაძლევთ, არავის არ…

11/04/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ კომენტარზე ამახვილებს ყურადღებას და წერს:


“ერთ ერთი კომენტარი: “davigalet tkveni faizerit acris gareshedac movxadet da adviladac es korona”
შეკითხვა – ასეთ ადამიანებს. რას ურჩევთ:
1/ პოსტკოვიდს,
2/ რატიანის რეანიმაციულ განყოფილებას,
3/ წინაპრების ნაადრევად მონახულებას …


ამ ადამიანების ლოგიკას ვერ ვხედავ და თქვენ? დაწერეთ კომენტარებში, პირობას გაძლევთ, არავის არ დავბლოკავ და არ წავშლი..” ,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/am-adamianebis-logikas-ver-vkhedav-da-tqven-datseret-komentarebshi-pirobas-gadzlevt-aravis-ar-davblokav-giorgi-fkhakadze


„თუ დასჭირდება საქმეს, ფხაკაძე საქართველოში ჩამოვა! მაგრამ თუ ჩამოვალ, თავისი ქმედებების გამო…

18/04/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს.


“ადამიანს ყოველთვის ვეხმარები, რომ გაიზარდოს; მე არასოდეს არ წავალ პაციენტის წინააღმდეგ…


იშვიათი სანახავია მსოფლიოში აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი აზროვნებით და სულით, რომელიც არ და ვერ იყიდება – გიორგი ფხაკაძე არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და მას ვერ იყიდით, ამის გაგება უჭირს ბევრს, ვატყობ!


ფხაკაძის ენა არის ცეცხლის ენა…
მე ვარ ნამყოფი ჯოჯოხეთში და ცოცხალი გამოვედი იქიდან – ეს ჯობია, გაითვალისწინონ ზოგ ზოგიერთებმა …



დედაჩემი ამბობდა, წასულებზე ლაპარაკობენ ან კარგს, ან არაფერს. ხალხი, რომლებიც ახლა ჩინური ვაქცინით ვაქცინაციის და მსგავს გადაწყვეტილებებს ღებულობს, არიან მავნებლები. კონკრეტულად არავის სახელს არ დავასახელებ, რადგან ჩემთვის ეს ხალხი არის წასული!


ფხაკაძეს დაუბიუჯეტებია 20 მილიარდზე მეტი სხვადასხვა ბიუჯეტები, თქვენ კი იცით საერთოდ, 20 მილიარდი როგორ გამოიყურება.


თუ დასჭირდება საქმეს, ფხაკაძე საქართველოში ჩამოვა! მაგრამ თუ ჩამოვალ, თავისი ქმედებების გამო ვიღაცები ციხეში ამოყოფენ თავს, ვიღაცები კი საავადმყოფოში შევლენ არა თეთრი ხალათით, არამედ მხოლოდ როგორც მხოლოდ პაციენტები.


ახლა წადით ეკლესიაში და ზოგიერთებმა სანთელი დაანთეთ, რომ ფხაკაძე არ ჩამოვიდეს.


გავიმეორებ – არანაირ პოლიტიკურ პარტიასთან მე არ ვიქნები აფილირებული! მე ვარ ტექნოკრატი! საქმის გაკეთება თუ დაგჭირდებათ, ჩემი ტელეფონი იცით, დამირეკეთ, დაგეხმარებით, თქვენი ხელფასი არ მინდა, ისე გავაკეთებ გასაკეთებელს! ხალხის ფული არ მინდა ერთი თეთრი! მე ჩემი გაგება მაქვს;


მონას, ყველა მონა ჰგონია. ჩემთან არ არსებობს კოჰაბიტაცია. მავნებლობასთან კომპრომისი დაუშვებელია;


თქვენზეა დამოკიდებული, არ იყოთ მონები, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. გამოდით მონობიდან, მონობა ღუპავს, მონობა კლავს! ქართველი ადამიანი არ არის მონა;


სანამ საქართველოში იქნება მანქანებზე დაბურული შუშები და სანამ არ იქნება იმის შეგნება, რომ პრეზიდენტი, პრემიერი, მუშა, მინისტრი, დამლაგებელი – ყველა არის ერთი და მათ შორის არანაირი განსხვავება არ უნდა იყოს, მანამდე არ გვეშველება. ერთადერთი განსხვავებული არის ჩვენი ჯარი, საპატიო და აღმატებული;


მე ვაქცინებზე მეტს აღარ ვილაპარაკებ, თუ რაიმე უბედურება არ მოხდა. უკვე ყველაფერი ვთქვი!ქვეყანა არის შესაცვლელი, მე რევოლუციების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მიიღეთ გადაწყვეტილება და რაღაცა ქენით…მე პოლიტიკოსი არა ვარ და არც მინდა, პოლიტიკაში ჩავერიო, მაგრამ გადაწყვეტილება მისაღებია – დავალაგოთ ეს ქვეყანა, რომ საქმე აკეთონ პროფესიონალებმა!ჯანმრთელობას გისურვებთ…” ,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/tu-daschirdeba-saqmes-fkhakadze-saqartveloshi-chamova-magram-tu-chamoval-tavisi-qmedebebis-gamo-vighatsebi-tsikheshi-amoyofen-tavs-giorgi-fkhakadze


„ბოლო სიახლე“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

20/04/2022

„ბოლო სიახლე!! გლობალურად, #COVID19-ით გადატანილთა 49%-მა გამოავლინა ”ხანგრძლივი კოვიდი დიაგნოზიდან 4 თვის შემდეგ.“,- წერს სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.


„აღნიშნული შედეგები იქნა გამოქვეყნებული დღეს ინფექციურ დაავადებათა ჟურნალში და მოიცავს 31 კვლევის მეტა-ანალიზს. ანუ 31 კვლევის შედეგად შეგროვებული ინფორმაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.


ხანგრძლივი კოვიდი”-ს გავრცელება ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში იყო 54%, და 34% ამბულატორიულ პაციენტებში.


”ხანგრძლივი კოვიდი”-ს სავარაუდო პრევალენტობა იყო: 37% დიაგნოზიდან 1 თვის შემდეგ, 25% 2 თვეში, 32% 3 თვეში და 49% 4 თვეში. ყველაზე გავრცელებული სიმპტომები:


დაღლილობა (23%), შემდეგ მეხსიერების პრობლემები (14%), ქოშინი (13%), ძილის პრობლემები (11%) და სახსრების ტკივილი (10%). ”


ხანგრძლივი კოვიდი” ემართებათ უფრო მეტად: ქალებს (49%) ვიდრე მამაკაცები (37%).
ასევე დადასტურდა რომ ”ხანგრძლივი კოვიდი” მაღალი რისკ ფაქტირებია: კოვიდამდე ვისაც აწუხებდა ასთმა, იყო ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი, ხანდაზმული ასაკის ადამიანები და ჯარბწონიანი ადამიანები.


დასკვნა, აიცერით ფაიზერით ან მოდერნით 3-4 დიზით პროტოკოლის მიხედვით ჯანმრთელობას გისურვებთ…“- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/bolo-siakhle-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze


1-2 თვეში საინტერესო ცვლილებები იქნება – ნახეთ, რას პროგნოზირებს გიორგი ფხაკაძე

27/04/2022

საბოლოოდ დავრწმუნდი რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქვეყნის ყველაზე დიდი ანტივაქსერული ორგანიზაციაა საქართველოში, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისივე თქმით, რამდენიმე თვეში საინტერესო ცვლილებები იქნება.


„ამას „ოპელიც ვერ გავიგებშიც” ვერ ჯდება (ამას მარტო ქუთაისლები გაიგებენ, სხვები გაატარეთ განსაკუთრებით თბილისისლები). საბოლოოდ დავრწმუნდი რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ქვეყნის ყველაზე დიდი ანტივაქსერული ორგანიზაციაა საქართველოში. ეს კანდიდატი არის ამოფარებული ათასი “ლიზუნგებით” მაგრამ ქმედებებით ფაქტია რასაც აქეთებენ, პანდემიას ქვეყანაში ვერ მართავენ. ამ რას წერთ, ან რას ამბობთ, ან რას აქეთებენ ?! ხომ უნდა დაფიქრდეთ სად ხარ რა კონტექსტში?


ერთი გამოვიდა „ფაიზერს ვადა გაუვიდაო” და მოსახლეობა დააპანიკა და შედეგად 400,000 დოზა „ფაიზერი“ გადავყარეთ. მეორე კუბოებით აშინებდა ხალხს და ეკლესიის წინააღმდეგ წავიდნენ იმის მაგივრად რომ დიალოგი ყოფილიყო და ყველა კითხვაზე პასუხი გაეცათ მოთმინებით ისე როგორც სხვა ქვეყნები მონახეს დიალოგის ფორმა რომის პაპიდან დაწყებული და ირანის სასულიერო პირდბთან დამთავრებული. მესამე „ომიკრონი საშიში არ არის” კარგით რა აზიაში აპა ვინ კლავს ათასობით ადამიანს ფხაკაძე?!


მეოთხე „ომოკრონი“ დასაწყისის დასასრული არისო” ეს ხომ გონზე არ არის რა არის კორონა და ჯანდაცვა საერთოდ… მეხუთე „ეს აბსოლუტურად მსუბუქი, ჩვეულებრივი ინფექციაა, რომელსაც ბოლო დროს ისე სერიოზულად არ უყურებენ, როგორც პანდემიის დასაწყისში” ნუ აქ კომენტარიც ზედმეტია… და ასე შემდეგ სია დიდია… გაფიცებთ ეს ხალხი საიდან არიან? ვინ არიან? რატომ არიან? კოვიდი არის საქართვრლოში. დიახ, საქართვრლოში არის კოვიდი და ამას ჩვეულებრივად გიმალავენ ისე როგორც ამას აქეთებენ რუსეთში ანუ რუსული მეთოდებით ვმართავდი პანდემიას. ეს სისტემა არის შესაცვლელი. სისტემას უნდა მართავდნენ პროფესიონალები, კომპეტენტური არაკორუმპირებული ექსპერტები ტეენოკრატები და არა პოლიტიკოსის მონები.


ვინც მართავს ახლა ჯანდაცვის სისტემას თავად ხედავთ:

17,000 ქართველი არასაჭირო მოკლეს;
მილიარდებით ლარი მოიპარეს;
ასიათასობით ქართველი დააინვალიდეს;
სად არის ანგარიშვალდებულება? არ არის;
მე ერთი ადამიანი არა ერთი ინიციატივა დავიწყე და გაჩვენეთ საზოგადოებას რომ ბრძოლის აზრი აქვს. რუსების ტიპური ნარატივია ბრძოლის აზრი არ აქვს. უკრაინაშიც სცადეს ამ ბოლო დროს და იქაც არ იმუშავა. ვერ მოგართვით;
ჩემი გაჩერება არა ერთხელ სცადეს სხვადასხვა მეთოდებით საქართველოს ლურჯ/წითელი ბნელითა არაფერი გამოგივათ;


ეს სისტემა არის შესაცვლელი, ასე აღარ შეიძლება; 1-2 თვეში იქნება საინტერესო ცვლილებები, ჩვენ მზად ვართ ამ ცვლილებებისთვის? შენ მზად ხარ ამ ცვლილებებისთვის, “- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/1-2-tveshi-saintereso-tsvlilebebi-iqneba-nakhet-ras-prognozirebs-giorgi-fkhakadze


მიწისძვრა გამოაფხიზლებდათ, მაგრამ სულ „შექანანდნენ” – გიორგი ფხაკაძე კოვიდსტატისტიკაზე

02/05/2022

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკა ყოველდღიურად აღარ გამოქვეყნდება და მხოლოდ კვირაში ერთხელ შეჯამდება.


„ ტაში… ტესტირება – არა, სტატისტიკა – არა, პირბადე – არა… კოვიდი საქართველოში არ არის! ესენი აშკარად დაბოლილები არიან, მეგონა, მიწისძვრა გამოაფხიზლებდათ, მაგრამ სულ „შექანანდნენ”. სხვა ახსნას ვერ ვპოულიბ… თქვენ რას ფიქრობთ,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/covid-19/mitsisdzvra-gamoafkhizlebdat-magram-sul-sheqanandnen-giorgi-fkhakadze-kovidstatistikaze


გიორგი ფხაკაძე ბავშვებში ახალი ტიპის ჰეპატიტის შესახებ საუბრობს და მშობლებს რჩევას აძლევს

08/05/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ბავშვებში გავრცელებული ახალი ტიპის ჰეპატიტზე სოციალურ ქსელში საუბრობს.


“ბავშვებში გავრცელებული ახალი უცნობი ჰეპატიტი – ბოლო მონაცემები!


300 ბავშვი (109 ამერიკაში, 160 ბრიტანეთში) 20 ქვეყნიდან (საქართველოში ჯერ არ არის დაფიქსირებული) დაინფიცირდა ახალი ტიპის ჰეპატიტით.


სამწუხაროდ,დაინფიცირებული ბავშვების:
90% ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია.
10%-14%-ს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა.
ბრიტანეთში უკვე 11 ბავშვს გადაუნერგეს ღვიძლი.
ძირითადად 5 წლამდე ბავშვები ინფიცირდებიან.
ათამდე ბავშვი გარდაიცვალა (5 ამერიკაში, 1 ბრიტანეთში, სხვა მოგვიანებით დადასტურდება)
ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი.


სავარაუდოდ ეს “AAV-2” ადენო ვირუსია, ასევე “F41” ვირუსსაც ვარაუდობენ,
არაა დადასტურებული, მაგრამ, სავარაუდოდ, დაინფიცირება შეინიშნება შინაური ძაღლებიდან, ვინაიდან თითქმის ყველა ბავშვს ჰქონდა შეხება ძაღლებთან.


ეს ინფორმაცია ცირკულირებს სამეცნიერო საზოგადოებაში 2021 წლის ოქტომბრიდან და უკვე 8-9 კვირაა (2022 წლის აპრილის დასაწყისიდან) უფრო გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი და გაიზარდა ინფიცირებულების რაოდენობა, მაგრამ დღემდე ამ ბავშვებში ჰეპატიტის ზუსტი მიზეზი უცნობია.


ჯერჯერობით ინფიცირების რაოდენობა არ არის საგანგაშო, მაგრამ საყურადღებოა.


პრაქტიკული რჩევები მშობლებს:
არავითარი პანიკა;
დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში;
მუქი შარდი;
ნაცრისფერი განავალი;
კანის ქავილი;
კუნთების და სახსრების ტკივილი;
მაღალი სიცხე;
ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ.
ბავშვი გრძნობს დაღლილობას;
მადის დაკარგვა;
ტკივილი მუცლის არეში.


გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან.ხელების ხშირად დაბანა საკმაოდ კარგი პრევენციული მექანიზმია!არავინ იცის ბოლომდე/დაზუსტებით, საიდან, რატომ ან როგორ ვრცელდება ეს ჰეპატიტი!დადასტურდა, რომ კოვიდ ვაქცინებთან არანაირი კავშირი არ არის, დაინფიცირებული ბავშვები არავაქცინირებულები იყვნენ.ჯანმრთელობას გისურვებთ!” – წერს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/giorgi-fkhakadze-bavshvebshi-akhali-tipis-hepatitis-shesakheb-saubrobs-da-mshoblebs-rchevas-adzlevs


„მინდა დავიჩოქო თქვენ წინაშე“ – გიორგი ფხაკაძე ქართველ ემიგრანტებს მიმართავს

09/05/2022

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საუბრობს, რომ ის საფრანგეთში უვლიდა 85 წლის მეგობარს, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა.


ის აქვე მიმართავს იმ ემიგრანტებს, რომლებიც ოჯახებში მომვლელებად მუშაობენ და ამბობს, რომ მის თვალში ეს ადამიანები გმირები არიან:


„იმ ქართველ ქალბატონებს, რომლებიც არიან იტალიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში, რომლებიც მუშაობენ ოჯახებში და რომლებიც ეხმარებიან მოხუცებს, თქვენ რა მაგრები ყოფილხართ?


ცხოვრებაში უნდა გააკეთო ისეთი რაღაც, რაც შეიძლება ცოტა უცნაური იყოს, შეიძლება არ იყოს სტანდარტული, მაგრამ შენ ფიქრობ, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს ადამიანის სიცოცხლეა.


განსაკუთრებით, როდესაც ადამიანს მრავალი წლის მანძილზე ბევრი რამ გაუკეთებია და ახლა გაქვს შანსი, მადლობა უთხრა, მთავარია ახლოს იყო და მე ვუთხარი, მე ვიქნები-მეთქი.


ორ კვირაზე მეტია, ასეთ კარგ ბუნებაში, ვარ პარიზის გარეუბანში და ვეხმარები, არაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ ერთად ვსვამთ, ერთად ვჭამთ, მაგრამ ის იცის, რომ გვერდით არის ვიღაც, პრობლემა რომ იყოს.


ეს მანდილოსნები, ვინც ევროპაში ხართ და მოხუცებს უვლით, თქვენ ხართ ანგელოზები. სასწაული ხალხი..


მინდა დავიჩოქო თქვენ წინაშე, იმიტომ, რომ თქვენ სასწაული საქმეს აკეთებთ, ბევრი ვერ ხვდება, თქვენ რას აკეთებთ”, – მიმართავს ფხაკაძე ემიგრანტებს.
ნახეთ ვიდეო: – ჩვენი ემიგრანტი მანდილოსნები იტალიაში, საბერძნეთში და სხვგან, თქვენ ხართ ცოცხალი მფარველი ანგელოზები



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/minda-davichoqo-tqven-tsinashe-giorgi-fkhakadze-qartvel-emigrantebs-mimartavs


„ახლა მართლა კარგი ამბავი“ – გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

10/05/2022

„ახლა მართლა კარგი ამბავი. დიდი ხანია არ იყო ასეთი პოზიტიური ამბები“,- ამის შესახებ, ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.


„გლობალურად კოვიდის ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლები მცირდება 2022 წლის მარტიდან.


ეს არის საკმაოდ ფაქიზი მიღწევა და უნდა ვიყოთ ფრთხილად… არ დავკარგოთ ის რაც გვაქვს, ჯანმრთელობა, თავისუფლება და სიცოცხლე. ჯანმრთელობას გისურვებთ…“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/akhla-martla-kargi-ambavi-giorgi-fkhakadze-sasikharulo-informatsias-avrtselebs


„ვიყოთ პრაგმატულები, ფრთხილები და მოვემზადოთ“ – გიორგი ფხაკაძე

11/05/2022

ზოგადად, მსოფლიოში კოვიდის მაჩვენებელი ნელი ტემპებით 2022 წლის მარტიდან მცირდება და ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ვაქცინაცია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 80% არის მიღწეული, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„სამწუხაროდ, ის ქვეყნები, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 80%-ზე დაბალია, მაგალითად, სამხრეთ აფრიკა და საქართველო, იქ ახალი ტალღების დარტყმა უფრო რთული იქნება (ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი და სიკვდილიანობა).


სამხრეთ აფრიკაში ომიკრონის BA.4 და BA.5 ვარიანტების მე-5 ტალღა დაიწყო… ცნობისათვის, ამ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 36% აარის აცრილი… და საქართველოში მხოლოდ 10%-მდე არის აცრილი (ფაიზერის 3 დოზით). სავარაუდოდ, საქართველო სამხრეთ აფრიკის სცენარით წავა და არა შვეიცარიელი ან ფრანგული სცენარით … ოღონდ 1-2 თვის დაგვიანებით ანუ ივნისს/ივლისში. გამოვიყენოთ ეს 1-2 თვე, რომ მოვემზადოთ!


გავაძლიეროთ ვაქცინაცია „ფაიზერით“ და შემოვიტანოთ „მოდერნა“. მოვიმარაგოთ ჟანგბადი. პირბადეების მარაგი არ შევამციროთ. სამედიცინო დაწესებულებების გადაიარაღება/გადამზადება.


პროტოკოლების გადასინჯვა და ტრენინგების გაძლიერება. მოსახლეობის ინფორმირება სწორი საინფორმაციო კამპანიით. ვიყოთ პრაგმატულები, ფრთხილები და მოვემზადოთ,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/sazogadoeb/viyot-pragmatulebi-frtkhilebi-da-movemzadot-giorgi-fkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights