ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

“ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი კვლავ იღუპება, დაიცავით საკუთარი თავი და სხვები 6 მარტივი ნაბიჯის

10/08/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კოვიდისგან დასაცავად 6 მარტივად შესასრულებელ წესს გვახსენებს, რომლებიც ინფიცირების შემცირებისა და რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, მოსახლეობამ თითქოს მიივიწყა.


“ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი კვლავ იღუპება COVID-19-ით. COVID-19-ით დაავადებული 10-დან 1-ს მაინც ემართება ხანგრძლივი COVID-ი. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ჯანმრთელობას. დაიცავით საკუთარი თავი და სხვები 6 მარტივი ნაბიჯის გადადგმით:

  • ჩაიტარეთ აცრა

  • დაიცავით უსაფრთხო დისტანცია

  • ატარეთ ნიღაბი

  • დაიფარეთ ცემინება/ხველას დროს

  • გახსენით ფანჯრები

  • გაიწმინდეთ ხელები”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/yovelkvireulad-atasobit-adamiani-kvlav-ighupeba-daicavit-sakutari-tavi-da-skhvebi-6-martivi-nabijis-gadadgmit-ra-wesebs-gvakhsenebs-giorgi-fkhakadze




„თუ არ ხარ ვიღაცისტი, არ უნდიხარ არავის.. სიმართლეს თუ ამბობ, ამ ქვეყანას ეს არ სჭირდება“ – მიიღო თუ

11/08/2022

დიდი გამოცდილება მაქვს, რომელსაც არ თუ ვერ გამოვიყენებ საქართველოში. ჩვენ სულ სხვა განზომილებაში ვარ. ხარისხიანი ჯანდაცვა არ აინტერესებთ, – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი ფორტუნასთან”.

გიორგი ფხაკაძე ასევე განმარტავს, რომ საქართველოდან არანაირი შემოთავაზება არ მიუღია.


„ძალიან დიდი ხანია მთავრობასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ადრე თუ იყო კონტაქტები და საუბრები, ახლა არის სრული სიჩუმე. სიმართლე გითხრათ, მეც არაფერი დამაკლდა, მაგრამ ეს მთავრობა ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის. ვნახოთ..

ის, რომ საქართველოში ჩვენთან არის კატასტროფული მდგომარეობა ჯანდაცვის კუთხით, კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკამ აჩვენა.


სტატისტიკა ცხადყოფს, რომ კოვიდით გარდაცვლილთა 40%-ს ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა. ამით ცხადი ხდება, რა მძიმე მდგომარეობაშია საქართველოს ჯანდაცვა.

ჯანმრთელი მოსახლეობა ვერ დაიცვეს. ჩვენთან ამბობენ, რომ კოვიდი არაა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა გუშინ თქვა, ჩვენ დავამარცხეთ კოვიდიო. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, ჯანდაცვის ხარისხზე, საქართველოში ეს ყველას ნაკლებად აინტერესებთ.


ჩემი გამოცდილება სხვა ქვეყნებს უფრო ადგება, ვიდრე საქართველოს. მე შეიძლება მინდოდეს საქართველოს დახმარება, მაგრამ საქართველოდან ამის სურვილი ნულის ტოლია.


არაფერი აინტერესებთ, თუ არ ხარ ჩართული კორუფციულ გარიგებაში და არ ხართ ვიღაცისტი, არ უნდიხარ არავის. სიმართლეს თუ ამბობ, ამ ქვეყანას ეს არ სჭირდება.

ეს არის ფაქტი, რომლის წინაშეც ვდგავართ“. – ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/tu-ar-khar-vighacisti-ar-undikhar-aravis-simartles-tu-ambob-am-qveyanas-es-ar-schirdeba-miigho-tu-ara-shetavazeba-giorgi-fkhakadzem-saqartvelodan


„ვინც კიდევ საუბრობთ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს, კარგად გადახედეთ ამ გრაფიკს“ – რას წერს

17/08/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს ეხმიანება და რუსეთის ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით აცხადებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.


ეკონომიკურ საკითხთან ერთად, გიორგი ფხაკაძე რუსეთში არსებულ ეპიდვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი გავრცელდა, რომელიც დღეში, ოფიციალურად, 30 000-მდე ადამიანს აავადებს:


„რუსეთის ეკონომიკა 12,04%-ით იკუმშება წელს.

ამ გრაფიკის შექმნის შემდეგ, კიდევ შემცირდა 1.78 ტრილიონამდე.

გაისად 1.6 გახდება.

მაზეგ წელს კი 1.4.

და ეს ეკონომიკა ფიქრობს, რომ მოიგებს ომს?!


ვინც კიდევ საუბრობს, რომ რუსეთი მოიგებს ომს უკრაინაში, კარგად გადახედეთ ამ გრაფიკას.

ამას ემატება ის, რომ რუსეთში დაიბადა „რუსული“ კოვიდის ვარიანტი და დღეში ოფიციალურად 30 000-მდე ადამიანი ინფიცირდება და, რეალურად, ამ ციფრს ერთი 0 უნდა დაუმატოთ…

უკრაინა რომ გაიმარჯვებს, ამისი ორი აზრი არ არის და ეს გამარჯვება ასევე იქნება საქართველოს გამარჯვება“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/vinc-kidev-saubrobt-rom-ruseti-ukrainashi-oms-moigebs-kargad-gadakhedet-am-grafiks-ras-wers-giorgi-fkhakadze



“თუ ხარ აცრილი და გადაიტანე კოვიდი 2022 წელს, 4-ჯერ უფრო დაცული ხართ რეინფიცირებისგან“ – რა ახალ…

02/09/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ახალ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თუ 2022 წელს კოვიდინფექცია გადაიტანეთ და ხართ აცრილი, ამ შემთხვევაში ინფექციის რეინფიცირებისგან 4-ჯერ უფრო დაცული ხართ.


„ახალმა კვლევამ პორტუგალიიდან დაადასტურა, რომ თუ ხარ აცრილი და გადაიტანე კოვიდი 2022 წელს ( სავარაუდოდ, ომიკრონი) 4-ჯერ უფრო დაცული ხართ კოვიდის რეინფიცირებისგან, ვიდრე აუცრელი ადამიანები, ვინც გადაიტანა კოვიდი, აგერ, ბატონო, ფაქტია, რომ კოვიდ ვაქცინა დაინფიცირების შემთხვევაშიც გიცავს,“ – წერს ფხაკაძე.


კვლევას, რომელზედაც ჯანდაცვის ექსპერტი წერს, ლისაბონის უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში 12 წლის ზემოთ პაციენტები იღებდნენ მონაწილეობას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/tu-khar-acrili-da-gadaitane-kovidi-2022-wels-4-jer-ufro-daculi-khart-reinficirebisgan-ra-akhal-kvlevaze-wers-giorgi-fkhakadze



ჩინეთში ლოქდაუნები ბრუნდება… ამ დროს საქართველოში კოვიდი „არ არის“ – გიორგი ფხაკაძე

08/09/2022

ჯანდაცვის ექსპერტი ჩინეთში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე წერს.


უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებზე დაყრდნობით გიორგი ფხაკაძე წერს, რომ საქართველოში “კოვიდის” არ მართვა გახდა “პოლიტიკური ინსტრუმენტი“.


„ლოქდაუნები ბრუნდება,


ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჩენდუს პროვინციაში, სადაც 21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის პანდემიის გამო „ლოქდაუნი“ განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა,


ჩენდუს პროვინციაში რეგულაციების გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, პირველი სექტემბრიდან კი ქალაქში „ლოქდაუნი“ დაწესდა.


პროვინციაში რეგულაციები 7 სექტემბრიდან უნდა მოხსნილიყო, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.


ჩენდუს 23 რეგიონიდან 16-ში თითოეული მოქალაქის ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


ამ დროს საქართველოში,


კოვიდი არ არის. რუსები ჩრთილოეთ კორეაში იარაღს ყიდულობენ ჩვენ კი ჩრთილოეთ კორეის კოვიდ მართვის მეთოდებს,


საქართველოში პრაქტიკულად,
არ არის ვაქცინაცია
არ არის ნიღბის ტარება
”არ არის” კოვიდი …


დასკვნა… საქართველოში “კოვიდის” არ მართვა გახდა “პოლიტიკური ინსტრუმენტი” და როცა ძალიან გაუჭირდებათ (სავარაუდოდ) პრინციპში “ლოქდაუნში” ჩაკეტავენ მოსახლეობას, თუ დასჭირდათ… არ მისცეთ ამის საშუალება არავის აიცერით, გამოიყენეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია“ – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


“სექტემბერში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დასტაბილურდება, თუმცა, ზამთარი გრიპის ვირუსებით დატვირთული გველის” – რა რეკომენდაციით მიმართავს ივანე ჩხაიძე მოსახლეობას




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/chinetshi-loqdaunebi-brundeba-am-dros-saqartveloshi-kovidi-ar-aris-giorgi-fkhakadze


„სავარაუდო მიზეზი კოვიდის მიერ ტვინის უჯრედების დაზიანებაა, ეს მსოფლიოში 27 მილიონ ადამიანს…

12/09/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კოვიდ-19-ის შესახებ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებზე წერს.


როგორც ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, მსოფლიოში, სავარაუდოდ, 27 მილიონ ადამიანს კოვიდის შედეგად აღენიშნება მუდმივი დაქვეითებული ყნოსვა:


„ბოლო კვლევით არავაქცინირებული პაციენტზე დაკვირვების შედეგად 64%-ს აღენიშნებოდა მუდმივი დაქვეითებული ყნოსვა, რაც ავტორების თქმით, შეიძლება იყოს მუდმივი.


ასევე კოვიდის შედეგად, სავარაუდოდ, 27 მილიონი ადამიანს მსოფლიოში აღენიშნება მუდმივი დაქვეითებული ყნოსვა.


სავარაუდო მიზეზი არის კოვიდის მიერ ტვინის უჯრედების დაზიანება“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


რაც შეეხება თავად კვლევას,


მასში აღნიშნულია, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ, მილიონობით ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს ყნოსვისა და გემოს შეგრძნება.


„კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების 5%-ს, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი, აქვთ ყნოსვის ან გემოს ხანგრძლივი დაკარგვა. ექსპერტების შეფასებით, ეს შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ახალ კრიზისად.


ანალიზი ვარაუდობს, რომ ყნოსვისა და გემოს დაკარგვა შეიძლება იყოს გახანგრძლივებული, რომელიც მოითხოვს უფრო მეტ კვლევას და ჯანმრთელობის რესურსებს პაციენტებისთვის, რომლებიც ებრძვიან გრძელვადიან სიმპტომებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


როგორც სტენფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტი, ზარა პატელი აღნიშნავს, დადასტურდა, რომ ყნოსვის დაკარგვა დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/savaraudo-mizezi-kovidis-mier-tvinis-ujredebis-dazianebaa-es-msoflioshi-27-milion-adamians-aghenishneba-ras-wers-giorgi-fkhakadze-akhal-kvlevaze


გიორგი ფხაკაძე: “წამალი უნდა იყოს გამოწერილი მხოლოდ ექიმის მიერ და არა ბებო მაროს ან ზოიას მიერ”

18/09/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას მორიგი რეკომენდაციით მიმართავს.


ამჯერად, ფხაკაძე წერს, რომ წამალი მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულების გათვალისწინებით უნდა მივიღოთ.


“წამალი უნდა იყოს გამოწერილი მხოლოდ ექიმის მიერ და არა:
მეზობლის მიერ❗️
დაქალის/ძმაკაცის მიერ❗️
ბებო მაროს ან ზოიას მიერ❗️
დედამთილ/მამამთილის მიერ❗️
ფარმაცევტის მიერ ❗️
ექთნის მიერ (ლიმიტირებულ შემთხვევაში)❗️
✅სამედიცინო რჩევები მიიღეთ მხოლოდ სერტიფიცირებული ექიმის მიერ❗️

ყველა სხვა “რჩევა” არის ტოქსიური/შხამი❗️
#WorldPatientSafetyDay #MedicationWithoutHarm
✅ჯანმრთელობას გისურვებთ…” – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-wamali-unda-iyos-gamowerili-mkholod-eqimis-mier-da-ara-bebo-maros-an-zoias-mier



„უკვე წარმოუდგენელია ამდენი ადამიანი იტანჯებოდეს სხვადასხვა მძიმე სენისგან და უწევდეს იმაზეც ფიქრი“

02/11/2022

ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის მოსაზრებით, საქართველოში ჯანდაცვის სფერო მისახედია.


მისი თქმით, სულ რაღაც 100-200 კილომეტრში ხალხს მძიმე სენისგან შველიან, რადგან ხარისხიანი წამლებით მკურნალობენ.


„ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და ჯანდაცვის სფეროს მივხედოთ.


უკვე წარმოუდგენელია ამდენი ადამიანი იტანჯებოდეს სხვადასხვა მძიმე სენისგან და უწევდეს იმაზეც ფიქრი, საზღვარგარეთ როგორ წავიდეს. რომ თავი გადაირჩინოს…


სულ რაღაც 100-200 კილომეტრში, თურქეთში შველიან ხალხს, ხარისხიანი წამლებით მკურნალობენ. ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირს ისეთი, რომ ამდენი წელია პრობლემა ვერ გადაიჭრა..


ვერ დაიძრა საკითხი, რომ იმედი მაინც გაჩნდეს. ადამიანს, მიუხედავად იმისა ფული აქვს თუ არა, აქვს სიცოცხლის უფლება“…


დღის ციტატა ინტერნეტიდან..,“ – წერს ფოფხაძე სოციალურ ქსელში.


1-ელი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება – რას გულისხმობს DRG-ის პრინციპი



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-ukve-warmoudgenelia-amdeni-adamiani-itanjebodes-skhvadaskhva-mdzime-senisgan-da-uwevdes-imazec-fiqri-sazghvargaret-rogor-wavides-rom-tavi-gadairchinos



გიორგი ფხაკაძე: არაფერი განსაკუთრებული და სასწაული ვირუსი არ ცირკულირებს – ამდენი პანიკა ნამდვილად

23/11/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში არსებულ ვირუსებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში არაფერი განსაკუთრებული და სასწაული ვირუსი არ ცირკულირებს.


მისი თქმით, „ეს არის კოვიდი და სეზონური გრიპის აფეთქება და ეს ყველამ ვიცით“:


„არც ე.წ ჰონგ-კონგის გრიპია ახალი და რამე საოცარი. ეგაა H3N2 და არის A ტიპის სეზონური გრიპის ერთ-ერთი სეროტიპი. მეორე სეროტიპია H1N1, იგივე ღორის გრიპი.


გრიპის აცრები A ტიპის ორივე სეროტიპს მოიცავს, ასევე B ტიპის ვირუსის ორ სეროტიპს.
კოვიდიც არის, ომიკრონი, და ის საკმაოდ სუსტია. ამდენი პანიკა ნამდვილად არ არის საჭირო. აიცერით არსებული გრიპის და კოვიდის ვაქცინებით, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით დისტანცია, და ხელები დაიბანეთ რა…“– წერს გიორგი ფხაკაძე Facebook-ზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-araferi-gansakutrebuli-da-saswauli-virusi-ar-cirkulirebs-amdeni-panika-namdvilad-ar-aris-sachiro



ტრიპლდემია დაიწყო, რაც გულისხმობს ერთდროულად სამი ვირუსის გააქტიურებას: გიორგი ფხაკაძე

23/11/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში არსებულ ვირუსებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„ვირუსი სიცხით იწყება და რამდენიმე დღეში ფილტვის ანთების გართულებით გრძელდება.. ვთხოვ, როგორც იმუნოლოგი და ექიმი“.. – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

ენდელაძე: „ეს სეზონი ყველაზე უფრო საშიში და საყურადღებოა, ვირუსი არის გახანგრძლივებული, ამ წუთში მყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა ხველა აქვს“


ფხაკაძე წერს, რომ საქართველოში ტრიპლდემია დაიწყო, რაც მისივე განმარტებით ერთდროულად სამი ვირუსის გააქტიურებას ნიშნავს.


“არაფერი განსაკუთრებული და სასწაული არ არის. ტრიპლდემია დაიწყო, რაც გულისხმობს ერთდროულად სამი ვირუსის – გრიპის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსისა და კორონავირუსის გააქტიურებას”, – წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუქში.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/tripldemia-daiwyo-rac-guliskhmobs-ertdroulad-sami-virusis-gaaqtiurebas-giorgi-fkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights