სამშაბათი, მაისი 5, 2026

გიორგი ფხაკაძე მის პროფესიულ გზაზე მომხდარ ყველაზე მძიმე ამბავს იხსენებს: “ჩემი მეგობრის მამა ვერ…

29/11/2021

“ვფიქრობ, ზოგადად წარმატება აგებულია შეცდომებზე, ადამიანი ვინც აკეთებს საქმეს, აკეთებს შეცდომებზე”, – ამის შესახებ პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ გადაცემაში “ნოესთან” განაცხადა და პროფესიულ გზაზე დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.


“შეცდომებს ახლაც ვუშვებს, მაგრამ მე ჩემს სტუნდეტებს, რომელთაც 2007 წლიდან ვასწავლი, ვეუბნები, რომ შენ ექიმი ხარ მაშინ, როდესაც პირველი პაციენტი გარდაგეცვლება”,- თქვა ფხაკაძემ.


კითხვას, გარდაცვლილი პაციენტებიდან ყველაზე რთული შემთხვევა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს დღემდე აწუხებს, გიორგი ფხაკაძე ასე პასუხობს:

“ყველაზე რთული იყო, ჩემი მეგობრის მამა. ეს იყო ინდოეთში. ძალიან შეძლებული ბიზნესმენი ოჯახი იყო. ვმეგობრობდით, ყველას ვიცნობდი, ქორწილშიც ვიყავი…


ჩემი მორიგეობის დროს მოხდა ავარია. შემოიყვანეს ათი ადამიანი. ვიცანი, ჩემი მეგობრის დედა, მამა, ნათესავები…


ყველაზე რთული პროცესი იყო ის, რომ მამამის კარგად ვიცნობდი.


მამამისი ძალიან წყნარად იყო, ვთქვი, ვაიმე ხალხნო არ მომწონს-მეთქი. მოკლედ, ორჯერ გაუჩერდა გული. ერთხელ მოვაბრუნეთ, მე ვაკეთებდი გულის მასაჟს.


ჩემი კოლეგები მეუბნებოდნენ, გიორგი, გაჩერდი, აზრი არ არის.


ეს იყო ყველაზე რთული, რომ ჩემი მეგობრის მამა ვერ გადავარჩინე…


ამიტომ, ჩემს სტუდენტებს ვეუბნები, რომ შენ ექიმი ხარ, როდესაც შენ პირველი პაციენტი გარდაგეცვლება.


ექიმობა არ არის რაღაც რომანტიკოსობა – მე ექიმი ვარ, რადგან მერე უნდა გამოხვიდე და იმ შენს მეგობარს უთხრა, რომ მამაშენი ჩემს ხელში გარდაიცვალა”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-mis-profesiul-gzaze-momkhdar-yvelaze-mdzime-ambavs-ikhsenebs-chemi-megobris-mama-ver-gadavarchine-kolegebi-meubnebodnen-giorgi-gacherdi-azri-ar-aris


გიორგი ფხაკაძე: „ჩინეთიც მუშაობს კოვიდ წამალზე, საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ წამალი საერთოდ არ…

31/11/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ ჩინეთშიც დაიწყეს უკვე კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალზე მუშაობა:
„✅ჩინეთიც მუშაობს კოვიდ წამალზე.

✅დაველოდოთ საბოლოო შედეგებს. წინასწარი მონაცემები საინტერესოა.


✅ახალი მედიკამენტი ჩინეთის ბაზარზე დეკემბერში ხელმისაწვდომი იქნება.


✅ყოველ 2-3 კვირაში ახალი წამალი გამოჩნდება…


✅საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ წამალი საერთოდ არ დაგჭირდეთ… რა უნდა ქნათ, იცით… თავს ნუ იტყუებთ…“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-chinetic-mushaobs-kovid-wamalze-sauketeso-varianti-iqneba-rom-wamali-saertod-ar-dagchirdet-icit-ra-unda-qnat




“დამნაშავე ხარ? ციხეში უნდა იყო.. ახლა გაგახსენდა კარგი სასამართლო?” – გიორგი ფხაკაძე

01/12/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და ამის პარალელურად მიმდინარე ეპირემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს.


„ოპოზიციამაც და ამ მიშამაც საერთოდ გააწყალა გული… „ნაციონალებსაც“, „ოცნებასაც“, რუსებსაც, ანტივაქსერებსაც დავაყარე მიწა… იმიტომ, რომ არცერთი არ ფიქრობთ ადამიანებზე.


მიშას 50-დღიანი ეს პექტაკლი. კაცი, 50 დღე შიმშილობდა, 24 საათი ტელევიზორში ისმოდა – “დედა, მიშა შიმშილობს, მიშა შიმშილობს”, ამასობაში 3 000 კაცი გარდაიცვალა. ამ დროს „მიშა, მიშა“, გავიგეთ, რომ კაცი დიეტაზეა… დამნაშავე ხარ, ციხეში უნდა იყო!


თავის დროზე რომ იყავი მთავრობაში, სასამართლოს რატომ არ მიხედეთ კარგად? ვინ გიშლიდა? შენ რომ იყავი მთავრობაში, მაშინ რატომ არ გააკეთე, ახლა გაგახსენდა კარგი სასამრთლო?” – ამბობს ფხაკაძე ვიდეო მიმართვაში.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/damnashave-khar-cikheshi-unda-iyo-akhla-gagakhsenda-kargi-sasamartlo-giorgi-fkhakadze


ავსტრიაში ვინც 1 თებერვლამდე არ აიცრება, დაჯარიმდება 4000 დოლარით: გიორგი ფხაკაძე

01/12/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში აუცრელი ადამიანები ჯარიმდებიან, თანაც სოლიდური თანხებით.


“სამწუხაროდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და შეგნება ყველგან ერთნაირი არ არის. მაგალითად საქართველოში 80%-მა ვერ შეიგნო და არც აპირებს შეგნებას.


ეს ევროპაშიც დიდი გამოწვევაა, მაგრამ არა არის ისეთი კატასტროფული.

ავსტრია იყო პირველი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. დიახ, 1 თებერვლამდე ვინც აიცრება, დაჯარიმდება 4000 დოლარით.


საქართველოში კოვიდ პასპორტს მიიღებს ყველა, ვინც გადაიტანა კოვიდი (ლოგიკიდან, მეცნიერებიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილება). წარმოგიდგენიათ რა ფულის კეთება დაიწყება ყალბ კოვიდ პასპორტებზე?..


იქნებ ერთხელ მაინც სწორი გზით წავიდეთ? გადმოვიღოთ თურქეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის ან ისრაელის მაგალითები”, – ამბობს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/avstriashi-vinc-1-tebervlamde-ar-aicreba-dajarimdeba-4000-dolarit-giorgi-fkhakadze




გიორგი ფხაკაძე: „ომიკრონი“ სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ყველა ქვეყანაში იქნება“

03/12/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, სახელწოდებით „ომიკრონი“, მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდება.


„მეკითხებიან კორონავირუსის ახალ ვარიანტზე, „ომიკრონზე“.


✅დღეს ვიცით, რომ დაზუსტებით არაფერი ვიცით, არის მხოლოდ ბევრი ვარაუდი.


✅როგორ გამოიყურება, უკვე ვიცით. ნახეთ სურათი, რომ იცოდეთ, ვიზუალურად როგორ შეიცვალა.

✅რამდენად უფრო გადამდები, უფრო საშიში, უფრო სასიკვდილოა – ჯერ დაზუსტებით არავინ იცის. იმ კვირას იქნება პირველი მონაცემები. უფრო დაზუსტებული მონაცემები კი თვის ბოლოს.


✅ეს ახალი ვარიანტი უკვე ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა, გავრცელდა 30 ქვეყანაში და, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ყველა ქვეყანაში იქნება.


✅ეს ვარიანტი, შესაძლოა დიდი გამოწვევა იყოს კაცობრიობისთვის.


✅პანიკა საჭირო არ არის, პირიქით, საყოველთაო მობილიზაცია უნდა იყოს, რომ მოვერიოთ ამ ვერაგ ვირუსს“.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-omikroni-savaraudod-tvis-bolomde-yvela-qveyanashi-iqneba




გიორგი ფხაკაძე: „გამოიყენეთ „ვიაგრა“ და ალცჰაიმერის დაავადებასაც აიცილებთ…“

07/12/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს ბოლოდროინდელ კვლევებს, რითაც დასტურდება, რომ „ვიაგრას“ მიღება ალცჰაიმერის რისკს ამცირებს.


გთავაზობთ მის პოსტს:


„უმაგრესი ამბავი

✅ასაკი არ ნიშნავს, რომ არ უნდა იყო აქტიური გამოიყენეთ „ვიაგრა“ და ალცჰაიმერის დაავადებასაც აიცილებთ (69%). ამას ჰქვია „ორი ერთში“.


✅ისე, მართლა ძალიან მაგარი ამბავია, ხუმრობის გარეშე. აღნიშნული კვლევა არის 7 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემების შედეგი.


✅ისე, რომ იცოდეთ, „ფაიზერმა“ გამოიგონა ეს წამალი 1990-იან წლებში სრულიად შემთხვევით, გულსისხლძარღვთა სისტემის წამალზე მუშაობდნენ და ამერიკის წამლის სააგენტომ დაამტკიცა 1998 წელს ის, როგორც „ვიაგრა“.


✅ჯანმრთელობას გისურვებთ (ოღონდ არ გადააჭარბოთ ვიაგრის მიღება).


Pfizer მაინც სულ სხვაა, აცრაც და „ვიაგრაც“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-gamoiyenet-viagra-da-alchaimeris-daavadebasac-aicilebt




გიორგი ფხაკაძე: მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი კოვიდ გადატანილებში არის 19-ჯერ უფრო მაღალი

11/12/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გულის ყველაზე გავრცელებული, მძიმე და სახიფათო დაავადების შესახებ წერს და საზოგადეობას აფრთხილებს.


“მიოკარდიუმის ინფარქტი გულის ყველაზე გავრცელებული, მძიმე და სახიფათო დაავადებაა. მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი კოვიდ გადატანილებში არის 19-ჯერ უფრო მაღალი.


ეს ფაქტია❗️


დაიცავით თავი, აერიდეთ კოვიდს❗️”,- წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-miokardiumis-infarqtis-riski-kovid-gadatanilebshi-aris-19-jer-ufro-maghali


გიორგი ფხაკაძე: „პირველადი კვლევები აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლ ფორმაშია, ვიდრე „დელტა“ და…

13/12/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ შესახებ სიახლეებს გვაცნობს:


„სიახლეები „ომიკრონის“ შესახებ. ნელ-ნელა გვაქვს მცირე და საინტერესო სიახლეები.


„ომიკრონი“ 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, შესაბამისად უფრო ბევრი ადამიანი დაინფიცირდება მოკლე დროში.


„ომიკრონით“ რეინფიცირების შანსი ინფიცირებულებში 5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ვაქცინირებულებში – შესაბამისად, „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“ 2-ჯერ ვაქცინირებულები უფრო დაცულები არიან.


ბუსტერ დოზები არის დღესდღეობით პირველი რიგის “თავდაცვის” საშუალება. შესაბამისად, მე-3 დოზა „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინები უნდა იყოს პრიორიტეტული.


პირველადი მონაცემები სამხრეთ აფრიკიდან (ოპტიმისტური, მაგრამ მაინც უნდა დაველოდოთ 2-3 კვირა უფრო სრული სურათისთვის) აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლ ფორმაშია, ვიდრე „დელტა“ და „ბეტა“ ვარიანტები.


ვირუსი არსად წასულა. გაუფრთხილდით ერთმანეთს. გახსოვდეთ:


აიცერით „ფაიზერით“ ან „მოდერნას“ ვაქცინით


ბუსტერ დოზები „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“. არ გადადოთ.

გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე


გაანიავეთ დახურული სივრცეები ყოველ 15-20 წუთში


დაიცავით დისტანცია (1 მეტრი მაინც)


დაიბანეთ ხელები (საუკეთესოა, საპნით)


✅იფიქრეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, შეაჩეროთ ეს ვერაგი ვირუსი❗️


✅აერიდეთ ყალბ ინფორმაციას. ყალბი ინფორმაციის გავრცელება უდრის ვირუსის გავრცელებას❗️


✅იყავით პოზიტიურები და გახსოვდეთ, რომ ჩვენ ამ ვერაგ ვირუსს მხოლოდ ერთობლივი ძალებით თუ დავამარცხებთ❗️


✅ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ ჩავკეტოთ ქვეყანა. ვუთხრათ არა ლოკდაუნს და მოვარჯულოთ ეს ვირუსი❗️

ყველაფერი არის ჩვენს ხელში❗️


✅ყველაფერი იქნება კარგად.


✅ჯანმრთელობას გისურვებთ…“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-pirveladi-kvlevebi-achvenebs-rom-omikroni-ufro-iol-formashia-vidre-delta-da-beta-variantebi



გიორგი ფხაკაძე: “წინასაახალწლო სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც ბოტოქსის გაკეთებასაც აპირებს და კოვიდ

28/12/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ ინფორმაციას ავრცელებს.


ფხაკაძე ამჯერად მიმართავს იმ ადამიანებს, რომლებიც ბოტოქსს იკეთებენ.


როგორც პროფესორი the wall street journal-ზე დაყრდნობით წერს, კოვიდვაქცინა სრულიად უსაფრთხოა მათთვის, ვინც ბოტოქსს იყენებს.

“წინასაახალწლო სასიხარულო ამბავი მათთვის, ვინც ბოტოქსის გაკეთებასაც აპირებს და კოვიდვაქცინისაც.


კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო მათთვის, ვინც იყენებს ბოტოქსს❗️


გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდებული ბოტოქსის გაკეთება ვაქცინის მიღებამდე 2 კვირით ადრე, ასევე ბოტოქსის პროცედურიდან 2 კვირის შემდეგ. ანუ 4 კვირა თავი უნდა შეიკავოთ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ბოტოქსის პროცედურა უსაფრთხოა.


ჯანმრთელობას გისურვებთ,”-წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-winasaakhalwlo-sasikharulo-ambavi-mattvis-vinc-botoqsis-gaketebasac-apirebs-da-kovidvaqcinisac



გიორგი ფხაკაძე: ცუნამი მოდის საქართველოსკენ, იანვრის შუა რიცხვებში მოაღწევს დიდი ტალღა

30/12/2022

პანდემია, როგორც მთავარი გამოწვევა – კორონავირუსის განვითარების მოლოდინები, როგორია 2022-ის ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები – ამ საკითხზე “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა.


ფხაკაძე საქართველოში შექმნილ კოვიდ-ვითარებასა და ჯანდაცვის სისტემურ პრობლემებზე ამახვილებს კვლავ ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ადამიანებს მცდარი მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ. მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალი ანტივაქსერთა ჯგუფების ტალღას არ უნდა აყვნენ და მოქალაქეებს აქტიურად უნდა მოუწოდონ იმუნიზაციისკენ.


რაც შეეხება პროგნოზებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ საიმედო პროგნოზის მიღწევა თითოეული ადამიანის ხელშია. ამ თვალსაზრისით ფხაკაძე კიდევ ერთხელ მიუთითებს ვაქცინაციისა და სამედიცინო პირბადის გამოყენების მნიშვნელობას.


“საფრანგეთში მოზრდილი მოსახლეობის 90% 12 წელს ზემოთ არის აცრილი და 40% ბუსტერი აქვს გაკეთებული და აქაც კი საშინელი აფეთქება გვაქვს.


დღეში 50 ათასი ინფიცირებულია. გუშინ პირველად დაფიქსირდა 208 000 ადამიანი ერთ დღეში იყო დაინფიცირებული.



ეს ცუნამი მოდის საქართველოსკენ.თურქეთშიც აფეთქებაა, რუსეთშიც. იანვრის შუა რიცხვებში საქართველოშიც მოაღწევს ეს დიდი ტალღა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. წინასაახალწლოდ ყველაზე კარგი საჩუქარია „ბუსტერ“ დოზა გაიკეთონ, გამოიყენონ სამედიცინო პირბადე და არ მოაწყონ დიდი კორპორატიულები, ღრეობები.

მომავალ წელს იქნება მედიკამენტები, ვაქცინები, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ადამიანები, რომელთაც არ სჯერათ ან არ უნდათ. ამ ადამიანებს რა ვუყოთ არ ვიცი.


ვიცი, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, მთავარია, მონდომება, სიყვარული და ადამიანობა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც მივხედოთ”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-cunami-modis-saqartvelosken-ianvris-shua-rickhvebshi-moaghwevs-didi-talgha


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights