სამშაბათი, მაისი 5, 2026

ვიდეო: “ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს” – ია ფარულავა გიორგი ფხაკაძეს თბილისში, სახლში ესტუმრა

30/09/2021

როგორც ირკვევა, გადაცემა “ფარული კონვერტის” სტუმარი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე იქნება.


ამის შესახებ გადაცემის წამყვანის, ია ფარულავას სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი.


ფარულავა “ინსტაგრამზე” გიორგი ფხაკაძის სახლში გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს.


აღსანიშნავია, რომ წამყვანი სახლის დათვალიერებისას აღფრთოვანებას ვერ მალავს.


ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი მართლაც ულამაზესია.


როგორც ჟურნალ „ინტერიერთან“ საუბრისას ჯანდაცვის ცნობილმა ექსპერტმა აღნიშნა, სახლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა.

































Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/video-istoriuli-dzeglis-statusi-aqvs-ia-farulava-giorgi-fkhakadzes-tbilisshi-sakhlshi-estumra


გიორგი ფხაკაძე ლილოში შოპინგობს: „ყველაზე დაბალი ფასები…“

04/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოშია.


ის დღეებს საკმაოდ დატვირთულად ატარებს. ახლახან მან სოციალურ ქსელში „ლილო მოლი“ მონიშნა და დაწერა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილია, სადაც ადამიანური ფასებია.


„ყველაზე უსაფრთხო ადგილი (ყველგან არა).

ყველაზე დაბალი ფასები.


ყველაზე ადამიანური ადგილი.


მადლობა ბატონ გელას“, წერს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტი.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-liloshi-shopingobs-yvelaze-dabali-fasebi



გიორგი ფხაკაძე: „ნოემბრიდან დაიწყება ცუდი ამბები და იანვარში კიდევ უფრო გაძლიერდება…“

06/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამჯთმად საქართველოში იმყოფება. როგორც ის ჟურნალ „სარკესთან“ აღნიშნავს, თვითონაც ასე გადაწყვიტა და სხვებსაც ურჩია, რომ საქართველოში მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდი სექტემბერი-ოქტომბერი იქნებოდა, რადგან ნოემბრიდან კოვიდსიტუაცია ისევ დაიძაბება.

გიორგი ფხაკაძე:


„ნოემბრიდან დაიწყება ცუდი ამბები და იანვარში კიდევ უფრო გაძლიერდება. რასაკვირველია, იდეალური სიტუაცია არ არის ქვეყანაში, მაგრამ მაინც საუკეთესო პერიოდია სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე. ჩემს მეგობრებს ვუთხარი, თუ აპირებთ საქართველოში წასვლას, ახლა წადით და ნოემბრისთვის წამოდით-მეთქი. მეც ამიტომ ამოვირჩიე ეს დღეები…“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-noembridan-daiwyeba-cudi-ambebi-da-ianvarshi-kidev-ufro-gadzlierdeba




გიორგი ფხაკაძე: ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც გიორგი ფხაკაძე ამბობს

07/10/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე პოზიტიურად აფასებს ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სრული ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ 50 წელს გადაცილებულ პირებს “ბუსტერ” დოზის გაკეთება შეუძლიათ.


ვის შეუძლია ბუსტერდოზის გაკეთება – გაბუნიას განმარტება


ვაქცინაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” შეაფასა და აღნიშნა, რომ ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზე ის რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობდა და იმედი აქვს, რომ მის რეკომენდაციებს მომავალშიც გაითვალისწინებენ.


“მოდით, ვაღიაროთ, ჩვენ ვერ ვმართავთ ამ პროცესს და ამას აქვს ძალიან ბევრი მიზეზები, მაგრამ პოზიტიური ძვრებიც გვაქვს. გიორგი ფხაკაძემ პირველი თქვა, რომ ბუსტერი არის ქვეყანაში გასაკეთებელი და ამდენი თვე დაჭირდა ქვეყანას მიეღო სწორი გადაწყვეტილება, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს მიხარია.

ასევე, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ „ჯონსონ და ჯონსონის“ შემოტანა აღარ იქნება. უფრო კარგი იქნებოდა, ყველა დაბალი ეფექტურობის ვაქცინები ამოღებული იყოს ქვეყანაში და გვექნებოდა, ერთი, ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა – “ფაიზერი“. დარწმუნებული ვარ, აქამდეც მივალთ.


ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც გიორგი ფხაკაძე ამბობს რაღაცას ვაქცინებთან დაკავშირებით, უნდა გავაკეთოთ ის, რასაც გიორგი ფხაკაძე ამბობს. ამას ვამბობდით რამდენიმე თვის წინ. საბოლოო ჯამში, ის ხალხი, რომელიც მლანძღავდა და შეურაცხყოფას მაყენებდა, რაღაც უაზრო სტატიას წერდნენ, ახლა ლაპარაკობენ, თურმე კარგი არის [ბუსტერ დოზა].


გამოსავალი მარტივია. დღეს ჩვენ უნდა გადავიდეთ ერთ ვაქცინაზე – “ფაიზერზე“.

რაც შეეხება ბუსტერს, ყველა ადამიანი, ვინც არის დაბალი ეფექტურობის ვაქცინებით აცრილი- ჩინურებით და “ასტრაზენეკას” ჩათვლით, ჩემი რეკომენდაციაა და იმედია გაითვალისწინებენ, რომ ერთ თვეში ამ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება აიცრან „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზით.

ძალიან რთული თვეები მოდის და ჩვენ უნდა გადავიდეთ ერთ ვაქცინაზე. ყველა მოსახლეს საქართველოში, ვინც აიცრა დაბალი ეფექტურობის ვაქცინით მიეცეს საშუალება აიცრან ორჯერ “ფაიზერის” ვაქცინით.


ბუსტერი აუცილებელია. ის ადამიანები, ვინც აცრილები არიან “ფაიზერით“, მაგრამ აქვთ სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები, განსაკუთრებით იმუნურ სისტემაზე აქვთ პრობლემები, მათ მესამე დოზა უნდა მიეცეთ 28 დღის პერიოდში.


ვისაც არ აქვს მძიმე ქრონიკული დაავადებები, 6 თვის შემდეგ უნდა იყოს ბუსტერი, მაგრამ არა ჩინურით, არამედ მხოლოდ „ფაიზერით“,- განაცხადა გიორგი ფახაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-yvelani-unda-shevtankhmdet-rom-unda-gavaketot-is-rasac-giorgi-fkhakadze-ambobs


დღეს კოვიდაფეთქებაა. მხოლოდ თბილისში, სტატისტიკის თანახმად, 40 ბაღი, 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი…

11/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და წერს, რომ ქვეყანაში მე-4 ტალღა არ დამთავრებულა.


“კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა❗️


საქართველოში მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება❗️


არაპროფესიონალიზმი ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, ჯანდაცვის/ეპიდემიის მართვის სფეროში მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს❗️


არჩევნების გამო ქვეყანაში შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული❗️

შედეგი სახეზეა, დღეს კოვიდაფეთქებაა. მხოლოდ თბილისში, სტატისტიკის თანახმად,, 40 ბაღი, 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი დაიხურა.


არაპროფესიონალიზმი კლავს❗️


ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქიცინაზე ❗️


ქვეყნის ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს და მოზრდილი (16 წლის ზევით) მოსახლეობის მინიმუმ 90 % უნდა აიცრას❗️


ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის სურვილი იქნება❗️”,- წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-dghes-kovidafetqebaa-mkholod-tbilisshi-statistikis-tanakhmad-40-baghi-7-skola-da-calkeuli-90-klasi-daikhura




ვიდეო: “კოვიდ გამარჯობა, ხომ?” – ეკატერინე ტიკარაძე გიორგი ფხაკაძეს ესტუმრა

22/10/2021

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში მყოფ ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძეს თბილისში სახლში ესტუმრა.


ვიდეოკადრები გიორგი ფხაკაძემ თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში.


“კოვიდ გამარჯობა ხომ?,- მიმართავს ფხაკაძე ტიკარაძეს.


და ბევრი პოზიტივი,- დასძინა მინისტრმა.


რა თქმა უნდა, პოზიტივი?”- ამბობს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/video-kovid-gamarjoba-khom-ekaterine-tikaradze-giorgi-fkhakadzes-estumra


ბათუმის კადრები ვნახე, გული გამისკდა, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა… წყალს გამიყოლებია ორივე…

24/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფოფხაძე მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ხალხმრავალი შეკრებები არ უნდა იმართებოდეს, რადგან ეს ვირუსის გავრცელებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს.

„გამართეთ ეს აქცია თბილისში? დისტანცია მაინც დაიცავით. გაქანებული პანდემიაა, დღეში 50 კაცი კვდება და შენ ამხელა აქციას აწყობ. ბათუმის კადრები რომ ვნახე, გული გამისკდა. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, კი ბატონო, დემოკრატიაა, მაგრამ პანდემიაა. ხომ უნდა დაფიქრდე, ასე არ შეიძლება. წყალს გამიყოლებია ორივე“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/batumis-kadrebi-vnakhe-guli-gamiskda-es-ra-nakha-chemma-tvalebma-wyals-gamiyolebia-orive-giorgi-fkhakadze


“პოსტ-კოვიდი უნდა იქნას “აღრიცხული” ისევ როგორც კოვიდ ინფიცირებულები და კოვიდ გარდაცვლილები!”

26/10/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას კვლავ ფაიზერით ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ დღეს ეს არის ერთადერთი გზა პოსტკოვიდური ეპიდემიის შესაჩერებლად.


“პოსტ-კოვიდი უნდა იქნას “აღრიცხული” ისევ როგორც კოვიდ ინფიცირებულები და კოვიდ გარდაცვლილები❗️


ჩვენ შევედით გლობალურ პოსტკოვიდურ ეპოქაში.

სიმართლე უნდა ითქვას და დრო მოვიდა რომ ვაღიაროთ რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ჯანდაცვის სფეროს ახალი უმძიმესი გამოწვევა.


დღესდღეობით ერთადერთი გზა რომ შევაჩეროთ პოსტკოვიდური ეპიდემია ეს არის ფაიზერით ვაქცინაცია მოსახლეობის 90% და


სამედიცინო პირბადის გამოყენება❗️


სხვა ალტერნატივა არ არსებობს”,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-post-kovidi-unda-iqnas-aghrickhuli-isev-rogorc-kovid-inficirebulebi-da-kovid-gardacvlilebi



“გაიცანით, ახალი კოვიდ ვირუსის ვარიანტი, კიდევ უფრო გადამდები, ახასიათებს ფილტვების უფრო დაზიანება “

27/10/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კოვიდის ახალ ვარიანტზე ავრცელებს ინფორმაციას. AY.4.2 – ეს COVID19-ის მორიგი მუტაციის ოფიციალური სახელია. მეცნიერები კოვიდის ახალ ვარიანტს „Delta პლიუსსაც“ უწოდებენ.


ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ახალი ვარიანტი საკმაოდ ვერაგია. მისი თქმით, ის უფრო მეტად გადამდებია.


“გაიცანით, ახალი კოვიდ ვირუსის ვარიანტი “AY.4.2” ჯერ სახელი არ ააქვს (ზოგი ექსპერტი დელტა + უძახის მაგრამ ის K417N არის შესაბამისად ზოგი ექსპერტი დელტა ++ უძახის, რავი რაც გინდათ ის დაუძახეთ ფაქტია, რომ ვერაგია.


მე უფრო მომწონს “დელტას შვილიშვილი”), ისე დელტა ვარიანტის “ოჯახიდან” არის, პირველად “შეამჩნიეს” ივლისში მაგრამ უკვე გავრცელდა მთელს მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე და 33 ქვეყანაში უკვე “ამოიცნეს” ლაბოლატორიებში: ავსტრალიაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, ამერიკაში, ევროპაში, ბრიტანეთში კი 6% ახალი ინფიცირებული უკვე ამ ახალი ვარიანტით არიან ინფიცირებულნი და ფხაკაძე გაცნობებთ რომ საქართველომდეც არის ჩამოღწეული ეს ახალი ვარისნტი (ოფიციალურად ჯერ ვერ/არ დაადგინეს, ისე ყველა ვარიენტების და ტალღების გამოცხადებე მე მიწევს და მერე “ოფიციალურად” 1-2 კვირის მერე აღიარებენ ხოლმე, ამას მე მგონი ყველა შეეჩვია)❗️


ეს ვარიანტი არის “დელტა ვარიანტის” (B.1.617.2) 10-15% კიდევ უფრო გადამდები და ახასიათებს ფილტვების უფრო დაზიანება.

შეგახსენებთ “დელტა” ანუ ინდური ვარისნტი 50% უფრო გადამდები იყო ვინდრე “ალფა” ანუ ბრიტანული ვარიანტი❗️


ისე ვინც გადაიტანა უკვე კოვიდი, დაცულები არ ხართ რომ ეს დელტა+ და ++ არ დაგემართებათ ❗️


ჩათვალეთ რომ არც გადაგიტანით კოვიდი, ანუ იმუნიტეტი არ გააქვთ❗️


ასევე ვინც ხართ აცრილი სპუტნიკით, სინოფარმით, სინოვაკით და ასტრა ზენეკით დაცულები არ ხართ და დროზე აიცერით ფაიზერით❗️


კარგი ამბავი არის ის რომ საქართველოში არსებული ვაქცინებიდან “ფაიზერი” არის ეფექტური როგორც დელტა ასევე დელტა+ შემთხვევებში❗️


სამედიცინო პირბადე არის ასევე საკმაოდ ეფექტური❗️


ფიზიკური დისტანცია (საუკეთესოა 2 მეტრიანი) ასევე აჩვენებს კარგ შედეგებს.
ფრთხილად იყავით❗️”,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/gaicanit-akhali-kovid-virusis-varianti-kidev-ufro-gadamdebi-akhasiatebs-filtvebis-ufro-dazianeba-ra-informacias-avrcelebs-giorgi-fkhakadze




გიორგი ფხაკაძე: „იმედია, მათემატიკა არ დაგავიწყდათ და დათვალეთ, ოფიციალური მონაცემებით, დღეს…

28/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელზე წერს და აღნიშნავს:


„კოვიდმა ოფიციალურად წაიღო 5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე მსოფლიოში, სინამდვილეში ეს ციფრი უფრო მაღალია და 20 მილიონ ადამიანამდე ადის❗️


✅საქართველოს სტატისტიკაც იგივეა… ნებისმიერი ციფრი უნდა გაამრავლოთ 4-ზე და მიიღებთ რეალობასთან მიახლოებულ ციფრს❗️

✅იმედია, მათემატიკა არ დაგავიწყდათ და დათვალეთ, ოფიციალური მონაცემებით, დღეს რამდენმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე კოვიდისგან და გაამრავლეთ ეს ციფრი 4-ზე.


✅ვისაც დაგავიწყდათ, დაგეხმარებით: ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოში (28/19/2021) კოვიდისგან გარდაიცვალა 9,818 მოქალაქე.


9,818×4= 39,272❗️


✅ერთადერთი ალტერნატივა დღეს არის „ფაიზერით“ (ან „მოდერნათი“) ვაქცინაცია, სამედიცინო პირბადე და დისტანცია❗️“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-imedia-matematika-ar-dagaviwydat-da-datvalet-oficialuri-monacemebit-dghes-ramdenma-adamianma-dakarga-sicockhle-kovidisgan-da-gaamravlet-es-cifri-4-ze




შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights