სამშაბათი, მაისი 5, 2026

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის ბუსტერზე“ 65 წელს…

18/09/2021

ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის რეკომენდაცია გასცა.


ფხაკაძე იმედოვნებს, რომ საბოლოოდ საქართველო კოვიდის მართვის სწორ გზას აირჩევს და „რუსული გზით“ არ წავა.


„კიდევ ერთი სიახლე

ამ წუთას ამერიკის წამლის სააგენტომ გასცა რეკომენდაცია ფაიზერის ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის.


დამიჯერეთ ხოლმე რა…


იმედია, საქართველო საბოლოოდ აირჩევს კოვიდის მართვის სწორ გზას… ან მივდივართ ამერიკის გზით,, ან ევროპის გზით, ან ისრაელის გზით,, ან ღმერთმა, დაგვიფარის, რუსული გზით …. ქართულმა გზამ კი გვაჩვენა რომ დამღუპველია…


ისე, მსოფლიო უკვე მე-3 დოზაზე გადადის. ევროპის ქვეყნებში 70-90% არიან აცრილები 2-ჯერ და სამედიცინო პერსონალის 90-100% არის აცრილი. შედარებისთვის, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 20% არის აცრილი, სამედიცინო პერსონალის 50%-მდეა მხოლოდ აცრილი და ზოგიერთი ექიმი კითხვის ქვეშ აყენებს ვაქცინაციას.


არაპროფესიონალიზმი კლავს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/amerikis-sursatisa-da-wamlis-administraciam-gasca-rekomendacia-faizeris-busterze-65-wels-gadacilebuli-da-qronikuli-pacientebistvis-damijeret-kholme-ra-giorgi-fkhakadze



საქართველოში დაიწყო პოსტკოვიდური ანუ „გრძელი კოვიდის” ეპიდემია: გიორგი ფხაკაძე

19/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში დაიწყო პოსტკოვიდური ანუ „გრძელი კოვიდის“ ეპიდემია.

„საქართველოში დაიწყო პოსტკოვიდური ანუ „გრძელი კოვიდის” ეპიდემია. ვინაიდან არაპროფესიონალები მართავენ, რჩევებს აძლევენ და „ექსპერტობენ” ჩვენ მივიღეთ ის, რომ მოსახლეობის 60-70% გადაიტანა კოვიდი ამ ბოლო 2 წლის მანძილზე. შედეგად „გრძელი კოვიდი” უკვე არის საკმაოდ გავრცელებული საქართველოში” , – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/578512-2



“თავის ტვინის ნისლი… ეცადეთ, რომ არ დაგემართოთ“ – გიორგი ფხაკაძე მოქალაქეებს რჩევით მიმართავს

20/09/2021

ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე „გრძელი კოვიდის“ შესახებ კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებას და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.


✅გრძელი კოვიდი …


✅”თავის ტვინის ნისლი” … ეს არის ერთ ერთი პირველი აღწერილი პოსტ კოვიდური მდგომარეობა…


✅გაუფრთხილდით საკუთარ თავს❗️


✅ყველაფერი გააკეთეთ რომ არ დაგემართოთ კოვიდი❗️


აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიბანეთ ხელები, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე და აიცერით რაც შეიძლება მალე❗️”,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/tavis-tvinis-nisli-ecadet-rom-ar-dagemartot-giorgi-fkhakadze-moqalaqeebs-rchevit-mimartavs


კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა მალე გამოჩნდება ბაზარზე – „კლოვერ ბიოფარმა“: გიორგი ფხაკაძე

22/09/2021

„კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა მალე გამოჩნდება ბაზარზე – „კლოვერ ბიოფარმა“, – ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს

.მისივე თქმით, ეს სასიხარულო ინფორმაციაა, რადგან რაც უფრო ბევრი ვაქცინის მწარმოებელი იქნება, მით უფრო გაიზრდება ხარისხი და ფასიც დაიწევს.


„დაველოდოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვერდიქტს. სანამ ახალი მედიკამენტები და ვაქცინები გამოჩნდება, გამოვიყენოთ ის, რაც გვაქვს! აიცერით ფაიზერით, სანამ ის ხელმისაწვდომია! ასევე, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/kidev-erti-chinuri-vaqcina-male-gamochndeba-bazarze-klover-biofarma-giorgi-fkhakadze




რაც უფრო რთულად გადაიტანა ადამიანმა ვაქცინაცია, რომ შეხვედროდა, მით უფრო მძიმედ გადაიტანდა ამ…

30/08/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, რაც უფრო რთულად გადაიტანა ადამიანმა ვაქცინაცია, მას რომ კოვიდი დამართნოდა, უმძიმესად გადაიტანდა ვირუსს.

„ვინც ვაქცინა გაიკეთა და ხელი ასტკივდა, სიცხე მისცა, გვერდითი მოვლენები გამოუმჟღავნდა, ჩათვალეთ, ამ ადამიანებს კოვიდი რომ დამართნოდა, უმძიმესი ფორმით გადაიტანდნენ. ეს ერთ-ერთი პატარა მინიშნებაა.


მაგალითად მე, ხელი ერთი დღე მტკიოდა, ცოტა მოთენთილი ვიყავი. მე რომ კოვიდი დამმართნოდა, უსიმპტომოდ, გრიპით არ გადავიტანდი. ცოტა მძიმედ გადავიტანდი, რადგან ვიგრძენი“,-განაცხადა ფხაკაძემ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-rac-ufro-rtulad-gadaitana-adamianma-vaqcinacia-rom-shekhvedroda-mit-ufro-mdzimed-gadaitanda-am-sashinel-daavadebas




გიორგი ფხაკაძე: „ამჟამად მთელ მსოფლიოში რეანიმაციული განყოფილებების 95%-98%-ს იკავებენ…

24/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ მსოფლიოში კორონავირუსისგან მძიმედ მყოფ პაციენტებს შორის აბსოლუტური უმრავლესობა არავაქცინირებულია.


გიორგი ფხაკაძე:


„სერიიდან – ჩემი სხეული და ჩემი ჯანმრთელობა მეკუთვნის მე და მე მაქვს არჩევანის უფლება…


✅ამჟამად მთელ მსოფლიოში რეანიმაციული განყოფილებების 95%-98%-ს იკავებენ არავაქცინირებული კოვიდპაციენტები❗️


✅ამჟამად მთელ მსოფლიოში კოვიდ-სიკვდილიანობის 98%-99% არის არავაქცინირებულებში და ასევე პოსტკოვიდური – “გრძელი კოვიდის” პაციენტებში❗️


✅მსოფლიოში ამჟამად არის არავაქცინირებულების კოვიდეპიდემია❗️


სამედიცინო პერსონალი დაიღალა
სამედიცინო აპარატურა დაიღალა
ყველა დაიღალა


✅უაზრო მიზეზების გამოგონებას თავი დაანებეთ:

ალერგიული ხარ?! – აიცერი


დიაბეტი გაქვს?! – აიცერი


გული გაწუხებს?! – აიცერი


ვენები გაწუხებს?! – აიცერი


ფილტვები გაწუხებს?! – აიცერი


ჰეპატიტი გაქვს?! – აიცერი


ღვიძლი გაწუხებს?! – აიცერი


თირკმელები გაწუხებს?! – აიცერი


ჰერპესი გაქვს?! – აიცერი


ჯარბწონიანი ხარ?! – აიცერი


ფეხმძიმედ ხარ?! – აიცერი და აცერი მთელი ოჯახი


ბავშვები ძუძუთი კვებაზე გყავს?! – აიცერი და მთელი ოჯახი აცერი


რამე გაწუხებს?! – აიცერი


✅გაავრცელე სიყვარული და არა ვირუსი“.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-amdjamad-mtel-msoflioshi-reanimaciuli-ganyofilebebis-95-98-s-ikaveben-aravaqcinirebuli-kovidpacientebi




“საკმაოდ სასიხარულო ამბავია “სინოვაკის” ვაქცინით აცრილებისთვის” – რას წერს გიორგი ფხაკაძე

25/09/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სი­ნო­ვა­კით” აც­რი­ლე­ბის­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­იას ავ­რცე­ლებს.


წყა­როდ კვლე­ვე­ბი მოჰ­ყავს, რომ­ლის თა­ნახ­მად “სი­ნო­ვა­კით” აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან მხო­ლოდ 0.011% და­ჭირ­დათ რე­ა­ნი­მა­ცია.


გიორგი ფხაკაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


✅საკმაოდ სასიხარულო ამბავია სინოვაკის ვაქცინით აცრილებისთვის.


✅პირველად, ამ ბოლო დროს, მივიღეთ ადეკვატური კვლევის შედეგები სინოვაკის ვაქცინასთან დაკავშირებით. კვლევა ჩატარდა მალაიზიაში. 7,200,000 ადამიანის მონაცემები


შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მხოლოდ 0.011%-ს დაჭირდა რეანიმაცია (ეს არის ვაქცინის ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი ). ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერი უფრო ეფექტურია. მხოლოდ 0.002%-ს დაჭირდა რეანიმაცია (6.5 მილიონის მონაცემები).


✅დასკვნა:


საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო❗️


საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ რეანიმაციისგან (ყველაზე კარგად- ფაიზერი, დანარჩენებსაც არა უშავს)❗️


საქართველოში არსებული ყველა კოვიდვაქცინა გიცავთ სიკვდილისგან (ფაიზერი – 98.8%, დანარჩენებსაც არა უშავს)❗️


მსოფლიოში დღესდღეობით გამოყენებული 17 ვაქცინიდან არცერთი არ გიცავთ კოვიდისგან 100% -ით. ვაქცინა არ არის უკვდავების ელექსირი❗️


✅აიცერით დროზე და გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პირბადე აუცილებელია აცრილებისთვის და აუცრელებისთვის, დაიცავით დისტანცია და აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაიბანეთ ხელები ხშირად, გაანიავეთ შენობები ყოველ 10-15 წუთში და იყავით პოზიტიურ განწყობაზე❗️


✅არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული❗️”,- წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/sakmaod-sasikharulo-ambavia-sinovakis-vaqcinit-acrilebistvis-ras-wers-giorgi-fkhakadze


ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება „გრეხია“ და ვაქცინაცია კი „სვეცკობა

26/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ საზოგადოება სამედიცინო პირბადეს აქტიურად გამოიყენებს და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, ვირუსს არ ქნება გამრავლების საშუალება და ორ-სამ თვეში გაქრება.


როგორც სოციალურ ქსელში გიორგი ფხაკაძე წერს, სამედიცინო პირბადე ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალებაა ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად.


„სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ამ ვერაგი ვირუსის შესაჩერებლად. ყველამ რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე… დიახ, მარტო სამედიცინო პირბადეს შეუძლია, 92%-ით შეამციროს ვირუსის გავრცელება,


წარმოიდგინეთ, ყველა რომ აიცრას, ვისაც შეუძლია. ყველა თუ ვაქცინირდება ფაიზერით, და ყველა რომ გამოიყენოს სამედიცინო პირბადე ვირუსს არ ექნება გამრავლების საშუალება და 2-3 თვეში გაქრება … მაგრამ ეს ვირუსი ისე შეუყვარდა ხალხს საქართველოში, რომ პირბადის გამოყენება “გრეხია” და ვაქცინაცია კი “სვეცკობა” არ არის,


არაპროფესიონალიზმი კლავს… არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/virusi-ise-sheuyvarda-khalkhs-saqartveloshi-rom-pirbadis-gamoyeneba-grekhia-da-vaqcinacia-ki-sveckoba-ar-aris-giorgi-fkhakadze




ვიდეო: “ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს” – ია ფარულავა გიორგი ფხაკაძეს თბილისში, სახლში ესტუმრა

30/09/2021

როგორც ირკვევა, გადაცემა “ფარული კონვერტის” სტუმარი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე იქნება.


ამის შესახებ გადაცემის წამყვანის, ია ფარულავას სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი.


ფარულავა “ინსტაგრამზე” გიორგი ფხაკაძის სახლში გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს.


აღსანიშნავია, რომ წამყვანი სახლის დათვალიერებისას აღფრთოვანებას ვერ მალავს.


ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი მართლაც ულამაზესია.


როგორც ჟურნალ „ინტერიერთან“ საუბრისას ჯანდაცვის ცნობილმა ექსპერტმა აღნიშნა, სახლის რესტავრირებას პლასტიკური ქირურგის სიზუსტით მიუდგა.

































Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/video-istoriuli-dzeglis-statusi-aqvs-ia-farulava-giorgi-fkhakadzes-tbilisshi-sakhlshi-estumra


გიორგი ფხაკაძე ლილოში შოპინგობს: „ყველაზე დაბალი ფასები…“

04/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოშია.


ის დღეებს საკმაოდ დატვირთულად ატარებს. ახლახან მან სოციალურ ქსელში „ლილო მოლი“ მონიშნა და დაწერა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილია, სადაც ადამიანური ფასებია.


„ყველაზე უსაფრთხო ადგილი (ყველგან არა).

ყველაზე დაბალი ფასები.


ყველაზე ადამიანური ადგილი.


მადლობა ბატონ გელას“, წერს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტი.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-liloshi-shopingobs-yvelaze-dabali-fasebi



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights