ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

„სამწუხაროდ, ინდური მუტანტი ყველაზე ძლიერად ურტყამს ბავშვებს…

26/04/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ახალ ლაივჩართვას ავრცელებს, სადაც ვაქცინების არასამართლიანი გადანაწილების გამო მსოფლიოში პანდემიის მორიგი დამანგრეველი ტალღის შესახებ საუბრობს:


„ჩვენ ვაგებთ ომს. როდესაც ვირუსი პირველად გაჩნდა, საუბარი იყო ვაქცინის მომზადებაზე. მოხდა შეუძლებელი რაღაც, 9 თვეში ვაქცინა გაკეთდა. ეს არის ენით აღუწერელი მეცნიერული მიღწევა, თავი დავანებოთ ჩიპობანას თავი…


ძალიან დიდი საქმე მოხდა. ახლაც 200-ზე მეტი ლაბორატორია მუშაობს. შედეგი დავინახეთ, პროგრესი გვქონდა ამ მიმართულებით. დეკემბერში წამოვიდა ვირუსის სხვადასხვა შტამი, ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზიულიური, ამერიკული, – კალიფორნიიდან, და ბოლოს, ინდური. მაინც მქონდა იმედი, რომ რაღაც იქნებოდა…


როცა ჩემს კოლეგებს ვესაუბრებოდი მთელ მსოფლიოში, ვუზიარებდი მოსაზრებებს, დავინახეთ, რომ ბიოლოგიურ ომში მდიდარი ქვეყნები მოიქცნენ ძალიან უსინდისოდ. მათ შეიძინეს ყველა ვაქცინა, კარგია თუ არა, ნაგავია თუ არა, ყველაფერი იყიდეს.


ამ პროცესში ჩაერთო გაერო და თქვა, რომ ცუდად იყო საქმე. ტრამპმა რაც გააკეთა მაშინ, იცით, ჩინეთმა თავისი თამაში დაიწყო, რუსეთმა – თავისი. ამ ქვეყნებს გაეროში ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლიათ. მათ გააგრძელეს ვაქცინების ყიდვა, ოღონდ მეო და სხვა არ აინტერესებდათ… აჩვენეს ის, რომ მდიდრები არასდროს ფიქრობენ ღარიბებზე, ძლიერები – სუსტებზე…“


გიორგი ფხაკაძე ინდოეთში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინდური შტამი სწორედ მის ერთ-ერთ ქალაქში, მუმბაიში წარმოიქმნა, – „ინდოეთის მთავრობამ თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა და გახსნეს მეტ-ნაკლებად. რამდენიმე დიდი რელიგიური დღესასწაული გაიმართა, ბევრი ხალხი, მილიონობით, ესწრებოდა.


ამას დაემატა არჩევნები. ეს შენი მუტირებული ვირუსი, რომელიც მუმბაის გარეუბნებში იყო მოდებული, აფეთქდა… სამი კვირის წინ ცუდი მანიშნებლები იყო, ორი კვირის უკან სერიოზული საუბარი დაიწყო, დღეს კი იცით, ინდოეთის სამხრეთი არის კოლაფსის წინაშე. ყველა მთავრობა ერთნაირია. იფიქრეს, მივხედავთო, მაგრამ ისე სწრაფად გავრცელდა, რომ დღეში 400 000 ადამიანი ინფიცირდება.


მეც ვიყავი ჩართული ინდოეთის საკითხებში. ძალიან მძიმე ინფორმაცია მოდიოდა. ბოლომდე არ სჯეროდათ, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობა იქნებოდა. პირველი სიგნალი წამოვიდა, როცა პედიატრიული განყოფილებები მთლიანად შეივსო.


ეს ინდური მუტანტი, სამწუხაროდ, ყველაზე ძლიერად ურტყამს ახალგაზრდებს, 18 წლამდე ბავშვებს და ახალგაზრდებს, სიკვდილობა არის ბავშვებს შორის ძალიან გაზრდილი… თუკი ვუხანის ვირუსი ახალგაზრდებს იოლად გადაჰქონდათ, ინდური შტამი ყველა ასაკობრივ ჯგუფზე ვრცელდება…“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-indoetshi-sheqmnil-mdgomareobaze-samwukharod-induri-mutanti-yvelaze-dzlierad-urtyams-bavshvebs



გიორგი ფხაკაძე: „ასე რომ ლობირებთ ამ ჩინურ ვაქცინას, მართლა რაიმე კვლევა მაინც გაგვიზიარეთ…“

29/04/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე, რამდენიმე კვლევას ცნობილ ვაქცინებთან დაკავშირებით საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს და წერს:


„ფაიზერი რომ ეფექტურია, ამის არაერთი კვლევაა უკვე. იხილეთ კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო კვლევა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბოლო მონაცემებით შეერთებულ შტატებში „ფაიზერი“ და „მოდერნა“ საკმაოდ კარგ შედეგებს დებენ. ისე, ინფორმაციისთვის, დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში 1 მილიარდი „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე გამოყენებულია.


✅ერთი ამგვარი ტიპის კვლევები მანახა რუსულ და ჩინურ ვაქცინებზე… მარტო პოლიტიკური და კორუფციული ტიპის კვლევები არის ხელმისაწვდომი და მეცნიერული კვლევების ხარისხისა რა მოგახსენოთ.

„კიდევ რამდენიმე კვლევა „ფაიზერთან“და „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით…
რუსული და ჩინური კვლევები სად არის?


იქნებ იმ 82 ექსპერტიდან, ვაქცინაციის გეგმა რომ მოამზადეს, ან ვაქცინაციის საბჭოს წევრებმა გამოაქვეყნონ ჩინური ვაქცინის შესახებ რაიმე. ასე რომ ლობირებთ ამ ჩინურ ვაქცინას, მართლა რაიმე კვლევა მაინც გაგვიზიარეთ…“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-ase-rom-lobirebt-chinur-vaqcinas-martla-raime-kvleva-mainc-gagviziaret




ვირუსი ორსულ ქალებს უფრო მძიმედ გადააქვთ, მას შეუძლია შეცვალოს ორსულობის პროცესიც და ზიანი მიაყენოს

30/04/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ცნობილი განცხადების შესახებ საუბრობს, სადაც აღნიშნავდა, რომ კოვიდინფექცია მამაკაცის სპერმის ხარისხზე უარყოით გავლენას ახდენდა.


გიორგი ფხაკაძე ამავე მოსაზრებაზე რჩება, თუმცა დასძენს, რომ მისი ეს გამონათქვამი სხვადასხვა კვლევას ეფუძნება და გარდა ამისა, არასდროს უთქვამს, რომ სპერმაზე გავლენას ვაქცინა შეიძლება ახდენდეს. მისი ეს გამონათქვამი მხოლოდ კოვიდგადატანილ პაციენტებს ეხებოდათ.


ჟურნალ „სარკის“ კითხვაზე, მოქმედებს თუ არა კოვიდი ქალის კვერცხუჯრედზეც უარყოფითად, ჯანდაცვის ექსპერტი პასუხობს:

„კვერცხუჯრედებთან დაკავშირებით კვლევები ჯერ არ დადებულა და ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი მხოლოდ ის, რომ კვერცხუჯრედს სხვა სისტემა აქვს. სპერმის ხარისხი რომ ფუჭდება, ეს დამტკიცებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას არ უფუჭდება სპერმის ხარისხი, ვისაც კოვიდი შეხვდება.


სამწუხაროდ, ფეხმძიმე ქალებთან დაკავშირებით გვაქვს ცუდი მონაცემები. კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდანვე ცხადი გახდა, რომ ვირუსი ორსულ ქალებს უფრო მძიმედ გადააქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობას. ერთ-ერთმა პირველმა შემსწავლელმა ჯგუფმა დაადასტურა მტკიცებულებებით, რომ კორონავირუსს შეუძლია შეცვალოს ორსულობის პროცესიც და ზიანი მიაყენოს მშობლისა და ახალშობილის ჯანმრთელობას.


კვლევამ ასევე აჩვენა კოვიდ-19-ის ნაადრევი მშობიარობის 60%-დან 97%-მდე გაზრდილი მაჩვენებელი, ხოლო ინფიცირებულ ქალებში. სიცხითა და ქოშინით, მოჰყვა ახალშობილთა გართულებების გაზრდა, როგორებიცაა ფილტვების უკმარისობა, ტვინის დაზიანება და მხედველობის დარღვევები“.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-virusi-orsul-qalebs-ufro-mdzimed-gadaaqvt-mas-sheudzlia-shecvalos-orsulobis-procesic-da-ziani-miayenos-mshoblisa-da-akhalshobilis-janmrtelobas




მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ? – გიორგი ფხაკაძე

30/04/2021

“მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია”,-ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისი მოსაზრებით, სააღდგომოდ, როცა ყველაფერი ღიაა, საფლავების ჩაკეტვა გაუმართლებელია. ხოლო რაც შეეხება საფლავებზე ქეიფის, ამის პრევენცია პატრულსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს შეუძლიათ.


“აღდგომა ჩემთვის დღესასწაულია. სასაფლაოზე ქეიფი, სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს, მაგრამ ჩემი აზრით, უდიდესი რაღაცაა, ჩვენ რომ ჩვენს წინაპრებს პატივს ვცემთ და ვიხსენიებთ. მე ვფიქრობ, ადამიანს აღდგომაზე სასაფლაოზე მისვლა რომ აუკრძალო, არასწორია.

კინოთეატრში თურმე შეიძლება, წახვიდე, მეტროში შეგიძლია ჩახვიდე, ხალხით გადაძეძგილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეგიძლია ახვიდე, სასაფლაოზე არ შეიძლება ადამიანი გავიდეს?!


ჩემი მოსაზრება მარტივია.. დაკეტე მეტრო, კინოთეატრი, რესტორანი, ღრეობა, პურმარილი, სადაც ინფექციაა. მაგრამ სასაფლაოს დაკეტვა? დააყენე მუნიციპალიტეტის ხალხი, პოლიცია და ღრეობა და პურმარილი აკრძალე, მაგრამ საფლავებზე გასვლა?


მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინაპრების მონახულება უმნიშვნელოვანესია. მე ახლა საქართველოში რომ ვიყო და ვიღაცამ ამიკრძალოს დედაჩემის საფლავზე გასვლა, ხომ მივასიკვდილე, ვინცაა მისასიკვდილებელი? ვის აქვს უფლება, გამაჩეროს?


თუ მთელი ქვეყანა იქნება დაკეტილი, კი ბატონო, მაგრამ მთელი ქვეყანა გახსნილია და სასაფლაოს კეტავთ? ხომ ხედავთ, რომ 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი არ მუშაობს, მაინც მთელი ქალაქი გარეთ დადის. მაინც ყველანი საშვებზე ჩალიჩობენ. არ იმუშავა 9 საათზე ჩაკეტვამ, იმიტომ, რომ მეტრო და გადავსებული ავტობუსები ყველაზე დიდი გამავრცელებელია. ამ „ვითომ, ვითომ“ ცხოვრებას თავი დაანებეთ” – აცხადებს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/mteli-qveyana-gakhsnilia-da-asaflaos-ketavt-giorgi-fkhakadze




“ზოგიერთი ექსპერტი რეკლამას უკეთებს ჩინურ ვაქცინას, რატომ აკეთებთ ამას?” – რომელი ვაქცინით აცრა…

04/05/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება, თუ რომელი ვაქცინით აიცრება.


“დღეს მივიღე გადაწყვეტილება, ავიცრა. აქამდე თავს ვიკავებდი, რომელი ვაქცინით ავცრილიყავი, რადგან არ ვიყავი დარწმუნებული, რომელი ვაქცინა იყო უფრო ეფექტური ჩემი ასაკისთვის. გადავწყვიტე, გავიკეთო „ფაიზერი-ბიონტეკის“ ვაქცინა. ავიცრები თვენახევარში, ივნისში, ჩემს დაბადების დღემდე.


28 დღეში მეორე დოზას გავიკეთებ, 5 თვის შემდეგ კიდევ ერთი ნემსის გაკეთება მომიწევს. გადაწყვეტილება მივიღე რამდენიმე მიზეზის გამო: 1.მინდა, ვიყო დაცული, დავიღალე ამ დისტანციების დაცვით, 2.ასევე მომიწევს მოგზაურობა, აეროპორტებსა და სადგურებში ყოფნა, ამიტომაც ზედმეტ რისკს ვერ გავწევ; 3.არ მინდა, ვიყო ვირუსის გამავრცელებელი სხვებისთვის, არ მინდა, ჩემს გამო ვინმე იყოს ავად. თუ იქნა საშუალება, როცა ავიცრები ლაივს გავაკეთებ , ან ვიდეოს ჩავწერ და შემდეგ გაჩვენებთ.


მქონდა არჩევანი, ვაქცინა გამეკეთებინა ან ჟენევაში, ამ საფრანგეთში. გადავწყვიტე, ავიცრა საფრანგეთში, რადგანაც ჟენევაში იყო 2 ვარიანტი, „მოდერნა“ და „ფაიზერი“ და წინასწარ არ იყო ცნობილი, რომლის რიგი მომიწევდა. ვინაიდან „მოდერნასთან“ დაკავშირებით კიდევ არის პასუხგაუცემელი კითხვები, შესაბამისად, ავირჩიე საფრანგეთი და „ფაიზერით“ აცრა. ყველაზე მეტი ინფორმაცია და კვლევა გვაქვს ფაიზერზე.


რაც შეეხება ზოგადად მოგზაურობას, საქართველოში თუ აიცრებით „ფაიზერით“ ან „ასტრაზენეკათი“, ევროპაში იმოგზაურებთ, აუცრელობის ან ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში კი კარანტინის გავლა მოგიწევთ. ჩინეთში მხოლოდ ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში შეხვალთ, წინააღმდეგ შემთხვევაში 21 დღიან კარანტინს გაივლით.


ჩვენი ზოგიერთი ექსპერტი რეკლამას უკეთებს ჩინურ ვაქცინას, რატომ აკეთებთ ამას? ხომ გავა დრო, გამოჩნდება სიმართლე და ხალხს თვალებში ვეღარ შეხედავთ.


ამას წინათ გავლანძღე როგორც „ნაციონალები“, ასევე მთავრობა, რომ ისინი არიან დამნაშავე, წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ვირუსის მეორე ტალღა რომ აფეთქდა, ხოლო მომავალ არჩევნებზე იმავე შეცდომას გაიმეორებენ. მე ვთქვი, პარტიები არიან დამნაშავენი, რა დროს არჩევნებია, გამოაცხადე მორატორიუმი, კოვიდის საკითხი მოაგვარე და შემდეგ იარჩევნე – ამის თქმით შემდეგ შევატყვე, რომ არც ერთ ტელევიზიას ამ სიმართლის თქმა არ მოეწონა, აღარ მირეკავენ კომენტარებისთვის.


არავის თამაშს არ ვითამაშებ, იმიტომ, რომ არა ვარ არავის მონა. ზოგიერთებისგან განსხვავებით… გადახედეთ, რომელი ექსპერტი რომელ ტელევიზიაში გამოდის და ხელისგულზე გაქვთ ლუსტრაცია, ვინ ვინ არის…. ფხაკაძე არის ფხაკაძე, ის ამბობს სიმართლეს! ყველას უნდა, ვიღაცის მხარეს ვიყო, არავის მხარეს არ ვარ, ვარ მხოლოდ სიმართლის მხარეს. სიმართლე არავის უნდა, რადგან მწარეა.


ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვარ აფილირებული, ვერც ვიქნები, იმიტომ, რომ არ მჯერა მათი. ალბათ, ელოდებოდნენ, რომ წინასაარჩევნოდ ვიღაცას დავუჭერდი მხარს. ვაცხადებ, არავის დავუჭერ მხარს, დავუჭერ მხოლოდ იმ ჯგუფს, რომელიც იტყვის, რომ მორატორიუმია გამოსაცხადებელი, ჯერ დავალაგოთ ვირუსის ამბავი და შემდეგ ვილაპარაკოთ არჩევნებზე.


ინდოეთის სიტუაცია არის მაგალითი, რისი გაკეთება არ შეიძლება, სიტუაცია ააფეთქა არჩევნებმა და დიდი რელიგიური დღესასწაულის ჩატარებას, რომელიც არჩევნების გამო გამართეს.


მინდა, გამოვეხმაურო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვითომდა მაგიურ წამალზე ატეხილ აჟიოტაჟსაც. მესამე სტადიის კვლევები დადონ და შემდეგ ვილაპარაკოთ. მაგიური მედიკამენტი არ გვექნება. იქნება რამდენიმე წამალი, ზოგი მეტად კარგი, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ ის, რომ დავლევ და კოვიდი არ დამემართება, ეს არის ზღაპარი.


სექტემბერამდე ამერიკა და ევროპა თავიანთ ქვეყნებში პანდემიას „რქებს მოუგრეხენ“. ამის შემდეგ ევროპა მიხედავს, ალბათ, ახლო აღმოსავლეთს, მათ შორის საქართველოსაც. ამის იმედი მაქვს.


კიდევ ერთი სიახლე „ფაიზერზე“ – უკვე საუბარია, რომ ფაიზერით ვაქცინაცია უკვე 12 წლის ასაკიდან იქნება დაშვებული. ეს არის ერთ-ერთი მზიეზი, რატომაც ავირჩიე „ფაიზერი“, რადგან ეს უსაფრთხოების მაღალი გარანტიაა.


საქართველოში ვაქცინაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. ის რამდენიმე ათასი დოზა არაფერს ნიშნავს. საქართველოს სჭირდება დაახლოებით 4 მლნ დოზა. ვაქცინაცია ნიშნავს, რომ მოზრდილი მოსახლეობის 90% იყოს აცრილი. ეს 2021 წლისათვის საქართველოში ვერ განხორციედება.

მე ვაფრთხილებდი – „ასტრაზენეკას“ პარტია ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, იმიტომ, რომ შეიძლება. მეორე დოზისთვის ვეღარ ჩამოეტანათ. ასეც მოხდა. მეორე პარტია ინდოეთიდან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ახლა ამ ქვეყანას თვითონ სჭირდება ვაქცინები და ვერ მოგვცემს. შანსი, რომ ასტრაზენეკას მეორე დოზა თავის დროზე ჩამოვიდეს საქართველოში, არის ნული.
რაც შეეხება რჩევებს: 1.ამ პერიოდში მაქსიმალურად შეეცადეთ, არ მიხვიდეთ სამედიცინო დაწესებულებებში, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის; 2.ინფიცირებულებმა, თუ მდგომარეობა აძლევთ საშუალებას, სახლის პირობებში მართოთ დაავადება, ჯობია სახლის პირობებში დარჩნენ. 3.როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში ინდური შტამი არ არის, შეკითხვა მაქვს, ამ შტამზე კვლევებს აკეთებენ? საქართველოში ადეკვატურ სეკვენსირებას არ აკეთებენ, ძვირადღირებული სიამოვნებაა, შესაბამისად, ჩვენმა მთავრობამ არ იცის, ქვეყანაში რეალურად რა ვირუსი ცირკულირებს.


თუ ვირუსის შეჩერება გვინდა, ამისთვის ორი გზა არსებობს:


1.ქვეყანაში 4 მლნ ვაქცინა უნდა ჩამოიტანო, მაგრამ ჩინური ნაგავი კი არა, „ფაიზერი“. მაგათი ვაქცინა 15 დოლარი ღირს, ჩინურზე უფრო იაფია. 2 თვეში საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია სრულიად შესაძლებელია. ამის ათასი ხრიკი არსებობს, მე გასწავლით, თუ გინდათ, მაგრამ ამის სურვილი არ არსებობს. ამ 4 მლნ ვაქცინის გაკეთების შემდეგ შეიძლება, ქვეყანა გაიხსნას;


2. მეორე ვარიანტია, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ყველა ადამიანი კარანტინში უნდა გადავიდეს.


ქვეყანას ვერ დაკეტავენ, რადგანაც სახელმწიფოს ეკონომიკა გაკოტრებულია. ალბათ, არჩევნებს ჩაატარებენ და დეფოლტს გამოაცხადებენ, რადგანაც ფული და შემოსავლები პრაქტიკულად აღარ არის.


მე გეუბნებით, გზა არსებობს, როგორ შეიძლება ქვეყნის გახსნა და ჩვენ ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად. დამიკავშირდით, გეტყვით.


ახალი ინიციატივა – „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“.


რაც შეეხება კარგ ამბებს – ერთი კარგი ამბავი არის ის, რომ „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ კარგად მიდის, ერთმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ – „ჰებე“, უკვე მიიღო აკრედიტაცია ფრანგული ორგანიზაციის მიერ – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, რიგშია კიდევ 11 სამედიცინო დაწესებულება. პროცესი დაჩქარდება და ყოველ 2 კვირაში თითო ორგანიზაცია აკრედიტაციას მიიღებს.


მეორე კარგი ამბავი, რაც ეხება ტურისტულ სექტორს – საქართველოში ვესაუბრე რამდენიმე ორგანიზაციას და ჩემი დახმარება შევთავაზე, თუ როგორ გავაკეთოთ აკრედიტაცია უსაფრთხო ბიზნესის შესაქმნელად. მაგალითად, ტუროპერატორმა უცხოელ ტურისტს როგორ შეიძლება შესთავაზოს საკუთარი უსაფრთხო მომსახურების პაკეტი. პაკეტში შედის:


1. კოვიდ უსაფრთხო ტრანსპორტირება,


2. კოვიდ უსაფრთხო გიდი,


3. კოვიდ უსაფრთხო ტურები,


4. კოვიდუსაფრთხო რესტორანი,


5. კოვიდუსაფრთხო აკომოდაცია ანუ სასტუმრო. მივმართავ დაინტერესებულ პირებს, დამიკავშირდნენ, დავეხმარები.


ტურისტულ ბიზნესში ჩართულ რამდენიმე ასოციაციასთან მქონდა საუბარი. ძალიან მინდა, ეს მომსახურება იყოს უფასო, თუ ეს ასოციაციები დამთანხმდებიან.


კიდევ ერთხელ გავიმეორებ – დღეიდან ვაცხადებ ახალ პროგრამას – „უსაფრთხო მოგზაურობა საქართველოში“. ჩემი ლოზუნგია – „ვიმოგზაუროთ საქართველოში უსაფრთხოდ“. ეს არის როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლებისათვის. მე დავეხმარები ტურიზმის სფეროში ჩართულ ყველა ორგანიზაციას, რომ გავაკეთოთ ტუროპერატორების კოვიდუსაფრთხო სერვისები და გადავარჩინოთ ეს ბიზნესი.


ეს შესაძლებელია. უკვე ვთხოვე ჩემს უცხოელ მეგობრებს, ისინი უანგაროდ დაგვეხმარებიან.


„ვიმოგზაუროთ საქართველოში უსაფრთხოდ“ – ეს არის ჩემი მეორე ახალი ინიციატივა, ხელახლა როგორ ჩავრთოთ და ავამუშაოთ ტურიზმის მკვდარი ბიზნესი. ჩვენს გარდა ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს.


ამისთვის სათანამშრომლოდ დამჭირდება ქართული ორგანიზაცია, რომელმაც ადგილზე უნდა ჩაატაროს ტრენინგები და ა.შ. ჩემი მხრიდან დახმარება იქნება აბსოლუტურად უფასოდ!


ეს გამოვა. „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ რომ დავიწყე, არავის სჯეროდა, რომ გამოვიდოდა, მაგრამ უკვე 30-ზე მეტმა ორგანიზაციამ გააკეთა განაცხადი. მე დარწმუნებული ვარ, ტურიზმის სფეროში 30-ზე მეტი ორგანიზაცია გამოთქვამს აკრედიტაციის გავლის სურვილს“,-აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/zogierti-eqsperti-reklamas-uketebs-chinur-vaqcinas-ratom-aketebt-amas-romeli-vaqcinit-acra-gadawyvita-giorgi-fkhakadzem



ვიდეო:არ გამიკვირდება, რომ ახლო მომავალში ქართული შტამიც აღმოჩნდეს

23/05/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე „რუსთავი2“-თან საუბარში აცხადებს, რომ „არ გაუკვირდება, თუ ახლო მომავალში ქართული შტამიც აღმოჩნდება“.


მისივე თქმით, თუ ეს ასე მოხდება პრობლემაა, რადგან „საქართველოში ლაბორატორიებს არ აქვთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“.


ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას სწავლობენ: ამირან გამყრელიძე


„ვირუსები გავრცელდება, მუტაციები იქნება, არაერთი მუტაცია. მე არ გამიკვირდება, რომ ახლო მომავალში „ქართული შტამიც“ აღმოჩნდეს. მაგრამ, პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში ლაბორატორიებს არ აქვთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.


ყველაზე ეფექტური იქნებოდა, ჩემი აზრით, გავითვალისწინოთ რეანიმაციის საწოლები, გავითვალისწინოთ ბიზნესის მოთხოვნა და ქვეყანა გავხსნათ, ოღონდ ფრთხილად“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/videoar-gamikvirdeba-rom-akhlo-momavalshi-qartuli-shtamic-aghmochndes-giorgi-fkhakadze


გიორგი ფხაკაძე ყველაზე აქტუალურ კითხვას სცემს პასუხს – როდის დასრულდება კორონას პანდემია?

25/05/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელშ მორიგ ლაივს აქვეყნებს, სადაც კორონასთან დაკავშირებით დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს.


„როცა პრესა რაიმეს წერს ჩემზე, არ აქვს მნიშვნელობა, ცუდს თუ კარგს, არ ვეთანხმები თუ ვეთანხმები, ყველაფერს ვდებ ჩემს გვერდზე. სიტყვის თავისუფლებაა – წერონ.


კოვიდთან დაკავშირებით საზოგადოებას ბევრი ინფორმაცია მივაწოდე, რისი მიწოდებაც შეიძლებოდა და ზოგჯერ, არც კი შეიძლებოდა. ზოგადად, სხვა ქვეყნებში ექსპერტები ხალხის განათლებისთვის ასე არ ზრუნავენ.


ვცდილობდი, მაქსიმალურად ყოფილიყავით უახლესი ინფორმაციით შეიარაღებული, რომ სწორი გადაწყვეტილება მიგეღოთ. სამწუხაროდ, ბევრი ვერ იგებს, რას ვამბობ და არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს.


ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, რომ ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.


ასევე მე მოგაწოდეთ ინფორმაცია, ვინ შეძლებს ევროკავშირში მოგზაურობას. ამაზეც დამეტაკნენ. შედით ევროკავშირის ვებგვერდზე და ნახეთ, რომ მართალი ვარ.


მოგაწოდეთ ინფორმაცია კოვიდასპორტის შემოღებაზე. ჩემი ბრალია, რომ ევროპაში ჩინური და რუსული ვაქცინით აცრილებს არ უშვებენ?! ეს ევროკავშირმა გადაწყვიტა.


რაც შეეხება კორონავირუსის შტამებს. როცა გაჩნდა ინდური შტამი, პირველი კვლევებით, ასტრაზენეკას და ინდურ ვაქცინას კარგი შედეგები არ ჰქონდა.


დრო გავიდა და გუშინწინ უკვე დაიბეჭდა უახლესი კვლევის სასიხარულო შედეგები, რომ ინდური შტამის მიმართ „ფაიზერზე“ თითქმის 80%-იანი ეფექტურობაა და „ასტრაზენეკაზე“ – 60%. ჩინურზე კი კვლევები არ არის.


უმნიშვნელოვანესია უწყვეტი სამედიცინო განათლება. მედიცინა არის მუდმივად განახლებადი მეცნიერება და რამდენიმე თვის წინ ჩატარებული კვლევები შეიძლება, არსებითად შეიცვალოს. სიახლეებს მუდმივად უნდა გავეცნოთ.


გადავწყვიტე, ამ მძიმე დროს რაც შეიძლება საიმედო, სახალისო და საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ. მხოლოდ პოზიტივს მოგაწვდით, ნეგატივის მომწოდებლად უკვე უამრავი ექსპერტია.


ერთ-ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ მაქსიმალურად შემცირდა გრიპით სიკვდილიანობა. მაგალითად, კოვიდამდე აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 86 000 ადამიანი კვდებოდა სეზონური გრიპით, შარშან ეს რიცხვი 400-მდე დავიდა.


შემდეგი კარგი ამბავი – ვიცით, სწრაფი ტესტის სიზუსტე 50%, ხოლო პისიარის – 60%-ია, ბოლო კვლევებით ბრიტანეთში დადგინდა, რომ ძაღლები 88%-იანი სიზუსტით ადგენენ, არის თუ არა ადამიანი კოვიდინფიცირებული. კოვიდის სკრინინგისთვის სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების აეროპორტებში გამოყენება ეფექტური იქნება.


ყველაზე აქტუალური კითხვა – როდის დამთავრდება კორონაპანდემია?


გადავხედოთ ისტორიას. 1889 წელს იყო რუსული ვირუსი OC43. სავარაუდოდ, ეს იყო პირველი კორონავირუსი, რომელიც შესაძლოა, ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა. მაშინ არ იყო ვაქცინა, მაგრამ ეს ვირუსი ჩაცხრა. 1918 წელს იყო „ესპანური გრიპი“, H1N1. რომელიც იყო არა კორონავირუსი, არამედ გრიპის ვირუსი. მიუხედავად დიდი ლეტალობისა, ისიც ვაქცინების გარეშე ჩაცხრა.


1957 წელს გავრცელდა ვირუსი H2N2, რთული მიმდინარეობით. მაშინ შექმნეს ვაქცინა, მაგრამ ძირითადად, სამხედროებში გამოიყენებოდა. 1968 წელს კი გამოჩნდა რთული ვირუსი H3N2. მაშინ აშშ-ში დაამზადეს 22 მლნ დოზა ვაქცინა, თუმცა პანდემია უფრო ადრე დამთავრდა და ამ დოზების დიდი ნაწილის გამოყენება ვერ მოასწრეს.


2009 წელს გავრცელდა H1N1. მაშინაც დამზადდა ვაქცინის ასობით მილიონი დოზა, თუმცა ვირუსმა მილევა დაიწყო და ძალიან ბევრი დოზა გადასაყრელი გახდა.


შეჯამება – ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ2-წლიანი ციკლურობა.


კოვიდ 19-ის გამოჩენიდან წელიწადნახევარი უკვე გავიდა. სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი მუტაცია და 14 დიდი შტამი ტრიალებს მსოფლიოში. „ვუხანური“ ვირუსი წესით, სექტემბერში უნდა დამთავრდეს. ჩვენთან ახლა რაც არის, ეს არის ბრიტანული ვირუსის მეორე ტალღა.


ფაქტია, რომ რაც უფრო ლეტალური და რთულია ვირუსი, მით უფრო სწრაფად ქრება. მაგალითად, „მერსი“.


უკვე ვიცით, როგორ უნდა ვაკონტროლოთ კოვიდ 19. მაგალითად, ავსტრალია, სადაც ჩაკეტვით შედეგს მიაღწიეს. პირბადე და დისტანცია არის საუკეთესო გამოსავალი.


ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები – ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.


იქნებიან ქვეყნები, რომლებიც სექტემბრის ბოლოსთვის ვაქცინაციას ძირითადად დაასრულებენ (მაგალითად, აშშ, ევროპა) და მათი ეკონომიკაც იქნება უფრო ძლიერი. სადაც ნაკლებად იქნება აცრილი ხალხი, იქ იქნება „ჯოგური“ იმუნიტეტი, როგორც საქართველოში, მათი ეკონომიკაც შედარებით მძიმე მდგომარეობაში იქნება.


პანდემია უსასრულო ვერ იქნება – ეს ბუნების კანონია. ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება, ვაქცინით – უფრო სწრაფად, უვაქცინოდ – უფრო ნელა.


საქმე ისაა, როგორ დამთავრდება? მსხვერპლის რაოდენობა კი ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული. თუ ფრთხილად ვიქნებით, იოლად გადავაგორებთ, თუ არა – შესაბამის ფასს გადავიხდით.


მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად.


საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს და სიცივეში უფრო აქტიური იქნება, ზაფხულში კი სუფთა ჰაერზე ძალას დაკარგავს. მოვემზადოთ.


უკვე მაქსიმალური ცოდნა დაგროვდა, ვიცით, ვინ არის მტერი და როგორ ვებრძოლოთ, ფაიზერი მეტად, ასტრაზენეკა ცოტა ნაკლებად მუშაობს ინდური შტამის წინააღმდეგ, მოდერნა უკვე ქმნის ბუსტერს, რომელიც სხვა შტამებზეც იქნება ეფექტური.


სექტემბერში უკვე ძლიერი კვლევები წამოვა ვაქცინირებულებზე, განსაკუთრებით, ისრაელიდან. გაიზარდა ვაქცინების წარმოებაც. ასევე კარგია, რომ საქართველოს კლინიკებშიც უკვე იციან, როგორ მართონ კოვიდინფიცირებულები.


რაც შეეხება ქვეყნის გახსნას, მეც ვიყავი შეშინებული და წინააღმდეგი, მაგრამ ახლა რომ გადავხედე, უაზრო ჩაკეტვებს ეფექტი არა აქვს. თუ ქვეყანას კეტავ, უნდა წარმოადგინო პროგრამა, რატომ კეტავ და რას გეგმავ. თუ პროგრამა არა გაქვს, ჩაკეტვას აზრი არა აქვს, რადგან ამას მოჰყვება ჩაკეტვა-გახსნის უსარგებლო მონაცვლეობა.


ჯობს, გავსხნათ ქვეყანა, ოღონდ ფრთხილად. ტურისტულადაც მომგებიანი იქნება. ხომ რთულია მოსასმენად, რასაც ვამბობ?! ვუთხრათ სიმართლე მოსახლეობას, რომ პასუხისმგებლობა მასზეა, რომ პირბადის ტარება გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ ღარიბები ვართ და თუ გვექნება ვაქცინა, გავიკეთებთ. გვაქვს ხელმისაწვდომი სამედიცინო პირბადე და გამოვიყენოთ, დაცულები ვიქნებით.


საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს. ჩვენი იმუნური სისტემა ისწავლის მასთან ბრძოლას.


რაც შეეხება ვაქცინებს, უკვე ყველამ იცის, რომელი ვაქცინაა კარგი და რომელი – ძალიან კარგი. მალე ეფექტური წამლებიც გამოვა, ასზე მეტი ლაბორატორია მუშაობს ამაზე მსოფლიოში. წლის ბოლომდე ბევრი სხვადასხვა სახეობის იარაღით ვიქნებით შეიარაღებული. წლის ბოლოს სიკვდილიანობა დაიწევს. კარგი ახალი წელი გვექნება, მთავარია, მანამდე ბევრი სისულელეე არ გავაკეთოთ და თავი დავიცვათ.


მე გირჩევთ, ნუ ვეთამაშებით ცეცხლს და ეს 2-3 თვე (სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბერი) როგორმე ფრთხილად გადავიტანოთ. ახლავე დავიწყოთ მუშაობა, რომ სექტემბრისთვის სასწავლო დაწესებულებები იყოს მომზადებული.


ევროპიდან და აშშ-დან ჩამოვა დიდი რაოდენობის ვაქცინები, წლის ბოლოსთვის წამლებიც მოგვისწრებს. მსოფლიოში უკვე ყველაფერი დალაგდა და ეს იმიტომ, რომ აშშ-ში მოვიდა ნორმალური მთავრობა. წინა მთავრობა იყო სუფთა „ბიზნესმენების კოლექცია“. ახლა ამერიკის ადმინისტრაციაში მოვიდნენ რეალური პოლიტიკოსები – მსოფლიო ლიდერი თავის ადგილას დაბრუნდა და მიხედავენ მსოფლიოს, ჩვენც.


იყავით პოზიტიურები, გაეცით სითბო, დაიცავით წესები, ნუ ნერვიულობთ თითოეულ მუტაციაზე. ვირუსის მუტაცია ნორმალური მოვლენაა, ხვალ შეიძლება ქუთაისური, სვანური, რაჭული, თბილისური, ან სულაც ვაკის მუტაცია გაჩნდეს. შეიძლება, მეგრული შტამიც გაჩნდეს, წარმოიდგინეთ, მეგრული შტამი რა იქნება, წიწაკიანი შტამი, ხო გადაგვივლის ყველას…. ისე, ალბათ, რაჭული შტამი ჯობს, რომ იყოს, ყველაზე ნელი მაინც იქნება.


ნუ ნერვიულობთ, მიხედეთ ბავშვებს, ფეხმძიმეებს, მოხუცებს. არ ჩავიდინოთ ბევრი სისულელე ამ ზაფხულს და ძალიან არ გავგიჟდეთ. იცით, რაც უნდა გააკეთოთ. დავისვენოთ, მაგრამ დავიცვათ ზომიერება. ნურავის ნურაფერს დააბრალებთ, საკუთარი თავის გარდა.


ფეხმძიმეების ვაქცინაციას რეკომენდაციას ვერ გავუწევ, არ მაქვს კვლევები, ერთადერთი, მცირე ზომის კვლევა არსებობს, რომ მეძუძურ დედებში ვაქცინამ როგორც დედა, ასევე ბავშვი დაიცვა.


რაც შეეხება სპერმის ხარისხს, ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხი იქნება იგივე. მაგრამ თუ დაინფიცირდებით, სპერმის ხარისხი ქვეითდება.


თუ არ გინდათ ვაქცინის გაკეთება, ნუ გაიკეთებთ, თუ გინდათ – გაიკეთეთ, მაგრამ ორივე შემთხვევაში, გაქვთ თუ არა ვაქცინა გაკეთებული, სამედიცინო პირბადე ცხვირზე! დაიცავით მაქსიმალურად შესაძლებელი დისტანცია, შენობებში გააკეთეთ ორპირი, დაიბადეთ ხელები საპნით, იარეთ სუფთა ჰაერზე.


ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები და მაღალი რისკი, აუცილებლად უნდა გაიკეთონ ვაქცინა, თუნდაც ჩინური.


ყველაფერი იქნება კარგად, თუ თქვენ ვიქნებით ფრთხილად“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-yvelaze-aqtualur-kitkhvas-scems-pasukhs-rodis-dasruldeba-koronas-pandemia


“ფაიზერის” ვაქცინამ არამარტო 12 წლის ასაკიდან აჩვენა ეფექტურობა, არამედ კვლევები უკვე 2 წლის…

01/06/2021

“ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობაზე კვლევები უკვე 2 წლიდან ასაკის ბავშვებშიც მიმდინარეობს“,-ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.


ექსპერტი ბავშვებში ვაქცინის უსაფრთხოებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „თუ ეს ვაქცინა არ იქნებოდა ძალიან უსაფრთხო, არავინ არ მიაკარებდა მას 2 წლის ბავშვებს“.


“იმედია, რომ პირველადი ინფორმაცია იქნება ზაფხულის ბოლოსთვის. კანადასა და აშშ-ში უკვე ცრიან 12 წლის ბავშვებს ფაიზერის ვაქცინით. გარდა ამისა, რამდენიმე დღეში გადაწყდება, რომ 12 წლიდან “ფაიზერის” ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ “ფაიზერის”.


აქვე უნდა დავამატო, “ასტრაზენეკას” კვლევა ახალგაზრდებში (12-16 წლის მოზარდებში) ჩავარდა, არ იყო ეფექტური”,-განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/faizeris-vaqcinam-aramarto-12-wlis-asakidan-achvena-efeqturoba-aramed-kvlevebi-ukve-2-wlis-asakidanac-mimdinareobs-giorgi-fkhakadze


„კიდევ ერთი პოტენციურად საინტერესო მედიკამენტი კორონავირუსის წინააღმდეგ… მჯერა, მეცნიერები 202…

07/06/2021



ახალი წამალი კორონავირუსის წინააღმდეგ – Tempol-ის სახელწოდებით ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თქმით, ამ დაავადებასთან საბრძოლველად შეიძლება პოტენციურად საინტერესო მედიკამენტი აღმოჩნდეს. გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ მისი ვარაუდით, პანდემია 2022 წლისთვის უნდა დასრულდეს.


გიორგი ფხაკაძე:

„კოლეგებისთვის.


კიდევ ერთი პოტენციურად საინტერესო მედიკამენტი.


ამჟამად მსოფლიოში კოვიდსაწინააღმდეგო 300-მდე კანდიდატი ვაქცინაა და 100-მდე კანდიდატი სამკურნალო მედიკამენტია.


მე მჯერა, რომ 2021 წლის ბოლომდე, მეცნიერები შეძლებენ, დადონ საიმედო შედეგები და 2022 წელი იქნება ამ პანდემიის დასრულების წელი. ყველაფერი შესაძლებელია!!!“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-kidev-erti-potenciurad-saintereso-medikamenti-koronavirusis-winaaghmdeg-mjera-mecnierebi-2021-wlis-bolomde-dadeben-saimedo-shedegebs




ვაქცინირებულებისთვის „პრივილეგიებზე“ საუბარიც კი დანაშაულია საქართველოში

11/06/2021



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჩილეში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება. როგორც ფხაკაძე წერს, მიუხედავად იმისა, რომ ჩილე მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ვაქცინირებული ქვეყანაა, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა, ხოლო დედაქალაქში 25%-ით.


ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, ჩილეს მოსახლეობა 17.5 მილიონია, აქედან სინოვაკით აცრილი კი 17.2 მილიონია.


ამ მონაცემებიდან გამომდინარე ფხაკაძე წერს, რომ „ქვეყნის ნაადრევი გახსნა დამღუპველია“. მისივე თქმით, ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტურია პირველი დოზის შემდეგ და მეორე დოზის შემდეგ ეფექტურობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ფაიზერით ვაქცინირების შემთხვევაში.


ფხაკაძე ყურადღებას ხარისხიანი პირბადის გამოყენებასა და დისტანციის დაცვაზე ამახვილებს. ამასთან, განმარტავს, რომ ვაქცინირებული პირებისთვის „პრივილეგიებზე“ საუბარიც საქართველოში დანაშაულია.


„ჩილე იკეტება კარანტინზე, 11 ქალაქი თავისი დედაქალაქით


ქვეყნის მოსახლეობა – 17.5 მილიონი


17.2 მილიონი აცრა სინოვაკით (Sinovac)


4.6 მილიონი აცრა ფაიზერით (Pfizer)


1 მილიონი აცრა ასტრაზენეკათი (AstraZeneca)


58% ორი დოზით და 75% ერთი დოზით არიან აცრილები (11/06/2021)


მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ვაქცინირებული ქვეყანა


ბოლო 2 კვირა ინფიცირებულების რაოდენობა გაიზარდა ქვეყანაში 17% და დედაქალაქში 25%-ით

დასკვნა:


ნაადრევი ქვეყნის გახსნა დამღუპველია


ჩინური ვაქცინები ნაკლებეფექტურია პირველი დოზის შემდეგ და მეორე დოზის შემდეგ ეფექტურობა გაცილებით დაბალია, ვიდრე ფაიზერი თ ვაქცინირების შემთხვევაში


სამედიცინო პირბადე და დისტანცია არის უნივერსალური/სავალდებული ყველასთვის ვაქცინირებულებისთვის და არავაქცინირებულებისთვის


მე მოვითხოვ ხარისხიან სამედიცინო პირბადეებს საქართველოსთვის (90% გვაქვს)


მე მოვითხოვ ხარისხიან ვაქცინებს საქართველოსთვის (?% რამდენი გვაქვს)


ვაქცინირებულებისთვის “პრივილეგიებზე” საუბარიც კი დანაშაულია საქართველოში“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/vaqcinirebulebistvis-privilegiebze-saubaric-ki-danashaulia-saqartveloshi-giorgi-fkhakadze



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights