ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

დავაგვიანეთ, წერტილოვანი შეზღუდვები პრაქტიკულად ეფექტური აღარ არის: გიორგი ფხაკაძე

20/11/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში ეპიდსიტუაციის დასტაბილურების გზებზე საუბრობს. ამასთან, “ტვ პირველთან” ფხაკაძე ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, მომავალი კვირიდან ხელახალი ლოკდაუნის შემოღების შესახებ.


“აქ უკვე არ არის საუბარი, რა შეიძლება გაკეთდეს, აქ საუბარია ერთმანეთის დგომაზე ყველა მიმართულებით – იქნება ეკონომიკა, ჯანდაცვა თუ უსაფრთხოება. არა მარტო საქართველოს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსაც აქვს უსაფრთხოების პრობლემა, რადგან ისე გავრცელდა ვირუსი, რომ შეიძლება ქვეყნის სტაბილურობაზეც იმოქმედოს.


იყო შიდა საუბარი და მთავრობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, არასწორია გამოიტანო შიდა საუბრიდან რამე ინფორმაცია გარეთ. ჩემი პოზიცია ცნობილია. თავიდანვე ვამბობდი, რომ აგვისტოს ბოლოს სექტემბერში ჩვენ რომ ჩავკეტილიყავით, დაახლოებით, 24 დღე პლუს ერთი კვირა, ჩვენ ახლა გვექნებოდა ძალიან მცირე რაოდენობა ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის.


მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას განაგრძობს და სისტემური „ლოკდაუნი“ არ იგეგმება – საქართველოს მთავრობა


სამწუხაროდ, გაგვეპარა ეს და ქვეყანაში უკვე გენერალიზებულია ეპიდემია. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ეპიდემიას მთელი ქვეყნის მასშტაბით და ის წერტილოვანი შეზღუდვები პრაქტიკულად ეფექტური აღარ არის, დავაგვიანეთ”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/davagvianet-wertilovani-shezghudvebi-praqtikulad-efeqturi-aghar-aris-giorgi-fkhakadze


გიორგი ფხაკაძე: „რაც უფრო დიდხანს ვწელავთ, მით უფრო მწარე ჩაკეტვაა საჭირო”

22/11/2021

საკმარისი იქნება თუ არა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება ვირუსის გავრცელების შესამცირებლად – საკითხზე გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე გამოთქვას საკუთარ მოსაზრებას. მისი თქმით, მთავრობა მსჯელობს მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, რა იქნება ახლა ყველაზე ეფექტური ღონისძიება.


ამასთან, გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქართველო მეორე ტალღას მომზადებულად ვერ შეხვდა.


“ქვეყანაში მეორე ტალღა 24 აგვისტოს დაიწყო და სწორედ ამ დროიდან უნდა მიგვექცია ყურადღება უფრო მკაცრი შემზღუდავი ღონისძიების გამოყენებით. სანამ ჯაჭვის გადაცემას არ შევწყვიტავთ, ვირუსი არ გაჩერდება.


ნაწილობრივი ჩაკეტვები, ნაწილობრივი ზომები მოგვცემს ნაწილობრივ შედეგს… როცა უკვე კლასტერები აღარ გვაქვს საქართველოში და ყველგან არის ვირუსი, ერთადერთი გზა არის სრული ჩაკეტვა, რაც მაგალითად, ჩინეთმა გააკეთა. რაც უფრო დიდხანს ვწელავთ, მით უფრო მწარე ჩაკეტვა უნდა გავაკეთოთ.


სამწუხაროდ, ჩვენ გადავლახეთ არაერთი წითელი ხაზი და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას…


რაც შეეხება ლოკდაუნს, მე არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ არაერთი დოკუმენტი იყო გაჟღერებული აპრილში, რომ ის ქვეყანა, რომელიც დროზე დაკეტავს, დროზე გამოდის მდგომარეობიდან“-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.


გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან ისევ ძალაშია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-rac-ufro-didkhans-vwelavt-mit-ufro-mware-chaketvaa-sachiro



ყოველი კვირა გვექნება სიკვდილიანობის ზრდა, ღმერთის მაინც არ გეშინიათ, დაფიქრდით, რას აკეთებთ

22/11/2021

“როგორ უნდა იმუშაო ჯანდაცვის მინისტრად საქართველოში, როდესაც მთელი სისტემა განადგურებულია. მეგობრებო, ვინც ამას მწერთ, მწყევლით. ყველა ის ადამიანი, ვინც იძახის, რომ ქვეყანა არ უნდა ჩავკეტოთ, არის თქვენი მტერი“ – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.


ფხაკაძე საქართელოში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩაკეტვა ერთადერთი გამოსავალია.


„ჩვენ ეპიდემიას ვერ ვაკონტროლებთ. ეს არის ცხადი და თუ ვინმე კიდევ ფიქრობს, რომ ამ ეპიდემიის მართვა კიდევ შესაძლებელია, მაინტერესებს საიდან აქვთ ეს მოსაზრებები. ჩვენ დავკარგეთ ყველა ის საშუალებები, რაც იყო აგვისტოდან დაწყებული.


ახლა გამოდის, რომ ყოველი კვირა გვექნება სიკვდილიანობის ზრდა. განა მიხარია რასაც ვამბობ, საშინელებაა, მაგრამ რეალურად კოვიდ პაციენტების 5% არის მძიმე.


ჩაკეტვა დავაგვიანეთ. როცა ვთქვი, გამლანძღეს, გამთათხეს. ყველაზე მეტად მიკვირს, როცა ეკონომისტი ამბობს, რომ ვერ დავკეტავ. მესმის, არ ესმის ჯანდაცვა, მაგრამ როცა გაქვს სამედიცინო განათლება, გავლილი გაქვს ეპიდემიოლოგია და ამბობ, რომ ჩაკეტვას აზრი არა აქვს, ჩემამდე ვერ დადის.


გიორგი ფხაკაძე: „რაც უფრო დიდხანს ვწელავთ, მით უფრო მწარე ჩაკეტვაა საჭირო”


კიდე ვერ გამოვედით, რომ უნდა გავყოთ ეკონომიკა, ჯანდაცვა და პოლიტიკა. ხალხნო, არ შეიძლება ჯანდაცვაში პოლიტიკოსები.


საქართველო მთვარეზეა განლაგებული? ჩვენს სამეზობლოში აფეთქება არ არის? ჩვენ ვართ განსხვავებულები? რითი? ჯანდაცვის სისტემა გაქვთ, ფული გაქვთ, ექიმებს მაგარი ხელფასი აქვთ თუ ყველაფერი აწყობილი გაქვთ?


ჩაკეტვა განა მიხარია, მარა სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ ვართ ძალიან ჩავარდნილები. როცა გვეუბნებიან, რომ 4 ათასამდე დაინფიცირებულია, გგონიათ მეტი არ არის? რამდენია უსიმპტომო. პრაქტიკულად, ნახევარი ჯანდაცვის სისტემა არის ინფიცირებული. ბიოლოგიურ ომში ვართ.


ჩემი თუ არ გჯერათ, გადახედეთ ჩინეთში რა ხდება, დრაკონული ზომებით ჩაკეტეს ქვეყნები, სხვა წამალი არ არსებობს… ადამიანის თუ არა, ღმერთის მაინც არ გეშინიათ, თვალებში ხომ უნდა ჩახედოთ მომავალს. დაფიქრდით, რას აკეთებთ“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/yoveli-kvira-gveqneba-sikvdilianobis-zrda-ghmertis-mainc-ar-geshiniat-dafiqrdit-ras-aketebt-giorgi-fkhakadze


თუ ლოკდაუნი არ გამოცხადდა, 10 დღეში ვიხილავთ ჯანდაცვის სისტემის სრულ კრახს…

25/11/2021

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი აცხადებს, რომ საქართველოს საკმაოდ მძიმე დეკემბრის თვე და ახალი წელი ელოდება. ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემაში “სტუმრად ექიმთან” ისაუბრა.


არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას ფხაკაძემ აღნიშნა, რომ წერტილოვანი შეზღუდვები ქვეყანაში აქტიურად სექტემბრის თვეში უნდა დაწყებული, რადგან ახლა უკვე მთელი ქვეყანა ერთი დიდი კლასტერია.


“ვირუსი არის გასული აბსოლუტურად ყველგან. შედეგი იქნება საკმაოდ სავალალო. რაც შეიძლება მწარე ლოკდაუნია საჭირო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი 3-4-ჯერ მეტია.


უნდა გავაკეთოთ ყველა სამედიცინო დაწესებულების მობილიზაცია. ყველა საწოლი უნდა იყოს გამოყენებული ორი მიმართულებით: კოვიდ პაციენტებისათვის და არა კოვიდპაციენტებისათვის, ანუ მიმდინარე სხვა მწვავე დაავადებებისათვის.


90%-ს კოვიდპაციენტებს არ სჭირდებათ ექიმი და საავადმყოფო, დარჩით სახლში, თუ გართულდა მდგომარეობა, დაურეკეთ ოჯახის ექიმს.



თუ ასე გაგრძელდება, მწარე რაღაცას ვიტყვი, თუ ლოკდაუნი არ გამოცხადდა, 10 დღეში ვიხილავთ, ჯანდაცვის სისტემის სრულ კრახს, ვის ვუცხადებთ იანვარში ლოკდაუნს, თუ დაგეხოცათ მოსახლეობა “- განაცხადა “ფორტუნას” ეთერში გიორგი ფხაკაძემ.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/tu-lokdauni-ar-gamockhadda-10-dgheshi-vikhilavt-jandacvis-sistemis-srul-krakhs-giorgi-fkhakadze



საავადმყოფო, რომელიც იძახის ვერ მივიღებ კოვიდპაციენტს, არ ვარ მზადო, დასახურია

25/11/2021

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი ჯანდაცვის სისტემის მოახლოებულ კოლაფსზე საუბრობს.


ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ინფექციის გავრცელების ტემპის კლება, მხოლოდ ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემაში “სტუმრად ექიმთან” ისაუბრა.


თუ ლოკდაუნი არ გამოცხადდა, 10 დღეში ვიხილავთ ჯანდაცვის სისტემის სრულ კრახს: გიორგი ფხაკაძე


“საქართველოს ჯანდაცვა ახლა კი არ დაინგრა, ბოლო 20 წელია ინგრეოდა. ეპიდემიამ გამოაშკარავა ყველა ჩავარდნა, დაწყებული ექიმების გადამზადებით, ხარისხის კონტროლით და დაბალი ხელფასებით დამთავრებული.


სისტემა შიგნიდან იყო დამპალი, ექიმები ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი, მაგრამ სისტემა გარედან ლამაზია, შიგნით კი არაფერს წარმოადგენს.


საავადმყოფო, რომელიც იძახის, რომ ვერ მივიღებ კოვიდპაციენტს, არ ვარ მზადო, დასახურია”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ჩვენთან საუბრისას და ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველა სამედიცინო დაწესებულების მობილიზაცია უნდა მოხდეს.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/saavadmyofo-romelic-idzakhis-ver-mivigheb-kovidpacients-ar-var-mzado-dasakhuria-giorgi-fkhakadze


რაც ვნახე, არ დავიჯერე – რა ხდებოდა ტრანსპორტში, მაღაზიებში, ეს ხომ საშინელებაა! ახლა ნახეთ ვირუსის

28/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე საქართველოში შეზრუდვების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე არსებულ სიტუაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ის, რაც გუშინ სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდებოდა, დაუშვებელია. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.


“დღეს რაც ვნახე, არ დავიჯერე. რა ხდებოდა ტრანსპორტში, მაღაზიებში, ეს ხომ საშინელებაა! პრემიერ-მინისტრი უნდა გამოსულიყო და ეთქვა, დღეიდან, ორ საათში ყველაფერს ვკეტავო. ეს „შავი პარასკევი“ საქართველოს ისტორიაში იქნება ნამდვილად შავი პარასკევი.


ამ დაგეგმარების მიხედვით, სიტუაცია ორი კვირის მერე უნდა ჩამცხრალიყო, დღევანდელი მდგომარეობით, ახალი წელი გვექნება შავი, არც წითელი და არც თეთრი, რატომ ვაკეთებთ ამას, ვერ გავიგე და გამაგებინეთ… რა ბიზნესი და რა ტურიზმი, მიხედეთ ჯანმრთელობას! თუ გეყოლება ჯანმრთელი მოსახლეობა, ბიზნესიც გექნება და ქვეყანას ააშენებ“, – განაცხადა ფხაკაძემ.

ამასთან ფხაკაძე განმარტავს, რომ შეზღუდვები დაგვიანებულია.


შეზღუდვები ძალაშია: დღეიდან გადაადგილება 21:00 საათიდან აიკრძალება
რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში: ნახეთ სია სრულად


„ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ვარ, ჩვენმა ქვეყანამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მგონი, ერთადერთი ვარ, ვინც ამას ვამბობ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ჩვენ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც არის უჭკუო და ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვერ ვებრძვით ამ ვირუსს. საუბარი არის, რომ პირბადეს არ ვიკეთებთ, 2-მეტრიან დისტანციას არ ვიცავთ, ხელებს არ ვიბანთ. შეხედეთ, დღეს რა ხდებოდა მეტროში და მაღაზიებში, სიტყვები არ მყოფნის!


ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება! შეზღუდვები ხომ იქნება, 2 კვირაში ნახავთ რა აფეთქება იქნება ქვეყანაში. ვამბობდი, რომ 24 აგვისტოდან ჩვენ ვირუსი გაგვექცა, სექტემბრის დასაწყისში უნდა შემოღებულიყო ის ზომები, რომელიც ახლა არის შემოღებული, დააგვიანეს. ვირუსი გაქცეულია, ეს არ არის აფეთქება, ამას უკვე აფეთქებაც არ ქვია.


საქართველო იქნება მაგალითი იმისა, რომ ყველაზე რთულად გამოვა კოვიდიდან. ტურიზმი დაივიწყეთ! მშენებლობა, ბიზნესი დაივიწყეთ, ყველაფერი დაგენგრევათ! ჩვენ მივიღებთ განადგურებულ ჯანდაცვის სისტემას და განადგურებულ ეკონომიკას.”- განაცხადა ფხაკაძემ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/rac-vnakhe-ar-davijere-ra-khdeboda-transportshi-maghaziebshi-es-khom-sashinelebaa-akhla-nakhet-virusis-afetqeba-giorgi-fkhakadze




„რემდესივირი“ არ ვარგა, მასში 3 ათასის გადაყრა სისულელეა – გიორგი ფხაკაძე

საქართველოში უკვე დიდი ხანია ანონსდება, რომ კორონავირუსთან ბრძოლისთვის „რემდესივირი“ გვექნება. მისი შეძენა აფთიაქში ვერ მოხერხდება. მისი მიღება მხოლოდ მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი.

თუმცა არიან ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ წამალი ეფექტიანი არაა. პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, მიიჩნევს, რომ ათასების „რემდესივირში“ დახარჯვა სისულელეა.

წამალზე, რომელსაც ბევრი ერთადერთ იმედად მიიჩნევს, „ფორტუნა“ გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა.

 
 
 

,,ექთანს ხელფასი 250 ლარი აქვს, სანიტარს 200 ლარი… ამიტომ აღარ გვყვავს ახალი ექთნები, აღარავის…

08/12/2021

,,ექთანს ხელფასი 250 ლარი აქვს, სანიტარს 200 ლარი. რა მაღალფარდოვან სიტყვებზე ვსაუბრობთ? ამიტომ აღარ გვყვავს ახალი ექთნები, იმიტომ რომ აღარავის უნდა ეს საქმე, არადა ჯანდაცვის სისტემა დგას ექთნებზე და არა ექიმებზე, ეს მინდა კარგად გავიგოთ.


ამ დროს ჩვენ ვაშენებთ ახალ საავადმყოფოებს, არადა არ გვაქვს საკმარისი ადამიანური რესურსი” – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ,,ტვ პირველთან” საუბრობს.


ბატონო გიორგი, ბოლო დღეების განმავლობაში გამუდმებით ისმის ძალიან ცუდი ამბები ახალგაზრდების გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ზოგს თანხმლები დაავადება არჰქონდა, რითიც თითქოს თავს იმართლებენ ხოლმე. რატომ მივედით აქამდე, რომ ახალგაზრდები იხოცებიან და დამძიმებული პაციენტები კლინიკებში გადაყვანას იხვეწებიან?


– საქართველო გადის იმ ნაბიჯებს, რასაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და სამწუხაროდ რასაც არა მხოლოდ მე, არამედ სხვა ექსპერტებიც ამბობდნენ, ხდება დღესდღეობით. ჩვენს ჯანდაცვის სისტემას აქვს შესაძლებლობების ზღვარი და მე მიკვირს, რომ ასე მაინც ფუნქციონირებს. ეს მთლიანად ექიმების და ექთნების დამსახურებაა, თორემ სისტემა არ მუშაობს. მისი ნგრევა ბოლო 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.


ჯანდაცვის სფეროს პრივატიზაციამ მოიტანა ის, რომ ჯანდაცვა გახდა ბიზნესი და მისი პრიორიტეტი არის არა ადამიანი, არამედ მოგება. ყველა რგოლის დაწესებულება როცა ერთ ადამაინს ეკუთვნის, რაზე ვსაუბრობთ? რა ხარისხის კონტროლზე? მთავარია მოგება. ეს არის ბოლო 20 წლის ჯანდაცვის პოლიტიკის შედეგი და არა დღევანდელობის პრობლემა. ჩვენ უბრალოდ შედეგებს ვიმკით.


ქვეყანას არა აქვს პირველადი ჯანდაცვა. როგორ შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს, რომ შაქრიანი დიაბეტი აქვს? როგორ შეიძლება ეს არ იყოს აღმოჩენილი? ეს სწორედ პირველადი ჯანდაცვის რგოლის არარსებობის ბრალია.


– ზოგ შემთხვევაში პაციენტმა არ იცოდა, რომ ჰქონდა ეს დაავადება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ექიმი ინფორმირებული იყო პაციენტის თანხმლები დაავადების შესახებ, მაგრამ თუნდაც 19 წლის გოგონასამბავი რომ გავიხსენოთ, ის მშობლებს წერდა, რომ არაფერს უკეთებდნენ. ხომ იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანაში დღეში 20 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ხომ შეიძლებოდა ამ დროს თუნდაც კადრების გადამზადება, თუნდაც ექთნების დამატება, რატა ადამიანური რესურსი საკმარისი ყოფილიყო?


– კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან გულახდილად, ჩვენ დღეს ვართ 20 წელიწადი არაადეკვატური, მაფიოზური კლანების მიერ მართული ჯანდაცვის სისტემის მსხვერპლი. მხოლოდ რაოდენობაზე რომ ვსაუბრობთ, ხარისხს არავინ ახსენებს. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მსგავსი არსად არაა. აი თუნდაც სამედიცინო პერსონალის გადამზადება – ეს უნდა იყოს დამსაქმებლების და ამ სფეროში დასაქმებულების ინტერესი პირველ რიგში.


ექთანს ხელფასი 250 ლარი აქვს, სანიტარს 200 ლარი. რა მაღალფარდოვან სიტყვებზე ვსაუბრობთ? ამიტომ აღარ გვყვავს ახალი ექთნები, იმიტომ რომ აღარავის უნდა ეს საქმე, არადა ჯანდაცვის სისტემა დგას ექთნებზე და არა ექიმებზე, ეს მინდა კარგად გავიგოთ. ამ დროს ჩვენ ვაშენებთ ახალ საავადმყოფოებს, არადა არ გვაქვს საკმარისი ადამიანური რესურსი. საქართველოში 450 საავადმყოფოა, 17 000 საწოლი. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. 100 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი ექიმი გვყვავს. მაგრამ არავის უფიქრია საშუალო რგოლის გაძლიერებაზე.


– ამ სიტუაციაში, როდესაც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს ამ ვითარებაზე, თქვენთანაც ხომ არ გამოსულან კონტაქტზე რჩევების მისაღებად? თქვენ ამ სიტუაციაში რას ურჩევთ ხელისუფლებას?


– მე ყოველთვის ვარ ღია ნებისმიერი ინფორმაციის გასაცემად და პირდაპირ ვამბობ ჩემს აზრს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. რა უნდა გაკეთდეს – მკაცრი ჩაკეტვა იყო ნამდვილად გამოსავალი და მეორე- ყველანაირი ზომები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ ამ ვითარებას გავუმკლავდეთ და მზად ვიყოთ იმისთვისაც, რაც მომავალში იქნება, რადგან ვაქცინის შემოსვლამდე კოვიდი არსად წავა. ჩაკეტვა ჩაკეტვად, თუმცა იგივე შეცდომის დაშვებას ვაპირებთ, რაც ზაფხულში დავუშვით. საახალწლოდ ყველაფერი იხსნება. მე მესმის, ეკონომიკა, ფულია გასაკეთებელი, მაგრამ ადამიანები არ გეცოდებათ?


-კი მაგრამ, ვაქცინა ხომ უკვე არსებობს და ამნბობენ, რომ აპრილში იქნება ჩვენთანაც.


– მე არ მიყვარს პაციენტის დამშვიდება. მიმაჩნია, რომ მას პირდაპირ უნდა ვუთხრა დიაგნოზი. საქართველო პირდაპირ ფარმაცევტული კომპანიისაგან ვაქცინას ვერ შეიძენს, მან ეს უნდა მოახერხოს “კოვაქს” პლატფორმის მეშვეობით, რომელზეც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაცაა დარეგისტრირებული და საქართველო ამ ქვეყნების მსგავსად რიგშია.


პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ არ ვართ რიგის სათავეში, ასე რომ გარკვეული დრო ნამდვილად გაივლის იქამდე, სანამ “ჯანმო” ვაქცინას დაამტკიცებს და ის “კოვაქს” პლატფორმაზე გახდება ხელმისაწვდომი, შემდეგ კი საქართველოში შემოვა.


ადამიანებს უნდა ვუთხრათ სიმართლე. ერთ თვეში და ორ თვეში კარგად არ ვიქნებით, ზამთარი უმძიმესი იქნება.


მე არ მესმის, რატომ ეუბნებიან ხალხს, რომ ერთ თვეში ყველაფერი კარგად იქნება, როცა რეალურად ივნისამდე სირთულეები იქნება? რასაკვირველია მაჩვენებლები დაიწევს, შემდეგ შესაძლოა იყოს კიდევ ერთი ტალღა, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით მდგომარეობა ივნისამდე არ გაუმჯობესდება. როცა ადამიანებს, იმავე ბიზნესსაც პირდაპირ ეუბნები სიმართლეს, უფრო ადვილია შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვა, ადამიანების ბანკებთან მოლაპარაკება და ა.შ.

დარჩით სახლში! გადაარჩინეთ თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე! სხვა გამოსავალი არ არის. ვაქცინამდე ჯერ მივიდეთ, იქამდე დრო არის კიდევ. ვირუსის გასაჩერებლად კი ერთადერთი საშუალება დისტანციის დაცვაა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, სახლში, ოჯახის წევრებთანაც კი დაიცავით დისტანცია, ატარეთ პირბადე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/eqtans-khelfasi-250-lari-aqvs-sanitars-200-lari-amitom-aghar-gvyvavs-akhali-eqtnebi-agharavis-unda-es-saqme


მხოლოდ სამედიცინო პირბადე იხმარეთ, სხვა დანარჩენი ერთჯერადი ნემსის მრავალჯერადად გამოყენების ტოლფასი

14/12/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეო ჩართვაში საქართველოში შემოსულ პირბადეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოსული პირბადეები ლაბორატორიულად უნდა შემოწმდეს.


როგორც ის ამბობს, ამ კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო და არა მრავალჯერადი, სხვადასხვა ტიპის და მოდური ბრენდის პირბადე.


“ევროკავშირში არის სტანდარტი, რომელიც გულისხმობს, რომ სამედიცინო პირბადე უნდა აკმაყოფილებდეს “EN 14 683″ მონაცემებს. სხვა სამედიცინო პირბადე საავადმყოფოში არ უნდა იყოს. არ შეიძლება არასამედიცინო პირბადეების შემოტანა ქვეყანაში.


ლაბორატორია, რომელმაც უნდა შეამოწმოს პირბადე, ღირს 45-50 აშშ დოლარი. ჩამოიტანონ საქართველოში და გადამოწმდეს ყველა, რომელიც შემოდის ქვეყანაში.


არაერთი კვლევა დაიდო, რომ კოვიდ ბრძოლასთან ერთადერთი პირბადე, რომელიც კარგად მუშობს არის სამედიცინო პირბადე. სხვა დანარჩენი იმის ტოლფასია ერთჯერადი ნემსი ათჯერ იხმარო.


ამიტომ არიას ჩვენი ექიმები ინფიცირებულები, რომ არასწორი, არასამედიცინო პირბადეები უკეთიათ”, -განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/mkholod-samedicino-pirbade-ikhmaret-skhva-danarcheni-ertjeradi-nemsis-mravaljeradad-gamoyenebis-tolfasia-giorgi-fkhakadze


ქვეყანა 6 კვირა უნდა ჩაიკეტოს, რომ ამოვისუნთქოთ – გიორგი ფხაკაძე

20/12/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, საქართველოს მთავრობას პანდემიის გამო დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებების კიდევ უფრო გამკაცრებას ურჩევს. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.


“უფრო მკაცრი ჩაკეტვა უნდა მოხდეს. 24 დეკემბერს ქვეყანა არ უნდა გაიხსნას არავითარ შემთხვევაში. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მერე ვითვალოთ ჩვენი მოქალაქეების ავადობის ციფრები, რომელიც იქნება გაზრდილი.


ჩემი პოზიცია არის მარტივი როგორც პრემიერთან, ისე მინისტრებთან, რომ უნდა იყოს უმკაცრესი ზომები და ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს 6 კვირა, რომ ჩვენ ამოვისუნთქოთ.

თუ იქნება არაფექტური წერტილოვანი ჩაკეტვები, გვექნება უფრო სავალალო და მწარე შედეგები“- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/qveyana-6-kvira-unda-chaiketos-rom-amovisuntqot-giorgi-fkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights