ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

ფხაკაძე: „საქართველოში მორიგი კოვიდ აფეთქებაა და ეს არის ფაქტი!“

25/07/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდაფეთქებაა.


ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


“საქართველოში მორიგი კოვიდ აფეთქებაა და ეს არის ფაქტი!


კოვიდ აფეთქება არ არის მარტო საქართველოში ის არის მთელ მსოფლიოში დიახ ის არის


იაპონიაში, ამერიკაში, ევროპაში, ინდოეთში და თითქმის მთელ მსოფლიოში


თურქმენეთის გარდა, იქ კოვიდი არ არის (ოფიციალურად)…

ის ადამიანები ვინც ვერ მართეს კოვიდი საქართველოში (ერთი პერიოდი მე-7 ადგილზე ვიყავით მსოფლიოში ცუდი მართვის მაჩვენებლით) და პრაქტიკულად მათი მმართველობის უფრო სწორედ არა მმართველობის შედეგად ოფიციალურად 17.000 მეტი ქართველი გარდაიცვალა და რეალურად ეს ციფრი 50,000 გადააჭარბა! ეს ადამიანები ახლა გამოდიან და გვეუბნებიან რომ ყველაფერი კარგად არის?! ვის აბოლებენ!

ამ ქვეყანაში არანაირი ანგარიშვალდებულების სისტემა არ არსებობს!


ტყუილზე ვინ აგებს პასუხს?


კორუფციაზე ვინ აგებს პასუხს?


არასწორ მკურნალობაზე ვინ აგებს პასუხს?


არახარისხისნ ჯანდაცვაზე ვინ აგებს პასუხს?


ვაქცინაციის ჩავარდნაზე ვინ აგებს პასუხს?


ასეთი დიდი კოვიდ სიკვტილიანობაზე ვინ აგებს პასუხს?


და საერთოდ ვინ რაზე აგებს პასუხს ამ ქვეყანაში გამაგებინეთ!


მაიმუნის ყვავილის პანდემიისთვის ისე ვართ მზად როგორც კოვიდისთვის! ანუ მოუმზადებელი ვართ და ეს არის ფაქტი!” – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-saqartveloshi-morigi-kovid-afetqebaa-da-es-aris-faqti


ყველა კომუნისტი ჩინოვნიკი პენსიაზე რომ გაუშვათ, ვერა? ერთი ჩრთილოეთ კორეაა და მეორე საქართველო…

11/08/2022

„მსოფლიოში ერთი ეს ქვეყანაა ჩრთილოეთ კორეა და მეორე საქართველო, სადაც კოვიდი დაამარცხეს”, – ასე ეხმიანება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეამ კოვიდპანდემია დაამარცხა.


„მსოფლიოში ერთი ეს ქვეყანაა (ჩრთილოეთ კორეა) და მეორე საქართველო, სადაც კოვიდი დაამარცხეს..


ვამბობ, კომუნიზმი საშიშია-თქო! ყველა კომუნისტი ჩინოვნიკი პენსიაზე რომ გაუშვათ, ვერა?! წავიდნენ კერძო სექტორში, იქ შექმნან დოვლათი. 30 წელია, რაც დაინგრა ეს ბოროტების იმპერია – საბჭოთა კავშირი და დრო აღარ გაუვიდათ?! ოღონდ მართლა!

ისე, რა უბედურებაა, ჩრდილოეთ კორეას რომ ვედრებით, რამე სხვა ქვეყანას, ვერა?!
ჯანმრთელობას გისურვებთ…“ – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვა. კიმ ჩენ ინმა გასცა ბრძანება, მაისში დაწესებული კოვიდშეზღუდვები გააუქმონ.


როგორც კიმმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეინარჩუნოს “მტკიცე ანტიეპიდემიური ბარიერი და გააძლიეროს ანტიეპიდემიური სამუშაოები ჯანმრთელობის გლობალური კრიზისის დასრულებამდე”.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-yvela-komunisti-chinovniki-pensiaze-rom-gaushvat-vera-erti-chrtiloet-koreaa-da-meore-saqartvelo-sadac-kovidi-daamarckhes


მთელი წლის ნაშრომის ერთ დღეში დახარჯვა ბათუმში.. ფულით ნაყიდი მოძღვრები.. ვალით გადახდილი ქორწილი…

12/08/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, რომელიც ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე აწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას მოქალაქეებს, ამჯერად, აზიარებს ქართული რეალობისთვის დამახასიათებელ ჩამონათვალს, რაც მისი შეფასებით, სამწუხაროა.


„ეს არის, სამწუხაროდ, ქართული რეალობა!


ამ ჩამონათვალის ავტორი არ ვარ, მაგრამ…. თუმცა რამდენიმე პუნქტს არ ვეთანხმები ან ოდნავ შევცლიდი. ვინაიდან მე არ ვარ ავტორი,


დავტოვე ისე, როგორც არის ….


დანარჩენი თავად დაუმატეთ….


ჯანდაცვის ექსპერტის 3 ცხოვრება: „როცა მეუბნებიან, მოიყვანე ცოლი – ცოლი რას ნიშნავს? მიხვიდე მერიაში და სახელმწიფოს დაარტყმევინო ბეჭედი, ვისთან წევხარ ლოგინში?“


1. ვალით გადახდილი ქორწილი;


2. ქუჩაში გამოტანილი რწმენა;


3. სარფიანი ნათლია;


4. ერთმანეთის შურით აშენებული უზარმაზარი სახლები, რომლებიც ისე ინგრევა, გაკეთებას ვერ ასწრებენ;


5. ახალი პატარძლის ხელზე 6 ბეჭედი;


6. ქორწილში ჩოხის ჩაცმით გამოხატული პატრიოტიზმი;


7. სოფლად გაყიდული სახლ–კარი და ბაღ- ვენახი თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში ცხოვრების მიზნით;


8. დიპლომისათვის სწავლა;


9. მიმტანისადმი დამოკიდებულება;


10. სერიალებიდან ნასწავლი ცხოვრებით ცხოვრება;


11. მთელი წლის ნაშრომის ერთ დღეში დახარჯვა ბათუმში.


12.კაბინეტებში სამლოცველო კუთხეები;


13. ფულით ნაყიდი მოძღვრები;


14. ეკლესია ყველა კორპუსის ძირში და მიტოვებული საყდრები სოფლად;


15. დღემდე იმის გარკვევა, პირჯვრის გადაწერა მანქანაში შეიძლება თუ არა;


16. სოციალური ქსელებისთვის გადაღებული ფოტოები და ყალბი კომენტარები: „ულამაზესი ხარ”; “როგორ მიყვარხარ”;


17. დასამუშავებული მიწა და საზღვარგარეთიდან შემოტანილი ხილ–ბოსტნეული;


18. საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ქმრის ,,გულაობა”;


19. დაობებული ბიბლიოთეკა;


20. უწიგნურობა, უწიგნურობა და კიდევ უწიგნურობა.”- წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/mteli-wlis-nashromis-ert-dgheshi-dakharjva-batumshi-fulit-nayidi-modzghvrebi-valit-gadakhdili-qorwili-fkhakadze-qartul-samwukharo-realobaze



ფხაკაძე: ნოემბრისთვის ახალი ტალღისთვის მაქსიმალურად მზად უნდა ვიყოთ

29/09/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა ნოემბრისთვის ახალი კოვიდტალღისთვის უნდა მოემზადოს.


ფხაკაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში, National Geographic-ის სტატიის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.


„კოვიდი არსად არ წასულა…


მარტო „ომიკრონის“ 200-ზე მეტი მუტაცია არის შესწავლილი და რამდენი არ არის.

ნოემბრისთვის ახალი ტალღისთვის უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მზად“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


როგორც National Geographic-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, საინტერესოა რა იქნება ბოლო, ყველაზე გავრცელებული „ომიკრონის“ შტამის შემდეგ.


მასალაში აღნიშნულია, რომ ახალი ვარიანტები ჩნდება და მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ არ აქვთ საკუთარი ბერძნული შესატყვისები, კოვიდ-19-ის მრავალი ვარიანტი მაინც განაგრძობს განვითარებასა და გავრცელებას.


„პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კოვიდის 10-მდე ვარიანტმა, რომელსაც საკუთარი ბერძნული სახელწოდებები ჰქონდა, მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.


2021 წლის ნოემბერში, ვირუსის სრულიად განსხვავებული ვერსია, „ომიკრონი“ გაჩნდა.


ბოლო 10 თვის განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ დაუსახელებია რაიმე ახალი ვარიანტი, რაც ბადებს კითხვას: შეწყვიტა თუ არა ვირუსმა განვითარება?


ყოველ დღე კოვიდით, სულ მცირე 300 ამერიკელი იღუპება ბოლო სამი თვის განმავლობაში და დაახლოებით, 50 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში სექტემბერში – ეს ყველაფერი გამოწვეულია ომიკრონის ახალი ქვეშტამებით – BA.2, BA.2.12. .1, BA.4. და BA.5.


„კორონავირუსი მუდმივად ვითარდება და ახალი მუტაციები ჩნდება – დღემდე არსებობდა „ომიკრონის“ 200-ზე მეტი ახალი ქვეშტამი. SARS-CoV-2-ის ევოლუცია არ დასრულებულა“, – ამბობს პროფესორი ოლივიე შვარცი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-noembristvis-akhali-talghistvis-maqsimalurad-mzad-unda-viyot


ქვეყანა 1000 გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ მთავარი „ნიუსი“ ქვეყანაში მესამე პრეზიდენტის …

19/12/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყანა 1000 გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ ყველაზე მთავარი „ნიუსი“ ქვეყანაში არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.


მედიკოსი ფიქრობს, რომ ეს მცდარი დამოკიდებულებაა:


„აშკარად ჯადო გაგვიკეთეს. ქვეყანა 1000 გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ ყველაზე მთავარი „ნიუსი“ ქვეყანაში არის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.


მინდა გაცნობოთ, ეს არის 1001 პრობლემა და არა ნომერ 1 პრობლემა. თუ არ გჯერათ, საკუთარ საბანკო ანგარიშს გადახედეთ, მერე მაცივარს და მერე ღმერთმა დაგიფაროთ, არააკრედიტირებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოსაცდელში ვირთხების თვლას რომ მორჩებით, საზღვარგარეთ სამკურნალო თანხის შეგროვების გზებზე უნდა იფიქროთ.


დავიღალეთ ყველა! ასე არ შეიძლება!“ – წერს გიორგი ფხაკაძე Facebook-ზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-qveyana-1000-gamowvevis-winashe-dgas-magram-mtavari-niusi-qveyanashi-mesame-prezidentis-janmrtelobis-mdgomareobaa-es-aris-1001-problema-da-ara-nomer-1-problema-tu-ar-g



“რას ჰქვია ბათილდება? ბატონი გიორგის გამონათქვამებზე ახლა კომენტარს ნუ მომთხოვთ, თუ შეიძლება”

01/02/2022

“ბატონი გიორგის გამონათქვამებზე ახლა კომენტარს ნუ მომთხოვთ, თუ შეიძლება”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას.


გადაცემის წამყვანმა მაკა რაზმაძემ იმნაძეს ჰკითხა:


გიორგი ფხაკაძე იყო ჩემ გადაცემაში სტუმრად და თქვა, თუკი ადამიანს აქვს ორჯერადი აცრა გაკეთებული, შემდეგ ბუსტერი და მას დაემართა თუნდაც ომიკრონი, ყველა ეს აცრა ბათილდება და თავიდან უნდა აიცრასო და ასეა?


იმნაძის განცხადებით, “არაფერი ბათილდება”.


“რას ბრძანებთ, რას ჰქვია ბათილდება? ბათილდება კი არა იმუნიტეტი მატულობს ამ დროს. რა ბათილდება, რის ბათილდება”, – აღნიშნა იმნაძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში.


ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის შემდგომი ვარიანტები უფრო მსუბუქი იქნება.


“კორონავირუსი რნმ ვირუსია და ხდება ძალიან ბევრი მუტაცია. საერთოდ ყველა ცოცხალ ორგანიზმში ხდება მუტაცია. თუ გადავვარდებით ფილოსოფიაში, ვირუსს არ აწყობს, რომ ჩვენ მოგვკლას, რადგან მას ცოცხალი უჯრედი სჭირდება, რომ გამრავლდეს. ასე თუ შევხედავთ, მუტაციები სულ მოხდება.


წესით და რიგით, უნდა ველოდოთ, რომ კორონას შემდგომი ვარიანტები უფრო მსუბუქი იქნება. მე მაინც მიმაჩნია, რომ 2022 წელი ბოლო წელი იქნება პანდემიის, მერე ალბათ, კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/ras-hqvia-batildeba-batoni-giorgis-gamonatqvamebze-akhla-komentars-nu-momtkhovt-tu-sheidzleba-ras-pasukhobs-paata-imnadze-fkhakadzes


ნოემბერში გვექნება ყველაზე ცუდი მდგომარეობა, ახლა პიკის დასაწყისი გვაქვს: გიორგი ფხაკაძე

19/10/2021

“კორონავირუსს უნდა ვებრძოლოთ საღი გონებით, პანიკა არც ერთ შემთხვევაში არაა კარგი”, – აცხადებს გა­ე­როს გე­ნე­რალუ­რი მდივ­ნის მრჩე­ველ­ი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში, გი­ორ­გი ფხა­კა­ძემ.


„ტვ პირველთან“ საუბრისას ექიმი და ეპიდემიოლოგი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, კარანტინის არგამოცხადებასთან დაკავშირებით, აფასებს.


„ბევრი ქვეყანა მიხვდა, რომ ლოკდაუნი საჭირო არაა, თუ შენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია.


ლოკდაუნი იქნება თუ არა, მე არ ვარ არც პოლიტიკოსი და არც ეკონომიკის ექსპერტი. თუ თქვენ გაქვთ რეანიმაციური საწოლების დიდი მარაგი და რაც მთავარია ადამიანური რესურსები, რა თქმა უნდა, ქვეყანა არ უნდა ჩაიკეტოს. თუ ქვეყანაში არის 1000 რეანიმაციური საწოლი, კი ბატონო, ქვეყანა არ დაიკეტება.


თუ თქვენ გეყოლებათ 2000 პაციენტი და გაქვთ 1000 საწოლი, ლოკდაუნის გამოცხადების აუცილებლობა დადგება.
ღიად უნდა ვთქვათ, რამდენი რამდენი რეანიმაციური სასწორია ქვეყანაში. ამის მიხვედვით უნდა ვიფიქროთ, ქვეყანა დაიხურება თუ არა.

ზოგი ამბობს, ფხაკაძე კაკულია და ნოსტრადამუსიაო. არც ერთი არ ვარ. მეცნიერებას უყვარს ციფრები და ეს ციფრები ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ ბოლომდე არ დადო. ღიად უნდა დაიდოს ყველა ინფორმაცია. როცა ეს ინფორმაცია გვექნება, მაშინ მოქალაქეებიც კი მიხვდებიან, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს თუ არა“, – აცხადებს საუბარში.


მისი თქმით, პირბადეს სწორად არავინ ხმარობს და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პირბადეები უნდა გვეკეთოს როგორც შენობებში, ისე ქუჩაში და ვინც დაარღვევს ამ წესს, მათთვის ჯარიმა მაღალი უნდა იყოს. ხოლო ხელებს ერთი წამის განმავლობაში კი არ უნდა ვიბანდეთ, არამედ 20 წამი.


ექიმმა ასევე განმარტა, რომ მომატებული კოვიდინფიცირებულების რაოდენობას ვერაფრით ვერ განვიხილავთ, როგორც პიკს.


„მათემატიკური გათვლებით ოქტომბერში მსოფლიოში მეორე ტალღა უნდა ყოფილიყო, რაც ფაქტობრივად დაიწყო და არამარტო საქართველოში. ეს, რაც ახლა საქართველოში ხდება, პიკის დასაწყისია. ყველაზე მძიმე თვე იქნება ნოემბერი.


ის რაოდენობა, რაც ახლა გვაქვს, დაახლოებით ორ კვირაში თავის შედეგს „გამოიღებს“, ამიტომ აუცილებლად უნდა გავფრთხილდეთ ერთმანეთს“, – განაცხადა ექიმმა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/noembershi-gveqneba-yvelaze-cudi-mdgomareoba-akhla-pikis-dasawyisi-gvaqvs-giorgi-fkhakadze




,,საავადმყოფოებში ადგილები აღარ გვაქვს, თუ არ ვიმოქმედებეთ ახლა, თითოეული წუთის დაგვიანება, თითო…

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ ჯანდაცვის საკითხებში „პალიტრა ნიუსის“ ეთერში კორონავირუსის მზარდ სტატისტიკაზე ისაუბრა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ ის ჯანდაცვის მინიტრს ეკატერინე ტიკარაძეს ესაუბრა და მას საკუთარი მოსაზრებები გააცნო.

ჩემი რეკომენდაციაა, რომ ჩვენ უფრო პრაგმატულები ვიყოთ, ქვეყანა უნდა იყოს ჩაკეტილი და უნდა ჩაკეტილიყო უფრო ადრე, თავი უნდა დავანებოთ ციფრებზე საუბარს. ჩვენ ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ რეანიმაციურ საწოლებზე, ჩვენ არ უნდა ვიყოთ კერძო კომპანიების ხაფანგში, რომ ისინი არ უშვებენ პაციენტებს კლინიკებში. რეანიმაციული განყოფილებები უნდა იყოს ჩართული კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის საკითხში.

წაიკითხეთ სრულა

 

“საქართველოს საავადმყოფოები მზად არაა ეპიდემიისთვის, ისინი მზად არიან ფულის შოვნისთვის”

17/11/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს , სადაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს და კონკრეტული არგუმენტებით ხსნის, რა პრობლემებია ამ მიმართულებით. ის თვლის, რომ საქართველოში “ლოქდაუნი” უნდა გამოცხადდეს.


“საქართველო უნდა ჩაიკეტოს – ამას რატომ ვამბობ. ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არაა. ჯანდაცვის სისტემა არ არის მხოლოდ საავადმყოფო. ღერძი არის ექთნები და სანიტრები. ჩვენ გვაქვს ვირუსი, რომელიც ძალიან საშიშია და ამას ემატება საავადმყოფოები, რომლებიც ამისთვის მზად არ არიან…


არანაირი კონტროლი არ არსებობს საავადმყოფოების. მათი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაშია. ვერც ერთი ქართულ საავადმყოფოში ვერ ჩამოყალიბდა ის მინიმალური ხარისხის კონტროლი, რაც უნდა იყოს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მენეჯმენტი არ ვარგა,


ისინი არ არიან მზად ეპიდემიებისთვის, ისინი მზად არიან ფულის შოვნისთვის. იმისთვის, რომ ძვირადღირებული სერვისები შემოგთავაზონ, რაც არ გჭირდებათ. ჯანდაცვა არის მთლიანად ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ჯანდაცვა უნდა იყოს პოლიტიკის გარეშე. ეს არის კომუნისტური, საბჭოთა ჯანდაცვა და ეს არის კრიმინალი.


კერძო საავადმყოფები არ უშვებენ პაციენტებს, კოვიდიანი ხარ და კოვიდ ცენტრში წადიო. ეს არის კრიმინალი. რა უფლებით ამბობ უარს, მე ვარ ავად… იქ ხომ არ მივდივარ პურის საყიდლად ან საცეკვაოდ, ეს არის საავადმყოფო. ამას რა ჰქვია ? ეს არის კრიმინალი” – ამბობს ვიდეოში გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/saqartvelos-saavadmyofoebi-mzad-araa-epidemiistvis-isini-mzad-arian-fulis-shovnistvis-giorgi-fkhakadze


გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის წინააღმდეგ საუკეთესო წამალს ასახელებს

18/11/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით ვრცელ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასევე საუბრობს ოთახის სწორად განიავებაზე და მის მნიშვნელობაზე.


„ერთადერთი გამოსავალია (ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება, ეს დიდი სალაპარაკო თემაა) პირბადე ცხვირზე; აუცილებლად ორმეტრიანი დისტანცია, (არავის ვეკარები); როცა შედიხართ სახლში, 20 წამი დაიბანეთ საპნით, ვირუსს არ ევასება საპონი;


ვიცი, რომ ცივა, მაგრამ თუ თქვენ ოფისში ხართ და უცხო ხალხი შემოდის, არავითარ შემთხვევაში არ ჩართოთ კონდიციონერები და არ იყოთ ჩაკეტილ ოთახში. აუცილებლად გააღეთ ფანჯარა და კარი, უნდა იყოს განიავება, ეს არის საუკეთესო წამალი.


ეს არის ვაქცინაზე უკეთესი წამალი. განიავების გამო ეს ვირუსი წავა. ყოველდღე ვცდილობ, გავიარო ათი ათასი ნაბიჯი. სტრესის წინააღმდეგაც კარგია და პოზიტივიც მნიშვნელოვანია. კაცობრიობამ გადაიტანა ბევრი ვირუსი, მაგრამ ჩვენ გადავრჩით“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/giorgi-fkhakadze-koronavirusis-winaaghmdeg-sauketeso-wamals-asakhelebs


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights