ორშაბათი, ივნისი 29, 2026

50 წელს ქვემოთ კიბოს შემთხვევები ბოლო 30 წელიწადში 80%-ით გაიზარდა – კვლევა

21/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

გასული 30 წლის განმავლობაში, 50 წელს ქვემოთ კიბოს დიაგნოზის მაჩვენებელი საგანგაშოდ, 79,1 პროცენტით გაიზარდა, რაც ამ დაავადებით 27,7 პროცენტით მეტ სიკვდილიანობას ნიშნავს.


ახალი მოხსენება, რომელშიც პროგრამა „დაავადებათა გლობალური ტვირთის“ 2019 წლის კვლევის მონაცემები გამოიყენეს, აჩვენებს, რომ 14-დან 49 წლამდე ასაკის პირებში კიბოს შემთხვევები 1990 წელს 1,82 მილიონი იყო, 2019 წელს კი 3,26 მილიონი.


204 ქვეყანაში 29 ტიპის კიბოზე შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასევე ეჭვქვეშ აყენებს საერთო წარმოდგენას კიბოს იმ ტიპის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში გვხვდება. კვლევას ჩინეთის ჯეძიანის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ ჩაატარა.


მკვლევართა განცხადებით, ეს ყველაფერი წარმოაჩენს ადრეული დიაგნოზისა და მიზანმიმართული მკურნალობის მნიშვნელობას; ასევე იმას, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებში პოპულარიზაცია უნდა გაუწიონ პრევენციული ცხოვრების წესს, მათ შორის ჯანსაღ კვებას, თამბაქოსა და ალკოჰოლის შეზღუდვას და ფიზიკურ აქტივობას.


მოსალოდნელია, რომ ადრეულ ასაკში კიბოს შემთხვევები (50 წელს ქვემოთ ასაკში) 2030 წლისთვის მსოფლიოში 31 პროცენტით გაიზრდება, რაც სიკვდილიანობის 21-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. რისკი ყველაზე დიდია 40-დან 49 წლამდე პირებში.


2019 წელს, ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ძუძუს კიბოს ჰქონდა; ამავე დროს, 1990 წლიდან ყველაზე სწრაფ ზრდას აჩვენებდა სასუნთქი მილის (ტრაქეა) და პროსტატის კიბოები. მეორე მხრივ, დაკლებულია ადრეულ ასაკში ღვიძლის კიბოს მაჩვენებელი.


ლონდონის დედოფალ მარის უნივერსიტეტის მეცნიერის, სტივენ დაფი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ზოგიერთი ტენდენციის პოტენციურ ახსნას გვთავაზობს.


„ღვიძლის კიბოს შემთხვევაში, შემთხვევათა დიდი რაოდენობის მიზეზი B ჰეპატიტის ვირუსია, რომლის წინააღმდეგაც ახლა უკვე არსებობს ეფექტიანი ვაქცინა. რაც შეეხება ნაზოფარინგეალურ კიბოს, დიდი რიცხვების მიზეზია ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომლის წინააღმდეგაც ჯერ არ არსებობს ეფექტიანი ვაქცინა“, — ვარაუდობს ექსპერტი კვლევის შეფასებისას.


მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კიბოში გენები ასრულებს როლს, ზოგჯერ მისგანაც კი გვიცავს, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ გასათვალისწინებელია მრავალი პრევენციული ფაქტორი.


„კვებითი რისკფაქტორები (რაციონში ბევრი წითელი ხორცი, ცოტა ხილი, ბევრი ნატრიუმი, ცოტა რძე და ა. შ.), ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, ადრეულ ასაკში კიბოს განვითარების მთავარი რისკფაქტორებია“, — წერენ მკვლევრები.

მონაცემები ასევე მიუთითებს, რომ დამნაშავეებს შორის ასევე არის არააქტიური ცხოვრების წესი, ჰაერის დაბინძურება, სიმსუქნე, დიაბეტი და სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა.


1990-იანი წლების შემდეგ 50 წელს ქვემოთ პირებში კიბოს შემთხვევათა ზრდაზე წინა კვლევებიც მიუთითებდა, მაგრამ კვლევების უმეტესობა რეგიონულ განსხვავებებზე იყო ფოკუსირებული.


არასაკმარისი კვლევებია ჩატარებული იმ ფაქტორთა განსასაზღვრად, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდა ასაკში სერიოზულ კიბოებთან, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფებში კიბოს გავრცელებასთან.


„ამ კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტია მონაცემების გლობალურობა. წარმოჩენილია რეგიონებს შორის სხვადასხვაობები, რაც მიუთითებს სხვადასხვა პოპულაციებში სპეციფიკური რისკფაქტორების დადგენის საჭიროებაზე“, — ამბობს ბელფასტის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მკვლევარი ეშლი ჰამილტონი.


ადრეულ ასაკში კიბოს შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და დასავლეთ ევროპაში; სხვადასხვანაირი მაჩვენებლები იყო დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში — მათ შორის კი სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა ოკეანეთში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ამ ქვეყნებში არაპროპორციულად მაღალი იყო სიკვდილიანობა და ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით დაზარალებულებს შორის კი ქალები იყვნენ.


კვლევას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს. თუნდაც ის ფაქტი, რომ მონაცემთა ხარისხი ქვეყნების მიხედვით იცვლება, არის არასწორ მოხსენებათა შესაძლებლობა, მკაფიო არ არის სკრინინგისა და ადრეულ ასაკში გარემოებითი ფაქტორების ეფექტები.


მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები გავითვალისწინოთ მზარდი მოსახლეობის ფართო კონტექსტშიც, როგორც ამას ლონდონის წმინდა გიორგის უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგი დოროთი ბენეთი განმარტავს.


„ამ ასაკობრივ ჯგუფში კიბოთი სიკვდილიანობის ზრდა საგრძნობლად დაბალი იყო, ვიდრე დიაგნოზი, კერძოდ, 28 პროცენტი, რაც ნაკლებია მთლიანი მოსახლეობის ზრდისა და შემთხვევათა რაოდენობაზე, რაც მიუთითებს ამ ასაკობრივ ჯგუფში კიბოთი სიკვდილის საშუალო მაჩვენებლის ვარდნაზე“, — ამბობს ბენეთი.


მრავალწლიანი კვლევების მიუხედავად, კიბო ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს კლავს; შესაბამისად, პრევენცია გადამწყვეტია. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კვლევებში ინვესტირება, საზოგადოებისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენელთა განათლება გადამწყვეტია ხანგრძლივი, ჯანმრთელი სიცოცხლისთვის.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://primetime.ge/news/mecniereba/50-tsels-qvemot-kibos-shemtkhvevebi-bolo-30-tselitsadshi-80-it-gaizarda-kvleva



„საშვილოსნოს კობოს დამარცხება შესაძლებელია“

21/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„მანდილოსნებო!!!


პაპილომას აცრა უფასო გახდა 45 წლამდე ასაკის ქალებისთვის და 26 წლამდე კაცებისთვის!


საშვილოსნოს კობოს დამარცხება შესაძლებელია“





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ეს ვიდეო უნდა ნახოს ყველამ…“

21/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„ეს ვიდეო უნდა ნახოს ყველამ


ეს ვიდეო უნდა იყოს ნაჩვენები ყველა სკოლაში და უნივერსიტეტში


ახალგარზდა თაობა უნდა გადავარჩინოთ


ნარკომანია წალექა ქვეყანა


ნარკოტიკი კლავს მომავალს“





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ერთი ჰოთ-დოგი ჯანსაღი ცხოვრების 36 წუთს გვართმევს – კვლევა

20/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე 5800-ზე მეტი სახეობის პოპულარული საკვების ზემოქმედება შეისწავლეს. იმის გასაგებად თუ რამდენ წუთს ართმევს ან უმატებს ესა თუ ის საკვები ადამიანის სიცოცხლეს – მათ თითოეულ საკვებს სპეციალური კოეფიციენტი (ჯანმრთელობის კვების ინდექსი (HENI)) მიანიჭეს.


მკვლევრებმა ასევე გაარკვიეს, თუ როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ მავნე პროდუქტები, რათა გაახანგრძლივოთ ჯანსაღი ცხოვრების წლები და არ დააზიანოთ გარემო. აღმოჩნდა, რომ ამ მიზნების მისაღწევად, შეგიძლიათ შეცვალოთ არა მთლიანი კვების რაციონი, არამედ შეცვალოთ ის ნაწილობრივ.


როგორც მოსალოდნელი იყო, წითელი და დამუშავებული ხორცპროდუქტები (ჰოთ-დოგი, ბურგერი, სოსისის სენდვიჩები) და შაქრიანი სასმელები ყველაზე მავნე იყო, ხოლო ხილი, სახამებლის გარეშე ბოსტნეული, თხილი, პარკოსნები ყველაზე ნაკლებად მავნე. ამავდროულად, ბევრი ჩვეულებრივი პროდუქტისთვის, HENI კოეფიციენტი აღმოჩნდა არა უარყოფითი, არამედ დადებითი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი შესაფერისია ჯანმრთელობისთვის მავნე საკვების ჩანაცვლებისთვის.


ასე რომ, გათვლებით, ქათმის ფრთების ყოველი 85-გრამიანი ულუფა ზედმეტი მარილისა და ტრანსცხიმების გამო ჯანსაღი ცხოვრების 3,3 წუთს, ხოლო ჰოთ-დოგი – 36 წუთს გვართმევს. თუმცა, პოპულარული არაქისის კარაქისა და ჯემის სენდვიჩი აშშ-ში არ იყო ისეთი საზიანო, როგორც მოსალოდნელი იყო. ხოლო ისეთი კერძები, როგორიცაა დამარილებული არაქისი, გამომცხვარი ორაგული, ბრინჯი და ლობიო 10-დან 15 წუთამდე მატებდა სიცოცხლის ხანგრძლივობას.


ვრცლად..



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://primetime.ge/news/mecniereba/erti-hot-dogi-jansaghi-tskhovrebis-36-tsuts-gvartmevs-kvleva



„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი 10 წლისაა..“

20/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი 10 წლისაა


2015 წელს ამ გუნდის კლინიკური დირექტორად ყოფნის პატივი მქონდა


ზრუნვა, პასუხისმგებლობა და ხარისხი – ის მთავარი პრინციპებია, რომლითაც 2013 წლის 17 სექტემბერიდან დღემდე თქვენთან ერთად მოვედით.


ათმა წელმა 19 კლინიკა და 65000 პაციენტი გააერთიანა. ამ გზაზე ამოსავალი წერტილი პაციენტის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომაა.


მადლობა პაციენტებს ნდობისთვის და მადლობა ექიმებს დიდი შრომისთვის.“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა…“

20/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ინდოეთში, მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა.


„ინდოეთში, მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა.


სამხრეთ ინდოეთის კერალას შტატის ხელისუფლება ზომებს იღებს ნიპაჰ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, რომლისგანაც უკვე ორი ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო ატარებს მასობრივ ტესტირებას, ხურავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას.


სახელმწიფო მინისტრმა, პინარაი ვაჟაიანმა თქვა, რომ ვირუსი დაფიქსირდა ქალაქ კოჟიკოდეში, სადაც თითქმის 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა არ შეშინდნენ, არამედ გამოიჩინონ სიფრთხილე.


Nipah ვირუსი მიეკუთვნება პარამიქსოვირუსების ოჯახს და გადაცემულია ღამურის ოჯახის წევრების, მფრინავი ძაღლებისა და მფრინავი მელიების მიერ. თქვენ შეიძლება დაინფიცირდეთ ან უშუალოდ ამ ცხოველებისგან, ან, მაგალითად, იმ ხილის ჭამით, რომლებთანაც ცხოველებს ჰქონდათ შეხება.


ვირუსი ასევე გადადის ინფიცირებულ ადამიანთან ფიზიკური კონტაქტით. ინფექციის პირველ სიმპტომებს შორისაა თავის ტკივილი, ძილიანობა, შემდეგ ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება მწვავე რესპირატორული სინდრომი და თავის ტვინის ანთება. ხშირად პაციენტი კომაში ვარდება და შეიძლება მოკვდეს. ამ ვირუსის ვაქცინა ჯერ არ არსებობს, პაციენტებს უტარდებათ დამხმარე თერაპია. ვირუსი პირველად 1999 წელს გამოვლინდა მალაიზიაში, როდესაც დაინფიცირდა თითქმის 300 ადამიანი, რომელთაგან 100-ზე მეტი გარდაიცვალა.


2018 წლის შემდეგ ეს კერალაში ნიპაჰ ვირუსის მეოთხე აფეთქებაა. CNN-ის ცნობით, ამ ეტაპზე, შტატის ხელისუფლებამ დაადგინა 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულებთან და გარდაცვლილებთან. მათგან 70-ზე მეტი მიჩნეული იყო დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, ისინი იზოლირებულნი არიან და იმყოფებიან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Вирус Нипах

Основные факты
* Инфекция, вызванная вирусом Нипах, имеет разные клинические проявления – от бессимптомной (субклинической) инфекции до острой респираторной инфекции и смертельного энцефалита.
* Показатель смертности случаев оценивается от 40% до 75%. Этот показатель может варьироваться в зависимости от вспышки в зависимости от местных возможностей для эпидемиологического надзора и клинического управления.
* Вирус Нипах может передаваться человеку от животных (таких как летучие мыши или свиньи) или через зараженную пищу, он также может передаваться напрямую от человека человеку.
* Естественными хозяевами вируса Нипах являются плодоядные летучие мыши из семейства Pteropodidae.
* Препаратов или вакцин для лечения людей и животных не существует. Основным лечением для людей является симптоматическая терапия.
* Ежегодный обзор 2018 г. списка приоритетных болезней для Программы научных исследований и разработок ВОЗ указывает на настоятельную необходимость ускоренных исследований и разработок для вируса Нипах.



https://primetime.ge/…/indoetshi-momakvdinebeli-virusi…
https://theconversation.com/nipah-virus-outbreak-in-india…
https://amp.theguardian.com/…/what-is-nipah-virus-kerala…
https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/nipah-virus


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

2021 წელს გაფრთხილებდით…“ – რას წერს გიორგი ფხაკაძე

20/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„2021 წელს გაფრთხილებდით… ახლა იმდენი “ექსპერტია” ამ დარგში… მთავარია თქვენ თავის დროზე იყავით ინფორმირებულნი.“



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე 2021 წლის 19 სექტემბერს აამბობდა, რომ საქართველოში დაიწყო პოსტკოვიდური, ანუ “გრძელი კოვიდის” ეპიდემია.


„საქართველოში დაიწყო პოსტკოვიდური, ანუ “გრძელი კოვიდის” ეპიდემია


ვინაიდან არაპროფესიონალები მართავენ, რჩევებს აძლევენ და “ექსპერტობენ”, ჩვენ მივიღეთ ის, რომ მოსახლეობის 60-70%-მა გადაიტანა კოვიდი ამ ბოლო 2 წლის მანძილზე
შედეგად, “გრძელი კოვიდი” უკვე საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში


წაიკითხეთ ქვემოთ სტატია (გადათარგმნეთ სტატია და სურათი, წინასწარ მადლობა)
—-


გრძელი კოვიდის- სიმპტომებია დაღლილობა, ქოშინი, გულის პათოლოგიები, კოგნიტური დაქვეითება, ძილის დარღვევა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები, კუნთების ტკივილი, კონცენტრაციის პრობლემები და თავის ტკივილი.


როგორ ავიცილოთ თავიდან გრძელი #COVID? ნუ გექნებათ #COVID19 პირველ რიგში! როგორ არ გვქონდეს COVID პირველ რიგში? ფიზიკური დისტანცია, სწორი ნიღბის ტარება [სამედიცინო ნიღაბი ქსოვილიზე უკეთესია], ხელების რეგულარული დაბანა, ხალხმრავალი და დახურული ადგილების თავიდან აცილება და რაც შეიძლება მალე აცრა. ეს არ არის მრავალჯერადი არჩევანის კითხვა.


გააკეთეთ ყველაფერი ზემოთ, რომ შეამციროთ თქვენი რისკი. იყავით პასუხისმგებელი საკუთარ უსაფრთხოებაზე. #გაიკეთე ვაქცინაცია“ – წერდა გიორგი ფხაკაძე.


The symptoms of #LongCovid include fatigue, dyspnea, cardiac abnormalities, cognitive impairment, sleep disturbances, symptoms of post-traumatic stress disorder, muscle pain, concentration problems, and headache. HOW TO AVOID Long #COVID? Do not have #COVID19 in the first place! How to not have COVID in the first place? Physical distancing, wearing the right mask [medical mask is better than cloth] properly, washing hands regularly, avoiding crowded and closed spaces AND getting vaccinated as soon as you can. It’s not a multiple choice question. Do ALL OF THE ABOVE to REDUCE YOUR RISK. Be responsible for your own safety. #GetVaccinatedASAP
https://www.bmj.com/content/374/bmj.n1648






Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ჩემთვის დიდი პატივია გაგიზიაროთ, რომ დავინიშნე გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი…“

20/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


Announcement (20/09/2016 – Posted on 16/09/2016):


I’m honored to share that I’ve been appointed to the United Nations Secretary General’s Independent Accountability Panel. It’s a privilege to serve alongside nine other esteemed global public health experts.


#UnitedNations #unitednationssecretarygeneral #UnitedNationsHQ #NYC #usa #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #Giorgipkhakadze #accreditationge Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia


„განცხადება (20/09/2016 – გამოქვეყნებულია 16/09/2016):


ჩემთვის დიდი პატივია გაგიზიაროთ, რომ დავინიშნე გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელში. პრივილეგიაა მსახურობდე ცხრა სხვა დაფასებული გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის გვერდით.“


#UnitedNations #unitednationssecretarygeneral #UnitedNationsHQ #NYC #usa #drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #Giorgipkhakadze #accreditationge Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

რუსეთში სკოლებმა მასიურად დაიწყეს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა…

20/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ რუსეთში კოვიდის აფეთქებაა.


„რუსეთში კოვიდის აფეთქებაა.


რუსეთში სკოლებმა მასიურად დაიწყეს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა წითელას, ARVI და გრიპის შემთხვევების გაზრდის გამო.


ეს გამოწვეულია ბავშვების იმუნიტეტის შესუსტებით COVID-19-ის შემდეგ.“


Школы в России стали массово переходить на дистанционное обучение из-за роста заболеваемости…


https://moika78.ru/…/908614-v-rossii-shkoly-massovo…/



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

Covid-19-ის 3095 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა- 20 გარდაცვალების…

პირველად აშშ-ში დაფიქსირებულ XBB.1.5-ს არაოფიციალურად „კრაკენი“ უწოდეს

19/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ გასული კვირის განმავლობაში ახალ ზელანდიაში Covid-19-ის 3095 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.


„გასული კვირის განმავლობაში ახალ ზელანდიაში Covid-19-ის 3095 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ვირუსით 20 გარდაცვალების შემდგომი შემთხვევა.


ახალი შემთხვევებიდან 1351 იყო ხელახალი ინფექცია.


კვირას, 17 სექტემბერს, შუაღამისას 186 შემთხვევა იყო საავადმყოფოში, ორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.


ახალი შემთხვევების შვიდდღიანი მოძრავი საშუალო იყო 426“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


There have been 3095 new cases of Covid-19 reported in New Zealand over the past week, and 20 further deaths attributed to the virus.


Of the new cases, 1351 were reinfections.


At midnight Sunday 17 September there were 186 cases in hospital with two in intensive care.


The seven-day rolling average of new cases was 426.


https://www.rnz.co.nz/…/covid-19-update-3095-new-cases-20…


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights