ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

“ყველა “ექსპერტს” და “ზეერუდირებულ” ადამიანებს, როცა მინიმუმ ჩემ დონემდე (განათლება/გამოცდილება)

03/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ვაქცინის შემადგენლობასთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციებს ავრცელებენ.


ფხაკაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


“✅ფილოლიგი მეუბნება შენთან ლაივი მინდაო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ?!


✅სპორცმენი მეუბნება იმუნიტეტი მიცავსო და ამიხსენით რათ მინდა ეს ვაქცინაო?!


✅მსახიობი მიმტკიცებს რომ ვაქცინაში არის რახაცა ქიმიკატი და ამიხსენიო?!


✅ვაი პოლიტიკოსები დებატებში მიწვევენ ვაქცინაციასთან და ვაქცინების სესახებ?!


✅ბებო მარო (სკოლა 8 კლას დამთავრებული) ამიხსენით ვაქცინაში რა არისო?!


✅უმიშევარი ბონდო და ჟუჯუნა მეკითხებიან რა არის შიგ (ვაქცინას გულისხმობენ)?!


✅ახალგარზდა კოლეგა მეუბნება შემ რა იცის ამდენი რომ საუბრობო და საერთოდ ეს შენი პუბლიკაციები ნაგავი არისო (კი მითხარით ერთი ახალგარზდა რომელიც სხუათაშორის ევროპაში აგრძელებს სწავლას) და ერთი რძე რომ არ გაუშრა კიდევ ტუჩებზე საერთოდ “ჩკუას მასწავლის” და იძახის რომ მე დეზინფორმაციას და მანიპულაციას ვაკეთებ?!


✅და ასე შემდეგ…. თან ყველა უკვე იცის რა არის ვაქცინის შემადგენლობა

✅ჩემი პასუხი ამ “ექსპერტებს” და “განათლებულ” ადამიანებს:


მე არ ვარ ფილოლოგი და ხედავთ ქართული სკოლაში არ მისწავლია და სულ ბოდიშ ვიხდი რომ კარგად ვერ ვსაუბრობ/ვწერ ქართულად


მე არ ვარ სპორცმენი (ბავშვობაში ჯიდაობაში დავდიო) რომ აგიხსნათ როგორ უნდა ივარჯიში რომ ჩემპიონი გახდე


მე არ ვარ მსახიობი მაგრამ მყავს მეგობარი ქუთაისელი მსახიობი დათო ლიკლიკაძე Dato Liklikadze იმას ვერასდროს ვერ ვაჯობებ


მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებ


მე არ მაქვს მარტო 8 კლასი დამთავრებული, სამწუხაროდ თუ საუბედუროდ სკოლა 10 წელი სამედიცინო 6 წელი მაგისტრატურა 1 წელი სადოქტორო 5 წელი მე-2 სადოქტორო 3 წელი (ვერ დავამთავრე ნერვდბი არ მეყო სომალიში წავედი )


მე არ ვიყავი უმუშევარი 18 წლიდან, დიახ სულ 2-3 და ზოგჯერ 4 სამსახური მქონდა ერთდროულად და ბოლო 25 წელიწადში ვმუშაობდი/ვცხოვრობდი 22 ქვეყანაში და ალბათ 90 ქვეყანაში ვარ ნამყოფი/ნამუშევარი სხვადასხვა პროექებით ..


მე ვმუშაობდი სანიტრად, მედძმათ, უმცროს ექიმად (კირურგად), გადაუდებელის ექიმად, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია მაქვს აღებული საქართველოში, ნეპალში, ინდოეთში, კენიაში და სომალიში (სომალიურ ჯიგრულ პონტში მინისტრი. მომცა/ნახევრად ტერირისტი ტიპი იყო ).


პირველი წიგნი 2001 წელს დავნეჯდე და მერე წიგნები და სტატიები დამიგროვდა ქართულ და ფრანგულ ენდბზე (https://scholar.google.com/citations?user=JnAQPacAAAAJ). სამედიცინო განათლების კუთხით რავი 2007 წლიდან ვასწავლი დავით თვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ვარ კათრდრის გამგე/ფროფესორი და ასევე პოლონეთის და უკრაინის სამეცნიერო საბჯოს წევრი და გავის ალიანში ხო საერთოდ წლებია სხვადასვა დამოუკიდებრლ სამეცნიერო/ტექნიკური საბჯოს წევრი ვიყავი/ვარ, აღარ ვამბო ევროკავშირი, ამერიკის მთავრობის და გაეროს გენ მდივნის მრჩევლობაზდ. ხო და რისი თქმა მინდა …. თქვენ რომ მოდიოდით მე უქვე 10 ჯერ წამოსული ვიყავი


✅როცა გავხდი 43 წლის გადავწყვიტე რომ პენსიაზე წავსულ ვიყავი…. და ეხლა ვარ პენსიონერი მაგრამ იმდენი ენერგია მაქვს რო მაინც ვარ ჩართული 10ზე მეტ ორგანიზაციაში და ვაკეთებ მარტო იმას რაც მე მინდა და რაც მე მომწონს❗️ …..


✅ვცხოვრობ ჟენევა – პარიზი – თბილისი და ეს ჩემი არჩევანია


✅ჩემი პატარა რჩევაა ყველა “ექსპერტს” და “ზეგანათლებულ”, “ზეერუდირებულ” ადამიანებს, სანამ დაიწყებთ ვაქცინის შემადგენლობაზე საუბარს გადახედეთ ამ სურათებს და თუ მიხვდებით რა არის ამ სურათებში და მინიმუმ ჩემ დონებდე (განათლება/გამოცდილება) გექნებათ მე პრობლემა არ მაქვს რომ დავჯდეთ და ინტელექტუალური საუბარი გქონდეს საერთოდ ინტელექტუალური საუბრებში იბადება ჯეშმარიტსბა ….


იმედია მიხვდით რაც დავწერე და რატომ ”,- წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-yvela-eqsperts-da-zeerudirebul-adamianebs-roca-minimum-chem-donemde-ganatleba-gamocdileba-geqnebat-problema-ar-maqvs-davjdet-da-inteleqtualuri-saubari-gqo


“გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ…”

13/09/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე თინა ხიდაშელის პოსტკოვიდურ მდგომარეობას ეხმიანება და წერს, რომ გრძელი კოვიდი ვერაგი მდგომარეობაა.


დღემდე მიჭირს გადაადგილება, თვალებზე სულ ბინდი მაქვს, მეხსიერების პრობლემაც მაქვს: თინა ხიდაშელი


ფხაკაძე მოქალაქეებს მოუწოდებს აიცრან.


“პატივს ვცემ ქალბატონ თინას, რომ ასე საჯაროდ ისაუბრა ყველა პოსტკოვიდურ მდგომარეობაზე (გრძელ კოვიდზე)

კოვიდის გადატანა (7-24 დღეში) ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ,


ფაიზერი და მოდერნა არ არიან უკვდავების ელექსირი, მაგრამ დაგიცავთ (არა 100%-ით) ვირუსისგან და თუ დაგემართათ ვირუსი, 50%-ით დაგიცავთ გრძელი კოვიდისგან
აიცერით, სანამ დროა …”,-წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-tina-khidashelis-postkovidur-mdgomareobaze-grdzeli-kovidi-aris-veragi-mdgomareoba-romelmac-sheidzleba-mteli-ckhovreba-dagtanjot



ფხაკაძე: “ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი, ქვეყანაში არალოგიკური ეპიდემიაა… კოცნაც კი გადადეთ…

15/09/2021

პროფესორი გიორგი ფხაკაძე ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილ ახალ შემთხვევების რაოდენობას ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანაში არალოგიკური ეპიდემიაა.


მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


„ეს ციფრები არის არჩევნების ბრალი❗️


✅ქვეყანაში არის არალოგიკური ეპიდემია❗️ანუ, საარჩევნო ეპიდემია+არაპროფესიონალიზმი ❗️


✅ყველაზე პესიმისტური მეცნიერული გათვლებით სექტემბრის მე-3 კვირიდან კოვიდის მე-4 ტალღა უნდა წამოსულიყო ქვევით. და რას ვხედავთ?! დღეს ისევ დავკარგეთ 60 ჩვენი თანამოქალაქე


✅სამწუხაროდ, ეს პროგნოზიც ასრულდა. მე ვთქვი, რომ ახლა არჩევნების ჩატარება დამღუპველი იქნებოდა ქვეყნისთვის. შუა ეპიდემიის დროს წინასაარჩევნო აქტივობები – ეს დამყუპველია და შედეგსაც ვხედავთ. როდემდე?!


✅ხომ ხედავთ, რომ არავის არაფერი არ აინტერესებს.. მიხედეთ საკუთარ თავს, მიხედეთ ახლობლებს და და ოჯახის წევრებს:


არ ჩაეხუტოთ ერთმანეთს (კოცნაც გადადეთ ცოტა ხნით);


მოკლე მანძილზე ნუ გამოიყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და, საერთოდ, მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივი ტრანსპირტით სარგებლობას;


საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნუ ლაპარაკობთ;


ტრასპორტში კონდიციონერები გამორთული უბდა იყოს და ფანჯრები მაქსიმალურად ღია უნდა იყოს. ყველაზე უსაფრთხო ადგილი არის ღია ფანჯარასთან;


ტაქსიში “ორპირი გააკეთეთ” 2 ფანჯარა ღია 2 ფანჯარა ამოწეული;


შენობებში ცენტრალური კონდიცურება უნდა იქნას გამორთული და “ორპირი” უნდა იქნას შექმნილი, რათა რაც შეიძლება, მაქსიმალურად სუფთა ჰაერის ცირკულაცია ხდებოდეს;


გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე სახლიდან გასვლისას ყველგან ❗️


ხშირად დაიმუშავეთ ხელები❗️


სანამ არის ფაიზერი ქვეყანაში, აიცერით❗️


არა ნეგატივს: აერიდეთ/წაშალეთ/დაბლოკეთ /აღარ ნახოთ – ყველა ნეგატიური ამბავი, ადამიანები და აერიდეთ ნეგატიურ გარემოს. ნეგატივი არის მავნე თქვენი ორგანიზმისათვის❗️


მიირთვით სუფთა წყალი, ამოიღეთ ხმარებიდან შაქარი, და მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული.


გააკეთეთ მინიმუმ ერთი სიკეთე დღეში


ჯანმრთელობას გისურვებთ “ ,- წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, დღევანდელი კოვიდსტატისტიკის გამო შეშფოთება გამოთქვეს ქართველმა ექიმებმაც.


ენდელაძე: დღევანდელმა დღემ ძალიან შეგვაშფოთა, ხვალინდელი კოვიდსტატისტიკა მოგვცემს ზუსტ ინფორმაციას, დაიწყო თუ არა მეხუთე ტალღა

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-es-cifrebi-aris-archevnebis-brali-qveyanashi-aralogikuri-epidemiaa-kocnac-ki-gadadet-cota-khnit




FDA-მ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის” ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის

19/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკის წამლის სააგენტომ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის” ბუსტერზე 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული პაციენტებისთვის.

„კიდევ ერთი სიახლე! ამწუთას ამერიკის წამლის სააგენტომ გასცა რეკომენდაცია „ფაიზერის” ბუსტერზე 65 წელს გადაცილებულ და ქრონიკული პაციენტებისთვის. დამიჯერეთ ხოლმე რა… იმედია, საქართველო საბოლოოდ აირჩევს კოვიდის მართვის სწორ გზას…


ან მივდივართ ამერიკის გზით, ან ევროპის გზით, ან ისრაელის გზით, ან ღმერთმა დაგვიფაროს, რუსული გზით …. ქართულმა გზამ კი გვაჩვენა რომ დამღუპველია…


ისე, მსოფლიო უკვე მე-3 დოზაზე გადადის,. ევროპის ქვეყნებში 70-90% არიან აცრილები 2-ჯერ და სამედიცინო პერსონალის 90-100% არის აცრილი.


შედარებისთვის, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 20% არის აცრილი, სამედიცინო პერსონალის 50%-მდეა მხოლოდ აცრილი და ზოგიერთი ექიმი კითხვის ქვეშ აყენებს ვაქცინაციას! არაპროფესიონალიზმი კლავს!”, – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fda-m-gasca-rekomendacia-faizeris-busterze-65-wels-gadacilebuli-da-qronikuli-pacientebistvis-fkhakadze




ფხაკაძე ია ფარულავაზე: “ტვინი წაიღო, მოვიდა ჩემთან სახლში, რა მექნა, ქალი ლეგენდაა, უარი ვერ ვუთხარი

03/10/2021

რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა, ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა გიორგი ფხაკაძის სახლში გადაღებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ია ფარულავა სახლის დათვალიერებისას აღფრთოვანებას ვერ მალავს.


ამავე ვიდეობიდან გაირკვა, რომ ჯანდაცვის ექსპერტი გადაცემა “ფარული კონვერტის” სტუმარი იქნება, თუმცა მან სტუდიაში მისვლაზე უარი განაცხადა, რის გამოც გადაცემის ჩაწერა სახლში დაიგეგმა.


ცოტა ხნის წინ, თავად გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა ია ფარულავასთან შეხვედრის დეტალებზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდემიმართვაში.

ვიდეო: “ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს” – ია ფარულავა გიორგი ფხაკაძეს თბილისში, სახლში ესტუმრა


“ია ფარულავამ ტვინი წაიღო, მოვიდა ჩემთან სახლში, ნუ, რა უნდა მექნა, ქალი ლეგენდა, უარი ვერ ვუთხარი ვერაფერზე, ცუდი არაფერი იფიქროთ, მაგრამ ყველამ იცის, რომ მე სტუდიებში არ დავდივარ. გამორიცხულია-მეთქი სტუდიაში ჩემი მისვლა.მხოლოდ სუფთა ჰაერზე.


საბოლოო ჯამში მთხოვეს, რომ გავაკეთოთ განსხვავებული გადაცემაო, რაღაცა კონვერტიო, არ ვიცი, მე ტელევიზორს არ ვუყურებ. მოკლედ, გამომიგზავნეს ქუთაისში “შპიონები”, გადავიღეთ რაღაცები და მგონი, ორშაბათს არის გადაცემა 22:00 საათზე.


იმედია, როცა საქართველოში ვიქნები, მაშინ გაუშვებენ მაგ გადაცემას. იას ვუთხარი, თუ გინდა მოდი ჩემთან სახლში-მეთქი და მოდის”,- თქვა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-ia-farulavaze-tvini-waigho-movida-chemtan-sakhlshi-ra-meqna-qali-legendaa-uari-ver-vutkhari-veraferze




ვიდეო: გიორგი ფხაკაძის პირველი სიყვარული

07/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიროგი ფხაკაძე ია ფარულავას გადაცემა „ფარული კონვერტის“ სტუმარია. იას მან თავის ულამაზეს სახლში უმასპინძლა, თავისი პირველის იყვარულიც გააცნო რომელსაც ეკა ჰქვია და როგორც ცანს, მისი მეზობელია და შემდეგ კამერა ქუთაისშიც გაიყოლა, სადაც მეგობარს, დათო ლიკლიკაძეს შეხვდა ძველი ამბების გასახსენებლად…




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/video-giorgi-fkhakadzis-pirveli-siyvaruli


„პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ, თქვენ უნდა აიცრათ ორჯერ „ფაიზერის“ ვაქცინით”

07/10/2021

პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პოზიტიურად შეაფასა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოში „ბუსტერდოზებით“ აცრა შესაძლებელი გახდა.


თუმცა, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ბუსტერი არა ჩინური, არამედ მხოლოდ და მხოლოდ “ფაზიერის” ვაქცინით უნდა გაკეთდეს.


როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა “ფორტუნას” ეთერში აღნიშნა, ყველა იმ ადამიანს, ვინც არის დაბალეფექტიანი ვაქცინებით აცრილი ჩინურებით და “ასტრაზენეკას” ჩათვლით, ერთ თვეში უნდა ჰქონდეთ საშუალება აიცრან „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზით.


ფხაკაძის განცხადებით, დღეს საქართველო უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე – “ფაიზერზე“.


ჯანდაცვის ექსპერტი იმედოვნებს, რომ მის ამ რეკომენდაციას მალე გაითვალისწინებენ.

გიორგი ფხაკაძე: ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც გიორგი ფხაკაძე ამბობს


გიორგი ფხაკაძის აღნიშნული განცხადების შემდეგ გადაცემის წამყვანმა ჰკითხა:


“მე ორჯერადად ვარ სინოფარმის ვაქცინით აცრილი, ეს ნიშნავს, რომ ჩემთვის ბუსტერი უნდა იყოს “ფაიზერი” და ისევ ორჯერადად უნდა ავიცრა?”


ამ კითხვის საპასუხოდ, ფხაკაძემ “კვირის თემის” წამყვანს, ნინი ხუგაშვილს ასე უპასუხა:

“თქვენ თუ აიცერით აგვისტოში, ჩვენ უკვე ვართ ოქტომბერში ანუ თქვენ პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ. თქვენ უნდა განიხილოთ თქვენი თავი, როგორც არა აცრილი ადამიანი.


შესაბამისად, თქვენ უნდა აიცრათ ორჯერ „ფაიზერის“ ვაქცინით”,- თქვა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/praqtikulad-ukve-acrili-aghar-khart-fkhakadze-sinofarmit-orjer-acril-djurnalists


“საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ, პირადად ვნახე, თუ რა ხდება…

12/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საფრანგეთში არსებულ ეპიდვითარებასა და იმუნიზაციის პროცესს საქართველოში არსებულს ადარებს და წერს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია “დამღლელი და გულდასაწყვეტია”.


“საფრანგეთში 12 წლის ზევით მოსახლეობის 85.3% არის სრულად ვაქცინირებული (2 დოზით მაღალეფექტური ვაქცინით)


15 ოქტომბრიდან საფრანგეთში კოვიდ ტესტები აღარ იქნება უფასო და აღარ იქნება აღიარებული “კოვიდ საშვად”


მე-3 დოზა ფაიზერით ვაქცინაცია ჩვეულებრივი გეგმიური რეჟიმით მიმდინარეობს.

საქართველოში … არაპროფესიონალიზმი, ტყუილი, გარიგებები …


საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ

პირადად ვნახე, თუ რა ხდება აჭარაში, იმერეთში, კახეთსა და თბილისში …


პირადად შემოვიარე, ელიავა, ლილო, იუსტიციის სახლი, ნავთლუხის ბაზარი, დეზერტირების ბაზარი, მოლები …


დამღლელი და გულდასაწყვეტიაა, რასაც ვუყურებ”,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-saqartveloshi-kovidis-me-4-talgha-ar-dasrulda-da-me-5-talghas-achqareben-piradad-vnakhe-tu-ra-khdeba-araprofesionalizmi-tyuili-garigegebi


კორონავირუსის გადატანიდან 6 თვის შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

12/10/2021

საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი, ამის შესახებ პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.


მისივე თქმით, ამ ფონზე, საუკეთესო წამალი და გამოსავალი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც ადამიანს იცავს შემდგომი კოვიდური გართულებებისგან.

„ყველაზე კარგი წამალი არის „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ მერე არ დაგჭირდეთ სხვა წამლები. იმიტომ, რომ 30%-მდე ყველა, ვინც გადაიტანა კოვიდი, რჩება სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური გართულებები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოსტკოვიდური ეპიდემია, რომელიც საქართველოში უკვე დაწყებულია, შევაჩეროთ,“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე “რუსთავი 2”-თან.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი პოსტკოვიდური გართულებების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვირუსის გადატანიდან რამდენიმე თვის შემდეგ სხვადასხვა დაავადებები გამოუვლინდათ.


განსაკუთრებით, მისი თქმით, ეს არის დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე მენტალური გართულებები.


„კვლევებია ჩატარებული, სადაც 80-100 ათასი ადამიანია ჩართული, სადაც ვხედავთ, რომ 6 თვის შემდეგ ადამიანს უჩნდება დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც კარგავენ ყნოსვას, გემოს.

ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა პრობლემების გართულება არის და ა.შ. ძალიან დიდი გართულება არის დეპრესია, განსაკუთრებით მანდილოსნებში.

ეს კვლევებით არის დადასტურებული და ამის მერე სხვადასხვა ტიპის მენტალური გართულებები, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და კი არ უნდა ველოდოთ რაღაც წამალს, რომელიც მერე დაგვეხმარება, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენ არ დაგვემართოს ეს ვერაგი ვირუსი,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-koronavirusis-gadatanidan-6-tvis-shemdeg-adamianebs-uchndebat-diabeti-gul-siskhldzarghvta-daavadebebi


ფხაკაძემ ია ფარულავას თავის სახლში ექსკურსია მოუწყო – რა საჩუქარი მიიღო მსახიობმა ჯანდაცვის ექსპერტი

19/10/2021

უკვე რამდენიმე კვირაა, ყველასთვის კარგად ცნობილი, ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება. როგორც დააანონსებული იყო, ფხაკაძემ ია ფარულავას გადაცემაში “ფარული კონვერტი” მიიღო მონაწილეობა.


კოვიდრეგულაციების დაცვის გამო, ჯანდაცვის ექსპერტმა სტუდიაში მისვლისგან თავი შეიკავა და გადაცემის წამყვანი ია ფარულავა პირადად ესტუმრა ფხაკაძეს სახლში.


აღსანიშნავია, რომ გიორგი ფხაკაძის თბილისური სახლი ულამაზესია. მისი ინტერიერით აღფრთოვანებული დარჩა თავად ია ფარულავაც.


მან გიორგი ფხაკაძისგან საჩუქარიც მიიღო.


“შეგიძლია სახლში ყვავილებისთვის გამოიყენო”,- უთხრა ფხაკაძემ ფარულავას.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/video-fkhakadzem-ia-farulavas-tavis-sakhlshi-eqskursia-mouwyo-ra-sachuqari-miigho-msakhiobma-jandacvis-eqspertisgan


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights