ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

რამდენ ხანში შეიძლება კოვიდ გადატანილი დაინფიცირდეს – ფხაკაძის განმარტება

24/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ე.წ. მწვანე სტატუსთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.


“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება მეცნიერულ მტკიცებულებებს და არ ითვსლისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას!


არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაცულია და მას აღარ დაემართება კივიდ-19!


კოვიდგადატანილი შესაძლოა, დაინფიცირდეს 1 თვეში, 6 თვეში, 12 თვეში და 24 თვეში და ამის მტკიცებულებები არის საკმარისი მთელი მსოფლიოდან.


ამერიკაში ჩატარებულმა კვლევმ (კომპიუტერული მოდელირებაში შეადარეს ადრე კოვიდ აფეთქებები და ახლანდელი კოვიდ-19 მონაცემები) აჩვენა, რომ კოვიდ გადატანილები არ არიან დაცულნი და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო არ არიან დაცული. ანუ კოვიდ გადატანილის რეინფიცირების რისკმა შეიძლება, შეადგინოს 5%-დან 50%-მდე. გააჩნია: რამდენი დრო გავიდა ინფიცირებიდან; პაციენტის ასაკს;


პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას; ასევე პაციენტის პრევენციული ზომებთან ხელმისაწვდომიბას (ვაქცინაცია/პირბადე/დისტანცია/იზოლაცია).

დასკვნა:


კოვიდგადატანილ პაციენტებში რეინფიცირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი (3 თვე) განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი ვრცელდება უკონტროლოდ.


კოვიდგადატანილების “გამწვანება” შესაძლებელია მაქსიმუმ 3 თვე!


კოვიდგადატანილი უნდა აიცრას 30 დღეში ინფექციის გადატანიდან. ეს მიცემს მას საშუალებას, რომ იყოს მაქსიმალურად დაცული. რატომ? პირველი აცრიდან სრულ დაცვამდე არის საჭირო დაახლოებით 45 დღე (1 აცრა – 1 აცრა 21-28 დღე და +14 დღე) “, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/ramden-khanshi-sheidzleba-kovid-gadatanili-dainficirdes-fkhakadzis-ganmarteba



დაფიქსირდა თუ არაა საქართველოში “ომიკრონი” – რა მოლოდინები აქვთ და როდის ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი

19/12/2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის საეჭვო ნიმუშების გამოკვლევას აგრძელებს.


მისი თქმით, საქართველოში „ომიკრონი“ ჯერჯერობით არ დადასტურებულა.


„10-მდე შემთხვევას ჩვენ ვსწავლობდით, იქიდან დადგინდა “დელტა” და “დელტა+” ძირითადად. 2-ზე მიმდინარეობს კიდევ ღრმა ლაბორატორიული კვლევა, სადაც უფრო მეტი ეჭვი გვაქვს.


გრძელდება სტაბილიზაციისკენ სვლა ნელი ტემპით, რასაც ყოველდღიურად აღვნიშნავთ. მყარად გვაქვს ბოლო 1-2 კვირაა შემცირების ტენდენცია, დადებითობის მაჩვენებლის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით მაღალი რჩება გარდაცვალება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძის თქმით, როდესაც კორონავირუსის ახალი შტამი – “ომიკრონი” საქართველოში დაფიქსირდება, რაოდენობრივად აქამდე დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევებს გადააჭარბებს.

“იქნება ე.წ. ომიკრონის შტორმი, რომელიც რაოდენობრივად გადააჭარბებს აქამდე არსებული დაინფიცირების რაოდენობას. ამას უნდა დავხვდეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამით, ეს არის ორჯერადად აცრილებისთვის – ბუსტერ დოზა, რომელიც უსაფრთხო გარემოს შექმნის,” – აღნიშნა დევი ტაბიძემ.


პროფესორი გიორგი ფხაკაძე კი მიიჩნევს, რომ „ომიკრონი“ უკვე საქართველოშია და ახლა ჯანდაცვის მენეჯმენტის შეცვლა არ შეიძლება.


„ომიკრონი საქართველოშია.


იანვრის შუა რიცხვებამდე დომინანტი იქნება.


ახლა ჯანდაცვის მენეჯმენტის შეცვლა არ შეიძლება“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 195 შემთხვევა დაფიქსირდა.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/dafiqsirda-tu-araa-saqartveloshi-omikroni-ra-molodinebi-aqvt-da-rodis-varaudoben-rom-akhali-shtami-saqartveloshi-dominanturi-gakhdeba




ჯანდაცვის ექსპერტის 3 ცხოვრება: „როცა მეუბნებიან, მოიყვანე ცოლი – ცოლი რას ნიშნავს? მიხვიდე მერიაში

11/08/2020

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მომუშავე გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა.


ახალ გამოწვევაზე, პანდემიასთან დაკავშირებით მოსალოდნელ პროგნოზებსა და პირადზე სასაუბროდ „ფორტუნა“ ფხაკაძეს დაუკავშირდა.


გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კონსულტანტ-მრჩეველი გახდა: „ჟენევაში მივდივარ“


გვითხრა, რომ ჯანმოს გუნდის წევრი პირველი აგვისტოდან გახდა.


„ამ ორგანიზაციაში, სათავო ოფისში 2006 წელსაც ვმუშაობდი. არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში ვიყავი. საკმაოდ საინტერესო საქმიანობა გვქონდა, მაშინ განვახორციელეთ გულ-სისხლ ძარღვთან დაკავშირებული პირველი კვლევა, რომელიც საჩხერეში ჩატარდა.


ამაყი ვარ, რომ ეს კვლევა ჩვენი ინიციატივით ჩატარდა და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.


რაც შეეხება გამოწვევებს, მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნებს ემსახურება და მე, როგორც ტექნიკური ექსპერტი, ვმუშაობ საკმაოდ საინტერესო ინიციატივაზე, რომელიც შარშან დამტკიცდა.


ეს არის პროგრამა, რომელიც ლტოლვილების და მიგრანტების ჯანმრთელობას ეხება. ვმუშაობთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ მათთვის ჯანმრთელობა იყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი.



ასევე ვმუშაობთ, რომ ექიმები იყვნენ უფრო მომზადებული და შეიარაღებულები და მიგრანტებსა და ლტოლვილებს შესთავაზონ უკეთესი სერვისი.


ისინი ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან. აქვთ ენობრივი და კულტურული ბარიერი. ახალ გარემოში მათ ბევრი დახმარება სჭირდებათ.


სტანდარტები, რომელზედაც ახლა მე კოლეგებთან ერთად ვმუშაობ, დაგვეხმარება, რომ ლტოლვილები და მიგრანტები მთელ მსოფლიოში უკეთესად იყვნენ. ვიქნები აფრიკაში, უკრაინის კონფლიქტის ქვეყნებში და ა. შ. მიხარია, რომ ამ საინტერესო პროცესის ნაწილი ვარ.

ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. როგორც იცით, ვმუშაობდი უკრაინაში, სომალიში, კენიაში, ერაყში, იემენსა და სხვადასხვა ქვეყნებში. ყველგან, სადაც კონფლიქტები იყო.

მოკლედ, დიდი გამოცდილება მაქვს, რომელსაც არ თუ ვერ გამოვიყენებ საქართველოში. ჩვენ სულ სხვა განზომილებაში ვარ. ხარისხიანი ჯანდაცვა არ აინტერესებთ“. – ამბობს ფხაკაძე ფორტუნასთან”.


ჯანდაცვის ექსპერტი ასევე განმარტავს, რომ საქართველოდან არანაირი შემოთავაზება არ მიუღია.


„ძალიან დიდი ხანია მთავრობასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ადრე თუ იყო კონტაქტები და საუბრები, ახლა არის სრული სიჩუმე. სიმართლე გითხრათ, მეც არაფერი დამაკლდა, მაგრამ ეს მთავრობა ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის. ვნახოთ..


ის, რომ საქართველოში ჩვენთან არის კატასტროფული მდგომარეობა ჯანდაცვის კუთხით, კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკამ აჩვენა.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ კოვიდით გარდაცვლილთა 40%-ს ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა. ამით ცხადი ხდება, რა მძიმე მდგომარეობაშია საქართველოს ჯანდაცვა.

ჯანმრთელი მოსახლეობა ვერ დაიცვეს. ჩვენთან ამბობენ, რომ კოვიდი არაა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტმა გუშინ თქვა, ჩვენ დავამარცხეთ კოვიდიო. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, ჯანდაცვის ხარისხზე, საქართველოში ეს ყველას ნაკლებად აინტერესებთ.


ფხაკაძე: ყველა კომუნისტი ჩინოვნიკი პენსიაზე რომ გაუშვათ, ვერა? ერთი ჩრთილოეთ კორეაა და მეორე საქართველო, სადაც კოვიდი დაამარცხეს


ჩემი გამოცდილება სხვა ქვეყნებს უფრო ადგება, ვიდრე საქართველოს. მე შეიძლება მინდოდეს საქართველოს დახმარება, მაგრამ საქართველოდან ამის სურვილი ნულის ტოლია.


არაფერი აინტერესებთ, თუ არ ხარ ჩართული კორუფციულ გარიგებაში და არ ხართ ვიღაცისტი, არ უნდიხარ არავის. სიმართლეს თუ ამბობ, ამ ქვეყანას ეს არ სჭირდება.


ეს არის ფაქტი, რომლის წინაშეც ვდგავართ“ – ამბობს ფხაკაძე.

რამდენად უნდა ველოდოთ ინფექციების გავრცელებას?


„ისტორიულად, როცა იყო დიდი პანდემია, მას მოჰყვა ომი. ისტორიამ ისიც გვაჩვენა, რომ სადაც იყო ომი, იქ ახალი პანდემიები ყოველთვის ჩნდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენთან იყო პანდემია და ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომი დაიწყო.


ყველა კონტინენტზე მაგარი არეულობაა. იქ, სადაც არის საომარი მდგომარეობა, იმას, რა თქმა უნდა, მოჰყვება ინფექციური დაავადებების აფეთქება, მაგრამ პრიორიტეტი ომის დროს არის სამხედრო თემა და არა მედიცინა.



ომის დროს მხოლოდ იმაზე საუბრობენ, ვინ მოიგო და ვინ წააგო. ამიტომაა, რომ კოვიდზე არც უკრაინა და არც რუსეთი არ ლაპარაკობს, რადგან სხვა პრობლემა აქვთ. მაგრამ კოვიდი არც ერთ ქვეყანაში არ გამქრალა.


ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, იმ ადგილას, გაჩნდება პანდემიური კერები. ეს ომის კანონია.


რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ასევე, სხვა კომისიები აქტიურად მუშაობენ, რომ ეს საკითხები შეძლებისდაგვარად იყოს მინიმალიზებული.


ამ პრობლემის გაუქმება შეუძლებელია, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად არის ჩართული, რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

ჯანდაცვის ექსპერტის 3 ცხოვრება

„პირადი ცხოვრება მაქვს ძალიან დალაგებული. იმაზე უფრო დალაგებულია, ვიდრე ეს შეიძლება, ვინმეს ეგონოს. არ მიყვარს საჯარო საუბარი ჩემ პირადზე. მიზეზი ძალიან მარტივია, არ მინდა დავაზიანო ის ადამიანები, ვინც ჩემს გვერდითაა.


ჩემს ვერც ერთ სოციალურ ქსელში ვერ ნახავთ ჩემი პირადი ცხოვრების საკითხებს. იმიტომ რომ სოციალური ქსელი საჯაროა და პირადი უნდა იყოს პირადი.


ევროპაში არასდროს გკითხავენ შენს პირადზე და შენს ფინანსებს და თუ ამბობს ადამიანი, ე.ი. თვითონ უნდა, რომ თქვას.


ჩემი ცხოვრება არ შეცვლილა. არის ისე, როგორც აქამდე იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, მივაღწიე, იმ ბალანს, რომელიც მე ჩემს პირად ცხოვრებაში მაწყობს და ეს ძალიან კომფორტულია. იშვიათია ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ აქვს ისეთი პირადი ცხოვრება, როგორიც უნდა და მე ასეთი ადამიანების რიცხვში ვარ. აწყობილი მაქვს იდეალურად.


მეორე ნახევარზე ვერაფერს გეტყვით. საქართველოში მე როგორ მლანძღავენ იცით და ჩემს გამო ვინმემ რატომ უნდა მიიღოს ერთი საყვედური და ერთი ცუდი კომენტარიც კი. საქართველოში ასეთი ტენდენციაა, აკვირდებიან და მერე კომენტარებს წერენ – თეთრია, შავია, მაღალია თუ დაბალია, მსუქანია თუ გამხდარია.


აქედან გამომდინარე ჩემს ფინანსებს და ჩემს პირად არავის არ ვეუბნები.


როცა მეუბნებიან, მოიყვანე ცოლი – ცოლი რას ნიშნავს? მიხვიდე მერიაში და სახელმწიფოს დაარტყმევინო ბეჭედი, ვისთან წევხარ ლოგინში. ეს არის ოჯახის კონცეფცია?


ეს ხომ პრობლემაა და ეს ხდება 21-ე საუკუნეში. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანის თავისუფლებაზე და ადამიანის პატივისცემაზე, რატომ უნდა იყოს გარეული სახელმწიფო ადამიანის პირად ცხოვრებაში?


ვფიქრობ, დაძველებული მეთოდია. როცა სახელმწიფო შემოდის შენს ლოგინში და გეუბნება, ამასთან რომ წევხარ ლეგალურია და როცა სხვასთან წევხარ არალეგალურია. რა უბედურებაა, რომ 21-ე საუკუნეში კიდევ ამაზე ვსაუბრობთ? ურთიერთობა ფარატინა ქაღალდით არასდროს წყდება. ზოგჯერ ფარატინა ქაღალდმა ეს ურთიერთობა შეიძლება უფრო დააზიანოს.


ასეთი არაერთი გამოცდილება არსებობს, შესაბამისად ჩემმა მეგობრებმაც იციან, რომ ჩემს პირად ცხოვრებაზე არასდროს ვსაუბრობ. არავინ იცის ვინაა ჩემს გვერდით და ამის საჭიროება არცაა.


მე მაქვს სამი ცხოვრება – მაქვს საჯარო ცხოვრება, რომელსაც თქვენ ფეისბუკზე ხედავთ, მაქვს პროფესია, რომელშიც ვარ მთლიანად ჩართული და მაქვს პირადი ცხოვრება.


ეს სამი ცხოვრება ერთმანეთს ხელს არ უშლის. პირიქით ხელს უწყობს“. – ამბობს „ფორტუნასთან“ გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/jandacvis-eqspertis-3-ckhovreba-roca-meubnebian-moiyvane-coli-coli-ras-nishnavs-mikhvide-meriashi-da-sakhelmwifos-daartymevino-bechedi-vistan-wevkhar-loginshi




როგორია საქართველოს მზადყოფნა კოვიდ-19-ის შესაძლო მეორე ტალღისთვის

21/07/2020

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღისთვის მზად არ არის. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი სამედიცინო საკითხებში გიორგი ფხაკაძემ პარიზიდან ისაუბრა.


მისივე თქმით, საზღვრების გახსნის შემდეგ, სასაზღვრო კონტროლის მიუხედავად, საქართველოში კოვიდდადებითი ტურისტი მაინც შემოვა, რაც ქვეყანას დამატებით პრობლემებს შეუქმნის. ფხაკაძის განცხადებით საქართველო უსაფრთხო სიტუაციას ინაჩუნებს იმიტომ,რომ არ არის საზღვრები გახსნილი,თუმცა როგოც კი გაიხსნება საფრთხე საგრძნობლად გაიზრდება რადგან ინკუბაციის პერიოდში ვირუსი

ასიმპტომურია.


ის მექანიზმები, რაც სასაზღვრო კონტროლისას იქნება, ძალიან ზედაპირულია. ჩვენ მაინც გამოგვეპარება პოზიტიური ხალხი. ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ ავცდებით.


მოდით, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მეორე ტალღისთვის მზად არის. ის შეზღუდვები რომელიც მიღებულია, იმიტომ არის, რომ ხელისუფლებაში ჩემზე უკეთ იციან, რომ მეორე ტალღისთვის ქვეყანა მზად არ არის,”-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/rogoria-saqartvelos-mzadyofna-kovid-19-shesadzlo-meore-talghistvis



“გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას, სჯობს პირბადე ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ”-ეფექტურია თუ არა

საქართველოს ჯერჯერობით კორონავირუსთან საბრძოლველად ვაქცინა არ აურჩევია. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კი მოსახლეობის ვაქცინაცია უკვე დაწყებულია.

ვაქცინის შერჩევაში ზოგმა შეცდომა დაუშვა, ზოგი კი ჯერჯერობით აკვირდება, როგორ ინაწილებენ მდიდარი ქვეყნები მსოფლიოში უკვე შექმნილ ვაქცინებს.

საქართველოში კი ბევრს არ უნდა, რომ ჩინურ ვაქცინაზე გაკეთდეს არჩევანი.

„რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა“ რომ არ დაგვემართოს ამისთვის საჭიროა, დაველოდოთ როგორ განვითარდბა მოვლენები სხვა ქვეყნებში, – გვითხრა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ.

 
 

ქვეყანაში ახალი კოვიდშეზღუდვები დაწესდა/კოვიდვაქცინა სეზონური გახდება / მასწავლებლის პროფესია და

15/12/2021

ქვეყანაში დაწესებულ ახალი კოვიდშეზღუდვებს აფასებს გადაცემაში “კვირის თემა” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე და პასუხობს ვაქცინაციასა და პანდემიასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ხშირად დასმულ შეკითხვებს;


გადაცემაში მასწავლებლის პროფესიისა და მისი პოპულარიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს ზურაბ კერვალიშვილი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი;

პირველად მოვისმინე ადეკვატური, სიტუაციასთან შესაბამისი, ნაკლებად პოლიტიზირებული, ნაკლებად მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული და სწორი გადაწყვეტილება – გიორგი ფხაკაძე ახალ შეზღუდვებზე



პირველად მოვისმინე ადეკვატური, სიტუაციასთან შესაბამისი, მეცნიერებაზე დაფუძნებული, ნაკლებად პოლიტიზირებული, ნაკლებად მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული და პრაგმატულად სწორი გადაწყვეტილება, – ასე აფასებს პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებს “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” და აღნიშნავს, რომ საკოორდინაციო საბჭოსგან შემოთავაზებულ ყველა პუნქტს სრულად ეთანხხმება.


“ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, ვეღარ ვაკონტროლებთ ვითარებას და როგორც ჩანს, პირველად, საღმა აზრმა გაიმარჯვა. ნამდვილად გამიკვირდა, პირველად ვნახე საქართველოში, გლობალურად ამდენი სწორი გადაწყვეტილების ერთდროულად მიღება და განხორციელება.”


ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, არავაქცინირებული პირების სხვადასხვა დაწესებულებაში ვიზიტი დროულად უნდა აიკრძალოს.

“ყველა იმ პუნქტს რომელიც საბჭოსგან იყო შემოთავაზებული თავიდან-ბოლომდე ვეთანხმები, თუმცა, მე, ალბათ უფრო მეტად რადიკალური ვიქნებოდი კოვიდპასპორთებთან, ე.წ მწვანე საშვებთან დაკავშირებით. საფრანგეთში, უკვე, ორშაბათიდან აღარ დაიშვებიან პირები საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ კაფეებში. საქართველოშიც ამ კუთხით შეზღუდვის დაწესება არა სექტემბრიდან, არამედ სასწრაფოდ უნდა დაწყოს.”

საზოგადოებრივო ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილ ფონს კიდევ უფრო მეტად ართულებს დაგეგმილი არჩევნები, რომელიც მისი განცხადებით ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.

“აქ არის პოლიტიკური მომენტი, არჩევნებია და მე სულ ვამბობდი, რომ ჩვენ ახლა შევდივართ არჩევნების ფაზაში. არჩევენები კი არის ყველაზე დიდი ბუსტერი, მიზეზი, რატომაც ვრცელდება ვირუსი სწრაფად და დღეს ვხედავთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილება არის მხოლოდ არაპროფესიონალური და პოლიტანგაჟირებული.

გულწრფელად გამიკვირდა და გამიხარდა, რომ როგორც ჩანს შეძლო ჯანდაცვის მინისტრმა თავისი პოზიციის გატანა და ჩვენ ახლა გვაქვს ნაკლებად პოლიტიკური და უფრო მეტად ჯანდაცვის სფეროსკენ მიმართული გადაწყვეტილებები.


აღმოჩნდა, რომ არჩევნების პერიოდშიც ყოფილა მსგავსი შეზღუდვების დაწესება შესაძლებელი.” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ნინი ხუგაშვილის გადაცემაში “კვირის თემა”.


მისივე მოსაზრებით, შეზღუდვების დაწესების ფონზე, არსებული ეპიდვითარების გაუმჯობესებას 2 კვირის შემდეგ უნდა ველოდოთ.


“კოვიდვაქცინა სეზონური გახდება და მოგვიწევს სეზონური გრიპისა და სეზონური კოვიდვაქცინის გაკეთება”

პანდემია ნიშნავს, რომ მსოფლიო არის ინფიცირებული და სანამ ერთი ადამიანიც კი იქნება ისეთი, რომელიც არ არის აცრილი და ჯერ არ გადაუტანია კოვიდი, მუდმივი რისკის ქვეშ ვართ, – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა და არსებული ეპიდვითარების ფონზე პანდემიის დაძლევის გზებზე ისაუბრა.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის მოსაზრებით, თუ საწყის ეტაპზე ითვლებოდა, რომ პანდემიას მსოფლიო 2 წელიწადში დაამარცხებდა, ახალი შტამების გავრცელების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა “დელტა” შტამი ახალი ეპიდემიის მსგავსად ვრცელდება, პანდემიის დასრულების დრო უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში კოვიდვაქცინა გრიპის საწინაააღმდეგო ვაქცინის მსგავსად, სეზონური გახდება.

“ჩვენ ვიცით, რომ 200-ზე მეტ სხვადასხვა მედიკამენტზე მიმდინარეობს მუშაობა და ალბათ, წლის ბოლოსთვის ძალიან საინტერესო შედეგები გევქნება.
300-ზე მეტ სხვადასხვა ვაქცინაზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა, დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო ეფექტური და იაფი ვაქცინებიც დაგვეწევა და მალე, მხოლოდ მოდერნასა და ფაიზერის იმედზე აღარ ვიქნებით.

სანამ პანდემია იქნება დედამიწაზე, ჩვენ უნდა დავიცვათ თავი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ვხედავთ 7 სხვადასხვა საყურადღებო შტამის ცირკულაციას.


ამიტომ ვფიქრობ, კოვიდვაქცინა სეზონური გახდება და მოგვიწევს სეზონური გრიპისა და სეზონური კოვიდვაქცინის გაკეთება, რომელიც, სავარაუდოდ, სექტემბრ-ოქტომბრის თვეებში გაკეთდება ხოლმე” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ და აღნიშნა, პროცესი ვაქცინაციის გარდა,შესაძლოა გახდეს მედიკამენტოზურიც.


ფხაკაძე მიიჩნევს, რომ პანდემიის დასრულება მოქალაქეების პასუხისმგებლიან ქცევაზეც არის დამოკიდებული – “ერთობლივი ძალისხმევა გვჭირდება ერთმანეთის დასახმარებლად. ვაქცინაციასთან ერთად, ალბათ წამლებიც დავგეხმარება, თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ სამედიცინო პირბადეზე უკეთესი წამალი დღეს არ არსებობს.


მუტაცია არ ვიცით საითკენ წავა, არავინ ელოდა რომ დელტა ვირუსი გახდებოდა ცალკე აღებულია ეპიდემია, ის ისე აფეთქდა რომ არავინ ელოდა, ჩვენ ველოდით რომ პანდემია 2 წელიწადში დასრულდებოდა, ასევე ბრიტანული ვირუსიც თითქოს სუსტდებოდა, მაგრამ დელტამ ყველაფერი გადმოატრიალა.

ჩვენ ასევე გვაქვს 7 სხავადსხვა ტიპის საყურადღებო ვარიანტი დელტას გარდა, რომელიც მაგალითად კოლუმბიდაან, პერუდან და აშშ-დან წამოვიდა და არიან ძალიან საყურადღებო ვარიანტები, რომელთანაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ – ერთადერთი გამოსვაალი ვაქცინაციაა და რატომ ვაქცინაცია? – ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ვირუსი არ გამრავლდეს.

თუ ჩვენ ვირუსს გადავუკეტეთ გავრცელების გზა, ის ვეღარ განიცდის მუტაციას და რა თქმა უნდა, ჩვენ დავამარცხებთ ეპიდემიას და რაც უფრო ჯიუტად არ გამოვიყენებთ სამედიცინო პირბადეს და ვაქცინაციას, ვირუსი პირიქით იხეირებს, გამრავლდება, მუტაციაც ექნება და უფრო დიდხანს დაგვტანჯავს” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “კვირის თემაში” სტუმრობისას.



ვაქცინაცია ორსულებსა და მეძუძურ დედებში

“აუცილებლად, ყველა ფეხმძიმე უნდა აიცრას, ასევე ისინიც ვისაც ორსულობა აქვს გადაწყვეტილი. სხვადასხვა ქვეყანის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორსულობიდან 10 კვირის შემდეგ ვაქცინაცია ეფექტიანია და ასევე ლაქტაციის დროს აუცილებლად უნდა აიცრას ყველა.

ფეხძიმობისას კოვიდი მძიმედ მიმდინარეობს, სიკვდილობა არის მაღალი ბავშვებშიც (ნაყოფის)და ორსულობის დროსაც. სტატისტიკას თუ გადავხედავ ძალიან მძმიედ გადიან ორსულობისა და მშობიარობის პროცესს – ერთი შენიშვნა, მე ვსაუბრობ მხოლოდ ფაიზერის ვაქცინაზე

სხვა ვაქცინებზე ჯერ არ გავქვს შესაბამისი კვლევები, მაგრამ ფაიზერი როგორც ფეხმძიმეებისათის ასევე ლაქტაციის პერიოდში აუცილებლად და ის ოჯახები სადაც არიან პატარა ბავშები და ლაქტაციის პერიოდია არამხოლოდ დედა, არამედ მამაც და ოჯახის სხვა ყველა წევრი უნდ აიყოს აცრილი, რომ ბავშვი რომელიც არ არის აცრილი – დავიცვათ.”


მედიკამენტების შეწყვეტა აცრის წინ

“თავიდან იყო ძალიან ბევრი შიში, რადგან ინფორმაციის ნაკლებობა გვქონდა. დღეს პასუხი არის უმარტივესი – რაც უფრო ბევრი ქრონიკული დაავადება აქვს ადამიანს და მით უფრო სწრაფად უნდა გაიკეთოს ვაქცინა – ეს არის პირველი.


მეორე – როდის არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება – როცა გაქვს სიცხე, სიცხე ნიშნავს რომ ორგანიზმში რაღაც ანთებითი პროცესია, და უნდა გადავდოთ 1 კვირით. როგორც კი სიცხე დაიწევს, თავისუფლად შეგვიძლია აცრა და მხოლოდ ქრონიკულ დაავადებებზე არ ვსაუბრობ, ეს ეხება ალერგიებსაც – მთავარია არ უნდა იყოს ალერგიის პიკი.


აცრის წინ მედიკამენტის შეწყვეტა არ არის საჭირო. შეუძლიათ განაგრძონ მედიკამენტების მიღება რეგულარულად, როგორც მანამდე.”


ვაქცინის ბუსტერ დოზა

ე.წ “ბუსტერი” სხვა ვაქცინა შესაძლებელია? რას ამბობს ბოლო კვლევები?


“უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი იცვლება, მედიცინაც იცვლება და ყოველდღე ახალი სიახლე გვაქვს. სიახლის კუთხით თუ თავიდან ბევრი მეცნიერი ფიქრობდა, ფრთხილობდა რომ ვაქცინები არ უნდა შერეულიყო – შედეგმა გვაჩვენა რომ დაბალეფექტური ვაქცინების შემდეგ ბუსტერ დოზა არის მაღალეფექტური, მაგალითაც ფაიზერი ან მოდერნა და შედეგი იყო ძალიან კარგი.


ბუსტერს უკვე ბევრი ქვეყანა იყენებს.


რა არის ბუსტერი – ბუსტერი არ არის ცალკე ვაქცინა, ეს იგივე ფაიზერის ვაქცინაა – მესამე დოზად. მოქალაქეების ნაწილისთვის არ არის ძალიან ფექტური 2 დოზა, მაგ. 60 წელს გადაცილებული და ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები – ამ შემთხვევაში მათთვის ბუსტერი რეკომენდებულია და ასევე მათთვისაც ვინც დაბაელეფქტური ვაქცინები გამოიყნა.


რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ძლიერად და კარგად იცავენ ვაქცინები მას .რაც უფრო ასაკიანია ადამიანი, სამწუხაროდ ვაქცინები არ არის ისეთი ეფექტური.

თუ 16 წლისას ვაქცინას იცავს 94%-ით, 60-70 წელს გადაცილებულისათვის ციფრი შეიძლება იყოს 64%, შესაბამისად 5-6 თვის შემდეგ, განსაკუთრებულად იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადება, ბუსტერი ანუ მესამე გაძლიერებული დოზა საჭიროა, იმისათვის რომ გაძლიერებული იმუნიტეტი დაეხმაროს ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

განსაკუთრებით იმ ქვეყნებში სადაც დაბალეფტური ვაქცინები იყო გამოყენებული, გადაწყვიტეს, რომ 60 წელს გადაცილებულ პირებსა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში გაკეთდეს მესამე დოზა ბიონტექ ფაიზერი ან მოდერნა.” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “კვირის თემაში” სტუმრობისას.








Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/show-archive/qveyanashi-akhali-kovidshezghudvebi-dawesda-kovidvaqcina-sezonuri-gakhdeba-maswavleblis-profesia-da-popularizacia-kviris-temis-podkasti


„პირველი რჩევა – თუ სადმე ნეგატივია გამორთეთ!“ – გიორგი ფხაკაძის პოზიტიური რჩევები საზოგადოებას

15/12/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგი “ლაივ” ჩართვის მეშვეობით, საზოგადოებას მიმართავს.


გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს ხალხს, რომ პირველ რიგში პოზიტიური განწყობა შეინარჩუნონ და ყოველგვარ ნეგატივს განერიდონ.


“ცუდი ამბავია ტელევიზორში? გამორთეთ!


ვიღაც ოთახში ლაპარაკობს რაიმე ცუდს? გადით იმ ოთახიდან!


ძალიან გთხოვთ თქვენს ნერვებსა და იმუნურ სისტებას გაუფრთხილდით.


გინება, ლანძღვა, ჩხუბი-ამის მოსმენა საშინელებაა!


პოზიტურ აურას თქვენ გარდა ვერავინ ვერ შექმნის, ყველაფერი არის თქვენს ხელში.


პირველ რიგში პოზიტივი გამოხატეთ. დილით როცა ადგებით, როცა აბაზანაში შეხვალთ და სარკეში ჩაიხედებით, თქვენ თავს გაუღიმეთ, არ იფიქროთ პრობლემებზე, დღეს ყველას გვაქვს პრობლემები.


დილით თქვენს თავს რომ შეხედავთ სარკეში უთხარით, რომ ყველაფერი იქნება კარგად. შეეცადეთ ასევე დღეში ერთხელ მაინც რაიმე სიკეთე გააკეთოთ, არ აქვს მნიშვნელობა რა, სიკეთე ფულში არ არის, ის შეიძლება ერთ ღიმილშიც იყოს. ეს იქნება ერთი პატარა რჩევა ჩემგან,“-აღნიშნავს ფხაკაძე „ფეისბუქ“ ლაივში საუბრისას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/pirveli-rcheva-tu-sadme-negativia-gamortet-giorgi-fkhakadzis-pozitiuri-rchevebi-sazogadoebas


როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან – გიორგი ფხაკაძის 7 რჩევა საზოგადოებას

11/01/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსისგან თავის დასაცავად საზოგადოებას 7 მარტივ რჩევას აძლევს.


სასარგებლო რჩევების შესახებ ინფორმაციას პროფესორი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.


“გაითვალისწინეთ გიორგი ფხაკაძის რჩევები და დაიცავით თავი კოვიდისაგან ❗❗❗


✅პირბადე ❗


✅ორმეტრიანი დისტანცია❗


✅ხელების დაბანა 20 წამი❗


✅C ვიტამინი (ფორთოხალი/მანდარინი) ❗


✅ D ვიტამინი ( 35 წუთი მზეზე ყოფნა)❗


✅დღეში 10 000 ნაბიჯი, ან 45 წუთი სიარული სუფთა ჰაერზე❗


✅ პოზიტივი❗” – აღნიშნულია გიორგი ფხაკაძის მიმართვაში.


მესამე ტალღა აპრილამდე იქნება თუ სწორ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, გააკეთონ სუბსიდირება, რომ პირბადე 5 თეთრი ღირდეს – გიორგი ფხაკაძე

,,ყველაზე კარგი წამალი არის დადებითი ემოციები! ეს არის წამალი, რომელსაც ვერ იყიდით აფთიაქში, ექიმიც ვერ გამოგიწერთ” – პროფესორი გიორგი ფხაკაძე


“ზაფხული ძალიან კარგი გვექნება, მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება, გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს, მაისამდე რამენაირად გავძლოთ” – გიორგი ფხაკაძე



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/rogor-davicvat-tavi-koronavirusisgan-giorgi-fkhakadzis-7-rcheva-sazogadoebas


“მინიმუმ 45 წუთი დღეში ბავშვმა უნდა ისეირნოს, ეს წყლის დალევის ტოლფასია… ამოიღეთ შაქარი! ის არის..

15/01/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მშობლებს სასარგებლო რჩევებს აძლევს.


გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციით, აუცილებელია ბავშვები 45 წუთის განმავლობაში მაინც სუფთა ჰაერზე იყვნენ. პარალელურად, უნდა მოწყდნენ ინტერნეტსაც.


პროფესორი ასევე ურჩევს მშობლებს, ბავშვების რაციონიდან ამოიღონ შაქარი.


“პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თუ არის ამის შესაძლებლობა, რომ გავიდეთ ბუნებაში. თუ გვაქვს ქალაქგარეთ სახლი, ჯობია გადავიდეთ იქ და არ ვიყოთ ქალაქში. სხვათა შორის, ევროპაშიც არის, რომ ყველა გადის ქალაქგარეთ. იფიქრეთ, რომ 2023 წლამდე ეს გაგრძელდება, ეს არ არის, რომ ერთი თვე მოვითმინოთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება, არ იქნება კარგად და ჯობია მოვემზადოთ, რეალობას შევხედოთ თვალებში.


ბავშვებს რაც შეეხება, რაც შეიძლება მეტად უნდა დახარჯონ კალორიები, ბავშვებმა უნდა ირბინონ, უნდა გავიდეთ გარეთ. პრობლემაა პირბადის ტარება. რა თქმა უნდა, როცა დარბიხართ, პირბადე არ უნდა გამოიყენოთ, სპორტის დროს პირბადე არ უნდა გამოიყენოთ. როცა ადამიანი დარბის, კარგია დისტანცია იყოს 4 მეტრი და არა 2 მეტრი.


მინიმუმ 45 წუთი დღეში ბავშვმა უნდა ისეირნოს. ეს წყლის დალევის ტოლფასია. რაც უფრო მეტია, მით უფრო უკეთესია, რაც უფრო მეტ ხანს იქნება გარეთ, ირბენს, მით უკეთესია.


მე რეკომენდაციას ვუწევ ყველა მშობელს, ამოიღეთ შაქარი. აბსოლუტურად არაფერი შაქრიანი, არც კანფეტი, არც ნამცხვარი. შაქარი არის შხამი და ეს არის გამომწვევი ძალიან ბევრი დაავადების.


ინტერნეტთან დიდი ხანი ჯდომა არის ძალიან ცუდი. უყიდეთ ბავშვებს წიგნები, ძალიან კარგი წამალია.“-განაცხადა გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/minimum-45-wuti-dgheshi-bavshvma-unda-iseirnos-es-wylis-dalevis-tolfasia-amoighet-shaqari-is-aris-shkhami-da-gamomwvevia-dzalian-bevri-daavadebis-giorgi-fkhakadzis-rchevebi-mshoblebs


“ჩამოვალ საქართველოში, ვიმუშავებ 1 ლარად, არ მინდა ხელფასი, ოღონდ ერთი პირობი…” – გიორგი ფხაკაძის

05/03/2021

“მე ვარ პროფესიონალი, მიყვარს ჩემი საქმე, ვმუშაობ და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და ვიცი.


შესაბამისად, ჩემი წინადადება არის ძალიან მარტივი, დიდი სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში, ვიმუშავებ 1 ლარად, ოღონდ ერთი პირობით”, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის მრჩეველი და მთავარ პირობას ასახელებს.


როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შეიკრიბება მთავრობა, ოპოზიცია და ყველა ის პატარა პარტია, რომელიც პარლამენტში ვერ მოხვდა.


ფხაკაძე განმარტავს, რომ არავი მომხრე არ არის და ვერასდროს იქნება ვერცერთი პარტიის წევრი. აღნიშნულ პირობას კი პოლიტიკური პარტიების ერთობისთვის აყენებს:

“უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტია, დასხდნენ – ხომ ვერაფერზე რიგდებიან. არ მინდა ხელფასი, იმის ნერვები არ მაქვს, რომ თქვან, ფხაკაძემ ბიუჯეტის ფული აიღოო.


აგერ ვარ გიორგი ფხაკაძე, გთავაზობთ, ყველანი შეიკრიბეთ, მთავრობა ოპოზიცია, ის პატარა პარტიებიც, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდით და იფიქრეთ, როგორ შეიძლება ფხაკაძე გამოიყენოთ. ფხაკაძე ჩამოვა და თქვენ უთხარით, ბატონო გიორგი, ჩვენ გვინდა: A, B, C, D, ეს გვინდა, ეს გვინდა”. – თქვა გიორგი ფხაკაძემ.


“არაფერი გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში… დაგვერხა, თან ძაან მაგრად” – გიორგი ფხაკაძე

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/chamoval-saqartveloshi-vimushaveb-1-larad-ar-minda-khelfasi-oghond-erti-pirobi-giorgi-fkhakadzis-shetavazeba



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights