ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

“მინიმუმ 45 წუთი დღეში ბავშვმა უნდა ისეირნოს, ეს წყლის დალევის ტოლფასია… ამოიღეთ შაქარი! ის არის..

15/01/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მშობლებს სასარგებლო რჩევებს აძლევს.


გიორგი ფხაკაძის რეკომენდაციით, აუცილებელია ბავშვები 45 წუთის განმავლობაში მაინც სუფთა ჰაერზე იყვნენ. პარალელურად, უნდა მოწყდნენ ინტერნეტსაც.


პროფესორი ასევე ურჩევს მშობლებს, ბავშვების რაციონიდან ამოიღონ შაქარი.


“პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, თუ არის ამის შესაძლებლობა, რომ გავიდეთ ბუნებაში. თუ გვაქვს ქალაქგარეთ სახლი, ჯობია გადავიდეთ იქ და არ ვიყოთ ქალაქში. სხვათა შორის, ევროპაშიც არის, რომ ყველა გადის ქალაქგარეთ. იფიქრეთ, რომ 2023 წლამდე ეს გაგრძელდება, ეს არ არის, რომ ერთი თვე მოვითმინოთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება, არ იქნება კარგად და ჯობია მოვემზადოთ, რეალობას შევხედოთ თვალებში.


ბავშვებს რაც შეეხება, რაც შეიძლება მეტად უნდა დახარჯონ კალორიები, ბავშვებმა უნდა ირბინონ, უნდა გავიდეთ გარეთ. პრობლემაა პირბადის ტარება. რა თქმა უნდა, როცა დარბიხართ, პირბადე არ უნდა გამოიყენოთ, სპორტის დროს პირბადე არ უნდა გამოიყენოთ. როცა ადამიანი დარბის, კარგია დისტანცია იყოს 4 მეტრი და არა 2 მეტრი.


მინიმუმ 45 წუთი დღეში ბავშვმა უნდა ისეირნოს. ეს წყლის დალევის ტოლფასია. რაც უფრო მეტია, მით უფრო უკეთესია, რაც უფრო მეტ ხანს იქნება გარეთ, ირბენს, მით უკეთესია.


მე რეკომენდაციას ვუწევ ყველა მშობელს, ამოიღეთ შაქარი. აბსოლუტურად არაფერი შაქრიანი, არც კანფეტი, არც ნამცხვარი. შაქარი არის შხამი და ეს არის გამომწვევი ძალიან ბევრი დაავადების.


ინტერნეტთან დიდი ხანი ჯდომა არის ძალიან ცუდი. უყიდეთ ბავშვებს წიგნები, ძალიან კარგი წამალია.“-განაცხადა გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/minimum-45-wuti-dgheshi-bavshvma-unda-iseirnos-es-wylis-dalevis-tolfasia-amoighet-shaqari-is-aris-shkhami-da-gamomwvevia-dzalian-bevri-daavadebis-giorgi-fkhakadzis-rchevebi-mshoblebs


“ჩამოვალ საქართველოში, ვიმუშავებ 1 ლარად, არ მინდა ხელფასი, ოღონდ ერთი პირობი…” – გიორგი ფხაკაძის

05/03/2021

“მე ვარ პროფესიონალი, მიყვარს ჩემი საქმე, ვმუშაობ და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და ვიცი.


შესაბამისად, ჩემი წინადადება არის ძალიან მარტივი, დიდი სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში, ვიმუშავებ 1 ლარად, ოღონდ ერთი პირობით”, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის მრჩეველი და მთავარ პირობას ასახელებს.


როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შეიკრიბება მთავრობა, ოპოზიცია და ყველა ის პატარა პარტია, რომელიც პარლამენტში ვერ მოხვდა.


ფხაკაძე განმარტავს, რომ არავი მომხრე არ არის და ვერასდროს იქნება ვერცერთი პარტიის წევრი. აღნიშნულ პირობას კი პოლიტიკური პარტიების ერთობისთვის აყენებს:

“უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტია, დასხდნენ – ხომ ვერაფერზე რიგდებიან. არ მინდა ხელფასი, იმის ნერვები არ მაქვს, რომ თქვან, ფხაკაძემ ბიუჯეტის ფული აიღოო.


აგერ ვარ გიორგი ფხაკაძე, გთავაზობთ, ყველანი შეიკრიბეთ, მთავრობა ოპოზიცია, ის პატარა პარტიებიც, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდით და იფიქრეთ, როგორ შეიძლება ფხაკაძე გამოიყენოთ. ფხაკაძე ჩამოვა და თქვენ უთხარით, ბატონო გიორგი, ჩვენ გვინდა: A, B, C, D, ეს გვინდა, ეს გვინდა”. – თქვა გიორგი ფხაკაძემ.


“არაფერი გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში… დაგვერხა, თან ძაან მაგრად” – გიორგი ფხაკაძე

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/chamoval-saqartveloshi-vimushaveb-1-larad-ar-minda-khelfasi-oghond-erti-pirobi-giorgi-fkhakadzis-shetavazeba



ჩინური ვაქცინა დავასაწყობოთ, მაგრამ არ გამოვიყენოთ, მისი ჩამოტანა დანაშაულია – გიორგი ფკახაძე

01/04/2021

იქნება თუ არა ქვეყანაში მესამე ლოკდაუნი, მაშინ როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს.


კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს არ მიგვიღია, ვაქცინაციის ფონზე რამდენად მოსალოდნელია პანდემიის მესამე ტალღა. საკითხზე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში „კვირის თემა“ პროფესორმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა.


„ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, რომ საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი არის ოთხი.


როცა შენ გაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ შენ უკვე იცი, რომ მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, რომ საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო ორი კვირის უკან.


ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ და რატომ ვიტყუილებთ თავს, მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ და ნოემბერში ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში.


ზაფხულში ვამბოდი, რომ მეორე ტალღა აუცილებლად იქნებოდა. ამბობდნენ, რომ ხალხს პანიკაში ვაგდებდი. მაგრამ შენ თუ მოემზადები, უფრო შეიარაღებული ხარ და უფრო იოლად გადაიტან ამ პრობლემას. როცა იცი, რომ პრობლემა მოდის და სპეციალურად არ ემზადები ამ პრობლემისთვის, მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში“. – ამბობს ექსპერტი „კვირის თემასთან“ საუბარში.


ექსპერტი საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.

„უკვე დავიღალე სახლმწიფო უწყებების არაპროფესიონალიზმზე საუბრით და კრიტიკით. სულ ვიმეორებ, რომ ჩვენ არაფერი არ ვისწავლეთ.
ორი სამი კვირის წინ ვამბობდი, რომ პირველი უნდა აცრილიყო პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი. მერე ხომ მაინც აიცრნენ.


ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდნილია. რატომ? უნიათური და არაპროფესიონალური კორუფციული ნაზავია. ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ და დაავადებათა კონტროლის სააგენტომ, რომ ეს პროგრამა ჩავრდნილიყო და ამას ნურავის ნუ აბრალებენ.

სხათა შორის მეც მაბრალებენ, რომ მეც ვარ ანტივაქსერი. კარგით რა, ნამუსიც კარგი საქონელია. ელემენტარულია, რომ საინფორმაციო კამპანია ვერ მოამზადეს და ახლა კიდევ გავიგე, რომ ჩინური ვაქცინა შემოაქვთ. ეს ხომ ახლა კორუფციული ამბავია და ეს ხომ დანაშაულია.

როგორ შეიძლება შემოიტანო ჩინური ვაქცინა. ჩამოაქვთ ვაქცინა, რომელიც არსად არ არის რეგისტრირებული. თუ ზიმბაბვეში და მოზამბიკაშია დარეგისტრირებულია, კი ბატონო. მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს ვაქცინა არაა დარეგისტრირებული. ჩვენთან რომ ნორმალური ქვეყანა გვქონოდა, ეს ხალხი უკვე ციხეში იქნებოდა, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ“, – აცხადებს ფხაკაძე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია, მაგრამ არ იყენებენ



„საქართველოში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინები და ის წამლები, რომლებიც იქნებიან რეკომენდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.


მე არ ვამბობ, რომ სახელმწიფომ არ უნდა ილაპარაკოს სამომავლოდ კარგ ვაქცინებზე. ჩინურები კი ბატონო, ვიყიდოთ, დავასაწყობოთ, მაგრამ არ გამოვიყენოთ, სანამ არ იქნება აღიარებული. სხვათა შორის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ძალიან საინტერესო მაგალითია. ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია. მაგრამ არ იყენებენ, ელოდებიან მარეგულირებელი როდის გასცემს პასუხს.


ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი წამალი და ნებისმიერი ვაქცინა უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული.

მეორე საკითხია, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. ადამიანს თუ უნდა უნდა, ვაქცინა უნდა გაიკეთოს და თუ არ უნდა, დაძალება ყოველთვის უკუშედეგს გვაძლევს.

საქართველოში კარგად დავინახეთ ამის მაგალითი. რაც უფრო მეტი დაძალება იქნება, მით უფრო უარყოფა იქნება მოქალაქეების მხრიდან. ასევე საჭიროა პროცესის გამჭვირვალობა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ნებაყოფლობაზე.


ექვსი თვეა ვამბობ, გააკეთეთ ელექტრონული ბარათები. როცა შენ აკეთებ ახალ ვაქცინას შენ უნდა ვიცოდეთ, რა ალერგიული ფონი აქვს ადამიანს. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, ეს ალერგია მაქვს და შემიძლია, გავიკეთო თუ არა ვაქცინაო და ეს არასწორია, როცა ყველა ელოდება ჩემგან კის, ან არას.


ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური, ექიმმა უნდა გააკეთოს შეფასება და რისკებიც უნდა იყოს შეფასებული.


ექიმმა უნდა მისცეს დასკვნა, გაიკეთოს თუ არა ვაქცინა და ეს უნდა იყოს დიალოგი და არა იმის თქმა, გინდა თუ არა გაიკეთეო.


მე ვამბობ, რომ ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ გამო უნდა შეჩერებულიყო, როგორც ევროპაში.


სახელმწიფო ამბობს, ჩვენ ვუყურებთ ძლიერ მარეგულირებელს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი.


ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტრო? საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო, გერმანიის ჯანდაცვი სამინისტრო, კანადის ჯანდაცვის სამინისტრო როცა გუბნება, რომ 50 – 55 წლის ქვევით არაა სასურველი რომ გამოიყენო „ასტრაზენეკა“, ალბათ დასაფიქრებელია და ამას კიდევ მეორე მომენტი ემატება. ხალხს აქვს ინტერნეტი.


უყურებენ ამ ინტერნეტს და ამბობენ, იქ თუ არის აკრძალული, ჩვენთან რატომ არ არის აკრძალული? დასვამენ ამ კითხვას და ამ ყველა კითხვაზე პროფესიული პასუხი უნდა იყოს გაცემული“. – ამბობს ფხაკაძე „კვირის თემასთან“ საუბრისას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/chinuri-vaqcina-davasawyobot-magram-ar-gamoviyenot-misi-chamotana-danashaulia-giorgi-fkakhadze


თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას, მიხვდებით – ფხაკაძე კორონავირუსის…

06/04/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მორიგი ლაივ ჩართვის მეშვეობით საზოგადოებას მიმართავს და საჭირო რჩევებს გასცემს.


პროფესორი საქართველოში ჩინური ვაქცინის დასაწყობების ფაქტს აფასებს და ამბობს, რომ არასწორი იყო, როცა საქართველომ „სინოფარმზე“ გააკეთა არჩევანი.

ჩინური ვაქცინის შემოტანა სიგიჟე იყო

„გისურვებთ ჯანმრთელობას, იყავით კარგ ხასიათზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გისურვებთ გამძლეობას!


პრესკონფერენციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის გამოსვლას მოვუსმინე, ჩემთვის ნათელი გახდა, როგორც თეთრი და შავი, გარდა იმისა, რომ რუსეთიდან გვაქვს წნეხი, ახლა კიდევ ჩინეთიდან წამოვიდა წნეხი.


ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, – ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს, ეს საჯაროდ თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. დღეს კი დავინახეთ სულ სხვა სურათი.


„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით დალაგებული არ არის სისტემა. ვაქცინა, რომელიც ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ არის გაკეთებული, ყველა ინფორმაცია არის საჯარო, ყველა ინფორმაცია არსებობს. როგორც კი რაიმე უკუჩვნება (ქავილი, გაწითლება) დაემართება ვაქცინის შემდეგ ადამიანს, მაშინვე რეგისტრირდება, ყველაფრის გასარკვევად.


არის კიდევ მართლა ძლიერი მარეგულირებლის მიერ დარეგისტრირებული ვაქცინა.


ქვეყანაში შემოიტანეს ჩინური ვაქცინა, რაც პრინციპში სწორიც არის, შემოტანა არ არის პრობლემა. ისრაელი და აშშ-იც ასე მოიქცა. აშშ-ში შეტანილია 170 მილიონი „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, მაგრამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა არ არის რეგისტრირებული ამერიკაში.


საწყობში აქვთ და ადგილობრივი მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ისრაელიც ასე მოიქცა, შეიტანეს „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინა და ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას, მანამდე დასაწყობებული იყო.


როცა საქართველოს ჯანდაცვის სამინსტრომ თქვა, რომ შემოიტანდნენ და დაასაწყობებდნენ, სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, რომ უსაფრთხოა, შეგიძლიათ გამოიყენოთ.


მინდა, ვისაუბრო იმ 82 მავნებელ ორგანიზაციაზე თუ ადამიანზე, ვინც იღებდა მონაწილეობას საქართველოში ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით. მთელი უბედურება დევს ამ დოკუმენტში, „სადღეგრძელოები“ რომ არის დაწერილი.


იქ არის ერთი პუნქტი, სადაც მითითებულია, – ძლიერი მარეგულირებლის მიერ და არ არის მითითებული, რომელი ძლიერი მარეგულირებელია. ზიმბაბვე რატომ არ არის ჩადებული, მე ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტროს ძალიან კარგად ვიცნობ. მაქვს შეკითხვა, რატომ არის მითითებული რომელი ძლიერი მარეგულირებელია?!“


ახლა აღმოჩნდა, თურმე უნგრეთი არის ძლიერი მარეგულირებელი და საფრანგეთი არ არის ძლიერი მარეგულირებელი?!


გერმანია არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ხომ ხვდებით, ჩვენ რასთან გვაქვს საქმე?!


ის 82 ადამიანი, ვიცი რომ მიყურებს და მისმენს, თუ არ მიყურებენ, გეტყვიან რასაც ვამბობ, ხომ იცით, რომ თქვენ ხართ მავნებლები, ყველა, ვინც მონაწილეობდით ვაქცინაციის გეგმის შედგენაში, თქვენ ხართ ყველაზე დიდი მავნებლები ქვეყანაში, ეს არის თქვენი დანაშაული!


არ ვარ პოლიტიკოსი, რატომ მაიძულებთ, გიორგი ფხაკაძე გამოვიდეს და პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს! – არ გავაკეთებ და პოლიტიკაში არ ჩავერთვები თქვენს ჯინაზე, ვერ ჩამითრევთ!


დიდი დღესასწაულია კათოლიკურ სამყაროში, აღდგომის დღესასწაული და ამ დღესასწაულზე ჩაკეტილია საფრანგეთი.


მე ვთქვი, რომ ვაქცინაზე აღარ ვისაუბრებდი, მაგრამ ჩინური ვაქცინა როცა შემოიტანეს, ვთქვი, რომ გაგიჟდნენ და ვთქვი, რაც იყო სათქმელი!


არ უნდა ჩავერიო საქართველოს ვაქცინაციის პროცესში, ამდენი არაპროფესიონალიზმი, ამდენი კორუფცია, ამდენი ვითომ პოლიტიკოსობა და ვითომ პატრიოტიზმი, ამ ყველაფერმა დაღუპა ეს ქვეყანა!


ქვეყანას მართლა სჭირდება ცვლილებები! – ეს არის ჩემი ყველაზე დიდი პოლიტიკური განაცხადი!


ახლა, საქართველოში ექსპერტებს აქვთ ძალიან კარგი საშუალება, აჩვენონ, რომ ნამდვილად ექსპერტები არიან თუ არა! ამაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს!“, – აცხადებს ფხაკაძე.


თუთიყუშივით ერთსა და იმავეს აღარ გავიმეორებ!

ფხაკაძე ამბობს, რომ აღარ აპირებს, სიმართლე ბევრჯერ თქვას, რადგან ყოველთვის დაუმსახურებელ კრიტიკას იღებს.


„გადახედეთ, რა ხდება ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით ლათინო ამერიკაში, გადახედეთ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები როგორც ხდება ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. თუ ცოტა ინგლისური იცით, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც მე მაკრიტიკებთ და მლანძღავთ, შეურაცხყოფას მაყენებთ, დედას მაგინებთ.


ახალგაზრდები, რომლებსაც გგონიათ, რომ ყველაფერი იცით, ძველგაზრდები, რომლებსაც გგონიათ, რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, ყველა რანგის ყოფილი ჩინოვნიკები, ახლა გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. გადმომიბარებია ეს ტვირთი თქვენთვის!


ჩემი სათქმელი მე ვთქვი! თუთიყუშივით ერთი და იგივეს აღარ გავიმეორებ! ახლა გამოდით და მოსახლეობას აუხსენით, რატომ არის საჭირო ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით! გაიჭედებიან, იმიტომ რომ რაღაცა ხომ უნდა თქვან! რა სქემებია დალაგებული, ვინ იყიდა და რატომ იყიდა, ვინ აიძულა, რატომ გადავიხადეთ ხუთჯერ უფრო მეტი, თქვით! პოზიციამაც და ოპოზიციამაც, ახსენით, ეს რატომ ხდება!


ვატყობ, რომ ქვეყანას არაფერი არ ეშველება ამ კუთხით! როგორ შეიძლება ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალო?!“, – აცხადებს პროფესორი.

ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში!

პროფესორი განმარტავს, რომელი ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ დიქტატორულ ქვეყნებში აიძულებენ მოსახლეობას, რომ ძალით აიცრან.
„თქვენ ხართ პოლიტიკურ თამაშებში ჩართული ე.წ. ექსპერტები! მე მაინტერესებს ის საქმე, რასაც ვაკეთებ საქართველოსათვის, ვაკეთებ იმას, რაც ვერავინ შეძლო! პირბადეების ფასი ხომ დაგიწიეთ! პირბადეების ხარისხი რომ აგიწიეთ! ხომ გაკეთდა ეს საქმე!


ქვეყანაში ვაქცინის საკითხი ვერ მოაგვარეთ!


დღეში ათას ადამიანზე მეტი მწერს. ჩემო მეგობრებო, ჩემი რეკომენდაცია თქვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით:


„ფაიზერის“ ვაქცინა არის კარგი ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის, კვლევები უკვე არის, 12 წლიდან შეიძლება „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება, შეიძლება ხვალ შეიცვალოს ყველაფერი. დღესდღეობით ეს არის ფაქტი. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მთლად კარგი ვერ გამოდგა, ძლიერი მარეგულირებელი, როგორიც არის გერმანია, გადაწყვიტეს, 60 წელზე ქვემოთ არ გამოიყენონ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, საფრანგეთში 95 წლის ქვემოთ არ შეიძლება გამოიყენონ.


გირჩევთ, 60 წლის ქვემოთ ასაკის ადამიანებმა გამოიყენოთ „ფაიზერის“ ვაქცინა, 60 წლის ზემოთ – ასტრზენეკას ვაქცინა. თუ საშუალება არის, სჯობს „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრათ! ჯერჯერობით, რა მონაცემებიც გვაქვს, „ფაიზერის“ ვაქცინა საუკეთესოა!

ქვეყანაში უნდა შემოიტანონ მხოლოდ და მხოლოდ სამი მარეგირებლის მიერ აღიარებული, – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოსა და საფრანგეთის ან გერმანიის!


ჩინურ არც ერთ ვაქცინას არ ვუწევ რეკომენდაციას! ეს არის პირადად ჩემი, გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია, ვინაიდან ვერ წავიკითხე, ვერ მოიძებნა მსოფლიოში დამადასტურებელი რამე დოკუმენტი, რომ ჩინური ვაქცინები ეფექტური და უსაფრთხოა! ყველა ინფორმაცია, რაც არსებობს, არის არადამაჯერებელი!


თუ ასეთი მაგარია ჩინური ვაქცინები, ჯანმოს მიერ აკრედიტაცია რატომ ვერ გაიარა! პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ საბუთები ბოლომდე ვერ წარადგინეს!


გახსოვდეთ! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი თუ ვინმე გაიძულებთ, უჩივლეთ სასამართლოში! ძალიან თუ გაიძულეს, მართლა რევოლუცია უნდა მოაწყოთ!


არავის აქვს უფლება თქვენს ჯანმრთელობაზე აწიოს ხელი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული!


მსოფლიოში არც ერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული!




ჩვენ ვართ ბიოლოგიურ ომში!


ადრე ჩუმად ვიყავი და არ ვამბობდი, საიდან წამოვიდა ეს ვირუსი. თქვენ რომ წაიკითხოთ ჯანმოს დასკვნა, თუ ჟელატინი არ გაქვთ ტვინში და წაიკითხავთ ამ დასკვნას, ყველაფერი ისეა დაწერილი, ვითომ არაფერი არ არის. ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთიდან წამოვიდა ვირუსი და ჩინეთის მთავრობა არის პასუხისმგებელი! ამას მე კი არ ვამბობ, ამერიკის მთავრობა ამბობს! როცა შენ ვერ დაარწმუნე, რომ არ ხარ დამნაშავე, ე.ი. დამნაშავე ხარ!


ახლა გამოდის ჩინეთი და ამბობს, ვაქცინას გაძლევთ, რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენ რომ ხმა არ ამოვიღოთ ჩინეთის საწინააღმდეგოდ! შემდეგ როცა დადგება საკითხი, ჩინეთი გაგახსენებს, – მე რომ მოგეცი ვაქცინა, გახსოვს?! ახლა ფასი უნდა გადაიხადო! როცა იქნება ხმის მიცემის დრო, როცა უნდა დასაჯო ჩინეთი, შენ ჩუმად იქნები ან თავს შეიკავებ!

ეს ქვეყანა გაყიდულია!

რაც დღეს მოვისმინე, ძალიან შემრცხვა, თავი მეგონა ჩამორჩენილ დიქტატორულ, გაღატაკებულ აფრიკულ ქვეყანაში! ჩემთვის ეს იყო კოლაფსი!
იმედი მქონდა, რომ ჩვენ მაინც მაგრები ვართ!


ძალიან საწყენია, როდესაც ასეთი ძლიერი ქვეყანა ძლიერი ისტორიით, ძლიერი, გამოცდილი და ჭკვიანი ხალხით, ძალიან მაგარი ექიმებით, ექთნებით, ძლიერი პროფესიონალებით, აქამდე რომ დავეცით! გავხდით რაღაცა ჩამორჩენილი დიქტატორული, გაღატაკებული, კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა!


ჩვენ ვიცით, ვინც არის დამნაშავე, ვინც მართავს ამ ქვეყანას, ვინ აკეთებს ამ არაპროფესიონალურ კორუფციულ გარიგებებს! ეს სხვისი ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალია!


ხალხი პანიკაშია! თითოეულ თქვენგანს აქვს საშუალება, პასუხი გასცეს ამ გადაწყვეტილებას!


ხომ დაგპირდით, სიმართლეს ყოველთვის ვიტყვი!


კოვიდის ვაქცინაცია მსოფლიოში არის ნებაყოფლობითი. მარტო დიქტატორულ ქვეყნებშია იძულებითი!


თქვენ მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. მე გითხარით, რომელი ვაქცინა როგორ უნდა გამოიყენოთ!


საქართველოში ყველაზე კარგი გამოსავალი არის 2-მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე. ამაზე უკეთესი წამალი საქართველოში არ არის! უაზრო ვიდეოები ვრცელდება, თითქოს, პირბადეებში ჭიებია, სირცხვილია, რა სისულეებს აკეთებთ!


„ჩალიჩობენ“, რომ მაინცდამაინც ჩინური ვაქცინა გაიკეთოთ. შეიძლება თქვენ ვერ ხვდებით, მაგრამ მე ხომ ვხვდები! რატომ მაინც და მაინც ახლა?! მავნებლების წრე არის, მაფიოზური, კლანური წრე. თქვენ ხართ მავნებლები!


მოდით, ჩინურ ვაქცინას დავუპირსპიროთ „ფუფალას ვაქცინა“. ვფიქრობ გამოკითხვის ჩატარებას, – რომელ ვაქცინას აირჩევდით, „ფაიზერს“, „ასტრაზენეკას“, ჩინურს თუ „ფუფალას ვაქცინას“?


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა თურმე გამოკითხვა ჩაატარა და თქვეს, ჩინური ვაქცინა ძალიან მოთხოვნადია საქართველოშია.

ქვეყანა ჩასაკეტი იყო ჯერ კიდევ ორი კვირის წინ!

რატომ გგონიათ, რომ ხალხი არის დაჩლუნგებული?! მოსახლეობას აყენებენ შეურაცხყოფას! როგორ უნდა გაბედო და ასეთი რამე აკადრო საზოგადოებას!


ქვეყანაში პირბადეების საკითხი ვერ დაალაგეთ და ვაქცინის ხარისხს დაალაგებთ?!


ინფორმაცია მოგაწოდეთ მაქსიმალურად, დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ნდობაზე აგებული, მეცნირებაზე აწყობილი და რაც მთავარია, გამჭვირვალე პროცესია! ეს პროცესი თუ არ იქნება გამჭირვალე და უსაფრთხო, ეს იქნება დიქტატურასთან ნაზავი პროცესები!


ვაქცინასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან კარგი შედეგები ბრიტანეთიდან და ისრაელიდან! თუ მაინცდამაინც ვიღაცისგან სწავლა გვინდა, ვისწავლოთ ამ ორი ქვეყნისგან!“, – ამბობს ფხაკაძე.


გიორგი ფხაკაძის თქმით, საქართველო ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იყო ჩასაკეტი.


„ქვეყანაში დაწყებულია მესამე ტალღა, ქვეყანა ჩასაკეტი იყო ჯერ კიდევ ორი კვირის წინ!
გადაწყვეტილებები ჩაკეტვასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური. მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამიტომ ვერ ვიტყვი, რატომ არის ეს გაკეთებული!


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მე რომ ვყოფილიყავი, გადაგავდგებოდი თანამდებობიდან იმ დღიდან, როცა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ყველა შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.


პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ შეზღუდვებზე თქვენით მანიპულაცია გააკეთონ, ისინი არიან ყველაზე დიდი მავნებლები!


რა თქმა უნდა, მე ვაქცინაციის წინააღმდეგი არა ვარ და ვერ ვიქნები. მე ექიმი ვარ. მაგრამ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ, მოსახლეობაში გაურკვეველი წამლის დარიგების! არ ვიცი ამ წამლის არც შემადგენლობა, არც ეფექტურობა და არც ერთი მაღალი დონის კი არა, საშუალო დონის სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ ლანძღვა-გინების გარდა არაფერი მოიძებნება! თუ მოიძებნება, გთხოვთ, გამომიგზავნოთ!


ძალიან, ძალიან მიყვარხართ! გაუფრთხილდით თქვენს თავს! თქვენ უნდა მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება“! – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/tu-djelatini-ar-gaqvt-tvinshi-da-waikitkhavt-daskvnas-mikhvdebit-fkhakadze-koronavirusis-warmomavlobaze-saubrobs



ხელოვნური კვება არის მავნებელი – გიორგი ფხაკაძის რჩევები მშობლებს

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ბავშვის კვებასთან დაკავშირებით მშობლებს რჩევებს აძლევს კვლევებზე დაყრდნობით.
ნატურალური კვება ბავშვებისათვის (0-2 წელი და მეტი..) არის ნამდვილად უდიდესი სიკეთე ჩვენი პატარა ანგელოზებისთვის. ხელოვნურ კვებაზე არა ერთხელ მქონდა საუბარი და ჩემი პოზიცია არის მყარი -. ხელოვნური კვება არის მავნებელი (სამედიცინო დანიშნულების გარდა).
საკმაოდ საიმედო კვლევა ფაიზერის ვაქცინასა და ადამიანის ძუძუს რძეზე… ფაიზერის ვაქცინა არა მარტო იცავს დედას ამ ვერაგი ვირუსისგან, ასევე იცავს ბავშვს… ეს საკმაოდ პატარა კვლევაა, მაგრამ საკმაოდ საიმედო…
დამატებითი კვლევები გვექნება ახლო 3-4 თვეში
ეს ვირუსი არის შესაჩერებელი…
რა გვიცავს…. ?
სამედიცინო პირბადე, 2 მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისათვის თავის არიდება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა (ფაიზერისნაირი)…

ჯანმრთელობას გისურვებთ …”- წერს გიორგი ფხაკაძე.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

ვიდეო: გიორგი ფხაკაძის პარიზული ეზო

09/05/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ამჟამად, საფრანგეთში ცხოვრობს.


ჯანდაცვის ექსპერტი, რომელიც საზოგადოებას პერიოდულად აწვდის ინფორმაციას პანდემიასა და კორონავირუსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, ამჯერად, გამომწერებს უზიარებს თუ როგორ სადილობს პარიზულ ეზოში.


როგორც გიორგი ფხაკაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, მისი სახლი პარიზში, ისევე როგორც თბილისში ულამაზესად გამოიყურება.


“ნამდვილი სამოთხეა” – აღნიშნავენ გიორგი ფხაკაძის გამომწერები “ინსტაგრამზე”.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/video-giorgi-fkhakadzis-parizuli-ezo


ძალიან ცუდი ამბავი მაქვს… ვერაგი ვირუსია, რომელსაც რქები უნდა მოვუგრიხოთ – ფხაკაძე

16/05/2021

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეომიმართვისას ავრცელებს, სადაც ის კორონავირუსის კიდევ ერთ მსხვერპლზე გვიყვება.


ინდოეთში კორონავირუსით ფხაკაძის მეგობრის მეუღლე დაიღუპა.


„ცუდი ამბავი მაქვს.


ინდოეთში, ქალაქ დელიში, ჩემი ყოფილი თანამშრომლის ქმარი გარდაიცვალა.


ვიცნობდი ამ ოჯახს, არაერთი სადილი მიმირთმევია მათთან ერთად.


მე და ეს ქალბატონი სულ განსხვავებულ აზრზე ვიყავით, სამსახურში ერთმანეთს ვხოცავდით, მაგრამ სამსახურის გარეთ ეგრევე მეტყოდა, გიორგი, ჩემი ქმარი მომაკითხავს, წამოდი ჩვენთან სახლში ძალიან გემრიელი საჭმელი მაქვსო. აი, ესაა პროფესიონალიზმი.


ეს მომწონს, როდესაც პროფესიონალთან გაქვს საქმე.


ძალიან ბევრ ოჯახში შევიდა კოვიდი და წაართვა ოჯახის წევრები. ესაა ვერაგი ვირუსი, რომელსაც რქები უნდა მოვუგრიხოთ“,- ამბობს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/dzalian-cudi-ambavi-maqvs-veragi-virusia-romelsac-rqebi-unda-movugrikhot-fkhakadze


საპანიკო და სანერვიულო არაფერია, ეს რეალობაა და ვერ ავცდებით – ფხაკაძე ამბობს, როდის იქნება…

16/05/2021

კორონავირუსის მეოთხე ტალღა გარდაუვალია. ამის შესახებ აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართაში განაცხადა.


ფხაკაძის თქმით, კორონავირუსის მეოთხე ტალღა სექტემბერში იქნება.


„იმედი არის, რომ ამ თვის ბოლოსთვის ვირუსი ჩაცხრება. როგორც ახასიათებს – რაც შარშან მოხდა. იმედია, მაისის ბოლო კვირას ჩაცხრება და მაჩვენებლები დაიწევს, რაც ძალიან კარგი იქნება.

დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგიები ზაფხულში, ვირუსი მაინც არსად წავა, მოვემზადოთ სექტემბრისთვის.


სექტემბრის ბოლოს ჩვენ გვექნება მეოთხე ტალღა. აქ საპანიკო და სანერვიულო არაფერია, ეს რეალობაა და ვერ ავცდებით“. – აცხადებს ექსპერტი.


მისივე განმარტებით, ქვეყანაში მილიონი დოზა ვაქცინა რომ ჩამოიტანონ, მეოთხე ტალღას ვერ ავცდებით.


„ახლა მილიონი ვაქცინა რომ ჩამოიტანონ, მეოთხე ტალღას ვერ ავცდებით, რადგან ამას რომ ავცდეთ, მოზრდილი მოსახლეობის 70% მაინც უნდა იყოს აცრილი.


შესაბამისად, მოემზადეთ, იყავით პოზიტიურები, დატკბით ზაფხულის დღეებით და მაქსიმალურად იყავით გარეთ, სუფთა ჰაერზე“, – განაცხადა ფხაკაძემ.


ფხაკაძეს ხშირად უთქვამს, რომ ყველა მისი პროგნოზი მართლდება, რადგან ის მეცნიერებაზეა დაფუძნებული.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/sapaniko-da-sanerviulo-araferia-es-realobaa-da-ver-avcdebit-fkhakadze-ambobs-rodis-iqneba-qveyanashi-meotkhe-talgha


წელსაც ბათუმიდან დაიწყება ეპიდაფეთქება, მაგრამ უფრო მწარე იქნება – ფხაკაძე

20/06/2021

მორიგ ეპიდაფეთქებას საქართველოში კვლავ ბათუმიდან უნდა ველოდოთ. გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძის მოსაზრებით, ინდური შტამის გავრცელება სიტუაციას შარშანდელზე მეტად დაამძიმებს.


“ჩვენ გვაქვს ძალიან მოკლე მეხსიერება. შარშან ზუსტად იგივე იყო – დაიწყო აფეთქება ბათუმიდან, წელსაც იქნება იგივე ისტორია, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ უფრო მწარე იქნება.

გვექნება ინდური შტამი, ე.წ. დელტა შტამი იქნება უფრო ძლიერი, გავრცელება იქნება ძლიერი, მოსახლეობის იმუნური სისტემა იქნება უფრო დაქვეითებული, რადგან ხალხი ფიზიკურად დაიღალა.


აი, ამას ელოდება ვირუსი, როდესაც თქვენ იტყვით “რაც იქნება, იქნებაო”, აი, მაშინ იგებს ვირუსი”. – აცხადებს ფხაკაძე „რუსთავი 2“-თნ კომენტარში.


გიორგი ფხაკაძემ ასევე დაანონსა, რომ წლის ბოლომდე მსოფლიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი ექნება.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/welsac-batumidan-daiwyeba-epidafetqeba-magram-ufro-mware-iqneba-fkhakadze




პირბადის მოხსნას აფეთქება მოჰყვება – ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მეოთხე ტალღა აგვისტოში იყოს

22/06/2021

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.


მაშინ როცა ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებული არაა, რა შეიძლება მოჰყვეს, შეზღუდვების შემსუბუქებას – ამ კითხვით „ფორტუნამ“ პროფესორს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველს, გიორგი ფხაკაძეს მიმართა.

საქართველოში 1 ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება


ამას ჰქვია არაპროფესიონალიზმი. მოხსნეს პირბადები მაშინ, როცა მოხსნა არ შეიძლებოდა.

პირბადის მოხსნა მაშინ, როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აცრილი არ არის ამას მოჰყვება აფეთქება ჩემი კალკულაციით და არამარტო ჩემი კალკულაციით.

ჩემი მეგობრები არიან მსოფლიო დონის ექსპერტები. ყველა ჩემს მეგობარს ვთხოვე, ერთად გავაკეთოთ საქართველოს კალკულაცია-მეთქი. ყველა მანიშნებელი იყო იმის, რომ, საქართველოში მეოთხე ტალღა უნდა ყოფილიყო სექტემბრის შუა რიცხვებში, მაგრამ ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ მეოთხე ტალღა დაიწყოს აგვისტოში.


საქართველოში შეზღუდვა არ არსებობს. თავს ნუ მოვიტყუებთ, როგორც კი მოვიდა ახალი პრემიერ-მინისტრი, მან მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს არც მედიცინასთან და არც მეცნიერებასთან.


ინდური შტამი საქართველოში დომინანტური იქნება აგვისტოს ბოლომდე. აგერ ხართ თქვენ, აგერ ვარ მე და აგერ არის ინდური შტამი.

ჯანდაცვის სამინისტროში ყველა არაპროფესიონალი პენსიაზე უნდა იყოს გაშვებული და უნდა გაშვებულიყო სახლში. საკოორდინაციო საბჭოს გადახედეთ, ვინაა იქ და რა უნდა იმ ხალხს საკოორდინაციო საბჭოში.

მარტო პირბადე ხომ არაა გამოსავალი. გადახედეთ მრუდს ეპიდვითარების. როგორ შეიძლება, პიკი იყოს და ამდენი ხანი ვერ ჩავაქროთ. იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვირუსი გავრცელდეს ქვეყანაში.

როდესაც 50 გრადუსი სიცხეა, ლოგიკურია, რომ პირბადის ტარებას დააძალებ ადამიანს, დაიხრჩობა. შენ ხომ უნდა გათვალო, რომ სანამ ასეთი სიცხე იქნება, მანამდე მოაგვარო ეპიდვითარება. გამოსავალი იყო ვაქცინაცია, მაგრამ სადაა ვაქცინა?



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/pirbadis-mokhsnas-afetqeba-mohyveba-khelisufleba-yvelafers-aketebs-rom-meotkhe-talgha-agvistoshi-iyos-fkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights