ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

ევროპის და ამერიკის სააგენტოს მიერ არაღიარებულ ვაქცინებში 30$ გადაიხადეს (60$ ჯდება ერთი ადამიანი)

14/06/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე, აქვეყნებს ვიდეოს სოციალურ ქსელში და წერს:


კარგით, მე არ მიჯერებთ …


ვითომ “ექსპერტებს” და ვითომ “პროვაქსერებს” უჯერებთ (ორივე რომ საშიშები და მავნებლები არიან, ფაქტია)


რუსული КГБ-ის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს რომ უსმენთ (ყოფილები არ არსებობენ), გასაგებია


არაპროფესიონალების ასეთი კონცენტრაცია საქართველოში, მე მგონი, არასდროს ყოფილა


ამ ვიდეოს რომ მოვუსმინე, მართლა დეპრესიაში ჩამაგდო …. ამის შესახებ პანდემიის პირველივე თვეებიდან ვსაუბრობდი და ვთავაზობდი კონკრეტულ გამოსავლის გზებს (მომისმინეს, თქვეს – “კი, აუცილებლად გავაკეთებთ”)


ამოვიდა ყელში დილეტანტიზმი, არაპროფესიონალიზმი, ვითომ “პროვაქსერობა”, ვითომ “განათლება” (Google ყველას გვაქვს) და ვითომ “პატრიოტიზმი”.


შედეგი – ჩინურ ვაქცინაში (ევროპის და ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ არაღიარებულ ვაქცინებში) 30$ გადაიხადეს (30×2=60$ ჯდება ერთი ადამიანი) და ისრაელს ფაიზერი ერთი ადამიანი 47$ დაუჯდა!!!


არავინ, ბოდიშს ვიხდი , მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გარდა, მართლა არავინ ფიქრობს ნამდვილად საქართველოზე! მარტო იმას ფიქრობენ, რამდენი “like »-ი აქვთ, რამხელა რეინტინგი (მედიაში/ტელევიზიაში და რა ვიცი, კიდე სად) და რამდენი “followers” ჰყავთ … სინამდვილეში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მართლა არავინ ფიქრობს საქართველოზე ……. ერთი რამ კონკრეტული სიკეთე გაგეკეთებინათ საქართველოსთვის … ერთი რამ ….


მე ამის თქმის უფლება მაქვს! მარტო ერთი რამ, რომ სამედიცინო პირბადე დაინერგა ქვეყანაში, არის უმაღლესი ხარისხის და დაბალ ფასში და 2020 წლის დეკმბრიდან შენარჩუნდა ფასიც და ხარისხიც, ერთი ადამიანის მონდომების და ხალხის გვერდსი დგომის შედეგია….სხვა რაღაცეებიც, რაც გავაკეთე… რა ვიცი, სია დიდია …… თქვენ რა გააკეთეთ?! სია ჩამოწერეთ …


მე ნუ დამიჯერებთ, მაინც არ მიჯერებთ…… ისრაელის მთავრობის გამოცდილებას მაინც მოუსმინეთ ….




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/evropis-da-amerikis-saagentos-mier-araghiarebul-vaqtsinebshi-30-gadaikhades-60-jdeba-erthi-adamiani-da-israels-phaizeri-1-adamiani-47-daujda-giorgi-phkhakadze/


ქვეყანა სასწრაფოდ ჩასაკეტია! – რამდენად ვერაგია ინდური შტამი? – გიორგი ფხაკაძე

16/06/2021

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


“ინდური შტამი იპყრობს მსოფლიოს. ბრიტანეთში ინფიცირებულების 96 პროცენტი არის ინდური შტამით ინფიცირებულ…


ინდური შტამი დააჩქარებს გავრცელებას და იქნება აგვისტოს შუა რიცხვებში. ქვეყანა არის სასწრაფოდ ჩასაკეტი, მაგრამ ისე კი არა, რომ ჩავკეტოთ და სახლში ვისხდეთ, არამედ ჩასაკეტია ჭკვიანურად, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს.


წერტილოვნად, ჭკვიანურად და რაც შეიძლება მალე”


გიორგი ფხაკაძე, საუბრობს იმაზეც, რომ სინამდვილეში, საქართველოში ინდური შტამი ერთი თვეა უკვე დაფიქსირებულია:


“თუ ბრიტანული შტამის გავრცელებას რამდენიმე თვე დასჭირდა, ინდური შტამი კვირეებსა და დღეებში იპყრობს ევროპას.


საქართველოში ინდური შტამი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შემოვიდა. ქვეყანაში შესაბამისი რაოდენობით სეკვენირება ვერ ხდება, რადგან ეს ძვირადღირებული ტექნოლოგიაა. შესაბამისად, ზუსტი იდენტიფიცირება, ვინ რომელი შტამითაა ინფიცირებული, არ წარმოებს.


საუბარია, თითქოს საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა, რეალურად ეს რიცხვი გაცილებით მეტია და, ალბათ, ამ ციფრს ერთი ნული დავუმატოთ.


მაისის შუა რიცხვებში წამოვიდა პირველი კვლევები – ბრიტანული შატმის წინააღმდეგ „ფაიზერის“ ეფექტურობა 92%-ია, ინდურის – 79%. „ასტრაზენეკათი“ აცრისას დაცულობა ბრიტანულ შტამთან მიმართებაში აღწევს 73%, ინდურის შემთხვევაში – 60%. სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს.


ბრიტანეთში კოვიდით გარდაცვლილთა 30%-ს „ასტრაზენეკას“ ორივე დოზით იყვნენ ვაქცინირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს დაემართათ ინდური ვირუსი.


ინდური შტამი იმდენად ვერაგია, რომ ბრიტანეთმა 4 კვირით გაახანგრძლივა შემზღუდავი ღონისძიებები და ლოკდაუნი ვერ მოხსნეს. ინდური შტამი 60%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული.


ცნობისათვის, ბრიტანეთის მოზრდილი მოისახლეობის 56% „ასტრაზენეკათია“ აცრილი. საქართველოში 2%-იც არაა აცრილი და ყველაფერი გახსნილია. რაზე ვსაუბრობთ?!.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/qveqhana-aris-sastsraphod-chasaketia-ramdenad-veragia-induri-shtami-giorgi-phkhakadze/


გინდა გული გაგიხეთქოთ? – გიორგი ფხაკაძე საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღას აანონსებს

11/05/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, საქართველოში ზაფხული „კარგი იქნება“, მაგრამ სექტემბერ-ოქტომბერში მეოთხე ტალღა დაიწყო.


„მე ხომ გითხარით, რომ აპრილში მესამე ტალღა იქნებოდა. ისიც გითხარით, რომ მაისის ბოლო კვირას ჩაცხრება და ზაფხული კარგი გვექნება. მაგრამ, გინდათ გული გაგიხეთქოთ?


მეოთხე ტალღა საქართველოში სექტემბერ-ოქტომბერში იქნება. რა ვქნა?


ჩემი ბრალია?.. ეს მთელი მეცნიერებაა,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ginda-guli-gagikhethqoth-giorgi-phkhakadze-saqarthveloshi-koronavirusis-meothkhe-talghas-aanonsebs/


“კოსტა-რიკამ გვაჯობა…” – გიორგი ფხაკაძე

18/06/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე:


“მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ (მონღოლეთი, ბაჰრეინი, ჩილე, ინდონეზია, ურუგვაი, კოსტა-რიკა, სიშელის კუნძულები…. და კიდევ სხვა) სხვადასხვა კონტინენტზე უკვე ოფიციალურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ნაკლებეფექტური ვაქცინები არ არის გამოსავალი ახალი “დელტა” (ინდოეთში პირველად დადასტურებული) ვარიანტის წინააღმდეგ.


კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პირად პოზიციას: საქართველოსთვის მინდა მხოლოდ ფაიზერი ან მოდერნას ვაქცინები და სხვა ვაქცინების შემოტანა არც უნდა განიხილებოდეს, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ახალი, ასეთივე ეფექტური ვაქცინა არ გამოჩნდება!


ვაქცინაცია აუცილებელია მხოლოდ მაღალეფექტური ვაქცინებით!


სინოვაკის ვაქცინის ეფექტურობა არის მხოლოდ 50.7%! ესეც რომელ შტამზე, ზუსტად არ ვიცით, სავარაუდოდ, ვუჰანურ პირველ ვარიანტზე. სამწუხაროდ, ფაიზერს ვერ ვადარებ პირდაპირ, ვინაიდან სინოვაკის ვაქცინის კვლევები არ არის გამჭვირვალე ;( მაგრამ დამოუკიდებელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ბრიტანული შტამის წინააღმდეგ 94%-ით ეფექტურია…


Costa Rica, კოსტა რიკამ უარი თქვა სინოვაკის ვაქცინაზე, ვინაიდან ის არასაკმარისად ეფექტურია!


კანონმდებლობით მინიმუმ 60% ეფექტური უნდა იყოს ვაქცინა, სინოვაკი კი 50.7% ეფექტურობას აჩვენებს.. საქართველოს ვაქცინაციის გეგმა წაიკითხეთ?! კოსტა რიკამ გვაჯობა…


Uruguay, ურუგვაის მთავრობის კვლევამ აჩვენა, რომ სინოვაკი 61%-ით ეფექტურია. სხვათა შორის, ურუგვაის სტატისტიკა საქართველოსას წააგავს 318,783 რეგისტრირებული კოვიდინფიცირებული და 4692 კოვიდგარდაცვლილი, მაგრამ განსხვავება ვაქცინაციაში კი ის არის, რომ 52% მოსახლეობისა ვაქცინირებულია ერთი დოზით.


დასკვნა:


საქართველოსთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, გამკაცრდეს სამედიცინო პირბადის გამოყენება და 2- მეტრიანი დისტანცია.


ყველა რესურსი უნდა იქნას გამოყენებული ფაიზერის ან/და მოდერნას ვაქცინების შესაძენად …


ქვეყანამ უნდა დაიწყოს მზადება მე-4 ტალღისთვის/ სექტემბრისთვის…


ელექტრონული ჯანდაცვა უნდა იქნას გაშვებული სექტემბრამდე.”


შეგახსენებთ, ორი დღის წინ, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საყვედურს ვერ მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, რადგან, მისი თქმით, “ამ ეტაპისთვის ჩვენ წყვეტა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით არ გვაქვს.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/kosta-rikam-gvajoba-giorgi-phkhakadze/



ეს 7 მარტს ვთქვი და ყურადღება არავინ მომაქცია, დღეს კი ყველა გადაირია საქართველოში ამაზე

19/06/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


ეს პოსტი დავდე 7 მარტს და არავინ ყურადღება არ მიაქცია


26-27 მარტს ეს ინფორმაცია გახდა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი


დღეს ყველა გადაირია საქართველოში ?! რატო? ეს ხომ მე 4 წამალია ამ ტიპის…


იხილეთ 3 მწარმოებრლის 4 წამალი რომლებიც მიიღეს დროებითი გადაუდებელი გამოყენების თანხმოვა ამერიკის წამლის სააგენტოდან:


1- Eli Lilly & Co. – (Bamlanivimab) FDA – EUA 9 November 2020 “ბამლანივიმაბი”


2- Regeneron Pharmaceuticals Inc.- (casirivimab and imdevimab) FDA-EUA 21 November 2020 “კაზირივიმაბი”, “იმდევიმაბი”


3- GlaxoSmithKline. – (Sotrovimab) FDA-EUA 26 May 2021 “სოტროვიმაბი” – წერს ფხაკაძე.

ცნობისთვის, ცნობისთვის, საქართველო უახლოეს პერიოდში მონოკლონურ ანტისხეულებს მიიღებს.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველო უახლოეს პერიოდში დონაციის გზით ორი დასახელების პრეპარატს მიიღებს.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/es-7-marts-vthqvi-da-qhuradgheba-aravin-momaqtsia-dghes-ki-qhvela-gadairia-saqarthveloshi-amaze-giorgi-phkhakadze/


ეს ბუმერანგივით დაუბრუნდა რუსეთს… ყველა რუსული არხი (ყველა!) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს…

19/06/2021

პროფესორი, ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე:


„რუსეთში ისევე როგორც ბრიტანეთში 90%-ზე მეტი ყველა ახალი კოვიდ გამოვლენილი პაციენტი არის “დელტა” (ინდური) ვარიანტით ინფიცირებული. რუსეთში არის საკმაოდ სწრაფი ზრდა კოვიდინფიცირებულების.


სავარაუდოდ, ჩვენ დავინახავთ ანალოგიურ აფეთქებებს რუსეთის სამეზობლოშიც.


დასკვნა:


რუსეთში არის ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა, თავიდანვე განკუთვნილი იყო “დასავლეთში” შექმნილ ვაქცინებზე და ბუმერანგივით დაუბრუნდა რუსეთს. რუსეთის მოსახლეობა არის ერთ ერთი ყველაზე დიდი ანტივაქსერული მსოფლიოში.


არსებული რუსული ვაქცინების ეფექტურობა “დელტა” (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ. დიქტატორული/ოკუპანტი/ფაშისტური ქვეყანა, სტატისტიკა და რეალური მაჩვენებლები არ შეესაბამება რეალობას (რეალური სტატისტიკა სავარაუდოდ უფრო მძიმე იქნება).


დასკვნა საქართველოსთვის:


ყველა რუსული არხები (ყველა! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ, მაგალითი უკრაინიდან ავიღოთ.


რუსული და ჩინური ანტივაქსერული კამპანიების მართვა უნდა იქნეს აყვანალი სახელმწიფო უშიშროების დონეზე (რა ვიცი უაზრო საუბრების მოსმენაში იკარგება ამდენი რესურსი).


მასიური, კომპანია უნდა იქნეს ჩართული ყველა მედიაში. ქვეყანაში გვინდა მხოლოდ მაღალ ეფექტურობის ვაქცინები („ფაიზერი“/„მოდერნა“ ჯერჯერობით).


მდგომარეობა უფრო რთულია ვიდრე მე მეგონა 3-4 თვის უკან… ქვეყანა უნდა იყოს მთლიანად მობილიზებული აგვისტო-სექტემბრის აფეთქებისთვის.


ჯანმრთელობას გისურვებთ”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/es-bumerangivith-daubrunda-ruseths-qhvela-rusuli-arkhi-qhvela-unda-iqnes-shezghuduli-saqarthvelos-teritoriaze-giorgi-phkhakadze/


წლის ბოლოს წამალიც გვექნება – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

20/06/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიოს წლის ბოლოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან ერთად ვირუსის სამკურნალო პრეპარატიც ექნება:


ჩვენ გვექნება წლის ბოლომდე არა მარტო ვაქცინა, წამალიც…


რატომ ვფიქრიბ ასე? ფაქტები – ამერიკის მთავრობამ გამოყო დამატებით 3 მილიარდი დოლარი (ანტივირუსული პრეპარატის შექმნისა და წარმოებისთვის).



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/tslis-bolos-tsamalits-gveqneba-ra-inphormatsias-avrtselebs-giorgi-phkhakadze/


ეს ბომბია და პრემიერის გადაწყვეტილების შემდეგ, სპეციალისტები თანამდებობებიდან უნდა გადამდგარიყვნენ

22/06/2021

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას: ღია სივრცეში პირბადეებისა და ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ აფასებს.


„ასეთი უგულებელყოფა მედიცინის, მეცნიერების და საღი გონების, რაც საქართველოში ხდება, მსოფლიოში არსად მინახავს. შესაძლოა, ადამიანი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყოს, მაგრამ ასეთ დონეზე დაცემა არ შეიძლება.


რუსეთში ახალ ინფიცირებულთა 96% ინდური შტამითაა დაავადებული. ბრიტანეთში – თითქმის 100%. სიგნალები მოდის აშშ-იდან და ევროპიდანაც. საუბარია, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ მეორე დოზამდე ინტერვალი 8-12 კვირიდან 4 კვირაზე დაიყვანონ.


ვიცით, რომ ორჯერ ვაქცინირებული ადამიანი უფრო უსაფრთხოა. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ფიზიკურად არ არის, ვხსნით ქვეყანას, რის საფუძველზე?! მესამე ტალღა ქვეყანაში არ დასრულებულა.


ვწუხვარ, რომ პერმიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შემდეგ შესაბამისი სპეციალისტები და ექსპერტები თანამდებობებიდან არ გადადგნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მე რომ ვყოფილიყავი, გადავდგებოდი.


ის, რაც დღეს მოხდა, სამედიცინო კუთხით არაეთიკურია. ყველაზე მთავარია, რომ ამას არც მედიცინასთან და არც მეცნიერებასთან არაფერი აქვს საერთო. ჯერ ვაქცინა ჩამოიტანონ და შემდეგ მოხსნან პირბადე. როგორ შეიძლება დახურულ სივრცეში რესტორნის გახსნა. ხალხი ვაქცინირებული არ არის და შენ ყველაფერი გახსნილი გაქვს. ეს მოკლევადიანი პოპულიზმია. ხელისუფლებამ იცის, რომ ადამიანების გულს 2-3 თვე მოიგებენ, ჩვენი მთავრობა გრძელვადიან პერსპექტივებზე და გეგმებზე არ ფიქრობს.


მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ სამედიცინო კუთხით დასკვნა ასეთია – ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურ-პოპულისტური და ისეთი ხელმძღვანელების მიერ მიღებული, რომელთაც იციან, ქვეყანას ახლო მომავალი ვეღარ მართავენ. ეს არის ბომბი, რომელიც ზაფხულში აფეთქდება“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/es-bombia-da-premieris-gadatsqhvetilebis-shemdeg-spetsialistebi-thanamdebobebidan-unda-gadamdgariqhvnen-giorgi-phophkhadze/


სირცხვილია ამ გადაწყვეტილებების მიღების მონაწილე იყო, სად არიან დღეს? თუ პრინციპული ხალხია და თუ…

22/06/2021

„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე


გიორგი ფხაკაძე:


-მას შემდეგ, რაც ახალი პრემიერი გვყავს, ყველა შეზღუდვა ნაადრევად მოიხსნა. გამოდის, ოფიციალურად გამოვაცხადეთ, რომ კოვიდი, თურმე ქვეყანაში აღარ არის, ამას არც სამეცნიერო ახსნა მოეძებნება და არც სამედიცინო, საღ აზრსაა მოკლებული. 20-ზე მეტი ადამიანი იღუპება თითქმის ყოველ დღე და შეზღუდვებს ვხსნით?


შევხედოთ რა მდგომარეობაშია რუსეთი, მოსკოვზე აღარ არის საუბარი, პუტინმაც კი აღიარა უკვე, რომ რეგიონებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ინდური ვირუსი ფეთქდება ყველგან, ბოლო მონაცემების მიხედვით, მას შემდეგ რაც ისრაელმა საზღვრები გახსნა – იქაც კი იმატა შემთხვევებმა კორონავირუსის. შევხედოთ რა ხდება დიდ ბრიტანეთში, გადადო ბრიტანეთმა შეზღუდვების მოხსნა და ეს ხდება იმ ქვეყნებში, სადაც თითქმის მოსახლეობის 70 პროცენტია აცრილი. მაშინ როცა ჩვენთან მოსახლეობის 2 პროცენტია სულ აცრილი და რისი იმედი გვაქვს?


ამ გადაწყვეტილების მწარე გადასახადს მოსახლეობა გადაიხდის აგვისტო-სექტემბერში. უმძიმეს მდგომარეობაში ვიქნებით, იმ შემთხვევაშიც კი, ვაქცინებიც რომ ჩამოვიტანოთ. ვაქცინების შედეგს ქვეყანა ხედავს 2-3 თვეში, დღესაც რომ დავიწყოთ ეფექტური ვაქცინაშია, შედეგი გვექნება 2-3 თვის შემდეგ. მესამე ტალღა არ გაჩერებულა, ჩვენ ახლა ისევ მესამე ტალღაში ვართ, ამას დამატებული ინდური შტამი.


არ უნდა დაგვავიწყდეს აქვე გრძელი კოვიდი, რომელიც ძალიან ვერაგია. პოსტკოვიდურ პაციენტებში 6 თვის მანძილზე სიკვდილობა საკმაოდ მაღალია – ამის სტატისტიკას არავინ წერს. ასევე, ძალიან მაღალია, პოსტკოვიდურ პაციენტებში დიაბეტის მეორე ტიპის რისკი. ამ დროს კი, საკოორდინაციო საბჭო დგამს მოკლევადიან ნაბიჯს და ისევ არ უფიქრდება, რა მოჰყვება ამ ნაბიჯს.


მე რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვიყო, ან დაავადებათა კონტროლის ხელმღვანელი, აუცილებლად გადავდგებოდი თანამდებობიდან, სირცხვილია ამ გადაწყვეტილებების მიღების მონაწილე იყო, მაშინ როცა არ გვაქვს ვაქცინა და არ გვაქვს ვაქცინაციის გეგმა.


-ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრძანა, ვაქცინაციის გეგმას ზუსტად მივყვებით და კრიტიკას არ მივიღებო…


-მე არ ვიცი რას ჰგავს ეს ვაქცინაციის გეგმა, ალბათ, სადღეგრძელოების გეგმას, ეს გეგმა ადეკვატურად არ აღწერს ჩვენი ქვეყნის მოთხოვნებს.

ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, არ შეგვიძლია ქვეყანაში შემოვიტანოთ ვაქცინა, რომელსაც არ აქვს ძლიერი მარეგულირებლის რეგისტრაცია გავლილი, მიუხედავად ამისა, ჩინური ვაქცინები ქვეყანაში შემოვიტანე თ მანამდე, სანამ ჯანმო მისცემდა მას რეგისტრაციას და ამ ვაქცინებისთვის დღემდე არ მიუცა რეგისტრაცია ამერიკისა და ევროპის წამლის სააგენტოებს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი? – ამბობენ, ჯანმოო. კარგი, კი, ბატონო!

დაამტკიცა ჩინური ვაქცინები გადაუდებელი შემთხვევებისთვის ჯანმომ მოგვიანებით, გასაგებია. მაშინ მითხარით, რატომ მოვიხმართ საქართველოში რემდესევირს? ჯანმომ ჯერ იდევ 2020 წლის ნოემბერში თქვა, რომ ეს მედიკამენტი არაეფექტურია და ამოიღო მკურნალობისთვის გამოსაყენებელი მედიკამენტების სიიდან, მხოლოდ ამერიკაში იყენებენ რედესევირს. ახლა იტყვიან, ამერიკის მარეგულირებელს ვენდობითო – თუ ამერიკის წამლის სააგენტოს ვენდობით, რა უნდა მაშინ ქვეყანაში ჩინურ ვაქცინებს და ასტრაზენეკას? ისინი ხომ არ დაუმტკიცებია ამერიკის წამლის სააგენტოს? – ამიხსენით, სად არის აქ ლოგიკა?

უკაცრავად, მაგრამ სკამებზე არიან მიჯაჭვულნი! როცა საქმეს ვერ აკეთებ, უნდა ადგე და წახვიდე – ვაქცინაციის პროცესი ჩაუვარდათ, როგორ შეიძლება ჩააგდო ახლა ვაქცინაციის პროცესი? ყველაფერი შეიძლება იყოს კორუფციის წყარო? 22 სოფტია ჯანდაცვის სიტემაში, 22 სხვადასხვა ბაზაა, ცალკე ტუბერკულოზის, ცალკეა დიაბეტის და ა.შ. 22 ბაზაა! რატომ არ გვაქვს ერთიანი ელექტრონული ბაზა?


ღაზას სექტორს კი აქვს ერთიანი ბაზა, ჩვენ რატომ არ გვაქვს? ამერიკელებმა რომ გვაჩუქეს 10 წლის წლინ, ერთიანი ელექტრონული პროგრამა ჯანდაცვისთვის, სადაა?


ახლაც გვაქვს პროგრამა და ახლაც შეგვიძლია ერთიანი ბაზის შექმნა, მაგრამ არ სჭირდება ეს ფარმაფიას. არც ერთ აფთიაქს არ აწყობს ერთიანი ელექტრონული ფაზა და ელექტრონული რეცეპტები. არც ის აწყობს ფარმაფიას, რომ ექიმებმა უწყვეტი სამედიცინო განათლება მიიღონ და ყველა წამალი არ გამოწერონ! მილიარდ 700 მილიონზე მეტია ფარმაბრუნვა ქვეყანაში, ნარკოტიკების ბაზარს არ აქვს, მგონი, ამხელა ბრუნვა.


გამოდიან კიდევ ჩინოვნიკები და ჭკუას გვარიგებენ, არადა, ამ დროის მანძილზე, 10-ჯერ უნდა იყვნენ გადამდგარი თანამდებობებიდან და 5-ჯერ უნდა გვყავდეს ციხეში ჩასმული. სანამ მე, გიორგი ფხაკაძემ არ ვთქვი, სანამ მე არ ავყვირდი, ფაიზერისთვის წერილიც არ მიუწერიათ. ესეც ხომ არ არის დამალული, ხომ ვიცით, რომ ასე იყო? ისხდნენ და ელოდნენ, ფიქრობდნენ ალბათ, რომ ლანგრით მიართმევდნენ კაბინეტებში ფაიზერის ვაქცინებს.


-გუშინ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, არც კი ვმსჯელობთ პირბადეების ტარების ვალდებულების მოხსნაზე, სანამ ქვეყნის მოსახლეობის 30 პროცენტი არ აიცრებაო, იგივე თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და პარალელურად, ჯერ იყო და ასტრაზენეკათი აცრის პროცესი გაჩერდა და დღეს კიდევ, პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა.


-და სად არიან დღეს? თუ პრინციპული ხალხია და თუ სჯერათ იმის, რასაც ამბობენ, რატომ არ გადადგნენ? თუ არ ეთანხმები პრემიერი გადაწყვეტილებას, თუ პროფესიონალი ხარ, როცა ხედავ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით იმართება სამედიცინო და სამეცნიერო პროცესი – სად ხარ ამ დროს?

კიდევ ერთხელ ვიტყვი იმასაც, რომ მნიშვნელობა აქვს, რომელი ვაქცინით აცრი მოსახლეობას – მეტი და მეტი ექსპერტი საუბრობს უკვე მსოფლიოში, რომ ნაკლებეფექტური ვაქცინები არ არის გამოსავალი და მეორე ახალ ამბავს გეტყვით: ვიცით, რომ ვაქცინების დოზებს შორის დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 4-12 კვირა, გააჩნია ვაქცინას – აი, უკვე დაიწყო საუბარი ვაქცინის დოზებს შორის დროის შემცირებაზე, რადგან ინდური შტამი სწრაფად ვრცელდება და ერთი დოზით აცრილი არ არის დაზღვრეული! ფიქრობენ, რომ ვადები უნდა შემჭიდროვდეს.

ვაქცინაციის პროცესში ვინც იყო ჩართული ყველა უნდა გადადგეს და მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა განვიხილოთ. ახლა ჯერ არ არის მაგის დრო.


რაში ვხედავ გამოსავალს? – ისევ იმაში, რასაც მეორე წელია ვამბობ – უნდა მართოს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უპარტიო ადამიანებმა, პროფესიონალებმა, დამოუკიდებლებმა, ვისაც არ შეეშინდება თავისი სიტყვის თქმის და შეეძლება დაიცვას სწორი აზრი! სხვა გამოსავალს ისევ ვერ ვხედავ – ცეცხლს ვეთამაშებით და დაგვწვავს ეს ცეცხლი.


ისრაელზე ვისაუბრე წეღან და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ჰყავს აცრილი, სხვა ქვეყნებში მცხოვრები ებრაელები დაბრუნდნენ ქვეყანაში, გაიხსნა ისრაელი და იმ ადამიანებში, ვინც არ არის აცრილი, მაინც გავრცელდა ვირუსი. ისრაელი ფიქრობს რეგულაციის შემოღებას, თუმცა, ამ ეტაპზე არ დაუწესებია ღია სივრცეში ისევ ნიღბის ტარების ვალდებულება, მაგრამ რას ვხედავთ ისრაელის ქუჩებში?


– ადამიანებმა თავად დაიწყეს პირბადეების ტარება, როცა ნახეს, რომ ისევ დაიწყო ინფიცირებუთა მაჩვენებელმა ზრდა, თავად იჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.


გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას.

თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/sirtskhvilia-am-gadatsqhvetilebebis-mighebis-monatsile-iqho-sad-arian-dghes-thu-printsipuli-khalkhia-da-thu-sjerath-imis-rasats-amboben-ratom-ar-gadadgnen-giorgi-phkhakadze/


ასე მგონია, ბატონი ჯაფარიძე მოვიდე ხელისუფლების სათავეში, ვერ ვხედავ მასა და პრემიერს შორის…

22/06/2021

„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე


გიორგი ფხაკაძე:


“საქართველო აღმოჩნდა პოპულისტური, მოკლევადიანი გადაწყვეტილებების მიმღები პოლიტიკური გუნდის ხელში, არ აინტერესებთ გრძელვადიანი ხედვა.


პოლიტიკურმა გუნდმა გაწირა ქვეყანა, რაც გინდათ ის აკეთეთ, ცხვირ-პირი გიტეხიათო, პირდაპირ ეს გვითხრეს, ასე მგონია, ბატონი ჯაფარიძე მოვიდე ხელისუფლების სათავეში, ვერ ვხედავ მასა და პრემიერს შორის განსხვავებას. შეთქმულებაზე წერს ბევრი და ერთს ვიტყვი – გამოვიდა ჯაფარიძე, ისაუბრა და მეორე დღეს ზუსტად იგივეს იმეორებს ქვეყნის პრემიერი – რა უნდა ვიფიქრო?


ხვალ, მარიხუანას ლეგალიზებაც მოვახდინოთ ქვეყანაში! რას იზამენ, ხვალიდან, მარიხაუნაც თავისუფლად გაიყიდება? არა, სრულიად ლეგიტიმური კითხვა მაქვს – რას აპირებენ? ამ პრინციპით უნდა მართონ ქვეყანა? მე მესმის „გირჩის“ პოზიცია, სრული ლიბერალიზმი – მოქალაქემ თავად უნდა გადაწყვიტოს რა სჭირდებაო, ამბობენ და მე მესმის მათი აზრი, მაგრამ დავნიშნოთ მაშინ ზურაბ ჯაფარიძე პრემიერის მრჩევლად!


ახლა წინასაარჩევნო პერიოდში ვართ და ერთს ვიტყვი – ტყუილს აქვს მოკლე ფეხები, ეს დაემართება მთავრობას.”


შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ დღეიდან უქმდება პირბადეების ტარების ვალდებულება ღია სივრცეში, ხოლო პირველი ივლისიდან კი კომენდანტის საათი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ase-mgonia-batoni-japharidze-movide-khelisuphlebis-sathaveshi-ver-vkhedav-masa-da-premiers-shoris-ganskhvavebas-khvalidan-marikhuanats-thavisuphlad-gaiqhideba-giorgi-phkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights