ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

პირადად მინისტრ ტიკარაძეს დიდი მადლობა, თუ ხართ მაგრები, აღიარეთ, რომ ეს საქმე კარგად კეთდება

21/05/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე:


„ბევრი კარგი სიახლეა – ბოლო პერიოდში დაკავებული ვიყავი, ძალიან კარგი სტუდენტები მყავს, რაღაცას ვამზადებთ, მალე ამის თაობაზე ვიდეოს დავდებ, იმედია, მოგეწონებათ;


„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის“ ფარგლებში მომავალ კვირას საინტერესო შედეგებს გამოვაცხადებ. ვიწყებთ ჯანდაცვის რეფორმას. ნელ-ნელა წინ მივდივართ;


რაც შეეხება ვაქცინაციას, ზოგიერთი ჩემი კოლეგას და ე.წ. ექსპერტებს მივმართავ, არ გინდათ ფხაკაძეზე ნეგატიური ინფორმაციების გავრცელება. ექიმებს და სამედიცინო პერსონალს მოუწოდოთ, ფხაკაძეს არ დაუჯეროთ, სისულელეებს ლაპარაკობსო, – სასაცილო და ფუჭი ქმედებაა, ამით საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას.


მე მხოლოდ ერთი თანამდებობის პირზე ვთქვი კატეგორიულად მკაცრად, რადგანაც მართლა იყო სათქმელი, დანარჩენებზე არაფერს ვამბობ, კოლეგები ვართ და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ. საზოგადოებას ყოველთვის ვაწვდი იმ ინფორმაციას, რაც იმ დროისთვის არის უახლესი და რელევანტური.


ნუ ჩაიყენებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. გარკვეული პერიოდის (ზოგჯერ 2 კვირის) შემდეგ ფხაკაძის ნათქვამი მართლდება. რამდენი მაგალითი გაგახსენოთ?!


მე რომ პირველმა დავიწყე სამედიცინო პირბადის პროპაგანდა, მაშინ ზოგიერთები დოლბანდის პირბადეს არეკლამებდნენ. გითხარით, რომ მეორე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყებოდა, მესამე კი აპრილში. ასევე ახდა, რომ ზამთარში საქართველოში ვაქცინაცია ვერ დაიწყებოდა. გეუბნებით, რომ მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში იქნება. სიმართლე ჩემი ბრალია?!


შესაშინებლად კი არა, იმიტომ ვამბობ, რომ ადამიანები მოემზადონ. რეინფიცირებაზე რომ დავიწყე ლაპარაკი, ზოგიერთი კოლეგა დამესია. აღმოჩნდა, მართალი ვყოფილვარ. ვამბობდი, 5-6 თვის შემდეგ ვაქცინის მესამე დოზაა გასაკეთებელი-თქო. დამესივნენ, ახლა კი ბატონი ფაუჩი იმავეს ამბობს. კორონავირუსით ინფიცირებისას სპერმის პრობლემებზე რომ ავლაპარაკდი, გამლანძღეს, მაგრამ სიმართლე აღმოჩნდა!


კარგი ვაქცინა არის „ფაიზერი“. მე მინდა, საქართველოში იყოს „ფაიზერი“. წერტილი! რაც ჩემზეა დამოკიდებული და რაც არ არის, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოში იყოს „ფაიზერის“ ვაქცინა. დეტალებს ვერ მოგიყვებით.


მე მივესალმები ჩვენი პრემიერის და ჯანდაცვის მინისტრის ძალისხმევას. სხვათა შორის, ქალბატონმა ტიკარაძემ ძალიან აქტიურად იმუშავა, რომ საქართველოში „ფაიზერის“ მილიონი დოზაზე მეტი ჩამოვიდეს.


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. მადლობა ასევე ყველას, ვინვც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. იმედია, ბოლო წუთს რაიმე არ ჩაიშლება და მილიონზე მეტი დოზა ჩამოვა დაახლოებით 2 თვეში.


მანამდე ჩამოტანილი „გოგლი-მოგლი“ ჩამომტანების სინდისზე იყოს (არასწორად შევსებული ფორმები, არასწორი მოლაპარაკებები და ა.შ.), ეს ვითომ „ექსპერტები“ და ვითომ „ყველაფერშჩიკები“ რომ აპიარებდნენ. ყველაფერი „ვითომ“. დავიღალეთ.


ვამბობ სიმართლეს, არ მაინტერესებს, ჩემზე რას იტყვით. როცა ვინმე კარგ საქმეს აკეთებს, ვიტყვი, რომ კარგია. რაც მე ჯანდაცვის სამინისტრო და მმართველი პარტია მილანძღია, როცა საჭირო იყო, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ კარგი საქმე გააკეთეს.


არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს „ფაიზერი“ არის მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა.

ეს „ლაივი“ არის ჩემი მეგობრებისთვის და მე მინდა, ჩემი მეგობრები იყვნენ უსაფრთხოდ, კარგად და ჯანმრთელად! ვინმეს არ მოგწონთ?! ღმერთმა დამიფაროს, ყველასთვის ვიყო „კარგი ბიჭი“. თუ მე ყველასთვის კარგი ვარ, ე.ი. მაგარი „დამპალი“ ტიპი ვარ.


ყველასთვის კარგი ვერ იქნები, მაგრამ ჩვენი ქვეყანა პატარაა, იმდენი პრობლემა გვაქვს და ამ დროს მილიონები წყალში გადაყარეს. იქ კორუფცია, იქ უსარგებლო სიპები და ა.შ. გადადეთ ეს 200 მლნ, იყიდეთ რა ვიცი ვაქცინა და მორჩება!


კოვიდი ვერაგია, პოსტკოვიდური მდგომარეობა ქვეყანაში რთულია. მოსახლეობის 30%-ზე მეტი ინფიცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ათი ათასობით ადამიანს უკვე აქვს პოსტკოვიდური პრობლემები.


მეც ვიკეთებ ფაიზერს 14 ივნისს მინდა, დამთავრდეს ეს პანდემია, ამუშავდეს ბიზნესი, დავიწყოთ აქტიური ცხოვრება, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ დავიწყეთ „გოგლი-მოგლი“ ვაქცინების გაკეთება. არ გვაქვს ფუფუნება, გოგლი-მოგლი გავიკეთოთ.

მე მგონი, პანდემიამ ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, ვინ ვინ არის.


საქართველოში განსაკუთრებით, ადამიანური ურთიერთობებია მთავარი. აი, მე რომ მკითხო, ეს „ქართულ-ჯიგრული პონტი“ დამახინჯებულია, თორემ თავისი არსით კარგი რამეა. კარგია, რომ ქართველები ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთი გაგვაქვს,…ესაა ჩვენი განსხვავებულობა. მოვეფეროთ ერთმანეთს და გადავატანინოთ ეს მძიმე დრო.


მიდგომა, რომ „ოღონდ რაიმე ვაქცინა გავაკეთოთ, არასწორია. „ოღონდ“ არ შველის, გასათვალისწინებელია ქართული მენტალობა. ქართველებს რომ ვეუბნები, დაინფიცირების შემდეგ 14 არ გახვიდე და კიდევ 10 დღე მოერიდე ხალხს, რას აკეთებს ქართველი მე-14 დღის საღამოს? შლის პურმარილს და მეგობრებთან ქეიფობს, კოვიდი გადავიტანეო, ასე ავრცელებს ვირუსს.


იგივეა ამ ვაქცინებთან მიმართებით. რომ იძახიან, ნებისმიერი ვაქცინა გავაკეთოთო. ქართველი რომ იმ „გოგლი-მოგლი“ ვაქცინის ერთ დოზას გაიკეთებს, უპირბადოდ ქეიფს და „ნაშებში“ სიარულს დაიწყებს, ვაქცინირებული ვარო. უნდა გავითვალისწინოთ ქართული მენტალიტეტი. უნდა ჩამოიტანო ისეთი „რკინა-ბეტონის“ ვაქცინა, რომელიც მართლა იმუშავებს.


შევთანხმდეთ, ფხაკაძე არ იყიდება. პოლიტიკაში ვერ ჩამითრევთ, თანამდებობა არ მაინტერესებს…ვაკეთებ აკრედიტაციას, ვასწავლი სტუდენტებს. საფრანგეთიდან უფრო მეტს ვაკეთებ საქართველოსთვის, ვიდრე საქართველოში ბევრი.


საქართველოში ყველას ექსპერტს არქმევენ. ფხაკაძეს ვინ უწოდა ექსპერტი? გაეროს გენერალურმა მდივანმა ჯანდაცვის სფეროს მსოფლიოს 10 საუკეთესო ექსპერტთა შორის გიორგი ფხაკაძე საკუთარ მრჩევლად დანიშნა. გარდა ამისა, ევროკავშირში მქირაობენ, როგორც ძალიან მაღალანაზღაურებად ექსპერტს ჯანდაცვის სფეროში. აღარაფერს ვამბობს აშშ-ზე, უკრაინაზე, პოლონეთის სამეცნიერო საბჭოს წევრი ვარ, “Erasmus+” ექსპერტი ვარ…


მეგობრებო, არ გვინდა ჩხუბი, ქართველები ვართ, ქართულ-ჯიგრულ „პონტში“ შევუწყოთ ერთმანეთს ხელი, რა გვაქვს გასაყოფი. განსაკუთრებით ამ რთულ დროს. გავიტანოთ ერთმანეთი და წავიდეთ წინ!


კიდევ ერთხელ – პირადად მინისტრ ტიკარაძეს დიდი მადლობა. ახლა პოლიტიკურად ანგაჟირებული ტიპები ამის თქმის გამო დაწერენ რაღაცას ჩემზე. თუ ხართ მაგრები, აღიარეთ, რომ ეს საქმე კარგად კეთდება.


რაც კარგია, ვაღიაროთ. მაგალითად, ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩემი არ იყოს, არ იცის კარგად ქართული, მაგრამ ნამდვილი პოლიტიკოსია, გახსოვთ, რომ ვამბობდი, თამამდებობის პირები საჯაროდ უნდა აიცრან-თქო?! გამლანძღეს, დედაც მაგინეს.


ქალბატონი პრეზიდენტი ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ვინც ვაცინაციის პროცესში სწორად მოიქცა და საჯაროდ პირველი აიცრა. თან ისე დიპლომატიურად იხუმრა, დაბადების დღე მაქვს და დალევა თუ შეიძლებაო. ამით ხალხს ირიბად მიაწოდა ინფორმაცია, რომ ალკოჰოლის მიღება აცრისას არ შეიძლება.


ამ თვის ბოლოს ვირუსის ტალღა ქვევით წავა. კარგი ზაფხული იქნება, დაისვენეთ, რუჯი ზომიერად მიიღეთ, მიირთვით ნატურალური პროდუქტები, მოემზადეთ სექტემბერ-ოქტომბრისთვის. ამასობაში იქნება კარგი ვაქცინა.


მაგრამ ეს ვაქცინაცია სექტემბრის ტალღაც მაინც ვერ აგვაცილებს. სექტემბრის ტალღას რომ ავცდენოდით, ამისთვის საჭირო იყო, ახლა უკვე დამთავრდებული გვქონოდა ვაქცინაცია. მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება, მერე ვაქცინაცია დაგვეწევა და მეხუთე ტალღა არ გვექნება.


ამასობაში აშშ და ევროპა დაგვეხმარება ვაქცინების კუთხით, ჩვენი კი ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ნაგავი ვაქცინა არ შემოვიტანოთ, 300 არაგველებივით მტკიცედ უნდა ვიდგეთ მოთხოვნით – „მარტო კარგი ვაქცინა“

არ დაგავიწყდეთ სამედიცინო პირბადე, ხელების დაბანა, სუფთა ჰაერი, 2-მეტრიანი დისტანცია. თუ ვინმეს ჩაეხუტებით, იმ ადამიანს მთელი ცხოვრება უნდა ჩაეხუტოთ. ან ვინც აიცრება „ფაიზერის“ ორივე დოზით, მეორე დოზიდან 2 კვირის შემდეგ თავისუფლად შეძლებს პირბადის გარეშე სიარულს. სხვა ვაქცინებთან მიმართებით მე ამ რეკომენდაციას ვერავის გავუწევ!


ყველაფერი იქნება კარგად! აჩუქეთ სიკეთე სხვას! ყველაფერი შესაძლებელია! სიკეთეს ვერ იყიდი, ან გაქვს, ან არა, ეს ჩანს და ადამიანები ამას ხედავენ!


ჯანმრთელობას გისურვებთ!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/piradad-ministr-tikaradzes-didi-madloba-thu-kharth-magrebi-aghiareth-rom-es-saqme-kargad-kethdeba-giorgi-phkhakadze/


რატომ არ აძლევს აშშ ავტორიზაციას „ასტრაზენეკას“, რატომ აქებს ტაილანდი “სინოვაკს” და სეიშელი

21/05/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე:


ჩინური ვაქცინა არ ვარგა და როგორ ვთქვა, რომ კარგია?! სეიშელის მაგალითი სახეზეა. გაერთიანებული ემირატების კვლევებით, რომ ყველაფერი გადასარევადაა „სინოფარმზე“, რატომ?! იმიტომ, რომ გაერთიანებულ ემირატებშია ქარხანა, სადაც იწარმოება ეს ვაქცინა. მარტივია. არ დაგავიწყდეთ, ემირატები დიქტატორული ქვეყანაა.


ანდა, ტაილანდი რომ ძალიან აქებს „სინოვაკს“, რატომ? ტაილანდშია ამ ვაქცინის მწარმოებელი ქარხანა. აქაც მარტივადაა საქმე.



ვიცი, რომ ვერ იტანენ, რომ ვარ დამოუკიდებელი, უკონტროლო, რომ არ ვარ არც ერთი პარტიის მხარეს. ზოგიერთი მეჩხუბება, რას გვაშინებ პანდემიის ტალღებითო. მე ვაკეთებ?! ამ ტალღებს აკეთებს ის ხალხი, ვინც ქვეყანაში ეპიდემიას ვერ მართავს.


ჩემი თუ არ გჯერათ, მწარმოებელ ქვეყანას დაუჯერეთ – უკვე თავად ამბობენ, რომ ჩინური ვაქცინის მესამე დოზაც გასაკეთებელია.


რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, არ დაგებადათ შეკითხვა, რატომ არ აძლევს აშშ ავტორიზაციას „ასტრაზენეკას“, მაშინ, როცა 170 მლნ დოზა დასაწყობებული აქვს?! დანიამ „ასტრაზენეკაზეც“ უარი თქვა და „ჯონსონზეც“.


ახლა დამიწყებენ ლანძღვას, დაბრალებას და ა.შ. სად არის ის პარტია, 1 მლნ „ასტრაზენეკა“ რომ ჩამოჰქონდა?! სადაა ის ვაქცინა?! არაა. ჯერ ერთი, მე არ მინდა „ასტრაზენეკა“ ჩემ ქვეყანაში. მე მინდა „ფაიზერი“ და წერტილი!


მე არ მინდა ბანძი, მეორე და მეათეხარისხოვანი ვაქცინა – იმიტომ, რომ არ გვაქვს ისეთი ჯანდაცვის სისტემა, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით პრობლემა როცა შეიქმნება, იმ პაციენტს ისე მოვუაროთ, როგორც საჭიროა.


ჩვენთან არ არის ისეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, როგორიც ევროპაში, ისარელში, აშშ-ში, რომ გვქონდეს ფუფუნება, „ისე რა“ ვაქცინები გავაკეთოთ და გართულებებს მოვუაროთ.


ფხაკაძემ შიგნიდან იცის ქართული ჯანდაცვა და გეუბნებით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა „ბანძ“ ვაქცინებს ვერ გადაიტანს. გაიგეთ!


არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს „ფაიზერი“ არის მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა.

ასევე, საქართველოში 45 წლის ზევით ძალიან ბევრს აქვს ქრონიკული დაავადებები. ბევრი ფაქტორია, რატომ არ შეიძლება საქართველოში ცუდი ვაქცინა. უნდა იყოს ან ძალიან კარგი, ან საერთოდ არ იყო.


რომ ჩამოიტანო ეს ჩინური, არ მუშაობს და რა ვქნა?! ჩინურს რომ გაიკეთებ , ადამიანმა მაინც პირბადით უნდა იაროს. ეფექტურობა 50%-ია. კი, დაწევს სიკვდილიანობას, მძიმე ფორმებს, მაგრამ გავრცელებას ვერ აჩერებს, 10-დან 5 დაინფიცირდება.


16 მაისს ინდონეზიაში ჩავიდა „ასტრაზენეკას“ ერთ-ერთი სერია, აღმოჩნდა, რომ ამ სერიაში 400 500 დოზას ჰქონდა პრობლემა. ამიტომ გეუბნებოდით, რომ ვაქცინაციისას სერიის ნომერი უნდა მიაწეროთ საბუთზე-თქო. ახლა მაინც გაითვალისწინეთ.


რატომ ვლაპარაკობ ამდენს?! თუ ჩემი ამ საინფორმაციო კამპანიით ერთი ადამიანი მაინც გადარჩება, ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია! არაფერს ვითხოვ თქვენგან! მე ექიმი ვარ და უფლებაც არ მაქვს, სხვანაირი იყო. მე ბევრი სტუდენტი მყავს არა მარტო საქართველოში, ისინი მიყურებენ და ეს პროფესიული პასუხისმგებლობაა!


ყველაფერი ფული არ არის. არ მინდა ახლა იმ 22 „სიფტზე“ და ასე შემდეგ ფულის საკეთებელ სქემებზე საუბარი, მესმის, ცოლი გყავთ, საყვარელი, საყვარლის შვილი…წადით ბიზნესში და იქ გააკეთეთ ფული. არ მოიპაროთ. როცა საქმეს არ აკეთებთ და ხელფასს იღებთ, ეს ქურდობაა!


ჩვენ ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს, ახალგაზრდები საუკეთესო განათლებით, ნიჭით, ცოდნით, უნარით, ბრილიანტი ბავშვები, რომლებიც სამსახურს ვერ შოულობენ!


მაგრამ ეს ვაქცინაცია სექტემბრის ტალღაც მაინც ვერ აგვაცილებს. სექტემბრის ტალღას რომ ავცდენოდით, ამისთვის საჭირო იყო, ახლა უკვე დამთავრდებული გვქონოდა ვაქცინაცია. მეოთხე ტალღა სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება, მერე ვაქცინაცია დაგვეწევა და მეხუთე ტალღა არ გვექნება.


ამასობაში აშშ და ევროპა დაგვეხმარება ვაქცინების კუთხით, ჩვენი კი ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ნაგავი ვაქცინა არ შემოვიტანოთ, 300 არაგველებივით მტკიცედ უნდა ვიდგეთ მოთხოვნით – „მარტო კარგი ვაქცინა“

აპლიკაცია რომ გაკეთდა, ხალხმა ყველამ „ფაიზერი“ მოითხოვა და ეს ჩინური რატომ ჩამოგაქვთ ვერ გავიგე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ratom-ar-adzlevs-ashsh-avtorizatsias-astrazenekas-ratom-aqebs-tailandi-sinovaks-da-seisheli-sinopharms-chveni-jandatsvis-sistema-bandz-vaqtsinebs-ver-gadaitans-gaigeth-giorgi-phkhakadze/


ისწავლეთ ერთი რამ, ფხაკაძე რომ იტყვის, დაუჯერეთ – გიორგი ფხაკაძე საქართველოში ინდური შტამის პირველ

23/05/2021

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ინდური შტამის პირველ სავარაუდო გამოვლინებას გამოეხმაურა.


„კიდევ ერთი აღიარება… რომელი ერთი… რა ვიცი, მე რომ გაგაფრთხილეთ, ყველა დამესია …


ისწავლეთ ერთი რამ, ფხაკაძე რომ იტყვის, მოუსმინეთ, გაითვალისწინეთ, და დაუჯერეთ იქნებ ჩამოვყალიბდეთ, ამ ქვეყანაში ვინ ამბობს სიმართლეს.


დამისახელეთ ერთი ჩემი გაფრთხილება, რომელიც არ გამართლდა. სხვებისგან განსხვავებით, აკადემიურ ინფორმაციას გაძლევთ ადამიანურ, მარტივ ენაზე“,- წერს გიორგი ფხაკაძე.


ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარი სწავლობს ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევა, საბოლოო პასუხი ჯერ სპეციალისტებმა არ იციან.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/istsavleth-erthi-ram-phkhakadze-rom-itqhvis-daujereth-giorgi-phkhakadze-saqarthveloshi-induri-shtamis-pirvel-savaraudo-shemthkhvevaze/


იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს – გიორგი ფხაკაძე

26/06/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე:


როცა პრესა რაიმეს წერს ჩემზე, არ აქვს მნიშვნელობა, ცუდს თუ კარგს, არ ვეთანხმები თუ ვეთანხმები, ყველაფერს ვდებ ჩემს გვერდზე. სიტყვის თავისუფლებაა – წერონ.


კოვიდთან დაკავშირებით საზოგადოებას ბევრი ინფორმაცია მივაწოდე, რისი მიწოდებაც შეიძლებოდა და ზოგჯერ, არც კი შეიძლებოდა. ზოგადად, სხვა ქვეყნებში ექსპერტები ხალხის განათლებისთვის ასე არ ზრუნავენ.


ვცდილობდი, მაქსიმალურად ყოფილიყავით უახლესი ინფორმაციებით შეიარაღებული, რომ სწორი გადაწყვეტილება მიგეღოთ. სამწუხაროდ, ბევრი ვერ გებულობს, რას ვამბობ და არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს.


ზოგი მიბრაზდება, თითქოს ეს ვირუსი ჩემი გამოგონილია. ხომ ვიცით, რომ ჩინელებისაა და ისიც ვიცით, რომ, სავარაუდოდ, ვუხანის ლაბორატორიაშია ეს გოგლი-მოგლი გაკეთებული. იმედია, დადგება დრო, ჩინეთს ამის ფასის გადახდა მოუწევს. თუმცა საქართველოსთვის რა შეიცვლება, რომც დადგინდეს, რომ ვირუსმა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა?! არაფერი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად.


ასევე მე მოგაწოდეთ ინფორმაცია, ვინ შეძლებს ევროკავშირში მოგზაურობას. ამაზეც დამეტაკნენ. შედით ევროკავშირის ვებგვერდზე და ნახეთ, რომ მართალი ვარ.


მოგაწოდეთ ინფორმაცია კოვიდასპორტის შემოღებაზე. ჩემი ბრალია, რომ ევროპაში ჩინური და რუსული ვაქცინით აცრილებს არ უშვებენ?! ეს ევროკავშირმა გადაწყვიტა.


რაც შეეხება კორონავირუსის შტამებს. როცა გაჩნდა ინდური შტამი, პირველი კვლევებით, ასტრაზენეკას და ინდურ ვაქცინას კარგი შედეგები არ ჰქონდა.


დრო გავიდა და გუშინწინ უკვე დაიბეჭდა უახლესი კვლევის სასიხარულო შედეგები, რომ ინდური შტამის მიმართ „ფაიზერზე“ თითქმის 80%-იანი ეფექტურობაა და „ასტრაზენეკაზე“ – 60%. ჩინურზე კი კვლევები არ არის.


უმნიშვნელოვანესია უწყვეტი სამედიცინო განათლება. მედიცინა არის მუდმივად განახლებადი მეცნიერება და რამდენიმე თვის წინ ჩატარებული კვლევები შეიძლება, არსებითად შეიცვალოს. სიახლეებს მუდმივად უნდა გავეცნოთ.


გადავწყვიტე, ამ მძიმე დროს რაც შეიძლება საიმედო, სახალისო და საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ. მხოლოდ პოზიტივს მოგაწვდით, ნეგატივის მომწოდებლად უკვე უამრავი ექსპერტია.


ერთ-ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ მაქსიმალურად შემცირდა გრიპით სიკვდილიანობა. მაგალითად, კოვიდამდე აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 86 000 ადამიანი კვდებოდა სეზონური გრიპით, შარშან ეს რიცხვი 400-მდე დავიდა.


შემდეგი კარგი ამბავი – ვიცით, სწრაფი ტესტის სიზუსტე 50%, ხოლო პისიარის – 60%-ია, ბოლო კვლევებით ბრიტანეთში დადგინდა, რომ ძაღლები 88%-იანი სიზუსტით ადგენენ, არის თუ არა ადამიანი კოვიდინფიცირებული. კოვიდის სკრინინგისთვის სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების აეროპორტებში გამოყენება ეფექტური იქნება.


ყველაზე აქტუალური კითხვა – როდის დამთავრდება კორონაპანდემია?


გადავხედოთ ისტორიას. 1889 წელს იყო რუსული ვირუსი OC43. სავარაუდოდ, ეს იყო პირველი კორონავირუსი, რომელიც შესაძლოა, ცხოველებიდან ადამიანებზე გადავიდა. მაშინ არ იყო ვაქცინა, მაგრამ ეს ვირუსი ჩაცხრა. 1918 წელს იყო „ესპანური გრიპი“ H1N1. რომელიც იყო არა კორონავირუსი, არამედ გრიპის ვირუსი. მიუხედავად დიდი ლეტალობისა, ისიც ვაქცინების გარეშე ჩაცხრა.


1957 წელს გავრცელდა ვირუსი H2N2, რთული მიმდინარეობით. მაშინ შექმნეს ვაქცინა, მაგრამ ძირითადად სამხედროებში გამოიყენებოდა. 1968 წელს კი გამოჩნდა რთული ვირუსი H3N2. მაშინ აშშ-ში დაამზადეს 22 მლნ დოზა ვაქცინა, თუმცა პანდემია უფრო ადრე დამთავრდა და ამ დოზების დიდი ნაწილის გამოყენება ვერ მოასწრეს.


2009 წელს გავრცელდა H1N1. მაშინაც დამზადდა ვაქცინის ასობით მილიონი დოზა, თუმცა ვირუსმა მილევა დაიწყო და ძალიან ბევრი დოზა გადასაყრელი გახდა.


შეჯამება – ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ2 წლიანი ციკლურობა.


კოროვიდ 19-ის გამოჩენიდან წელიწადნახევარი უკვე გავიდა. სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი მუტაცია და 14 დიდი შტამი ტრიალებს მსოფლიოში. „ვუხანური“ ვირუსი წესით, სექტემბერში უნდა დამთავრდეს. ჩვენთან ახლა რაც არის, ეს არის ბრიტანული ვირუსის მეორე ტალღა.


ფაქტია, რომ რაც უფრო ლეტალური და რთულია ვირუსი, მით უფრო სწრაფად ქრება. მაგალითად, „მერსი“.


უკვე ვიცით, როგორ უნდა ვაკონტროლოთ კოვიდ19. მაგალითად, ასვტრალია, სადაც ჩაკეტვით შედეგს მიაღწიეს. პირბადე და დისტანცია არის საუკეთესო გამოსავალი.


ჩემი დასკვნა ასეთია, შეიძლება ვცდები – ამ ვირუსს მარტო ვაქცინებით ვერ დავამარცხებთ, შეიძლება, ბუნება მოგვეხმაროს და ეს ვირუსი ისე წავიდეს, რომ ბოლომდე ყველა ვაქცინა ვერც გავხარჯოთ.


იქნებიან ქვეყნები, რომლებიც სექტემბრის ბოლოსთვის ვაქცინაციას ძირითადად დაასრულებენ (მაგალითად აშშ, ევროპა) და მათი ეკონომიკაც იქნება უფრო ძლიერი. სადაც ნაკლებად იქნება აცრილი ხალხი, იქ იქნება „ჯოგური“ იმუნიტეტი, როგორც საქართველოში, მათი ეკონომიკაც შედარებით მძიმე მდგომარეობაში იქნება.


პანდემია უსასრულო ვერ იქნება – ეს ბუნების კანონია. ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება, ვაქცინით – უფრო სწრაფად, უვაქცინოდ – უფრო ნელა.


საქმე იმაშია, როგორ დამთავრდება? მსხვერპლის რაოდენობა კი ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული. თუ ფრთხილად ვიქნებით, იოლად გადავაგორებთ, თუ არა – შესაბამის ფასს გადავიხდით.


მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად.


საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს და სიცივეში უფრო აქტიური იქნება, ზაფხულში კი სუფთა ჰაერზე ძალას დაკარგავს. მოვემზადოთ.


უკვე მაქსიმალური ცოდნა დაგროვდა, ვიცით, ვინ არის მტერი და როგორ ვებრძოლოთ, ფაიზერი მეტად, ასტრაზენეკა ცოტა ნაკლებად მუშაობს ინდური შტამის წინააღმდეგ, მოდერნა უკვე ქმნის ბუსტერს, რომელიც სხვა შტამებზეც იქნება ეფექტური.


სექტემბერში უკვე ძლიერი კვლევები წამოვა ვაქცინირებულებზე, განსაკუთრებით, ისრაელიდან. გაიზარდა ვაქცინების წარმოებაც. ასევე კარგია, რომ საქართველოს კლინიკებშიც უკვე იციან, როგორ მართონ კოვიდინფიცირებულები.


რაც შეეხება ქვეყნის გახსნას, მეც ვიყავი შეშინებული და წინააღმდეგი, მაგრამ ახლა რომ გადავხედე, უაზრო ჩაკეტვებს ეფექტი არა აქვს. თუ ქვეყანას კეტავ, უნდა წარმოადგინო პროგრამა, რატომ კეტავ და რას გეგმავ. თუ პროგრამა არა გაქვს, ჩაკეტვას აზრი არა აქვს, რადგან ამას მოჰყვება ჩაკეტვა-გახსნის უსარგებლო მონაცვლეობა.


ჯობს, გავსხნათ ქვეყანა, ოღონდ ფრთხილად. ტურისტულადაც მომგებიანი იქნება. ხომ რთულია მოსასმენად, რასაც ვამბობ?! ვუთხრათ სიმართლე მოსახლეობას, რომ პასუხისმგებლობა მასზეა, რომ პირბადის ტარება გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ ღარიბები ვართ და თუ გვექნება ვაქცინა, გავიკეთებთ. გვაქვს ხელმისაწვდომი სამედიცინო პირბადე და გამოვიყენოთ, დაცულები ვიქნებით.


საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს. ჩვენი იმუნური სისტემა ისწავლის მასთან ბრძოლას.


რაც შეეხება ვაქცინებს, უკვე ყველამ იცის, რომელი ვაქცინაა კარგი და რომელი – ძალიან კარგი. მალე ეფექტური წამლებიც გამოვა, ასზე მეტი ლაბორატორია მუშაობს ამაზე მსოფლიოში. წლის ბოლომდე ბევრი სხვადასხვა სახეობის იარაღით ვიქნებით შეიარაღებული. წლის ბოლოს სიკვდილიანობა დაიწევს. კარგი ახალი წელი გვექნება, მთავარია, მანამდე ბევრი სისულელეები არ გავაკეთოთ და თავი დავიცვათ.


მე გირჩევთ, ნუ ვეთამაშებით ცეცხლს და ეს 2-3 თვე (სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბერი) როგორმე ფრთხილად გადავიტანოთ. ახლავე დავიწყოთ მუშაობა, რომ სექტემბრისთვის სასწავლო დაწესებულებები იყოს მომზადებული.


ევროპიდან და აშშ-დან ჩამოვა დიდი რაოდენობის ვაქცინები, წლის ბოლოსთვის წამლებიც მოგვისწრებს. მსოფლიოში უკვე ყველაფერი დალაგდა და ეს იმიტომ, რომ აშშ-ში მოვიდა ნორმალური მთავრობა. წინა მთავრობა იყო სუფთა „ბიზნესმენების კოლექცია“. ახლა ამერიკის ადმინისტრაციაში მოვიდნენ რეალური პოლიტიკოსები – მსოფლიო ლიდერი თავის ადგილას დაბრუნდა და მიხედავენ მსოფლიოს, ჩვენც.


იყავით პოზიტიურები, გაეცით სითბო, დაიცავით წესები, ნუ ნერვიულობთ თითოეულ მუტაციაზე. ვირუსის მუტაცია ნორმალური მოვლენაა, ხვალ შეიძლება ქუთაისური, სვანური, რაჭული, თბილისური, ან სულაც ვაკის მუტაცია გაჩნდეს. შეიძლება, მეგრული შტამიც გაჩნდეს, წარმოიდგინეთ, მეგრული შტამი რა იქნება, წიწაკიანი შტამი, ხო გადაგვივლის ყველას…. ისე, ალბათ, რაჭული შტამი ჯობს, რომ იყოს, ყველაზე ნელი მაინც იქნება.


ნუ ნერვიულობთ, მიხედეთ ბავშვებს, ფეხმძიმეებს, მოხუცებს. არ ჩავიდინოთ ბევრი სისულელე ამ ზაფხულს და ძალიან არ გავგიჟდეთ. იცით, რაც უნდა გააკეთოთ. დავისვენოთ, მაგრამ დავიცვათ ზომიერება. ნურავის ნურაფერს დააბრალებთ, საკუთარი თავის გარდა.


ფეხმძიმეების ვაქცინაციას რეკომენდაციას ვერ გავუწევ, არ მაქვს კვლევები, ერთადერთი, მცირე ზომის კვლევა არსებობს, რომ მეძუძურ დედებში ვაქცინამ როგორც დედა, ასევე ბავშვი დაიცვა.


რაც შეეხება სპერმის ხარისხს, ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხი იქნება იგივე. მაგრამ თუ დაინფიცირდებით, სპერმის ხარისხი ქვეითდება.


თუ არ გინდათ ვაქცინის გაკეთება, ნუ გაიკეთებთ, თუ გინდათ – გაიკეთეთ, მაგრამ ორივე შემთხვევაში, გაქვთ თუ არა ვაქცინა გაკეთებული, სამედიცინო პირბადე ცხვირზე! დაიცავით მაქსიმალურად შესაძლებელი დისტანცია, შენობებში გააკეთეთ ორპირი, დაიბადეთ ხელები საპნით, იარეთ სუფთა ჰაერზე.


ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები და მაღალი რისკი, აუცილებლად უნდა გაიკეთონ ვაქცინა, თუნდაც ჩინური.


ყველაფერი იქნება კარგად, თუ თქვენ ვიქნებით ფრთხილად.


შეგახსენებთ, ევროკავშირმა მართლაც გასცა რეკომენდაცია, წვერმა ქვეყნებმა მხოლოდ ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით აცრილები მიიღოს, პისიარ ტესტირების გარეშე და ამ ვაქცინებს შორის, ჩინური და რუსული ვაქცინა ნამდვილად არ არის, თუმცა, ევროკავშირის თქმით, წევრ ქვეყნებს თავად შეუძლიათ აირჩიონ, დამატებით, რომელი ვაქცინით აცრილ ადამიანებს მიიღებენ ქვეყანაში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/imedia-dadgeba-dro-chineths-amis-phasis-gadakhda-moutsevs-giorgi-phkhakadze/


“კორონავირუსი 6 თვეში მორჩება” – არის თუ არა “შავი სოკოს” გავრცელების საშიროება საქართველოში?

02/06/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე:


კარგი ამბავი -კიდევ ერთი ავტორიზებული ვაქცინა გვაქვს – „სინოვაკი“ მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო;


საერთოდ, მე ვიყავი, ვარ და ვიქნები მანიპულაციების წინააღმდეგი და ჩინეთთან ეს პრობლემა რომ იყო, ამაში ორი აზრი არ არსებობს. თუმცა ჩინელები უფრო ჭკვიანები აღმოჩდნენ, ვიდრე რუსები.


ჩინეთმა „სინოვაკზე“ კვლევები აწარმოა ბრაზილიაში და ეს ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა. უნდა გვიხაროდეს, ოღონდ ფრთხილად!


შედარებისათვის – „სინოფარმის“ შემთხვევაში კვლევა ჩატარდა ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებში 18-დან 59 წლამდე, ჯანმრთელ პოპულაციაში. „სინოვაკზე“ კვლევები უფრო რეალურ ცხოვრებაში ჩატარდა და არსებულ მონაცემებში ასაკობრივი ზღვარი არ არის ანუ გამოიყენება 18 წლის ზევით.


კარგია, რომ უკვე ბევრი ვაქცინა გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ პირველ ადგილზეა „ფაიზერი“, შემდეგ „მოდერნა“ და ა.შ..


ნებისმიერი ვაქცინის მთავარი დატვირთვა არის ის, რომ ვაქცინირების შემდეგ ვაქცინირებული ადამიანი დაინფიცირების შემთხვევაში არ მოხვდება რეანიმაციაში და არ გარდაიცვლება. თუმცა ვაღიაროთ, რომ ინფიცირებისგან 100%-იანი დაცვა არც ერთი ვაქცინის შემთხვევაში არ არსებობს; არის დაცვის სხვადასხვა პროცენტულობა;


„სინოვაკის“ შემთხვევაში ჩინელებმა ჭკუა ისწავლეს. რომ გითხრათ, იდეალური ინფორმაცია წარმოადგინეს-მეთქი, არა, მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავი კვლევა დადეს ბრაზილიის მაგალითზე. თუმცა ბრაზილია ხომ არ არის მარტო, წარმოადგინონ სხვა ქვეყნების, ევროპის და ა.შ. ქვეყნების მაგალითზე და ვნახოთ.


არ დაგავიწყდეთ – „სინოვაკი“ არის მხოლოდ ჯანმოს მიერ აკრედტირებული. ამ ვაქცინას არა აქვს არც აშშ-ში, არც ევროპაში აღიარება და ამ ქვეყნებში ვალიდურობა არა აქვს.


მიუხედავად ყველაფრისა – მე მინდა, ჩემს სამშობლოში იყოს კარგი კი არა, საუკეთესო ვაქცინა. ეს დანაშაულია, რომ შენი მეგობრებისთვის, ნათესავებისთვის, ახლობლებისთვის საუკეთესო გინდოდეს?! მინდა, ვეცდები და იქნება კიდეც!


იმედი მაქვს, რომ სექტემბერ-ოქტომბერში ევროპიდან საქართველოში კარგი ვაქცინები შემოვა, რომელიც უკეთ დაიცავს მოსახლეობას.


რჩევა ჩემი მეგობრებისთვის – ჩინურ ვაქცინას ვინც გაიკეთებთ, ვაქცინირების შემდეგ პირბადე არ მოიხსნათ. დაინფიცირების რისკი უფრო მეტია, ვიდრე „ფაიზერის“ შემთხვევაში, თუმცა მძიმედ არ დაავადდებით.


ასევე მივმართავ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს – აუცილებლად უნდა აიცრათ.

რომ გითხრათ, ჩინურ ვაქცინებზე „ვგიჟდები“ – არა! მაგრამ ის, რაც მოხდა „სინოვაკის“ შემთხვევაში, წინგადადგმული ნაბიჯია და გვიჩვენებს, რომ ვაქცინის მწარმოებლები ვეღარ გააგრძელებენ „ჩალიჩს“ – მოუწევთ, დადონ კარგი კვლევები. და ეს ჯანმოს წყალობით. ჩვენ კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანოზაციის ნებართვის გაცემამდე დავიწყეთ „სინოვაკით“ ვაქცინაცია, რაც არასწორი იყო, მაგრამ რაც მოხდა – მოხდა!


კიდევ ერთხელ გავიმეორებ – „სინოვაკისთვის“ ავტორიზაციის მინიჭება არის ფრთხილი კარგი ამბავი!


ასევე კარგი ამბავი არის ის, რომ, ალბათ, მალე ევროპის წამლის სააგენტო მიიღებს დადგენილებას 12 წლის ასაკიდან „ფაიზერით“ ვაქცინაციის შესახებ;


უმაგრესი ამბავია ის, რომ აშშ-ში უკვე მიდის 2 წლის ასაკიდან ბავშვებში კლინიკური კვლევები „ფაიზერზე“;


რაც შეეხება “შავ სოკოს“, ეს პირველად გავრცელდა ინდოეთში, მუმბაიში. საქართველოსთვის ნაკლებად საშიშია. ამ კუთხით ინდოეთში არის ბევრი კომბინაცია – სიღარიბე, სიბინძურე, სიცხე. ტროპიკული დაავადებები და ა.შ. ის საქართველოს ნაკლებად ემუქრება, რადგანაც ძირითადად ტროპიკული ქვეყნების პრობლემაა.


მჯერა, კორონავირუსს დავამარცხებთ, მაგრამ უნდა დავამარცხოთ სიმართლით და არა ტყუილებით. დინჯი, პრაგმატული ნაბიჯებით, პროფესიონალიზმით, რომლის ნაკლებობაც გვაქვს თითქმის ყველა მიმართულებით. პროფესიონალიზმი – ეს არის ერთადერთი გზა, რომ გამოვიდეთ ჩიხიდან.


ვირუსი დაახლოებით 6 თვეში მორჩება, სექტემბერში ერთ კუდს მოიქნევს და დამთავრდება, მაგრამ შემდეგ ჩვენ უნდა ავამუშაოთ დაპაუზებული ქვეყანა, რასაც დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, არაანგაჟირებული პროფესიონალები სჭირდება!


ასეთი პროფესიონალები საქართველოში ბევრნი არიან. ასევე ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი კარგი კლინიკა, დღეს რამდენიმეს წარმომადგენლებთან მქონდა საუბარი.


კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი – დღეს საქართველოში კიდევ ერთი სამედიცინო კლინიკა მიიღებს ფრანგული ორგანიზაციის „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“, აკრედიტაციას.


აკრედიტაციის პროცესი წინ მიდის. რთულია, მაგრამ ვითარდება.


ყველაფერი კარგად იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/video-koronavirusi-6-thveshi-morcheba-aris-thu-ara-shavi-sokos-gavrtselebis-sashiroeba-saqarthveloshi-giorgi-phkhakadze/


„ახალი შტამი ნეპალიდან!“ – გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას კიდევ ერთი ახალი შტამის შესახებ აფრთხილებს

05/06/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კიდევ ერთი ახალი შტამი გაჩნდა, ამჯერად ნეპალიდან.

K417N Nepal ;(


ახალი შტამი ნეპალიდან


ეს არის საყურადღებო ინფორმაცია


დეტალები 2-3 კვირაში გვექნება …


რატომ არის ეს ვარიანტი საყურადღებო:


სამხრეთ აფრიკულივით არის;


არსებული ვაქცინებზე რეზისტენტობის მაღალი ალბათობაა;


კიდევ უფრო გადამდებია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/akhali-shtami-nepalidan-giorgi-phkhakadze-sazogadoebas-kidev-erthi-akhali-shtamis-shesakheb-aphrthkhilebs/


“საქართველო ამ 500 მილიონიან სიაში არ არის, რა დავაშავეთ მართლა რა…” – გიორგი ფხაკაძე

10/06/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, აქვეყნებს მასალის ლინკს და წერს:


“საქართველო ამ 500 მილიონიან სიაში არ არის


რა დავაშავეთ მართლა რა


გახსოვთ რომ ვთქვი რომ საქართველო არ არის იმ 92 ქვეყნის სიაში თქო ?! და აი შედეგი …..


ეხლა ვინც COVAX-ის აპლიკაცია შეავსო ეხლა ხომ არის ამ პირის/პირების პასუხისმგებლობის საკითხი დასაყენებელი?!


უკრაინა და მოლდოვა არიან ამ 92 ქვეყნის სიაში ჩვენ არა…ამიხსენით სანამდე ეს არაფროფესიონალიზმი სანამდე !?


ლინკი:

As part of the plan, the United States will allocate the vaccine doses to 92 low- and lower middle-income countries and economies as defined by Gavi’s COVAX Advance Market Commitment (AMC) and the 55 member states of the African Union.”

https://www.businesswire.com/news/home/20210609005930/en/Pfizer-and-BioNTech-to-Provide-500-Million-Doses-of-COVID-19-Vaccine-to-U.S.-Government-for-Donation-to-Poorest-Nations?linkId=121006831&fbclid=IwAR2uR8q2lotUC2p39mOmYG4AL5rQG0XWh3gxK1YBqLAu9VjAJHv3G_bsFWs



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/saqarthvelo-am-500-milionian-siashi-ar-aris-ra-davashaveth-marthla-ra-giorgi-phkhakadze/


“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ ამ პროცესის ნაწილი” – გიორგი ფხაკაძე

11/06/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.


პროფესორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე პნევმონიის ვაქცინების ფასებსა და ხარისხზე წერს.


“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ ამ პროცესის ნაწილი.


პნევმონიის ვაქცინების ფასმა მსოფლიოში დრამატულად დაიწია და ხარისხმა აიწია (არაფერს გაგონებთ?!


2019 წლიდან ვარ გავის პნევმოკოკური კომიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტი (კომიტეტის შემადგენლობაში სულ 8 ადამიანია).


დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთია.


პნევმოკოკური კომიტეტის გარდა ასევე 2021 წლიდან ვარ გავის დამოუკიდებელი ექსპერტი და ქვეყნების ვაქცინაციის პროგრამების დამტკიცებაში ვიღებ მონაწილეობას.მეტი რა გითხრათ”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/chemthvis-didi-pativia-rom-var-am-protsesis-natsili-giorgi-phkhakadze/


ევროპის და ამერიკის სააგენტოს მიერ არაღიარებულ ვაქცინებში 30$ გადაიხადეს (60$ ჯდება ერთი ადამიანი)

14/06/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე, აქვეყნებს ვიდეოს სოციალურ ქსელში და წერს:


კარგით, მე არ მიჯერებთ …


ვითომ “ექსპერტებს” და ვითომ “პროვაქსერებს” უჯერებთ (ორივე რომ საშიშები და მავნებლები არიან, ფაქტია)


რუსული КГБ-ის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს რომ უსმენთ (ყოფილები არ არსებობენ), გასაგებია


არაპროფესიონალების ასეთი კონცენტრაცია საქართველოში, მე მგონი, არასდროს ყოფილა


ამ ვიდეოს რომ მოვუსმინე, მართლა დეპრესიაში ჩამაგდო …. ამის შესახებ პანდემიის პირველივე თვეებიდან ვსაუბრობდი და ვთავაზობდი კონკრეტულ გამოსავლის გზებს (მომისმინეს, თქვეს – “კი, აუცილებლად გავაკეთებთ”)


ამოვიდა ყელში დილეტანტიზმი, არაპროფესიონალიზმი, ვითომ “პროვაქსერობა”, ვითომ “განათლება” (Google ყველას გვაქვს) და ვითომ “პატრიოტიზმი”.


შედეგი – ჩინურ ვაქცინაში (ევროპის და ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ არაღიარებულ ვაქცინებში) 30$ გადაიხადეს (30×2=60$ ჯდება ერთი ადამიანი) და ისრაელს ფაიზერი ერთი ადამიანი 47$ დაუჯდა!!!


არავინ, ბოდიშს ვიხდი , მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გარდა, მართლა არავინ ფიქრობს ნამდვილად საქართველოზე! მარტო იმას ფიქრობენ, რამდენი “like »-ი აქვთ, რამხელა რეინტინგი (მედიაში/ტელევიზიაში და რა ვიცი, კიდე სად) და რამდენი “followers” ჰყავთ … სინამდვილეში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მართლა არავინ ფიქრობს საქართველოზე ……. ერთი რამ კონკრეტული სიკეთე გაგეკეთებინათ საქართველოსთვის … ერთი რამ ….


მე ამის თქმის უფლება მაქვს! მარტო ერთი რამ, რომ სამედიცინო პირბადე დაინერგა ქვეყანაში, არის უმაღლესი ხარისხის და დაბალ ფასში და 2020 წლის დეკმბრიდან შენარჩუნდა ფასიც და ხარისხიც, ერთი ადამიანის მონდომების და ხალხის გვერდსი დგომის შედეგია….სხვა რაღაცეებიც, რაც გავაკეთე… რა ვიცი, სია დიდია …… თქვენ რა გააკეთეთ?! სია ჩამოწერეთ …


მე ნუ დამიჯერებთ, მაინც არ მიჯერებთ…… ისრაელის მთავრობის გამოცდილებას მაინც მოუსმინეთ ….




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/evropis-da-amerikis-saagentos-mier-araghiarebul-vaqtsinebshi-30-gadaikhades-60-jdeba-erthi-adamiani-da-israels-phaizeri-1-adamiani-47-daujda-giorgi-phkhakadze/


ქვეყანა სასწრაფოდ ჩასაკეტია! – რამდენად ვერაგია ინდური შტამი? – გიორგი ფხაკაძე

16/06/2021

დამოუკიდებელი ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:


“ინდური შტამი იპყრობს მსოფლიოს. ბრიტანეთში ინფიცირებულების 96 პროცენტი არის ინდური შტამით ინფიცირებულ…


ინდური შტამი დააჩქარებს გავრცელებას და იქნება აგვისტოს შუა რიცხვებში. ქვეყანა არის სასწრაფოდ ჩასაკეტი, მაგრამ ისე კი არა, რომ ჩავკეტოთ და სახლში ვისხდეთ, არამედ ჩასაკეტია ჭკვიანურად, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს.


წერტილოვნად, ჭკვიანურად და რაც შეიძლება მალე”


გიორგი ფხაკაძე, საუბრობს იმაზეც, რომ სინამდვილეში, საქართველოში ინდური შტამი ერთი თვეა უკვე დაფიქსირებულია:


“თუ ბრიტანული შტამის გავრცელებას რამდენიმე თვე დასჭირდა, ინდური შტამი კვირეებსა და დღეებში იპყრობს ევროპას.


საქართველოში ინდური შტამი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შემოვიდა. ქვეყანაში შესაბამისი რაოდენობით სეკვენირება ვერ ხდება, რადგან ეს ძვირადღირებული ტექნოლოგიაა. შესაბამისად, ზუსტი იდენტიფიცირება, ვინ რომელი შტამითაა ინფიცირებული, არ წარმოებს.


საუბარია, თითქოს საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა, რეალურად ეს რიცხვი გაცილებით მეტია და, ალბათ, ამ ციფრს ერთი ნული დავუმატოთ.


მაისის შუა რიცხვებში წამოვიდა პირველი კვლევები – ბრიტანული შატმის წინააღმდეგ „ფაიზერის“ ეფექტურობა 92%-ია, ინდურის – 79%. „ასტრაზენეკათი“ აცრისას დაცულობა ბრიტანულ შტამთან მიმართებაში აღწევს 73%, ინდურის შემთხვევაში – 60%. სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს.


ბრიტანეთში კოვიდით გარდაცვლილთა 30%-ს „ასტრაზენეკას“ ორივე დოზით იყვნენ ვაქცინირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს დაემართათ ინდური ვირუსი.


ინდური შტამი იმდენად ვერაგია, რომ ბრიტანეთმა 4 კვირით გაახანგრძლივა შემზღუდავი ღონისძიებები და ლოკდაუნი ვერ მოხსნეს. ინდური შტამი 60%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული.


ცნობისათვის, ბრიტანეთის მოზრდილი მოისახლეობის 56% „ასტრაზენეკათია“ აცრილი. საქართველოში 2%-იც არაა აცრილი და ყველაფერი გახსნილია. რაზე ვსაუბრობთ?!.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/qveqhana-aris-sastsraphod-chasaketia-ramdenad-veragia-induri-shtami-giorgi-phkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights