ბიონიკური ხელი ეფუძნება რევოლუციურ ტექნოლოგიას, რომელიც პირდაპირ მომხმარებლის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს უერთდება და წარმოქმნის ადამიანი-მანქანის ინტერფეისს; შედეგად, ხელოვნურ ინტელექტს თავის ტვინის სიგნალების ზუსტ, მაგრამ მარტივ მოძრაობებად გადათარგმნა შეუძლია.
რევოლუციური ხელის პროთეზი ქალის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს შეეზარდა
მინიმალურად ინვაზიური გინეკოლოგიის ცენტრი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში
23/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე მინიმალურად ინვაზიური გინეკოლოგიის ცენტრი – გინნეო ჩამოყალიბდა. მიკროინვაზიური მიმართულება დღითი დღე იმკვიდრებს ადგილს გინეკოლოგიური ქირურგიის სფეროში, მისი მთავარი მიზანი ოპერაციული ჩარევისას ჯანსაღი ქსოვილების დაზოგვა და რებილიტაციის პერიოდის მინიმუმამდე დაყვანაა. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა, როგორიცაა:
• დაუდგენელი უნაყოფობა
• ენდომეტრიოზი
• პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი
• საშვილოსნოს გარე ორსულობა
• საშვილოსნოს ლეიომიომა
• საშვილოსნოს პოლიპოზი
• საკვერცის კისტები
• საშვილოსნოს ყელის დაავადებები
მინიმალურად ინვაზიური ქირურგია აგრძელებს გინეკოლოგიური ქირურგიის სფეროს გარდაქმნას და ქმნის ახალი ზრუნვის სტანდარტს გინეკოლოგიაში, სწორედ ეს არის ცენტრის მთავარი უპირატესობა, რთული გინეკოლოგიური ოპერაციების ნაკლებად ინვაზიური მეთოდებით ჩანაცვლება და მომხმარებლისთვის სრული კომფორტის შექმნა.
კონსულტაციაზე ჩასაწერად: ტელ: 2 10 44 44, მობ: +995598793000
მის: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
ლინკი:
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები -თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
23/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი

თბილისის ცენტრალური გთავაზობთ უფასო კონსულტაციებს ოფთალმოლოგებთან ყოველ პარასკევს. ჩაეწერეთ პირველად უფასო კონსულტაციაზე და კვლევებზე გამოცდილ ოფთალმოლოგებთან. კონსულტაციები და კვლევები ჩატარდება ყველა ასაკობრივ პაციენტში.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ოფთალმოლოგიური სამსახური დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით და აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.
დეპარტამენტში ხორციელდება ოფთალმოლოგიური პათოლოგიების როგორც კონსერვატიული,ისე ქირურგიული მკურნალობა.
თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ოფთალმოლოგიური ოპერაციული ჩარევები ხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებით.
კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 2 10 44 44
მის.: ლუბლიანას 5/ჩაჩავა
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
ლინკი:
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია – ჟორდანიას კლინიკა
23/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი

ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და მრავალი დაავადების გამომწვევ მიზეზს, როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში. ადამიანის პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და ძალიან გავრცელებულია. ადამიანთა 80% თავისი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აუცილებლად ინფიცირდება პაპილომაა ვირუსის ერთი ან მეტი შტამით.
2006 წლიდან პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 75-ზე მეტ ქვეყანაში. ვაქცინას გავლილი აქვს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საფუძვლიანი შემოწმება. მის უსაფრთხოებას 3 მილიონზე მეტი გამოყენებული დოზაც ადასტურებს. ვაქცინაცია ძალიან მაღალეფექტურია, ვაქცინირებულების 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების მაღალი დამცველობითი ტიტრი. ვაქცინაში შედის პაპილომა ვირუსის ის შტამები, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და ყველაზე უფრო ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოსა და გენიტალურ მეჭეჭებს.
ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-ის პრევენცია. ვაქცინაცია რეგულარულ სკრინინგთან ერთად წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას.
10-18 წლამდე პირებს ვაქცინაცია სახელმწიფო დაფინანსებით უფასოდ ეკუთვნით. თუ, თქვენ ამ ასაკში არ ჩაგიტარებიათ ვაქცინაცია მისი ჩატარება შეგიძლიათ ზედა ასაკშიც. თანამედროვე კვლევებმა აჩვენა ვაქცინის მაღალეფექტურობა და უსაფრთხოება 45 წლის ასაკამდე.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, “ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
ლინკი:
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
რატომ არის საჭირო რამდენიმე კვირა, რომ ანტიდეპრესანტით მკურნალობისას თავი უკეთ ვიგრძნოთ
SSRI-ები, ანუ სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები, დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტთა ერთ-ერთი ჯგუფია. ცნობილია, რომ მათ მოქმედებას კვირები სჭირდება, სანამ მკურნალობის დაწყების შემდეგ რაიმე გაუმჯობესებას ვიხილავდეთ.
თუკი ამის მიზეზს გავიგებთ, ექიმები მეტი დამაჯერებლობით დაარწმუნებენ პაციენტებს, რომ მკურნალობა განაგრძონ, ეს კი უამრავ ადამიანს დაეხმარება. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა ამ საკითხის შესწავლა გადაწყვიტეს და ადამიანებზე ამ ტიპის პირველი კვლევა ჩაატარეს.
მკვლევართა გუნდმა ჯანმრთელ ზრდასრულებს SSRI მედიკამენტი მისცა და ამის შემდეგ სინაფსებში, ანუ ნეირონულ კავშირებში, ფიზიკური ცვლილებები შეაფასა. დადგინდა, რომ SSRI-ების მიმღებ პირებში ნეირონული კავშირები თანდათანობით მატულობს ტვინის ახალ ქერქსა და ჰიპოკამპუსში. სწორედ ამან შეიძლება ახსნას, რატომაა ეფექტის შესაგრძნობად კვირები საჭირო.
ვაქცინა ხელმისაწვდომია ყველა აფთიაქში…“
23/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდ ვაქცინაცია ევროპაში დაიწყო.
„კოვიდ ვაქცინაცია ევროპაში დაიწყო.
დიახ, ეს დღევანდელი ფოტოა – ჟენევა, 20-10-2023. ვაქცინა ხელმისაწვდომია ყველა აფთიაქში მარტივად, ყველანაირი რეგისტრაციის გარეშე, ისევე როგორც სეზონური გრიპის ვაქცანა. ჯანმრთელობას გისურვებთ“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
ჭარბწონიანობის მიზეზი გამოავლინეს – მასშტაბური კვლევის მიგნებები
ნაშრომის მიხედვით, შესაძლოა, წონის კლებისთვის ნახშირწყლებისა და ცხიმების ერთიანად შემცირება უფრო იყოს ეფექტიანი, ვიდრე მხოლოდ ერთ-ერთისთვის თავის დანებება. ფრუქტოზა რაციონში საკმაო რაოდენობითაა, ამიტომ ეს არც ისე მარტივია.
როგორც ნაშრომის ავტორები წერენ, პრაქტიკულად ყველა ჰიპოთეზა უსვამს ხაზს, რომ რაციონში უხარისხო საკვების (“junk food”) რაოდენობა უნდა შემცირდეს. მეორე მხრივ, აქამდე გაურკვეველი იყო, რის შემცირებაზე უფრო უნდა ვიყოთ ორიენტირებულები: შაქრის, მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლების, ცხიმების თუ პოლიუჯერი ცხიმების; ერთ-ერთი ვარიანტია უბრალოდ მეტი ცილის მიღებაც.
„ვაქცინაციისადმი არასწორი მიდგომის კლასიკური მაგალითი…“
23/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:
„ვაქცინაციისადმი არასწორი მიდგომის კლასიკური მაგალითი
ქვეყანაში ყველა ვაქცინა უნდა იყოს:
– უფასო
– სტანდარტიზებული (ქვეყნების და ფირმების არანაირი რეკლამა და ასე შემდეგ)
– ხელმისაწვდომი ყველასთვის და ყველგან (ხულოდან ჩემი ბებო მარო არ დამიჩაგროთ)“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
მოძალადე მოძალადეა… – ძალადობა ანგრევს ადამიანის შინაგან სამყაროს, რომლის აღდგენა შეუძლებელია
„არა ძალადობას
არა ყველანაირ ძალადობას
არა ფიზიკურ, მორალურ, სიტყვიერ, საზოგადოებრივ ძალადობას
მოძალადე მოძალადეა და არა აქვს მნიშვნელობა, რა სქესის არის, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, რა ეროვნების არის და რა რელიგიას ეკუთვნის… მოძალადე არის მოძალადე
ძალადობა ანგრევს ადამიანის შინაგან სამყაროს, რომლის აღდგენა შეუძლებელია
საზოგადოებაში ძალადობა უდა იყოს აკრძალული, დიახ, აკრძალული კანონით, რომლის რეალურად აღსრულება ხდება და ითვლებოდეს ყველაზე მიუღებელ საქციელად საზოგადოებაში…
არა ძალადობას“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
დღეს, აკრედიტაცია საქართველოში არის რელობა. ბევრი ვიმუშავე და შედეგიც დავდე…“
20/11/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი

„2 წელი გავიდა… და დღეს, აკრედიტაცია საქართველოში არის რელობა. ვაღიარებ, ბევრი ვიმუშავე და შედეგიც დავდე. მთავარია შედეგი!“
2021 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია Accreditation Canada representative office in Georgia-სა (აკრედიტაცია საზღვრების გარეშე) და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе










