ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხორციელდება საქართველოში

10/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველიში.


ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვას გეგმავს.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის ვალდებულება ექნებათ.


პროცესი უკვე დაწყებულია.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ეს ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.


„ჩვენ საქართველოში გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი. რაც მთავარია, პაციენტებისათვის უსაფრთხო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, დღეის მდგომარეობით „კანადის აკრედიტაციასთან“ საქართველოში უკვე 11 კლინიკამ გააფორმა ხელშეკრულება.


„დღეის მდგომარეობით 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული. პირველი სამედიცინო დაწესებულებაა მედცენტრი. მოხარულები ვართ, რომ აქ იმყოფება აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო დირექტორი და ევროპის ხელმძღვანელი“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბრძნებით, 2023 წლის 30 დეკემბრამდე ყველა საავადმყოფომ ხელი უნდა მოაწეროს საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციასთან.


აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზაქანიძის განცხადებით, კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა უკვე სავალდებულოა, რადგან 31 დეკემბრამდე უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულება გაფორმებული და თვითშეფასების ეტაპი უნდა იყოს გავლილი. აკრედიტაციის შემდეგ კლინიკებში გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურება. გაიზრდება ექიმების კვალიფიკაცია.


„კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ მთავარია მზაობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე კლინიკების მხრიდან.


„ეს არ არის იოლი პროცესი, რადგან ხარისხი რთული გადასალახია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახელმწიფოსგან მზაობა და ხელშეწყობა უკვე არის. ახლა ჯერი კლინიკებზეა. დღევანდელი ხელშეკრულების გაფორმება სწორედ მაგალითია იმისა, რომ კლინიკას სურს უფრო მეტად დაუხლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და სრულფასოვნად უპასუხოს იმ გამოწვევას, რაც სახელმწიფო სტანდარტებით იქნება გათვალისწინებული“,- ამბობს ფხაკაძე.


რას გულისხმობს, საერთაშორისო აკრედიტაცია?


– ეს არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის სტანდარტები. აკრედიტაციასთან ერთად თითოეული დაწესებულება გააუმჯობესებს ხარისხს, აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რაც ამჟამად არის კლინიკებში, უნდა გაიზარდოს თითოეული პერსონალის კვალიფიკაცია და გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, გაცილებით უკეთესი სამედიცინო სერვისი მიიღოს.



აკრედიტაციის პროცესს იწყებს კლინიკა „მედცენტრი“

ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%96%E1%83%94-11-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

ექსპერტები და ეპიდემიოლოგები, რომლებმაც გადაწყვიტეს, ჩინური ვაქცინით დაიწყონ აცრა, არიან ან…

21/04/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე:


“სიმართლე ვიღაცამ უნდა გითხრათ. თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ინფორმირებული და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. მეგონა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა, იმდენი ვილაპარაკე და საჯაროდ იმდენჯერ გავაფრთხილე.


გადაწყვეტილების მიმღებნი, მაგრამ ამაოდ – არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ღუპავს საქართველოს. ოფიციალურად გამოცხადდა, რომ თურმე 27 აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება და რომ თურმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ექსპერტები სრულად უჭერენ მხარს, დაიწყოს ამ ვაქცინით ვაქცინაცია.


ახლა გავშიფროთ ამ გადაწყვეტილების, რბილად, რომ ვთქვათ, მცდარობა. თავშივე ვიტყვი, 2 მლნ თუ რაც გადაიხადეს ამ ნაგავში, წყალში გადაყრილი ფულია. ის მეორე ნაჩუქარი ჩინური ვაქცინის 100 000 დოზაც ასევე ნაგავში უსარგებლოდ გადასაყრელია მოპირდაპირე და აი, რატომ: ექსპერტები და ეპიდემიოლოგები, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მესამე ტალღის შესაჩერებლად ჩინური ვაქცინით დაიწყონ ვაქცინაცია, არიან ან უცოდინრები, ან კორუმპირებულები. თვითონ აირჩიონ, რომლები არიან ან თქვენ შეაფასეთ.


მივყვეთ საკითხს თანმიმდევრობით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სამიოდე დღის წინ აღიარა, რომ საქართველოში ამჟამად უკვე მოცირკულირე ვირუსების 70% ბრიტანული შტამია, ხოლო ძველი, ე,წ, უხანის ვირუსი მხოლოდ 30%-ია.


საქმე ისაა, რომ ჩინური ვაქცინა საერთოდ არ მოქმედებს ბრიტანულ შტამზე. გამოდის, რომ ამ 70%-ს ის ვერაფერს დააკლებს. ახლა დარჩენილ 30% ვუჰანურ ვირუსზე რა ხდება, გეტყვით. თვითონ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა, რომელიც მხოლოდ ამ ვუჰანურ ვირუსის წინააღმდეგ მოქმედებს, არის მხოლოდ 50% (ეს რამდენიმე დღის წინ თავად ჩინეთის მთავრობამ აღიარა).


ანუ გამოდის,რომ ამ 30%-ის ნახევარს ანუ 15%-ს დაიცავს. მარტივი არითმეტიკაა – ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში 100 ადამიანიდან მხოლოდ 15 იქნება დაცული”


შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესზე დაავადებათა კონტროლის ცენტრია პასუხისმგებელი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/eqspertebi-da-epidemiologebi-vints-gadatsqhvita-chinuri-vaqtsinith-daitsqhon-atsra-arian-an-utsodinrebi-an-korumpirebulebi-giorgi-phkhakadze/


ინდური შტამით ავადდებიან და რეანიმაციაში ხვდებიან 10 წლის ბავშვებიც! რეანიმაციული პაციენტების…

26/04/2021

თამო კეშელავა, ალია


„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.


– რომელი ახალი შტამებია ამ ეტაპზე ყველაზე საშიში და რომელ შტამებზე მოქმედებს ვაქცინები?


– ჩვენ თავიდან გვქონდა მხოლოდ ვუჰანური შტამი, მე უკვე იმ ძველ ვერსიას „ბაბუას“ ვეძახი, შესაბამისად, ყველა ლაბორატორია კვლევებს ატარებდა სწორედ ამ ვუჰანურ შტამზე და ვაქცინებიც შეიქმნა ვუჰანურ შტამზე კვლევების შედეგად.


ზოგადად ვირუსი მუტაციას რომ განიცდის, ვიცით და მეცნიერება როგორც ამბობს, ვირუსის 500 მუტაცია შეიძლება გვქონდეს კვირაში. პირველი მუტირებული აგრესიული შტამი იყო ბრიტანული შტამი – რატომ იყო აგრესიული, აგიხსნით, ვუჰანური ვირუსი გავრცელდა ცხოველიდან ადამიანზე, ბრიტანული შტამის პირობებში კი, ვირუსი ადაპტირდა და ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს ადამიანში, ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება, შესაბამისად, მეტად გადამდებიცაა. ბრიტანული შტამი უკვე მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. გვაქვს სხვა შტამებიც, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიაში, ჩრდილოეთ საფრანგეთში, სამხრეთ ამერიკაში. ვხედავთ, რომ სხვადასხვა მუტაციაა.


ისრაელმა და დიდმა ბრიტანეთმა ორივემ აცრა მოსახლეობის 60 პროცენტი, ერთმა ფაიზერით და მეორემ ასტრაზენეკათი და ვნახეთ, რომ ორივე ვაქცინა მოქმედებს ბრიტანულ შტამზე, ორივემ შეამცირა სიკვდილობა, რაც ძალიან კარგია და ვიყავი ძალიან გახარებული.


პირველი ცუდი სიგნალი წამოვიდა საახალწლოდ, როცა ასტრაზენეკას ვაქცინამ არ იმოქმედა სამხრეთ აფრიკულ შტამზე და სამხრეთ აფრიკამ ვაქცინა უკან დაუბრუნა ასტრაზენეკას, მხოლოდ 20 პროცენტიანი დაცვა აღმოაჩნდა ამ შტამთან მიმართებაში – ანუ, თითქმის არ იცავდა. ისრაელში რეინფიცირების შემთხვევები წამოვიდა სამხრეთ აფრიკული შტამით და გასაგებია, რომ ვერც ფაიზერი მუშაობს სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ.


ბრაზილიური შტამის წინააღმდეგ ვერ იმუშავა ასტრაზენეკამ, ფაიზერმა მხოლოდ მეტნაკლებად იმუშავა. ძალიან ცუდ დღეშია ახლა ბრაზილია.


ფაიზერმა ვერ იმუშავა სამხრეთ ამერიკული შტამის წინააღმდეგ…


პარალელურად, აღმოჩნდა, რომ ასტრაზენეკას აქვს გარკვეული ტიპის გართულება, ხან თქვეს 60 წლამდე უნდა გაკეთდესო, ხან 60 წელს ზემოთო, ხან შეაჩერეს 21 ქვეყანაში და ა.შ. საბოლოოდ დადგინდა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა ეფექტურია ბრიტანული და ვუჰანური შტამის წინააღმდეგ.


გადავიდეთ კიდევ ერთ ახალ შტამზე, ინდურ შტამზე – 4 დღეში 1 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, ხვდებით, ეს რამხელა ციფრია? ინდოეთში პანიკაა. ჩრდილოეთ ინდოეთში ბრიტანული შტამია გავრცელებული, მაგრამ სამხრეთ ინდოეთში გავრცელდა ინდური შტამი. ეროვნული კატასტროფა ხდება ახლა ინდოეთში, ჯანდაცვის სისტემა გაითიშა. რეანიმაციული პაციენტების საშუალო ასაკი შეადგენს 20 წელს, ეს იმას ნიშნავს, რომ ავადდებიან და რეანიმაციაში ხვდებიან 10 წლის ბავშვებიც!


თუ ძველი ვირუსი, ბავშვებს ადვილად გადაჰქონდათ, ამ შემთხვევაში ასე არაა და პირველად, გადავსებულია პედიატრიული განყოფილებები, პედიატრიული, ხვდებით?


ახლა, ამ წუთას, თქვენ რომ გელაპარაკებით ინდოეთს საწოლები არ აქვს, ჟანგბადი არ აქვს, ექიმებიც აღარ ეყოლება საკმარისი მალე, იმდენი პაციენტი ჰყავთ. არც ერთი ვაქცინა, არც ფაიზერი, არც ასტრაზენეკა, ამ შტამის წინააღმდეგ არ მუშაობს. გეტყვით, რატომ მივიდნენ ამ სიტუაციამდე – ინდოეთში დღეში 100 000 ადამიანი რომ ავადდებოდა, ჩაკეტვით და რეგულაციებით, ეს ციფრი ჩამოიყვანეს 10 000 ადამიანზე და დღეში 10 000 ინფიცირებული ინდოეთისთვის დიდი ციფრი არ არის, იმხელაა, ინდოეთის მთავრობა იძახდა, მაგრად ვაკონტროლეთ ვირუსიო.


ჩატარდა არჩევნები, აღნიშნეს რელიგიური დღესასწაულები. ახლა სრულ პანიკაში არიან, არ იციან რა ქნან და არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებენ. აქეთ რუსეთს ეხვეწებიან ვაქცინას და იქეთ ჩინეთს, რუსულ ვაქცინას, რომც იმოქმედოს, 45 დღის მერე აქვს შედეგი, ჩინურ ვაქცინაზე საერთოდ არ ვისაუბრებ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/induri-shtamith-avaddebian-da-reanimatsiashi-khvdebian-10-tslis-bavshvebits-reanimatsiuli-patsientebis-sashualo-asaki-sheadgens-20-tsels-giorgi-phkhakadze/


„მე, გიორგი ფხაკაძე, გეტყვით, რომ დღეს 25 აპრილს თბილისში არც ერთი თავისუფალი საწოლი არ გვაქვს…

26/04/2021

თამო კეშელავა, ალია


„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.


კარგად იცით, ინდოელებს ყველა ქვეყანასთან აქვთ ურთიერთობა და გეტყვით, რომ უკვე 10 ქვეყანაშია გავრცელებული ინდური შტამი. სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ შესაძლებელია, უკვე საქართველოშიც იყოს შემოსული ინდური შტამი.


მე ვიყავი პირველი, ვინც ვთქვი რომ ბრიტანულმა შტამმა შემოაღწია საქართველოში, მე რომ ვთქვი, მერე თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გვყავს ბრიტანული შტამით ინფიცირებულიო. წარმოიდგინეთ, ბრიტანულმა შტამმა რა ქნა რამდენიმე თვეში, ახლა ქვეყანაში ინფიცირებულთა 80-90 პროცენტი ბრიტანული შტამითაა ინფიცირებული და რას იზამს ინდური შტამი, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება?


არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა ხალხს, ავსტრალიაშიც კი ჩააღწია ინდურმა შტამმა, არადა, ავსტრალია ყველაზე მეტად ჩაკეტილია, ჩვენ კი ღია გვაქვს საზღვრები. მე, გიორგი ფხაკაძე, გეტყვით, რომ დღეს 25 აპრილს თბილისში არც ერთი თავისუფალი საწოლი არ გვაქვს რეანიმაციაში, არც ერთი თავისუფალი რეანიმაციული საწოლი ქალაქში უკვე აღარ გვაქვს.


ჯერ კიდევ როდის ვითხოვდი, დაგვეწყო მომზადება, გამოგვეცხადებია მობილიზაცია, მოგვემზადებინა საწოლები, ჟანგბადები. იმასაც გეტყვით, რომ მალე ჟანგბადი არ გვექნება, განგაშის ზარია შემოსაკრავი, უნდა მოვემზადოთ. მესამე ტალღა კი არა, ცუნამი მოდის.


ჩვენ კი არ ვაჩერებთ ვირუსს, ნავთს ვასხამთ. ნახეთ რა ხდება პარკებში, რა ხდება ტრანსპორტში, რა ხდება რესტორნებში, მიტინგებიც უნდა აღვნიშნო, ნამახვანჰესის მიტინგით დაწყებული, ყველა პოლიტიკური მიტინგით დამთავრებული. ბოდიში, მაგრამ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ არის ხალხის მხარეს, ეს დიდი შრიფტით დაწერეთ, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ფიქრობს ხალხზე, თორემ, დასხდებოდნენ, მოილაპარაკებდნენ და მორატორიუმს გამოაცხადებდნენ მიტინგებზე, იტყოდნენ, ხალხო, მოდი ჯერ ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთო…


მე სულ არ მაინტერესებს პოლიტიკა, ჩემთვის მთავარი ადამიანია სიცოცხლეა. ყველანი არიან მავნებლები. გამოაცხადონ მიტინგებზე და ხალხმრავალ შეკრებებზე მორატორიუმი – ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ახლა ხალხი არ გამოვიდეს ქუჩაში. პირველი უდიდესი შეცდომა იყო მეტრო! ვამბობდი, რომ მეტრო არ უნდა გაგვეხსნა. დაგვემატებინა ავტობუსები, ამდენი ტურისტული ავტობუსი და სამარშუტო ტაქსია გაჩერებული, დიდი საქმე, თუ მწვანე ვერ იქნებოდა…


მაგრამ ჩვენ ვართ „ფოე-ფოე“, „პაკაზუხა“ ხალხი… ან, რა დროს ვახშამია? პირველი მაგალითი მთავრობამ უნდა მისცეს ხალხს, გინდ დისტანციის დაცვით, გინდ პირბადის გაკეთებით. ვუყურებ, ინტერვიუს აძლევს ჟურნალისტს დახურულ სივრცეში აჭარის ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე და პირბადე არ უკეთია. სულ არ მაინტერესებს მაგის ინტერვიუ, რა უფლება ჰქონდა, რომ განსაკუთრებით დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე იძლეოდა ინტევიუს?


– თქვით, რომ საწოლების და ჟანგბადის პრობლემა საქართველოსაც მალე ექნება…


– როდესმე, ერთხელ მაინც ყოფილა, რაც ვთქვი, ისე არ მომხდარიყოს? ერთი მაინც დამისახელეთ. ვიტყვი რაღაცას, დამესევიან, გამლანძღავენ, რას არ დამიძახებენ, მათ შორის ექიმებიც კი, მერე გადის ცოტა ხანი, ხან 2 დღე, ხან ორი კვირა და ვხედავ, ჩემ ნათქვამს იმეორებენ სიტყვა-სიტყვით, თუთიყუშივით და უცნაური ის არის, რომ ამის მერეც მაინც მე მლანძღავენ. არ ვიცი, ეს შურია? მეგობარმა მითხრა შენ ვიდეოს კვირაში მილიონი ადამიანი ნახულობდო, რატომ უნდა ჰქონდეს ჩემ ვიდეოს კვირაში მილიონი ადამიანის ნახვა? მარტო მე ვამბობ, ალბათ სიმართლეს.


კი, სამწუხაროდ, როგორც ის ვთქვი, რომ აპრილში იქნებოდა მეორე ტალღა, როგორც ის ვთქვი, რომ ქვეყანაში უკვე შემოსული იყო ბრიტანული შტამი და ახდა, ასე გეტყვით, რომ კი, ქვეყანას მალე ექნება საწოლების და ჟანგბადის აპარატების პრობლემა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/me-giorgi-phkhakadze-getqhvith-rom-dghes-25-aprils-thbilisshi-arts-erthi-thavisuphali-satsoli-ar-gvaqvs-reanimatsiashi-arts-erthi-thavisuphali-reanimatsiuli-satsoli-qalaqshi-ukve-aghar-gvaqvs-giorgi-p/


ეს ვირუსი ასე წავა და მოვა, კარგა ხანს და რა ვქნათ, ჩავიკეტოთ, გავიხსნათ, ჩავიკეტოთ? მოდი გავიხსნათ

26/04/2021

თამო კეშელავა, ალია


„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.


– საუბარი იყო კოვიდწამალზეც, რას ამბობენ ამ მიმართულებით?


– ზღაპრები კარგია, როცა ძილის წინ შვილიშვილს მოუყვები. ვნახეთ პლაქველინიც და რემდესევირიც, ახლა თურმე 400 000 ლარით ფინანსდება რეინფიცირების კვლევა – საკმარისია ამდენი კორუფცია და არაპროფესიონალიზმი.


3000 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა, ცოტაც და, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4 000 იქნება. საქართველოს პატარა ქალაქებში სულ არ ცხოვრობს 4 000 ადამიანზე მეტი, წარმოიდგინეთ, მთელი ერთი პატარა ქალაქი ამოგვიხოცა ვირუსმა, ამოწყვიტა… მეტი რა გითხრათ? კიდევ ამბობს ზოგი, ტალღის არ მჯერა, ვირუსის არ მჯერაო. რა დაინტერესება მაქვს, აბა, რომ ვაფრთხილებ ხალხს?


ისიც კი თქვეს, ფხაკაძეს, ეტყობა, პირბადის ბიზნესი აქვსო, პირბადის ბიზნესი მაქვს და პირბადის ფასი დავაგდე? სად არის ლოგიკა? მაგრამ ყველას რაღაც ბიზნესი აქვს და ქურდს ყველა ქურდი ჰგონია, ალბათ.


– სად არის გამოსავალი?


– მოდი გავიხსნათ და მკაცრად ვაკონტროლოთ რეგულაციები. ეს ვირუსი ასე წავა და მოვა, კარგა ხანს და რა ვქნათ, ჩავიკეტოთ, გავიხსნათ, ჩავიკეტოთ, გავიხსნათ? არა, მოდი, ჩავხედოთ ვირუსს თვალებში, მოდი, ვთქვათ, რომ დღეს ვირუსი არის ჩვენი ნომერი პირველი მტერი და ვებრძოლოთ მას. ვაქცინის პრობლემაა მსოფლიოში, შეიძლება გადმოგვიგდონ ნამცეცები, მაგრამ იმოქმედებს კი იმ შტამზე, რომელიც უკვე ქვეყანაში იქნება გავრცელებული?


მსოფლიომ წარმოუდგენელი რაღაც შესძლო, 1 წელიწადში შევქმენით ვაქცინა, რომელიც მუშაობს, მაგრამ ვირუსმა გადაგვიჯოკრა… გარდა ამისა, ვაქცინები, რომლებიც დღეს გვაქვს, საჭიროებენ 5-6 თვეში განმეორებით გაკეთებას ერთი დოზის, იქაც მე ვიყავი პირველი, ვინც იკითხა, სად არის მესამე დოზა? ახლა რომ გაუკეთებ ადამიანს ორ დოზას და 5 თვეში კიდევ ერთი დოზა რომ სჭირდება, ის დოზა სად არის?


არც არავინ საუბრობს ამაზე და არც ვაქცინაციის გეგმაშია გაწერილი. ან, როგორ უნდა ავცრათ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტი? და მოსახლეობის 60 პროცენტი რომც ავცრათ, ამით მოსახლეობის მხოლოდ 30 პროცენტს რომ ვიცავთ, არც ამას ამბობს ვინმე. ვთქვი, რომ ზამთარში არ დაიწყებოდა ვაქცინაცია, ასრულდა, ვთქვი, რომ წლის ბოლომდე 60 პროცენტს ვერ ავცრიდით და ესეც ასე იქნება.


ამას ემატება რეინფიცირება. აქვე ვიტყვი, რომ თუ ვუჰანური შტამის მერე, იმუნიტეტი რჩებოდა 5 თვე ორგანიზმში, ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს, არ აინტერესებს იმუნიტეტი, ეგრევე შეიძლება მოხდეს რეინფიცირება. ყველაფერი მკვდარია ეკონომიკა, წარმოება, ტურიზმი. თუ გადარჩენა გვინდა, ჩავხედოთ ვირუსს თვალებში, ვებრძოლოთ დისტანციით, პირბადით, ჰიგიენით, ვებრძოლოთ ყველამ ერთად.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/es-virusi-ase-tsava-da-mova-karga-khans-da-ra-vqnath-chaviketoth-gavikhsnath-chaviketoth-modi-gavikhsnath-da-mkatsrad-vakontroloth-regulatsiebi-giorgi-phkhakadze/


ინდური შტამი საქართველოში დაფიქსირდა? “ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს…

26/04/2021

თამო კეშელავა, ალია


„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.


– უნდა გკითხოთ პოსტკოვიდურ გართულებებზეც, აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი გართულება შეიძლება დაუტოვოს იმ ადამიანების ნაწილს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ხომ?


– ინვალიდდება ხალხი, ინვალიდობა მხოლოდ ეტლში ჩაჯდომა ხომ არ არის, ხალხო, კოვიდგადატანილების 30 პროცენტში მოქმედებს სასუნთქ გზებზე, გულზე, სპერმაზე, გამრავლებაზე, ფსიქოლოგიურ პრობლემებს ტოვებს და ა.შ. „ევექსის“ ერთ-ერთ დირექტორს ვუსმენდი, თავად აღიარა კოვიდგადატანილთა 60 პროცენტი უკან დაგვიბრუნდა ჰოსპიტალში პოსტკოვიდური პრობლემების გამოო.


არამარტო კოვიდგადატანილებში, სამწუხაროდ, მძიმე გართულებებს იწვევს ფეხმძიმე ქალებში, 5-ჯერ მეტია შანსი, რომ მოხვდეს რეანიმაციაში, ძალიან მაღალი პროცენტია ნაადრევი მშობიარობის, თითქმის 90 პროცენტი, ძალიან მაღალია პროცენტი ბავშვის დაღუპვის. რომ გადავხედე კვლევებს გული გამისკდა. ყველაფერი უნდა გააკეთოს ორსულმა ქალმა, რომ არ დაემართოს კოვიდი.


სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ შესაძლებელია, უკვე საქართველოშიც იყო შემოსული ინდური შტამი… ამას კი არ ვგრძნობ, ნათელმხილველი კი არა ვარ, გარკვეულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობ. სასწრაფოდ უნდა მოხდეს სრული სამედიცინო პერსონალის მობილიზება. ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს, არ აინტერესებს იმუნიტეტი, ეგრევე შეიძლება მოხდეს რეინფიცირება.


დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია ყველგან, ტრანსპორტში მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია, გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე. ვამბობდი, რომ სკოლებშიც უნდა დაეცვათ დისტანცია და ეტარებიათ პირბადე, ვთქვი, რომ 5 წელზე ზემოთ ბავშვებში ეტარებინათ პირბადე, არ ვიცი, რა გაიგეს იმათ, მეხუთე კლასიდან ზემოთ გაიკეთონ ბავშვებმა პირბადეო და რამდენი ბავშვია ახლა ინფიცირებული?


რამდენი კლასი? რამდენი სკოლა ისევ დაიხურა? ვინ არის პასუხისმგებელი? ან ის ბავშვი სკოლამდე რომ მივა, მეტრო ხომ უნდა გაიაროს? და მეტრო არის კორონას გავრცელების ცენტრი.


შეიძლება უაზრო რაღაცას ვამბობ, მაგრამ ზოგჯერ მგონია, სპეციალურად ცდილობენ ვირუსის გავრცელებას და მერე ამით ხალხის კონტროლს, აბა, არ ვიცი, რა ვიფიქრო, საღი აზროვნების ადამიანი ასე არ მოიქცევა. წინა პრემიერის ყველაფერი არ მომწონდა, მაგრამ რეგულაციების დიდი ნაწილი სწორად იყო დაწესებული, მოვიდა ახალი პრემიერი და ერთ დღეში გააუქმა რეგულაციები.


მე მესმის, ის პოლიტიკოსია და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სად არიან ის მრჩევლები, რომლებიც ხელფასს იღებენ? სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები? სხვათა შორის, სხვა ქვეყნის პრემიერებმაც გააუქმეს ასე რეგულაციები და ბევრგან ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი გადადგნენ იმის გამო, რომ არ ეთანხმებოდნენ და ესენი სად არიან?


ისევ თავის თანამდებობებზე? ამ ყველაფერში დამნაშავე არის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ღიად ვაცხადებ. მე რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვხელმძღვანელობდე, პირდაპირ პრემიერის კაბინეტში გამოვაცხადებდი შიმშილობას და იქედან არ გამოვიდოდი, სანამ არ გადაიფიქრებდა რეგულაციების მოხსნას.


ახლა ჩაკეტვის წინააღმდეგი ვარ, 3-4 თვეში ფული აღარ გვექნება ხაზინაში, საიდან შემოვა ფული? დონორ ორგანიზაციებსაც აღარ აქვთ უკვე ფული, ვერც ისინი მოგვცემენ და რას ვაპირებთ? ომია, რა დროს 10-წლიანი გეგმაა ომის დროს, ომის დროს უნდა გააკეთო 6-თვიანი გეგმა, უნდა აუხსნა ღიად შენ ხალხს პრობლემის არსი, ომია, ომი.


ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, იმიტომ რომ ქვეყნებიც არასოდეს ყოფილმა ასე მჭიდროდ ერთმანეთთან, მაგალითად, „ესპანკის“ დროს. ნახეთ თბილისის აეროპორტი, სად აღარ მიფრინავენ, ზოგი ამერიკიდან დაბრუნდა, ზოგი ბრაზილიიდან და ზოგი ინდოეთიდან. სტამბულის აეროპორტში საიდან ჩამოსულ ადამიანს აღარ შეხვდები, თუნდაც. არ იყო ქვეყნებს შორის ასეთი მიმოსვლა არც ერთი ეპიდემიის დროს აქამდე და ესეც უწყობს ხელს გავრცელებას. აეროპორტებიც გავრცელების წყაროა.


ჯერ კიდევ შარშან ვთქვი, რომ ეს არის ბიოლოგიური ომი, ვინ დაიწყო ეს ომი არ ვიცი, არც გვაქვს ახლა ჩვენ მაგის გარკვევის დრო, მთავარია გადავრჩეთ. გაიხსნას ქვეყანა, ოღონდ რეგულაციები გაკონტროლდეს ძალიან მკაცრად, რეგულაციების გასაკონტროლებლად სამხედროებიც გამოვიყვანოთ, სრული მობილიზება მოვახდინოთ.


– როდის შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ დასრულდება ვირუსთან ომი?


– ადრე ვფიქრობდი, რომ 2023 წელს დასრულდებოდა ეს ომი. მაშინ ველოდებოდით ვაქცინას, მაშინ არ იყო ასეთი აგრესიული მუტაციები. ახლა სიმართლე გითხრათ – არ ვიცი. მართლა არ ვიცი. გავიმეორებ, ახლა თუ გვინდა გადავრჩეთ, ვაღიაროთ ვირუსი ნომერ პირველ მტრად, ჩავხედოთ თვალებში და ვებრძოლოთ! სხვა გზას ვერ ვხედავ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/induri-shtami-saqarthveloshi-daphiqsirda-induri-shtamis-shemthkhvevashi-imuniteti-ar-moqmedebs-ar-ainteresebs-imuniteti-egreve-sheidzleba-mokhdes-reinphitsireba-giorgi-phkhakadze/


საქართველოში აფეთქება იმიტომაა, რომ გვაქვს ინდური და ბრიტანული შტამი ერთად – გიორგი ფხაკაძე

28/04/2021

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე:


“ჩემი ვარაუდით საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია. მალე, ალბათ, ოფიციალურადაც დამეთანხმებიან.


ხომ გახსოვთ, იანვარში რომ ვთქვი, ბრიტანული შტამი შემოვიდა-თქო, გამლანძღეს, დღეს კი თვითონვე ამბობენ, რომ ბრიტანული შტამი 90%-ითაა გავრცელებული.


თურქეთმა ქვეყანა ჩაკეტა. მათ ეკონომიკას ძალიან სჭირდებოდა ტურისტები, მაგრამ ჩაკეტეს. დაფიქრდით. თურქეთი, რომელიც ძალიან ბიზნესორიენტირებული ქვეყანაა, თურქეთის მთავრობა, რომელიც ძალიან ორიენტირებულია ტურიზმზე, ჩაკეტვის გადაწყვეტილებას იღებს. არ დაგავიწყდეთ, თურქეთში მასიურად ხდებოდა ვაქცინირება ჩინური ვაქცინით.


რაც შეეხება ინდოეთს, ჩატარდა არაერთი კვლევა, რამაც აჩვენა, რომ რეალურად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 30-ჯერ მეტია, ვიდრე ტესტირების შედეგადაა გამოვლენილი.ინდოეთში ახალი შტამი ვრცელდებოდა ოქტომბრიდან, მაგრამ გარკვეულმა შტატებმა დამალეს სტატისტიკა, რადგან 5 შტატში არჩევნები იყო ჩასატარებელი.


ასევე ჩატარდა დიდი რელიგიური დღესასწაული. ესეც პოლიტიკური ნაბიჯი იყო, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი უსაფრთხოა. 5 შტატში ჩატარებული არჩევნებისა და ამ დიდი რელიგიური რიტუალის გამო ქვეყანაში აფეთქდა ეპიდსიტუაცია.


ეს არის მწარე მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცნენ ქვეყნები. ვინაიდან ინდოეთის მთავრობა მალავდა ვირუსის სტატისტიკას პოლიტიკური მიზეზების გამო, ოქტომბრიდან ინდოეთის მოქალაქეები მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ და გადაჰქონდათ ვირუსი. დღეს უკვე 20 ქვეყანაში დაქფისირდა ეს ვირუსი, ჩვენთან ლაბორატორიებმა რომ კვლევები დაიწყონ, ამ ვირუსს იპოვიან. საქართველოში აფეთქება იმიტომაა, რომ გვაქვს ინდური და ბრიტანული შტამი ერთად”


წყარო – REPORT.GE




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/saqarthveloshi-aphethqeba-imitomaa-rom-gvaqvs-induri-da-britanuli-shtami-erthad-giorgi-phkhakadze/


ამერიკაში და ევროპაში სექტემბრისთვის ეპიდემია იქნება კონტროლქვეშ და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოსაც…

03/05/2021

კარგი ამბავი არის ის, რომ ამერიკაში და ევროპაში სექტემბრისთვის ეპიდემია იქნება კონტროლქვეშ მეტ-ნაკლებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, დალაგდება ამერიკაში და ევროპაში სიტუაცია და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოსაც მიხედავენ.


გიორგი ფხაკაძე:


„მე მაინც იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ სიტუაცია საქართველოოშიც დალაგდება. საიდან, როგორ, რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ, ალბათ, დააკვირდით, რომ როცა რაღაცას ვამბობ, ახდება ხოლმე.


გაგიმხელთ, მე მინდა, რომ ჩამოვიდე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ წინასაახალწლოდ ჩამოვალ საქართველოში. სექტემბერ-ოქტომბერში ევროპის ქვეყნები უკვე მიხედავენ თავიანთ სამეზობლოს და ჩვენც მოვყვებით ამ პროცესში. მანამდე როგორმე გავიტანოთ თავი და ბევრი სისულელე არ გავაკეთოთ, მე იმედი მაქვს, რომ სხვანაირი ახალი წელი გვექნება.


მე მინდა, ახალ წელს ვიყო თბილისში, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ახალ წელს ვიყო თბილისში. თუ ვირუსის კუთხით უსაფრთხო არ იქნება, ვერ ჩამოვალ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ უფრო მალე ჩამოვიდე, მაგრამ ეს არის ჩემი გათვლები“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/amerikashi-da-evropashi-seqtembristhvis-epidemia-iqneba-kontrolqvesh-da-shemdeg-danarchen-msophliosats-mikhedaven-giorgi-phkhakadze/


ველოდები კონკრეტული ზარს, ჩემ გარეშე არ/ვერ გამოგივათ, ისე არ დამთავრდეს, ჩემი მოსაზრება გაიზიარეთ

04/05/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებისთვის „უსაფრთხო სასტუმროსა“ და „უსაფრთხო რესტორნის“ სერვისების შეთავაზებას აპირებს.


გიორგი ფხაკაძის თქმით, უხარია, რომ მთავრობა უსმენს.


„ახლა ველოდები კონკრეტული ზარს კონკრეტული წინადადებებით, რომ დაგეხმაროთ ამ ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელებაში. ყველამ ვიცით, რომ ჩემს გარეშე არ/ვერ გამოგივათ.


კიდევ ერთხელ ვაცხადებ საჯაროდ, რომ დაგეხმარებით. ისე არ დამთავრდეს, ჩემი მოსაზრება გაიზიარეთ და ყველაფერი პიარის დონეზე დარჩეს.


მე, გიორგი ფხაკაძე, დღეიდან ამ საქმეს ვაკეთებ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს ეკონომიკას, ეს სჭირდება ჩვენ ხალხს. „იმოგზაურე საქართველოში უსაფრთხოდ“ – ეს არის ინიციატივა ყველასთვის“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/velodebi-konkretuli-zars-chem-gareshe-ar-ver-gamogivath-ise-ar-damthavrdes-chemi-mosazreba-gaiziareth-da-piaris-doneze-darches-giorgi-phkhakadze/


ვისაც ჰგონია, რომ აიცრება და პირბადის გამოყენება აღარ დასჭირდება, ძალიან ცდება – გიორგი ფხაკაძე

06/05/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე პირდაპირ ამბობს, რომ პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება.


„გავიკეთებ ვაქცინას და ყველაფერი კარგად იქნება, ასე არ არის. ამას სჭირდება დრო და უნდა ვიყოთ უსაფრთხოდ. პირბადეების გამოყენება ვაქცინაციის შემდეგაც დაგვჭირდება, თან საკმაო ხანს. ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიზნესი, ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი ტურისტული სეზონი, მაგრამ მომზადებულები, შეიარაღებულები უნდა ვიყოთ და რაც მთავარია, ვიცოდეთ, სად მივდივართ“, – განაცხადა ფხაკაძემ.


„რეზონანსი“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/visats-hgonia-rom-aitsreba-da-pirbadis-gamoqheneba-aghar-dastchirdeba-dzalian-tsdeba-giorgi-phkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights