ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე! – გიორგი ფხაკაძე

14/11/2020

„ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე“,- განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ, „პალიტრანიუსის“ ეთერში. მან საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.


„მკაცრ ჩაკეტვას მე კი არ ვიძახი, მეცნიერება გვეუბნება, რომ რაც უფრო მალე ჩაკეტავთ, მით უფრო მალე გამოვალთ, ჩვენი ეკონომიკაც უფრო მალე გამოვა. პრაქტიკულად გადაადგილება არ უნდა იყოს“,-განაცხადა ფხაკაძემ.


ამასთან, გიორგი ფხაკაძის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორნავირუსს ახასიათებს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის კონცენტრაციის და ორიენტაციის დაკარგვა.


“სიმართლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი ამბავი, მტკიცებულებები წამოვიდა, რომ პრაქტიკულად რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო ძლიერი პირველი ტალღა. კორონავირუსი გახდა უფრო ძლიერი, უფრო აგრესიული იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ვრცელდება, მუტაცია გაიარა და მოსახლეობაში უფრო ვრცელდება.


მეორე ცუდია ამბავია ის, რომ უნდა მოვემზადოთ პოსტ კოვიდური კლინიკებისთვის, უკვე წამოვიდა ძალიან ბევრი ინფორმაცია, პოსტკოვიდური სინდრომი წამოვიდა. ძალიან დიდ შეტევას ახდენს ტვინზე, შესაბამისად, ადამიანი კარგავს კონცენტრაციას, მეხსიერებას, ორიენტაციას, ისეთი ტიპის გვერდითი ეფექტია, რომელიც მოულოდნელი იყო”, – განაცხადა ფხაკაძემ.


ფხაკაძე საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს. მოსახლეობას მოუწოდებს მუდმივად გაანიავონ ის ოთახი, სადაც ბევრი ხალხი იმყოფება.


„პირბადე და 2- მეტრიანი დისტანცია არის გამოსავალი, ზამთარი მოდის, ძალიან გთხოვთ, გაანაივოთ შენობები, ყველა ოთახი გაანიავეთ, სადაც ხალხი შემოდის. ამ წუთას ერთ-ერთი საუკეთესო წამალია, ნებისმიერ ვაქცინას ჯობია“, – ამბობს ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/chemi-pozitsia-aris-martiv/


„ის ქვეყანა, რომელიც დროზე დაკეტავს, დროზე გამოდის მდგომარეობიდან“ – გიორგი ფხაკაძე

22/11/2020

საკმარისი იქნება თუ არა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება ვირუსის გავრცელების შესამცირებლად – ამ კითხვას გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ უპასუხა.


მისი თქმით, „სანამ ჯაჭვის გადაცემას არ შევწყვიტავთ, ვირუსი არ გაჩერდება. ნაწილობრივი ჩაკეტვები, ნაწილობრივი ზომები მოგვცემს ნაწილობრივ შედეგს“


ამასთან, გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქართველო მეორე ტალღას მომზადებულად ვერ შეხვდა.


„ქვეყანაში მეორე ტალღა 24 აგვისტოს დაიწყო და სწორედ ამ დროიდან უნდა მიგვექცია ყურადღება უფრო მკაცრი შემზღუდავი ღონისძიების გამოყენებით. სანამ ჯაჭვის გადაცემას არ შევწყვიტავთ, ვირუსი არ გაჩერდება. ნაწილობრივი ჩაკეტვები, ნაწილობრივი ზომები მოგვცემს ნაწილობრივ შედეგს… როცა უკვე კლასტერები აღარ გვაქვს საქართველოში და ყველგან არის ვირუსი, ერთადერთი გზა არის სრული ჩაკეტვა, რაც მაგალითად, ჩინეთმა გააკეთა.


რაც უფრო დიდხანს ვწელავთ, მით უფრო მწარე ჩაკეტვა უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროდ, ჩვენ გადავლახეთ არაერთი წითელი ხაზი და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას…


რაც შეეხება ლოკდაუნს, მე არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ არაერთი დოკუმენტი იყო გაჟღერებული აპრილში, რომ ის ქვეყანა, რომელიც დროზე დაკეტავს, დროზე გამოდის მდგომარეობიდან“-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/is-qveqhana-romelits-droz/


“ხალხი კვდება და კერძო კლინიკებმა კარი ჩაუკეტეს კოვიდიან პაციენტებს” – გიორგი ფხაკაძე

21/11/2020

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში პროფესორი, გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში არსებულ კოვიდ ვითარებას „ტვ პირველის“ ეთერში აფასებს:


„საქართველოში ჩვენ გვაქვს გენერალიზებული ეპიდემია, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ.


საქართველოს ყველა მოქალაქე არის კერძო საავადმყოფოს მძევალი. რომ იძახიან, საავადმყოფოებში საწოლი არ არის, როგორ არ არის? საქართველოში უფრო ბევრი საწოლია, ვიდრე საჭიროა. მაგრამ, კერძო საავადმყოფოებმა დაკეტეს თავის კარები და თქვეს, ჩვენ არ შევუშვებთ კოვიდიან პაციენტებს. რომ იძახიან არ გვაქვს რეანიმაციული საწოლები. კარგით რა…


კერძო საავადმყოფოები აჯანყდნენ, რომ ფული უნდა გააკეთონ? საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?


საქართველოში სახელმწიფო საავადმყოფოები თითქმის არ არსებობს. ყველა კერძოა. ამიტომ ვამბობდი, ყველა რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია მოხდეს. მორჩა ლაპარაკი. ხალხი კვდება. იგივე მთავრობის ექსპერტებიც კი. არ დავასახელებ სახელს.


არადა ჩემზე უკეთესად იცის, რომ 10000-მდე ინფიცირდება დღეში და გენერიზებული ეპიდემიაა ქვეყანაში. დამთავრდა არჩევნები, დამთავრდა პოლიტიკა, მიხედეთ ჯანმრთელობას.


ჩვენ ახლა ვდგავართ კატასტროფის წინაშე, კი არ გატყუებთ, ვართ კატასტროფაში, იმიტომ რომ ჩვენ ვარ მძევლები კერძო კომპანიების, რომლებმაც პრაქტიკულად ჩაკეტეს საავადმყოფოები, ჩაკეტეს ლაბორატორიები და ყიდიან ტესტებს და საწოლებს. ჩვენ ვართ ყველა მძევლები“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველთან”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/khalkhi-kvdeba-da-kerdzo-kli/


“მკვლელობა ხომ მოხდა? ყველა პარტია, ვინც კი მონაწილეობდა არჩევნებში, არის დამნაშავე, მორჩა!”

04/12/2020

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ის ბოლო დროს მონაწილეობდა სამთავრობო გუნდის მიერ გამართულ შეხვედრებში, სადაც შეზღუდვების შესახებ მსჯელობდნენ.


– თქვენ დაესწარით პრემიერის, სამთავრობო გუნდის შეხვედრებს ექიმებთან და ისაუბრეთ, მოსალოდნენ შეზღუდვებზე. 26 ნოემბერს გამოცხადდა შეზღუდვები – ეს ის არის, რაზეც შეხვედრაზე ისაუბრეთ?


– კარგი კითხვაა – ეს ის არის? არა, ეს ის არ არის! ჩვენ მთავრობამ მოგვაწოდა 2 ვარიანტი, ერთს საერთო არაფერი ჰქონდა ეპიდიმიოლოგიასთან, იქ იყო საუბარი, რაღაც, კვირაში ერთხელ ჩაკეტვაზე, მოკლედ, თითქმის არაფრის ჩაკეტვაზე. მეორე ვარიანტი იყო ის, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ.


მე ვიყავი ორ შეხვედრაზე და ორივეზე გავაჟღერე ჩემი ექსპერტული მოსაზრება, რომ სასწრაფოდ გასატარებელია მკაცრი კარანტინი, რომელიც შემოვიღეთ სულ პირველად. სხვა გამოსავალი ქვეყანას აღარ დარჩა. ყველამ თქვა თავისი აზრი და ყველამ ღიად თქვას, რა მოსაზრება ჰქონდათ. მე ჩემი კოლეგების საუბარს არ და ვერ გამოვიტან.


მე ვთქვი, რომ ამ ორი ვარიანტიდან, კი ბატონო, მეორე სჯობს, მაგრამ მთლიანად უნდა იყოს ჩაკეტილი ქვეყანა, რადგან ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გ ა ქ ც ე უ ლ ი ა! ჩემი კოლეგების რეკომენდაციებს მოუსმინეს და ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვაქვს. ჩემი მოსაზრება იყო, ძალიან მარტივი და ყველაზე მოკლე – ეპიდემია გაქცეულია როცაა, მსჯელობის საკითხი აღარ არის ჩაკეტვა.


როცა ეპიდემიას აკონტროლებ, მაშინ შეიძლება ისაუბრო წერტილოვან შეზღუდვებზე, მაგრამ როცა გაქცეულია ეპიდემია, ყველა საუბარი ამაზე ფუჭია. პარალელურად, მიდის პოლიტიკური გარჩევა, ვინ დამნაშავეა და ვინ – არა.


ჯანდაცვის მინისტრის დიპლომის გარჩევისას, ისიც მოიკითონ, ე.წ. ექსპერტებს რა დიპლომები აქვთ და რამდენს აქვს მსგავსი დიპლომი. ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვინც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, არის დამნაშავე – მორჩა! რომ ვუყურებდი ტელევიზორში, გული მისკდებოდა, ხელს ართმევდნენ ხალხს.


მკვლელობა ხომ მოხდა? მოხდა და ამ მკვლელობას ჰყავს თანამონაწილეები, ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც კი მონაწილეობდა არჩევნებში, არის დამნაშავე. მორჩა! ნუ ვეძებთ ვინ უფრო მეტი დამნაშავეა, ვინ ჩაარტყა ორჯერ დანა და ვინ ერთხელ.


-მაგრამ, ამ არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა აიღო ხელისუფლებამ და თუ ასეთი საფრთხე არსებობდა, უნდა გადადებულიყო მაშინ არჩევნები…


– მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვსაუბრობ, ეპიდემიოლოგიური კუთხით, რა იქნებოდა სწორი და რა იყო არასწორი, არჩევნები უნდა გადადებულიყო, რა თქმა უნდა, მაგრამ არავის უნდოდა ამ არჩევნების გადადება, ეგეც მე უნდა ვთქვა? ხომ იცით, რომ ყველას ჰქონდა თავისი გათვლები. ჩვენ შევეწირეთ ამ თამაშს. ამ პოლიტიკური პარტიების უკან ბიზნესმენები ხომ დგანან? რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკოსებმა ხომ უნდა თქვან ის, რაც ბიზნესმენებს აწყობთ?


წარმოიდგინეთ, გამოდის გიორგი ფხაკაძე და ამბობს, რომ აფთიაქებში, საავადმყოფოებში მაფიაა და დასალაგებელია მთლიანად სისტემა და რა ხდება? – სხდებიან ადამიანები, მათ შორის ექიმებიც, რომლებსაც აქვთ თავისი პოლიტიკური ინტერესი, ჰყავთ პრესა, აქვთ ბიზნესინტერესი და მე მიძღვნიან სამგვერდიან სტატიებს – გესმით?


ყველაზე მეტად რაზე ვბრაზობ, ექიმი ხარ, ეპიდემიოლოგია არ გისწავლია, დავუშვათ, მაგრამ როგორ შეიძლება ექიმი, რომელსაც აქვს ბაზისური განათლება, გამოვიდეს და თქვას, რომ თურმე, ჩაკეტვა არ არის კარგი. ჩემთვის ის უკვე ექიმი აღარაა, იმას დიპლომი უნდა ჩამოართვა.


მეორე მომენტია, ამდენს რომ ეძახით ექსპერტს, რამდენია სინამდვილეში მედიცინის დოქტორი? მე ვარ ექიმი, მაგისტრატურა მაქვს გავლილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით და მაქვს სადოქტორო დაცული. როცა რაღაცას ვამბობ, ვიცი და იმიტომ ვამბობ. ადამიანს მაგისტრატურაც არა აქვს დამთავრებული და – ექსპერტია. კარგი ექიმია, კი ბატონო, მაგრამ განყოფილების იქეთ, არ იცის რა ხდება.


20 წელი დამჭირდა, ცოდნის დასაგროვებლად, 60-მდე ქვეყანაში ვიმუშავე და სამეცნიერო სტატიას რომ ვკითხულობ, ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო მისი ანალიზი და პირდაპირ არ ვაკოპირებ, თორემ, ასე ინგლისური ბევრმა იცის…


თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/mkvleloba-khom-mokhda-qhvel/


“კარგად იცის მთავრობამ, რამხელაა სიკვდილიანობა! ხომ უთხრეს იქ ექსპერტებს? ჰკითხეთ…” – სკანდალური…

04/12/2020

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ის ბოლო დროს მონაწილეობდა სამთავრობო გუნდის მიერ გამართულ შეხვედრებში, სადაც შეზღუდვების შესახებ მსჯელობდნენ.


– რა შეიცვლება ამ რეგულაციებით, რომლებიც ახლა დაწესდა და რას უნდა ველოდოთ?


– პირდაპირ გტყვით, ეს რეგულაციები არაფერს შეცვლის. მე ამას ვამბობდი ბევრად ადრე, როცა აკონტროლებ ეპიდემიას, შეგიძლია რაღაცა გადაადგილო, მარჯვნივ, მარცხნივ, როცა ვერ აკონტროლებ – მაშინ ამ გადაადგილების საშუალება აღარ დაგრჩა, უნდა მიიღო ხისტი, მკაცრი ზომები, ის ზომები, რაც იყო შემოღებული პირველ ჯერზე და უნდა მიიღო 2-3 დღეში კი არა, უნდა გამოხვიდე და თქვა, 2 საათში ქვეყანა იკეტება – მორჩა. ძალიან კარგად იცის მთავრობამ, რამხელაა სიკვდილიანობა! ხომ უთხრეს იქ ექსპერტებს?


ხომ უთხრეს იმ შეხვედრაზე ექსპერტებს რამხელაა სიკვდილიანობა? გგონიათ, მთავრობამ არ იცის? ძალიან კარგად იცის, სინამდვილეში რამხელაა სიკვდილიანობა და რამდენია რეალურად ინფიცირებული ადამიანი.


– იმაზე მეტია სიკვდილიანობა, ვიდრე აცხადებენ?


– რა თქმა უნდა, შეეკითხეთ ექსპერტებს და ექიმებს. თქვენც მოისმენდით, სახელმწიფო ჩინოვნიკებმა თქვეს, სამჯერ იმაზე მეტია ინფიცირებული, ვიდრე ვიცითო, ვიდრე ოფიციალურად დაფიქსირებულიაო და სიკვდილიანობა არ იქნება სამჯერ მეტი? მე არ მითქვამს ეს, ამას თავად ამბობენ…


– ექიმები რომ გამოვიდნენ შეხვედრიდან, ისეთი სახეები ჰქონდათ და ისეთი კომენტარები გააკეთეს, კი ვიფიქრე, რომ იქ, იმ შეხვედრაზე, მათ რაღაც საშინელი გაიგეს. სიმართლე გითხრათ, ერთს, რომელიც ამ შეხვედრამდე წინააღმდეგი იყო სრული ლოქდაუნის, ვესაუბრე და პირად საუბარში მითხრა, რომ მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაინახა, რომ „კატასტროფის წინაშე დგას ჯანდაცვის სექტორი და თუ ასე გაგრძელდა, მთლიანად ჩამოიქცევა, ბევრი ადამიანი მოკვდება და მოკვდება საშინელი სიკვდილით. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც დავდექით“ – ზუსტად ვციტირებ!


– შეეკითხეთ და გითხრან, რა ითქვა იმ შეხვედრაზე… ყველაზე ცუდი ისაა, რომ გამოდის ამ შეხვედრიდან ექიმი და არაფერი ხდება, არაფერი გჭირს, აგერ შენ პარაცეტამოლიო, ამბობს – ის პაციენტი ხომ მოკვდება? უკაცრავად, ამ შეხვედრაზე ბოლო წინადადებასღა ვიტყვი – მე ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, საერთაშორისო დონის. იმ ოთახში ჩემი დონის ექსპერტი ვერავინ დავინახე – ეს არის ჩემი პასუხი.


თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/kargad-itsis-mthavrobam-ra/


“ეს რეგულაციები არ უშველის, ან ჩაკეტე, ან გააღე, საშუალო ჩაკეტვები ქვეყანას არ შველის”

04/12/2020

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ის ბოლო დროს მონაწილეობდა სამთავრობო გუნდის მიერ გამართულ შეხვედრებში, სადაც შეზღუდვების შესახებ მსჯელობდნენ.


– როგორი პროგნოზი გაქვთ?


– ძაან ცუდი პროგნოზი მაქვს. ეს რეგულაციები არ უშველის. ყველა ქვეყანა, ვინც გადაწყვიტა კუკუდამალობანა, კატა-თაგვობანა, ძალიან დაზარალდა. ამას მე ჯერ კიდევ აპრილში ვამბობდი, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მეორე ტალღაზე პირველმა მე დავიწყე საუბარი, ჩემ გარდა არავის უხსენებია და გამლანძღეს, რა მეორე ტალღა, რის მეორე ტალღაო. ვამბობ, რომ მესამე ტალღა მოდის აპრილში, მზად ვაართ?


ჩემი ხედვით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წავიდეთ ჯოგური იმუნიტეტით. რაღაცა შეზღუდვები შემოვიღეთ, რომელიც არ იქნება ეფექტური და პრაქტიკულად, საქართველოში ახლა არის პირდაპირი ტენდეცია, რომ ჩამოყალიბდეს ჯოგური იმუნიტეტი! ჯოგური იმუნიტეტის ასე ჩამოყალიბება ქვეყანაში არის დანაშაული. მაშინ ახსენით, რაღა აზრი აქვს ასეთ ჩაკეტვას? ან ჩაკეტე, ან გააღე. საშუალო ჩაკეტვები ქვეყანას არ შველის. ეს არის ნახევრად გაკეთებული საქმე. ნახევრად გაკეთებული ხაჭაპური გემრიელია? თქვენ არ იცით აპრილში რა იქნება საქართველოში!


– თუ ჯოგური იმუნიტეტი გაგრძელდა, აპრილამდე საზოგადოების ნაწილს ხომ უკვე ექნება იმუნიტეტი? რატომ თვლით, რომ აპრილშიც მძიმე მდგომარეობაში ვიქნებით?


– 5 თვის მერე აღარ აქვს უმეტესობას ის იმუნიტეტი, გაიგეთ! რეინფიცირების დიდი შანსია. გამოდიან ექსპერტები და რა იცით, რომ რეინფიცირება იქნებაო… ერთი სტატია რომ წამოვიდა სინგაპურიდან რეინფიცირებაზე, ერთი ამერიკიდან და ერთიც ევროპიდან, ხომ უნდა გააკეთო ანალიზი, ხომ უნდა დაფიქრდე, რაშია საქმე?!


– აზრთა სხვადასხვაობაა საველე ჰოსპიტალზე და რომ არ მოგატყუოთ, ჯერ კიდევ იანვრიდან ვწერთ, რომ საველე ჰოსპიტალი უნდა მოეწყოს და პირადად მე, მიმაჩნია, რომ უამრავი დრო დავკარგეთ, მომხრე ვარ იმიტომ, რომ ვიცი, არ გვაქვს პირველადი ჯანდაცვა, განა არ გვივარგა, არ გვაქვს.


ვიცი, რომ მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, რა არის ანამნეზი, დიდ ნაწილს არ შეუძლია სიმპტომის აღწერა, რადგან, არ გვაქვს ექიმთან გეგმიურ კონსულტაციაზე მისვლის კულტურა თუ გამოცდილება. ადამიანთა დიდმა ნაწილმა არ იცის აქვს თუ არა რომელიმე ქრონიკული დაავადება, ჯანსაღი კვება კი არა, მოსახლეობის ნაწილს, საერთოდ, თავის არაჯანსაღად გამოკვებაც კი უჭირს, ხოდა ამ პირობებში, როგორ უნდა ვმართოთ ბინაზე პაციენტები? ეს გამორიცხულია, ხომ ამიტომ გვყავს სტაციონარში ამდენი პაციენტი სინამდვილეში?


– გეთანხმებით, არ გვაქვს პირველადი ჯანდაცვა და ვინც საპირისპიროს ამტკიცებს – თავს იტყუებს. ეს სერიოზული პრობლემაა. რაც შეეხება საველე ჰოსპიტალს – საველე ჰოსპიტალზე რომ საუბრობენ, ვინმეს გაუკეთებია საველე ჰოსპიტალი საქართველოში? 5 ქვეყანაში მაქვს დაგეგმილი და აწყობილი საველე ჰოსპიტალი, კონფლიქტურ ზონებში და ვიცი, რა არის საველე ჰოსპიტალი, არ არის მარტივი. საველე ჰოსპიტალს უნდა აშენება, რომლის გამოცდილებაც არ გვაქვს, ააშენე და მოაწყვე, დავუშვათ, ვინ გინდა შიგნით რომ იმუშაოს? საველე ჰოსპიტალის პერსონალის 80 პროცენტი ექთანი უნდა იყოს, რამდენიმე ექიმი და ვალანტიორები. რამდენი ექთანი გვყავს საქართველოში?


იტყვით, ახლა რომ ამდენი კლინიკაა ქვეყანაში და როგორ არ გვეყოლება ექთნებიო და ხშირ შემთხვევაში 1 ექთანი 5 კლინიკაში მუშაობს ცვლებში. შეიძლება დარეგისტრირებული ექთნები ბევრი გვყავს, მაგრამ რამდენი ექთანი გვყავს რეალურად? ვგულისხმობ იმათ, ვინც მუშაობა იცის, თორემ, უმეტესობამ არ იცის ნემსის გაკეთება და ძალიან ბევრი მილილიტრს მილიგრამისგან ვერ არჩევს, ეს ხალხი გინდათ საველე ჰოსპიტალში შეუშვათ? 70 საავამდყოფო ვმართე საქართველოში და ვიცი, რასაც ვამბობ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/es-regulatsiebi-ar-ushveli/


“ექიმებმა არ იციან რომ 24 დღეა გადადების საფრთხე? რატომ არ ამბობენ, რომ 24 დღე უნდა იყოს პირი…

04/12/2020

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ის ბოლო დროს მონაწილეობდა სამთავრობო გუნდის მიერ გამართულ შეხვედრებში, სადაც შეზღუდვების შესახებ მსჯელობდნენ.


– „შავ პარასკევს“ ვნახეთ უამრავი ადამიანი, დისტანციის დაცვის გარეშე მაღაზიებში, თუმცა, არ მინახავს არც ერთი დაჯარიმებული და არ ვიცი, რა აზრი აქვს იმ რეგულაციების შემოღებას, რომელი რეგულაციის აღსრულებასაც ვერ ახდენ… რამდენ ხანში მოვიმკით „შავი პარასკევის“ ეფექტს?


– დაახლოებით, 10 დღეში. მეხუთე-მეექვსე დღეს იწყება სიმპტომები, ერთ კვირაში ვიღაცა მძიმდება, ვიღაცა – არა და არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ მხოლოდ მძიმე პაციენტები უნდა გადავიყვანოთ კლინიკებში, დანარჩენების მართვა უნდა მოხდეს ბინაზე, ან კოვიდსასტუმროში. 14 დღის პერიოდში არსებობს რისკი პაციენტის დამძიმების და სწორედ ამიტომ ჰყავთ პაციენტები 14 დღის მანძილზე კარანტინში და აკვირდებიან, მერე კი მათ უშვებენ და ისინი მიდიან და ხვდებიან მეგობრებს, ახლობლებს…


იმას აღარავინ ეუბნება მათ, რომ ისინი კიდევ 10 დღე უნდა იყვნენ იზოლაციაში… ექიმებმა ეს არ იციან? არ იციან, რომ 24 დღეა გადადების საფრთხე? რატომ არ ლაპარაკობენ ამაზე? რატომ არ ამბობენ, რომ 24 დღე უნდა იყოს პირი იზოლაციაში? ეს ადამიანები ხომ 14 დღის მერე მიდიან დღეობებზე, შეკრებებზე, ეხუტებიან ადამიანებს, გადადების საფრთხე, შესაძლოა ნაკლებია, მაგრამ ხომ არის? 200-დან 2 ადამიანიც რომ დააინფიცირონ, ის 2 არ გაავრცელებს?


– რატომ არ ამბობენ და კოლეგიალობაო, გვპასუხობენ…


– კოლეგიალობა კი არა, ხალხის ინტერესებია მთავარი. ჯანდაცვის სიტემის რეფორმაო და ერთადერთი რეფორმა გვჭირდება – ყველა უნდა გავუშვათ სახლში, ყველა, უკლებლივ. მაგრამ ისე არიან ჩახლართულნი, აფთიაქები, ჯანდაცვის სისტემა, შემომტანები, მიმწოდებლები, ერთს რომ მოკიდო ხელი, ყველა დაგესევა და ჩვენ ვხვდებით მაინც მათი მსხვერპლნი.


აპროტესტებენ რაღაცებს ჯანდაცვის სისტემაში მაგრამ რას აპროტესტებენ, ჯანდაცვა არ გვაქვს, აფთიაქი არ გვაქვს და მაფიოზური კლანებით იმართება ეს სისტემა. მე არ მიყვარს რელიგიაზე საუბარი, მაგრამ უნდა ვთქვა, ამ ხალხს ღმერთის არ სწამს… მდიდრები ბიზნესებს ლობირებენ და ვირუსს არ აინტერესებს ამასობაში მდიდარი და ღარიბი… ჰგონიათ მდიდარს არ შეხვდება? რატომ? საჭმელს ხომ ჭამს? ვიღაცა ხომ უმზადებს ამ საჭმელს? სახლს ხომ ვიღაცა ულაგებს და ა. შ.


– ხო, მაგრამ მდიდარი მოხვდება კლინიკაში და ღარიბი – ვერა…


– ეს ძალიან ვერაგი ვირუსია, არაფერი ვიცით ჯერ ამ ვირუსზე რეალურად და მისი შედეგები, გამოჯანმრთელების მერეც კი, იქნება მძიმე. ჯერ ერთი, არის რეინფიცირების შემთხვევები, რომელიც მიდის მძიმედ, მეორე – ფიქსირდება კოვიდის ნარჩენი მოვლენები, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს გადატანიდან 2 თვის და შეიძლება 5 თვის შემდეგ. არავინ იცის, რა მოხდება, ასე რომ გამოჯანმრთელებული მდიდარიც არ არის დაზღვეული. რუსული „რულეტკასავითაა“, ან გაგიმართლებს, ან არა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რუსული „რულეტკის“ შემთხვევაში, იარაღში ერთი ტყვიაა და კორონავირუსის შემთხვევაში კი იარაღი დატენილი და მხოლოდ ერთი ადგილია ცარიელი, მხოლოდ ერთი ტყვია აკლია….


ამას უკვე უწოდეს გრძელი კოვიდი – გადატანის მერე იმდენად ბევრი პრიობლემა შეიძლება დატოვოს და იმდენად დიდხანს. თავიდან ეგონათ, რომ იგი პატარა დეპრესიას ტოვებს, მერე კი აღმოჩნდა, რიმ ის აზიანებს ადამიანის ნერვულ სისტემას, რამდენ დაავადებას იწვევს ნერვული სისტემის დაზიანება, პარკისონის დაავადების ჩათვლით, იცით?


ადრე ვიღაცას ჰქონდა პატარა შიშები და უმკლავდებოდა, ნერვული სისტემის დაზიანების შემთხვევაში, ვეღარ გაუმკლავდება… კი ბატონო, მიიღეს ჯოგური იმუნიტეტის გადაწყვეტილება, მაგრამ, მერე გრძელ პერიოდში მზად არიან, ამდენ პრობლემას გაუმკლავდნენ? გვყავს ამდენი ნევროლოგი, კარდიოლოგი და სხვა პროფესიის ექიმები?


თამო კეშელავა, ალია




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/eqimebma-ar-itsian-rom-24-dghe/


ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი – რა წერია ახალ კვლევაში და რას უყვება “ალიას” გიორგი ფხაკაძე?

19/12/2020

კორონავირუსულ დაავადებაში, (COVID-19) ჩნდება სიმპტომების ხანგრძლივი ეფექტები ტერმინით “ხანგრძლივი კოვიდი” – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კვლევის შედეგები 8 დეკემბერს გახდა ცნობილი.


კვლევის მიხედვით, ინფიცირებიდან დაახლოებით, 45 დღის შემდეგაც კი, სიმპტომები აღენიშნებათ.


10 დღის შემდეგ, კორონავირუსით დაავადებულთა მეთვალყურეობა წყდებოდა, თუ პაციენტები უარს განაცხადებდნენ ექიმთან შემდგომ კომუნიკაციაზე და მხოლოდ იმ პაციენტებს კი ურეკავდნენ ყოველ 24 საათში, ვისაც კლინიკური სიმპტომები უარესდებოდათ.


ბოლო ეტაპზე, ყველა პაციენტს უკავშირდებოდნენ დიაგნოზირებიდან 30-45 დღის შემდეგ. საბოლოო ჯამში, 703 მონაწილისგან, 669 ამბულატორიული პაციენტი შევიდა კვლევაში.


ვირუსის საწყის ეტაპზე ხშირი იყო ხველა და გემოს და/ან სუნის დაკარგვა. დიაგნოზირებიდან 30-45 დღის განმავლობაში (საშუალოდ, 43 დღე) თავდაპირველად 669 პაციენტიდან 32%-მა მაინც აღნიშნა ერთი ან მეტი სიმპტომის არსებობა: დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, გემოს ან სუნის დაკარგვა. ეს იყო ის ძირითადი ხანგრძლივი სიმპტომები, რომლებიც პაციენტების ნაწილში დარჩა 45 დღემდე. მათი საშუალო ასაკია 41 წელი (SD, 14,8). მათი 58% ქალი იყო, 25,9% ჯანდაცვის მუშაკი.


Covid-19 შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს და გამოიწვიოს ხანგრძლივი დაავადება. ჩვენი კვლევა აჩვენებს სიმპტომების მუდმივობას შემთხვევათა მესამედში” – ნათქვამია სტატიაში.


“ალია” აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, საუბრობდა ე.წ. გრძელ კოვიდზე “ალიასთან” ვრცლად:


“ეს ძალიან ვერაგი ვირუსია, არაფერი ვიცით ჯერ ამ ვირუსზე რეალურად და მისი შედეგები, გამოჯანმრთელების მერეც კი, იქნება მძიმე. ჯერ ერთი, არის რეინფიცირების შემთხვევები, რომელიც მიდის მძიმედ, მეორე – ფიქსირდება კოვიდის ნარჩენი მოვლენები, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს გადატანიდან 2 თვის და შეიძლება 5 თვის შემდეგ. არავინ იცის, რა მოხდება, ასე რომ გამოჯანმრთელებული მდიდარიც არ არის დაზღვეული. რუსული „რულეტკასავითაა“, ან გაგიმართლებს, ან არა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რუსული „რულეტკის“ შემთხვევაში, იარაღში ერთი ტყვიაა და კორონავირუსის შემთხვევაში კი იარაღი დატენილი და მხოლოდ ერთი ადგილია ცარიელი, მხოლოდ ერთი ტყვია აკლია….


ამას უკვე უწოდეს გრძელი კოვიდი – გადატანის მერე იმდენად ბევრი პრობლემა შეიძლება დატოვოს და იმდენად დიდხანს. თავიდან ეგონათ, რომ იგი პატარა დეპრესიას ტოვებს, მერე კი აღმოჩნდა, რომ ის აზიანებს ადამიანის ნერვულ სისტემას, რამდენ დაავადებას იწვევს ნერვული სისტემის დაზიანება, პარკისონის დაავადების ჩათვლით, იცით? ადრე ვიღაცას ჰქონდა პატარა შიშები და უმკლავდებოდა, ნერვული სისტემის დაზიანების შემთხვევაში, ვეღარ გაუმკლავდება…


კი ბატონო, მიიღეს ჯოგური იმუნიტეტის გადაწყვეტილება, მაგრამ, მერე გრძელ პერიოდში მზად არიან, ამდენ პრობლემას გაუმკლავდნენ? გვყავს ამდენი ნევროლოგი, კარდიოლოგი და სხვა პროფესიის ექიმები?”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/e-ts-khangrdzlivi-kovidi-ra-ts/


ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ ახლა ფაქტია… – რას ამბობს გიორგი ფხაკაძე ვირუსის პიკზე?

21/12/2020

სიკვდილიანობა ნელ-ნელა დაიწყებს დაწევას. ძალიან კარგი ამბავია, რომ საქართველომ ე.წ. პიკი გაიარა, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.


„საქართველომ ე.წ. პიკი გაიარა, – რაც ჩანს სტატისტიკა უკვე შეგვიძლია ვთქვათ. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ ახლა ფაქტია, რომ ნაკლები ადამიანია ინფიცირებული. იმიტომ, რომ შეზღუდვებმა იმუშავა. ეს კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონიათ, რომ შეზღუდვები სისულელეა. აგერ, ჩემო ბატონო კონკრეტული შედეგებია“


ცნობისთვის, 21 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 824 ადამიანს დაუდასტურდა, 46 პაციენტი გარდაიცვალა.


თუმცა, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად გამოვა ამირან გამყრელიძე და იტყვის, რომ ასე ცოტა ინფიცირებული იმიტომაა, რომ კვირას ნაკლები ტესტირება ტარდება და მინიმუმ 5-ჯერ მაინც გაიმეორებს, მის საყვარელ ფრაზას – “ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/dzalian-skeptikurad-vuqhur/


პასუხს ითხოვენ ამ კითხვაზე – არის თუ არა მართლაც ეს ვირუსი ხელოვნური? – რას უყვება “ალიას”

30/12/2020

„ალიას“ ესაუბრება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელმაც შეძლო ის, რაც ვერ მოახერხა სახელმწიფო ინსტიტუტებმა, მისი მოწოდებების შედეგად, მისი საყვედურების შემდეგ, მის მიერ გავრცელებული მიმართვის შემდეგ, ძალიან მალე, მართლაც გაიაფდა სამედიცინო პირბადე 15 თეთრამდე და მას „ფხაკაძის პირბადეც“ კი შეარქვეს.


– პირველ რიგში, მადლობა 15 თეთრიანი პირბადეებისთვის. პირდაპირ თქვენი დამსახურებაა პირბადეების ფასის კლება. როგორი შეგრძნებაა?


– უამრავი ადამიანი მწერს მადლობას, მაგრამ ჩვენ ეს „ფხაკაძის პირბადე“ ერთად გავაკეთეთ, მედიამ, მოსახლეობამ. როცა ვიდეომიმართვა ჩავწერე, 530 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა მალევე, მერე გაავრცელა მედიამაც. საერთო ჯამში, საქართველოში, მგონი, არ დარჩენილა ადამიანი, ვინც არ გაიგო, რომ პირბადის წარმოება ჯდება 13 თეთრი.


ვიმეორებ, ვსაუბრობ კარგი ხარისხის, სამედიცინო პირბადეზე, სამშრიანზე, უხარისხოზე საერთოდ არ ვსაუბრობ. სანამ ამ ვიდეოს ჩავწერდი, რომ არ მოგატყუოთ, დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ვესაუბრე პირბადის მწარმოებლებს, ჩინეთში, ევროპაში, ამერიკაში, გავეცანი დოკუმენტაციებს, ყველა დეტალი შევისწავლე, იმდენად, რომ თუ მოვინდომებ, თავისუფლად შემიძლია მეც გავხსნა პირბადის საწარმოებლად ქარხანა. ამის მერე ჩავწერე ის ვიდეო.


ვფიქრობ, ახლა საქართველოში ნაკლებად შეიძლება მოიძებნოს ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ პირბადის წარმოება ჯდება 13 თეთრი და რომელმაც უკვე არ იცის, როგორი უნდა იყოს პირბადე, რომელიც მას დაიცავს. სიმართლე რომ გითხრათ, სულ არ ევალებოდა მოსახლებას ამის ცოდნა, სულ არ არის აუცილებელი ხალხმა იცოდეს, რომელი პირბადე დაიცავს და რა ჯდება მისი წარმოება, უნდა იყიდებოდეს ის პირბადე, რომელიც ეფექტურია და უნდა იყიდებოდეს სრულიად ხელმისაწვდომ ფასად.


ამის გასაკონტროლებლად არსებობს საქართველოში ინსტიტუტები, მეტსაც გეტყვით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დებულებაში პირდაპირაა გაწერილი, რომ მათ ეს უნდა აკონტროლონ… მათი გასაკონტროლებელია, მაგრამ ალბათ, გამორჩათ, ისინიც ძალიან ბევრს მუშაობენ…


– მართლა ფიქრობთ, რომ გამორჩათ? რამდენიმე დღის წინ, ე.წ. სარქველიანი პირბადით რომ წარსდგა ჯანდაცვის მინისტრი ხალხის წინაშე, იმ პირბადით, რომელიც არ ამცირებს გადადების საფრთხეს, ესეც გამორჩათ? ახლა რომ ისევ არის დაშვებული ის პირბადეები გაყიდვაში, რომელიც არ გიცავს ვირუსისგან, ეგეც გამორჩათ?


– მე პოზიტივი მინდა დავინახო და მოდი, ვთქვათ, მოდი, ვიფიქროთ, რომ გამორჩათ. თუმცა, გიდასტურებთ, კი, ეს ნამდვილად მათი გასაკეთებელი საქმე იყო. ვიდეო ჩართვა გავაკეთე 14 დეკემბერს საღამოს და ათი დღეც არ იყო გასული, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ შედეგს. ეს პირბადე, მხოლოდ ამ ვირუსისგან კი არ გვიცავს, გვიცავს გრიპის ვირუსისგანაც და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი აქცია, მუდმივად ასე ხელმისაწვდომ ფასად უნდა იყიდებოდეს, რომ ყველამ შეძლოს მისი შეძენა.


– თქვენ თქვით, რომ საავადმყოფოებში ისეთი პირბადეები შეჰქონდათ, რომლებიც არ იყო ხარისხიანი და რომელმაც დააინფიცირა მედპერსონალი…


– სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდი რამ მოხდა. მსოფლიოში ბევრი ექიმი, ექთანი დაინფიცირდა ამ ვირუსით, მაგრამ უმეტესად ეს შემთხვევები არ სცდება რამდენიმე პროცენტს, საქართველოში სამედიცინო პერსონალი ყველაზე მეტი ოდენობით დაინფიცირდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ეს იყო გამოწვეული უხარისხო პირბადეებით.


აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული, ვისი ბრალეულობაა და რატომ დიანფიცირდა ყველაზე მეტად სამედიცინო პერსონალი საქართველოში. მხოლოდ კოვიდკლინიკებში კი არა, ყველა კლინიკაში, პოლიკლინიკაში, სასწრაფოს ბრიგადებში ყველას, აფთიაქებში ყველას, უნდა ეკეთოს ხარისხიანი პირბადე.


– ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ვირუსი ხელოვნურად შექმნეს, თქვენ რას ფიქრობთ?


– სრულიად ლეგიტიმური კითხვაა, მსოფლიოს უდიდესი კომპანიები გაკოტრდნენ პანდემიის დროს, ქვეყნები, კომპანიის მფლობელები პასუხს ითხოვენ ამ კითხვაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ხელოვნურად შექმნილი ვირუსი და მართლაც ცხოველიდან გავრცელდა, თუმცა, ეს არის მხოლოდ ვარაუდი.


მე არ მინახავს კვლევის შედეგები, არ ჩამიხედავს მიკროსკოპში, არ მჭერია ხელში დოკუმენტები, ამიტომ, ზუსტი პასუხი არ მაქვს. დარწმუნებული ვარ და თქვენც ნახავთ, ამ კითხვას გაეცემა პასუხი. უკვე დაწყებულია გამოძიება, ამ პასუხს მხოლოდ მე და თქვენ კი არა, გიგანტი ქვეყნები ითხოვენ, მათ აინტერესებთ, ბუნებამ დააზარალა ისინი, თუ ვინმე კონკრეტულმა.


რადგან, თუ აღმოჩნდა, რომ ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა, უნდათ ის, ვინც ეს ჩაიდინა გაასამართლონ, დანაკარგის ანაზღაურება მოსთხოვონ. ამიტომ, ამ კითხვაზე პასუხი აუცილებლად გვექნება.,


– მოგვცეს რეკომენდაცია, რომ ამ ახალ წელს, არ მივიდეთ მშობლებთან, ბებიებთან და ბაბუებთან. თქვენ რას გვირჩევთ?


– 25 დეკემბერს შობა ავღნიშნეთ ევროპაში ჩემ სახლში. ვიყავით 6 ადამიანი, აქედან ყველაზე ასაკოვანი სტუმარი იყო 86 წლის ქალბატონი, ყველაზე პატარა 7 წლის. ვთქვი, რომ ჩემი სახლი არ მაძლევდა საშუალებას, ამაზე მეტი სტუმარი მიმეღო, რადგან თითოეული იწვა ცალკე ოთახში, ვისხედით 2 მეტრის დისტანციით, სადილზეც კი. სამზარეულოში ჩემ გარდა არავინ შევუშვი, რადგან იქ მაინც არსებობს რისკი, ნაკლებად იყო დაცული. ამ 86 წლის ქალბატონს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი, ამიტომ დავთანხმდი მის სტუმრობას, თორემ არ დავთანხმდებოდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველანი ვიყავით პირბადით.


თუ თქვენ გაქვთ საშუალება რომ დაიცვათ ასე რეგულაციები, კი ბატონო. დააწვინოთ ცალკე ოთახში, დაიცვათ ყოველ სკამს შორის 2 მეტრიანი დისტანცია და ა.შ. მოვერიდოთ ამ ახალ წელს ბებიებს და ბაბუებს. მივულოცოთ ტელეფონით, გავუგზავნოთ ფული, საჩუქრები. დასასრულ კი, ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. რაც მთავარია. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი, პოზიტიური ადამიანი ცხოვრობს, დავეხმაროთ ერთმანეთს, გავერთიანდეთ, სიყვარულით ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ შევძელით „ფხაკაძის პირბადე“ 15 თეთრად, ეს ხომ წარმოუდგენელი გვეგონა?


ძალა ერთობაშია. ვიყოთ ძლიერები, ერთიანები, შევინარჩუნოთ ახლა სიცოცხლე და მერე ერთად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, აღვადგენთ ეკონომიკას და ყველაფერს გავაკეთებთ, მთავარია, ახლა შევინარჩუნოთ სიცოცხლე. 2021 წელი ყოფილიყოს ერთმანეთის სიყვარულის და ერთიანობის წელი.


თამო კეშელავა, ალია



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/pasukhs-ithkhoven-am-kithkhva/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights