1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა
უმჯობესია, ამ ჩვევას ბავშვობიდანვე ებრძოლოთ – ფრჩხილების კვნეტა…
ფრჩხილების კვნეტა იწვევს:
- ფრჩხილის დეფორმაცია, კანქვეშა სისხლჩაქცევები;
- პერიუნგალური ქსოვილების დაზიანება;
- ფრჩხილების თანდათანობითი დამოკლება;
- ფრჩხილის ირგვლივ ბალიშის ანთება;
- გემოს ცვლილება;
- ნაწლავური ინფექციები;
- კანის ინფექციები პირის ღრუს გარშემო.
შეიძლება, ფრჩხილების კვნეტის ჩვევა განვითარდეს ფიზიოლოგიური ფაქტორი და ფრჩხილებისა და ხელების ბავშვებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ატოპიური დერმატიტისკენ, გაღიზიანებული ნუნების გამო კვნეტას იწყებენ. ნუნების დროულმა მკურნალობამ შეიძლება თავიდან აგვარიდოს ეს მავნე ჩვევა.
კიდევ ერთი მიზეზი მთელი რიგი ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობაა. მათი დეფიციტი ბავშვის შფოთვას იწვევს, რაც ამ ჩვევით გამოვლინდება. შფოთვის სხვა მიზეზებმა შეიძლება იგივე მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. ერთ-ერთი ფაქტორია თვითაგრესია, როდესაც ბავშვი საკუთარ თავს ჩადენილი ქმედებებისთვის ან საყვარელი ადამიანებისთვის მიყენებული წყენის გამო სჯის. ან პირიქით, თავს იმშვიდებს ამით.
მკურნალობა
ბავშვს უნდა დაეხმარონ ფსიქიკური მდგომარეობის, მოტივაციისა და ინფორმირებულობის თვალსაზრისით (ქცევითი თერაპია ფსიქოლოგთან, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ნეიტრალურ აქტივობაზე გადასვლას, მძიმე შემთხვევებში – ანტიდეპრესანტებს და შფოთვითი აშლილობების სხვა თერაპიას) .
კანზე თუ ანთებითი კერებია, ექიმები ანტიბაქტერიულ მალამოებს და ჭრილობების სამკურნალო საშუალებებს გვირჩევენ. ასევე შეგიძლიათ სცადოთ ლაქი და ხელთათმანები.
ბავშვთა ფსიქოლოგები გვირჩევენ, აუხსენით ბავშვს, რატომ არის მნიშვნელოვანი ფრჩხილების კვნეტის გადაჩვევა – შეიძლება დაზიანდეს ფრჩხილის ფირფიტა. ბავშვს ავუხსნათ, რომ ჭრილობებიდან შეიძლება ინფექცია შეეჭრას, აგრეთვე რა არის ბაქტერია, უნდა გავაფრთხილოთ, რომ შეიძლება დამახინჯებული ფრჩხილების გამო თანატოლებმა დასცინონ.
განტვირთეთ თქვენი ბავშვის ნერვული სისტემა არტთერაპიით, ცურვით, აქტივობების ფართო სპექტრით.
შეაქეთ ბავშვი, თუ ერთი საათის განმავლობაში ფრჩხილები არ მოუკვნეტია.
არ შეიძლება ბავშვების გაკიცხვა, შერცხვენა და დაშინება ფრჩხილების კვნეტის გამო.
„კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგები მადრიდში ESMO-ს ყოველწლიურ კონგრესში მონაწილეობდნენ
მადრიდში გამართულ ESMO-ს (ევროპის ონკოლოგთა საზოგადოების) ყოველწლიურ კონგრესში 2023 წლის 20-24 ოქტომბერს მონაწილეობდნენ კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგები: თამთა მახარაძე, ცირა ქორთუა ელენე დოლმაზაშვილი, სალომე კორძაია; რეზიდენტი ლაშა ხმალაძე; ექთნები: ნინო ყრინტაშვილი, სალომე ფაცაცია და ეკატერინე ყიფიანი.
ESMO-ს (ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის) კონგრესი კლინიკური მკვლევრების, ექიმების, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისათვის უმნიშვნელოვანესი გლობალური ფორუმი და პროფესიული გამოცდილების გაცვლის პლატფორმაა.
ESMO-ს 2023 წლის კონგრესზე განიხილეს ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობაში უახლესი სამედიცინო მიღწევები; ახალი აღმოჩენები კიბოს კლინიკური კვლევების, ტრანსლაციური მედიცინისა და ფუნდამენტალური მეცნიერების დარგში; პრაქტიკული გამოწვევები კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში, ასევე, შესაძლებლობები ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
კონგრესის ფარგლებში კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ კლინიკურმა ონკოლოგმა თამთა მახარაძემ ქართველ და უცხოელ მკვლევართა ჯგუფთან ერთად წარადგინა ფილტვის ბრტყელუჯრედული კიბოს სემიპლიმაბით მკურნალობის კლინიკური კვლევის საანგარიშო პოსტერი ეფექტიანობის, უსაფრთხოების და პაციენტების შეგრძნებების ანალიზის შესახებ.
„კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგები ESMO-ს 2023 წლის კონგრესზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კლინიკის შიდა კონფერენციებზე გაუზიარებენ კოლეგებს და აქტიურად გამოიყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.
ყივანახველის ეპიდემიის ზღვარზეა – მშობლების შვილების აცრაზე უარს ამბობენ
აფხაზეთში მკვეთრად გაიზარდა ყივანახველის შემთხვევები.
სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ასტამურ გუნია ყივანახველის გავრცელებას მშობლების დიდი ნაწილის აცრაზე უარს უკავშირებს.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურში მომხდარს ამ ეტაპზე ეპიდემიად არ მიიჩნევენ, თუმცა, ექსპერტების შეფასებით, სიტუაცია საკმაოდ მძიმეა.
სექტემბერ-ოქტომბერში გუდაუთის რაიონში ყივანახველას 72 შემთხვევა გამოვლინდა.
ყივანახველას აცრა ადრეულ ასაკში კეთდება.
სოხუმის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ასტამურ გუნიამ განაცხადა:
„სიტუაცია რთულია, მშობლები არ გვაძლევენ შვილების ვაქცინაციაზე თანხმობას, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აცრას. საბჭოთა პერიოდში ყველა, გამონაკლისის გარეშე, ვაქცინირებული ვიყავით და ვინც არ იყო აცრილი, არ უშვებდნენ სკოლაში და საბავშვო ბაღებში, ახლა ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია. მშობლის უარის შემთხვევაში, ბავშვები არ იცრებიან, ამიტომ ძალიან უჭირთ დაავადებასთან გამკლავება. ეს სიტუაციაა რუსეთშიც“.
მისი თქმით, სტატისტიკა ზუსტი არ არის, მხოლოდ ისინი მიმართავენ, ვისაც დაავადება ურთულდება.
„შვილების ვაქცინაციაზე მხოლოდ იმიტომ, რომ აცრების ეშინიათ. განსაკუთრებით ერთი და ორი თვის ჩვილებისთვის არის ეს საშიში, არსებობს სიკვდილის საფრთხეც. ისინი ამბობენ, – არ გვინდა ამის გაკეთებაო…
ინტერნეტში რაღაც წაიკითხეს ან მეზობელმა უთხრა. არც ერთ არ აქვს სამედიცინო განათლება და არ იციან რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს, სიკვდილიც კი.
ყველას ვურჩევ, გაიკეთონ აცრა. ჩვენ ყველა 100%-ით ვაქცინირებული ვიყავით, ჩვენი შვილებიც აცრილი იყვნენ, ჩვენი შვილების მტრები არ ვართ? როგორ შეგიძლია უარი თქვა და აიღო ასეთი პასუხისმგებლობა?!“.
ყივანახველას საწინააღმდეგო აცრა ოკუპირებული აფხაზეთის ყველა რეგიონის ნებისმიერ კლინიკაში სრულიად უფასოა.
სოხუმში Covid-ის მრავალი შემთხვევა ფიქსირდება. საბედნიეროდ, ხალხს ის ადვილად გადააქვს“, – აღნიშნა მან.
უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც, საქართველოში, იმპორტით შემოდის
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ , GMP სტანდარტით იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც, საქართველოში, იმპორტით შემოდის.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დანერგვა, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი
სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება
მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ სტომატოლოგიური კლინიკების სანებართვო სისტემაზე გადაყვანა და ის ახალი სტანდარტები რასაც დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ, რადგან, სამწუხაროდ, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც აქედან სხვადასხვა ინფექციები, მათ შორის C ჰეპატიტი ვრცელდებოდა, – განაცხადა სტომატოლოგიური დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ახალი სტანდარტების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილების მიზანი თითოეული პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების, მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაა.
თუ არსებული კანონმდებლობით, სტომატოლოგიური დაწესებულების გახსნა და საქმიანობა მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე იყო შესაძლებელი, ახალი წესით, რეგულირების სააგენტოს ეგზავნება შეტყობინება, მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში, შემოწმების შემდეგ, ყველა სავალდებულო სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაიცემა დადებითი დასკვნა, რაც კლინიკას საქმიანობის დაწყების უფლებას მისცემს.
გარდა ამისა, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. ცვლილებების მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ჰქონდეს გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის − ალერგიული რეაქციებისა) მართვისთვის საჭირო პირველადი დახმარების მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების აუცილებელი მარაგი.
ახალი სტანდარტები შეეხება პროფესიულ განვითარებასაც – სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლება და პერსონალის პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ტრენინგები. ასევე – თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ.
ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული დაწესებულებებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი მიმწოდებლები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.
ონკოლოგიური ქირურგიის როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირების გარდა, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება
ონკოლოგიური ქირურგიის როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირების გარდა, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.
„სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური ქირურგია როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.
მიმდინარე წლის აგვისტოდან გადაწყვეტილებით ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით, მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გიორგი ფხაკაძე: ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა?… შევარცხვინე ორივე!
07/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი

ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა?… შევარცხვინე ორივე! – გიორგი ფხაკაძე
ქუთაისში აქციაზე ამდენი ხალხი რომ გამოვიდა და დასავლეთში ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რომ ხედავ, რომ არ მოსწონს ხალხს ეს „ნამოხვანჰესის“ პროექტი, გააჩერე ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მიტინგი არ იყოს ამ პანდემიისას და ვირუსი არ გავრცელდეს. მთავრობა რომ ხარ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ოპოზიცია კიდევ აქეზებს და ცეცხლში შეშას უკეთებს. შევარცხვინე ორივე!“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze










