ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

„ეს უკვე მე-2 ქართული ჩემთვის ცნობილი ბადია“ – ფხაკაძე ქართველის მიერ შექმნილ კოვიდსაწინააღმდეგო…

24/01/2022

ქართველი ექიმმა, ალექსანდრე თავართქილაძემ შექმნა წამალი, სახელად “სულაჟერი”, რომელმაც უკვე საოცარი შედეგი აჩვენა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


“საინტერესოა, დაველოდოთ დამატებით შედეგებს. ეს უკვე მე-2 ქართული ჩემთვის ცნობილი საინტერესო ბადი (არა წამალი).


გავეცანი დეტალებს, არ ვიჩქარებ. ზოგადად. “ბადი” არის დანამატი. «Кашу маслом не испортишь».


დაველოდოთ…”, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/es-ukve-me-2-qarthuli-chemthvis-tsnobili-badia-phkhakadze-qarthvelis-mier-sheqmnil-kovidsatsinaaghmdego-sashualebaze/


“ბოდიში, სტატისტიკა სულ სხვა რამეს აჩვენებს!!!”-ფხაკაძე

30/01/2022

კოვიდი არ არის სეზონური გრიპიკოვიდი კლავს, დიახ, დელტაც და ომიკრონიც კლავსბრიტანეთში ვხედავთ, რომ სიკვდილიანობა არის მაღალი და, დიახ, ეს უკვე ომიკრონის სიკვდილიანობაა.


პირდაპირი, ირიბი და ასე შემდეგ, ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს სიკვდილიანობაზე.სამწუხაროდ, არა მარტო საქართველოში, ბრიტანეთშიც არის ასეთი “ბრძენი ხალხი”, ძირითადად, პოლიტიკოსები და მათთან აფილირებული ექიმები/ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ “ომიკრონი არის დასასრულის დასაწყისი”, ბოდიში, სტატისტიკა სულ სხვა რამეს აჩვენებს, 2022 წლის 25 იანვარს ბრიტანეთში იყო სიკვდილიანობის პიკი (439), რომელიც ბრიტანეთში არ ყოფილა 2021 წლის 24 თებერვლიდან დღემდე(442 გარდაცვლილი).საქართველოში კი უფრო საგანგაშოდ არის საქმე,ვინაიდან ქვეყანა აუცრელია და შიდა ჰოსპიტალური ინფექციები ხომ საერთოდ უკონტროლოაგამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია და აიცერით ბუსტერით დროზე…


ჯანმრთელობას გისურვებთ, – საზოგადობრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ აღნიშნულის შესახებ პოსტი, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/bodishi-statistika-sul-skhva-rames-achvenebs-phkhakadze/


“კოვიდ გადატანილებში 72% -ჯერ მაღალია გულის პრობლემების რისკი, კოვიდი არ არის სეზონური გრიპი”

11/02/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე:


საქართველოში აცრილია 190,000 ადამიანი


დანარჩენი კი ყველაფერი ზღაპარია


რა ვქნა, “ზევიდან გიყურებთ …” (გამგები გაიგებს)


ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ გადატანილებში 72% -ჯერ უფრო მაღალია რისკი, რომ განუვითარდეთ გულთან დაკავშირებული პრობლემები


კოვიდი არ არის სეზონური გრიპი


A new study found that, one year after recovering from their initial infection, #COVID19 survivors had a 72% higher risk of heart failure. Learn more:

https://www.gavi.org/vaccineswork/covid-19-survivors-are-still-greater-risk-heart-attacks-year-after-infection?fbclid=IwAR0qKfx3yEew45HdKTADyL4HV9_Y4yJeGvJQyXsVtHvxA9pTw9tosKsj_Lk



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/kovid-gadatanilebshi-72-jer-maghalia-gulis-problemebis-riski-kovidi-ar-aris-sezonuri-gripi-phkhakadze/


“ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდი „ურტყამს“ ვაგუს ნერვს!”-ფხაკაძე

17/02/2022

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე პოსტკოვიდურ გართულებებზე წერს, რომლის მართვა მისი თქმით საქართველოში ყველაზე რთულია.


ფხაკაძე ამბობს, რომ ამ სიტუაციიდან პირველი გამოსავალი არის კოვიდი არ დაგვემართოს, მაგრამ თუ ეს ასე მოხდა, აუცილებლად უნდა აიცრათ გამოჯანმრთელებიდან 30 დღეში.


„პოსტკოვიდი საქართველოში ამჟამად ყველაზე რთული სამართავია.


რა იწვევს პოსტკოვიდს? კოვიდი


რა ვიცით პოსტ კოვიდზე? ის ვერაგია


ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდი “ურტყამს” ვაგუს ნერვს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნერვია.


კოვიდის შედეგად ამ ნერვის დაზიანებისას რასთან გვაქვს საქმე?


დისფონია (მუდმივი ხმის პრობლემები),


დისფაგია (ყლაპვის გაძნელება),


თავბრუსხვევა,


ტაქიკარდია (ანომალიურად მაღალი გულისცემა),


ორთოსტატული ჰიპოტენზია / პოსტურალური ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) და
დიარეა.


გამოსავალი? არ აიკიდოთ კოვიდი


თუ დაგემართათ კოვიდი, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და მოძებნეთ დარგის სპეციალისტი და არა “ფეისბუქექსპერტი”.


კოვიდის გადატანის შემდეგ, აუცილებლად აიცერით გამოჯანმრთელებიდან 30 დღეში და მე-2 დოზაც არ დაგავიწყდეთ


ჯანმრთელობას გისურვებთ“. – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/akhalma-kvlevam-achvena-rom-kovidi-urtqhams-vagus-nervs-phkhakadze/


“მოკლევადიანი რეფორმა,1-2 წელიწადში გასაკეთებელი..ვისაც სურვილი გაქვთ, იცით, სადაც ვარ” – ფხაკაძე

19/02/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის შეფასებით, ჯანდაცვის სფეროში საქართველოს რადიკალური რეფორმა სჭირდება:


“მოკლევადიანი (1-2 წელიწადში გასაკეთებელი):


1. წამლების ფასების დარეგულირება და ხელმისაწვდომობა (თურქეთის სისტემასთან ინტეგრირება+ საკანონმდებლო ცვლილებები) – “საქართველოში რეგისტრირებული წამალი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერ ლიცენზირებულ აფთიაქში მაქსიმუმ 24 საათში”


2. სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და ფასის ბალანსი (დაწევა). თურქეთთან მოლაპარაკებით. პირობითად, არსებული “200” სამედიცინო სერვისიდან საქართველოში დაფინანსდეს 50 და დანარჩენი ჩარჩო ხელშეკრულებით ტრანსფერი გაკეთდეს თურქეთში (რეალობაში ასეა, ოღონდ მოსახლეობას 5-ჯერ უფრო მეტი უჯდება). დროთა განმავლობაში სერვისების გაზრდა საქართველოში (სავარაუდოდ, 5-10 სერვისი წელიწადში).


3. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის გაძლიერება და საბოლოოდ 90% სახელმწიფოს შიდა დაფინანსება უნდა იყოს მხოლოდ ჰოლდინგზე. შეიქმნას 5 რეგიონული და თბილიში 2 რეფერალური მულტიპრიფილური საავადმყოფო.


4. პატარა საავადმყოფოების (რეგიონული საავადმყოფოები 50 საწოლზე ქვემოთ) გადაუდებელ მიმღებებად და ამბულატორიებად გარდაუმნას (ასე არის ახლაც). სასწრაფო დახმარების სამსახური და “რეანიმობილების” სერვისი უნდა გაერთიანდეს ერთ სამსახურად და იყოს სახელმწიფო სერვისი.


5. სამედიცინო ხარისხი “გადაეცეს” დამოუკიდებელი აკრედიტაციის არასამთავრობო ორგანიზაციას (ჯერ უცხოურს და შემდგომში ჩამოყალიბდეს ქართული) “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ქართული მოდელი იდეალურად გამოდგება. სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ აკრედიტებულ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს.


6. უწყვეტი სამედიცინო განათლების დეცენტრალიზაცია და ხელმისაწვდომობა (მინისტრის არსებული ბრძანება ხელს უშლის ამ პროცესს) და სამედიცინო ასოციაციების წამოწევა (მათ უნდა ჩაატარონ ტრეინინგები. მათი კრედიტ ქულები უნდა იყოს აღიარებული). ყველა ექიმმა წელიწადში უნდა გაიაროს მინიმუმ 50, ექთანმა კი მინიმუმ 25 უწყვეტი სამედიცინო განათლების საათი.


7. შიდა ჰოსპიტალური ინფექციის “დეკრიმინალიზაცია “ და მართვა სამედიცინო / ეპიდემიოლოგიური მეთოდებით. მაგალითად, დაწესდეს “მისაღები ზღვარი 15%” და მუშაობა მიმდინარეობდეს იმ მიმართულებით, რომ ეს ზღვარი შემცირდეს/გაუმჯობესდეს.


8. გადასვლა სავალდებულო, პაციენტის ერთიან ელექტრონულ ბარათზე, რომელიც მიბმული იქნება პირადობაზე. ამ ბარათში უნდა იყოს ყველა რეცეპტი, დიაგნოსტიკის პასუხები, დიაგნოზი, მკურნალობის დინამიკა და ასე შემდეგ.


ბარათი უნდა იყოს ასევე მობილურ აპლიკაციაში და ხელმისაწვდომი საქართველოში და საზღვარგარეთ. ამით ჩვენი ემიგრანტები შეძლებენ, მიიღონ დამატებითი სერვისები დისტანციურად საქართველოს ფასებში. ასევე პაციენტის მონაცემები აღარ დაიკარგება “ინდივიდუალურ” ლაბოლატორიაში ან სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე ეს სისტემა “ჩაკეტავს” არასაჭირო სამედიცინო დანიშნულებებს (დღეს სამედიცინო დანიშნულებების დაახლოებით 70% არის არასაჭირო და მძიმე ფინანსური ტვირთია მოსახლეობისთვის).


9. გადასვლა ერთიან ელექტრონულ ჯანდაცვაზე (HIMS). ამით შემცირდება სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი, გაუმჯობესდება ხარისხი და ეფექტური დახმარების იარაღი იქნება ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროებისთვის. “ექსელის” ფაილების ამოღება დაგვეხმარება მანიპულაციებისა და შეცდომების თავიდან აცილებაში.


10. ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე სამინისტრო ისევე, როგორც მოხდა განათლების სამინისტროს გამოყოფა. შრომა და დასაქმება კი ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაეცეს.


ამ ნაბიჯების ეფექტური, მდგრადი დანერგვა დაუზოგავს ჯანდაცვის სამინისტროს 30% -მდე ბიუჯეტს დანერგვიდან 3-6 თვეში.


ეს შესაძლებელია!


სურვილი არის?


ვისაც სურვილი გაქვთ, იცით, სადაც ვარ”, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/moklevadiani-rephorma-1-2-tselitsadshi-gasakethebeli-visats-survili-gaqvth-itsith-sadats-var-phkhakadze/


“კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა!!!შეუტია ჰონკონგს,ავსტრალიას, სინგაპურს და ბრიტანეთს..!”-ფხაკაძე

11/03/2022

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა“.


მისივე განმარტებით, ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში.


„როგორც მოსალოდნელი იყო კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ომიკრონი BA2.2, შეუტია ჰონკონგს. ასევე ის უკვე იქნა აღმოჩენილი ავსტრალიაში, სინგაპურში და ბრიტანეთში. ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში და არა სრულიად ვაქცინირებულებში (სრული ვაქცინირებული არის 3 -ჯერ ვაქცინირებული).


ასევე ეს ვარიანტი სავარაუდოდ, ადასტურებს ჩინური ვაქცინების არაეფექტურობაზე. სავარაუდოდ, ამ ვარიანტს ახასიათებს “დელტასნაირი” სირთულეები. კოვიდი არ არის სეზონური გრიპი. აიცერით, ატარეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია. ჯანმრთელობას გისურვებთ,“- წერ გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/kovidis-akhali-varianti-gamochnda-sheutia-honkongs-avstralias-singapurs-da-britaneths-phkhakadze/


დოზა იცავს ინფიცირებისგან დელტას შემთხვევაში 91%-ით და ომიკრონის შემთხვევაში – 60%-ით. საქართველოში

07/04/2022

ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მორიგ პოსტს აქვეყნებს.


“კიდევ ერთი მეცნიერული მტკიცებულება (უკვე მერამდენე), რომ ფაიზერის და მოდერნას ვაქცინები არის უსაფრთხო და რაც მთავარია, მე-3 დოზა იცავს ინფიცირებისგან დელტას შემთხვევაში 91%-ით და ომიკრონის შემთხვევაში – 60%-ით.


საქართველოში ფაიზერის ვაქცინის ახალი პარტია შემოვიდა. დროზე აიცერით, რომ ივნის/ივლისის კოვიდ აფეთქებას შეიარაღებული შეხვდეთ


რუსეთი ცდილობს, ჩვენ ვიყოთ შეიარაღების გარეშე და “გვტენის” თავისას და თავისი “ძმაკაცის” ნაგავს (ვაქცინებზე და შეიარაღებაზე მაქვს საუბარი).


ფაქტია, რომ ამერიკული და გერმანული ვაქცინები და იარაღი არის 21-ე საუკუნის თანამედროვე შეიარაღება და, დიახ, გვაქვს მეცნიერული მტკიცებულება, რომ ამერიკული და გერმანული ვაქცინები არის უსაფრთხო და საკმაოდ ეფექტური. დამანახეთ, მეცნიერული მტკიცებულება, რომ რუსული და ჩინური ვაქცინები ეფექტურია.


ასეთს ვერ ნახავთ, ვინაიდან მტკიცებულება არ აქვთ! ჩვენ ვხედავთ მარტო “კრემლოვიჩების” პროპაგანდას ყოველგვარი მეცნიერული მტკიცებულებების გარეშე, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით შარლატანებს, მაგებს, ასტროლოგებს, ბალახების გამყიდველებს, უფოლოგებს და მოსკოვში ნასწავლ “მეცნიერებს”…


რუსული და ჩინური პროპაგანდა არის დაძველებული, კომუნისტური იდეოლოგიით გაჟღენთილი შხამი


საქართველოს სჭირდება 21-ე საუკუნის დასავლური თანამედროვე თავდაცვითი შეიარაღება (ვაქცინები და სამხედრო შეიარაღება) ყველა იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომელიც ჩრთილოეთიდან მოდის


აიცერით ფაიზერით ან მოდერნას ვაქცინებით, დაიცავით დისტანცია, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები და შენობები ხშირად გაანიავეთ კოვიდის საფრთხე არსად წასულა, ისევე როგორც რუსეთის


შეირგეთ აპრილი/მაისი და მოემზადეთ ივნის/ივლისისათვის.


07/04/2022 Paris, France


ჯანმრთელობას გისურვებთ…”, -წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/doza-itsavs-inphitsirebisgan-deltas-shemthkhvevashi-91-ith-da-omikronis-shemthkhvevashi-60-ith-saqarthveloshi-phaizeris-vaqtsinis-akhali-partia-shemovida-droze-aitserith-phkhakadze/


“დიდი მსოფლიო შიმშილი მოდის… რეალურად შევაფასოთ დღევანდელი მდგომარეობა და შესაბამისად მოვემზადოთ“

15/04/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიოს შიმშილი ელის:


„მე-3 მსოფლიო ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვალი) დღემდე გამოიკვეთა, რომ ღარიბი ქვეყნები უფრო გაღარიბდებიან, მშიერი ადამიანები უფრო მშივრები იქნებიან…


დიდი მსოფლიო შიმშილი მოდის … იმედია, გვეყოფა საღი აზრი, რომ რეალურად შევაფასოთ დღევანდელი მდგომარეობა და შესაბამისად მოვემზადოთ,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/didi-msophlio-shimshili-modis-realurad-shevaphasoth-dghevandeli-mdgomareoba-da-shesabamisad-movemzadoth-phkhakadze/



„ეგღა გვაკლდა… 4 წლის ბიჭს ეს ვირუსი დაუდასტურდა და ეს მსოფლიოში პირველი პრეცედენტია” – ფხაკაძე

01/05/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე:

„ეგღა გვაკლდა… ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ H3N8-ის მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა (დადასტურდა 26/04/2022). 28 აპრილს კი ამერიკაში H5N1 ფრინველის გრიპის შტამ ერთი ადამიანი დაინფიცირდა ხოლო პირველი H5N1 შემთხვევა დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში იანვარში.


რაც შეეხება ჩინეთში ფრინველის გრიპის შტამ (H3N8), ეს შტამი ხენანის პროვინციაში მცხოვრებ 4 წლის ბიჭს დაუდასტურდა, ის სავარაუდოთ დაინფიცირდა 2022 წლის 5 აპრილს, რაც მსოფლიოში პირველი პრეცედენტია. ამას ადასტურებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.


ცნობილია, რომ ეს ინფექცია, ძირითადად, სხვადასხვა ფრინველში ვრცელდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა ის ადამიანზეც გადადის. ვირუსის ყველაზე მასშტაბური ეპიდაფეთქება 2015 წელს მოხდა, როცა შტამ H5N1-ს 140 მილიონზე მეტი ფრინველი ემსხვერპლა. გასულ წელს მისი ვარიანტი H10N3 პირველ ადამიანს აღმოაჩნდა, თუმცა, საბედნიეროდ, სხვები არ დაავადებულან.


რაც შეეხება ამ შემთხვევას, ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში სიცხითა და სხვა სიმპტომებით 5 აპრილს მიიყვანეს, 10 აპრილისთვის კი მისი მდგომარეობა გაუარესდა. 24 აპრილს ბიჭს ტესტი გაუკეთდა, რომელმაც 26 აპრილს H3N8-ზე დადებითი შედეგი აჩვენა.


რა ვქნათ?


ამჟამად ამ გრიპის წინააღმდეგ ვაქცინა არ არის მაგრამ არსებული სეზონური გრიპის ვაქცინა ნაწილობრივ იცავს მოსახლეობას და რეკომენდირებულია.


ფრინველის გრიპის შემდეგი სიმპტომები ვლინდება ინფიცირებულ პირებში ინფიცირებიდან ორიდან შვიდი დღის განმავლობაში:


ხველა
ცხელება


ყელის ტკივილი


კუნთების ტკივილი


თავის ტკივილი


ჰაერის უკმარისობა


სხვა სიმპტომები შეიძლება იყოს გულისრევა, დიარეა ან ღებინება.


ფრინველის გრიპის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ მსუბუქი თვალის ინფექციის სიმპტომები.


საქართველოში ჯერჯერობით ფრინველის გრიპის შტამ H3N8 არ დაფიქსირდა და შეშფოთების საფუძველი არ არის მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა ვიყოთ მზადყოფნაში! შევიარაღდეთ სწორი ინფორმაციით!


ჯანმრთელობას გისურვებთ…“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/eggha-gvaklda-4-tslis-bitchs-es-virusi-daudasturda-da-es-msophlioshi-pirveli-pretsedentia-phkhakadze/


“შიმშილი დაიწყო, ომები დაიწყო და ახალი პანდემიაც შემოგვემატა…” – ფხაკაძე

08/08/2022

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე:


“შემდეგი იქნება უკრაინა”, ამას ვამბობდი მე 2008 წლის აგვისტოში, მაშინ მექსიკაში ვიყავი… და მერე ბრიუსელშიც ვიყავი… პასუხი რა იყო, იცით?! “ეს შეუძლებელია”, “რას პანიკობ”, “ეს ზღაპარია”, “ნუ აზვიადებ”…


2022 წლის თებერვალში ვთქვი “დაიწყო მე-3 მსოფლიო ომი”, მაშინ ვიყავი ჟენევაში,, მერე პარიზში და ბრიუსელში ვიყავი… პასუხი რა იყო, იცით?! “ეს შეუძლებელია”, “რას პანიკობ”, “ნუ აზვიადებ”… ჩემი პასუხი იყო მარტივი: “იქნება შიმშილი”, იქნება ახალი პანდემიები”, “იქნება ენერგორესურსებისთვის უფრო სასტიკი ბრძოლა”, “იქნება ლოკალური და, სავარაუდოდ, რეგიონული კონფლიქტები/ომები”, ”იქნება ქაოსი და არეულობა”…


სად ვართ ახლა? შიმშილი დაიწყო, ომები დაიწყო, კონფლიქტები დაიწყო, ენერგორესურსებისთვის ომი დაიწყო და პანდემია გრძელდება და მეტიც, ახალი პანდემია შემოგვემატა…


რა ვქნათ?!


2008 წლის გაკვეთილი უნდა ვისწავლოთარა მარტო ქართველებმა, პირველ რიგში, ევროპელებმა


არ უნდა დაგვავიწყდეს 2008 წლის აგვისტოსაქართველომ გადაიხადა უდიდესი ფასი და ამის დავიწყება არის ზუსტად ქართველობის დავიწყება


ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილები, ფხიზლები, მობილიზებულები და სიბრძნე მოვძებნოთ საკუთარ თავში


არ ავყვეთ ემოციებს და ცივი გონებით დავიცვათ ჩვენი სამშობლო ყველგან, სადაც შეგვიძლია


დიახ, იქ, სადაც შეგვიძლია


და ბოლოს, მტრის ენა უნდა იცოდე მტერზე უკეთესად, მტრის ჩვევები ისე კარგად უნდა შეისწავლო, რომ მასზე უკეთესად იცოდე, რა უყვარს და რა არა. გვახსოვდეს როცა მტერი შენზე 100-ჯერ ძლიერია და შენ არ გყავს გვერდზე ძლიერი მხარდამჭერი, მტერთან ახლოს უნდა იყო და დიახ, დათმობაზეც უნდა წახვიდე მაგრამ არასდროს არ უნდა დაგავიწყდეს რომ ის შენი მტერია


ერთადერთი გზა საქართველოსთვის არის ის, რომ გავხდეთ ძლიერი ოჯახის წევრი და რაც შეიძლება მალე


საქართველო გაიმარჯვებს



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/shimshili-daitsqho-omebi-daitsqho-da-akhali-pandemiats-shemogvemata-phkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights