ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

რატომ ინფიცირდებიან და კვდებიან ექიმები? – “ეს ღორობაა” – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

15/12/2020

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, სკანდალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს


“საზღვარი აქვს ყველაფერს! როცა გავიგე ჩვენი ექიმების გარდაცვალებაზე… ერთიო ადამიანის სიცოცხლე არის მსოფლიოს დაკარგვა, მაგრამ როცა ვსაუბრობთ ექიმის გარდაცვალებაზე, ვგულისმხობთ იმასაც, რომ ამ ექიმს შეიძლებოდა გადაერჩინა ასობით ადამიანის სიცოცხლე..


განა ექიმი განსხვავებულია, ისიც ადამიანია, მაგრამ მას შეიძლებოდა გადაერჩინა ასობით და ათასობით სიცოცხლე და როცა მას ვკარგავთ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სხვა ადამინიც, ვისთანაც უნდა მისულიყო და დახმარებოდა, კარგავს სიცოცხლეს.


ახლა ძალიან ბევრს ვაწყენინებ, მაგრამ უნდა ვთქვა… ფულის შოვნა გასაგებია, მაგრამ ამას უკვე ფულის შოვნა კი არა, ღორობა ჰქვია:


ჯერ დოლბანდიდან ფულის შოვნა დაიწყეს… ქვეყნიდან რომ ჩვენი პირბადეები ჩინეთში წაიღეს… ოდესმე ხომ დალაგდება ეს ქვეყანა და ხომ ნახავენ რაც მოხდა, გამოაცარიელეს ქვეყანა და პირბადის გარეშე დატოვეს, ეპიდემია იწყებოდა და იმის მაგიერ, რომ შეგვენახა, გაყიდეს პირბადეები… ვიღაცამ მაგარი ფული გააკეთა – გავიდა ცხრა თვე, ამაზე ვინმე ამბობს რამეს? გინდ პოზიციამ და ოპოზიციამ, ამაზე რამე თქვა?


მთავრობის დადგენილების მიხედვით, ოღონდ პირბადეები გაიკეთოს ხალხმა და შესაძლებელია, როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პირბადეების ხმარება! მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდით ამ ვირუსზე, გავიდა დრო და ახლა უკვე ვიცით და მე, გიორგი ფხაკაძე გეუბნებით, ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ არის ერთადერთი პირბადე – სამედიცინო პირბადე და არა საყოფაცხოვრებო,. ფილტრიანი და დოლჩე და გაბანა…


ევროკავშირში არის სკანდარტი, რომელიც გეუბნება, სამედიცინო პირბადეა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც აკმაყოფილებს EN14683 – ეს არის სამედიცინო პირბადე, სხვა სამედიცინო პირბადე არ არსებობს და ვინც მისცა უფლება, რომ საავადმყოფოებში იყოს შეტანილი სხვა პირბადე – ეს ხალხი არის დასაჭერი!!!


ამდენი მილიონიო, ფონდიო, ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებს სამედიცინო პირბადეს, ღირს 40-50 ათასი დოლარი, ჩამოიტანეთ ეს ლაბორატორია, დადეთ ლუგარში და ყველა პირბადე, რომელიც შემოდის ქვეყანაში, გადაამოწმეთ, არ არის ხარისხი? დააბრუნეთ უკან. არ მოიძებნა საქართველოში 50 ათასსი დოლარი ამის გასაკეთებლად? ადამიანი არის ავად, ყიდულობს ანტიბიოტიკს და იქ წამლის ნაცვლად რაღაც ფხვნილია, იგივეა, როცა პირბადე გიკეთია და გგონია, რომ დაცული ხარ, მაგრამ დაცული არა ხარ. ეს ძალიან, ძალიან საშიში!



კვლევებმა აჩვენა, რომ ერთადერთი პირბადე, რომელიც კოვიდთან კარგად მუშაობს, არის სამედიცინო პირბადე, არანაირი სხვა.


ყველა დაწესებულებაში უნდა იყოს მარტო სამედიცინო პირბადე. იმიტომ არიან ჩვენი ექიმები ინფიცირებულნი, მათ უკეთიათ არასწორი პირბადე, ჰგონიათ, რომ არიან დაცულნი, მაგრამ დაცულები არ არიან, იმიტომ რომ ყველა აკეთებს ფულს. არ შეიძლება ამდენი ფულის გაკეთება სამედიცინო სფეროში, კარტოფილში გააკეთე ფული…


ეკლესიაში როგორ შედიხართ, სანთელს როგორ ანთებთ? ვიცი, ამოგლიჯავთ ამ ფრაზას და დაატრიალებთ, მაგრამ რაც გინდათ, ის ქენით… ამ ადამიანებს, აბა, როგორ ვუთხრა, შენი ჭირიმე და შენ გენაცვალეო?


ჩვენ ჯანდაცვის სისტემას დღეს ვერ დავალაგებთ, ამას სჭირდება წლები და სჭირდება არაპოლიტიკური და არაკორუმპირებული ჯანდაცვის მისნიტრი, რომელსაც ექნება უფლება რომ ყველაფერი გააკეთოს, ვინ რას გააკეთებინებს დღეს ჯანდაცვის მინისტრს? მეც რომ ჩამომიყვანა ახლა, რას გავაკეთებ? ვერავის ვერ გაუშვებ სამსახურიდან, ეს იმისია, ეს ამისია… მეცოდება ეს ჯანდაცვის მინისტრი, სხვათა შორის… თუ მართლა გინდათ რეფორმების გაკეთება, ხომ მოიგეთ არჩევნები, გყავთ მთავრობა? დაიწყეთ მუშაობა, ხალხი კვდება, ექიმები კვდება! ერთი ექიმის სიკვდილი იცით რამხელა უბედურებაა? ვინღა დაგრჩებათ და ვინ მოგივლით მერე სიბერეში? ამ ექიმების სიკვდილი რომ გავიგე, როგორ არ ვთქვა? გიყვარს სამშობლო?


სამშობლოს სიყვარული იცით რა არის? რომ გააუქმოთ არასწორი დადგენილება და თქვათ, კი, ბატონო, შემეშალა… ყველა სხვა ნიღაბის ნებართვა უნდა იყოს გაუქმებული! თუ ხართ საქმის გამკეთებლები, თუ საქართველო გიყვართ, ეს უნდა გააკეთოთ. არ შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, რომ დაცულია, დადიოდეს პირბადით და ის პირბადე არაფერს აკეთებდეს!


საქართველოში არის გენერალიზებული ეპიდემია კოვიდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი არის ინფექციის მატარებელი, შესაბამისად, დამთავრდა ზღაპრობანა, გადავიდეთ საქმეზე. ჩაკეტეთ ქვეყანა, დაურიგეთ ხალხს ფული, პირბადე უნდა იყოს პირბადე და ჯანდაცვის სისტემის რეფორმა დავიწყოთ ზაფხულში.


თუ გინდათ მიჩივლეთ, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო პირბადის გარდა, სხვა პირბადის შეტანა დანაშაულია. რამდენი იურისტი მისმენთ? დაფიქრდით, კარგი საქმეა.


არასამედიცინო პირბადეა შესული სამედიცინო დაწესებულებებში და იმიტომ არის ასეთი მაღალი ინფიცირება ჩვენ ექიმებში. ადამიანს ჰგონია, რომ დაცულია და ვიღაცამ იყიდა რაღაცა 2 თეთრიანი, არასამედიცინო და ის უკეთია – ეს იურიდიული საკითხია, მე ასე მგონია.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ratom-inphitsirdebian-da-k/


„არ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არ იქნება დამტკიცებული” – ფხაკაძე ფარმაკომპანიებს მიმართ

20/12/2020

”არ გაბედოთ შემოიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა, რომელიც არ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული“, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.


ფხაკაძემ აღნიშნული განცხადებით, იმ ფარმაკომპანიების ხელმძღვანელებს მიმართა, რომლებსაც ინტერესი აქვს ფარმაკომპანიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანოს.


„ეს სიგნალი მომივიდა რამდენიმე დღის წინ და საჯაროდ მინდა ვთქვა და ყველა გავაფრთხილო, რომ ზოგიერთი ჯგუფები საქართველოში ფიქრობენ, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკება ჰქონდეთ ფარმაკომპანიებთან და რომ ცალკე ვაქცინის შემოტანა იქნება სწორი გზა.


კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს იქნება არასწორი გზა. რასაც ვამბობ შეიძლება ვინმეს ვაწყენინო ან ვინმეს ბიზნეს ინტერესებზე ვაბიჯებ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ არ გაბედოთ შემოიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა, რომელიც არ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული“ – აცხადებს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ar-shemoitanoth-vaqtsina-r/


„მსოფლიოს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ფარმაცევტულ დისტრიბუტერს არ აქვს უფლება იქონიოს საკუთარი…

24/01/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელიში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.


ჯანდაცვის ექსპერტი აღნიშნულ მიმართვაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.


“საქართველის ჯანდაცვის “კარგი” მდგომარეობა მიზეზი არის საკანონმდებლო ბაზის მოუწესრიგებლობაა:


1. მსოფლიოს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ფარმაცევტულ დისტრიბუტერს არ აქვს უფლება იქონიოს საკუთარი კლინიკა ან ქსელი.


2. მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს გაიდლაინები და ალგორითმები, რომლითაც ექიმმა უნდა იხელმძღვანელოს როგორც გამოკვლევის, ასევე მკურნალობის პროცესში. ეს გაიდლაინები და ალლგორითმები მუდმივ განახლებას განიცდის. ყველა ექიმი ვალდებულია იმოქმედოს ამ გაიდლაინების მიხედვით, ან დაასაბუთოს “ახალი გზის” აუცილებლობა. ამ პროცესს როგორც წესი სპეციალიზირებული ასოციაციები აწესრიგებენ.


3. წამლის ფასწარმოქმნის პროცესი ყველა ნორმალურ ქვეყანაში საჯარო და გამჭვირვალეა. როგორც წესი მწარმოებელი/შემომტანი აფიქსირებს წამლის ფასს (INჩOთEღMშ FOB/ჩIF) ადგილობრივ ვალუტაში. ეს ფასები საჯაროა


4. როგორც წესი, ყველა ნორმალურ ქვეყანაში გენერიკი მედიკამენტი 30%-70% იაფი ღირს ვიდრე ორიგინალი ბრენდი. ევროპის თითქმის ყველა ქცეყანაში ესეც რეგულირდება კანონით მაგ. ავსტრია, შვეიცარია, გერმანია


5. იმ ქვეყნებში სადაც წამლის ფასი ნაწილობრივ ფინანსირდება სადაზღვევო კამპანიების მიერ, არსებობს მინიმალური ზღვარი (როგორც წესი ყველაზე იაფი გენერიკის ფასი), რომელიც სადაზღვევო ვალდებულია რომ დააფინანსოს. თუ წამლის ფასი ზღვარს სცდება, მაშინ პაციენტი იხდის განსხვავებას. თუ პრეპარატს ანალოგი (გენერიკი) არ აქვს, მაშინ ასეთი პრეპარატის დაფინანსების საკითხს წყვეტს სადაზღვევო კამპანია. და ა.შ.“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/msophlios-arts-erth-normal/


ბუდობს თუ არა სამედიცინო პირბადეებში მიკროორგანიზმები – გიორგი ფხაკაძის განმარტება

11/04/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, თითქოს სამედიცინო პირბადეებში სხვადასხვა ორგანიზმი არსებობს. ფხაკაძე კონკრეტულ ფარმაცევტსაც მიმართავს.


„სამედიცინო პირბადეში არაფერი არ არის “ბოჭკოს” გარდა. ბოჯკო ორთქლზე და ნესტზე რეაგირებს!!!


მარეხი ბრძანდებით PSP Pharmacy/პსპ აფთიაქის ფარმაცევტი. ფიზიკა და ბიოლოგია სკოლაში საერთოდ არ გისწავლიათ?!


PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი აფთიაქების ქსელს კი მოვუწოდებ, სათანადო ტესტირება ჩაატარეთ, სანამ აიყვანთ თანამშრომლებს! თქვენს თანამშრომლებს სათანადო ტრენინგები ჩაუტარეთ, კვალიფიკაცია რომ აუმაღლოთ! ასეთი რამ სამედიცინო პერსონალისგან მიუღებელია! სამედიცინო პირბადეში არაფერი არ არის “ბოჭკოს” გარდა და ბოჯკო ორთქლზე და ნესტზე რეაგირებს! ნახეთ ეს ვიდეო:


National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)

ეს ვიდეო გადათარგმნეთ. ხომ ხედავთ რომ მოსახლეობა არის დაბნეული”, – წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/budobs-thu-ara-sameditsino-pirbadeebshi-mikroorganizmebi-giorgi-phkhakadzis-ganmarteba/


რატომ არის საუკეთესო არჩევანი “ფაიზერი” – გიორგი ფხაკაძის განმარტება

08/05/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ არის “ფაიზერის” ვქცინა საუკეთესო:


“ფაიზერი ჯერჯერობით საუკეთესო არჩევანია და, აი, რატომ:


95.3% ეფექტურია B.1.1.7 ვარიანტის მიმართ (ბრიტანული შტამი, რომელიც უკვე საქართველოშია)


75% ეფექტურია B.1.351 ვარიანტის მიმართ (სამხრეთ აფრიკული, ჯერჯერობით საქართველოში არ არის, მაგრამ თურქეთში უკვე დაფიქსირდა)


პს: ამ ჩინური გოგლი-მოგლი ვაქცინის შესახებ ასეთი კვლევები როდის იქნება ხელმისაწვდომი?!”, – წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ratom-aris-sauketheso-archevani-phaizeri-giorgi-phkhakadzis-ganmarteba/


როგორი სიცხეც უნდა იყოს, ეს არ გააკეთოთ – გიორგი ფხაკაძის ორი რჩევა

25/05/2021

საერთაშორისო ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, კორონავისრუსის პანდემიის შეჩერების მიზნით, მოქალაქეებს მორიგ რჩევას აძლევს. ის ადამიანებს ურჩევს, რომ არ ჩართონ კონდიციონერები და რესტორნის დახურული სივრცით არ ისარგებლო.


„ყველაფერი იქნება, ძალიან კარგად, ამ ვირუსს მოვერევით და დავამარცხებთ, თუმცა მანამდე მინდა გირჩიოთ, რომ როგორი სიცხეც უნდა იყოს არ გამოიყენოთ კონდიციონერი და არ ისარგებლოთ რესტორნის დახურული სივრცე. უპირატესობა მიანიჭეთ ორპირსა და ტერასას, რადგან ამით ინფექციის შეჩერებას შეუწყობთ ხელს“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/rogori-sitskhets-unda-iqhos-es-ar-gaakethoth-giorgi-phkhakadzis-ori-rcheva/


გიორგი ფხაკაძის საიდუმლო, პანდემიური დაბადების დღე და საფრანგეთის საჩუქარი

17/06/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე 45 წლის გახდა.


ამბობს, რომ იუბილეს არასდროს აღნიშნავს ფართო წრეში და ცდილობს ეს დღე საკუთარ თავს მიუძღვნას. ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევია.


პანდემიური დაბადების დღე ქუჩაში სეირნობაში გაატარა, უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი ინტერვიუ მოუცია “ალიასთვის”, ქუჩიდან და ქუჩებში ფეხით სეირნობა მისი ლამის ყოველდღიური წესია, როგორ ასწრებს მუშაობას, საკუთარი თავისთვის დროის პოვნას, ამდენი ინტერვიუს ჩაწერას და სოციალურ ქსელში, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას – ჯერჯერობით, ეს ამოუცნობია. ამჯერადაც, ტრადიციული ფეისბუქ-ჩართვა არ გამოტოვა და ისევ და ისევ მოგვცა რჩევები, რომლებსაც, ისევ ტრადიციულად, 2-3 კვირაში, ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები გაიმეორებენ, ალბათ.


ამჯერადაც ინდური შტამის ვერაგობაზე გვაფრთხილებს და აანონსებს, რომ აგვისტოში, დომინანტი იქნება საქართველოში ინდური შტამი.


ასევე, თავის პატარა საიდუმლოსაც გვიმხელს:


„იარეთ სუფთა ჰაერზე. მე მაგალითად სადაც ბევრი ხალხია არ ვჯდები. საფრანგეთში ყველაფერი ღიაა, მაგრამ არ ვჯდები. როცა ვმოგზაურობ ვცდილობ, რომ მანქანაში ის ადამიანები ვიყოთ, ვინც აცრილია. ადამიანი აცრილი თუ არ არის, სახლში არ ვუშვებ. ეს პატარა საიდუმლო გითხარით. ჩემთან როცა არიან მეგობრები, ცალკე ოთახები აქვთ და ცალკე აბაზანები.


კუხნაში არავის ვუშვებ და სადაც დიდი ადგილია იქ ვიკრიბებით. სადაც პატარა ადგილია ჩემს მეგობრებს არავის ვუშვებ. წელიწადნახევარი გავიარე უკვე და საკამდოდდაცულად გავიარე“


როგორც აღმოჩნდა პროფესორს თაყვანისმცემლების საკმაოდ დიდი არმია ჰყოლია. მის ფეისბუქზე ათასობით მისალოცი კომენტარი დაიწერა…

როგორც ლაივ-ჩართვაში ფხაკაძემ აღნიშნა, ყველაზე კარგი საჩუქარი საფრანგეთმა გაუკეთა, პირბადე, რომლის ტარებაც “საშინლად“ არ უყვარს, შეუძლია აღარ ატაროს.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/giorgi-phkhakadzis-saidumlo-pandemiuri-dabadebis-dghe-da-saphrangethis-sachuqari/


მედიკამენტი გამოიყენეთო, რომ წერს და თაგავს კლინიკებს და ექიმებს, მედიკამენტის დანიშვნაზე რეკომენდაც

27/06/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.


„ბატონმა ცერცვაძემ ეს პოსტი დადო და თან განიუსდა. კარგია თუ ცუდი ეს წამალი, ახლა ამაზე არ ვსაუბრობ. რას ვერ ვხვდები, იცით?! – მედიკამენტი გამოიყენეთო, რომ წერს და თაგავს კლინიკებს და ექიმებს, მედიკამენტის დანიშვნაზე რეკომენდაციის ასე საჯაროდ გაცემა სწორია?!


ხომ არსებობს გაიდლაინი, შეიტანონ მკურნალობის გაიდლაინში და დაურიგონ კლინიკებს.


სამედიცინო ინფორმაციის და დანიშნულების ასე საჯაროდ გამოქვეყნება რა სტანდარტია?!


წამლის სააგენტო სად არის?! ბიოსამედიცინო ეთიკა სად არის?!


რემდესივირის რეკლამა არ გეყოთ?! შეგახსენებთ, რემდესივირი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამოიღო კოვიდსაწინააღმდეგო წამლების სიიდან!


ეს ქვეყანა როგორ იმართება?! … იმართება საერთოდ?! ყველაფერს აქვს საზღვარი,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


ცნობისთვის, გუშინ თენგიზ ცერცვაძემ სოცქსელის მეშვეობით, კლინიკებს მოუწოდა, მძიმე კოვიდ ავადმყოფების სამკურნალოდ უფრო ფართოდ გამოიყენონ ტოცილიზუმაბი.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/medikamenti-gamoiqhenetho-rom-tsers-da-thagavs-klinikebs-da-eqimebs-medikamentis-danishvnaze-rekomendatsiis-ase-sajarod-gatsema-stsoria-phkhakadze-tsertsvadzeze/


“სინოვაკი” თუ “სინაფარმა”? – გიორგი ფხაკაძის პასუხი – “ეს არ არის ხელოვნური ვირუსი, ეს იყო ორი…

19/07/2021

თამო კეშელავა


„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე.


– ბატონო გიორგი, თქვენ ყოველთვის აფრთხილებდით ხელისუფლებას და ხალხს, რომ მეოთხე ტალღა იქნებოდა მოსალოდნელი, განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, მკაცრად გააკრიტიკეთ შეზღუდვების ერთიანად მოხსნა. თუმცა, ამბობდით, რომ მეოთხე ტალღას აგვისტოს ბოლოდან უნდა ველოდოთ. ახლა საქმე იქეთ მიდის, რომ უკვე დაიწყეს შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი და უკვე დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ მეოთხე ტალღის ნიშნებს ხედავენ, რისი ბრალია ეს?


– მავნებლები არიან, სხვა სიტყვა არ მაქვს. მეოთხე ტალღას მთელი ევროპა ელოდება სექტემბერში, შეცვალა ევროპაში ყველა დაგეგმილი ღონისძიება (ჯანდაცვის კუთხით) ამ ვირუსმა. ახალი, დელტა შტამი აღმოჩნდა ბევრად ვერაგი, ვიდრე ველოდით და დავდექით ახალი რეალობის წინაშე. თუ გვქონდა აქამდე დაახლოებით 14-მდე ვაქცინის იმედი, ახლა დაგვრჩა ეფექტური მხოლოდ ორი – ფაიზერი და მოდერნა. გგონიათ, მიხარია ამის თქმა? სულაც არა, მაგრამ ასეა, სამწუხაროდ.


ჩვენ ვფიქრობდით და დელტა შტამი არ შეგვეკითხა, ისე მოვიდა. კარგა ხნის წინ ვამბობდი, რომ კოვიდთან ერთად მოგვიწევდა ცხოვრება. ჯერ კიდევ, მესამე ჩაკეტვის მერე ვთქვი, რომ აღარ ვიყავი ჩაკეტვის მომხრე, რა იცვლება ამით? ვკეტავთ, ვხსნით და არაფერს ვსწავლობთ, არ ვემზადებით…


– რამდენიმე კლინიკამ თქვა, რომ სახელმწიფომ გააუქმებინა კოვიდგანყოფილება, დაათხოვნინა პერსონალი და სწორედ ამიტომ, დრო დაიკარგა, სანამ პერსონალს თავიდან აიყვანდა და გადაამზადებდა კლინიკას…


– კლინიკებზე ნუ მელაპარაკებით, წუწუნებენ, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რამდენი ფული იშოვნეს, ვისაუბროთ ექიმებზე და ექთნებზე, რამდენია მათი ხელფასი? მიდით, ნახეთ, რამდენი თანამშრომელია კოვიდგანყოფილებაში და მერე იკითხეთ, რამდენია მათგან ინფიცირებული, 50 პროცენტი დაგხვდებათ ინფიცირებული…


ჟანგბადის პრობლემა მოიხსნა ასე, თუ ისე, ჩემი ყვირილის შემდეგ, აზოტის ქარხანა გვაქვს და იმუშავებს, როგორც შემატყობინებს და ძალიან კარგია, მაგრამ ახლა გვჭირდება მოწყობილობა, რითიც ამ ჟანგბადის ბალონებს პაციენტებს მივაწვდით, არც ეს მოწყობილობები უყიდიათ… ჩემი მეგობრის ოჯახის წევრია ინფიცირებული და 18 ივლისს, თბილისში საწოლი ვერ ვიშოვეთ, გადავსებული იყო. გადავსებულია პედიატრიული განყოფილებები.


გარდა დელტა შტამისა, ჩემი ინფორმაციით, საქართველოში უკვე დაფიქსირდა, დელტა+ შტამი, რომელიც რუსეთშია გავრცელებული. ისიც გამოირჩევა სივერაგით გავრცელების კუთხით. ვნახოთ, რაც მოხდა ისრაელში, ავიღოთ მისი მაგალითი – ისრაელი ყველაზე დიდი ვაქცინირებული ქვეყანაა, თან მოსახლეობა აცრილი ჰყავს ფაიზერით, მაინც დაიწყო რეინფიცირების პროცესი… ვაქცინაციის შემდეგ, მოხსნეს შეზღუდვები, დაიწყეს ტაშ-ფანდური, ქორწილები და ა.შ.


როცა გვეუბნებიან, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ტყუილი. გამოსავალი არის ვაქცინაცია + პირბადე + დისტანცია. მხოლოდ ვაქცინაცია არ არის საკმარისი, მხოლოდ პირბადე არ არის საკმარისი, და არც მხოლოდ დისტანციაა საკმარისი, სამივე ერთად. რატომ ჩავაკეტინოთ ქვეყანა? ხომ ხედავთ, რომ აქეთკენ მიჰყავთ სიტუაცია? მოდით, არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა და თავად მივხედოთ თავს, გავიკეთოთ ვაქცინა, გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე და დავიცვათ დისტანცია. ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად ვეღარ გავუძლებთ კიდევ ერთ ჩაკეტვას.


– და მაინც, თუ არჩევანში მაქვს ორი ჩინური ვაქცინა, სინოვაკი და სინაფარმა, რომელი სჯობს?


– ფაიზერი! ჩინურ ვაქცინას რომ დაბალი აქვს დაცვა, ეს უკვე მგონი ბავშვმაც კი იცის. გადავხედოთ ისევ მაგალითებს: ტაილანდი – არ აქვს ფაიზერის ვაქცინა, თავად ქვეყანაში აწარმოებს ასტრაზენეკას, გადაწყვიტა ჩინური ვაქცინის დოზებიდან 4 კვირის შემდეგ, მოსახლეობას გაუკეთოს ასტრაზენეკას ვაქცინა და უკეთესი შედეგი მიიღო, მთლად კარგი ვერა, მაგრამ უკეთესი; სინგაპური – ჩინური ვაქცინებით ატარებდა ვაქცინაციას, ამოიღო ჩინური ვაქცინა და გადავიდა ფაიზერზე; ბაჰრეიმი – მესამე დოზას აკეთებს ფაიზერს. ჩინური ვაქცინები, რა თქმა უნდა, ამცირებს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის რისკებს, მაგრამ დაბალი პროცენტით, სამწუხაროდ.


საქართველო ყველაფერს აკეთებს 7-8 თვის დაგვიანებით, მთელ მსოფლიოში აიკრძალა რემდესევირი და საქართველოში ისევ ექსპერიმენტებს აკეთებენ ამ წამლით. გამოდით და თქვით, ხალხნო, გვიჭირს, ღარიბი ქვეყანა ვართ, არ გვაქვს ახლა ფაიზერი, ამიტომ, მოდი, ჯერ გავიკეთოთ ჩინური ვაქცინა და მერე მესამე დოზა ფაიზერი, თქვი სიმართლე, რომ გაჭედილები ვართ… ვთქვათ, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ…


მე ჯერ კიდევ 2020 წელს ვთქვი, რომ ჩვენ არ ვართ იმ ქვეყნების სიაში, სადაც უნდა ვიყოთ და დამცინეს მაშინაც და მლანძღეს… ახლა რა შედეგს ვხედავთ? უკრაინამ უკვე მიიღო ვაქცინა და ჩვენ ვერა, რატომ? იმიტომ რომ უკრაინა იყო იმ სიაში და ჩვენ არა. უკრაინა უფრო ღარიბია, ვიდრე საქართველო? ეს არის არაპროფესიონალიზმი.


– საუბრობენ, ლამბდას შტამზეც ასევე, ეს რით გამოირჩევა?


– ახალი და ახალი შტამები ისევ და ისევ იქნება, მთავარია, ჩვენ არ ვიყოთ სირაქლემას პოზაში და თვალი გავუსწოროთ რეალობას, ვიცოდეთ, რა რესურსი გვაქვს, წამლის, ვაქცინის, ექიმების და ვიმოქმედოთ იმის მიხედვით. გარდა მაგ შტამისა (ლამბდა), არის აგრეთვე ინდოეთში კიდევ 2 ახალი შტამი, კალიფორნიული შტამი, ნიუ-იორკის შტამი და ა.შ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს ვირუსი გამოიპარა ვუჰანის ლაორატორიიდან.


ეს არ არის ხელოვნური ვირუსი, ეს იყო ორი ბუნებრივი ვირუსის შეჯვარებით მიღებული ვირუსი. ჩინეთს მოუწევს ამაზე პასუხის გება. მოუწევს პასუხი აგოს ამდენ სიცოცხლეზე, ამდენი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაზე. სწორედ ამიტომ ცდილობს ახლა რაც შეიძლება მეტ ქვეყანას მისცეს ვაქცინა, რომ მერე უთხრას, მე ხომ მოგეცი ვაქცინა, ახლა ხომ აღარ მიჩივლებ?




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/sinovaki-thu-sinapharma-giorgi-phkhakadzis-pasukhi/


“9 დღის წინ განაცხადა, რომ კოვიდი ჩვეულებრივი გრიპია, დღეს გარდაიცვალა”- ფხაკაძე

06/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.


“ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა.


დღეს გარდაიცვალა ანტივაქსერების სექტის საკმაოდ ცნობილი წარმომადგენელი ბრიტანეთიდან.


ეს პიროვნება საკმაოდ განათლებული იყო (კემბრიჯი დაამთავრა), არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა, და, სხვათა შორის, 9 დღის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ კოვიდი ჩვეულებრივი გრიპია და საერთოდ არ არის საშიში.


დაუჯერეთ დარგის სპეციალისტებს! ოქსფორდის და კემბრიჯის განათლება და ამერიკაში თუ გერმანიაში ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ “ყველაფერი იცი


მე ვცდილობ, ყოველთვის გითხრათ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. ანტივაქსერების სექტა კი ცდილობს თქვენზე მანიპულაციას და გავლენის გაზრდას. ფაქტი ერთია – “ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”, დედაჩემი ასე ამბობდა… არაერთი “ანტივაქსერი” უკვე ან კოვიდით გარდაიცვალა, ან ვირუსი გადაიტანა და არიან მძიმე მდგომარეობაში. მათ კი ისწავლეს “ჭკუა”, მაგრამ ამდენი ადამიანის “გონების მოწამვლას” მოჰყვება მრავალი რეალური სიკვდილი და ინვალიდობა.


ფაიზერის ვაქცინას უკუჩვენება არ აქვს (საქართველოში 10-მდე ადამიანს თუ ექნება)

დაიცავით თქვენი თავი და დაიცავით საქართველო


ანტივაქსერების სექტა არის ისევე საშიში, როგორც კომუნისტების სექტა”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/9-dghis-tsin-ganatskhada-rom-kovidi-chveulebrivi-gripia-dghes-gardaitsvala-phkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights