ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

“ეს არის ლოკდაუნისკენ გზა” – ფხაკაძის გაფრთხილება და მოქალაქის მინაწერი ბიულეტენზე

30/10/2022

მინაწერი ბიულეტენზე:


“გიორგი ფხაკაძე საქართველოში უნდა დაბრუნდეს”


გიორგი ფხაკაძე კი, ისევ ურჩევს საქართველოს მთავრობას, მოიმარაგოს ჟანგბადი:


“ჟ ა ნ გ ბ ა დ ი მოვიმარაგოთ


ხვალიდან საჭიროა 100% მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით



მოუმზადებლობა = დანაშაული


კიდევ რა ენაზე უნდა გითხრათ?


ის რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს არის ლოკდაუნისკენ გზა”


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/es-aris-lokdaunisken-gza-phkhakadzis-gaphrthkhileba-da-moqalaqis-minatseri-biuletenze/


“ალიას” ექსკლუზივი და აღიარება 7 თვის დაგვიანებით – დიდი ტყუილის “ჩავარდნის” რეალური მიზეზები

28/12/2022

დღეს, 28 დეკემბერს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უკვე აღიარა, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ჩავარდა და ვერ შესრულდა! ბოლო თვეებია, ამაზე ბევრი ექსპერტი საუბრობს, მაგრამ ამის აღიარება ოფიციალურმა უწყებებმა მაინც დეკემბრის ბოლოსთვის მოიტოვეს, ალბათ, სასწაულის იმედი ჰქონდათ და არ გვიმხელდნენ, ან წინაასახალწლო საჩუქარია იქნებ ხალხისთვის ეს აღიარება, რა გითხრათ.

ეს რაღაცა გეგმა კი არ იყო, რომელიც თუ ვერ შესრულდებოდა, ჩასწორდებოდა – ეს იყო საკანონდებლო დონეზე მიღებული ქვეყნის ეროვნული გეგმა, რომელიც ვერ შესრულდა – რა ბედი ელით მათ, ვისაც ამ გეგმის შესრულება ევალებოდათ და ვერ შეასრულეს? – მოხსნიან, თუ პრემიებს არ დაურიგებენ?

ეჰ, სანამ ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდებოდა, ჯანდაცვის მინისტრი სამზარეულოს აწყობდა სამინისტროში და პიცის საცხობს ყიდულობდა ტენდერით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი, ასევე ტენდერის შესაბამისად, ეზოს მორთვა-მოკაზმით იყო დაკავებული, მერე რა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში წყალი ჩადის, პიცა და ეზოს მორთვა პირველ ადგილზეა.

ჩვენ, “ალია” დღეს, დეკემბრის 28 რიცხვში კი არა, სექტემებრში და ნოემბერში კი არა, 2021 წლის 4 ივნისს ვწერდით იმაზე, რა ხარვეზები აქვს ვაქცინაციის გეგმას და სად არის მისი სუსტი წერტილები, მეტიც, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას – დიდი ტყუილი ვუწოდეთ, ზუსტად იმიტომ, რომ ამ გეგმის მიხედვით, სულაც ვერ დავინახეთ მისი შესრულების სურვილი.


გეგმის შეუსრულებლობაზე ბევრს საუბრობდა “ალიასთან” ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას სადღეგრძელოს უწოდებდა და ამბობდა, რომ ვერ შესრულდება. გიორგი ფხაკაძე ასევე ითხოვდა იმ ექსპერტთა გვარების გასაჯაროებას, რომელი ექპსერტებიც მონაწილეობას იღებდნენ გეგმის შედგენაში.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შეუსრულებლობაზე საუბრობდა “ალიასთან” კიდევ ერთი ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძეც.

დაუჯერებელია, რომ ჩინოვნიკებს ჩვენი და ამ ადამიანების ხმა არ გაეგოთ – როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ არ უნდა მიაქციონ ყურადღება!

დღეს, 28 დეკემბერს ამირან გამყრელიძე ამბობს:


“ერთი მიზეზი არ არის, ბევრია, პირველი – დავაკელით, და აქ ჩემს თავსაც ვგულისხმობ, მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მეორე – ჩვენი საერთო თვითშეგნება და განათლების საშუალო დონის პრობლემები. ვიცი, ამაზე ბევრს მაკრიტიკებენ და გამაკრიტიკებთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა. მესამე – ის პოლარიზაცია, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში.”


დააკელით, ბატონო ამირან, კი, მინიმუმ 4 ივნისს გეუბნებოდით რა და როგორ დააკელით, კომუნიკაცია მეტი და ნაკლები კი არა, ზოგ სოფელში საერთოდ არ ყოფილა, რაც შეეხება განათლებას – ზოგ მინისტრს ვერ გააგებინეთ მაგ დაკლებული კომუნიკაციით აცრის საჭიროება, ან აცრის მეორე დოზის საჭიროება და ხალხს რას გააგებინებდით? პოლარიზებაო – არ შეგეტანათ პოლიტიკა მედიცინაში და არაფერ შუაში იქნებოდა ვაქცინაციასთან პოლარიზება, მით უფრო, რომ, ვაღიაროთ, ოპოზიცია მეტად გეხმარებოდათ ვაქცინაციის პროცესში, ვიდრე – ხელისუფლების წარმომადგენლები…


ახლა ხდება ვაქცინაციის გეგმის განახლებაო და იმედია, განახლებულ გეგმაში ბუსტერ დოზის გათვალისწინება მოხდება და ჩამოყალიბდებით რა გინდათ და როგორ.


რაკი ბრძანეთ, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ჩავარდნის მიზეზების განხილვას აპირებთ, მართლა თითიდან გამოწოვილი მიზეზების განხილვაში რომ არ დახარჯოთ თქვენი ძვირფასი დრო, გახსენებთ “ალიაში” 2021 წლის ივნისში გამოქვეყნებულ მასალას, რომლის მიხედვითაც, მეტად გასაგები გახდება, რა გააკეთეთ, რა არ გააკეთეთ და იქნებ, ამჯერად მაინც გაითვალისწინოთ შეცდომები.


თამო კეშელავა, ალია



2021 წლის 12 იანვარს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა, სადაც ელჩმა განაცხადა:


„ახლა ყველა ელის მჭიდრო კოორდინაციას ვაქცინის გეგმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების მკაფიო გეგმის არსებობა.“


სასწაულებრივი დამთხვევით, ელჩის განცხადებიდან 9 დღეში, 21 იანვარს საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.


მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გეგმაში გაწერილი იყო, რომ ყოველ ჯერზე, როცა ამის საჭიროება დადგებოდა, ვაქცინაციის გეგმაში ცვლილებები აისახებაში, გეგმის კორექტირება მხოლოდ ერთხელ მოხდა, 2021 წლის 08 აპრილს, პრემიერ ღარიბაშვილის ხელმოწერით. ცვლილება 8 აპრილს, უკვე ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით.


ასე და ამრიგად, აშშ-ის ელჩის დაჟინების შემდეგ, ჩვენ გვაქვს ვაქცინაციის გეგმა, რომლის დამტკიცებას ორი პრემიერი აწერს ხელს, გახარია იანვარში და ღარიბაშვილი, აპრილში.

რას ითვალიწინებს გეგმა, აპირებდა, თუ არა, ქვეყანა ფაიზერის შემოტანას ქვეყანაში? როგორ განისაზღვრა ვაქცინის ფასები, რამდენმა ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს ვაქცინაციის შემდეგ გართულება (თეორიული დათვლებით) და რისი მოთხოვნა შეუძლიათ მათ სახელმწიფოსგან?

ვინ არის სინამდვილეში პასუხისმგებელი ვაქცინებზე, რომლებიც ჯერ დაკარგული გვეგონა, მერე გაფუჭებული, ახლა კი გვეუბნებიან, არ გაფუჭებულა, მაგრამ ვერ გამოიყენებო და რამდენი დოზა უნდა ვიყიდოთ ზედმეტად, ე.წ. დანაკარგის გასათვალისწინებლად?

რისი მოთხოვნა შეგიძლიათ ვაქცინაციის პროცესში და რას ნიშნავს იმუნიზაციის განცდასთან დაკავშირებული რეაქციები? ამ ყველა დეტალს თქვენ პირველად შეიტყობთ სწორედ „ალიასგან“.

მანამდე კი, რამდენიმე დეტალს შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მარტში ამირან გამყრელიძის ვაჟმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ, ეკატერინე ტიკარაძე უმოქმედობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ სხვა ქვეყნების ელჩები „ფაიზერის“ ოფისში თვეობით ისხდნენ, როგორც ჩანს, ნიკოლოზ გამყრელიძეს, არ ჰქონდა ვაქცინაციის გეგმა წაკითხული, თორემ, ეცოდინებოდა, რომ არც არაფერში სჭირდებოდა მინისტრს ფაიზერი.


მაშინ ეკატერინე ტიკარაძემ ნიკოლოზს უპასუხა და თქვა, რომ „ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი“ და ისინი ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორც ჩანს, არც ეკატერინე ტიკარაძეს ჰქონდა ვაქცინაციის გეგმა წაკითხული, თორემ, ეცოდინებოდა, რომ ვაქცინების შემოტანაზე პირადადაა პასუხისმგებელი.


მარტში, პაატა იმნაძემ განაცხადა: „დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისათვის გეგმას არამხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ კიდეც“

მოჩქარეს მოუგვიანდესო, ნათქვამია, მაგრამ, არც გვიჩქარია და მაინც ვაგვიანებთ, მიუხედავად ამისა, მინისტრმა, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, რომ თბილისში მეტად იყო ვაქცინაციაზე მოთხოვნა (იქნებ, სულაც იმიტომ, რომ მეტი ადამიანი ცხოვრობს დედაქალაქში?), ბრძანა: „ნამდვილად არ ვფიქრობთ ამ ეტაპისთვის, რომ თბილისში ამცრელი კაბინეტები არის დასამატებელი, რადგან აქტივობა უნდა იყოს როგორც დედაქალაქში, ისე რაიონებში“ და ვაქცინაციის მსურველი ხალხი აიძულა რაიონებში წასულიყვნენ ასაცრელად და ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ კომენდანტის საათი და მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.

ივნისში ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანა, რომ კრიტიკას ვერ მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, რადგან ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, თურმე, ზედმიწევნით სრულდება და მაშინ ვიფიქრე, რომ აჰა, წაუკითხია მინისტრს ვაქცინაციის გეგმა და უკვე იცის, რომ იმის დარღვევას ვერ შევედავებით, რაც გაწერილიც კი არ არის.



ვინ დააფინანსა ვაქცინაციის გეგმის შექმნა და ექსპერტები, რომლებსაც თავიანთი ვინაობის დასახელება არ სურთ


ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შეიქმნა COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია, რომლის თავმჯდომარეც ჯანდაცვის მინისტრი გახლავთ. ვაქცინაციის დანერგვის გეგმის მომზადებას კოორდინაციას უწევდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი.


მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველა მოსახლეობას ამუნათებს და ყველა ჩვენ დაგვძახის, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი უნდა გავითავისოთ, რომ უნდა მოვითმინოთ გაჭირვება, უმუშევრობა, ჩაკეტვა, ვაქცინის დროულად არ/ვერ შემოტანა, ადგილების არქონა კლინიკებში და ა.შ., რატომღაც, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერის და დაფინანსების გარეშე, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შექმნაში ვერ ჩართეს ექსპერტები.


როგორც ჯანდაცვის ჩინოვნიკები აცხადებდნენ 80-82 ექსპერტი მუშაობდა გეგმის შედგენაზე, თუმცა, სახელმძღვანელოდ გამოყენებული იქნა ჯანმოს მიერ შემოთავაზებული მეთოდური დოკუმენტი. ესე იგი, გვქონდა მზა მეთოდური დოკუმენტი და აზრიის განვითარების ბანკის დაფინანსება – ამიტომაც ითხოვდნენ ელჩები, როგორც ჩანს, ვაქცინაციის გეგმას დროულად.


უცნაური ისაა, რომ ამ პატარა ქვეყანისთვის 82 ექსპერტი მუშაობდა და არც ერთი არ აცხადებს ხმამაღლა – მე ვარ ერთ-ერთი ის ექსპერტი ვინც გეგმაზე ვმუშაობდიო, რატომ? განა საამაყო საქმე არ არის, შენ ქვეყანას ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შედგენაში დაეხმარო? თუნდაც, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების შემდეგ? ნუთუ ასეთი არასაამაყოა ეს გეგმა?


„COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმაში ახალი ინფორმაციის მიხედვით მოხდება პერიოდული ცვლილებების შეტანა და გეგმის ადაპტირება.“ – ვკითხულობთ დოკუმენტში. დოკუმენტის მიხედვით, უნდა ავცრათ ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის (18+ მოსახლეობის) 60 პროცენტი. თუმცა, ამირან გამყრელიძის თქმით, იგი აპირებს, რეკომენდაცია გაუწიოს ფაიზერით 16 წლის ზემოთ ადამიანების აცრასაც.


ეს ძირეულად ცვლის ვაქცინაციისათვის საჭირო დოზების ოდენობას. რას აპირებს ქვეყანა, რომელიც ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტის აცრას აპირებდა? მოაკლებს სამიზნე ჯგუფებს ვაქცინებს და აქეთ გადმოამისამართებს? სამიზნე ჯგუფებს შეცვლის? – არ უნდა დაფიქსირებულიყო ცვლილება ვაქცინაციის გეგმაში?

ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, მასიური ვაქცინაცია უნდა გადანაწილებულიყო 7-8 თვეზე, თუმცა, ჩვენ, რეალურად, წლის ბოლომდე, მხოლოდ 6 თვე დაგვრჩა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მართლაც დაიწყება ხვალიდან, 5 ივლისიდან, მასიური ვაქცინაცია. შესაბამისად, დაგვჭირდება მეტი ამცრელი ბრიგადა, მეტი ექიმი, მეტი ექთანი, მეტი ვაქცინამზიდი, მეტი პერსონალი სამედიცინო ნარჩენების გასანადგურებლად და ა. შ. – არც ეს ცვლილება დაფიქსირებულა ვაქცინაციის გეგმაში.

„იმუნიზაციის გეგმამ, უნდა უზრუნველყოფს უფასო ვაქცინაცია იმუნიზაციის კალენდრით“ – წერია გეგმაში, ოღონდ, აქ კალენდარს ვერსად ნახავთ, არსად წერია, თვეში რამდენი ადამიანი უნდა აიცრას, კვირაში რამდენი, როდის უნდა დაიწყოს და დამთავრდეს… მხოლოდ 7-8 თვეა ნახსენები, ისიც კი არ წერია ზუსტად, 7 თვე, თუ 8 თვე, ესეც ვარაუდია, 7 ან 8, ან 6 ბატონებო!

ვაქცინაციის გეგმის შემდგენები დასაწყისში განიხილავენ გასულ, 2020 წელს და წერენ, რომ პანდემიის შეკავებისთვის მზადება ქვეყანამ ადრეულ ეტაპზე დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელებულმა შეკავების ღონისძიებებმა შეარბილა კორონავირუსთან ასოცირებული უარყოფითი შედეგები.


მართალია, გეგმაში წერია, როგორ შევაკავეთ ვირუსი გაზაფხულსა და ზაფხულში, თუმცა, არ წერია, როგორ ვერ დავიცავით ხალხი სექტემბერში დავირუსებისგან – ამბობენ, რომ ინფექციის მასიური გავრცელება მოჰყვა სხვადასხვა ფაქტორების გავლენას და რეგიონებში არსებულ ტენდენციებს. – გაიგეთ ამ წინადადებიდან რამე?


მიხვდით რას ნიშნავს სხვადასხვა ფაქტორების გავლენა და რეგიონებში არსებული ტენდეციები? ან სად იყო ეს სხვადასხვა ფაქტორები და რეგიონში არსებული ტენდეციები – გაზაფხულსა და ზაფხულში? ან, ვინ არის პასუხისმგებელი, ვინ ვერ გამოსცა სწორი რეგულაცია და ვინ ვერ აღასრულა რეგულაციის სწორად შესრულება?


„დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელმა 5 834 / 100 000 მოსახლეზე შეადგინა, ხოლო დაინფიცირებული მოსახლეობის შეფასებითი მაჩვენებელი 15%-ია. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 89%-ია, ხოლო ლეტალობა 1%. COVID-19 შემოდგომის პერიოდში გახდა ქვეყანაში სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი, ხოლო მთლიანი 2020 წლისთვის ის იქნება სიკვდილიანობის მეოთხე წამყვანი მიზეზი.“ – წერია დოკუმენტში, რომელიც ბოლო 8 აპრილს ჩასწორდა.


დღეს, 4 ივნისის სატისტიკური მონაცემთ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში სულ დაინფიცირდა 369 048, ხოლო აქედან გარდაიცვალა 5347, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილობამ კარგა ხანია გაადაბიჯა 1 პროცენტს და დღეის მდგომარეობით, 1,4 პროცენტზე მეტია. სხვათა შორის, ექიმები, ბოლო დროს, საკმაოდ აქტიურად სვამენ კითხვას, რატომ არ მცირდება სიკვდილობა ქვეყანაში? – და მათ ისევ არავინ პასუხობს.


ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძემ, მეორე ტალღის ბოლოსაც და მესამე ტალღის ბოლოსაც, განაცხადა, რომ ტალღების ბოლოს გაზრდილ სიკვდილობას ელოდა, რადგან კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები იწვნენ კლინიკებში და ჩვენც ამაოდ ვეძებთ პასუხს კითხვაზე – ვერ ვისწავლეთ ამ დროის მანძილზე, მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების გადარჩენა? მხოლოდ ჩვენ ვერ ვისწავლეთ, თუ ვერც ერთმა სხვა ქვეყანამ?



10 ვაქცინა, რომელიც ეროვნულ გეგმაში მოხვდა


Pfizer, Moderna, Astra-Zeneca, Sinopharm, J&J/Janssen, SP/GSK, Sinovac, Novavax, Serum Institute of India და Bharat Biotech, რომელიც გეგმაში ჩამატებულია 08 აპრილის მონაცემით. ჩამოთვლილი ვაქცინებით, ყველა ვაქცინის, გარდა ფაიზერისა, 1 დოზა არის 0.5ml I, ხოლო ფაიზერის 0,3 ml IM.


რაც შეეხება ვაქცინაციის დოზებს შორის ინტერვალს, ეროვნული გეგმის მიხედვით, ასეთია:


Pfizer – 2 დოზა, 0-21 დღე, Moderna – 2 დოზა, 0-28 დღე, Astra-Zeneca – (1-) 2 დოზა, 0, 28 დღე, Sinopharm – 2 დოზა, 0-14 დღე, J&J/Janssen – (1-)2 დოზა, 0, 56 დღე, SP/GSK – 2 დოზა, 0-28 დღე, Sinovac – 2 დოზა, 0-14 დღე, Novavax – 2 დოზა, 0-21 დღე, Serum Institute of India – 2 დოზა, 0-28 დღე, Bharat Biotech – 2 დოზა, 0-28 დღე.


წარმოდგენილი ვაქცინებიდან: Pfizer/BionTech, Moderna, AztraZeneca და Johnson&Johnson უკვე ავტორიზებულია აშშ-ის და ევროგაერთიანების (და სხვა სანდო მარეგულირებლების) მიერ და დაშვებულია ჯანმოს მიერ გადაუდებელი მოხმარების სიაში – ვკითხულობთ 08 აპრილს რედაქტირებულ გეგმაში, თუმცა, გეგმის პირველ ვარიანტში, ეწერა კიდევ ერთი წინადადება, რომელიც შემდგომ ამოღებულია:


„SINOPHARM-ის ვაქცინამ 2020 წლის 9 დეკემბერს, ჩინეთის გარდა მიიღო ავტორიზაცია გაერთიანებულ საემიროებში, თუმცა, ნაკლებ გამჭვირვალე და ლიმიტირებული მონაცემებით“, როგორც ჩანს, იანვრიდან აპრილამდე ჩინური ვაქცინის SINOPHARM-ისმონაცემები მეტად გამჭვირვალე გახდა, თორემ, როგორ შემოვიტანდით მას ქვეანაში ჯერ კიდევ ჯანმოს მიერ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაციამდე? მართალია, ექიმების ნაწილი ამბობს, რომ ჩინური ვაქცინების შესახებ ინფორმაციების სიმწირე დღემდეა, ზოგი ექიმი კი პირდაპირ აცხადებს, რომ არსებული ინფორმაციით, ჩინური ვაქცინა ნაკლებ ეფექტურია, მაგრამ საქართველოს ვაქცინაციის გეგმის ავტორებმა უკეთ იციან!

რაც შეეხება გადაუდებელი მოხმარებისთვის მინიჭებულ ავტორიზაციას, როგორც გეგმის შემქმნელები განმარტავენ, ამგვარი ავტორიზაცია გაიცემა მხოლოდ მაშინ, თუ არ არსებობს სხვა ალტერნატივა და კონკრეტული პროდუქტი აკმაყოფილებს მარეგულირებელის სტანდარტულ მოთხოვნებს უსაფრთხოების და ეფექტურობის კუთხით. არსებობს თუ არა ჩინური ვაქცინის ალტერნატივა მსოფლიოსთვის და სწორად მიანიჭა, თუ არა ჯანმომ მას ავტორიზაცია, იმედია, ამას ოდესმე გამოიკვლევენ.


აპირებდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება ფაიზერის და მოდერნას ვაქინების შემოტანას ქვეყანაში და რა ოდენობით?


ვაქცინაციის გეგმის პირველ და მეორე ვარიანტშიც ვკითხულობთ:


„კანდიდატი ვაქცინების შერჩევისას, ქვეყანა ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: (ა) ვაქცინის შემუშავების/ლიცენზირების სტადია და ბაზარზე დაშვების მოსალოდნელი ვადები; (ბ) ვაქცინისთვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმი და მოთხოვნები (კომპლექსურობა-სირთულე) ცივი ჯაჭვის მიმართ; (გ) კონკრეტული ვაქცინის შესაძლო რეგისტრაციის ვადები მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მიერ; (დ) ვაქცინის არსებობა COVAX-ის პლატფორმაში და (ე) კონკრეტული ვაქცინისადმი მოსახლეობის შესაძლო ნეგატიური დამოკიდებულების რისკი მწარმოებლის და მწარმოებელი ქვეყნის, სხვა ქვეყნებში ფართო მასშტაბიანი ვაქცინაციის პროგრამებში დაფიქსირებული ვაქცინის უსაფრთხოების/გვერდით მოვლენების სიხშირის, გავრცელების და დაავადების სიმძიმეზე ზეგავლენის თაობაზე ახალი მტკიცებულებების დაგროვების მიხედვით.


ცხრილში მოწოდებული ვაქცინების უმეტესობის შენახვის რეჟიმი 2-80C-ია, გარდა Pfizer/BionTech და Moderna-სი, რომლებიც -700C და – 200C ინახება შესაბამისად.


ულტრაცივი ჯაჭვის საჭიროების გათვალისწინებით, და შესაბამისი ლოგისტიკური სირთულეების გამო, Pfizer/BionTech-ის ვაქცინის გამოყენება, ისევე როგორც Moderna-სი ძირითადად ლიმიტირებული რაოდენობით, პრიორიტეტული ჯგუფებისთვის ორგანიზებულად გამოყენების კუთხით არის განხილული. ორივე ვაქცინის შესაძლო მაქსიმალური დოზების რაოდენობა განისაზღვრა მხოლოდ მოსახლეობის პირველი 3%-ის, ანუ პრიორიტეტული ჯგუფების მოცვისთვის.


2021 წლის პირველი კვარტალიდან შესაძლებელი იქნება 2-80C-ის ვაქცინების მიღება, რომელთა მიმართ საქართველოს სამაცივრო, ცივი ჯაჭვის და სხვა ლოგისტიკური სისტემები სრულად არის ადაპტირებული.

დაგეგმვის მიზნით, განისაზღვრა, რომ ამგვარი ვაქცინის ოდენობა არ გადააჭარბებს დოზების იმ რაოდენობას, რაც მოზრდილი მოსახლეობის 3%-ის მოსაცავად არის საჭირო, ანუ ≈200,000 დოზას.“

მოკლედ, ცივი ულტრაცივი ჯაჭვი არ გვაქვს ქვეყანაში და ამიტომ, ფაიზერს და მოდერნას მხოლოდ 200 000 დოზას შემოვიტანთო, მერე კი, განა ულტრაცივ ჯაჭვს გავაძლიერებთ, რადგან იქნებ, მომავალშიც გამოგვადგესო, არამედ, მეორე კვარტალში უკვე იმ ვაქცინებს შემოვიტანთ, რომლებიც 2-8 გრადუს ცელსიუსზე ინახებაო.

ვაქცინაციის გეგმაში ვკითხულობ „ცივი ჯაჭვისთვის დამატებით რესურს არ საჭიროებს ქვეყანა“ – ანუ, არავინ აპირებს ულტრაცივი ჯაჭვის რესურსის დამატებას. თუ არსებული რესურსი, მხოლოდ ფაიზერის მხოლოდ 200 000 დოზისთვის იყო საკმარისი, ახლა როგორ ვაპირებთ ფაიზერის მილიონი დოზის მიღებას და შენახვას? – ვერც ამაზე ნახავთ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში რამე ტიპის ინფორმაციას.

ცნობისთვის, უკვე პირველი კვარტალიც გავიარეთ და მეორე კვარტალიც. მესამე კვარტალში გადავაბიჯეთ უკვე და ფაიზერი კი არა, მასიური ვაქცინაცია ჯერ ისევ არ დაგვიწყია (მართალია, ორშაბათს, 5 ივლისს, თითქოს დავიწყეთ მასიური ვაქცინაცია, თუმცა, დღიურად ისევ 3-4 ათასამდე ადამიანი ავცერით, ოფიციალური მონაცემით) და ფაიზერი კი არა, ასტრაზენეკა, რომელზედაც, ლამის ავაგეთ ვაქცინაციის მთელი გეგმა, ვერ შევინახეთ წესიერად!

ჯერ თქვეს ასტრაზენეკას ვაქცინები დამთავრდაო და დაავადებათა კონტროლის ცენტრში აუდიტის სამსახური შევაო, მერე ვაქცინების ქურდობა რომ დააბრალეს რესპუბლიკურ საავადმყოფოს ადამიანებმა, ვერ გეტყვით ვისი მინიშნებების საფუძველზე, ისევ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს ათქმევინეს, მაცივარს რაღაცა მოუვიდაო და ვაქცინები კი არ გაფუჭებულა, მაგრამ მოხმარებიდან ამოვიღეთო – თითქოს, ვაქცინების ან შენახვაზე იყოს რომელიმე საავადმყოფო პასუხისმგებელი, ან შემოწმებაზე და ან განაწილებაზე.


„Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში ვაქცინა განაწილდება სამი საწყობიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ყოველკვირეულად და მიეწოდება რაიონულ ცენტრებში შერჩეულ ერთ (გამონაკლის შემთხვევებში მაქსიმუმ ორ) ჰოსპიტალურ დაწესებულებას. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება (ა) ვაქცინის შეფუთვის სპეციფიკას ანუ ყუთში არის 5-დოზიანი 195 ფლაკონი ანუ სულ 975 დოზა, რომლის (ბ) -800C-დან გალღობის შემდეგ მისი გამოყენება მაქსიმუმ 5 დღის მანძილზე შეიძლება. ამ 5 დღიდან ერთი დღე ამცრელ წერტილებამდე ვაქცინის დისტრიბუციას დაჭირდება, რაც აცრების ჩასატარებლად მხოლოდ 4 დღეს ტოვებს.


ამიტომ ამცრელი წერტილები მომარაგდება ყოველკვირეულად და ცალკეულ წერტილს მიეწოდება 975 დოზის ჯერადი მოცულობები (ან გადაიფუთება უფრო მცირე დოზებად), რაც დაწესებულების წინაშე აყენებს ამოცანას რომ დღეში მიღებული დოზების შესაბამისი რაოდენობის ადამიანი აცრას. სრული შეფუთვის მიღების შემთხვევაში, დაწესებულებამ მინიმუმ 230-240 ადამიანი უნდა აცრას და ამისთვის საჭირო იქნება ცალკეულ დაწესებულებაში 6-7 ამცრელი ბრიგადის მუშაობა.“ – წერია გეგმაში.



სანდო მარეგულირებელი და საქართველოს მიერ აღებული პასუხისმგებლობა, ცალმხრივი აღიარება და დაზღვევა


სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიმართ მის კონტროლს დაქვემდებარებულ ბაზრებზე დაშვებისათვის უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და ხარისხის მოთხოვნებს ცალმხრივად აღიარებს საქართველო და არ ახორციელებს იმავე ან მსგავსი მოთხოვნებისადმი ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოების, ხარისხისა და თერაპიული ეფექტიანობის დადგენის მიზნით, განმეორებით ექსპერტიზას.


სანდო მარეგულირებელი ორგანოები, საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული და ესენია (ევროპის წამლების სააგენტო და 37 ქვეყნის მარეგულირებელი:


აშშ, ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ესტონეთი, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, იაპონია, ისლანდია, კანადა, კვიპროსი, კორეა, ლუქსენბურგის საჰერცოგო, ლატვია, ლიტვა, მალტა, ნორვეგია, ნიდერლანდები, პორტუგალია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ისრაელი.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, ქვეყანაში უნდა შემოგვეტანა მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც ექნებოდა მიღებული ჯანმოს, ან ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ქვეყნის მარეგულირებლის რეგისტრაცია, საქართველომ ქვეყანაში შემოიტანა ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“, რომელსაც შემოტანის მომენტისათვის, მხოლოდ ჩინეთის და გაერთიანებული საემირეოების რეგისტრაცია ჰქონდა.

მართალია, საქართელო ცალმხრივად სცნობს სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მიერ დადგენილ ხარისხის ნორმებს და არ აწარმოებს ფარმაცევტული პროდუქციის ექსპერტიზას, თუმცა, აქამდე არსებული წესი ითვალისწინებდა ფარმაცევტული პროდუქტის სარეგისტრაციო დოკუმენტების ადმინისტრაციულ და მეცნიერულ-ტექნიკურ ექსპერტიას.


სწორედ ეს წესი შეიცვალა კოვიდვაქცინების შემოტანამდე კანონში, შესაბამისად, ამჯერად, კოვიდვაქცინის დაშვება ბაარზე ერთჯერადი რეგისტრაციის წესით მოხდება. ერთჯერადი რეგისტრაციისთვის და იმპორტირება-განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაცია წინასწარ იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებებში, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფარმაცევტული პროდუქტის დაყოვნებას საბაჟოზე.


დასტურის შემდეგ დოკუმენტაცია იტვირთება შემოსავლების სამსახურის პორტალზე, დოკუმენტაციის განხილვა ხდება მყისიერად და ტვირთი ქვეყანაში შემოსვლიდან არაუგვიანეს 24 სთ-ისა განთავსდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცენტრალურ საწყობში.


მწარმოებლების მიერ ასევე არ იქნება გათვალისწინებული ქვეყნების მოთხოვნები შეფუთვასა და მარკირებაზე. საქართველოს კანონმდებლობით, საჭირო იყო დოკუმენტაციის (ანოტაციის) თარგმნას ქართულ ენაზე. გამომდინარე გადაუდებელი სიტუაციიდან, ანოტაციის ქართულ ენაზე თარგმანის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე საქართველოს მხარე აიღებს.

ვაქცინის მწარმოებლების მოთხოვნით, ვაქცინის გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებელი ქვეყანა უნდა იყოს, სწორედ ამიტომ – „პარლამენტმა 2021 წლის 28 იანვარს შეიტანა ცვლილება საქართველოს კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად საქართველოში COVID-19 ვაქცინის გამოყენების შედეგად დამდგარ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია ა) იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით, ბ) სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით და გ) ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლის მიერ, როდესაც მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მის პასუხისმგებლობას.“


ვაქცინაციის 4 სცენარი და ნახევარი მილიონზე მეტი დოზა, დანაკარგის სახით


ვაქცინაციის გეგმაში განხილულია ვაქცინების შემოტანის 4 სცენარი:


სცენარი 1: ქვეყანაში შემოდის Pfizer ვაქცინის 200,000 დოზა, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს ვაქცინის 1,484,400 დოზა და დამატებით ქვეყანას კიდევ შემოაქვს ვაქცინის დოზების ის რაოდენობა, რაც >18 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის 60%-იანი მოცვისთვის არის აუცილებელი; ანუ სულ ქვეყანაში შემოდის 3,979,327 დოზა ვაქცინა.


სცენარი 2: ქვეყანას შემოაქვს Moderna-ს ვაქცინის 200,000 დოზა, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს 1,484,400 დოზა და დამატებით ვაქცინის დოზების ის რაოდენობა რაც მოზრდილი მოსახლეობის 60%-იანი მოცვისთვის არის აუცილებელი (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).


სცენარი 3: ქვეყანაში შემოდის ნებისმიერი 2-80 ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის 200,000 დოზა, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს 1,484,400 დოზა და დამატებით სხვა წყაროებიდან კიდევ AstraZeneca-ს ვაქცინა (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).


სცენარი 4: ქვეყანაში შემოდის მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინა მთლიანად ყველა პრიორიტეტული ჯგუფის და მოსახლეობის დამატებითი ჯგუფების მოსაცავად (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა)


პირობითად აღებულია მაღალი ფასის მქონე ვაქცინა დამატებითი ფინანსური რესურსების საილუსტრაციოდ, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ფასის მქონე 2-80C ვაქცინა იქნეს შემოტანილი, რომელიც მიიღებს WHO ავტორიზაციას. – ვკითხულობთ გეგმაში.


არც ვადები, არც ფასების ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, არაფერი მეტი ამ სცენარებზე არ წერია. როგორც ხედავთ, ფაიზერი და მოდერნა განსაზღვრული ოდენობით, მხოლოდ 200 000 დოზაა გათვლილი.

ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, სულ უნდა აიცრას 2021 წლის ბოლომდე ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი და წერია, რომ ამჟამინდელი მონაცემებით, ეს არის მილიონ 691 ათას 214 ადამიანი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ქვეყანაშია შემოტანილი ორდოზიანია – საჭირო იქნება 3 382 428 დოზა ვაქცინა.

თუმცა, ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, დათვლილია ვაქცინის დანაკარგებიც და გაწერილია, რომ ქვეყანას დასჭირდება 3 979 327 დოზა ვაქცინა მოსახლეობის 60 პროცენტის, ანუ 1 691 214 ადამიანის ასაცრელად. 3 979 327 – 3 382 428=596 899 – ეს იმას ნიშნავს, რომ დანაკარგი გათვლილია 596 ათას 899 დოზა.

ეს საკმაოდ მაღალი ციფრია, განსაკუთრებით იმ პირობების გათვალისწინებით, რომ ლამის დაანონსებული მეოთხე ტალღა კარზე მოგვადგა და დაანონსებული მასობრივი ვაქცინაცია კი ჯერ ფანჯრამდეც ვერ აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ მილიონზე მეტი დოზით ზედმეტი უნდა ვიყიდოთ ბიუჯეტიდან, დანაკარგის გათვალისწინებით, ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზა ვერ გაიკეთეს ადამიანებმა.

არ დაგვიკარგია, არ გაფუჭებული და არცა გვაქვს. ეს დოზა აკლდება იმ დათვლილ დანაკარგს, თუ ემატება? დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ემატება, თუმცა, ვაქცინაციის გეგმაში არც ეს საკითხია ჩასწორებული.


ვის ეკუთვნის კომპენსაცია?

„იმის გათვალისწინებით, რომ მწარმოებლებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი დაზღვევა, რომელიც დაიცავს მწარმოებელს ვაქცინის გამოყენებით გამოწვეული შესაძლო ზიანისთვის პასუხისმგებლობის რისკებისგან, მწარმოებლები აყენებენ მოთხოვნას თითოეულმა ქვეყანამ თავად აიღოს ეს პასუხისმგებლობა და ამით დააზღვიოს მწარმოებელი. ზემოხსენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 28 იანვარს შეიტანა ცვლილება საქართველოს კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად საქართველოში COVID-19 ვაქცინის გამოყენების შედეგად დამდგარ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია ა) იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით, ბ) სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით და გ) ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლის მიერ, როდესაც მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მის პასუხისმგებლობას.“ – წერია ვაქცინაციის გეგმაში.

კომპენსაციები იმუნიზაციასთან დაკავშირებული ზიანის შემთხვევაში – დოკუმენტის მიხედვით, ფინანსური საჭიროება არ არის დათვლილი, თუმცა, გაწერილია, რომ კომპენსაციების გაცემა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამი შემთხვევისა.



მაგალითად, მას შემდეგ, რაც დადგინდება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი, აუცილებლად უნდა დადგინდეს კომპენსაციის ოდენობა და გადამხდელი პირი.


„ალიას“ არაერთი ადამიანი გვიყვება ისტორიებს, როგორ გაურთულდა ვაქცინაციის შემდეგ მდგომარეობა, პირადად ვიცნობ ადამიანს, რომელსაც ვაქცინაციის მეორე დოზის გაკეთებიდან 1 საათში ინსულტი შეემთხვა და მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო ოჯახს არწმუნებს, რომ მისი მონაცემი შეგროვებული და შენახული აქვს, არაფერს ეუბნება მას და მის ოჯახს კომპენსაციის უფლებაზე.


სამწუხაროდ, საქართველოში გვიყვარს პასუხისმგებლობის ხალხის მხრებზე შემოდება – არაერთ რესპოდენტს ვკითხე, ეკუთვნოდა თუ არა ადამიანს, რომელსაც ვაქცინის გვერდითი ეფექტი გამოუვლინდა, კომპენსაცია და უმეტესობას გაუკვირდა კიდეც კითხვა, რადგან, თვლიან, რაკი ვაქცინა ნებაყოფლობითია, გართულებაზეც ინფორმირებულნი არიან, ამიტომ, მათ არ უნდა ჰქონდეთ კომპენსაციის უფლება! ადამიანები იძულებულნი არიან გაიკეთონ ვაქცინა, ქვეყანა ირჩევს ვაქცინას და შემოაქვს, რატომ უნდა იყოს პასუხისმგებელი მხოლოდ მოქალაქე?


მით უფრო, რომ მაგალითად, მეგი ბაქრაძის შემთხვევაში, წინასწარი ოფიციალური მონაცემით, ანაფილაქსიური შოკი განვითარდა და სწორედ ამის გამო გარდაიცვალა. რატომ არ უნდა იყოს პასუხისმგებელი ვინმე მის სიკვდილში?

თუ თქვენ მიიღეთ ზიანი ვაქცინაციის პროცესის შემდეგ – მოითხოვეთ ფაქტის დადგენა და კომპენსაცია, არ დაგვენანება ამისათვის არც სახელმწიფო ბიუჯეტი და არც კლინიკების!

„ვაქცინების უსაფრთხოების სისტემა მოიცავს ვაქცინებზე ფარმაკოზედამხედვლების წარმოებას, თუმცა COVID19-ის ვაქცინების შექმნაში გამოყენებულია ახალი ტექნოლოგიები და ვაქცინის გადაუდებელი საჭიროებით გამოყენების დაშვება სისტემას უყენებს გარკვეულ გამოწვევებს. უნდა გაძლიერდებს იმუნიზაციის შემდგომ განვითარებულ არასასურველი მიზეზების ზედამხედველობა ხუთივე მიზეზისთვის:


  1. ვაქცინის პრეპარატთან დაკავშირებული რეაქციები

  2. ვაქცინის ხარისხის დეფექტთან დაკავშირებული რეაქციები

  3. იმუნიზაციაში შედგომ, მასთან დაკავშირებული (ე.წ. პროგრამული) რეაქციები.

  4. იმუნიზაციის განცდასთან დაკავშირებული რეაქციები

  5. თანამდამთხვეული მოვლენა.“ – ვკითხულობთ ვაქცინაციის გეგმაში.

თითქმის ხუთივე მიზეზი გასაგებია, თუმცა, ვაქცინაციის გეგმიდანვე, დამატებით განვმარტავთ იმუნიზაციის განცდასთან დაკავშირებულ რეაქციებს, რომლის თავიდან ასაცილებლად, კლინიკას შეუძლია შემდეგი ღონისძიებები გაატაროს – იმუნიზაციის განცდასთან დაკავშირებული რეაქციების თავის არიდება – „აცრის პროცესის სწორი მართვის უზრუნველჰყოფა ინექციის მომლოდინეთა შორის სტრესის მინიმიზებით, რაც მიიღწევა ლოდინის დროის შემცირებით, ოთახის კომფორტული ტემპერატურით, რეციპიენტის თვალსაწიერიდან მოფარებულად მომზადებით და პროცედურის დროს კონფიდენციალურობის დაცვით.

ასევე საინფორმაციო კამპანიით იმუნიზაციის დაწყებამდე, იმუნიზაციის შესახებ ნათელი და დამაჯერებელი განმარტების გაცემით სერვისის მიმწოდებლისგან და სიმშვიდით. კრიზის კომუნიკაციის გეგმის არსებობით“. მოკლედ, რომ იცოდეთ, თუ თქვენ გაქვთ იმუნიზაციის განცდასთან დაკავშირებული რეაქციები, ეს არ არის სამყაროს დასასრული, ყველას შეიძლება ეს დაემართოს. უბრალოდ, აჩვენეთ ექიმს ზემოთაღწერილი მცირე ინსტრუქცია და სთხოვეთ, გაგებით მოეკიდოს თქვენ მდგომარეობას.

ქვეყანას ჰყავს იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და შედგებოდა 14 ექსპერტისგან, რომელთა უმრავლესობა ექიმ-პედიატრია. გვპირდებიან, რომ კომისიაში დაამატებენ თერაპევტ-კარდიოლოგს, პულმონოლოგს, ნეფროლოგს, ალერგოლოგს, ოჯახის ექიმს.

ვაქცინაციის გეგმის შემქმნელების აზრით, თეორიული გათვლებით, 7-8 თვეში, მასობრივი ვაქცინაციის პირობებში – 1400 შემთხვევა იქნება გართულების, დღეში 60 შემთხვევა და ამას ხსნიან, ვაქცინის სიახლით და კოვიდაცრების მაღალი ასაკის სამიზნე პოპულაციით.

ვაქიცინის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სამინისტრო და დაავადების კონტროლის ცენტრი. დაავადებათა კონტროლის ცენტრია პასუხისმგებელი ონლაინ მოქმედი სისტემის ადაპტირებაზე, კოვიდვაქცინების შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების მიზნით.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ უნდა შემუშავებულიყო სახელმძღვანელო, რომელიც იქნებოდა კოვიდვაქცინების უკუჩვენებებზე, გაფრთხილებებზე, გართულებების შემთხვევაში ზედამხედველობაზე. შეიქმნა, თუ არა, ეს სახელმძღვანელო, ჩვენთვის უცნობია.


ვაქცინაციის გეგმის მიხევით, საქართველო, გეგმიური იმუნიზაციისათვის 12 თვეში მილიონამდე აცრა ვიზიტს ატარებს, პანდემიის პირობებში კი, გარდა გეგმიური იმუნიზაციისა, 7-8 თვეში ჩასატარებელი იქნებოდა 3,4 მილიონი აცრა – შესაბამისად, დიდი სამუშაოები უნდა ყოფილყო ჩატარებული ამცრელი ბრიგადების დასამატებლად.


ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, სულ დაგეგმილი იყო 70 დამატებითი ბრიგადის შექმნა. ახლა, როცა 6 თვე დაგვრჩა წლის ბოლომდე, მოსახლეობის 60 პროცენტის ასაცრელად, რამდენით მეტი ბრიგადა გვეყოლება დასამატებელი – ეს გეგმაში არ წერია.



მარაგების მართვა – ვინ არის პასუხისმგებელი სინამდვილეში, ვაქცინების მარაგის მართვაზე?


მას შემდეგ, რაც ვაქცინა ქვეყანაში შემოვა, ის პირდაპირ მიდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საწყობში. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა განსაზღვროს კლინიკის რესურსი და იმის მიხედვით მიაწოდოს ვაქცინა, მანვე უნდა გაუწიოს ზედამხედველობა ვაქცინების ხარჯვასაც და შენახვასაც. ნაშთების აღრიცხვა საერთოდაც ელექტრონულად უნდა მოხდეს სერიული ნომრების მიხედვით, რომელიც დატანილი უნდა იყოს მეორად შეფუთვაზე.


მართალია, შესაძლოა, კლინიკებთან და მათ შორის, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთანაც, გარკვეული პრეტენზიები გვქონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ვერ იქნება პასუხისმგებელი, ვერც შენახვაზე, ვერც დანაკლისზე. ასტრაზენეკას შემთხვევაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს რომ აიძულეს განცხადების გაკეთება, ეგაც პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობა იყო და ჟურნალისტებს, ექიმებს, საზოგადოებას ვაქცინაციის ეროვნული გეგმა რო წაეკითხა ამას მარტივად მიხვდებოდნენ.


სამწუხაროდ, ის, ვინც პასუხისმგებელია ვაქცინების შენახვასა და ნაშთის აღწერაზე, ჩრდილში დარჩა. სამწუხაროდ, პასუხისმგებელი პირების ჩრდილში დარჩენა, იმის საწინდარია, რომ მსგავსი პრობლემა კიდევ მოხდება, რადგან რა დალევს კლინიკებს და მათ დირექტორებს, ვისაც საჭირო დროს, ხელებს გადააბან.



ფასები – რა დაუჯდება ღარიბი ბიუჯეტის მქონე ქვეყანას ვაქცინაციის პროცესი? – ან 48 მილიონი, ან 141 მილიონი, ან 64 მილიონი, ან 158 მილიონი


ფინანსური რესურსი – ვაქცინები და სახარჯი მასალის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და 08. აპრილის მდგომარეობით, უზრუნველჰყოფილია ნაწილობრივ. თანხა კი გაწერილია ასე – ვაქინების შესყიდვა ან 48 მილიონი დაგვიჯდება, ან 141 მილიონი, უფრო ზუსტად კი – ან 48,456,260 ლარი, ან, 141, 985, 429 ლარი


სახარჯი მასალა, შპრიცები და სხვა, დაგვიჯდება, ან 4 მილიონ 960 ათასი, ან 5 მილიონ, 87 ათასი


სერვისების მიწოდება – ან 8,834,300, ან 9 034 300 ლარი.


ლოჯისტიკა – ფინანსდება სახემწიფო ბიუჯეტიდან და ისიც უზრუნველჰყოფილია, 08. აპრილის მდგომარეობოით, მხოლოდ ნაწილობრი და მისი ღირებულებაა 164,085 ლარი.

ტრენინგები და ზედამხედველობა, მათ დიდ ნაწილს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახორციელებს, დაფინანსება უნდა მოხდეს დონორი ორგანიზაციებისგან, და თანხა შეადგენს 34,900 ლარს.


ვაქცინაციის პროცესზე სუპერვიზია და მონიტორინგი – 53,500 ლარი.


მოთხოვნის შექმნა და კომუნიკაცია – ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და აქაც ჩართულია დონორი ორგანიზაციები, ოღონდ, რა წილით, არ ვიცით და თანხა კი გახლავთ 1,662,800 ლარი. მოთხოვნის შექმნასა და კომუნიკაციისთვის მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი და ტრენინგებისთვის მხოლოდ 34 900 ლარია, კი უნდა იყოს, წესით ყურადსაღები. ხედავთ მილიონნახევარზე მეტი ლარის შედეგს მოთხოვნის შექმნასა და კომუნიკაციის საკითხში?


საინფორმაცია სისტემა, უნდა დააფინანსოს ან სახელმწიფო ბიუჯეტმა, ან დონორმა ორგანიზაციებმა და 08. აპრილის მდგომარეობით, მისთვის თანხები გამოსაყოფია – 167,695 ლარი.


სულ ვაქცინაციის ბიუჯეტი, ან 64 მილიონი ლარია, ან 158 მილიონი, უფრო ზუსტად კი ან, 64,333,622 ლარი ან 158 190 243 ლარი.


და კიდევ ერთი პუნქტი – COVID-19-ის ვაქცინაციის მზადყოფნის მხარდაჭერა, (როგორ მაგონებს ეს მამუკა მდინარაძის მეუღლის თანამდებობას – საქმისმწარმოებლის მხარდამჭერი სამსახურის უფროსი) – და მისი დამფინანსებელია აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი და ჯანმო.



ამ თანხაში არ შედის მთავარი – მასიური ვაქცინაციის ცენტრების შექმნის და ოპერირების ღირებულება, რაში მჭირდება კომუნიკაცია, თუ ვაქცინაციის ცენტრები არ მექნება? არ არის თანხაში გათვალისწინებული იმუნიზაციის მართვის სპეციალური ინტერსექტორული ჯგუფის შექმნა და ოპერირების ხარჯები და გვეუბნებიან, რომ ეს გათვლები მოგვიანებით მოხდება, როდის მოგვიანებით, ამაზე არაფერი წერია. არ დაამატა ეტყობა თანხა აზიის განვითარების ბანკმა, თორემ, აქამდე, რამდენიმე ცვლილებას როგორ ვერ შეიტანდნენ ვაქცინაციის გეგმაში? რა გითხრათ.


კომპენსაციები იმუნიზაციასთან დაკავშირებული ზიანის შემთხვევაში – დოკუმენტის მიხედვით, ფინანსური საჭიროება არ არის დათვლილი, თუმცა, გაწერილია, რომ კომპენსაციების გაცემა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.


აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოში ჯანმოს და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 56 პროცენტი მზადაა ვაქცინაციაზე, თუ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და რეკომენდირებული – შესაბამისად, ყურით მოტანილ ხარჯებს რომ ავერიდოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ვაქცინაცია და მეტი ტრენინტი ჩავატაროთ, არ იქნებოდა ურიგო.



რატომ არის ფასებში ამხელა სხვაობა?


იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, ფაიზერის საბაზრო ფასი, განისაზღვრება ან 18,34 დოლარით, ან 19,50 დოლარით, ასტრაზენეკას ფასი კი, ან 3 დოლარით, ან 7,43 დოლარით.


შესაბამისად, დათვლილია მათი მინიმალური და მაქსიმალური ფასი.


მაგრამ…


სინოვაკის ფასი 13,60 დოლარით და 29,75 დოლარით განისაზღვრება, მაგალითად, ჯონსონის 10 დოლარით, სინოფარმის კი – 44 დოლარით.


ხოდა, საინტერესოა, რას აპირებს ხელისუფლება, რომელმაც ასტრაზენეკას შენახვაც ვერ უზრუნველჰყო, + დაბალ ასაკობრივ ჯგუფებს ამ ვაქცინით ვეღარ აცრის და როგორ აპირებს საკმაოდ მაღალფასიანი ჩინური ვაქცინების ყიდვას, 3 დოლარიანი, ან თუნდაც 7,43 დოლარიანი ასტრაზენეკას ნაცვლად? საიდან მოიტანს ქვეყანა ალტერნატიულ თანხებს?



რას ითვალისწინებს ტრენინგები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო?

აცრის ჩატარების წესები, სადაც საუბარი იქნება ასევე ვაქცინის მახასიათებლებზე, უკუჩვენებებზე, შენახვის პირობებზე, მონაცემების დამუშავებაზე, პრეპარატთან დაკავშირებულ რეაქციებზე, ვაქცინის ხარისხის დეფექტთან დაკავშირებულ რეაქციებზე, იმუნიზაციიას განცდასთან დაკავშირებულ რეაქციეზე, თანადამთხვეული მოვლენების შეტყობინების, რეგისტრაციის და კვლევის წესებზე – უნდა დათმობოდა 4-6 საათი.

ვაქცინის ტრანსპორტირება, დასაწყობება, მარაგების მართვის მოდული, სამედიცინო ნარჩენების მართვა – 2-3 საათი ტრენინის ხანგრძლივობა.


ტრენინგები უნდა ჩატარებულიყო იმის შესახებაც, როგორ უნდა ჩაერთონ ადამიანები სოციალურ მედიაში, როგორ გაავრცელონ გზავნილები, როგორ იურთიერთონ მედიასთან, როგორ გაუმკლავდნენ ვაქცინის მოწინააღმდეგე აქტიურ ჯგუფებს, ვაქცინის მნიშვნელობის შესახებ ადვოკატირებაზე – და მასაც ეთმობა 4-6 საათი


იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენებზე მონიტორინგი – მხოლოდ 2 საათიანი ტრენინგი.


ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, სხვებთან ერთად, სამიზნე აუდიტორას წარმოადგენენ ზეგავლენის მქონე მხარეები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, არასამთვარობო ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორი, კრიტიკულად და უარყოფითად განწყობილი ჯგფები, მასმედია, სოციალური ქსელის გვერდები. ტრენინგების უმეტესობაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრია.



პასუხისმგებლობა


საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისია, (თავმჯდომარე ეკატერინე ტიკარაე), გეგმის შემუშავების, მისი შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს.


ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის მომზადების პროცესის უზრუნველყოფა – დაავადების კონტროლის ცენტრი დონორების მხარდაჭერით


ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის მომზადება – ტექნიკური სამუშაო ჯგუფები.


ვაქცინების შესყიდვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო.


სახარჯი მასალების შესყიდვა – დაავადებათა კონტროლის ცენტრი


იმუნიზაციის სერვისის შესყიდვა სამედიცინო დაწესებულებებისგან – დაავდებათა კონტროლის ცენტრი.


ტრენინგი და სუპერვიზია ცენტრალურად – დაავადებათა კონტროლის ცენტრი.


ვაქცინების შენახვა, ლოჯისტიკა ცენტრალურად – დაავადებათა კონტროლის ცენტრი.


ვაქცინების შენახვა, ლოგისტიკა რეგიონულ დონეზე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამმართველოები და რეგიონული განყოფილებები


ვაქცინის გვერდითი ეფექტების მონიტორინგი და შეფასება – დაავადებათა კონტროლის ცენტრი.


რა უნდა მოსთხოვოთ ადგილობრივი ხელისუფლებას?


ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავის ტერიტორიაზე ხელი უნდა შეუწყოს COVID-19 ვაქცინაციის განხორციელებას.


რა უნდა მოსთხოვოთ ადგილობრივ ხელისუფლებას?


დამატებითი ასაცრელი სივრცეების გამოყოფას მასიური ვაქცინაციის ცენტრების შესაქმნელად (სადაც ეს საჭირო იქნება);


შერჩეული ამცრელი ერთეულების ხარისხიანი ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფა;

მოხალისეების მობილიზებას ამცრელი ბრიგადებისთვის (სადაც ეს საჭირო იქნება);


ასაცრელი კონტინგენტის მობილიზაციის მიმართულებით:


მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის აცრის მისაღებად ტრანსპორტირების უზრუნველყოფას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით;


გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთათვის ვაქცინაციის მომსახურების მიღების მხარდაჭერას ამ პირების სიების წინასწარი ფორმირებით;


მოხალისეების მობილიზებას მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის;


კომუნიკაციის ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებას მოსახლეობის მობილიზაციის მიზნით.


როგორ ლიკვიდირდება ვაქცინების ნარჩენები? და რას უხდიან კლინიკებს თითო დოზის გაკეთებისთვის?


სამედიცინო ნარჩენების მართვა საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული, მაგრამ იმისათვის, რომ გავიგოთ, კონკრეტულად, რა პროტოკოლით ხდება ამა თუ იმ ვაქცინის ნარჩენების განადგურება, უნდა იყოს დადგენილი ნარჩენების რომელ კატეგორიას მიეკუთვნება იგი.


ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, „ცივი ჯაჭვის სისტემის თითოეულ დონეზე განისაზღვრება ნარჩენების უტილიზაციის დამატებითი საჭიროებები, რომლებიც დამოკიდებული იქნება ვაქცინის სპეციფიკაზე და დამატებითი დახმარე და სახარჯი მასალების საჭიროებებზე.“ კონკრეტულად როდის განისაზღვრება და რა უშლის ხელს, რომ უკვე იყოს განსაზღვრული, უცნობია.


დაწესებულებებისგან სერვისის (აცრის გაკეთება) შემსყიდველია დაავადების კონტროლის ცენტრი. სერვისის მიწოდება – ჰოსპიტალები და კლინიკები 2,50 – ერთი დოზის გაკეთება და 5 ლარი, ორი დოზის გაკეთება. მობილური ბრიგადები – 6,70 ლარი – ერთი დოზა ვაქცინის გაკეთება, ორივე დოზის გაკეთება – 13,40 ლარი „და ამ ფასში გათვალისწინებულია როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ხარჯები, ნარჩენების მართვის ფასი, მობილური ბრიგადებისთვის დამატებით შევიდა ანტიშოკური პაკეტის ფასი, ტრანსპორტირების ხარჯი.“


– ვკითხულობთ ვაქცინაციის გეგმაში და იმედს ვიტოვებთ, რომ კლინიკების შემთხვევაშიც გათვალისიწინებულია ანტიშოკური პაკეტების ფასი. ორი აცრა ვიზიტის ჯამური თანხის 30 პროცენტი დაწესებულებებს აუნაზღაურდებათ პირველი აცრის ვიზიტის შემდეგ, დანარჩენი 70 პროცენტი კი, მეორე ვიზიტის შემდეგ.

ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების მერეც უნდა მოახდინოს კლინიკამ ხელფასების გაცემა და ნარჩენების უტილიზირება, მას სახელმწიფო მხოლოდ 1,5 ლარს უხდის და დარჩენილ 3,50 ლარს კი, მხოლოდ ორივე დოზის გაკეთების შემდეგ.

რამდენად შესაძლებელია 1,50 ლარად ხელფასების გადახდა, მედიკამენტის მომზადება გართულების შემთხვევისთვის და ნარჩენების უტილიზირებაც – ალბათ, დათვლილი აქვს ვინმეს ზემოთ… ისე ნუ გაგვიხდით საქმეს, ეგ ნარჩენები გაგვიხდეს მერე თავშისამტვრევი.


რეგისტრაციის პორტალი – ანუ, ბოდიში, ბოდიში, ბოდიში და მადლობა და უკაცრავად, დაგვჰაკეს


ელექტრონული სისტემების ადაპტირებაზე კორონავირუსის ვაქცინაციის სპეციფიკურ მოთხოვნებთან, პასუხისმეგებლია დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრია პასუხისმგებელი მარაგების მართვის ონლაინ ელექტრონული მოდულის ადაპტირებაზეც.

როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ მასიური ვაქცინაცია ჯერ კიდევ არ დაწყებულა, რეგისტრაციის საიტმა ოთხჯერ „გაჭედა“, პირველად ბოდიში გვითხრეს, მეორედაც ბოდიში გვითხრეს, მესამედ გვითხრეს, ბოდიში და მადლობა, მეოთხედ გვითხრეს, მასიური კიბერშეტევის მსხვერპლნი ვართო. სულ ჩვენ როგორც ვართ მსხვერპლნი და საცოდავნი? ყველა ჰაკერი ჩვენზე უკეთესი როგორაა? რა სიმბოლურია, მასიური ვაქცინაციის დაწყება მასიურმა კიბერშეტევამ შეაჩერა. ახლა ისიც გაურკვეველია, ვის დაბრალდება კიბერშეტევა, ჩინური ვაქცინის ჩაგდებას, რუსეთს ვერ დააბრალებ, ამერიკას საერთოდ ვერაფერს ვერ დააბრალებ…

საინტერესოა, რა თანხა დაჯდა რეგისტრაციის საიტის გამართვა? ადეკვატური თანხაა გადახდილი, რათა გამართულად მუშაობის პრეტენზია გვქონდეს? – სამწუხაროდ, ესეც უცნობია, ისევე როგორც არავინ ამბობს, რა თანხით დააფინანსა აზიის ეროვნულმა ბანკმა ვაქცინაციის გეგმის შექმნა. ჩვენ რომ ჩვენი ბიუჯეტიდან 2 კაპიკიანი დახმარება ვითხოვეთ პანდემიის დროს – პანდემიაა ყველას უჭირს, როგორ არ გრცხვენიათო და ვაქცინაციის გეგმის დაწერა საკუთარი ქვეყნისთვის, აზიიის განვითარების ფონდს როგორ დააფინანსებინეთ, არ შეგრცხვათ?



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/alias-eqskluzivi-da-aghiareba-7-thvis-dagvianebith-didi-tqhuilis-chavardnis-realuri-mizezebi/


„ყველა დაღუპული მემორიალზე უნდა იყოს, რათა პატივი მივაგოთ და არ დაგვავიწყდეს…“

05/01/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში უნდა გაკეთდეს მემორიალი, რომელზეც ყველა გარდაცვლილის სახელი იქნება გამოსახული.


„ამას რომ წაიკითხავ მერე რომ გაიაზრებ …. სამამულო ომის შემდეგ ყველა დასახლებულ პუნქტში გმირულად დაღუპულების მემორიალები აიგო, სადაც შეგვეძლო, პატივი გვეცა ბრძოლაში დაღუპული გმირებისთვის…..


დღეს ზუსტად იგივე ხდება. მე-3 სამამულო ომია და ყველა დაღუპული ზუსტად ამ მემორიალზე უნდა იყოს, რათა პატივი მივაგოთ და რაც მთავარია არ დაგვავიწყდეს …


14 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა და ეს ციფრი იზრდება, იზრდება, იზრდება….. ვისი ბრალია?!


ყველას ბრალია“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/qhvela-daghupuli-memorialze-unda-iqhos-ratha-pativi-mivagoth-da-ar-dagvavitsqhdes/


“დედაჩემი მივიდა მეორე დოზა “ფაიზერზე” და უკან გამოაბრუნეს, 5 უნდა შეგროვდეთ წამალი რომ გავხსნათო..”

23/01/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე მიმოწერას აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო “ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზა ქალს არ გაუკეთეს და უკან გამოაბრუნეს.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/dedachemi-mivida-meore-doza-phaizerze-da-ukan-gamoabrunes-5-unda-shegrovdeth-tsamali-rom-gavkhsnatho/


„მოსახლეობის 15%-მდე შრომის უნარს დაკარგავს პოსტ-კოვიდური გართულებების გამო!“ – ფხაკაძის საგანგაშო

24/01/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტკოვიდური ტალღის შესახებ წერს.


„საქართველოში პოსტკოვიდური ტალღა უკვე დაიწყო. სავარაუდოდ, საქართველოში კოვიდინფიცირებულების 60%-ს პოსტკოვიდური პრობლემები ექნება. სავარაუდოდ, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 15%-მდე შრომისუნარიანობას დაკარგავს პოსტკოვიდური გართულებების გამო.


„პოსტკოვიდური სინდრომის“ ანუ „გრძელი კოვიდის“ ტალღა უკვე ურტყამს არაერთ ეკონომიკას, სადაც ინფიცირების დონე მაღალი იყო. სავარაუდოდ, 1890 წლის „რუსული გრიპის“ დროს და 1918 წლის „ესპანური გრიპის“ დროს იყოს ეს „პოსტგრიპული“ ტალღა. არსებული ისტორიული წყაროებიდან საუკეთესო მაგალითია ტანზანიაში ესპანური გრიპის შემდეგ შიმშილი, ვინაიდან გლეხებს არ შეეძლოთ მოსავლის მოყვანა.


შვეიცარიაში შარშან ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქვეყანაში პოსტკოვიდი კოვიდგადატანილების 53% აქვს და, ზოგადად, მსოფლიოს მონაცემებით კი 60%-მდეა.


ბრიტანეთში ამჟამად მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა „პოსტკოვიდი“ და ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ 19% ფიზიკურად ვეღარ მუშაობენ ჯანმრთელობის გაუარესების გამო“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/mosakhleobis-15-mde-shromis-unars-dakargavs-post-koviduri-garthulebebis-gamo-phkhakadzis-sagangasho-prognozi/


“ვერ ვხვდები ამ ადამიანების ქოთქოთის არსს…”-ფოფხაძე

19/01/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


“დღის კომენტარი:


“ვერ ვხვდები ამ ადამიანების ქოთქოთის არსს…


რაც აქამდე მინახავს ამ გვერდზე, ყველაფერს ყოველთვის მოჰყვება სტატია, სამეცნიერო ნაშრომი, უამრავი კვლევა.


დადგებიან და ილანძღებიან.


ანუ კვლევებს არ ენდობიან და კონკრეტულ ადამიანს ლანძღავენ.


იმდენად ვართ მიჩვეულები სირაქლემას პოზიციას, ვარდისფერ სათვალეს, გვავიწყდება ილიას სიტყვები “მოყვარეს პირში უძრახეო”…


სულ რომ თავზე გვემხობოდეს ყველაფერი კი არ მოგვწონს ის, ვინც გვეტყვის გემხობათ და რამე მოიმოქმედეთო.


იმას დავიწყებთ მადლობების გადახდას, ვინც გვეტყვის რააა საყვარლად გემხობათ, არაფერია საშიში, ნუ გეშინიათ, კი დაგემხობათ, მაგრამ არაუშავსო”, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ver-vkhvdebi-am-adamianebis-qothqothis-arss-phophkhadze/


“რა დაგიშავეთ, რატომ გვკლავთ?” – რას უყვებიან ინგოროყვას კლინიკის კოვიდ-პაციენტები “ალიას”

08/02/2022

თამო კეშელავა


„ალია”-ს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკიდან რამდენიმე პაციენტი დაგვიკავშირდა, ისინი იქ კოვიდ19-ს მკურნალობენ, მაგრამ პარალელურად დიაბეტი აქვთ. თვლიან, რომ არ ხდება დიაბეტის გათვალისწინება კორონავირუსის მკურნალობისას. რასაკვირველია, „ალია” დაუკავშირდა კლინიკას, რომელმაც გვიპასუხა, რომ – არ გვიპასუხებს.


მაშინ, როცა ქვეყანაში 150 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა კორონავირუსის და გვაქვს რეინფიცირების შემთხვევები, როცა, სამწუხაროდ, 2021 წელს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ჩავარდა, როცა გვეუბნებიან, რომ ომიკრონი მსუბუქი შტამია შედარებით, თუმცა, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში მაინც შეიძლება იწვევდეს გართულებას და დიაბეტი, ერთ-ერთ მთავარ ასეთ დაავადებად ითვლება, რომლის დროსაც, კორონავირუსმა შესაძლოა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულოს, ან ფატალურ შედეგამდეც კი მიიყვანოს, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტებს აქვთ ეჭვი, რომ არ ხდება მათი მკურნალობისას, დიაბეტით ავადობით გათვალისწინება და კლინიკა კი გვპასუხობს, რომ არ გვიპასუხებს.


იღებს, თუ არა სახელმწიფო პასუხისმგებლობას ადეკვატურ მკურნალობაზე, როცა რომელიმე კლინიკაში გადაყავთ ავადმყოფი კორონავირუსის დიაგნოზით? – წესით, კი. რეალურად კი – კლინიკა თვლის, რომ მედიას იმაზეც კი არ უნდა უპასუხოს, რამდენად სწორად იკვებებიან კოვიდინფიცირებული, დიაბეტით დაავადებული პაციენტები.


“ალიას” რამდენიმე პაციენტმა მოგვმართა ინგოროყვას კლინიკიდან და ამ ერთ მასალაში ყველას ისტორიას ვერ გიამბობთ, დღეს შემოგთავაზებთ ერთ ისტორიას. ზუსტად ისე, როგორც გვიყვებიან, გიამბობთ, რას გვპასუხობს კლინიკა და ასევე შემოგთავაზებთ, პროფესიონალთა აზრს – როგორ უნდა იკვევებოდნენ დიაბეტით დაავადებული ადამიანები, განსაკუთრებით კორონავირუსის დროს. დანარჩენ ისტორიებს შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ.

კორონავირუსი და დიაბეტი

კორონავირუსი არა მხოლოდ რისკს უქმნის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს, არამედ, ის სრულიად ჯანმრთელ ადამიანებში, შესაძლოა, დიაბეტის გამოწვევის მიზეზიც გახდეს, – ამის შესახებ მსოფლიოს რამდენიმე მეცნიერის წერილშია აღნიშნული და კვლევებზე დამყარებული.



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე – “კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს შესაძლოა 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი.”


ინფექციონისტი, ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი: “ომიკრონი” არ იწვევს ჰოსპიტალიზაციას და არ იწვევს ადამიანების სიკვდილს. ეს არის ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა რისკის ადამიანი, განსაკუთრებით ასაკობრივი რისკი, დიაბეტი, ჭარბი წონა, გულ-სისლხძარღვთა სისტემის დაავადება, თირკმლის პათოლოგია, მიმდინარე ონკოლოგიური პათოლოგია, ეს ადამიანები რჩებიან მაღალი რისკის პაციენტებად.”


ენდოკრინოლოგი ლალი ტიგიშვილი: “პაციენტმა უნდა დაიცვას კვების რეჟიმი და მუდმივ კონტაქტზე იყოს არა მხოლოდ ოჯახის ექიმთან, არამედ ენდოკრინოლოგთანაც. თუ ეს პირობები იქნება დაცული, ნაკლები შანსია ინფიცირების შემთხვევაში პაციენტს კოვიდი გაურთულდეს. რაციონში უხვად უნდა იყოს ჩართული ბოსტნეული.


ეს ეხება ნებისმიერ ბოსტნეულს, გარდა ჭარხლის, სტაფილოსი და გოგრისა, რომლებშიც ნახშირწყალი უფრო მეტია. შეგვიძლია ასევე ჩავთვალოთ, რომ კარტოფილი იგივე პურია და ვეცადოთ მისი რაოდენობის შემცირებას. ასევე პურად შეგვიძლია ჩავთვალოთ წიწიბურა, რომლის 3-4 კოვზი უდრის ერთ ნაჭერ პურს, ასე რომ ერთი თეფში წიწიბურას ჭამა იგივეა, რაც სამი ნაჭერი პურის. უნდა შემცირდეს თვითონ პურის მოხმარებაც. პაციენტს შეუძლია მიიღოს თევზი და ხორცი, მხოლოდ არა შებოლილ ან ნახევარფაბრიკატის მდგომარეობაში.


ხანდახან პაციენტი არღვევს დიეტას, თუმცა თუ ეს მოხდა, მან უნდა გაზარდოს ფიზიკური დატვირთვა.“


ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი – ნესტან ბოსტოღანაშვილი: „გაორმაგდეს და გასამმაგდეს ყურადღება – რას მიირთმევს პაციენტი და რა დოზებითაა პრეპარატი დანიშნული. უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს კვებას. ამ დროს კარგია ფიზიკური აქტივობა – თუ მსუბუქად მიმდინარეობს ვირუსი, 15-20 წუთი გამოყონ და გამამხნევებელი ვარჯიშები აკეთონ ექიმი-ენდოკრინოლოგის დაკვირვების ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში, გაზარდონ მედიკამენტების დოზები და ყველაზე მთავარი – მაქსიმალურად მშვიდად შეხედონ თავიანთ დაავადებას, რადგან ნერვული სტრესი კოვიდის მიმდინარეობას ერთიორად ამძიმებს.“


რას უყვება “ალია”-ს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი


„წლებია მაქვს დიაბეტი, ვარ ინსულინდამოკიდებული. დამემართა კოვიდი და უკვე მეშვიდე დღეა ვწევარ ინგოროყვას კლინიკაში. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ საქმე ჩემში არაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრებსაც კორონავირუსი აქვთ და ჩემ საახლობლოში, ლამის ყველას ან ინფექცია აქვს, ან კარანტინშია, ჩემი ახლობლები ახერხებენ საკვები მომაწოდონ.


არიან პაციენტები, რომლებსაც არ არიან ადგილობრივები, ან ვერ ახერხებენ მათი ახლობლები კლინიკაში მოსვლას, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან არის ახლა ინფექცია გავრცელებული. ვისთანაც ახერხებენ საკვების შემოწოდებას, ისინი იმათ ვუყოფთ, ვისაც ვერ აწოდებენ, ან არავინ ჰყავთ შემომწოდებელი თბილისში.


არადა, სახელმწიფო, როგორც ვიცი, მთლიანად ფარავს კოვიდგანყოფილების ხარჯებს და ტელევიზორს რომ ვუყურებ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სწორი კვებაა კოვიდის დროს, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების პაციენტებშიო და მხოლოდ სახლშია სწორი კვება აუცილებელი და კლინიკაში – არა? კლინიკაში ხომ იმიტომ ვარ, რომ უფრო მძიმე ფორმით მაქვს კოვიდი, ვიდრე იმათ, ვინც სახლშია?


რა ლოგიკაა, სახლში მყოფებს რომ არიგებენ, სწორად და კარგად იკვებეთო და კლინიკაში მოსულს კი – სხვა მდგომარეობა გვხვდება? პაციენტის ახლობლებს და ოჯახს ეუბნებიან, რომ კლინიკის მომსახურებაში შედის კვება – ამას სჯობს, საერთოდ არ იყოს კვება და გვეცოდინება მაინც, რომ სახლიდან უნდა წამოვიღოთ.


სხვათა შორის, როგორც გავიგე, იგივე საკვები მიდის იმ განყოფილებაშიც, სადაც კორონავირუსით დაავადებულები არ არიან მოთავსებულნი, ანუ, იმ განყოფილებებშიც, სადაც პაციენტები საკუთარი ჯიბიდან იხდიან კვების ფულს, ან საყოველთაო ჯანდაცვა უფინანსებს. დავიწყებ იმით, რომ პირველი კვება, საუზმე მოდის 11 საათისთვის.

მხოლოდ დიაბეტიანმა პაციენტებმა იციან, რას ნიშნავს, როცა 11 საათამდე არ შეჭამ. შეიძლება კომაშიც აღმოვჩნდე. 8-9 საათზე მე უკვე ვსაუზმობ, ვიმოწმებ შაქარს, რათა მივხვდე, ინსულინის რა დოზა უნდა მივიღო.

შემდეგ სადილი 14-16 საათის ფარგლებში მოდის, როდის როგორ. დღეს, კვირას, მაგალითად, 16 საათმდე არ მოუტანიათ, შაბათს, ცოტა ადრე მოგვიტანეს. შემდეგ კი, საღამოს, ან 20 საათზე, ან 21 საათზე და ან 22 საათზე მოაქვთ ვახშამი. ჩვენ, დიაბეტით დაავადებულებმა მინიმუმ 4 ჯერ მაინც უნდა ვიკვებოთ, კვებას და კვებას შორის დროის ხანგრძლოვობა ამდენი საათი არ უნდა იყოს. ულუფები მოდის ძალიან მცირე, მაგალითად, დღეს, კვირას დილით მოიტანეს რაღაც, რომელიც ალბათ, ჩაფიქრებული იყო, როგორც ვერმიშელის ფაფა, იყო წყალწყალა და იყო 200 გრამიან კონტეინერში.


„საუზმესთან” ერთად პურიც მოაქვთ ხოლმე 2 ნაჭერი, ამჯერად პური არ მოუტანიათ. ჩათვალეს, რომ 200 გრ. ფაფის მსგავსი რაღაც საკმარისია საუზმედ. ძალიან მალე მოშივდათ პაციენტებს და მესმოდა, რამდენიმემ როგორ იკითხა, სადილს როდის მოიტანენო, უპასუხეს, ჯერ დიაბეტიან პაციენტებს მივაწვდით და მერე თქვენც მოგიტანთო. ანუ, იციან, რა საფრთხის შემცველია კვებას და კვებას შორის დიდი შუალედი დიაბეტის დროს, ხო?

რომ შემომიყვანეს კლინიკაში და საკვები ვნახე რა იყო, გულს შემომეყარა, იმ ადამიანებზე დარდით, ვისაც ვერ უგზავნიან გარედან. მალევე თქვეს, კომპანია შეიცვალა, ახალი კომპანია მოგვამარაგებს საკვებითო, გაგვიხარდა და… მხოლოდ კომპანია შეიცვალა, მეტი არაფერი.

მაგალითად, ამას წინათ, დილით მოგვიტანეს ბრინჯის ფაფად წოდებული რაღაც, პატარა კონტეინერით, 2 ნაჭერი პური და ჩაის ფერი (დიაბეტი ვისაც არ აქვს, იმას შაქარსაც აწვდიან ჩაის ფერთან ერთად). შემდეგ იყო სუპი, ერთი ცალი კოტლეტი, რომელიც იმდენად მარილიანი იყო, რომ მე ვერ ვჭამე და არც გვეჭმევა დიაბეტით დაავადებულებს ასეთი მარილიანი და სალათა კომბოსტოს და სტაფილოს, ვისაც დიაბეტი არა აქვს, იმათ, ჭარხლის სალათა. საღამოს კი, 22 საათზე მოგვიტანეს 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 2 ნაჭერი პური და ჩაის ფერი.


მე მაგალითად ვერ ვჭამე ის კვერცხიც კი, ვფიქრობ, რომ ძველი იყო, თუმცა, არ ჩამიტარებია ანალიზი, გადავაგდე და ახლა ვერ დავამტკიცებ, რასაკვირველია, ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა. რამდენად შეიძლება საღამოს, 22 საათზე, ძილის წინ მიუტანე პაციენტს კვერცხი? – ამას, დაე ექიმებმა უპასუხონ. ყველაზე ხშირად წიწიბურა მოგვიტანეს – ექიმებმა თქვან, რამდენად შეიძლება 7 დღეში 4-ჯერ მომიტანო წიწიბურა, შემთხვევით, წიწიბურა იგივე პურს ხომ არ ნიშნავს, ჩვენთვის, დიაბეტით დაავადებულებისთვის?

7 დღეა აქ ვარ და არც ერთხელ, თვალით არ მინახავს ენდოკრინოლოგი – არ გვჭირდება, როგორც ჩანს, მსუბუქად გადაგვაქვს დიაბეტით დაავადებულებს, როგორც ჩანს, კორონავირუსი და არც კოვიდის გადატანის მერე გვაქვს პრობლემები, ამიტომ, არც ფიზიკური აქტივობა გვჭირდება ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, არც სპეციალური კვება და არაფერი. საერთოდ, დიაბეტით დაავდებული ადამიანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ჭამს და რას არ ჭამს – მაგალითად, ხილი, არც ერთხელ არ მოუწოდებით, არც ერთხელ ყოფილა რაციონში მოხარშული ხორცი, თუნდაც ძალიან მცირე ულუფით.


7 დღეა აქა ვარ და ერთხელ მოგვაწოდეს ერთი ნაჭერი ყველი, დღეს მეორედ – ორი, უთხელესი ნაჭერი ყველი და ასევე ერთხელ მოგვიტანეს მაწონი, 2 კოვზი იქნებოდა ეს მაწონი სულ, ალბათ, ეგაც ძალიან ძვირი ღირს. არადა, რძის პროდუქტი, ხილი, ხორცი, აუცილებელია ჩვენთვის.

მე არ ვიგონებ ამ რაციონს, ექიმების დაწერილია და თუ სიცოცხლე გვინდა, უნდა დავიცვათ კვების რეჟიმი, ჩემმა ენდოკრინოლოგმა რომ გაიგოს, კლინიკაში რას და როგორ მაჭმევენ, იმ თეთრი ხალათიდან ამოხტება – ზუსტად ვიცი. ვცდილობ რძის პროდუქტები – ხაჭო, მაწონი – რაც ჩემ ახლობლებს მოაქვთ, ყველა პაციენტს გავუყო, მაგრამ რამდენს გავწვდები?

მე დიდი ხანია ვებრძვი დიაბეტს და ვცდილობ, სიცოცხლის კიდევ ერთი დღე მოვიპოვო, ყოველდღიურად ვადგენ რაციონს, ვიმოწმებ შაქარს, ვუყურებ საათს კვებას და კვებას შორის, ვადგენ ინსულინის დოზას, რომ კომაში არ აღმოვჩნდე, მე რომ გარედან არ მაწოდებდნენ საკვებს, დიდი ალბათობით, უკვე კომაში ვიქნებოდი, დილის 11 საათამდე რომ არ ვიკვებო, ხომ დამივარდა შაქარი და წავიქეცი – ამდენი წელია თავისთვის მომივლია, არ შემიწუხებიხარ, მიცოცხლია, გადასახადები გადამიხდია, რატომ მკლავ?

კოვიდზე მკურნალობ სახელმწიფო, მეუბნები, რომ ფარავ ჩემი მკურნალოის ხარჯს – უჭმელობით რატომ მკლავ, რა დაგიშავე? მე არ ვიცი, რა თანხას იხდის სახელმწიფო მკურნალობაში ან კვებაში, არც ის ვიცი, ვინ ადგენს ამ რაციონს, მე ის ვიცი, რომ 200 გრამიანი წყალწყალა ფაფით, ჯანმრთელ ადამიანს უჭირს თავის გატანა. მერე იტყვიან, რა ვქნათ, დაიღუპა, კომაში ჩავარდა, დიაბეტი ქონდაო – ხოდა, გეუბნებით, მე რომ გარედან არ შემომქონდეს საჭმელი – მეც აღმოვჩნდებოდი კომაში და მეც ვიქნებოდი იმ სტატისტიკაში.


და ბოლოს, გავიმეორებ – ეს არაა მხოლოდ ჩემი პრობლემა, დიაბეტით დაავადებული პაციენტები კოვიდგანყოფილებებშიც ბლომადაა და არაკოვიდ განყოფილებებშიც და კარგი, მე მაწოდებენ საკვებს, კარგი, მე გავალ აქედან ადრე თუ გვიან, მაგრამ დანარჩენები? რა ეშველებათ? კიდევ ერთი დეტალია, რომელიც ერთი შეხედვით, ყველას უმნიშვნელოდ ეჩვენება, რადგან, საქართველოში, რატომღაც, უმეტესად თვლიან, რომ თუ ერთი აბი წამალი მოგაწოდეს, ყველაფერი სხვა უნდა მოითმინო, რა გახდა საავადმყოფოებში წყლის ონკანის არსებობა?


პაციენტები იძულებულნი ვართ, საპირფარეშოდან ავიღოთ სასმელი წყალი. არ არიან დარწმუნებულნი, რომ იდეალურია სასმელად საპირფარეშოში აღებული წყალი სასმელად, მაგრამ რას ვიზამთ, როცა სხვა გზა არაა? ჩვენ უკვე მოგვცეს ერთი აბი (გადასხმა, თუ ნემსი), წამალი და სხვა დანარჩენი მოგვკლავს, თუ მოგვარჩენს, ეგ აღარავის აინტერესებს.


სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდინფიცირებული ხარ, ვირუსის დამატებითი ნაწილაკების მიღება, სულაც არ არის მისასალმებელი და პირიქით, ამძიმებს მდგომარეობას, როგორც ექიმები ყვებიან და იმავე ექიმებისგან ვიცი ისიც, რომ კვლევებისას (კოვიდინფიცირებულთა სახლები და კლინიკები გამოიკვლიეს უცხოეთში) და საპირფარეშოში ყველაზე ვირუსის ყველაზე მეტი ცოცხალი ნაწილაკი იქნა ნაპოვნი. იქნებ ახლა მაინც მოიფიქროთ, ამ პანდემიის დროს, რომ ცალკეც შეიძლება ონკანის დამონტაჟება სასმელი წყლის ასაღებად.“

კლინიკის პასუხი “ალიას” და პაციენტებს, რომლებმაც “ალიას” მომართეს

ინგოროყვას კლინიკის წარმომადგენელს სულ დაწვრილებით ავუხსენით პაციენტთა ჩივილი, პირდაპირი ტექსტით გადავეცით, რომ პაციენტები თვლიან, რომ არასწორად იკვებებიან და ამის გამო, შესაძლოა, დაუმძიმდეთ მდგომარეობა ან ჩავარდნენ კომაში. კლინიკამ გვიპასუხა, რომ კერძო კომპანიასთან აქვთ ხელშეკრულებ და მათ შემოაქვთ კვება კლინიკაში და მოგვწერეს ამ კომპანიასთან საკონტაქტო ნომერი. გვითხრეს, რომ გვიპასუხებდა თაკო.


გაუგებარი იყო, რა შუაშია კომპანია, რადგან, მასთან ხელშეკრულება სწორედ კლინიკას აქვს დადებული, ისაა დამკვეთი და წესით, რაციონსაც ის უნდა უკვეთავდეს, საკვების მოცულობასაც, კვების რაოდენობასა და კვებას და კვებას შორის დროის ხანგრძლივობასაც კლინიკა უნდა აკონტროლებდეს, წესით, მაგრამ, რას გაიგებ, იქნებ, ეს კერძო კომპანია თავად იღებს გადაწყვეტილებას რომელ პაციენტს როგორ, რამდენი და როდის აჭამოს?


დავრეკეთ ნომერზე, რომელიც კლინიკამ მოგვცა, მართლაც გვიპასუხა თაკომ. ვუთხარი, რომ ვარ ჟურნალისტი და ისიც ვუთხარი, რომ ინგოროყვას კლინიკიდან მომცეს მისი ტელეფონის ნომერი. ვკითხე, თუ შეეძლო საუბარი და ცუდ დროს ხომ არ დავურეკე – მცალიაო.


პირველი კითხვა იყო, რა ქვია იმ კომპანიას, რომელსაც წარმოადგენს, რა ქვია კომპანიას, რომელსაც საკვები შეაქვს ინგოროყვას კლინიკაში. ვერ გეტყვითო. ჯერ თქვენ მითხარით, რა კითხვა გაქვთ ჩვენთან და მერე გადავწყვეტ, გითხრათ, თუ არა, რა ქვია ჩვენ კომპანიასო. არ გეჩვენებათ, მართლა ასე მიპასუხა თაკომ.


ვუთხარი, რომ ძალიან უცნაური იყო, კომპანიის სახელის ართქმა და წესით, იმასთან, რა კითხვა მაქვს, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს კომპანიის სახელწოდებას, მით უფრო, რომ მას კი მართალია ხელშეკრულება კლინიკასთან აქვს დადებული, მაგრამ ამ კლინიკაში კოვიდგანყოფილების პაციენტების მოვლის საფასურს სახელმწიფო იხდის, ასე ამბობს, თავად სახელმწიფო, ყოველ შემთხვევაში.


მაინც არ შეიცვალა აზრი თაკომ, არაო, ვერ გეტყვი კომპანიის სახელსო, ჯერ შენ მითხარი რა კითხვა გაქვსო. მივხვდი, რომ ან ბაღის დროინდელი თამაში უნდა გამეხსენებია და მეთქვა, რომ პირველმა მე დავუსვი კითხვა, ან, გადავსულიყავი შემდეგ კითხვაზე.


ვკითხე საკვებზე. ვერ გავიგეო, თქვენ ხომ ჟურნალი ხართ და ჟურნალს ეგ რაში აინტერესებსო. ავუხსენი განსხვავება ჟურნალსა და გაზეთს შორის, მაინც ვერ გავიგეო, გაზეთს რაში აინტერესებს ვინ როგორ იკვებება კლინიკაშიო, ველაპარაკე საზოგადოებაზე და მედიაზე, ვუთხარი, რომ ადამიანების პრობლემები მედიასთან პირდაპირ კავშირშია…


არ ვიცი, გაიგო, თუ არა, მაგრამ კვების საკითხი ჩვენ რაში გვეხება, ინგოროყვას კლინიკამ გიპასუხოთო. გავახსენე, რომ ინგოროყვას კლინიკიდან მომცეს მისი ტელეფონის ნომერი – მეო, ასე რომ მირეკავ შაბათს, აბა, მცალიაო? მკითხეო? – ხომ გკითხეთ თავშივე-თქო? – 2 წუთით სასაუბროდ მეცალა, მაგრამ ასე დეტალურად საუბრისთვის მცალიაო? – როდისთვის შეძლებთ, რომ გაეცნოთ და დეტალურად მოგვაწოდოთ ინფორმაცია-თქო და გამითიშა, თუ სწორად გავიგონე (ჩემთან ერთად, ორ ხმაში ლაპარაკობდა), გათიშვამდე კიდევ იმას იძახდა, არ მცალიაო.


ვიცი, თაკოს უფროსი ამ წერილს წაიკითხავს და რომ იცოდეთ, ასეთი მოუცლელი თანამშრომლები გყავთ. იმედია, კომპანიას “თაკო-თაკო” არ ქვია და თავად თაკო არ არის უფროსი.


კომპანიაზე მეტ ინფორმაციას, უახლოეს მომავალში მოგაწვდით. ახლა კი დავუბრუნდეთ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელმაც თავად გადამამისამართა თაკოსთან. მივწერე რა „პასუხიც” გამცა თაკომ.


ინგოროყვას კლინიკის ოფიციალური პოზიცია ასეთია:

“პაციენტებმა მოგვმართონ ადმინისტრაციას, რომ მოხდეს საკითხის გარკვევა. მობრძანდნენ, ან მოგვმართონ. ჩვენ უნდა მოგვმართონ, რომ შევძლოთ გარკვევა.”

სად უნდა მიბრძანდნენ, ისედაც მათ კლინიკაში არიან, პალატებში… ვკითხე, აქვს, თუ არა პაციენტს უფლება, მიმართოს დახმარებისთვის მედიას? – ამ კითხვაზე პასუხი არ მიმიღია. ვკითხე, აქვს, თუ არა პაციენტს უფლება, ანონიმურობის დაცვით მოითხოვოს საკითხის გარკვევა, თუნდაც იმიტომ, რომ ისევ იგივე კლინიკის პაციენტია – არც ამ კითხვაზე მიმიღია პასუხი. ვკითხე, ცნობენ, თუ არა საქართველოს კანონმდებლობას – არც ამაზე მიმიღია პასუხი.

ეს ხომ არ არის პირადი მონაცემი, ეს ხომ არ ეხება ერთი პაციენტის კვებას – კითხვა იყო, რამდენად მიზანშეწონილია დიაბეტით დაავადებული პაციენტის კვება ამ ინტერვალებით, ამ რაციონით და ამ პორციებით. რად უნდა ამას პაციენტის მიმართვა და სახელი და გვარი?

როგორ არავის სცალია ამ ქვეყანაში პაციენტის კითხვაზე პასუხის გასაცემად. როდის და ვინ დაასკვნა, რომ პაციენტის ინტერვიუს საფუძველზე, ჟურნალისტს არ აქვს კითხვის დასმის უფლება, კოვიდგანყოფილებაში კვებასთან დაკავშირებით? ან, თუნდაც არ მოგვმართოს პაციენტმა, როდის და ვინ დაასკვნა, რომ გასაიდუმლოებული უნდა იყოს, რა ჯდება თითო პაციენტის გამოკვება და რა საკვებს აწვდიან იმ თანხაში, როდის, როგორ და რა ულუფებით?


ვფიქრობ, თვლიან, რომ მაინც არავის ექნება რეაგირება და ამიტომ, რატომღა იწვალონ და რაღატომ გამცენ პასუხი, გაჩუმდებიან და ყველას დაავიწყდება – დიახ, ასეთი განცდა დამრჩა, სამწუხაროდ. თუ სახელმწიფო არ მოიკითხავს, იმ განყოფილებაში, რომელსაც თავად აფინანსებს, როგორ მიდის მკურნალობა და პაციენტის მოვლა – ჟურნალისტს და პაციენტს ვინ ეკითხება? თუ არავინ აკონტროლებს და არავინ სთხოვს პასუხს, გიჟია თავი იმართლოს?


მაინც, ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ეს პასუხი ინგოროყვას კლინიკის რომელიმე ერთი ხელმძღვანელი პირის პირადი აზრი იყო, დაფიქრდებოდნენ და მიხვდებოდნენ, პასუხის აბსურდულობას, ამიტომ, შაბათ საღამოს კლინიკის წარმომადგენელს ისიც დავუკონკრეტე, რომ თუ პასუხის გაცემას მოისურვებდნენ, მათ პასუხს უცვლელად გავუშვებდი. არ დამკავშირებიან, როგორც ჩან არ მოისურვეს.

გავიგე, რომ თაკოს და ინგოროყვას კლინიკას არ სურს პასუხის გაცემა, მაგრამ მაინტერესებს, ვინმეს სურს ქვეყანაში ამ პაციენტებს პასუხი გასცეს?

ვინმეს, საკოორდინაციო საბჭოდან, იმ ჩინოვნიკებს და ექიმებს, რომლებიც მუდმივად აფრთხილებენ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს და მუდმივად ასწავლიან ეკრანიდან, რა და როგორ გააკეთონ – ამჯერად, კლინიკაში მყოფი პაციენტებისთვის პასუხის გაცემის დრო და სურვილი აქვს?


ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს – გაქვთ დრო და სურვილი, ამ პაციენტებს პასუხი გასცერთ? ჯანდაცვის მინისტრს? და პრემიერო, თქვენ? გაქვთ დრო და სურვილი ამ პაციენტებს პასუხი გასცეთ?


ისე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ამბობდა, რომ ზოგ კლინიკაში გარდაცვალების მაღალი პროცენტული მაჩვენებლია ბევრად და ზოგან ნაკლები და ზოგ კლინიკაში გარდაცვლილთა რაღაც ნაწილი კოვიდის გამო არ გარდაცვლილაო – დაიკითხა? თუ სიმართლეს ამბობს, სად არის იმ კლინიკების სია, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი სამჯერ მაღალია, ვიდრე სხვა კლინიკებში? და თუ ტყუილს ამბობს, მაშინ, როგორია სიმართლე, ის გვითხარით.

გაასაჯაროეთ სტატისტიკა, გარდაცვლილთაგან რამდენი იყო დიაბეტით დაავადებული, ინფიცირებიდან მერამდენე დღეს მოათავსეთ კლინიკაში, ან კოვიდ სასტუმროში და გადაყვანიდან რამდენ ხანში დამძიმდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რატომ დამძიმდა და კლინიკაში შეყვანიდან რამდენი დღის შემდეგ დადგა ფატალური შედეგი.

და მაინც, ჩვენ, “ალიამ” მაინც ვიპოვნეთ ის, ვისაც სურს ამ პაციენტების ჩივილებს პასუხი გასცეს, ვისაც დროც აღმოაჩნდა პასუხის გასაცემად, თან მყისირეად.

“ალიამ” მიწერა “დიაბეტის საინფორმაციო ცენტრს”, მოვუყევით მათ წვრილად პაციენტების ჩივილზე და კვებას და კვებას შორის შუალედზე, მცირე ულუფებზე და ნორმალურია, თუ არა, ვახშმად – კვერცხი.

გვიპასუხეს: „დიდი შუალედია, 4 საათიანი რეჟიმი უნდა იყოს. კვერცხის ვახშმად მიწოდება ნორმალური არაა, უმჯობესია დღის პირველ ნახევარში. კვება ძალიან მნიშვნელოვანია, კვებით ხდება შაქრის დონის კონტროლიც, მითუმეტეს თუ პაციენტს ფიზიკური აქტივობა არ აქვს და თუ ინსულინს იღებს მაშინ ხომ განსაკუთრებულად.”

მადლობა “დიაბეტის საინფორმაციო ცენტრს” პასუხისთვის და დაველოდებით, რომელ ოფიციალურ უწყებას ექნება პასუხის გაცემის დრო და სურვილი.

მოქალაქეებმა, რომლებიც თვლით, რომ არაადეკვატურია მკურნალობა ან მოვლა, მოქალაქეები, რომლებიც თავს სახელმწიფოსგან მიტოვებულად, მოტყუებულად გრძნობთ პანდემიის დროს – მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ ნომერზე – 555 46 08 04


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ra-dagishaveth-ratom-gvklavth-ras-uqhvebian-ingoroqhvas-klinikis-kovid-patsientebi-alias/



რატომ ინფიცირდებიან და კვდებიან ექიმები? – “ეს ღორობაა” – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება

15/12/2020

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, სკანდალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს


“საზღვარი აქვს ყველაფერს! როცა გავიგე ჩვენი ექიმების გარდაცვალებაზე… ერთიო ადამიანის სიცოცხლე არის მსოფლიოს დაკარგვა, მაგრამ როცა ვსაუბრობთ ექიმის გარდაცვალებაზე, ვგულისმხობთ იმასაც, რომ ამ ექიმს შეიძლებოდა გადაერჩინა ასობით ადამიანის სიცოცხლე..


განა ექიმი განსხვავებულია, ისიც ადამიანია, მაგრამ მას შეიძლებოდა გადაერჩინა ასობით და ათასობით სიცოცხლე და როცა მას ვკარგავთ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სხვა ადამინიც, ვისთანაც უნდა მისულიყო და დახმარებოდა, კარგავს სიცოცხლეს.


ახლა ძალიან ბევრს ვაწყენინებ, მაგრამ უნდა ვთქვა… ფულის შოვნა გასაგებია, მაგრამ ამას უკვე ფულის შოვნა კი არა, ღორობა ჰქვია:


ჯერ დოლბანდიდან ფულის შოვნა დაიწყეს… ქვეყნიდან რომ ჩვენი პირბადეები ჩინეთში წაიღეს… ოდესმე ხომ დალაგდება ეს ქვეყანა და ხომ ნახავენ რაც მოხდა, გამოაცარიელეს ქვეყანა და პირბადის გარეშე დატოვეს, ეპიდემია იწყებოდა და იმის მაგიერ, რომ შეგვენახა, გაყიდეს პირბადეები… ვიღაცამ მაგარი ფული გააკეთა – გავიდა ცხრა თვე, ამაზე ვინმე ამბობს რამეს? გინდ პოზიციამ და ოპოზიციამ, ამაზე რამე თქვა?


მთავრობის დადგენილების მიხედვით, ოღონდ პირბადეები გაიკეთოს ხალხმა და შესაძლებელია, როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პირბადეების ხმარება! მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდით ამ ვირუსზე, გავიდა დრო და ახლა უკვე ვიცით და მე, გიორგი ფხაკაძე გეუბნებით, ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ არის ერთადერთი პირბადე – სამედიცინო პირბადე და არა საყოფაცხოვრებო,. ფილტრიანი და დოლჩე და გაბანა…


ევროკავშირში არის სკანდარტი, რომელიც გეუბნება, სამედიცინო პირბადეა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც აკმაყოფილებს EN14683 – ეს არის სამედიცინო პირბადე, სხვა სამედიცინო პირბადე არ არსებობს და ვინც მისცა უფლება, რომ საავადმყოფოებში იყოს შეტანილი სხვა პირბადე – ეს ხალხი არის დასაჭერი!!!


ამდენი მილიონიო, ფონდიო, ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებს სამედიცინო პირბადეს, ღირს 40-50 ათასი დოლარი, ჩამოიტანეთ ეს ლაბორატორია, დადეთ ლუგარში და ყველა პირბადე, რომელიც შემოდის ქვეყანაში, გადაამოწმეთ, არ არის ხარისხი? დააბრუნეთ უკან. არ მოიძებნა საქართველოში 50 ათასსი დოლარი ამის გასაკეთებლად? ადამიანი არის ავად, ყიდულობს ანტიბიოტიკს და იქ წამლის ნაცვლად რაღაც ფხვნილია, იგივეა, როცა პირბადე გიკეთია და გგონია, რომ დაცული ხარ, მაგრამ დაცული არა ხარ. ეს ძალიან, ძალიან საშიში!



კვლევებმა აჩვენა, რომ ერთადერთი პირბადე, რომელიც კოვიდთან კარგად მუშაობს, არის სამედიცინო პირბადე, არანაირი სხვა.


ყველა დაწესებულებაში უნდა იყოს მარტო სამედიცინო პირბადე. იმიტომ არიან ჩვენი ექიმები ინფიცირებულნი, მათ უკეთიათ არასწორი პირბადე, ჰგონიათ, რომ არიან დაცულნი, მაგრამ დაცულები არ არიან, იმიტომ რომ ყველა აკეთებს ფულს. არ შეიძლება ამდენი ფულის გაკეთება სამედიცინო სფეროში, კარტოფილში გააკეთე ფული…


ეკლესიაში როგორ შედიხართ, სანთელს როგორ ანთებთ? ვიცი, ამოგლიჯავთ ამ ფრაზას და დაატრიალებთ, მაგრამ რაც გინდათ, ის ქენით… ამ ადამიანებს, აბა, როგორ ვუთხრა, შენი ჭირიმე და შენ გენაცვალეო?


ჩვენ ჯანდაცვის სისტემას დღეს ვერ დავალაგებთ, ამას სჭირდება წლები და სჭირდება არაპოლიტიკური და არაკორუმპირებული ჯანდაცვის მისნიტრი, რომელსაც ექნება უფლება რომ ყველაფერი გააკეთოს, ვინ რას გააკეთებინებს დღეს ჯანდაცვის მინისტრს? მეც რომ ჩამომიყვანა ახლა, რას გავაკეთებ? ვერავის ვერ გაუშვებ სამსახურიდან, ეს იმისია, ეს ამისია… მეცოდება ეს ჯანდაცვის მინისტრი, სხვათა შორის… თუ მართლა გინდათ რეფორმების გაკეთება, ხომ მოიგეთ არჩევნები, გყავთ მთავრობა? დაიწყეთ მუშაობა, ხალხი კვდება, ექიმები კვდება! ერთი ექიმის სიკვდილი იცით რამხელა უბედურებაა? ვინღა დაგრჩებათ და ვინ მოგივლით მერე სიბერეში? ამ ექიმების სიკვდილი რომ გავიგე, როგორ არ ვთქვა? გიყვარს სამშობლო?


სამშობლოს სიყვარული იცით რა არის? რომ გააუქმოთ არასწორი დადგენილება და თქვათ, კი, ბატონო, შემეშალა… ყველა სხვა ნიღაბის ნებართვა უნდა იყოს გაუქმებული! თუ ხართ საქმის გამკეთებლები, თუ საქართველო გიყვართ, ეს უნდა გააკეთოთ. არ შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს, რომ დაცულია, დადიოდეს პირბადით და ის პირბადე არაფერს აკეთებდეს!


საქართველოში არის გენერალიზებული ეპიდემია კოვიდის, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი არის ინფექციის მატარებელი, შესაბამისად, დამთავრდა ზღაპრობანა, გადავიდეთ საქმეზე. ჩაკეტეთ ქვეყანა, დაურიგეთ ხალხს ფული, პირბადე უნდა იყოს პირბადე და ჯანდაცვის სისტემის რეფორმა დავიწყოთ ზაფხულში.


თუ გინდათ მიჩივლეთ, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო პირბადის გარდა, სხვა პირბადის შეტანა დანაშაულია. რამდენი იურისტი მისმენთ? დაფიქრდით, კარგი საქმეა.


არასამედიცინო პირბადეა შესული სამედიცინო დაწესებულებებში და იმიტომ არის ასეთი მაღალი ინფიცირება ჩვენ ექიმებში. ადამიანს ჰგონია, რომ დაცულია და ვიღაცამ იყიდა რაღაცა 2 თეთრიანი, არასამედიცინო და ის უკეთია – ეს იურიდიული საკითხია, მე ასე მგონია.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ratom-inphitsirdebian-da-k/


„არ შემოიტანოთ ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არ იქნება დამტკიცებული” – ფხაკაძე ფარმაკომპანიებს მიმართ

20/12/2020

”არ გაბედოთ შემოიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა, რომელიც არ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული“, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.


ფხაკაძემ აღნიშნული განცხადებით, იმ ფარმაკომპანიების ხელმძღვანელებს მიმართა, რომლებსაც ინტერესი აქვს ფარმაკომპანიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანოს.


„ეს სიგნალი მომივიდა რამდენიმე დღის წინ და საჯაროდ მინდა ვთქვა და ყველა გავაფრთხილო, რომ ზოგიერთი ჯგუფები საქართველოში ფიქრობენ, რომ ინდივიდუალური მოლაპარაკება ჰქონდეთ ფარმაკომპანიებთან და რომ ცალკე ვაქცინის შემოტანა იქნება სწორი გზა.


კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს იქნება არასწორი გზა. რასაც ვამბობ შეიძლება ვინმეს ვაწყენინო ან ვინმეს ბიზნეს ინტერესებზე ვაბიჯებ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ არ გაბედოთ შემოიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა, რომელიც არ იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული“ – აცხადებს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/ar-shemoitanoth-vaqtsina-r/


„მსოფლიოს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ფარმაცევტულ დისტრიბუტერს არ აქვს უფლება იქონიოს საკუთარი…

24/01/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელიში ვრცელ მიმართვას ავრცელებს.


ჯანდაცვის ექსპერტი აღნიშნულ მიმართვაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.


“საქართველის ჯანდაცვის “კარგი” მდგომარეობა მიზეზი არის საკანონმდებლო ბაზის მოუწესრიგებლობაა:


1. მსოფლიოს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ფარმაცევტულ დისტრიბუტერს არ აქვს უფლება იქონიოს საკუთარი კლინიკა ან ქსელი.


2. მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს გაიდლაინები და ალგორითმები, რომლითაც ექიმმა უნდა იხელმძღვანელოს როგორც გამოკვლევის, ასევე მკურნალობის პროცესში. ეს გაიდლაინები და ალლგორითმები მუდმივ განახლებას განიცდის. ყველა ექიმი ვალდებულია იმოქმედოს ამ გაიდლაინების მიხედვით, ან დაასაბუთოს “ახალი გზის” აუცილებლობა. ამ პროცესს როგორც წესი სპეციალიზირებული ასოციაციები აწესრიგებენ.


3. წამლის ფასწარმოქმნის პროცესი ყველა ნორმალურ ქვეყანაში საჯარო და გამჭვირვალეა. როგორც წესი მწარმოებელი/შემომტანი აფიქსირებს წამლის ფასს (INჩOთEღMშ FOB/ჩIF) ადგილობრივ ვალუტაში. ეს ფასები საჯაროა


4. როგორც წესი, ყველა ნორმალურ ქვეყანაში გენერიკი მედიკამენტი 30%-70% იაფი ღირს ვიდრე ორიგინალი ბრენდი. ევროპის თითქმის ყველა ქცეყანაში ესეც რეგულირდება კანონით მაგ. ავსტრია, შვეიცარია, გერმანია


5. იმ ქვეყნებში სადაც წამლის ფასი ნაწილობრივ ფინანსირდება სადაზღვევო კამპანიების მიერ, არსებობს მინიმალური ზღვარი (როგორც წესი ყველაზე იაფი გენერიკის ფასი), რომელიც სადაზღვევო ვალდებულია რომ დააფინანსოს. თუ წამლის ფასი ზღვარს სცდება, მაშინ პაციენტი იხდის განსხვავებას. თუ პრეპარატს ანალოგი (გენერიკი) არ აქვს, მაშინ ასეთი პრეპარატის დაფინანსების საკითხს წყვეტს სადაზღვევო კამპანია. და ა.შ.“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/msophlios-arts-erth-normal/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights