ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

„ბუსტერ დოზები ჰოსპიტალიზაციისგან 70%-ით იცავს, საავადმყოფოში არ მოხვდებით“ – გიორგი ფხაკაძე

02/01/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ შესახებ გავრცელებულ ახალ ინფორმაციაზე წერს.


მისი თქმით, ვაქცინის ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში ადამიანი ჰოსპიტალიზაციისგან 70%-ით არის დაცული.


„2022 წლის პირველი „კოვიდ-ამბები“, რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო.


ქვემოთ მოცემული გრაფიკა აჩვენებს ლონდონის რეანიმაციული საწოლების მდგომარეობას 2013 წლიდან დღემდე. ლურჯი ფერის გრაფიკა არის შარშანდელი მდგომარეობა (როცა ვაქცინაცია არ იყო – იანვარ-თებერვალში) და დღევანდელი მდგომარეობა ასახულია შავი გრაფიკით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ვაქცინაცია მუშაობს

დიახ, კოვიდის „ომიკრონი“ აფეთქება კი არის ლონდონში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი (71% ორჯერ ვაქცინირებული და 51% ბუსტერით ვაქცინირებული) იცავს ადამიანებს რეანიმაციაში მოხვედრისგან. ეს არის ფაქტი.


ბუსტერდოზები 70%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან (საავადმყოფოში არ მოხვდებით)


კოვიდის „ომიკრონის“ ვარიანტი, „დელტასთან“ შედარებით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და დამძიმება/საავადმყოფოში გადაყვანა/მკურნალობა 3-ჯერ ნაკლებია, ანუ „დელტა“ ვარიანტის დროს 50 ინფიცირებული ადამიანიდან 9 ადამიანს სჭირდებოდა ჰოსპიტალში გადაყვანა სამკურნალოდ, „ომიკრონის“ დროს კი მხოლოდ 3 ადამიანს თუ დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია.


გახსოვდეთ, „ომიკრონი“ არის კორონა ვირუსი და პოსტკოვიდური მდგომარეობა ისევ გამოწვევად რჩება ყველასთვის, ვინც გადაიტანა კორონა სიმპტომურად (გამოხატულად ჩანდა, რომ ავად იყავით – სიცხე, სურდო, კუნთების ტკივილი, კანზე გამონაყარი და ა. შ.), თუ უსიმპტომოდ (არაფერი გაწუხებდათ, მხოლოდ ტესტმა აჩვენა, რომ კორონათი ინფიცირებული ხართ).


დაიცავით საკუთარი თავი, დაიცავით თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები და ყველაფერი კარგად იქნება.


კოვიდის დამარცხება შესაძლებელია საკმაოდ მარტივად, პირველ რიგში, გამოიყენეთ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი პირბადე:


გამოიყენეთ სამედიცინო (ქირურგიული) პირბადე ან


ამერიკაში N95 (United States NIOSH-42CFR84)


ევროპაში – FFP2 (Europe EN 149-2001)


ჩინეთში – KN95 (China GB2626-2006)


ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში – P2 (Australia/New Zealand AS/NZA 1716:2012)


კორეაში – Korea 1st class (Korea KMOEL – 2017-64)


იაპონიაში – DS2 (Japan JMHLW-Notification 214, 2018)


ბრაზილიაში – PFF2 (ABNT/NBR 13.698-2011 – Brazil)


ზემოთ ჩამოთვლილი პირბადეები არის თქვენი საუკეთესო თავდაცვის საშუალებები.

ვაქცინაციას რაც შეეხება, ამჟამად ყველაზე ეფექტური ვაქცინებია: „ფაიზერი/ბიონტეკი“ და „მოდერნა“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/buster-dozebi-hospitalizatsiisgan-70-it-itsavs-saavadmkophoshi-ar-mokhvdebit-giorgi-phkhakadze


„აცრილ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები არ შეიძლება“ – გიორგი ფხაკაძე

13/01/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის არასწორი მკურნალობის შესახებ წერს.


მისი თქმით, კოვიდით დაინფიცირების შემდეგ დაავადების არასწორი მართვა და მკურნალობა დაუშვებელია.


„არასწორი მკურნალობა კლავს. კოვიდის არასწორი მართვა/მკურნალობა ან კლავს ან აინვალიდებს.


დღესაც გრძელდება ბინაზე არასწორი, თვითნებური მკურნალობა ანტიბიოტიკებით და აცრილ, დაბუსტერებულ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები „დექსამეტაზონებით“ არ შეიძლება.


არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულებით გარეშე. ანტიბიოტიკები არ უნდა იყიდებოდეს ექიმის დანიშნულების გარეშე. კოვიდინფიცირებულებო, თავს გაუფრთხილდით, არ დაგავიწყდეთ გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/atsril-patsientebshi-kovidis-dadasturebis-dghidan-gadaskhmebi-ar-sheidzleba-giorgi-phkhakadze


„პროცესის სწორი მართვა მოგვცემს საშუალებას, გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება“ – გიორგი ფხაკაძე

28/01/2022

„ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ არის“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, პროცესის სწორი დაგეგმარება, მართვა და პროფესიონალების ჩართულობა პროცესში მოგვცემს საშუალებას, გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება.


„ომიკრონი“ არ არის გრიპი და არა არის დასასრულის დასაწყისი, ეს არის პროცესი, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდება. „ომიკრონი“ არ არის ბოლო ვარიანტი კორონავირუსის. ბევრი რამ ვისწავლეთ, გვაქვს ბევრი ხერხები, გამოცდილება და ყველაფერი არის გამოყენებული, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.


„ომიკრონს“ სამი განშტოება აქვს. იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციით მოცვა არის მაღალი, აქვთ ფუფუნება მოხსნან შეზღუდვები. ვაქცინირებულ ქვეყნებში მიუხედავად იმისა, რომ არის აფეთქება, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა მაღალი არ არის.


პროცესის სწორი დაგეგმარება, მართვა და პროფესიონალების ჩართულობა პროცესში მოგვცემს საშუალებას, გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


02 მაისის მონაცემები


ინფიცირებული 1655221

აქტიური 1117

სტაციონარში მყოფი 287

გამოჯანმრთელებული 1637293

გარდაცვლილი 16811



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/sazogadoeba/protsesis-stsori-martva-mogvtsems-sashualebas-gavagrdzelot-normaluri-tskhovreba-giorgi-phkhakadze



გიორგი ფხაკაძე განმარტავს, თუ რას აზიანებს კოვიდი ორგანიზმში ყველაზე მეტად

16/02/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამჟამად, საქართველოში პოსტკოვიდი ყველაზე რთული სამართავია. მისი თქმით, ახალი კვლევის თანახმად კოვიდი ყველაზე მეტად აზიანებს ვაგუს ნერვს.


„პოსტკოვიდი საქართველოში ამჟამად ყველაზე რთული სამართავია. რა იწვევს პოსტკოვიდს? – კოვიდი. რა ვიცით პოსტკოვიდზე? – ის ვერაგია. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდი „ურტყამს“ ვაგუს ნერვს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნერვია.


კოვიდის შედეგად ამ ნერვის დაზიანებისას რასთან გვაქვს საქმე? დისფონია (მუდმივი ხმის პრობლემები), დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), თავბრუსხვევა, ტაქიკარდია (ანომალიურად მაღალი გულისცემა), ორთოსტატული ჰიპოტენზია/პოსტურალური ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) და დიარეა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/giorgi-phkhakadze-ganmartavs-tu-ras-azianebs-kovidi-organizmshi-kvelaze-metad


„პანდემია არ დამთავრებულა, კოდივი დამარცხებული არაა, მეცნიერული ფაქტები ჯიუტია“ – გიორგი ფხაკაძე

11/04/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში დამარცხებული ჯერ კიდევ არ არის.


მისივე თქმით, ვირუსისგან თავდასაცავად „ფაიზერის“ ან „მოდენას“ ვაქცინებით აცრაა საჭირო.


„ისრაელის კვლევამ დაადასტურა, რომ „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ (არავითარი ჩინური ვითომვაქცინა) მე-4 დოზა არის საკმაოდ ეფექტური, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში


მეცნიერული ფაქტები ჯიუტია. საქართველოში მე მგონი, ერთადერთიღა დავრჩი, ვინც ამ საკითხზე საერთოდ საუბრობს. რატომ?! არარეიტინგული თემაა.


გადახედეთ თქვენ თვითონ, ვინ რას ამბობს ამ დღეებში და თავად დაადგინეთ, ვინ არის რეიტინგების მონა. განსაკუთრებით პოპულარულია: „პანდემია დამთავრდა”, „კოვიდი დავამარცხეთ”, „ყველაფერი მორჩა”. კარგით რა…


პანდემია არ დამთავრდა, კოვიდი დამარცხებული არ არის, არაფერი არ მორჩა.


აიცერით „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინით არსებული პროტოკოლის მიხედვით და შეხვდით ივნის-ივლისს შეიარაღებულები“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/pandemia-ar-damtavrebula-kodivi-damartskhebuli-araa-metsnieruli-phaktebi-jiutia-giorgi-phkhakadze


„მაიმუნის ვირუსის სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყ

19/05/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მაიმუნის ჩუტყვავილაზე (მაიმუნის ვირუსი) წერს, რომელიც ბოლო დღეებია, რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა.


მისი თქმით, მაიმუნის ვირუსის მკურნალობისთვის სპეციფიკური კურსი ამჟამად არ არსებობს.


მაიმუნის ყვავილის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში. ბრიტანეთში და პორტუგალიაში დადასტურდა რამდენიმე შემთხვევა.


მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ, თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.


სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს. ამჟამად მკურნალობისთვის სპეციფიკური კურსი არ არსებობს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/sazogadoeba/maimunis-virusis-simptomebi-tavidan-gatsiebas-hgavs-itskeba-kuntebis-tkivili-da-tanze-chndeba-gamonakari-giorgi-phkhakadze


მაიმუნის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში…

20/05/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მაიმუნის ჩუტყვავილას ვირუსზე წერს. დღეს {20 მაისს} ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, მოიწვიოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განიხილავს აღნიშნულ ვირუსს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციის საერთაშორისო შეშფოთების გამოცხადების შესაძლებლობას.


მისი თქმით, ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს იყო.


„დღეს ჯანმომ განაცხადა, რომ სასწრაფოდ გადაწყვიტა, მოიწვიოს ექსპერტთა ჯგუფის გადაუდებელი შეხვედრა მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელების გამო, რათა განიხილონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციის საერთაშორისო შეშფოთების გამოცხადების შესაძლებლობა. ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის პროცესი იყო. ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში.


მაიმუნის ყვავილის ვირუსის ძირითადად ორი ვარიანტია გავრცელებული მსოფლიოში: ცენტრალური აფრიკის (სიკვდილიანობა 10.6%) და დასავლეთ აფრიკული (სიკვდილიანობა 1-3.6%).


ევროპაში დადასტურდა დასავლეთ აფრიკული ვარიანტი.


მაიმუნის ყვავილის ვირუსი ვაქცინა/წამალი არ არსებობს, მაგრამ არსებული ჩუტყვავილას ვაქცინა არის 85% ეფექტური მაიმუნის ყვავილის ვირუსი წინააღმდეგ.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი ამჟამად (21/05/2022) უკვე დადასტურდა შემდეგ ახალ ქვეყნებში (ჯერ 11 არის):


❌ ბრიტანეთში

❌ პორტუგალიაში


❌ ესპანეთში


❌ იტალიაში

❌ შვედეთში

❌ გერმანიაში

❌ ბელგიაში


❌ საფრანგეთში


❌ ამერიკაში

❌კანადაში

❌ავსტრალია


ეს ვირუსი ძირითადად ვრცელდება აფრიკის ათზე მეტ ქვეყანაში. მარტო კონგოში 6000 ინფიცირდება წელიწადში და 3000 ნიგერიაში.


ვინაიდან, საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ, იხილეთ მოკლე განმარტება:


მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი, მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.


⭕ როგორ შეიძლება „მაიმუნის ვირუსით“ დაინფიცირება და არის თუ არა იგი განკურნებადი?


სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.


ამჟამად სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.ეს ვირუსი პირველად1958 წელს მაიმუნებში აღმოაჩინეს, ხოლო 1968 წელს – ადამიანებში. ის ვრცელდება ცხოველებიდან ადამიანზე, ასევე, ჰაერწვეთოვანი გზით და სხეულის სითხეების მეშვეობით“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/sazogadoeba/es-virusi-aris-gansakutrebit-sashishi-patogenebis-nuskhashi-sakartveloshi-da-msophlioshi-giorgi-phkhakadze-maimunis-virusis-shesakheb


„კოვიდი თუ გადაიტანეთ და განიკურნეთ, ის შეიძლება „ამოტივტივდეს“ თვეების, წლების შემდეგ“

13/06/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.


მისი თქმით, კოვიდის გადატანის შემთხვევაში, ვირუსი შესაძლოა, რომ თვეების ან წლების განმავლობაში „ამოტივტივდეს“, რადგან იგი ჩვენს ორგანიზმში „რჩება“.


„დნმ ვირუსები ხშირად რჩება მათი მასპინძლის სხეულში, ხდება ლატენტური და მეორდება მრავალი თვის ან წლის შემდეგ.


ამის საპირისპიროდ, რნმ ვირუსების უმეტესობა იწვევს მწვავე ინფექციებს, რომლებიც „იწმინდება“ მასპინძლისგან, რადგან მათ არ გააჩნიათ შენარჩუნების მექანიზმები. თუმცა, ცხადი ხდება, რომ ვირუსული რნმ შეიძლება,


შენარჩუნდეს კლინიკური აღდგენისა და აღმოჩენილი ინფექციური ვირუსის ელიმინაციის შემდეგ. ეს მდგრადობა შეიძლება იყოს ასიმპტომური ან ასოცირებული გვიან პროგრესირებად დაავადებასთან, ან არასპეციფიკურ, ხანგრძლივ სიმპტომებთან, როგორიც შეიძლება იყოს ებოლათი ან მწვავე რესპირატორული სინდრომის Coronavirus 2 მძიმე ინფექციის შემდეგ.


უფრო გასაგებ ენაზე – კოვიდი თუ გადაიტანეთ და განიკურნეთ, ის შეიძლება „ამოტივტივდეს“ თვეების/წლების შემდეგ, ვინაიდან ის „რჩება“ ჩვენს ორგანიზმში“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/kovidi-tu-gadaitanet-da-ganikurnet-is-sheidzleba-amotivtivdes-tveebis-tslebis-shemdeg-giorgi-phkhakadze


„კოვიდი არ დამთავრებულა, პანდემია არის თავის ადგილას, თავის ახალი ვარიანტებით“ – გიორგი ფხაკაძე

18/07/2022

„კოვიდი არ დამთავრებულა სამწუხაროდ და პანდემია არის თავის ადგილას, თავის ახალი ვარიანტებით“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ევროპაში კოვიდაფეთქებაა, როგორც საქართველოში.


„კოვიდი არ დამთავრებულა სამწუხაროდ და პანდემია არის თავის ადგილას, თავის ახალი ვარიანტებით. მთელი მსოფლიო დაიღალა, აეროპორტებში ყველა შეზღუდვები არის მოხსნილი, პრაქტიკულად კოვიდამდელი სიტუაციას.


ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოვიდპასპორტის მოქმედება გააგრძელოს 1 წლით, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში 1 წლით კოვიდპასპორტები მოქმედებს.


ჩვენ გლობალურად კიდევ ერთ შეცდომას ვუშვებთ. ახალი ვარიანტები წამოვიდა. BA.5 უკვე დომინანტური შტამი გახდა. ამას კიდევ ემატება ის, რომ ერთი თვის უკან წამოვიდა ინდოეთიდან კიდევ ერთი ახალი ვარიანტი, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება, ეს არის – BA2.57.


ინდური ვარიანტი უკვე 10 ქვეყანაში გავრცელდა“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/kovidi-ar-damtavrebula-pandemia-aris-tavis-adgilas-tavis-akhali-variantebit-giorgi-phkhakadze


„ყველა დაინფიცირდება, ვირუსი არავის არ ასცდება“ – გიორგი ფხაკაძე

19/07/2022

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაინფიცირდება.


გიორგი ფხაკაძემ მოსახლეობას, რეკომენდაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.


„არასასურველი სცენარით განვითარდა ყველაფერი. სამწუხაროდ, მორიგი ტალღა კოვიდაფეთქების დაიწყო. 2-3 კვირაში სამედიცინო დაწესებულებებზე იქნება ძალიან დიდი წნეხი. ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა დაიწყება აგვისტოს დასაწყისში. აუცილებელია ბუსტერის გაკეთება. 60 წელს გადაცილებული ადამიანები უნდა აიცრან „ფაიზერით“.


კორონავირუსის ახალი ვარიანტები ყველას დაგვემართება, ყველა დაინფიცირდება, არავის არ ასცდება. 80% გადაიტანს უსიმპტომოდ. ინფიცირებული 10 კაციდან 8 ახალ ვარიანტს გართულების გარეშე გადაიტანს. ნუ აჰყვებით პანიკას, არავითარ შემთხვევაში ანტიბიოტიკების უაზრო ყლაპვა და თვითმკურნალობა. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აგვისტოს ბოლომდე BA.5-ს გადაიტანს.


ინდოეთში წარმოშობილი ახალი ვარიანტი უფრო ვერაგი და BA.5-ზე უფრო ძლიერი, ის ელვისებურად ვრცელდება. სექტემბერი ოქტომბრისთვის უნდა მოვემზადოთ, ნოემბერს კი შეიარაღებული უნდა დავხვდეთ – ვაქცინაციით“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/kvela-dainphitsirdeba-virusi-aravis-ar-astsdeba-giorgi-phkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights