ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

ამ ეტაპზე 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული…

23/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველიში.


ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში საერთაშორისო აკრედიტაციის დანერგვას გეგმავს.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


აკრედიტაციის პროცესს იწყებს კლინიკა „მედცენტრი“, სადაც დღეს ორგანიზაცია „აკრედიტაცია კანადასთან’’ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ერთ-ერთია 6 მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი.


„ჩვენ საქართველოში გადავდივართ რაოდენობრივ, ხარისხიან ჯანდაცვაზე, რათა ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი და კარგი. რაც მთავარია, პაციენტებისათვის უსაფრთხო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, დღეის მდგომარეობით „კანადის აკრედიტაციასთან“ საქართველოში უკვე 11 კლინიკამ გააფორმა ხელშეკრულება.


„დღეის მდგომარეობით 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული. პირველი სამედიცინო დაწესებულებაა მედცენტრი. მოხარულები ვართ, რომ აქ იმყოფება აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო დირექტორი და ევროპის ხელმძღვანელი“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – „კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბრძნებით, 2023 წლის 30 დეკემბრამდე ყველა საავადმყოფომ ხელი უნდა მოაწეროს საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციასთან.


აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, მარი ზაქანიძის განცხადებით, კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა უკვე სავალდებულოა, რადგან 31 დეკემბრამდე უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულება გაფორმებული და თვითშეფასების ეტაპი უნდა იყოს გავლილი. აკრედიტაციის შემდეგ კლინიკებში გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურება. გაიზრდება ექიმების კვალიფიკაცია.


„კანადა აკრედიტაციის“ ხელმძღვანელის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ მთავარია მზაობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე კლინიკების მხრიდან.


„ეს არ არის იოლი პროცესი, რადგან ხარისხი რთული გადასალახია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახელმწიფოსგან მზაობა და ხელშეწყობა უკვე არის. ახლა ჯერი კლინიკებზეა. დღევანდელი ხელშეკრულების გაფორმება სწორედ მაგალითია იმისა, რომ კლინიკას სურს უფრო მეტად დაუხლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და სრულფასოვნად უპასუხოს იმ გამოწვევას, რაც სახელმწიფო სტანდარტებით იქნება გათვალისწინებული“,- ამბობს ფხაკაძე.


რას გულისხმობს, საერთაშორისო აკრედიტაცია?


– ეს არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის სტანდარტები. აკრედიტაციასთან ერთად თითოეული დაწესებულება გააუმჯობესებს ხარისხს, აღმოფხვრის იმ ხარვეზებს, რაც ამჟამად არის კლინიკებში, უნდა გაიზარდოს თითოეული პერსონალის კვალიფიკაცია და გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, რაც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, გაცილებით უკეთესი სამედიცინო სერვისი მიიღოს.


„მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, საავადმყოფოების საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციის გუნდს ვაყალიბებთ საქართველოში!“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90?fbclid=IwAR208Jp1E-F5xNlcxdlP6vJ4s2YxnNf9ML5SexYahYINIhNqOR2cVGuJ8t4

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

აკრედიტაცია კანადა წარმომადგენლობა საქართველოში – აკრედიტაცია კანადას“ გააჩნია 60-წლიანი გამოცდილება

#sheniekimi SheniEkimi.ge • შენიექიმი.ge

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველიში.

„აკრედიტაცია კანადა წარმომადგენლობა საქართველოში

აკრედიტაცია კანადის შესახებ:

„აკრედიტაცია კანადას“ გააჩნია 60-წლიანი გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სფეროში. იგი წარმოდგენილია 1000+ დარგის ექსპერტისგან, 35+ ქვეყანაში და მსოფლიოს მასშტაბით აკრედიტებული აქვს 12,000 სამედიცინო დაწესებულება.

ლინკი: https://www.accreditation.ge/?fbclid=IwAR0MrtIRFCMA_wvCfvWbs5SOQadet-E_Rmbx85OqwtJpJyAXlmiddVn4pnk

როგორ დავიწყოთ აკრედიტაციის მოსაპოვებლად მოსამზადებელი პროცესი:

დაგვიკავშირდით: info@accreditation.ge

ჩვენი გუნდი თქვენთან ერთად შეავსებს განაცხადის ფორმას

დაახლოებით ერთ კვირაში თქვენ მიიღებთ სახელშეკრულებო წინადადებას

ხელშეკრულების ხელმოწერიდან, იქ გაწერილი პირობების მიხედვით, იწყება აკრედიტაციის მოსამზადებელი პროცესი“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ორგანიზაციის – “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბრძნებით, 2023 წლის 30 დეკემბრამდე ყველა საავადმყოფომ ხელი უნდა მოაწეროს საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციასთან.

„დაუჯერებელია, 2021 წელს სად ვიყავით და დღეს სად ვართ.

დღეს უკვე აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გავხსენი საქართველიში.

ჯანდაცვის სამინისტროს ბრძნებით, 2023 წლის 30 დეკემბრამდე ყველა საავადმყოფომ ხელი უნდა მოაწეროს საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციასთან.

2021 წელს ეს იყო დაუჯერებელი, დღეს კი ეს ფაქტია…

რა არის, საავადმყოფოების საერთაშორისო აკრედიტაცია,

გაინტერესებთ, იყოთ ყველაზე ძლიერი სააკრედიტაციო ორგანიზაციის გუნდის წევრი?

გამოაგზავნეთ თქვენი CV in English to this email: info@accreditation.ge“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

ნახეთ ვიდეო:

https://www.facebook.com/pkhakadze/videos/580693653990682

„მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, საავადმყოფოების საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციის გუნდს ვაყალიბებთ საქართველოში!“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90?fbclid=IwAR208Jp1E-F5xNlcxdlP6vJ4s2YxnNf9ML5SexYahYINIhNqOR2cVGuJ8t4

 


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

 

 

გიორგი ფხაკაძე საქართველოში იწყებს საქმიანობას – მისი ფეისბუქგვერდი საჯარო აღარ იქნება

12/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში იწყებს საქმიანობას და მისი ფეისბუქგვერდი საჯარო აღარ იქნება.

„მეგობრებო, მე ვიწყებ საქმიანობას საქართველოში, კერძოდ, საავადმყოფოების აკრედიტაციის დარგში. ჩემს ფეისბუქგვერდი საჯარო აღარ იქნება. ჯანმრთელობას გისურვებთ.. მადლობა ყველას..

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, საავადმყოფოების საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციის გუნდს ვაყალიბებთ საქართველოში!

დიახ, საავადმყოფოების საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომაგენლობას ვხსნით საქართველოში.ეს ორგანიზაცია არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღიარებული საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაცია.


ვინც აირჩევს ჩვენთან თანამშრომლობას, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ აკრედიტაციის პროცესის ყველა ეტაპის გავლაში უშუალოდ თქვენს საავადმყოფოში! აირჩიეთ აკრედიტერებული საავადმყოფო!” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ფხაკაძე.

2021 წლის აპრილში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებდა, რომ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

„74 გარდაცვლილი საზოგადოების საერთო ტრაგედიაა“ – გიორგი ფხაკაძე

21/08/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში დღევანდელ კოვიდსტატისტიკას ეხმაურება.


74 გარდაცვლილი და რეალური ციფრი იცით, რამდენია – 150. ამ ციფრების უკან უამრავი გაუბედურებული ოჯახი, ახლობლის დაკარგვით გამწარებული და სასოწარკვეთილი ადამიანები დგანან. ეს საზოგადოების საერთო ტრაგედიაა. ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს, კიდევ ერთხელ… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია და მსხვერპლი არის უდიდესი.


სამწუხაროდ, ხვალ ისევ მომიწევს ამგვარი პოსტის დადება …. დამნაშავე ვინ არის … ჩემზე უკეთ იცით … ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე, ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე.


სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა. დღეს წავაგეთ ბრძოლა…. მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია, ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ ომში“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/74-gardatsvlili-sazogadoebis-saerto-tragediaa—giorgi-phkhakadze


„საკითხი წყდება არა თბილისში, არამედ ჟენევაში“ – გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შემოტანაზე

20/01/2021

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანა ვაქცინაციას მომზადებული უნდა შეხვდეს.


ფხაკაძის თქმით, არასწორი ვაქცინაციის პროცესმა ვითარება ბევრად უფრო საშიში შეიძლება გახადოს.


„ისე იძახიან საქართველოში ვაქცინას არ გავიკეთებთო, თითქოს უკვე იყოს. ვაქცინა უნდა იყოს კარგი, სხვა შემთხვევაში ჯობია საერთოდ მის გარეშე იყოთ. არასწორი ვაქცინაციის პროცესი უფრო საშიშია, ვიდრე სხვა რამე. ჯობია მოვემზადოთ და მომზადებული შევხვდეთ პროცესს“, – აღნიშნა ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ჩართვის დროს.


ამასთან, გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის გეგმაზეც საუბრობს და ამბობს, რომ „კაცმა არ იცის როგორია“.


„მე გეუბნებით საქართველოში არავინ იღებს გადაწყვეტილებას თუ რა ვაქცინა შემოვა და როდის. ეს არის რეალური ინფორმაცია. იმიტომ რომ ეს საკითხი წყდება არა თბილისში, არამედ ეს საკითხი წყდება ჟენევაში.


როცა „ნამცეცობები“ დარჩება, იმ „ნამცეცობებს“ გადმოისვრიან. თუ ვიღაცამ, 10 000 დოზა ვაქცინა შემოიტანა, ეს ვაქცინაციის პროგრამა არ არის. ეს უფრო დიდ ზარალს შემოიტანს ვიდრე შედეგს“, – აღნიშნა ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/sakitkhi-tskdeba-ara-tbilisshi-aramed-zhenevashi—giorgi-phkhakadze-vaktsinis-shemotanaze


ჩვენ ყველანი ვართ კერძო საავადმყოფოების მძევლები – გიორგი ფხაკაძე

24/11/2020

„ჩვენ ყველანი, საქართველოს მოქალაქეები ვართ კერძო საავადმყოფოების მძევლები. სიცრუეა, რომ ამბობენ, საავადმყოფოებში საწოლები არ არის. როგორ არ არის?!


საქართველოში იმაზე მეტი საწოლია, ვიდრე საჭიროა, მაგრამ კერძო საავადმყოფოებმა დაკეტეს კარები და თქვეს, რომ არ შევუშვებთ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს. ამბობენ, რომ არ აქვთ რეანიმაციული საწოლები“, – ამ სიტყვებით ეხმაურება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში პროფესორი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში გეგმიური ოპერაციების 2021 წლის მარტამდე გადადების საკითხს.


ჯანდაცვის ექსპერტი მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილებას გეგმიური ოპერაციების გადადებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს და კერძო კლინიკებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვისკენ მოუწოდებს.


„კერძო საავადმყოფოები აჯანყდნენ, რომ ფული იშოვონ. ბოდიში, საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?! საქართველოში სახელმწიფო საავადმყოფოები თითქმის არ არსებობს. ყველაფერი არის კერძო. კერძო სექტორის ერთადერთი გამოსავალია მოხდეს ქვეყანაში არსებული ყველა რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია. ხალხი კვდება, არ მინდა ვიყო ემოციური, მაგრამ რაც ხდება, ყველანაირ ზღვარს სცდება.



ეს იმიტომ, რომ ქვეყანაში გენერიზებული ეპიდემიაა. ჩვენ ვართ კატასტროფის წინაშე, უკვე კატასტროფაში ვართ, რადგან კერძო კომპანიების მძევლები ვართ, რომლებმაც, პრაქტიკულად, ჩაკეტეს თავიანთი საავადმყოფოები, ლაბორატორიები, ყიდიან ტესტებს და ყიდიან თავიანთ საწოლებს. ეს არასწორი მიდგომაა,“- ამბობს ფხაკაძე.


მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა რეანიმაციული საწოლისა და სამედიცინო რესურსის გამოყენება:


„არ ვამბობ, რომ კერძო სექტორს რამე უნდა წავართვათ, პირიქით, როცა ეპიდემიაა, უნდა მოხდეს ყველა რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია და ეს საწოლები უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ, მართვა უნდა გააგრძელონ კერძო კომპანიებმა.


როგორც კი ეპიდემია დასრულდება, დაუბრუნდებათ უკან. ეკონომისტებმა და იურისტებმა მოაგვარონ ამ საკითხის დალაგება ბუღალტრულად, მაგრამ ახლა ყველა რეანიმაციული საწოლი უნდა გამოვიყენოთ.


არ ვგულისხმობ, რომ ყველა კერძო კლინიკის რეანიმაცია სახელმწიფოს მფლობელობაში უნდა გადავიდეს, მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის კლინიკაში, ამბობს, რომ აქვს კოვიდი და ეუბნებიან – არ მიგიღებთ, წადი სხვა საავადმყოფოში, ეს არასწორი მიდგომაა.


როდესაც სახელმწიფოს უნდა გამოიყენოს რომელიღაც საავადმყოფოს რესურსი, კერძო საავადმყოფო პასუხობს: არა, არ შეგიშვებ, არ მინდა… რას ნიშნავს არ მინდა?! ესთეტიკური საავადმყოფოების საწოლებიც კი უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ ვართ ომის წინა ხაზზე, აღარ არის ზოგად საკაცობრიო საკითხებზე საუბარი“, – აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.


გიორგი ფხაკაძე საველე ჰოსპიტლების მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში საველე ჰოსპიტლების საჭიროება არ არის:


„საქართველოში რამდენ ექსპერტს აუშენებია საველე ჰოსპიტალი? მე ამიშენებია, დაახლოებით, 7 საველე ჰოსპიტალი და ვიცი, ეს რაც არის. საქართველოში არანაირი საველე ჰოსპიტლები არ გვჭირდება.


ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში. პორტალზე ოფიციალურად რეგისტრირებულია 415 საავადმყოფო“, – განმარტა ფხაკაძემ.


ჯანდაცვის ექსპერტი საქართველოში გეგმიური ოპერაციების გადადების საკითხს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამ აზრს ის ადამიანები ეწინააღმდეგებიან, რომელთა ინტერესი მხოლოდ ფულის შოვნაა:


„ვეთანხმები მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ მიმდინარე პროცედურები გადაიდოს. რა თქმა უნდა, გეგმიური ოპერაციები უნდა გადაიდოს. მიკვირს იმ ხალხის, რომლებიც ამ აზრს ეწინააღმდეგებიან. ესენი არიან ფარმაკომპანიები, მომწოდებლები, კერძო კომპანიები, რომლებსაც ფულის გაკეთება უნდათ ამ ეპიდემიის დროს.


არ შეიძლება ხალხნო, მოითმინეთ სამი თვე და სამი თვის შემდეგ იზრუნეთ ფულის შოვნაზე. ახლა მიხედეთ ეპიდემიას და ნუ უჯანყდებით მინისტრს.


ბევრ რაღაცაში მინისტრს არ ვეთანხმები, მაგრამ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომლის გაჟღერება, სხვათა შორის, დაგვიანებულია. ყველა ევროპულ ქვეყანაში ეს უკვე აპრიორია“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანაში გეგმიური ოპერაციები და პროცედურები 2021 წლის პირველ მარტამდე გადაიდება.


მინისტრის განმარტებით, საწოლფონდის სწორად მართვა მნიშვნელოვანია, რადგან სამედიცინო მომსახურება შეუფერხებლად მიიღოს მან, ვისთვისაც ეს აუცილებელია.


„ჯანდაცვის კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული პროტოკოლებით, ექიმის მომსახურება ბინაზე და სასტუმროებში შეუძლია მიიღოს ყველა იმ მოქალაქემ, ვისაც სამედიცინო მომსახურების გაწევა ესაჭიროება. ხოლო იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ინტენსიური სარეანიმაციო საწოლი ესაჭიროება, ადგილი გამოთავისუფლდება,“ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა 23 ნოემბერს კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.


საქართველოში გეგმიური ოპერაციების გადადება არ ეხება შემდეგი ტიპის მომსახურებებს:


ონკოლოგიური ოპერაციები

კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურება

სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/sazogadoeba/chven-kvelani-vart-kerdzo-saavadmkophoebis-mdzevlebi—giorgi-phkhakadze


ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ძალით ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს – გიორგი ფხაკაძე

29/12/2020

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პირდაპირ ეთერში გაიკეთებს, იმ შემთხვევაში თუ მის უსაფრთხოებაში დარწმუნდება.


„მე გავიკეთებ ვაქცინას, მაშინ, როცა იქნება ამის საშუალება და რა თქმა უნდა, მე ამას გავაკეთებ ლაივში.


ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, მე ძალით ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს და მეორე, მე უნდა დავრწმუნდე, რომ ეს ვაქცინა არის უსაფრთხო და მესამე, უნდა დავრწმუნდე, რომ ეს ვაქცინა არის ეფექტური. ეს სამი კომპონენტი თუ იქნება, გიორგი ფხაკაძე ვაქცინას გაიკეთებს“,- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/vaktsina-unda-ikos-nebakophlobiti-dzalit-veravin-veraphers-gamaketebinebs—giorgi-phkhakadze


„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“

16/03/2021

ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ომი და ქვეყნების პოლიტიკური ინტერესები – სწორედ ამ ჭრილში განიხილავს ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი ვაქცინაციის პროცესს.


გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს, მსოფლიო დონეზე გაიტანოს საკუთარი ვაქცინა, მაგრამ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, მხოლოდ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.


„ჩინეთი ცდილობს თავისი ვაქცინის გატანას, რუსეთი ცდილობს თავისი ვაქცინის გატანას. ამ ვაქცინაციის პოლიტიკურ ომში რუსეთი ამბობს, რომ მსოფლიოს 34 ქვეყანაში მათი ვაქცინა არის რეგისტრირებული, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვუყუროთ თუნდაც ზიმბაბვეს, ინდოეთის ან ჩინეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილებას.


მე ვფიქრობ, საქართველო მიდის ევროკავშირისაკენ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“,- აცხადებს ის.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/chven-unda-gavtsitvalistsinot-mkholod-evrokavshirisa-da-jandatsvis-msophlio-organizatsiis-rekomendatsiebi—giorgi-phkhakadze


„ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ“ – გიორგი ფხაკაძე

08/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან ბავშვთა ვაქცინაციის საკითხის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რისკჯგუფში შემავალ ბავშვებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ.


„სავალდებულო ვაქცინა ვერცერთი ვერ იქნება, სანამ ის არ მიიღებს უმკაცრესი წამლის სააგენტოდან საბოლოო თანხმობას, როგორც უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. ამჯერად მსოფლიოში არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ვაქცინა „ფაიზერი“, რომელმაც მიიღო სრული ავტორიზაცია მხოლოდ 16 წლიდან.


12-დან 16 წლამდე არის გადაუდებელი მოხმარებისთვის. შესაბამისად – ნებისმიერი წამალი, ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც არის გადაუდებელი მოხმარებისთვის, ის ვერ იქნება სავალდებულო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


ექსპერტმა მთავრობის გადაწყვეტილებას, 12 წლიდან რისკჯგუფში მყოფი ბავშვების აცრასთან დაკავშირებით, სწორი ნაბიჯი უწოდა.


„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არის სწორი. პირველ რიგში, ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა და არიან დიდი რისკის ქვეშ, ისინი შესაძლოა, აიცრან, მათი მშობლების და მკურნალი ექიმის რეკომენდაციის და თანხმობის შედეგად“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


ჯანდაცვის ექსპერტმა, ასევე, არსებულ ეპიდსიტუაციაზეც გაამახვილა ყურადღება და ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა.


„ჩვენ ვართ ისევ იქ, სადაც ვიყავით 2 კვირის უკან. ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე არ არის დასტაბილურებული. ყველაზე დიდი შეცდომა ვაქცინაციის პროცესში არის, როცა იძახიან მოქალაქეს აქვს ვაქცინის არჩევის საშუალება. ეს არის ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული.


მოქალაქემ არ იცის, რომელი ვაქცინა არის კარგი და ცუდი. ყველა ვაქცინა, რომელიც ამ წუთისათვის არის საქართველოში, „ფაიზერის“ გარდა, ყველა არის ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელსაც არ აქვს საბოლოო ავტორიზაცია გავლილი.


ასეთი ბევრი შეცდომების შედეგად, სამწუხაროდ, ვაქცინაციის პროცესი შენელდება საქართველოში და ალბათ, თვის ბოლოს დავდგებით კატასტროფის წინაშე, ვინაიდან ვაქცინაციის ტემპი დავარდება და სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწევთ აცრილთა 50 პროცენტსაც კი, რაც პრაქტიკულად, მძიმე და სავალალო იქნება ქვეყნისთვის“, – აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი ჩვენთან საუბრისას.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/bavshvebs-romlebsats-akvt-janmrtelobis-problema-vaktsinatsia-unda-chautardet—giorgi-phkhakadze


მე, ერთმა ადამიანმა, უფრო ბევრი გავაკეთე საქართველოსთვის, ვიდრე ვაქცინაციის საბჭომ – გიორგი ფხაკაძე

31/10/2021

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში და დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ „ფაიზერით“/„მოდერნით“ ვაქცინირებულები უფრო დაცულები არიან, ვიდრე კოვიდგადატანილები.


როგორც ექსპერტი წერს, ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა და მას დიდი ხანი ელოდნენ მსოფლიოში.


„საბოლოოდ კიდევ ერთი მტკიცებულება დევს (ვისაც არ სჯერა, კარგად წაიკითხეთ ბმულები).


იქნებ ამ ქვეყანაში ვისწავლოთ, რომ ფხაკაძე როცა საუბრობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და ვაქცინაციაზე, უნდა დაუჯეროთ. ჩემს ქართველ კოლეგებს ვურჩევ, მიხედონ თავიანთ ვიწრო სპეციალობებს, სადაც არიან. ამ ბოლო 20 თვის მანძილზე არაერთი არასწორი კომენტარი/რჩევა/მოსაზრება მიგვიღია ქართველი კოლეგებისგან.


გაუფრთხილდით თქვენ რეპუტაციას და მიხედეთ თქვენს დარგს. ვიცი, რომ ეს პოსტი ბევრი ჩემი კოლეგისთვის არასასიამოვნო იქნება, მაგრამ ეს არის სიმართლე.


ბოლო 20 თვის მანძილზე შემახსენეთ ერთი პოსტი/განმარტება/წინასწარი გათვლები, რომლებიც არ მოხდა/შესრულდა. პასუხს გეტყვით – არცერთი.


საქართველოში ყოფნისას მივხვდი, რომ არაპროფესიონალიზმი არის ყველა სფეროში და „ყველაფერშიკებმა“ გაანადგურეს ეს ქვეყანა, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფერო.


საქართველოს ვაქცინაციის საბჭო – მაპატიეთ, მაგრამ, ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი – მე ერთმა ადამიანმა უფრო ბევრი გავაკეთე საქართველოსთვის ამ პერიოდის მანძილზე, ვიდრე მთელმა საბჭომ… ეს არის ფაქტი. მოსახლეობაში თქვენი ნდობა არის 0-ის ტოლფასი.


ბოდიში კიდევ ერთხელ ყველასთან, მაგრამ ყველამ მიხედოს თავის საქმეს. სასწორზე ადამიანთა სიცოცხლეები დევს! მე გავაგრძელებ, რასაც ვაკეთებ და მოსახლეობას მივაწვდი საჭირო ინფორმაციას. არჩევნების დამთავრების შემდეგ იქნებ მივხედოთ რეალურ პრობლემებს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/me-ertma-adamianma-uphro-bevri-gavakete-sakartvelostvis-vidre-vaktsinatsiis-sabchom—giorgi-phkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights