ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

იმსჯელეს სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზეც…

12/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

მრჩეველთა საბჭოს ფორმატში, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებს შეხვდა.


მხარეებმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარიხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს.


განიხილეს რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტის მოთხოვნებიც, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამტკიცდა. იმსჯელეს 2025 წლიდან, სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზეც.


შეხვედრაზე სამედიცინო დარგის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ცვლილებები რომლებიც რეგულაციების მიმართულებით ინერგება მისასალმებელია.


ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციები მოისმინა.


შეხვედრაზე დიაგნოზთან შეჭიდებული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელზე იმსჯელეს და არსებული გამოცდილება შეაჯამეს.


მრჩეველთა საბჭოს ფორმატში, მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს.


ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზეც.


შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ მრჩეველთა საბჭოს ფორმატით, შეხვედრები ყოველ თვე გაიმართება.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%97%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D?fbclid=IwAR1f6g9d53ZTT6T4aCp6JSyDCKlxW2XtCemTatHKGh2k22MtF3apuz9h7vM

მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

ჯანმრთელობისთვის საშიში კლინიკები…

20/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„იმედის კვირამ“ მოამზადა რეპორტაჟი, სადაც საუბარია კლინიკებზე, რომელთა რეანიმაციულ გაყოფილებაში არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ შეესაბამება.


ჯანმრთელობისთვის საშიში კლინიკები. შემოწმებული 107 ჰოსპიტლიდან 105-ის რეანიმაციულ განყოფილებაში არსებული მდგომარეობა სტანდარტებს არ შეესაბამება.


კლინიკების შესახებ ინფორმაცია, რომელთაც „იმედის კვირა ესტუმრა“, მაყურებლის მიერ არის მოწოდებული, ფოტოების უდიდესი ნაწილიც მათ გამოგზავნეს.


ჩვენი მიზანია არა რომელიმე სამედიცინო დაწესებულების დისკრედიტაცია, არამედ ის, რომ კეთილსინდისიერად ექცეოდნენ პაციენტებს, ადამიანებს, რომლებიც მათ საკუთარ ჯანმრთელობას უპირობოდ ანდობენ.


იმედს ვიტოვებთ, რომ ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლისთანავე დაიწყება პრობლემის აღმოფვხრა წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს, სრულად გავასაჯაროვოთ კლინიკების ნუსხა, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი პაციენტების გარეშე დარჩებიან იმ ანტისანიტარიისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, რის გამოც მოქალაქეები სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან…


იმის მიუხედავად, რომ შემოწმებული კლინიკების 95% არღვევს სტანდარტს, დღეს არ არსებობს იქ არსებული მდგომარეობის გაკონტროლების ეფექტიანი მექანიზმი და თუნდაც სტერილიზაციის პირობები დაარღვიოს, კლინიკა მაქსიმუმ 10 ათასი ლარით დაჯარიმდება. ასეთია დღევანდელი კანონმდებლობა, თუმცა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს, სწორედ სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.


„ეს ცვლილებები დაკავშირებულია სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების დაუყოვნებლივ შემოწმებასთან და ცვლილება ეხება ფარმაცევტულ სექტორში, როგორც აფთიაქების, ასევე მწარმოებლებისა თუ დისტრიბუტორების შეუზღუდავად, დაბრკოლების გარეშე შემოწმებას. ეს რეფორმები, რომლებიც წინა წელს დავიწყეთ და წელსაც აუცილებლად მოითხოვს მკაცრ და ეფექტიან კონტროლსა და მონიტორინგ. სხვა შემთხვევაში რეფორმებს აზრი დაეკარგება და რეფორმა დარჩება მხოლოდ ფურცელზე და მას პრაქტიკაში ვერ გავატარებთ“, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ღვიძლის ტრანსპლანტაციას, სახელმწიფო, სრულად დააფინანსებს…

19/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამის ბიუჯეტში ცვლილებებია. ღვიძლის ტრანსპლანტაციას, სახელმწიფო, სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს“- განაცხადა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა.


ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სიახლე მხოლოდ დაფინანსების წესს შეეხება და სხვა მხრივ, პროგრამა არ იცვლება.


„ღვიძლის ტრანსპლანტაციის ღირებულება 120 000 ლარია. ამ დრომდე, მას 70 000 ლარით ვაფინანსებდით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რთული იყო დარჩენილი თანხის, 50 000 ლარის მობილიზება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ღვიძლის ტრანსპლანტაცია სრულად დავაფინანსოთ, ეს მოიცავს როგორც დიაგნოსტიკას, ისე ოპერაციის ხარჯების ანაზღაურებას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ორგანოგადანერგილი პირები შშმ სტატუსის დადგენის უფლებით ვერ სარგებლობდნენ, რისთვისაც შესაბამისი ცვლილებები, მიმდინარე წლის იანვარში განხორციელდა და ღვიძლის, გულის ან თირკმლის გადანერგვა, მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს.

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

რომელი სამედიცინო დაწესებულებებია აკრედიტაციის პროცესში ჩართული…

19/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 13 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოში აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოში კარგი სიახლეებია, აკრედიტაციის პროცესში ჩართულია საუკეთესო, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი.


„ძალიან აქტიურად ვარ ჩართული საქართველოში სამედიცინო აკრედიტაციის პროცესში.


მოხარული ვარ, რომ აკრედიტაცია კანადა, რომელიც პრაქტიკულად ერთ-ერთი პირველია, რომელმაც საქართველოში დაიწყო აკრედიტაციის პროცესი ასე მასშტაბური კუთხით და რაც მთავარია,ძალიან ხარისხიანად“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისი თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მომზადების პროცესი, რომელიც არც ისე იოლი იყო.


„ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, ვაკანსია შევთავაზეთ იმ ადამიანებს, ვისაც სურდათ და აინტერესებდათ აკრედიტაციის პროცესში ჩართულიყვნენ.


ათეულმა ადამიანმა გამოგზავნა CV. საბოლოო ჯამში, საქართველოში აკრედიტაცია კანადას 12-კაციანი ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა, რომელიც საავადმყოფოებს აკრედიტაციის პროცესში ეხმარება.


პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. 12-კაციანი გუნდი ძალიან აქტიურად არის ჩართული და ძალიან კარგად მუშაობენ, გადიან ურთულეს ტრენინგებს.


ქართველებით დაკომპლექტებული ძალიან ძლიერი გუნდი დაეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს.


აკრედიტაცია კანადას სტანდარტი და სერტიფიკატი არის საერთაშორისო დონის. აკრედიტაცია კანადას მიერ აკრედიტებული საავადმყოფო ნიშნავს, რომ ის საავადმყოფო არის ისეთი დონის, როგორც ბელგიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, კანადაში და ა.შ.


ჩვენ ვეხმარებით საავადმყოფოებს, როგორ გადალახონ სირთულეები. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. ჩვენ უკვე მომზადების პროცესში ვართ.


იმ კვირიდან უკვე ვიწყებთ მუშაობას, უშუალოდ საავადმყოფოების ჩართულობა დაიწყება.


ივლისის თვეში ჩატარდება დიდი ტრენინგები, საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვლენ. აკრედიტებულ 13 დაწესებულებასთან ჩავატარებთ ტრენინგებს.


მნიშვნელოვანია, რომ აკრედიტაციის პროცესი დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, არსებობს პორტალი, რომელიც გვეხმარება მართვაში, მაქსიმალურად ყველაფერი არის ელექტრონული.


მიხარია, რომ მე ვარ ამ პროცესის მონაწილე. შემეძლო, უარი მეთქვა, რადგანაც ვმუშაობ ჟენევაში, მაგრამ მაინც ჩავთვალე საჭიროდ, ამ პროცესში ვყოფილიყავი ჩართული.


აკრედიტაციაში ჩართული ქართული გუნდი ძალიან ბევრს და აქტიურად მუშაობს. ყველა დაინახავთ შედეგს. ყველაფერი კეთდება უმაღლესი ხარისხით. ჩვენ ვთარგმნეთ მთელი დოკუმენტაცია ქართულ ენაზე.


სამწუხაროდ, რთულია, საქართველოში პროცესების მართვა უცხო ენაზე.


ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა ის გამოწვევა, რის წინაშეც არიან საავადმყოფოები, ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე მასალა არის ქართულ ენაზე, რათა საავადმყოფოები მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში.


აკრედიტაციის პროცესი არის ძალიან რთული. საავადმყოფო თუ ვერ გააკეთებს საქმეს, „ფულით აკრედიტაცია კანადას სერტიფიკატი არ გაიცემა“, რადგანაც ეს არის საერთაშორისო სერტიფიკატი, შესაბამისად თითოეული საავადმყოფოს შეფასება ხდება საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ამას ჭირდება დიდი მომზადება და დიდი ჩართულობა…“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


რა განსხვავებაა სხვადასხვა სააკრედიტაციო ორგანიზაციებს შორის?


„ჟენევაში არის ორგანიზაცია, რომელიც აკეთებს აკრედიტაციას, სერტიფიკატს აძლევს ყველა მაკრედიტებელ ორგანიზაციას მსოფლიოში. თითოეულმა ორგანიზაციამ უნდა გაიაროს აკრედიტაცია ყოველ სამ წელში და დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რომლებიც არის დანერგილი საავადმყოფოებისათვის.


ჩვენ საქართველოში დავნერგავთ დაახლოებით 23 სტანდარტს აკრედიტაციის პროცესში. ხარისხი უნდა იყოს მაღალი.


მიხარია, რომ ჩვენ ვართ ამ დიდი ოჯახის წევრი და საქართველოში ინერგება ასეთი დონის სტანდარტები“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


რა შედეგს მოიტანს ეს პროცესი პაციენტებისათვის?


„პაციენტის კმაყოფილება უნდა იყოს გაუმჯობესებული. როდესაც პაციენტი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებულ საავადმყოფოში იღებს სერვისს, საერთაშორისო მაკრედიტებელი მთავარი ქვაკუთხედი არის პაციენტის კმაყოფილება და უსაფრთხოება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, მას ხშირად მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა.


„რომელ საავადმყოფოებსაც ექნება აკრედიტაციის პროცესში ჩართვის სურვილი, შევთავაზებთ ჩვენს სერვისებს, შემდეგ საავადმყოფო გადაწყვეტს, რომელ სააკრედიტაციო ორგანიზაციასთან გაიაროს აკრედიტაცია.


ყოველ თვეში მომიწევს საქართველოში ჩამოსვლა, რათა გავაკონტროლო პროცესი, თუ რაიმე ხარვეზი იქნება, გამოვასწოროთ მყისიერად“ – განაცხადა გიოგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, კარგი სამედიცინო დაწესებულებებია პროცესში ჩართული.


„აკრედიტაციის პროცესში ჩაერთო ბათუმში მდებარე მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი “მედცენტრი“თავისი სამი პოლიკლინიკით, ასევე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ასევე სამშობიარო ჰერა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, ჟორდანიას ცენტრალური კლინიკა, კონსილიუმ მედულა, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო, ასევე ენმედიცი, პინეო, სადაზღვევო კომპანია არდი. არდი გახდა პირველი ქართული სადაზღვევო კომპანია, რომელმაც საფრანგეთის ჯანდაცვის ხარისხის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან – ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRES – თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.


აღნიშნულ საავადმყოფოებს ფაქტობრივად აქვთ პრეტენზია მაღალ ხარისხზე, მათ აქვთ პრეტენზია, რომ ჰქონდეთ ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, რომ პაციენტები იყვნენ კმაყოფილები“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ასევე გახლავთ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი ჯნდაცვის სკოლის ხელმძღვანელი.


„აღნიშნული სკოლის ფარგლებში მიმდინარეობს აკადემიური პროცესი. ხორციელდება მეცნიერული კვლევა.


ჩემი ინიციატივაა, საქართველოში დავნერგოთ ყოველწლიური პაციენტის კმაყოფილების კვლევა. იმედია, ამ კვლევაში ბევრი თქვენგანი ჩაერთვება.


კვლევა დაიწყება 20 სექტემბერს და 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. ორთვიანი შუალედი იქნება. მსურს, რომ ეს კვლევა ჩატარდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, ქალაქი თბილიში იქნება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ჰაბი.


„ჩვენ გამოვიყენეთ საუკეთესო მაგალითი, ავიღეთ ბაზისად კანადაში პაციენტის კმაყოფილების კვლევა, რომელიც ჩატარდა 2022 წელს.


კვლევა ჩატარდება ქართული რეალობიდან გამომდინარე, მოვარგეთ სტანდარტი ქართულ ჯანდაცვის სისტემას. გამოვდივარ ინიციატივით, რომ პაციენტის კმაყოფილების კვლევა იყოს ყოველწიური.


ქართულმა გუნდმა ისეთი მაღალი მაჩვენებელი აჩვენა ტრენინგების პროცესში, რომ უცხოელი კოლეგები გაკვირვებული იყვნენ, ისინი არ ელოდნენ ასეთი მაღალი დონის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას. ხუმრობით ვთქვი კიდეც, – ფხაკაძე რომ მოკიდებს საქმეს ხელს, რა გგონიათ, – ვხუმრობ?! მე როდესაც ვამბობ, რომ იქნება საუკეთესო, იქნება საუკეთესო!


საქართველოში, ქალაქი თბილისი იქნება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ჰაბი. თბილისის ოფისი იქნება რეგიონალური ოფისი და ჩვენ დავდებთ კონკრეტულ შედეგებს…“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ პირადი მრჩევლები ეხმარებიან საავადმყოფოებს, რათა მათ უფრო ეფექტურად გაიარონ აკრედიტაციის პროცესი…


„იცოდით, რომ აკრედიტაცია კანადა საქართველოში ყველა საავადმყოფოს სთავაზობს პირად მრჩეველს?


დიახ, პირადი მრჩეველი არის ქართველი ექსპერტი, რომელიც არის აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული,


პირადი მრჩევლები ეხმარებიან საავადმყოფოებს, რათა მათ უფრო ეფექტურად გაიარონ აკრედიტაციის პროცესი…“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მადლობა უხდის იმისთვის, რომ პოზიტიურად არიან განწყობილი, უსმენენ და ეცნობიან ინფორმაციებს.


„მადლობა იმისათვის, რომ პოზიტიურად ხართ განწყობილი, გაქვთ იმის იმედი, რომ დადებითისკენ შეიცვლება ბევრი რამე ჩვენს ქვეყანაში. ცვლილებებს ჭირდება დრო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


მისი თქმით, როდესაც შენი საქმე ძალიან კარგად იცი, ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ამას ჭირდება, ენერგია, დრო და მონდომება.


„როდესაც შენ ხარ მართალი შენს საქმეში და შენი საქმე ძალიან კარგად იცი, ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ ამას ჭირდება, ენერგია, დრო და მონდომება.


მადლობას გიხდით, რომ მისმენთ და კითხულობთ ინფორმაციებს.


ბოლო სამი წლის მანძილზე ჩემს შესახებ 2 500-ზე მეტი სტატია იყო გამოქვეყნებული.


ეს ინფორმაციები გამოქვეყნებულია ვებგვერდზე – https://www.accreditation.ge/ “, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


როგორც მან აღნიშნა, თვალის სამკურნალო ორი ახალი წამალი არსებობს უკვე.


„თვალის სამკურნალო ორი ახალი წამალი არსებობს უკვე. კიდევ რამდენიმე დაავადების წამალიც იქნება. ბოლო სამი წლის განმავლობაში სამედიცინო სფერო დიდი ოდენობით თანხით დაფინანსდა. შედეგად უფრო კარგი სამკურნალო საშუალებები იქნება, რომელიც უფრო მეტად დაეხმარება პაციენტებს. კიდევ ბევრი სიახლე იქნება“, – განაცხადა აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ.


გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა აკრედიტაციის შესახებ.


„აკრედიტაციის კუთხით არის კარგი ამბები. კლინიკები საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადებას იწყებენ.


საქართველოში ვიმყოფებოდი ერთი თვის განმავლობაში.


ვიმყოფებოდი ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში. ძალიან პროდუქტიული შეხვედრები მქონდა აკრედიტაციასთან დაკავშირებით. 40-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში ვიმყოფებოდი.


13-მა დაწესებულება გადაწყვიტა, რომ მიიღოს აკრედიტაცია კანადიდან.


სექტემბერ-ოქტომბრის თვეში პაციენტებიც კი იგრძნობენ ცვლილებებს.


საქართველოში 286-მა სამედიცინო დაწესებულებამ უნდა გაიაროს აკრედიტაცია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„მიხარია, რომ ამ წლების მანძილზე ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე და საინტერესო ადამიანები გავიცანი“

16/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე იუბილარია.


ბატონ გიორგი ფხაკაძეს დაბადების დღეს ვულოცავთ – ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას ვუსურვებთ.


გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას გულთბილი მილოცვებისთვის მადლობას უხდის.


„ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენმა ადამიანმა მომილოცეთ. დილიდან გამაღვიძეს. მართლა მიხარია, ბევრ ადამიანს ვახსოვარ, დიდი მადლობა თქვენ, ყურადღებისა და ტკბილი სიტყვებისთვის.


ვიყოთ პოზიტიურად განწყობილები, რა არის ეს ცხოვრება – „იგულავეთ“ რა, დღეს რა იქნება არ იცი, ხვალ ხომ საერთოდ არ იცი, შეირგეთ თითოეული დღე.


დღეს დავბერდი, 47 წლის ვარ, არ მჯერა, მეც მიკვირს, ადრე მეგონა, 47 წლის კაცი – „აუ, ეს ვიღაც ბებერი არის“ და 47 წლის რომ გახდები, ძალიან უცნაური შეგრძნებაა.


რაც მინდოდა, ალბათ, ყველაფერს მივაღწიე, პროფესიონალური კუთხით…


ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული ვარ, ბევრ დარგში ძალიან საინტერესო გამოცდილება მაქვს, ჩემს ასაკში რამდენჯერმე პენსიაზე წავედი და ისევ სამსახურში დამაბრუნეს, არ მაცლიან…


ვცდილობ, რეალისტი ვიყო და გავაკეთო ის, რაც შემიძლია. მიხარია, რომ ამ წლების მანძილზე ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე და საინტერესო ადამიანები გავიცანი.


მიხარია, რომ ამ ცხოვრებაში გამიმართლა, ბევრი რამ გავიარე, ჯოჯოხეთიც და არაჯოჯოხეთიც…“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


გიორგი ფხაკაძე დაიბადა 1976 წლის 16 ივნისს.

ლინკი:

https://www.accreditation.ge/post/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%95%E1%83%97-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირ

17/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს „ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილების პაკეტი და პროექტი წარუდგინა, რომლის მიღების შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლებათ. შემოდის საჯარიმო სანქციის დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი.


სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების გაზრდასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები, საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა.


ცვლილებების პაკეტი განსახილველად ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილების მთავარი მიზანი პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მინისტრის მოადგილის თქმით, კონტროლის ეფექტური მექანიზმის შექმნით, სამედიცინო მომსახურების ხარისხი მკვეთრად გაუმჯობესდება, ძლიერი მარეგულირებელი ორგანო და საკანონმდებლო ბაზა კი ერთგვარი პრევენციის მექანიზმი იქნება.


„ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს აქვს ვალდებულებები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებაში. რეგულირების სააგენტო იმისთვის ფუნქციონირებს, რომ გადააზღვიოს პაციენტთან დაკავშირებული რისკები და შექმნას უსაფრთხოების პირობები. ეს არის ფუნდამენტი და მთავარი მოტივაცია რეგულირების სააგენტოს საქმიანობის”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს, პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება. დღეს მარეგულირებელს, პაციენტისადმი გაწეული ხარისხის შესწავლის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს შუამდგომლობის საფუძველზე შეუძლია, რა დროსაც, შეტყობინებას სამედიცინო დაწესებულებაც იღებს. შესაბამისად იქმნება, დოკუმენტაციის მოწესრიგების ან შეცვლის რისკი, რაც ართულებს რეალური სურათის აღდგენას. ცვლილების შედეგად, პაციენტისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უფრო ეფექტურად და ნაკლებ დროში მოხდება.


კანონში ჩნდება, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების მექანიზმი, რასაც სასამართლო დაჩქარებული წესით, 48 საათში განიხილავს. დღეს, რეგულირების სააგენტოს, არ აქვს ბერკეტი, კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დროებით შეუჩეროს კლინიკას ლიცენზია.


ახალი კანონპროექტით, იზრდება საჯარიმო სანქციებიც. თამარ გაბუნიას განმარტებით არსებული სანქციები იმდენად დაბალია, რომ კარგავს პრევენციის ფუნქციას. „ჯარიმის მცირე ოდენობიდან გამომდინარე, კლინიკა მის გადახდას ამჯობინებს, ვიდრე ინვესტიციის განხორციელებასა და ხარისხის გაუმჯობესებას.“-განმარტავს მინისტრის პირველი მოადგილე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„თრიალეთის“ ტელევიზიას ვულოცავ საიუბილეო თარიღს…

17/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია „თრიალეთს“ იუბილეს ულოცავს.


„თრიალეთის“ ტელევიზია დღეს 33 წლის გახდა, ვულოცავ საიუბილეო თარიღს.


საკმაოდ გამოცდილი და საინტერესო ტელევიზიაა, რომელსაც მე გავეცანი პენდემიის პერიოდში.


მინდა აღვნიშნო, რომ მათი ძალისხმევითა და ჩემი აქტიური ჩართულობით ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა.


„თრიალეთს“ ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოში პირბადეების ფასმა დაიწია, საავადმყოფოებში სახარჯი მასალები უკვე აღარ არის დაბალი ხარისხის, სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხი გაიზარდა და პრაქტიკულად სამედიცინო აკრედიტაციის პროცესი დაიწყო საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ტელევიზიას ყველაფერს კარგს უსურვებს.


„თრიალეთის“ მთელ კოლექტივი არის ძლიერი, მტკიცე და პროფესიონალები.


მჯერა, რომ ასეთ პროფესიონალებზე, რომლებსაც უყვართ თავისი საქმე, დგას ჩვენი სახელმწიფო.


დიდი მადლობა მთელ გუნდს, დიდი მადლობა „თრიალეთის“ მსმენელებს, ვინც გვისმენს, ვინც გვიყურებს, ვინც მხარს გვიჭერს…“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



ტელეკომპანია „თრიალეთი“ უწყვეტად მაუწყებლობს 1990 წლიდან.


ტელეკომპანიის მაუწყებლობა ვრცელდება თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რაიონების


საკაბელო ტელევიზიებში და ასევე, Silk TV-ის, “მაგთი TV “-ის, “ახალი ქსელების”, MAR-TV-ის, “Global TV”-ის, ქსელში, ხოლო ინტერნეტში myvideo.ge-ს საშულებით.


„თრიალეთი“-ს მაუწყებლობა ღია საეთერო სიხშირეზე ვრცელდება, შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ,


გორის, ქარელის, ხაშურის, კასპის, ცხინვალის და ახალგორის რაიონებში.


ტელეკომპანია “თრიალეთი”, გარდა გორის სტუდიისა, ასევე მაუწყებლობს თბილისის სტუდიიდან,


სადაც მზადდება სხვადასხვა სახის გადაცემები.


საერთაშორისო და ადგილობრივი, რეიტინგების კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებით,


“თრიალეთი” რეგიონულ ტელევიზიებს შორის ლიდერობას ინარჩუნებს.



რადიო „ თრიალეთი “ 17 წელია შიდა ქართლის მასშტაბით, კონკურენტულ გარემოში ლიდერობას


ინარჩუნებს, რასაც ადასტურებს არაერთი სოციალური გამოკითხვა.


რადიო “თრიალეთის” დაფარვის ზონა სცილდება შიდა ქართლს. რადიო მაუწყებლობს გორის, ქარელის,


კასპის, ხაშურის რაიონებში, ცხინვალში, ახალგორში, ზნაურში და ასევე, ბორჯომის რაონის და თბილისის


ნაწილში (თემქის დასახლება), FM 104,9 სიხშირეზე.


საეთერო მაუწყებლობის გარდა, რადიო “თრიალეთის” მოსმენა შესაძლებელია ინტერნეტით,


საიტზე: www.trialeti.ge


მანქანებში, სახლებში, ოფისებში, კაფეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ ინტერნეტში,


რადიო “თრიალეთი” ყველგანაა!


რადიო “თრიალეთს” უსმენს ყველა, ნებისმიერი ასაკის, მრავალფეროვანი სეგმენტი!


დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს საიტს: www.trialeti.ge



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შემოწმებული პრეპარატი, ერთი კლინიკიდან მეორეში გადაიტანეს, რათა ნებართვა სხვა დაწესებულებებსაც მიეღო

17/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

„ხარისხი არის უფლება და არა ფუფუნება!“, – წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე.

#accreditationge #drpkhakadze Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„როდესაც პაციენტის სიცოცხლის რისკები არსებობს ჯობია შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება“

17/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს „ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილების პაკეტი და პროექტი წარუდგინა, რომლის მიღების შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლებათ. შემოდის საჯარიმო სანქციის დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი.


„როდესაც პაციენტის სიცოცხლის რისკები არსებობს ჯობია შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საქმიანობასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.


თამარ გაბუნიას განმარტებით, ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის და პაციენტის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია უწყების სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ეფექტური, ოპერატიული და შეფერხების გარეშე მუშაობის საშუალება ჰქონდეს. მისივე განცხადებით, აღნიშნული წარდგენილი კანონპროექტი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ბატონ გიორგი ფხაკაძეს დაბადების დღეს ვულოცავთ – ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას…

16/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე იუბილარია.


ბატონ გიორგი ფხაკაძეს დაბადების დღეს ვულოცავთ – ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას ვუსურვებთ.


გიორგი ფხაკაძე დაიბადა 1976 წლის 16 ივნისს.


1991-1997 წლებში ისწავლა „ლეგია და კომპანიის“ უნივერსიტეტში. არის დიპლომირებული მედიკოსი (MD) სპეციალობაში „ზოგადი ქირურგია“. ამის შემდეგ სწავლა განაგრძო ნეპალში, სადაც გახდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი. ასევე არის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში.


გიორგი ფხაკაძე 2021 წლიდან არის ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI, the Vaccine Alliance), დამოუკიდებელი განხილვის კომიტეტის წევრი.2020 წელს დაარსა საფრანგეთში ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრებს გარეშე“.


ამავე წელს გახდა ევროფონდის (Eurofound), ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხებში ევროკავშირის სააგენტოს ექსპერტი. 2016-2017 წლებიდან არის ფრანგული საერთშორისო ორგანიზაცია „Première Urgence Internationale-ის“ აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონალური ჯანმრთელობის მენეჯერი. ასევე არის გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის (UN secretary General’s Independent Accountability Panel (IAP) წევრი.


2015-2016 წლებში იყო ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაცია დავეხმაროთ მოხუცებს (HelpAge International) ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რეგიონალური ჰუმანიტარული ჯანმრთელობის პროგრამის მენეჯერი. 2014 წლიდან არის შვეიცარიაში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM) ტექნიკური მიმოხილვის პანელის (TRP) ტექნიკური ექსპერტი.



Independent Expert of the Scientific Board-ად Національний фонд досліджень України-ში


Member of the Independent Review Committee-ად Gavi, the Vaccine Alliance-ში


Visiting Professor-ად საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia-ში


Expert, Quality of Life-ად Eurofound-ში


Advisory Board Member-ად Cosmos Multidisciplinary Research E-Journal-ში


Visiting Professor-ად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ში


External Expert of the Medical Research Agency of Poland-ად Agencja Badań Medycznych-ში


President-ად Accréditation Sans Frontières-ში


Member of the Independent Assessment Committee-ად Gavi, the Vaccine Alliance-ში


Expert – Education, Audiovisual and Culture Executive Agency-ად European Commission-ში


Board Member / Section-ად Encyclopedia of the UN Sustainable Development Goals-ში


Mentor-ად MultiPod Mentoring-ში


International Adviser for Small Businesses-ად European Bank for Reconstruction and Development (EBRD)-ში


Editorial Board Member-ად MedCrave Journals-ში


HIV expert on the Technical Review Panel (TRP)-ად The Global Fund-ში


Reviewer-ად Journal of AIDS and HIV Research-ში


Professor, Head of the School of Public Health-ად David Tvildiani Medical University-ში


Reviewer-ად WHO Eastern Mediterranean Health Journal-ში


member-ად AIDS and Anthropology Research Group (AARG)-ში


ყოფილი United Nations Secretary General’s Independent Accountability Panel (EWEC) Member United Nations-ში


ყოფილი Resource Person Madurai Kamaraj University (MKU) – Directorate of Distance Education-ში


ყოფილი member Ministry Of Labour, Health And Social Affairs Of Georgia-ში


ყოფილი Senior Health Expert European Union Delegation-ში


ყოფილი Regional Health Manager for the Eastern Europe and the Middle East Première Urgence Internationale-ში


ყოფილი Regional Humanitarian Health Programme Manager, Eurasia and Middle East HelpAge International-ში


ყოფილი Deputy Director, Clinical & Quality Assurance (consultant) რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი-ში


ყოფილი Health Systems Evaluator UNRWA-ში


ყოფილი Expert in Health Capacity Development AEDES-ში


ყოფილი Deputy Chief Executive Officer, Strategy and Development ევექსი კლინიკები • Evex Clinics-ში


ყოფილი Member of the Independent Review Committee (IRC) Gavi, the Vaccine Alliance-ში


ყოფილი Health Education Expert National Institute of Health & Family Welfare (NIHFW)-ში


ყოფილი Independent Member of the Supervisory Board ალდაგი | Aldagi-ში


ყოფილი Executive Director (Consultant) Georgian Harm Reduction Network-ში


ყოფილი Programmee Specialist UNFPA-ში


ყოფილი Team Leader, GFATM Principal Recipient Mission East – Առաքելություն Արևելք-ში


ყოფილი Programme Specialist UNODC – United Nations Office on Drugs and Crime-ში


ყოფილი Technical Officer World Health Organization (WHO)-ში


ყოფილი Special Emphasis Panel Member National Institute of Allergy and Infectious Diseases (NIAID)-ში


ყოფილი Monitoring and Evaluation Supervisor UNICEF-ში


ყოფილი TECHNICAL ADVISER UNHCR, the UN Refugee Agency-ში


ყოფილი International Consultant United Nations Development Programme – UNDP-ში


ყოფილი Research fellow French Institute of Pondicherry-ში


ყოფილი Doctor, Accident and Emergency Apollo Hospitals-ში


ყოფილი Public Health Doctor/Researcher National Centre for AIDS and STD Control – NCASC-ში


ყოფილი Regional Coordinator UN Association of Georgia – UNAG-ში


ყოფილი Assistant Coordinator, Working Group of Humanitarian Assistance (WGHA) NRC – Norwegian Refugee Council-ში


ყოფილი Trainer IFES-ში


ყოფილი Public Health Doctor, Imereti Regional Health Education Center, Ministry Of Labour, Health And Social Affairs Of Georgia-ში


ყოფილი Medical social work CHCA-ში


ყოფილი Surgeon’s assistant Teaching Hospital #2-ში


ყოფილი Junior Medical Doctor Tbilisi Mother and Infant Center-ში


ყოფილი ICU Nurse Infectious Diseases, AIDS and Clinical Immunology Research Center-ში


სწავლობდა Kutaisi Secondary School #9-ში


სწავლობდა Kutaisi Secondary School # 17-ში


სწავლობდა Kutaisi Secondary School #14-ში


სწავლობდა Hospital Administration-ზე Indian Institute of Management and Technology-ში


სწავლობდა Master of Public Health-ზე Institute of Medicine (IOM), Tribhuvan University-ში


სწავლობდა PhD, Anthropology and Public Health-ზე University of Madras, Chennai, India-ში


სწავლობდა Lviv Secondary School #9-ში


სწავლობდა Medicine-ზე University of Legia and Company, Tbilisi, Georgia-ში


სწავლობდა Human Resource Management Personnel-ზე Indian Institute of Management and Technology-ში


ცხოვრობს Paris, France-ში




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights