2023 წლის 5 მაისს, ჯანმრთელობის გლობალური საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად დასრულებულად გამოცხადდა
„ჩვენთან გვამური დონაცია საერთოდ არ არის – ადამიანს გარდაცვალების შემდეგ 8 ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია“
საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გია თომაძე გადაცემა #რედაქტ2-თან ინტერვიუში აცხადებს, მსოფლიოში 60%-ზე მეტ შემთხვევაში ორგანო გვამური დონაციის გზით ინერგება.
„საქართველოში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა. მსოფლიოში 60%-ზე მეტ შემთხვევაში ორგანო თუ გვამური დონაციის გზით ინერგება, ჩვენთან გვამური დონაცია საერთოდ არ არის.
გვამური დონაცია ნიშნავს, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ 8 სხვა ადამიანს შეუნარჩუნო სიცოცხლე. ორგანოებმა შეიძლება მინიმუმ 8 ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. ორი არის თირკმელი, ღვიძლი, ფილტვი, გული, ნაწლავი. 10-იც შეიძლება გამოვიდეს, რადგან ღვიძლი შეიძლება ორად გაიყოს, ასევე პანკრეასი.
საერთაშორისო ტრანსპლანტოლოგთა დევიზია: „ნუ წაიღებთ თქვენს ორგანოს საიქიოში, საიქიომ იცის, რომ ის ჩვენ გვჭირდება აქ“.
რა იწვევს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიას?
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X-ზე დაწერა.
„ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ. ევროსაბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს და მოიწვია კომისია მარტამდე მოამზადოს ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმედის ნათელი სიგნალი მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“, – წერს მიშელი.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ.
„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის. გილოცავთ!“, – ნათქვამია მილოცვაში.
სპეციალური მილოცვა გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.
შარდის შეუკავებლობა ბავშვებში
შარდის შეუკავებლობა ბავშვებში
- შარდის შეუკავებლობის თავისებურება ეხმარება ექიმს, განსაზღვროს სავარაუდო მიზეზი;
- ბავშვის სამედიცინო ისტორიის, გასინჯვის, ანალიზებისა და გამოსახულებითი კვლევების შედეგები ექიმს სპეციფიკური მიზეზის დადგენის საშუალებას აძლევს;
- მკურნალობა მოიცავს ქცევისა და დიეტის შეცვლას, ზოგჯერ მედიკამენტებსაც.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
„მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა მიმიკური კუნთი – ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს“
გადაცემა „დღის კოდი“
ნახევარი წლიდან უკვე იწყება მიზანმიმართული ღიმილი. ეს არის სოციალური ურთიერთობის უნიკალური საშუალება. მნიშვნელობა არ აქვს არანაირ ენას, რასას, რელიგიურ აღმსარებლობას, ღიმილი ყველგან უნივერსალურია.
ღიმილი ჩვენი სახის მიმიკური კუნთების სხვადასხვა ინტენსივობით შეკუმშვაა. ყველა კუნთი არ იკუმშება, ზოგიერთი ეშვება კიდეც. პირის მარჯვნივ-მარცხნივ გვაქვს ძაფისებრი კუნთი, რომელსაც ღიმილის კუნთი ჰქვია. შუბლის ცენტრალურად ცხვირის ფუძესთან არის სიამაყის კუნთი. ეს ყველაფერი გახლავთ იმ ემოციების გამოხატვა, რისი რეალიზაციაც ხდება მიმიკური კუნთებით და რისი საფუძველიც ტვინში მიმდინარეობს. ღიმილის რეალიზაცია ხდება თავის ტვინში სეროტონინის, ოქსიტოცინის, კორტიზოლის გამოყოფით. ღიმილით ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება, მათ შორის კუჭ-ნაწლავის“.
ჩუტყვავილას ინფექცია, შეიძლება თუ არა ბავშვის დაბანა?
გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“
ჩუტყვავილას ინფექცია, შეიძლება თუ არა ბავშვის დაბანა?
საუბრობს „ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის” სამედიცინო დირექტორი, პროფესორი მაია ჩხაიძე:
„ჩუტყვავილა ბავშვთა ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება. ჩუტყვავილა ბავშვთა სხვა ინფექციებიდან რაიმე განსაკუთრებული გართულებით არ გამოირჩევა. გართულება თითქმის ყველა ინფექციას ახასიათებს, მათ შორის, წითურას, ყბაყურას, წითელას. ჩუტყვავილა ვარიცელა ზოსტერის, ანუ ჰერპესების ჯგუფის ვირუსია. ჰერპესის ჯგუფია და რასაც ჰქვია ჰერპესული ენცეფალიტები ის საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. ჰერპესული ენცეფალიტები არა მხოლოდ ჩუტყვავილას პერიოდში, არამედ ისედაც შეიძლება დაემართოს ბავშვსაც და მოზარდსაც. ჰერპესული ენცეფალიტების დროს ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოზის დროულად დასმა და მკურნალობის დროულად დაწყება. ჩუტყვავილას გადამდებლობის ინდექსი დაახლოებით 12-ია, ანუ ერთ ინფიცირებულ ადამიანს ძალიან სწრაფად შეუძლია, რომ 12 ადამიანი დააავადოს. ჩუტყვავილას დროს ძალიან მაღალია გადამდებლობა. გადადება ხდება როგორც ჰაერწვეთოვანი გზით, ისე გამონაყარში, ბუშტუკებში არსებული შიგთავსის მოხვედრით. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 14-21 დღეა. გამონაყარის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ადამიანი უკვე გადამდებია.
ჩუტყვავილას დროს ბავშვი უნდა დაიბანოს ბაქტერიოციდული დასაბანი საშუალებებით და შემდეგ მას უნდა წაუსვათ ალკოჰოლის შემცველი ბეტადინის ხსნარი. ბრილიანტის მწვანე“ ამოღებულია ხმარებიდან, რადგან აბსოლუტურად შლის სურათს და მწვანე შეფერილობაში შეუძლებელია გამონაყარის მდგომარეობის დანახვა. ასეთ დროს აუცილებელია, რომ ბავშვი სითხეებით დავტვირთოთ.
მოზრდილ ადამიანებში ბავშვთა ინფექციები მძიმედ მიმდინარეობს. ჩუტყვავილა შეიძლება გართულდეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აქვს ქრონიკული დაავადება და თვეების და წლების განმავლობაში იღებს ჰორმონს, თუ აქვს გულის თანდაყოლილი მანკი, ცისტური ფიბროზი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები.“
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის პრაქტიკა საქართველოში – ვის შეუძლია დონორობა?
„საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაცია არის იმისთვის, რომ არ წავიდნენ სხვა ქვეყანაში სამედიცინო დახმარების მისაღებად“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.
კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
„ამჟამად საქართველოში ვიმყოფები. ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები მქონდა. არის ბევრი სიახლე საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციასთან დაკავშირებით.
აკრედიტაცია კანადამ საქართველოში პრაქტიკულად დახურა მიღება. ჩვენ ვეხმარებით 20 სამედიცინო დაწესებულებას.
ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ძლიერ, განსხვავებულ კლინიკებთან გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება. საერთაშორისო აკრედიტაცია შესაძლებელია სხვადასხვა ტიპისა და ზომის სამედიცინო დაწესებულებებთან“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
აკრედიტაცია კანადას ახალი პარტნიორია მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
ასევე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო (ახალი მიხაილოვი) ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში. უძველესი და ევროპული სტილის სამედიცინო დაწესებულება.
ასევე ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+ ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, კლინიკა „ვივამედთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
ასევე MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
„დიდი პატივია, ამ კლინიკებთან თანამშრომლობა. მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. კლინიკები იწყებენ რთული გზის გავლას, – ხარისხიან ჯანდაცვას“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, ე.წ. სამედიცინო ტურიზმი, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის.
„ე.წ. სამედიცინო ტურიზმი, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის, ხალხი მიდის ქვეყნიდან იმისთვის, რათა მიიღონ სამედიცინო დახმარება. საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაცია არის იმისთვის, რომ ქართველი დარჩეს საქართველოში და უცხოელი ჩამოვიდეს საქართველოში.
აკრედიტაციის გავლის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ პროცესების წარმართვას საერთაშორისო დონეზე, როგორიც მაგალითად, სადაზღვევო კომპანიებისათვის იქნება მისაღები. როდესაც საქართველოში მყოფ უცხოელს დაჭირდება სამედიცინო დახმარება და ის შეატყობინებს სადაზღვევო კომპანიას, სადაზღვევო კომპანია მისცემს რჩევას, რომელ კლინიკაში წავიდეს. ისინი უყურებენ ბაზას, ძირითად საერთაშორისო მააკრედიტებელ ორგანზიაციებს. შესაბამისად, საქართველოში აკრედიტებული კლინიკები ხვდებიან ამ დიდ ბაზაში.
მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოეთიშებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.
მე შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ფხაკაძემ დავდე შედეგი, – საქართველოში დაიწყო საერთაშორისო ხარისხიანი ჯანდაცვის მშენებლობა…“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
„აკრედიტაცია კანადამ საქართველოში პრაქტიკულად დახურა მიღება. ჩვენ ვეხმარებით 20 სამედიცინო დაწესებულებას“ – გიორგი ფხაკაძე