პარასკევი, ივნისი 26, 2026

ტოქსიკური ქიმიკატები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვებში ტვინის დარღვევებთან

გაიზარდა იმ ქიმიური ნივთიერებების სია, რომლებიც ბავშვის ტვინის განვითარებაზე ახდენს მავნე ზეგავლენას.

”ყველაზე შემაშფოთებელია ბავშვების დიდი რაოდენობა, რომლებიც განიცდიან ტვინის განვითარებას ტოქსიკური დაზიანებით, ოფიციალური დიაგნოზის არარსებობის შემთხვევაში,” – თქვა ფილიპ გრანჯანმა, HSPH-ის გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის პროფესორმა.

„ისინი განიცდიან ყურადღების დაქვეითებასა და შეფერხებულ განვითარებას. სამრეწველო ქიმიკატები ჩნდება, როგორც სავარაუდო მიზეზები. ”

„The Lancet Neurology-ის” მკვლევარებმა 2006 წელს გამოაქვეყნეს 5 ნეიროტოქსინის სია, რომელთაც შეუძლიათ იმოქმედოს ყველაფერზე, კოგნიტიური ფუნქციის დაზიანებით დაწყებული, ყურადღების კონცენტრაციით დამთავრებული. სია განახლდა და მას დაემატა 6 ახალი ნივთიერება.

ახალი კვლევა გვთავაზობს განახლებულ დასკვნებს ამ ქიმიკატების შესახებ და ამატებს ინფორმაციას ექვსი ახლად აღიარებული რისკის შესახებ, მათ შორის მანგანუმი, ფტორი, ქლორპირიფოსი და DDT (პესტიციდები), ტეტრაქლორეთილენი (გამხსნელი) და პოლიბრომინირებული დიფენილ ეთერები (ცეცხლმოკიდებული).

  • მანგანუმი ასოცირდება ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითებასთან და მოტორული უნარების დაქვეითებასთან.
  • გამხსნელები დაკავშირებულია ჰიპერაქტიურობასა და აგრესიულ ქცევასთან.
  • პესტიციდების გარკვეულმა ტიპმა შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური შეფერხება.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ნეიროგანვითარების ფუნქციების დარღვევები (მაგალითად აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) და კითხვის უუნარობა) დღეს დაბადებული ბავშვების დაახლეოებით 10-15%-ში გვხვდება. ამ დარღვევებიდან მხოლოდ 30-40%-ია გენეტიკური, ხოლო დანარჩენი გარემოს ბრალია. ზუსტი მიზეზების დასახელება, ამ ეტაპზე, ძალიან რთულია, თუმცა მკვლევარები განსაკუთრებულად სწორედ ამ 11 ნეიროტოქსინისგან თავის დაცვისკენ მოგვიწოდებენ:

ტყვია, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოკვლეული ქიმიური ელემენტია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნეიროგანვითარების ფუნქციების ისეთ დარღვევებთან, როგორიცაა, მაგალითად, დაბალი IQ (ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი).

5 ნივთიერება, რომლებიც ყველაზე მეტად მოქმედებს ბავშვების ტვინზე:

  1. ტყვია;
  2. მეთილვერცხლისწყალი;
  3. პოლიქლორირებული ბიფენილები;
  4. დარიშხანი;
  5. ტოლუოლი.

წყარო:  Harvard business review

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო – ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, 16-დღიან მსოფლიო კამპანია

„ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.“ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„პირველი ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ გახსნა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი პრევენცია. ასევე – საზოგადოებისთვის ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების გაცნობა.
შეხვედრაზე, მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მარნეულის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ.
ღონისძიებაზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ „ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო მომსახურებების შესახებ“ პრეზენტაცია გამართა.
კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, მასწავლებლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან ჩატარდება“. ნათქვამია ინფორმაციაში.

დაფინანსება მოიცავს მოთხოვნით ექიმის აყვანის, გაუტკივარების, მედიკამენტების, კვების, პალატის და სხვა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხარჯებს

ეკატერინე შარაძე გადაცემაში “იმედის დილა”
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის, სრულად ფინანსდება, მათ შორის მათთვისაც, ვისაც კერძო დაზღვევა აქვს.
დაფინანსება მოიცავს მოთხოვნით ექიმის აყვანის, გაუტკივარების, მედიკამენტების, კვების, პალატის და სხვა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხარჯებს,
პროგრამის ფარგლებში, არ ფინანსდება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნით საკეისრო კვეთა და ე.წ. VIP პალატის მომსახურება“, – განაცხადა ეკატერინე შარაძემ.

„დაავადებულთა რიცხვი იზრდება, ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი, უცვლელი რჩება…“

რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „პულსი“

სტუმარი: კლინიკური ონკოლოგი, კავკასიის  მედიცინის ცენტრის ონკოთერაპიული მიმართულების ხელმძღვანელი ირინე ხუბუა

თემა: პანკრეასის კიბო

„ძალიან მნიშვნელოვანია პანკრეასის კიბოს შესახებ ცნობადობის ამაღლება. სამწუხაროდ, პანკრეასის კიბოს დადგენა და მართვა ძალიან რთულია, თუმცა მედიკოსები დიდი ხანია ცდილობენ დიაგნოზირებისა და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვას, რომელთაც შემდეგ კლინიკურ პრაქტიკაში ვიყენებთ. პანკრეასი მუცლის ღრუს ორგანოა, რომელიც ეგზოკრინულ და ენდოკრინულ ფუნქციას ასრულებს. ეგზოკრინული ფუნქცია საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამომუშავებას და გამოყოფას გულისხმობს თორმეტგოჯა ნაწლავში, ენდოკრინული ფუნქცია კი, მნიშვნელოვანი ჰორმონების – ინსულინისა და გლუკაგონის გამომუშავებას უზრუნველყოფს, რომლებიც შაქრის დონეს არეგულირებენ სისხლში. პანკრეასის კიბო ორ ძირითად ჯგუფად – კეთილ და ავთვისებიან სიმსივნედ იყოფა. საკმაოდ იშვიათია პანკრეასის კეთილთვისებიანი სიმსივნეები,  ავთვისებიანი კი, მართალია, ერთნაირი სიმწვავით ვითარდება როგორც ეგზოკრინული, ისე ენდოკრინული უჯრედებისგან, მაგრამ 95% მაინც ეგზოკრინულ უჯრედებზე მოდის.

სამწუხაროდ, პანკრეასის კიბოთი დაავადებულთა რიცხვი იზრდება, ლეტალური შემთხვევების რიცხვი კი, უცვლელი რჩება.

დაავადება ხშირად აბსოლუტურად უსიმპტომოდ ვითარდება და მეტწილად სწორედ  ამიტომ სრულდება ლეტალური შედეგით. ზოგად სიმპტომებად საერთო სისუსტე, წონაში კლება და სიყვითლე შეიძლება ჩაითვალოს. თუ სიმსივნე პანკრეასის თავშია ლოკალიზებული, მაშინ სიყვითლით, წონაში კლებით და სტეატორეით ხასიათდება, პანკრეასის კუდსა და სხეულში ლოკალიზებული სიმსივნე კი, ძლიერ ტკივილს იწვევს, რომელიც ან მუდმივი, ან ელვისებრი ან მოვლითი ხასიათისაა და გვერდით, ან ზურგის არეში გადაიცემა. მართალია, სიყვითლე ამ შემთხვევაშიც აღინიშნება, მაგრამ ის უფრო ღვიძლის მეტასტაზურ დაზიანებას უკავშირდება. ხშირად სიყვითლეს თან ახლავს მუქი ფერის შარდი და ღია ფერის განავალი, რაც მეტად სახიფათოა და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. პანკრეასის კიბო მეტწილად მუცლის ღრუში, ღვიძლსა და ფილტვში, შედარებით ნაკლებად ძვლებზე და ჭიპის მიდამოში ვრცელდება“, – განაცხადა ირინე ხუბუამ.

მისი თქმით, პანკრეასის გამომწვევი მიზეზები უცნობია, მაგრამ მთავარ რისკ-ფაქტორებად მაინც არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა და კონტაქტი კიბოს გამომწვევ შხამქიმიკატებთან, „შეიძლება, ქრონიკული დაავადებები – და გენეტიკური წინასწარი განწყობა  ჩაითვალოს. სწორედ ახლო ნათესავებში ძუძუს, საკვერცხეების, კოლორექტალური და პანკრეასის კიბოს არსებობა  წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს.  ახლო ნათესავის პანკრეასის კიბოთი დაავადება 4-ჯერ ზრდის მემკვიდრეში ამავე დაავადების განვითარების რისკს. შესაბამისად, პაციენტებმა, ვინც წინასწარაა გენეტიკურად განწყობილი აუცილებლად უნდა ჩაიტაროს სკრინინგული კვლევა, თუმცა დაზუსტებით არც სკრინინგის პერიოდულობა და ზუსტი დროა დადგენილი.

პანკრეასის მკურნალობის სამი ძირითადი მეთოდი არსებობს – ქიმიოთერაპია, ქირურგიული ჩარევა და სხივური თერაპია. ქირურგიული ჩარევა მხოლოდ შორს წასული დაავადების ან ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნის ოპერირების სირთულის შემთხვევაშია გამართლებული“, – განაცხადა ირინე ხუბუამ.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები, საქართველოში, პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები, საქართველოში, პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცველებს.

„ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ექიმებს, რომლებსაც შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საექიმო საქმიანობის ნებართვა აქვთ, სამშობლოში, პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ავტომატურად, ზედმეტი ბიუროკრატიისა და ბარიერების გარეშე, ნებისმიერ დროს შეძლებენ. მათ მიერ, მხოლოდ საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, რის შემდეგაც პროაქტიულად მიენიჭებათ სახელმწიფო საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი.

გამარტივებული წესით, აშშ-ში, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში, ასევე – კანადაში, ავსტრალიაში, ისლანდიაში, ისრაელში, თურქეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები ისარგებლებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

როგორ აღმოჩნდა ერთადერთი ქართველი პროფესორი გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლად, გლობალურ ჯანდაცვის საკითხებში?!

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი,
როგორ აღმოჩნდა ერთადერთი ქართველი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლად, გლობალურ ჯანდაცვის საკითხებში?!

დაფიქსირებულია უკიდურესად მძლავრი კოსმოსური სხივი, რომელიც არავინ იცის, საიდან არის წამოსული

დედამიწის ატმოსფეროში შემოსულმა კოსმოსურმა სხივმა ასტროფიზიკოსები უბრალოდ გააოგნა.

ციცქნა ნაწილაკი 240 ექსაელექტრონვოლტ ენერგიას ატარებდა, რაც 2,4 x 1020 ელექტრონვოლტს უდრის. ამ დრომდე ყველაზე მძლავრი ასეთი სხივი 1991 წელს არის დაფიქსირებული — ის 320 ექსაელექტრონვოლტ ენერგიას ატარებდა და „ღმერთო ჩემო“ ნაწილაკი (Oh-My-God particle) უწოდეს.

თუმცა, არის ერთი პრობლემა. „ღმერთო ჩემო“ ნაწილაკის მსგავსად, მეცნიერებმა ვერც ამჯერად მიაგნეს მის აშკარა წყაროს.

წაიკითხეთ სრულად

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მაქსიმალური დღიური დოზები დაადგინა – ალკოჰოლის მოხმარების საკითხზე რეკომენდაციების პროექტი

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ ალკოჰოლის მოხმარების საკითხზე რეკომენდაციების პროექტი მოამზადა, რომელიც ადგენს სუფთა ალკოჰოლის დღიურ დოზებს, რაც სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს იწვევს – კაცებისთვის ეს დღეში 40 გრამი, ქალებისთვის კი 20 გრამი.

გაიდლაინებში, რომელიც პირველია იაპონიაში, ასევე ნათქვამია, რომ „მნიშვნელოვანია ალკოჰოლის მიღება რაც შეიძლება დაბალი იყოს“.

ბოლო წლების კვლევის შედეგებით, ალკოჰოლის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება გაზარდოს რისკი. მაღალი წნევა და კიბო.

სუფთა ალკოჰოლის 20 გრამი ერთ საშუალო ბოთლ ლუდს ან თითქმის ორ ჭიქა ღვინოს უდრის. ექსპერტების თქმით, ორგანიზმზე ალკოჰოლის ზემოქმედება ასევე დამოკიდებულია ადამიანის ასაკსა და აღნაგობაზე.

კვლევის შედეგების თანახმად, ალკოჰოლის მცირე დოზამაც კი შეიძლება კაცებში ჰიპერტენზიის და კიბოს განვითარების რისკი, ქალებში კი – ინსულტის დროს სისხლდენის რისკი გაზარდოს.

ისინი ასევე აფრთხილებენ, რომ ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება ადამიანებს უფრო მგრძნობიარეს ხდის ცხოვრების წესთან დაკავშირებული დაავადებების, კიბოს და ალკოჰოლური დამოკიდებულების მიმართ.

ისინი ასევე ხაზს უსვამენ კვლევის შედეგებს, რომ დღეში დაახლოებით 20 გრამი ან მეტი სუფთა ალკოჰოლის მიღება ზრდის ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. „მნიშვნელოვანია, წინასწარ განსაზღვროთ სასმელის რაოდენობა“.

რეკომენდაციების საბოლოო ვერსიას იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო 2024 წლის მარტამდე გამოუშვებს. დოკუმენტში დაწვრილებით იქნება აღწერილი ორგანიზმზე ალკოჰოლის ზემოქმედება.

 

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

„ადგილები შეზღუდულია, განცხადებების მიღება 10 დეკემბრამდე…“ – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაცია საქართველოში, განცხადებების მიღებას 10 დეკემბრამდე განახორციელებს.
„ადგილები შეზღუდულია❗️
????????აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაცია საქართველოში განცხადებების მიღებას 10 დეკემბრამდე განახორციელებს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

პროსტატის კიბო – უოპერაციო მკურნალობა

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

სტუმარი: პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი

თემა: პროსტატის კიბოს მართვის თანამედროვე მიდგომები და მეთოდები

განიხილეს საქართველოს ადგილი რეგიონში ამ მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო რევოლუციურ სიახლეს, Focal One® – (რუთი – რობოტული ულტრაბგერითი თერაპია) უოპერაციო, არაინვაზიური, რადიაციული სხივებისგან თავისუფალი, მკურნალობის რობოტული ულტრაბგერითი თერაპია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცებმა გავიგოთ ახალი მიდგომები, რომლებიც არსებობს მსოფლიოში. რაც მსოფლიოში არსებობს, უკვე საქართველოშიც არის მოწინავე ქვეყნების დონეზე.

„პროსტატის კიბო არის ერთ-ერთი ხშირი ონკოლოგიური დაავადება. კანის კიბოს შემდეგ მეორე ადგილზეა. ყოველ მეშციდე მამაკაცს ყოველწლიურად ვუსვამთ პროსტატისს კიბოს დიაგნოზს…“

პროსტატის კიბოს მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველი ადგილი უკავია. იგი ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პროსტატა მამაკაცის წინამდებარე სასქესო ჯირკვალია.  გამოიმუშავებს სითხეს, რომელიც სპერმის გათხელებასა და სპერმატოზოიდების მოძრაობას უწყობს ხელს, რაც განაყოფიერებისთვის  ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. პროსტატის კიბო პროსტატაში განვითარებული სიმსივნური პროცესია. ითვლებოდა, რომ პროსტატის კიბო ასაკოვანი მამაკაცების დაავადებაა , თუმცა უახლესი სტატისტიკური მონაცემები წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეებით დაავადებული 40-50 წლის მამაკაცების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე მიუთითებს.

პროსტატის კიბო მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მიზეზთა შორის პირველ ან მეორე ადგილზეა. მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებსა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა, პროსტატის კიბოთი მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს და მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემისთვის.

პროსტატის კიბოს წარმოშობის მექანიზმი უცნობია, თუმცა მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ   გარკვეული რისკ-ფაქტორები:

  • ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების ალბათობა იზრდება;
  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა- პროსტატის კიბოს განვითარების რისკი გაცილებით მეტია იმ მამაკაცებში, რომელთა ნათესავები ავადობდნენ პროსტატის კიბოთი.

პროსტატის კიბოს სკრინინგი – ადრეული დიაგნოსტიკა

საწყის სტადიაზე პროსტატის კიბოს  სიმპტომები არ გააჩნია და სწორედ ეს თავისებურება განაპირობებს ამ დაავდებით გარდაცვალების მაღალ მაჩვენებლს . პროსტატის კიბოს გავრცელებისა და გარდაცვალებათა სიხშირიდან , აგრეთვე  სტატისტიკურად სარწმუნო „გაახალგაზრდავებიდან“ გამომდინარე , პროსტატის კიბოს სკრინინგმა/ადრეულმა დიაგნოსტიკამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, მით უფრო იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში პროსტატის კიბო სრულად იკურნება.

პროსტატის კიბო საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ ვითარდება, ამიტომ მისი გამოვლენა მხოლოდ კომპლექსური კვლევითაა შესაძლებელი . .

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights