ადამიანის ორგანოთა გადანერგვის პრაქტიკა საქართველოში – ვის შეუძლია დონორობა?
„საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაცია არის იმისთვის, რომ არ წავიდნენ სხვა ქვეყანაში სამედიცინო დახმარების მისაღებად“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.
კლინიკებმა საერთაშორისო აკრედიტაციის გავლისთვის მზადება დაიწყეს.
საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს.
ამასთან, მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის, კლინიკებში არსებული პროცესებისა და ინფრასტრუქტურის შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო სტანდარტებისგან.
„ამჟამად საქართველოში ვიმყოფები. ერთი კვირის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები მქონდა. არის ბევრი სიახლე საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციასთან დაკავშირებით.
აკრედიტაცია კანადამ საქართველოში პრაქტიკულად დახურა მიღება. ჩვენ ვეხმარებით 20 სამედიცინო დაწესებულებას.
ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ძლიერ, განსხვავებულ კლინიკებთან გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება. საერთაშორისო აკრედიტაცია შესაძლებელია სხვადასხვა ტიპისა და ზომის სამედიცინო დაწესებულებებთან“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
აკრედიტაცია კანადას ახალი პარტნიორია მალხაზ კაციაშვილის მრავალპროფილური გადაუდებელი დახმარების ცენტრი.
ასევე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო (ახალი მიხაილოვი) ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში. უძველესი და ევროპული სტილის სამედიცინო დაწესებულება.
ასევე ნეონატოლოგიური ცენტრი N ქირონ+ ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ, კლინიკა „ვივამედთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
ასევე MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.
„დიდი პატივია, ამ კლინიკებთან თანამშრომლობა. მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით. კლინიკები იწყებენ რთული გზის გავლას, – ხარისხიან ჯანდაცვას“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
მისი თქმით, ე.წ. სამედიცინო ტურიზმი, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის.
„ე.წ. სამედიცინო ტურიზმი, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის, ხალხი მიდის ქვეყნიდან იმისთვის, რათა მიიღონ სამედიცინო დახმარება. საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაცია არის იმისთვის, რომ ქართველი დარჩეს საქართველოში და უცხოელი ჩამოვიდეს საქართველოში.
აკრედიტაციის გავლის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ პროცესების წარმართვას საერთაშორისო დონეზე, როგორიც მაგალითად, სადაზღვევო კომპანიებისათვის იქნება მისაღები. როდესაც საქართველოში მყოფ უცხოელს დაჭირდება სამედიცინო დახმარება და ის შეატყობინებს სადაზღვევო კომპანიას, სადაზღვევო კომპანია მისცემს რჩევას, რომელ კლინიკაში წავიდეს. ისინი უყურებენ ბაზას, ძირითად საერთაშორისო მააკრედიტებელ ორგანზიაციებს. შესაბამისად, საქართველოში აკრედიტებული კლინიკები ხვდებიან ამ დიდ ბაზაში.
მიმდინარე წელს სამედიცინო დაწესებულებებმა უკვე უნდა წარადგინონ კონტრაქტი აკრედიტაციის ორგანოსთან. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოეთიშებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.
მე შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი ფხაკაძემ დავდე შედეგი, – საქართველოში დაიწყო საერთაშორისო ხარისხიანი ჯანდაცვის მშენებლობა…“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან
„აკრედიტაცია კანადამ საქართველოში პრაქტიკულად დახურა მიღება. ჩვენ ვეხმარებით 20 სამედიცინო დაწესებულებას“ – გიორგი ფხაკაძე

„ეს გაკეთდა იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ სწორი ინფორმაცია“ – გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე საქართველოში იმყოფება.
გიორგი ფხამაძემ ვიდეო ჩართვის დროს საინფორმაციო პორტალის www.sheniekimi.ge შესახებ ისაუბრა.
„ეს არის პირველი დამოუკიდებელი საინფორმაციო პორტალი www.sheniekimi.ge, სადაც თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ჯანდაცვის, საავადმყოფოების, სამინისტროსა და ჯანმრთელობის შესახებ.
რაც მთავარია, ეს პორტალი არ არის ფარმაკომპანიების, ტოტალიზატორებისა და სხვა ტიპის ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდი, – საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის პროექტი. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ სწორი ინფორმაცია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
სახეები და მიზეზები – შარდის შეუკავებლობა
დაძაბვა: შარდის მცირე ულუფები უკონტროლოდ, უნებლიეთ გამოიყოფა ხველების, გაჭინთვის, ცემინების, სიმძიმის აწევის ან რაიმე მოქმედების დროს, რაც მუცლის ღრუში წნევას ზრდის. ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალებში შეუკავებლობის ეს სახე ყველაზე ხშირია. იგი შეიძლება საშარდე სფინქტერის სისუსტით იყოს გამოწვეული, რაც ზოგჯერ მშობიარობის და მენჯის ღრუზე ოპერაციის შემდეგ, შარდსადენის ან საშვილოსნოს უჩვეულო მდებარეობის გამო ვითარდება. მენოპაუზის შემდეგ ქალებში ესტროგენის ნაკლებობა შარდსადენის წინააღმდეგობის უნარს ამცირებს შარდის ნაკადის მიმართ. მამაკაცებში დაძაბვის შეუკავებლობა შეიძლება წინამდებარე ჯირკვლის ოპერაციის შემდეგ განვითარდეს, თუ შარდსადენის ზედა ნაწილი ან შარდის ბუშტის ყელი დაზიანდა. ორივე სქესში სიმსუქნემ შეიძლება თავად გამოიწვიოს ან გააღრმაოს დაძაბვის შეუკავებლობა, რადგან ამ დროს ზედმეტი წონა აწვება შარდის ბუშტს.
ზოგ ადამიანს ეს პრობლემა ძალიან მძიმე ფორმით აქვს და შარდი თითქმის ყოველთვის უნებლიეთ გამოიყოფა (სრული შეუკავებლობა). მოზრდილებში ეს, როგორც წესი, იმიტომ ხდება, რომ საშარდე სფინქტერი ბოლომდე არ იხურება.
გადავსება: ამ დროს შარდის მცირე ულუფები უნებლიეთ გამოიყოფა შარდის ბუშტიდან, რომელიც ბოლომდე კარგად ვერ იცლება. ამას, როგორც წესი, საშარდე გზების დახშობა, შარდის ბუშტის შემკუმშავი კუნთების სისუსტე ან მისი ნერვების დაზიანება იწვევს. როცა შარდის გადინება ფერხდება და შარდის ბუშტის კუნთებს უფრო ძლიერად შეკუმშვა აღარ შეუძლიათ, ბუშტი ივსება და ზომაში იზრდება. წნევა მასში იქამდე იმატებს, სანამ შარდის მცირე რაოდენობა არ გაიჟონება გარეთ.
შეუკავებლობისთვის სპეციალურად შექმნილი საფენებისა და საცვლების გამოყენებით, ადამიანებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ კანის გაღიზიანება, შეინარჩუნონ სიმშრალე, კომფორტი და მისდიონ ცხოვრების აქტიურ წესს. ისინი შეუმჩნეველი და იოლად ხელმისაწვდომია.
საკმაოდ ეფექტური შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ვარჯიშები, მათ შორის მენჯის კუნთების (იხ. კეგელის ვარჯიში), განსაკუთრებით დაუძლეველი სურვილისა და დაძაბვის შეუკავებლობის დროს. სავარჯიშოები მოიცავს კუნთების დღეში მრავალჯერ შეკუმშვას, რათა ისინი გაძლიერდეს და საჭირო სიტუაციაში ადამიანმა შარდის შეკავება შეძლოს, მაგალითად ხველისას. მათ სწორად შესრულებას ექთანები ან სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტები ასწავლიან. მათ, ვისაც სავარჯიშოების სწავლა უჭირს, შესაძლოა ბიოუკუკავშირის მეთოდი დაეხმაროს. ამ დროს შარდის ბუშტის კუნთებთან ახლოს, ყითის გარეთ, დროებით ელექტროდები თავსდება. მათი მეშვეობით სიგნალები გადაეცემა კუნთებს და კუმშავს მათ. შედეგად, ადამიანები უკეთ ხვდებიან, რომელი კუნთები უნდა შეკუმშონ შარდის შესაკავებლად.
შეუკავებლობის ზოგიერთი სახის სამკურნალოდ შეიძლება მედიკამენტების გამოყენებაც. ცოტა უცნაურია, მაგრამ ამ პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მედიკამენტი, მაგალითად, ალფა-ადრენერგული აგონისტები, ალფა-ადრენერგული ბლოკერები და ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე წამლები შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდაც იხმარება. ექიმი წამალს შეუკავებლობის სახისა და ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომების მიხედვით არჩევს. ასე მაგალითად:
ალფა-ადრენერგული აგონისტები კუმშავენ შარდის ბუშტის სფინქტერს, რაც ეფექტურია დაძაბვით გამოწვეული შეუკავებლობის დროს, რომელიც სფინქტერის სისუსტით არის გამოწვეული.
ალფა-ადრენერგული ბლოკერები, პირიქით, ადუნებენ სფინქტერს. ეს შეიძლება ეფექტური იყოს მამაკაცებში, რომელთაც წინამდებარე ჯირკვალი აქვთ გადიდებული.
ანტიქოლინერგული საშუალებები შარდის ბუშტის შეკუმშვას ამცირებენ, რაც მოშარდვის დაუძლეველ სურვილს ასუსტებს და გამოსადეგია ამ სახის შეუკავებლობისთვის.
მოშარდვის დაუძლეველი სურვილით გამოწვეული შეუკავებლობის დროს შეიძლება ეფექტური იყოს შარდვა რეგულარული ინტერვალებით (შარდვა გრაფიკით), მოშარდვის სურვილის გაჩენამდე. მენჯის კუნთების კეგელის სავარჯიშოები აძლიერებს შარდის ბუშტის კუნთებს და უნებლიე შარდვის კონტროლის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ყველაზე ხშირად მედიკამენტებიდან ბუშტის მომადუნებელი საშუალებები ინიშნება, მაგალითად, ანტიქოლინერგული წამლები, კერძოდ, ტოლტეროდინი და ოქსიბუტინინი. ორივე მათგანის მიღება დღეში ერთხელ შეიძლება. ასევე არსებობს ოქსიბუტინინის კანზე დასაკრავი ფირფიტები, რომლებიც კვირაში ორჯერ იცვლება. მედიკამენტის შეყვანა ზოგჯერ პირდაპირ შარდის ბუშტშიც ხდება. ამ ჯგუფის უფრო ახალი წარმომადგენლებია: სოლიფენაცინი, დარიფენაცინი და ტროსპიუმი. ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტის კუნთების მოსადუნებლად, პირდაპირ მასში შეიძლება შეიყვანონ ბოტულიზმის ტოქსინი, რომელიც კუნთების დამბლას იწვევს. მკურნალობის ეს ხერხი ძალზე ახალია იმისთვის, რომ სტანდარტულად ინიშნებოდეს. თუმცა, როგორც სადღეისოდ არსებული შედეგები აჩვენებს, იგი 6-9 თვის მანძილზეა ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ მედიკამენტს შეუძლია შარდის ბუშტის გაღიზიანებადობის შემცირება და მოშარდვის ძლიერი სურვილის დაქვეითება, მათ შეიძლება გვერდითი მოვლენებიც ჰქონდეთ: პირის სიმშრალე, შეკრულობა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და შარდის შეკავებაც კი.
დაძაბულობით გამოწვეული შეუკავებლობის დროს ეფექტურია ხოლმე ხშირი შარდვა, რათა შარდის ბუშტი არ გაივსოს და მენჯის კუნთების (კეგელის) ვარჯიში. დაძაბულობით განპირობებული შეუკავებლობის მქონე ქალებში, რომელთაც ესტროგენების ნაკლებობის გამო შარდსადენის ამომფენი გარსის გათხელება აქვთ, ექიმმა შეიძლება ესტროგენი დანიშნოს კრემის, საშოში შესაყვანი რეზინის რგოლის ან აბების სახით. ამ მკურნალობის უარყოფითი და დადებითი მხარეები დეტალურად უნდა იქნეს განხილული. თუმცა, საშოს კრემის, რგოლის ან აბის გამოყენებას არა აქვს იმდენი გვერდითი ეფექტი, რამდენიც ესტროგენის დალევას. სფინქტერის გამამაგრებელი სხვა საშუალებებიდან აღსანიშნავია ფსევდოეფედრინი და დულოქსეტინი. შეიძლება სპეციალური საფენების გამოყენებაც, რომელიც იწოვს დაძაბვის შეუკავებლობის დროს გამოყოფილი შარდის მცირე რაოდენობას.
შეუკავებლობის სხვა, უფრო მძიმე სახეები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება, შეიძლება ქირურგიული გზით გამოსწორდეს. არსებობს რამდენიმე პროცედურა, რომლითაც ექიმებს შეუძლიათ შარდსადენის გარშემო არსებული ქსოვილები შეამჭიდროვონ. ზოგ ადამიანში ეფექტურია შარდსადენის გარშემო კოლაგენის შეყვანა, რომელიც მოცულობით მასას წარმოქმნის. თუკი საშარდე სფინქტერი ბოლომდე არ იკეტება, მისი ჩანაცვლება ხელოვნურით შეიძლება.
გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის ან სხვა მიზეზის გამო შარდის ბუშტის გადავსებით გამოწვეული შეუკავებლობის სამკურნალოდ, როგორც წესი, ქირურგიული ჩარევაა საჭირო. წინამდებარე ჯირკვლის ან მისი ნაწილის ამოსაკვეთად რამდენიმე მეთოდი არსებობს. თვეების განმავლობაში დუტასტერიდის და ფინასტერიდის მიღება წინამდებარე ჯირკვალს ზომაში ამცირებს ან აჩერებს მის ზრდას. შესაბამისად, ოპერაცია შეიძლება გადაიდოს ან სულ აღარ გახდეს საჭირო. ჯირკვლის მომადუნებელი საშუალებები – ალფუზოზინი, დოქსაზოზინი, პრაზოზინი, ტერაზოზინი და ტამსულოზინი, შარდის ბუშტს უფრო კარგად დაცლაში ეხმარება.
როცა შარდის ბუშტის გადავსება ბუშტის კუნთების სუსტი შეკუმშვითაა გამოწვეული, მედიკამენტები ხშირად ეფექტური არ არის. მუცლის ქვედა ნაწილზე, შარდის ბუშტის მიდამოში ხელებით მსუბუქად ზეწოლით იგი უფრო კარგად იცლება, განსაკუთრებით თუ პრობლემა მისი ბოლომდე დაცლაა. ზოგჯერ საჭირო ხდება შარდის ბუშტში კათეტერის ჩაყენება, რათა ნარჩენი შარდი გამოიღონ და გართულებები თავიდან აიცილონ (მაგალითად, განმეორებითი ინფექციები ან თირკმლის დაზიანება). კათეტერი შეიძლება ხანგრძლივად ჩაიდგას, ან დღეში რამდენჯერმე ჩადგან და ამოიღონ (ხანგამოშვებითი კათეტერიზაცია).
ფუნქციური შეუკავებლობის დროს მკურნალობა მოიცავს დახმარებას საჭირო ოთახის რეგულარულ გამოყენებაში. მაგალითად, პრობლემის მქონე ადამიანს შეიძლება სხვამ შეახსენოს მოშარდვა, როგორც წესი, 3-4 საათში ერთხელ, რათა შარდის ბუშტი უნებლიე შარდვის განვითარებამდე დაიცალოს. საჭირო ოთახამდე გადაადგილების გაძნელებისას შეიძლება სპეციალური ჭურჭლის ან სკამის გამოყენება. თუკი გამომწვევი მიზეზი დეპრესიაა, საჭიროა მისი მკურნალობა. შეიძლება სპეციალური საცვლებისა და საფენების გამოყენებაც, მაგრამ ადამიანი მათზე ზედმეტად დამოკიდებული არ უნდა გახდეს.
ქალებში შარდსადენი მოკლდება და მენოპაუზის დროს ესტროგენების შემცირებასთან ერთად მისი ამომფენი გარსიც თხელდება. ამ ცვლილებების გამო საშარდე სფინქტერს აღარ შეუძლია ბოლომდე დაიხუროს.
მამაკაცებში შარდის ბუშტიდან შარდსადენის გავლით შარდის დინების სიჩქარე მცირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ წინამდებარე ჯირკვალი გადიდებულია. ეს ძალიან ხშირია მოხუცებში.
ამ ასაკობრივი ცვლილებების გამო ხანში შესვლასთან ერთად შარდის შეუკავებლობის განვითარების რისკიც იზრდება.

ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
როცა შარდის ბუშტი ივსება, მისგან ნერვული იმპულსები ნერვებით ზურგის ტვინისკენ მიემართება

ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
შარდის შეუკავებლობა
შარდის შეუკავებლობა

თირკმლების პოლიკისტოზი მემკვიდრეობითი ავადმყოფობაა, რომლის დროსაც თირკმლებში მრავალი სითხის შემცველი ბუშტუკი წარმოიქმნება
თირკმლების პოლიკისტოზი
თირკმლების პოლიკისტოზი მემკვიდრეობითი ავადმყოფობაა, რომლის დროსაც თირკმლებში მრავალი სითხის შემცველი ბუშტუკი (კისტა, ცისტა) წარმოიქმნება. თირკმლები ზომაში იმატებს, მაგრამ მათი მოქმედი, მოფუნქციონირე ქსოვილის მოცულობა იკლებს.
თირკმლების პოლიკისტოზი მემკვიდრეობით მიღებული დეფექტური გენითაა გამოწვეული.
ზოგ ადამიანს სიმპტომები იმდენად მსუბუქად აქვს გამოხატული, რომ არც იცის, რომ ავად არის. სხვებს აწუხებთ ტკივილი გვერდში, სისხლიანი შარდვა და თირკმლის კენჭებით გამოწვეული ჭვალისებრი ტკივილი.
დიაგნოზი თირკმლების ფუნქციის ლაბორატორიულ ანალიზსა და ულტრასონოგრაფიულ ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიულ კვლევას ეფუძნება.
თირკმლის კენჭებისა და ინფექციის მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ პაციენტების ნახევარს დროთა განმავლობაში დიალიზი ან ორგანოს გადანერგვა ესაჭიროება.
თირკმლების პოლიკისტოზი რამდენიმე გენეტიკურმა დეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს. მის ზოგიერთ სახეს დომინანტური გენი იწვევს, ერთ-ერთ იშვიათ ტიპს კი – რეცესიული. იმისთვის, რომ დაავადება გამოვლინდეს, ადამიანმა ან ერთი დომინანტური გენი უნდა მიიღოს რომელიმე მშობლისგან, ან ორი რეცესიული – თითო ორივე მშობლისგან. დომინანტური გენის შემთხვევაში სიმპტომები ზრდასრულობამდე, როგორც წესი, არ ვლინდება. რეცესიული გენებით გამოწვეული დაავადების დროს ბავშვობაშივე მძიმედ იჩენს თავს. გენეტიკური დეფექტი დიდი რაოდენობით ცისტების წარმოქმნას იწვევს. ასაკთან ერთად ნელ-ნელა კისტებიც იზრდება ზომაში, თირკმლების სისხლით მომარაგება მცირდება და მათში ნაწიბუროვანი ქსოვილი ვითარდება, შესაძლოა კენჭებიც ჩამოყალიბდეს. დროთა განმავლობაში შეიძლება თირკმლების უკმარისობა განვითარდეს. გენეტიკური დეფექტის გამო კისტები შესაძლოა სხვა ორგანოებშიც, მაგალითად, ღვიძლსა და კუჭქვეშა ჯირკვალშიც განვითარდეს.
სიმპტომები
დაავადების იშვიათი, რეცესიული ტიპის დროს, რომელიც ბავშვობაშივე ვლინდება, კისტები ძალიან დიდ ზომას აღწევს, რის გამოც მუცლის გარშემოწერილობა იზრდება. მძიმე ფორმის მქონე ახალშობილი შეიძლება დაბადების შემდეგ მალევე დაიღუპოს, რადგან ადრევე ჩამოყალიბებული თირკმლების უკმარისობა ფილტვების განვითარებას აფერხებს. ღვიძლიც ზიანდება და 5-10 წლის ასაკში ნაწლავებისა და ღვიძლის დამაკავშირებელ სისხლძარღვებში (კარის ვენის სისტემაში) წნევა იმატებს. დროთა განმავლობაში თირკმლებისა და ღვიძლის უკმარისობა ვითარდება.
თირკმლების პოლიკისტოზის უფრო ხშირი, დომინანტური ფორმის დროს კისტების რიცხვი და ზომა ნელ-ნელა იმატებს. სიმპტომების გამოვლენა მოზარდობის ასაკის ადრეულ ან შუა პერიოდში იწყება. ზოგჯერ სიმპტომები იმდენად მსუბუქია, რომ ადამიანმა მთელი ცხოვრების მანძილზე არ იცის, რომ დაავადება აქვს. სიმპტომებია: მუცლის, გვერდის ტკივილი ან დისკომფორტი, სისხლიანი შარდვა, ხშირი შარდვა, ძლიერ შეტევითი ხასიათის ტკივილი (ჭვალი) თირკმლის კენჭების გამო. სხვა შემთხვევაში, როცა თირკმლის Fფუნქციონირებადი ქსოვილის მოცულობა მცირდება, შეიძლება თირკმლების უკმარისობის სიმპტომები განვითარდეს: საერთო სისუსტე, გულისრევა და სხვა. საშარდე გზების განმეორებითი ინფექციები ზოგჯერ აღრმავებს თირკმლების უკმარისობას. პოლიკისტოზის მქონე პაციენტთა ნახევარს დიაგნოზის დასმის მომენტისთვის მაღალი არტერიული წნევა აქვს.
გართულებები: დაავადების დომინანტური ფორმის დროს პაციენტების მესამედს კისტები ღვიძლშიც აქვს, თუმცა ამ ორგანოს ფუნქციონირება არ ირღვევა; 10%-ს თავის ტვინში ანევრიზმები (სისხლძარღვის ჩანთასავით გამობერილი უბნები) აღენიშნება. როგორც წესი, მათი გაფართოება თავის ტკივილს იწვევს, ხშირია ანევრიზმიდან სისხლდენა და ინსულტი.
დიაგნოზი, პროგნოზი და მკურნალობა
ექიმს ამ დაავადების არსებობაზე ეჭვი ოჯახის სამედიცინო ისტორიისა და თირკმლების ფუნქციის ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე ებადება. ულტრასონოგრაფიულად და კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება თირკმლებსა და ღვიძლში კისტების არსებობა დადასტურდეს.
თირკმლის დაზიანების პროგრესირება ფერხდება საშარდე გზების ინფექციებისა და მაღალი არტერიული წნევის მკურნალობით. თუმცა, ამ დაავადების მქონეთა ნახევარს ცხოვრების რაღაც ეტაპზე თირკმლების უკმარისობა უვითარდება და დიალიზი ან ორგანოს გადანერგვა ხდება საჭირო.
თუ პირს სურს გაარკვიოს, როგორია ამ დაავადების მისი შვილებისთვის გადაცემის ალბათობა, მას გენეტიკურ ტესტირებას სთავაზობენ.
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)