ათასობით პაციენტის საფრთხეში ჩაგდებული სიცოცხლე – რა შედეგი დადგა უპრეცედენტო რაოდენობის, უკანონო რეცეპტების გაცემით.
ბოლო ერთ წელში, საქართველოში, Covid 19-ით 86 000-ზე მეტი პირი დაინფიცირდა
ბოლო ერთ წელში, საქართველოში, Covid 19-ით 86 000-ზე მეტი პირი დაინფიცირდა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ NCDC-დან გამოთხოვილი ინფორმაციის ფარგლებში პასუხობს. თუმცა, მათ დეპუტატს არ გაუზიარეს მონაცემები კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ.
“აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში COVID-19 დადასტურებული შემთხვევები არის 86 728.გარდაცვალების აღრიცხვა პანდემიის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ მიმდინარეობს სტანდარტულ ფორმატში (არა ოპერატიულ რეჟიმში) და 2023 წლის გარდაცვალება სიკვდილის მიზეზების მიხედვით ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო წლის ივნისის თვიდან”, – წერია განცხადებაში.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა კოვიდ-სტატისტიკის გამოქვეყნება 2022 წლის 1 ოქტომბერს შეწყვიტა და ამ ნაბიჯით ქვეყანაში პანდემია ფაქტობრივად დასრულებულად გამოაცხადა.
აღმოჩენილია პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი
მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს მიაკვლიეს. კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა აქვეყნებს.
საუბარია მედიკამენტზე – ATI-450, რომელიც ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ კიბოს უჯრედების მგრძნობელობას ზრდის. თაგვებზე უკვე წარმატებით გამოცადეს. ქიმიოთერაპიასთან ერთად ATI-450-ის გამოყენებამ თაგვებში სიმსივნეების ზომა დაახლოებით ნახევრით შეამცირა და სიცოცხლის ხანგრძლივობა 50%-ით გაზარდა.
ამ დროისათვის, პრეპარატის ადამიანებზე ტესტირება მიმდინარეობს.
პანკრეასის კიბო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სიაში მეექვსე ადგილს იკავებს. ყოველწლიურად 180 000 ადამიანს უსვამენ ამ დიაგნოზს. დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ტოლია, რადგანაც პანკრეასის კიბოს აღმოჩენა ხდება საკმაოდ გვიან.
პირის ღრუს პრობლემები ქიმიოთერაპიის დროს
ქიმიოთერაპიას, როგორც წესი, თან გვერდითი მოვლენები ახლავს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პირის ღრუს პრობლემებია. ზოგიერთმა ქიმიოპრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს:
- პირის სიმშრალე;
- გემოსა და ყრნოსვის ცვლილება, მაგალითად, როდესაც საჭმელს აქვს რკინის ან ცარცის გემო, ან არ აქვს ჩვეული გემო და სუნი;
- კბილების, ღრძილების და ენის ინფექციები პირის ღრუში, ლორწოვანის სიწითლე, გამონაყარი, წყლულების, თეთრი ნადების გაჩენა;
- გაზრდილი მგრძნობელობა ცივსა და ცხელზე;
- ყლაპვის გაძნელება ყელის ტკივილის გამო;
- პირველადი დამუშავების პრობლემა პირის ღრუს ტკივილის გამო.
როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს? როგორია მათი შემსუბუქების გზები – რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ, რომ თავი უკეთ იგრძნოთ და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.
დაგეგმეთ ვიზიტი სტომატოლოგთან ქიმიოთერაპიის დაწყებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე.
მოიწესრიგეთ ყველა პრობლემა მანამ, სანამ დაიწყებთ ქიმიოთერაპიას. თუ სტომატოლოგთან ვიზიტი ქიმიოთერაპიის დროს გახდა საჭირო, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს კლინიკურ ონკოლოგთან, ხოლო სტომატოლოგი აუცილებლად ჩააყენეთ საქმის კურსში, რომ იტარებთ ქიმიოთერაპიას.
შეიმოწმეთ პირის ღრუ და ენა ყოველდღიურად
ასე თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ ნადები, წყლულები, ინფექციის ადრეული ნიშნები. მსგავსი პრობლემის შემთხვევაში სასწრაფოდ აცნობეთ თქვენს კლინიკურ ონკოლოგს.
შეინარჩუნეთ პირის ღრუს ჩვეული სისველე
ამისათვის შეგიძლიათ მუდმივად წრუპოთ სითხე, მოწუწნოთ ყინული ან მშრალი უშაქრო კანფეტი, დაღეჭოთ უშაქრო საღეჭი რეზინი. თუ პირის სიმშრალე ძალიან შემაწუხებელია, ჰკითხეთ ექიმს, შეგიძლიათ თუ არა გამოიყენოთ ნერწვის შემცვლელი საშუალება.
როგორ გავისუფთაოთ პირის ღრუ, კბილები, ღრძილები და ენა პირის ღრუს პრობლემების დროს?
- გამოიხეხეთ კბილები, ღრძილები და ენა ყოველი ჭამის შემდეგ და ძილის წინ;
- გამოიყენეთ რბილი კბილის ჯაგრისი, რომელიც მეტად გასარბილებლად მოხმარებამდე დაასველეთ ცხელ წყალში;
- თუ კბილების გახეხვა მტკივნეულია, ჯაგრისის ნაცვლად გამოიყენეთ ბამბის ტამპონი;
- გამოიყენეთ ფტორის შემცველი კბილის პასტა;
- არ გამოიყენოთ ალკოჰოლის შემცველი სავლები პირის ღრუსთვის;
- პირის ღრუს სავლებად გამოიყენეთ შემდეგი ხსნარი: 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1/4 ჩაის კოვზი სოდა და 1/8 ჩაის კოვზი მარილი. ხსნარი სასურველია გამოივლოთ პირის ღრუში 3-4-ჯერ დღეში;
- არ გამოიყენოთ ფლოსი ან კბილის ჩხირი;
- თუ თქვენ ატარებთ პროთეზს, დარწმუნდით, რომ ის კარგად ზის და არსად არ გაჭერთ ან გიღიზიანებთ კანს. რეგულარულად გაასუფთავეთ და შეინახეთ პროთეზი სუფთად. უმჯობესია შეზღუდოთ პროთეზის ტარების დრო და მოიხსნათ, როცა ეს შესაძლებელია.
როგორ ვიკვებოთ პირის ღრუს პრობლემების დროს?
- ეცადეთ მიირთვათ რბილი, თხევადი, დასაღეჭად და გადასაყლაპად მარტივი საკვები, როგორიცაა კრემ-სუპი ან კარტოფილის პიურე;
- კერძებისთვის შეგიძლიათ ბლენდერი გამოიყენოთ, რაც საკვების მიღებას გააიოლებს;
- ჭამეთ პატარა ლუკმებით, დაღეჭეთ კარგად, მიაყოლეთ წყალი;
- დაარბილეთ საკვები სოუსებით, ბულიონით, მაწვნით ან სხვა სითხეებით;
- საკვები მიირთვით თბილი, ან ოთახის ტემპერატურის;
- შეარჩიეთ იოლად გადასამუშავებელი საკვები, როგორიცაა: კრემ-სუპები, ხილისა და ბოსტნეული პიურეები, ფაფები (ან ბავშვის მზა საკვები), ნაყინი, ჟელე და სხვა.
რომელ საკვები და სასმელი უმჯობესია არ მივიღოთ პირის ღრუს პრობლემების დროს?
- ბასრი და ხრაშუნა საკვები, როგორიცაა, მაგალითად, ჩიფსები და კრეკერები;
- ცხარე საკვები და ცხარე სოუსები;
- ციტრუსი;
- დიდი ოდენობით შაქრის შემცველი საკვები, როგორიცაა კანფეტები ან ტკბილი გაზიანი სასმელები;
- ლუდი, ღვინო და ნებისმიერი სხვა ალკოჰოლური სასმელი.
პირის ღრუს პრობლემების არსებობის დროს უმჯობესია თავი შეიკავოთ მოწევისგან.
ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობის პროცესში სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისაგან შემდგარი გუნდია ჩართული და ის ამ გუნდის ცენტრალური წევრია, რომელზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქიმიოთერაპიის პროცესში პაციენტმა ჯეროვნად იზრუნოს საკუთარ თავზე, ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოს ექიმის დანიშნულება და რეკომენდაციები, იკვებოს სრულფასოვნად, იყოს აქტიური, დაისვენოს და იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.
მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით „კონსილიუმ მედულას“ მიერ მომზადებულ ქიმიოთერაპიის გზამკვლევს.
კონსილიუმ მედულასა“ და კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის
„კოვიდი არის ვერაგი და შესაძლოა, თვეების და წლების შემდეგ შეგახსენოს თავი“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდი არის ვერაგი.
„ვერაგი კოვიდი +ნარკოტიკები = სიკვდილს“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა 2019 წლიდან მთელი წლის განმავლობაში შემცირდა.
სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ემიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის – მიწვეული სტუმარი გიორგი ფხაკაძე
სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა ემიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტი
სრული განაკვეთის უწყვეტი სამედიცინო განათლება კურსი (CME)− „მიგრანტების ჯანმრთელობის დაცვის უნარების გაუმჯობესება გლობალური კომპეტენციის სტანდარტების მეშვეობით ჯანდაცვის მუშაკებისთვის“
იტალიაში, რომში, INMP-ის შტაბ-ბინის Agostini Room-ში გაიმართა ტრენინგის სრული კურსი, უწყვეტი სამედიცინო განათლება (CME) სხვადასხვა მიმართულების სამედიცინო პერსონალისთვის, რათა მათ მსოფლიო ჯანმოს მიერ დაწესებული მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გაუწიონ იმ ემიგრანტებსა და ლტოლვილებს, რომელთაც ამის საჭიროება აქვთ.
ტრენინგში მონაწილეობა იყო უფასო და მოიცავდა 11.6 CME კრედიტს.
მიწვეული სტუმარი იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი გიორგი ფხაკაძე.
გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალური ჯანმრთელობის მუშაკებისთვის ცოდნის გაზიარებაზე, რაც საჭიროა მიგრანტებისა და ლტოლვილების დასახმარებლად სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის, WHO-ს მიერ, განსაზღვრული გლობალური კომპეტენციის სტანდარტების შესაბამისად.
კურსის შესავალი და მიზნები
მიგრანტებისა და ლტოლვილების ჯანმრთელობის დაცვა მოითხოვს ისეთი ცოდნისა და უნარების შეძენას, რომლებიც უზრუნველყოფენ საჭიროებების (მოთხოვნების) ეფექტურ კოდიფიკაციას და ჯანდაცვის სფეროში ამ მოთხოვნების მართვას, რომლებიც ხელს შეუშლიან ისეთ ბარიერებს, რასაც ეჯახებიან მიგრანტები და ლტოლვილები სამედიცინო სერვისების მოიღებისას უცხოეთში. 2021 წლის დეკემბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაქვეყნა გლობალური კომპეტენციის სტანდარტები ჯანდაცვის მუშაკებისთვის (https://www.who.int/publications/i/item/9789240030626 )
რომლებიც მიგრანტებსა და ლტოლვილებს უწევენ დახმარებას (ლტოლვილთა და მიგრანტების ჯანმრთელობა: გლობალური კომპეტენციის სტანდარტები ჯანდაცვის მუშაკებისთვის), რომელსაც თან ახლავს ცოდნის გზამკვლევი და სასწავლო გეგმის გზამკვლევი იდენტიფიცირებულ სტანდარტებთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების სტრუქტურირების მხარდასაჭერად. ექსპერტთა საერთაშორისო ქსელის ფარგლებში შემუშავდა სტანდარტები გლობალურ დონეზე იმ მინიმალური ცოდნისა და უნარების გამოსავლენად, რაც საჭიროა მიგრანტებსა და ლტოლვილების სამედიცინო მოთხოვნებსა და მომსახურებაზე წვდომის დასაკმაყოფილებლად კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით.
INMP არის ჯანმო-ს თანამშრომლობის ცენტრი მიგრანტების ჯანმრთელობის შესახებ სამეცნიერო (მონაცემების) მტკიცებულებებისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის და ჯანდაცვის (სამედიცინო) პერსონალის ტრენინგების ხელშეწყობა არის თანამშრომლობის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა, ასევე წარმოადგენს ინსტიტუტის ინსტიტუციური მანდატის ცენტრალურ ელემენტს. ამრიგად, ამ ტრენინგის მიზანია ჯანდაცვისა და სოციალური ჯანმრთელობის მუშაკებს მიაწოდოს ის ძირითადი ცოდნა, რაც საჭიროა მიგრანტებისა და ლტოლვილების დასახმარებლად სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის, WHO-ს მიერ განსაზღვრული გლობალური კომპეტენციის სტანდარტების შესაბამისად.
კურსი განკუთვნილია ჯანდაცვისა და სოციალურ-ჯანმრთელობის მუშაკებისთვის (კერძოდ სოციალური მუშაკებისთვის და ტრანსკულტურული მედიატორებისთვის), რომლებიც ჩართული არიან მიგრანტებისა და ლტოლვილების დახმარებაში.
CME კრედიტები
INMP, პროვაიდერი CME n. 1995 წელს ამ მოვლენას მიენიჭა CME-ს H. 11.6 კრედიტი ჯანდაცვის შემდეგი პროფესიებისთვის: ქირურგი, ფსიქოლოგი, მედდა, პედიატრიული მედდა, სტომატოლოგი, ბებიაქალი, ბიოლოგი, ბიოსამედიცინო ლაბორატორია და სამედიცინო რადიოლოგიის ჯანდაცვის ტექნიკოსი, ფსიქიატრიული რეაბილიტაციის ტექნიკოსი, ფარმაცევტი, ჯანდაცვის ასისტენტი, სტომატოლოგი, პროფესიონალი ჰიგიენისტი , ლოგოპედი, ორთოპტი, განვითარების ნეირო და ფსიქომოტორული თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. მონაწილეობის მირება შეეძლოთ ასევე სხვა პროფესიულ კატეგორიებისაც.
ტრენინგის კრედიტების მოსაპოვებლად აუცილებელი იყო ტრენინგის დღის 90%-ზე დასწრება და შეფასების კითხვარის მინიმუმ 75%-ზე სწორი პასუხის გაცემა.

„ბოლო წლების განმავლობაში, შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს“
ჯანდაცვის სამინისტროსა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ორგანიზებით,შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, დარგის სპეციალისტები და პროგრამაში ჩართული პირები ესწრებოდნენ.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აივ ინფექციის პანდემიის დასრულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფექციის ადრეული გამოვლენა, ეფექტიანი მკურნალობა, პრევენციული ღონისძიებები,აივ ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დაძლევა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში შიდსის მართვის კუთხით ქვეყანას დიდი მიღწევები აქვს.
აღსანიშნავია, რომ აივ-ინფექციის/შიდსის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია მიიღოს ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება, ასევე შიდსის სამკურნალო მედიკამენტები.
სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან
„ბოლო კვლევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კოვიდი აზიანებს გულს“
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტმა, ექიმმა, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ ბოლო კვლევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კოვიდი აზიანებს გულს“.










