საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
რატომ იმატებს ტრავმების რაოდენობა სადღესასწაულო დღეებში?
საუბრობს ნევროლოგი, ნეირორეაბილიტოლოგი თემურ მარღანია:
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“
რატომ იმატებს ტრავმების რაოდენობა სადღესასწაულო დღეებში?
საუბრობს ნევროლოგი, ნეირორეაბილიტოლოგი თემურ მარღანია:
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიუსაფარი ძაღლის ასაფეთქებელი ნივთიერებით მძიმედ დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შემთხვევა წყალტუბოში მოხდა. სავარაუდოდ, არასრულწლოვანებმა მიუსაფარ ძაღლს პირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუდეს. ცხოველს პირის ღრუ ძლიერად აქვს დაზიანებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. ის სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს და ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400-ს საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ძაღლს, რომელსაც ბაღდათში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მძიმე დაზიანება მიაყენეს, ოპერაცია ჩაუტარეს. ოპერაცია ვეტერინარებთან ერთად, სპეციალურად მოწვეულმა ნეიროქირურგმა ჩაუტარეს. მიუსაფარი ცხოველი მოხალისეებმა გუშინ თბილისში, ვეტერინარულ კლინიკაში გადმოიყვანეს.
თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ძაღლს პირში პიროტექნიკა აუფეთქეს, თუმცა რენდგენოლოგიური კვლევით დადასტურდა, რომ ცხოველს მძიმე დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მსოფლიოში ნახევარ მილიარდზე მეტი ადამიანი დაავადებულია ტიპი 2 დიაბეტით. ჯერჯერობით უცნობია ის ზუსტი მიზეზი, თუ რა იწვევს ორგანიზმში ჰორმონ ინსულინის ფუნქციის ასეთ დარღვევას, რის გამოც სისხლში შაქრის დონის ბალანსი ირღვევა. შესაძლოა, ახალმა კვლევამ ამას ნათელი მოჰფინოს.
აშშ-ს ქეის ვესტერნ რეზერვის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს S-ნიტროსილაციისნ სახელით ცნობილი პროცესი, რა დროსაც აზოტოვანი ოქსიდი უნივერსალურ გადამტან მოლეკულად იქცევა. ის უჯრედებს შორის ინფორმაციის მიმოცვლას უწყობს ხელს და თითქმის ყველა ტიპის ქსოვილში წარმოიქმნება. მას დიდი როლი აქვს როგორც ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, ასევე სისხლძარღვების გაფართოებაში. აღნიშნული პროცესის დარღვევა პარკინსონთან, გაფანტულ სკლეროზთან, ნამგლისებრ უჯრედოვან დაავადებასთან და ასთმასთან ასოცირდება. ბოლო დროს კი ის მეტაბოლიზმის გარკვეულ ასპექტებთანაც დააკავშირეს. მეცნიერთა გუნდი აქამდეც ვარაუდობდა, რომ ამ სიაში დიაბეტიც უნდა ყოფილიყო, ახლა კი აღნიშნული ჰიპოთეზის განსამტკიცებელი მიგნება აქვთ.
ახალი ფერმენტი აღმოაჩინეს, – SCAN. ის აზოტოვან ოქსიდს სამიზნე ცილებზე მიმაგრებაში ეხმარება, მაგალითად, ინსულინის რეცეპტორებზე. ინსულინის მიმართ რეზისტენტულ ადამიანებსა და თაგვებში ეს ფერმენტი ჩვეულებრივზე მეტადაა გააქტიურებული, მისი გაუვნებლებისას კი ცხოველებში ტიპური სიმპტომები აღარ ვლინდება.
აზოტის ოქსიდი წარმოიქმნება თითქმის ყველა ტიპის უჯრედში და ქსოვილში და ის გადამწყვეტ როლს თამაშობს ნერვული სისტემის, იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში და სისხლძარღვების გაფართოებაში. უფრო მეტიც, S-ნიტროზილირების დისრეგულაცია სულ უფრო და უფრო მეტად არის დაკავშირებული ჯანმრთელობის უამრავ მდგომარეობასთან, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება და ასთმა.
“აქ ჩვენ აღმოვაჩენთ ფერმენტს, რომელიც ათავსებს აზოტის ოქსიდს ინსულინის რეცეპტორებზე ინსულინის გასაკონტროლებლად. ფერმენტების ჭარბი აქტივობა იწვევს დიაბეტს. მაგრამ არსებობს შემთხვევა, როდესაც ბევრი ფერმენტი აზოტის ოქსიდს აყენებს ბევრ ცილას და, ამრიგად, მრავალი დაავადების ახალი სამკურნალო საშუალებაა.“
შესაძლოა, მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბებაში აზოტოვანი ოქსიდის სიუხვე მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ, არაა გამორიცხული, SCAN-ის დაბლოკვით ამ დაავადებასთან შეწინააღმდეგების ახალი გზა მოვნახოთ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ პოსტ კოვიდი ახალგარზდებში საკმაოდ მძიმე შედეგებით…
„პოსტ კოვიდის კიდევ ერთი არასასიამოვნო “სიურპრიზი”… ახალგარზდებში ახალი, საკმაოდ მძიმე შედეგებით…
კოვიდით დაინფიცირების შემდეგ რამდენიმე დღეში, 15 წლის ჯანმრთელ გოგონას სუნთქვის პრობლემა შეექმნა.
ვირუსმა გოგონას ხმის იოგების პარალიზება გამოიწვია. კოვიდით დაინფიცირების შემდეგ რამდენიმე დღეში, ჯანმრთელ გოგონას სუნთქვის პრობლემა შეექმნა და დასჭირდა ქირურგიული ტრაქეოსტომია – სუნთქვის შესანარჩუნებლად წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. კოვიდის გავლენამ ნერვულ სისტემაზე იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება ხმის დამბლა გამოიწვიოს.
შესაძლოა, ხმის იოგების პარალიზება ვირუსის ნეიროპათიური შედეგი იყოს
გოგონას ასთმისა და შფოთვის ისტორია ჰქონდა, მისცეს სტეროიდები და ბრონქოდილატორები საეჭვო ასთმის შეტევისთვის, მაგრამ ეს მას არ დაეხმარა. ოტოლარინგოლოგებმა კვლავ შეამოწმეს მისი ვოკალური იოგები და ამჯერად დაადგინეს ორმხრივი ვოკალური დამბლა, მაგრამ დამბლის მიზეზს მაინც ვერ მიაკვლიეს.
ეს არის მოზარდში ვოკალური ტვინის დამბლის პირველი შემთხვევა COVID-19 დიაგნოზის შემდეგ.
ვირუსს აქვს ცნობილი ნევროლოგიური გართულებები, მათ შორის თავის ტკივილი, კრუნჩხვები და პერიფერიული ნეიროპათია“, – წერენ ოტოლარინგოლოგები დანიელ ლაროუ და კრისტოფერ ჰარტნიკი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის Mass Eye and Ear-დან.
ექიმებმა დაასკვნეს, რომ მოზარდის COVID-19 ინფექციამ, შეასუსტა მისი ვოკალური იოგები და შესაძლოა, სწორედ ეს ყოფილიყო მისი დაბუჟებისა და სისუსტის მიზეზი. სამედიცინო ჯგუფმა რამდენჯერმე სცადა დაენახა, შეეძლო თუ არა სუნთქვა ტრაქეოსტომიის გარეშე, მაგრამ საბოლოოდ, მე-15 თვემდე მან დამოუკიდებლად სუნთქვა ვერ შეძლო…
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ ახლო ნათესავთა გარკვეული წრისთვის ან მეუღლისთვის გადასანერგად. 2015 წლიდან კანონში შესული ცვლილებით, დონორი შეიძლება ასევე გახდეს ახლო ემოციური სიახლოვის მქონე პირი, მაგალითად მეგობარი, ნათლია და სხვ. ამ შემთხვევაში ნებართვას გადანერგვის წარმოებაზე იძლევა სასამართლო. სხვა დანარჩენ შემთხვევაში – ჯანდაცვის სამინისტრო.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
37-მა ბავშვმა უკვე ისარგებლა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით, ეს ოჯახებისთვის დიდი შეღავათია და ვფიქრობ ეს მოდელი თავის შედეგებს დაგვანახებს მომავალში, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ.
„ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პერსონალის გადამზადება, კლინიკური ბაზების ჩამოყალიბება და ეს რა თქმა უნდა ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ყველას გვესმის, რომ საქართველოში უნდა განვითარდეს ეს სერვისი და მუდმივად დამოკიდებული არ ვიყოთ უცხო ქვეყნის კლინიკებზე. ვმუშაობთ სამედიცინო პერსონალის ტრენინგის მიმართულებით,
რასაც დიდი დრო ჭირდება. ხდება კლინიკების მოძიება და აქედან რეზიდენტურის პროგრამაზე ახალგაზრდა კადრების გაგზავნის მიმართულებით მუშაობა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას გამართული, პედიატრიული ონკოლოგიური სერვისი, რისთვისაც სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ მედცენტრის ექიმებს ბატონ სოსო მარგალიტაძეს და ქალბატონ ქეთი ასანიძეს “წლის ექიმის” ჯილდო გადაეცათ.


საქართველოში პირველად, კატის კიდურის პროტეზირების ოპერაცია ჩატარდა. ოპერაცია ჩაატარა აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის პროგრამის კურსდამთავრებულმა და უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის ქირურგმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ.
ინფორმაციას აგრარული უნივერსიტეტი ავრცელებს.
“ეს არის ფისო ჰაიატი. მას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში ჩაუტარდა კიდურის პროტეზირება, რაც პირველად გაკეთდა საქართველოში. ჰაიატის ჩაუტარდა უკანა კიდურის პროტეზირება ინტრამედულარული მაბლოკირებელი ღერძით – ITAP
ამჟამად, პაციენტი გადის რეაბილიტაციას, მაგრამ უკვე იყენებს ახალ თათს. ოპერაცია ჩაატარა აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის პროგრამის კურსდამთავრებულმა და უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის ქირურგმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ.
დამხმარე ქირურგი იყო ასევე აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ჩიკვატია. პროტეზი არის ანატომიური, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტულად ამ პაციენტისთვის არის დაბეჭდილი ტიტანისგან. პროტეზის გარე ნაწილის დამზადება უზრუნველეყო” – წერია ინფორმაციაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
სტამბოლში გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-15 შეხვედრა, რომლის მიზანია აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა. შეხვედრას, როგორც ნეიტრალური შუამავალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა.
ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
„ამ დრომდე, საკოორდინაციო მექანიზმის მუშაობის შედეგად 526 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი და ექსჰუმირებული. მათგან 273-ია ამოცნობილი და გადაეცათ ოჯახებს სათანადო პატივით დასაკრძალად. აღნიშნული შესაძლებელი გახდა მიმდინარე, მკაფიოდ ჰუმანიტარული პროცესის მონაწილეების ერთობლივი ძალისხმევით და აქტიური ჩართულობით.
შეხვედრაზე, გაუჩინარებული ადამიანების ადგილსამყოფლის გარკვევაში მიღწეული შედეგების გარდა, ყურადღება გამახვილდა სამარხების შესახებ შემდგომი ინფორმაციის მოძიების აუცილებლობასა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
მონაწილეებმა გაცვალეს მათ ხელთ არსებული დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომი მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესს. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში დღემდე 1870 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები მოუთმენლად ელიან კონკრეტულ პასუხს და მრავალწლიანი გაურკვევლობის დასრულებას.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე, რათა უფრო მეტი ძალისხმევით შეგროვდეს და გაიცვალოს ინფორმაცია და, შესაბამისად, უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი.
აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა ICRC-ის ეგიდით. მონაწილეთა შორის არსებული სრულიად ჰუმანიტარული დიალოგი და საკოორდინაციო მექანიზმში მათი მუდმივი ჩართულობა გადამწყვეტია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენისთვის. გარდა დიალოგისა, მოძიებისა და ამოცნობის, ასევე ოჯახების მხარდაჭერის პროცესში ყველა მონაწილის აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროცესის შემდგომი ეფექტურობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi