ღვიძლის დაავადების გამოვლინებები
ჟილბერის სინდრომის დროს ბილირუბინის დონე ოდნავ მომატებულია, მაგრამ არა იმდენად, რომ სიყვითლე გამოიწვიოს. ეს დაავადება ზოგჯერ მემკვიდრეობითია, ხშირია ახალგაზრდებს შორის, დიაგნოსტირდება სკრინინგული ტესტების ჩატარებისას, მიმდინარეობს უსიმპტომოდ და რაიმე სირთულეებს არ იწვევს. იმ ადამიანების კანმა, რომლებიც ბეტა-კაროტინით მდიდარ საკვებს (სტაფილო, გოგრა, ნესვის ზოგიერთი სახეობა) დიდი რაოდენობით იღებენ, შეიძლება მიიღოს მსუბუქად გამოხატული ყვითელი შეფერილობა, მაგრამ მათ თვალები არ უყვითლდებათ. ეს მდგომარეობა არ მიიჩნევა სიყვითლედ, არ არის ღვიძლის დაავადების გამოვლინება.
სიმპტომები
სიყვითლის დროს კანი და თვალის თეთრი ნაწილი ყვითლად არის შეფერილი, შარდი ხშირად მუქია, რადგან ბილირუბინის ჭარბი რაოდენობა თირკმლებით გამოიყოფა. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ქავილი, ღია ფერის განავალი და სხვა სიმპტომებიც, რაც სიყვითლის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. მაგალითად, ღვიძლის მწვავე ანთებამ (მწვავე ჰეპატიტმა) შეიძლება გამოიწვიოს მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება და ცხელება. ნაღვლის გადაადგილების შეფერხების შედეგი მუცლის ტკივილი და ცხელება შეიძლება იყოს.
დიაგნოზი და მკურნალობა
სიყვითლის მიზეზის დასადგენად გამოიყენება ლაბორატორიული ანალიზები და კვლევის გამოსახულებითი მეთოდები. ღვიძლის დაავადების, მაგალითად, მწვავე ვირუსული ჰეპატიტის არსებობისას, ღვიძლის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად სიყვითლეც თანდათანობით ქრება. ნაღვლის სადინარის დახშობის შემთხვევაში გადაუდებლად არის საჭირო ოპერაცია ან ქირურგიული ენდოსკოპია (გამოიყენება დრეკადი, დასათვალიერებელი მილი, რომელთანაც დაკავშირებულია სიყვითლის მიზეზის დასადგენად გამოიყენება ლაბორატორიული ანალიზები და კვლევის გამოსახულებითი მეთოდები. ღვიძლის დაავადების, მაგალითად, მწვავე ვირუსული ჰეპატიტის არსებობისას, ღვიძლის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად სიყვითლეც თანდათანობით ქრება. ნაღვლის სადინარის დახშობის შემთხვევაში გადაუდებლად არის საჭირო ოპერაცია ან ქირურგიული ენდოსკოპია (გამოიყენება დრეკადი, დასათვალიერებელი მილი, რომელთანაც დაკავშირებულია ქირურგიული ხელსაწყოები) დახშული სადინარის ფუნქციის აღსადგენად. სიყვითლით გამოწვეული ქავილის მკურნალობა შეიძლება დასალევად მიღებული ქოლესტირამინით. ჩვეულებრივ, ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებასთან ერთად ქავილი თანდათანობით ქრება.
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)
















