ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

კოვიდის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული – ჯანდაცვის სამინისტრო

21/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის გავრცელების შესახებ განცხადებას აქვეყნებს”


„ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს. ასევე, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან, ახალი შტამის დადასტურების შესახებ, ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა. ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე“.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს “ომიკრონის” ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების, ან – მძიმე დაავადების განვითარებას, ის არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება სტანდარტული პროტოკოლებით.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

ლაბორატორიულად ჯერ არ დადასტურებულა, ჯერ არ შეიძლება მტკიცება, რომ მასზე მოდის შემთხვევების 50%”

21/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ინფორმაციას ავრცელებს:


„კოვიდის ახალი ქვევარიანტი შესაძლოა, საქართველოშიც იყოს, თუმცა ლაბორატორიულად ჯერ არ დადასტურებულა, ჯერ არ შეიძლება მტკიცება, რომ მასზე მოდის შემთხვევების 50%.


კოვიდი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი და შესაბამისად, მოსახლეობა და ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ფხიზლად.


COVID-19-ის პანდემია 21-ე საუკუნის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომელმაც 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ცხოვრების ხარისხს და ქვეყნების ეკონომიკას.


როგორც ადრე ვწერდით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჯერ კიდევ 2022 წლის მაისიდან COVID ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილიანობა და მისი ნეგატიური გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე, პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად გრიპით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.


დაახლოებით 1 წლის შემდეგ, ა.წ. 5 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასრულებულად გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა, თუმცა აღინიშნა რომ COVID-19 რჩება გლობალური ჯანდაცვის მიმდინარე პრობლემად, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID ჯერ არ დასრულებულა, ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. შესაბამისად, მოსახლეობა და ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ფხიზლად.


ბოლო ერთი თვის მანძილზე მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და COVID-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის მობილობის ზრდასთან. ასე მაგალითად: აშშ-ში ბოლო პერიოდში COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა კვირაში 6000-დან 10000-მდე.


ბოლო პერიოდში აღმოჩენილია ომიკრონის ახალი ქვევარიანტი EG.5., იგივე „ ერისი“ (eris), რომელიც წარმოიშვა ომიკრონის XBB შტამისგან მუტაციის გზით. ჯანმო-ს მონაცემებით ეს ქვევარიანტი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო ამერიკის CDC-ის მონაცემებით EG.5.


ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში ახალი შემთხვევების დაახლოებით 20%. წინასწარი მონაცემებით ამ ქვევარიანტს ახასიათებს გაზრდილი გადამდებლობა, თუმცა სხვა მხრივ (კლინიკური სიმპტომები, სიმძმე და სხვა) მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინამორბედებისგან. ითვლება რომ თანამედროვე ვაქცინები ნაწილობრივ მაინც იცავს ამ ქვევარიანტისგანაც, თუმცა გრძელდება მუშაობა ახალი, უფრო ეფექტიანი ვაქცინების შესაქმნელად.


COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება. კერძოდ, ბოლო 1 კვირის მანძილზე დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით COVID-ზე ტესტირებული ყველა პაციენტისგან (დაახლოებით 4 000 ტესტი დღეში) დადებითი შედეგი უფიქსირდება გამოკვლეულთა 7-8%-ს. შესაბამისად, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. თუმცა, სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე (ერთეული შემთხვევები თვეში) და ისიც ძირითადად დაგვიანებული მომართვიანობის დროს.


სავარაუდოდ EG.5 ქვევარიანტი შესაძლოა უკვე საქართველოშიც იყოს, თუმცა ოფიციალურად (ლაბორატორიულად) იგი ჯერ არ დადასტურებულა და შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ამ ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში COVID ახალი შემთხვევების 50%, ჯერ არ შეიძლება. თუმცა, COVID პაციენტების სწორი მართვისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ქვევარიანტით არის ის ინფიცირებული, რადგან პაციენტის მართვის პრინციპები სხვადასხვა ქვევარიანტით ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.


საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საიმედოდ აკონტროლებს ქვეყანაში COVID ეპიდსიტუაციას. ფართოდ ხელმისაწვდომია COVID-ზე უფასო ტესტირება, სრულ მზადყოფნაშია პირველადი ჯანდაცვის რგოლი COVID-ის მართვის სერიოზული გამოცდილებით, ფუნქციონირებს რამდენიმე COVID კლინიკა უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებით. ქვეყანას აქვს COVID-ის სამკურნალო ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მედიკამენტების საკმარისი მარაგი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება COVID ვაქცინაცია და ა.შ.


სხვათა შორის, ამჟამად ჩვენს ცენტრში მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კლინიკასთან ერთად მიმდინარეობს COVID-ის სამკურნალო ახალი მედიკამენტის კლინიკური შესწავლა, რომელიც წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა ეფექტიანობით აღემატებოდეს აქამდე გამოყენებულ მედიკამენტებს.


ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. მისი COVID უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, მაგრამ სიფხიზლე არასდროსაა ზედმეტი.


ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისა და შესაძლო არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, იხმარონ პირბადე და ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე, დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანხმლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

2020 წელს გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ანგარიშგების დამოუკიდებელი საბჭოს მიერ ჩატარებული

18/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ანგარიშგების დამოუკიდებელი საბჭო, ყოველი ქალის, ბავშვის, მოზარდისთვის (IAP), 2020 წლის ანგარიშის დასრულების პროცესშია. იგი ეხება ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ანგარიშგებას საყოველთაო ჯანდაცვით მოცვასა და მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებაში.


2020 წლის ანგარიში ასახავს ხუთი ქვეყნის ნაციონალურ კვლევას, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოზეა. ანგარიში წარდგენილ იქნება ამა წლის ივლისში, მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე, ნიუ-იორკში.


საქართველოში ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის მიმართულებით საჯარო-კერძო პარტნიორობის ანგარიშგების შესახებ კვლევა განხორციელდა და მომზადდა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად.


კვლევის სამუშაო პროცესს ხელმძღვანელობდა პროფესორი, გიორგი ფხაკაძე. ანგარიშის პროექტზე მუშაობა დასრულებულია (აღნიშნულ წერილს თან ერთვის ანგარიშის პროექტი). IAP მიიჩნევს, რომ ეს კვლევა შეიტანს წვლილს საქართველოს SDG-ების ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის პროცესში და ასევე, მხარს დაუჭერს სახელმწიფოს ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით პროგრესის მიღწევაში


მნიშვნელოვანია, რომ კვლევის დასრულებამდე, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მისაღებად, დაინტერესებული პირების ჩართულობით განხორციელდეს შეხვედრის (დიალოგი) ჩატარება. COVID 19-ის კრიზისამდე, დაგეგმილი იყო დაინტერესებული პირების პირისპირ შეხვედრა, თუმცა გეგმები შეიცვალა და დაიგეგმა ZOOM-ის ფარგლებში დიალოგი. შეხვედრა ჩატარდება 2020 წლის 5 მაისს, თბილისის დროით 14:00 საათზე.


თქვენ მიგიჩნევთ ამ დიალოგის მნიშვნელოვან მონაწილედ და მადლიერები ვიქნებით, თუკი გექნებათ შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა და სურვილი და გაგვაცნოთ თქვენი შეხედულებები ZOOM-ის დიალოგის ფარგლებში.


Zoom-ის ზარისთვის, იხილეთ შემდეგი დეტალები:


შემოუერთდით Zoom-ის შეხვედრას: https://dtmu.zoom.us/j/95444436329


შეხვედრა წარიმართება ქართულ ენაზე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=211&lang=2


გაეროს 2020 წლის კვლევა საქართველოს ანგარიშვალდებულების საკითხებთან დაკავშირებით

18/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

2020 წელს გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ანგარიშგების დამოუკიდებელი საბჭოს მიერ ჩატარებული საქართველოს ანგარიშვალდებულების კვლევა.


გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ანგარიშგების დამოუკიდებელი საბჭო, ყოველი ქალის, ბავშვის, მოზარდისთვის (IAP), 2020 წლის ანგარიშის დასრულების პროცესშია.


იგი ეხება ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ანგარიშგებას საყოველთაო ჯანდაცვით მოცვასა და მდგრადი განვითარების მიზნებთან მიმართებაში. 2020 წლის ანგარიში ასახავს ხუთი ქვეყნის ნაციონალურ კვლევას, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოზეა. ანგარიში წარდგენილ იქნება ამა წლის ივლისში, მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე, ნიუ-იორკში.


საქართველოში ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის მიმართულებით საჯარო-კერძო პარტნიორობის ანგარიშგების შესახებ კვლევა განხორციელდა და მომზადდა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად.


კვლევის სამუშაო პროცესს ხელმძღვანელობდა პროფესორი, გიორგი ფხაკაძე. ანგარიშის პროექტზე მუშაობა დასრულებულია (აღნიშნულ წერილს თან ერთვის ანგარიშის პროექტი). IAP მიიჩნევს, რომ ეს კვლევა შეიტანს წვლილს საქართველოს SDG-ების ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის პროცესში და ასევე, მხარს დაუჭერს სახელმწიფოს ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით პროგრესის მიღწევაში


მნიშვნელოვანია, რომ კვლევის დასრულებამდე, შენიშვნებისა და რეკომენდაციების მისაღებად, დაინტერესებული პირების ჩართულობით განხორციელდეს შეხვედრის (დიალოგი) ჩატარება. COVID 19-ის კრიზისამდე, დაგეგმილი იყო დაინტერესებული პირების პირისპირ შეხვედრა, თუმცა გეგმები შეიცვალა და დაიგეგმა ZOOM-ის ფარგლებში დიალოგი. შეხვედრა ჩატარდება 2020 წლის 30 აპრილს, თბილისის დროით 14:00 საათზე.


თქვენ მიგიჩნევთ ამ დიალოგის მნიშვნელოვან მონაწილედ და მადლიერები ვიქნებით, თუკი გექნებათ შეხვედრაში მონაწილეობის შესაძლებლობა და სურვილი და გაგვაცნოთ თქვენი შეხედულებები ZOOM-ის დიალოგის ფარგლებში.


Zoom-ის ზარისთვის, იხილეთ შემდეგი დეტალები:


შემოუერთდით Zoom-ის შეხვედრას: https://dtmu.zoom.us/j/99534509882


შეხვედრა წარიმართება ინგლისურ ენაზე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=210&lang=2



„როგორც ჩანს, ჩვენ გვაქვს ახალი, ძალიან მუტირებული Omicron ვარიანტის…“

18/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს ახალი, ძალიან მუტირებული Omicron ვარიანტის მე-5 შემთხვევა.


„ბა. 2.86 ატვირთულია #ინგლისიდან (ლონდონი)


როგორც ჩანს, ჩვენ გვაქვს ახალი, ძალიან მუტირებული Omicron ვარიანტის მე-5
შემთხვევა, BA. 2.86 დიდ ბრიტანეთში ლონდონში


პირველად ისრაელში 13 აგვისტოს იდენტიფიცირდა და ეს უკანასკნელი დანიაში“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


BA.2.86 uploaded from #England (London)

Looks like we have 5th case of new, highly mutated Omicron variant, BA.2.86 in London UK

First identified in Israel on 13 Aug. and latter in Denmark



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

ვინ არის, გიორგი ფხაკაძე?..ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი

18/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ვინ არის, გიორგი ფხაკაძე?


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„ქუთაისიდან – ჟენევამდე


ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი

მიკვირს, ნეპალში დაკიდებულ აღმართზე, უფსკრულის პირას საცალფეხო ბილიკზე უშიშრად მიმავალს , როგორ არ მეშინოდა ფეხის დაცდენის


ან სომალიში, დანაღმულ ველზე, უშიშრად როგორ დავაბიჯებდი


ბირმაში, კორუფციასთან ბრძოლა როგორ გავივლე გულში


ინდოეთში, უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფ ასობით ადამიანს, როგორ ვუწვდიდი,ახალბედა ექიმი, დახმარების ხელს


თავში როგორ მომდიოდა ის აზრი, რომ კვლევები მეწარმოებინა, იქ, სადაც ჯერ კიდევ ხეზე ცხოვრობდა ხალხი


დიდი გზა გავიარე , რთული და საინტერესო გზა, სულ უფსკრულის პირას ვიარე… დანაღმულ ველზე ვიარე… გაუკვალავი გზებით ვიარე ქუთაისიდან -ჟენევამდე…“




საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე:

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9F%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ვერ არის საქმე კარგად… ამერიკის გადაწყვეტილება…“

17/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ვერ არის საქმე კარგად…


„ვერ არის საქმე კარგად…


ჯანმო: ამერიკა შეწყვეტს კოვიდ შემთხვევების და გარდაცვალების მონაცემების გაზიარებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.


#drpkhakadze #accreditationge Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia


WHO: Americas stop sharing Covid cases and deaths data with World Health Organisation.
https://covid19.who.int


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„კოვიდ ჰოსპიტალიზაცია 20%-ით გაიზარდა ერთ კვირაში – საქართველოში…“

პირველად აშშ-ში დაფიქსირებულ XBB.1.5-ს არაოფიციალურად „კრაკენი“ უწოდეს

18/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ინგლისი: კოვიდ ჰოსპიტალიზაცია 20%-ით გაიზარდა ერთ კვირაში.


„ინგლისი: კოვიდ ჰოსპიტალიზაცია 20%-ით გაიზარდა ერთ კვირაში


საქართველოში: …


#drpkhakadze #accreditationge Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia


England: Covid hospitalizations up by 20% in one week
https://coronavirus.data.gov.uk/details/healthcare…


საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, EG.5-ის შემთხვევები დაფიქსირდა

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-eg-5-%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90



„ახლა უკვე გვიანია.. საქართველოში დღეს არც ერთი მოქალაქე არ არის აცრილი“ – გიორგი ფხაკაძე ბივალენტურ ვაქცინასა და „კრაკენის“ საფრთხეებზე

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0-1




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„საკმაოდ საინტერესო სტატია გამოვიდა …აქტუალურია დღესაც…“

18/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე წერს:


„შარშანდელია, მაგრამ აქტუალურია დღესაც …

აზერბაიჯანში გამოცემული გაზეთი “კასპი”


საკმაოდ საინტერესო სტატია გამოვიდა …


ჯანმრთელობას გისურვებთ…


#drpkhakadze @drpkhakadze Dr Giorgi Pkhakadze Профессор Гиорги Пхакадзе


გიორგი ფხაკაძე YouTube-ზე“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

“მოიმარაგეთ პირბადეები“ – გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი შტამის, EG.5-ის შესახებ ინფორმაცია…

17/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

“კორონავირუსის ახალ შტამი, EG.5“ – პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს:


“სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს და გამოიყენეთ პირბადე. ეს ვარიანტი უფრო მეტად გადამდები არის (სხვა შტამებთან შედარებით) და უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველოში ეს ვარიანტი ზაფხულიდან არის და უკვე ყველა კოვიდინფიცირებულის 50%-ს შეადგენს.


ძირითადი სიმპტომები: ხველა, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე ახასიათებს. კლინიკური მახასიათებლები „ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია. არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და აქვს ზოგადად ზემო სასუნთქი ინფექციების დამახასიათებელი ნიშნები: რამდენიმედღიანი ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა და ცხვირიდან გამონადენი.


რისკის ჯგუფები: 70 წლის გადაცილებული ქრონიკული პაციენტები. მთავარია, საპანიკო არაფერი არ არის. თავს გაუფრთხილდით და მოიმარაგეთ პირბადეები“.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://palitravideo.ge/video/158832-moimaraget-pirbadeebi-giorgi-pxakaze-koronavirusis-axali-shtamis-eg5-is-shesaxeb-inpormacias-avrcelebs/?fbclid=IwAR11LHATUt32F7L3xBIouOCF6ySNLigL6dG7o7O9RajqXV8liriyTFTgbPY




შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights