ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

გიორგი ფხაკაძის ინტერაქტიული ლექცია “საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის მზაობა ხარისხის კონტროლის საერთაშო

23/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

2017 წლის 19 ივლისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ლექცია – დისკუსია თემაზე “საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის მზაობა ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების მისაღებად“.


შეხვედრას ესწრებოდა 30-ზე მეტი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტი, სერვისების პროვაიდერების წარმომადგენლები და მაღალი რანგის მენეჯერები. განხივლული იყო შემდეგი საკითხები: საქართველოს ჯანდაცვაში გრძელ და მოკლევადიან ინვესტირებას შორის არჩევანი; სწორი ინვესტირების ქეისი და “due diligence”; ჯანდაცვის აკრედიტაციის სისტემები და სტანდარტები (ISO 9001, Joint Commission International, Accreditation Canada, და სხვა);


საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ხარისხის კონტროლისა და პაციენტთა უსაფრთხოების საკითხებში არსებული სირთულეები და შესაძლებლობები. შეხვედრა დასრულდა გრძელი დისკუსიით, რომლის დროსაც საზოგადოებას ჰქონდა პრობლემების გაზიარებისა და საერთო გამოსავლის შესახებ აზრის გამოხატვის საშუალება. შედგა კონკრეტული შემოთავაზებები (), მათ შორის საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის მცირე და საშუალო მოთამაშეთა საერთაშორისო აკრედიტაცია და სტანდარტების დაკმაყოფილების გზამკვლევის შემუშავების შესახებ.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=102&lang=2


რას სთავაზობს აკრედიტაცია კანადა ქართულ კლინიკებს – ამჟამად აკრედიტაცია კანადას ეხმარება 12

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ აკრედიტაცია კანადა აქტიურად არის ჩართული საქართველოში საავადმყოფოების აკრედიტაციის პროცესში.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად აკრედიტაცია კანადას ეხმარება 12 ქართველი ექსპერტი, რათა ამ ეტაპზე 14-მა სამედიცინო დაწესებულებამ, თბილისში და ბათუმში, წარმატებით გაიარონ აკრედიტაციის პროცესი.

„აკრედიტაცია კანადა აქტიურად არის ჩართული საქართველოში საავადმყოფოების აკრედიტაციის პროცესში.

ამჟამად აკრედიტაცია კანადას ეხმარება 12 ქართველი ექსპერტი, რათა ამ ეტაპზე 14-მა სამედიცინო დაწესებულებამ, თბილისში და ბათუმში, წარმატებით გაიარონ აკრედიტაციის პროცესი.

აკრედიტაცია კანადა საქართველოში ქართულ კლინიკებს სთავაზობს:

კლინიკის მენეჯმენტს და პერსონალს უშუალოდ აკრედიტაცია კანადის საერთაშორისო ექსპერტების მიერ სპეციალური ტრეინინგების ჩატარებას, რათა მათ წარმატებით გაართვან თავი აკრედიტაციის პროცესს.

თითოეული კლინიკას პირად აკრედიტაციის მრჩეველს, ყოველ კვირეულად (3 საათი), რომელიც დაეხმარება სამედიცინო დაწესებულებას წარმატებით დანერგოს აკრედიტაცია კანადას სტანდარტები.

აკრედიტაცია კანადა-ს სტანდარტებს, გზამკლევების, პროცედურების, და ყველა დამატებით დოკუმენტაციას ქართულ ენაზე.

ტრეინინგების პაკეტს ქართულ ენაზე.

ქოლ ცენტრს, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენთან ჩართული კლინიკებისთვის 24/7 ქართულ ენაზე.

აკრედიტაციის დანერგვის მუდმივი მონიტორინგის სისტემას, სადაც ჩართულია საერთაშორისო და ქართველი მრჩევლები.

ჩვენ ვეხმარებით კლინიკებს აკრედიტაციის ყველა ეტაპზე, დიახ ყოველი კვირა 3 საათი ჩვენი მრჩეველი არის თქვენს კლინიკაში რათა დაგეხმაროთ თქვენ გადალახით ყველა გამოწვევები.

აკრედიტაციის პროცესი:

აკრედიტაციია კანადას სტანდარტები არ ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის ცვლილებებს, რადგან საქართველოს სახელმწიფო რეგულაციის მოთხოვნების დაკმაყოფილება საკმარისია აკრედიტაცია კანადას აკრედიტაციის ინფრასტრუქტურული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

აკრედიტაცია კანადა არ ითვალისწინებს კლინიკური სტანდარტების შეფასებას.

აკრედიტაცი კანადა აფასებს ზოგადი მენეჯმენტის ნაწილს და პაციენტის უსაფრთხოების პროცესების და კმაყოფილებას.

ამჟამად აკრედიტაცია კანადა საქართველოს კლინიკებთან აწარმოებს ინტენსიურ კომუნიკაციას და კონტრაქტების გაფორმებას. ვინაიდან აკრედიტაციის პროცესი საშუალოდ 12-18 თვე გრძელდება და თუ ნოემბრამდე არ მოხდა აკრედიტაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, კლინიკებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ვადაში აკრედიტაციის მიღება გაუჭირდებათ.

თუ თქვენმა კლინიკამ გადაწყვიტა გაიაროს აკრედიტაცია, დაგვიკავშირდით აქ: info@accreditation.ge“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ

„შესაძლოა, მსგავსი გამოწვევები განმეორდეს ახალი შტამების გამოჩენით, გლობალური დათბობით ან კლიმატის“

23/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


ებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირამ გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:


„მთავარი რეკომენდაციაა, ანალიზი ჩატარდეს ქვეყანაში, თუ რა ვისწავლეთ პანდემიის დროს, როგორ უნდა მოვემზადოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისთვის. ყველა ქვეყანა აკეთებს ანალიზს, გასული სამი წლის განმავლობაში, რა გამოცდილება მიიღეს კორონავირუსის პანდემიისას, რა უნდა ყოფილიყო უკეთესად გაკეთებული და როგორ უნდა ვიყოთ მზად მომავალი გამოწვევებისთვის“.

მისი თქმით, სექტემბერში, გაეროში, მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილავენ ე.წ. მზადყოფნის რეჟიმებს. საუბარი იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ მოვლენებზე, მათ შორის, განიხილება პანდემიებისადმი მზადყოფნაც.

„ყველა თანხმდება და გამოცდილებამ აჩვენა, რომ პანდემიებთან ერთად, ერთ-ერთი გამოწვევა არის კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა. წელს, ალბათ, იგრძენით, – ჩვენთანაც მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. მთელი რიგი შედეგები აქვს ამ ყველაფერს. ამიტომ სექტემბერში, გაეროს მაღალი დონის შეხვედრაზე განიხილავენ ე.წ. მზადყოფნის რეჟიმებს. იცით, რომ მაისში, იაპონიაში „დიდი შვიდიანის“ შეხვედრაზე, საყოველთაო ჯანდაცვასთან ერთად მთავარ პრობლემად იდგა მზადყოფნის რეჟიმები.

ყველა ქვეყანა აკეთებს ანალიზს, გასული სამი წლის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიისას რა გამოცდილება მიიღეს, რა უნდა ყოფილიყო უკეთესად გაკეთებული, როგორ უნდა ვიყოთ მზად მომავალი გამოწვევებისთვის. 21-ე საუკუნეში შესაძლოა, მსგავსი გამოწვევები განმეორდეს, შეიძლება, ეს განპირობებული იყოს ახალი შტამების გამოჩენით, გლობალური დათბობით, კლიმატის ცვლილებით, თუ სხვა მიზეზებით.

ალბათ, საქართველოსაც ექნება მსგავსი სტრატეგია მომავალი 5 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, ამჟამად ვარ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობებზე მზადყოფნის 2023-2030 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოსამზადებელი პროცესის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ვმონაწილებ ასეთი ევროპული დოკუმენტის შემუშავებაში. აღნიშნული მიმართულებით ვმუშაობ და მთავარი რეკომენდაციაა, რომ ანალიზი ჩატარდეს ქვეყანაში, თუ რა ვისწავლეთ პანდემიის დროს, როგორ უნდა მოვემზადოთ მსგავსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებისადმი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

უფასოდ გაცემა დაიწყო – შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის…

23/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო.


კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა – Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აფიქსირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.


Guardian 4 შესწავლილი და დამტკიცებულია 7 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. კომპანიის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან, არ გაიცა რეკომენდაცია 7 წლამდე ასაკის ბავშვებში Guardian 4-ის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სისტემა 7-18 წლის მოზარდებისთვის გაიცემა. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი Guardian 3 სენსორების გაცემა გრძელდება. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტებთან და Medtronic-ის წარმომადგენლებთან ერთად, მათი რეკომენდაციის საფუძველზე განიხილავს, ასაკის დაწევისა და მეოთხე თაობის აპარატით, 7 წლამდე ბავშვების უზრუნველყოფის შესაძლებლობას.


რაც შეეხება სმარტფონებს, განცხადებით მომართვის საფუძველზე, მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფილები იქნებიან შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ასევე, ოჯახები, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია, 18 წლამდე ასაკის, ორი ან მეტი ბენეფიციარი.






Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„კოვიდ დაინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ პაციენტები კვლავ ავადდებიან“

23/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კოვიდ დაინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ პაციენტები კვლავ ავადდებიან.


„კოვიდ დაინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ პაციენტები კვლავ ავადდებიან


ახალი დაავადების, ინვალიდობისა და სიკვდილის რისკი ზოგიერთ პაციენტში რჩება მაღალი COVID-19 დაინფიცირებიდან ორი წლის განმავლობაში“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


Two years after catching COVID, patients still risk getting sick
The risk of new disease, disability and death remains elevated in some patients as long as two years after catching COVID-19.
https://t.co/HZXN0bYjDm

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„კატალონიაში უკვე თითქმის 500 ჰოსპიტალიზებულია და მათი რაოდენობა იზრდება…“

23/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს:


„ესპანეთი: კატალონიაში თითქმის 500 ჰოსპიტალიზებულია კოვიდით დაავადებულებებით.


”500 დაშვებული შუა ზაფხულში შემაშფოთებელია“ .


Spain: Catalonia has almost 500 hospitalized for Covid.
“500 admitted in the middle of summer is worrying.”
https://t.co/DPoVi9MsrN


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„კოვიდი არ არის გრიპი – გრძელი კოვიდი და პოსტ კოვიდი არის სერიოზული საფრთხე…“

პირველად აშშ-ში დაფიქსირებულ XBB.1.5-ს არაოფიციალურად „კრაკენი“ უწოდეს

23/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ გრძელი კოვიდი და პოსტ კოვიდი არის სერიოზული საფრთხე ყველასთვის.


მისი თქმით, კოვიდი არ არის გრიპი.


„კოვიდი არ არის გრიპი


გრძელი კოვიდი და პოსტ კოვიდი არის სერიოზული საფრთხე ყველასთვის


აშშ-ს ვეტერანთა საქმეთა საავადმყოფოების ქსელში 138,000-ზე მეტი COVID-19 პაციენტის კოჰორტაში ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა ჯანმრთელობის დაკარგვის მნიშვნელოვანი კუმულატიური ტვირთი ხანგრძლივი Covid-ის გამო.


კვლევამ აჩვენა სიკვდილის გაზრდილი რისკი COVID-19 ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, რომლებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა მწვავე ინფექციის შემდეგ 2 წლის განმავლობაში. არაჰოსპიტალიზირებულ პაციენტებს არ აღენიშნებოდათ სიკვდილის ალბათობა 6 თვის შემდეგ, მაგრამ ჰოსპიტალიზაციის რისკი რჩებოდა ამაღლებული 12-დან 24 თვემდე პერიოდში.


არაჰოსპიტალიზირებულ COVID-19 პაციენტებში, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შესწავლილი 77 სეკვალადან 24 კვლავ რჩება ამაღლებული, მაშინ როცა ეს რიცხვი უფრო მაღალი იყო ჰოსპიტალიზებულისთვის (50) და მოიცავდა სიმპტომურ გამოვლინებებს ყველა შესწავლილ ორგანოში.


არაჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში გაზრდილი შანსების გამოვლინებებს შორის, რომლებიც კვლავ რჩება მნიშვნელოვნად გაზრდილი ინფექციიდან 1,5 წელზე მეტი ხნის შემდეგ, არის შემდეგი:


კოაგულოპათია (23%),


დიარეა (15%),


დაღლილობა (21%),


ადაპტაციის დარღვევა (24).


ძილის დარღვევა (14%),


სახსრების ტკივილი (15),


მიალგია (25),


დისავტონომია (36%),


თავის ტკივილი (36%),


იშემიური ინსულტი (27%),


ხველა (36%),


ქოშინი (22%),


პარესთეზია (21%) და


ყნოსვის დაკარგვა (149% ზევით)


საერთო ჯამში, ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებს აღენიშნებოდათ კიდევ უფრო მაღალი რისკი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი და მრავალი სხვა შედეგისთვის, მათ შორის:


ალცჰეიმერის 118%-ით,


მუდმივი ხველების 105%-ით,


მეხსიერების დაკარგვის 44%-ით და


იშემიური ინსულტის 56%-ით მომატებული რისკის ჩათვლით.


შეჯამებით, ეს მნიშვნელოვანი კვლევა აღმოაჩენს ქრონიკული გამოვლინებების ფართო სპექტრს, რომლებიც გრძელდება მწვავე COVID-19-ის შემდეგ და ასევე ხაზს უსვამს ჯანმრთელობის გრძელვადიან დაკარგვას, ცხოვრების ხარისხს და პოტენციურად სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას, რაც შეიძლება გამოიწვიოს ხანძლივი Covid-მა“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Study with a cohort of over 138,000 COVID-19 patients in the US Veterans Affairs Hospitals network finds a substantial cumulative burden of health loss due to Long Covid. The study found an increased risk of death among COVID-19 hospitalized patients that remained significantly elevated through a 2-year period after acute infection. Non-hospitalized patients did not display increased odds of death after 6 months, but the risk of hospitalization remained elevated in the 12 to 24 month period.


In the non-hospitalized COVID-19 patients, the researchers found that 24 of 77 sequalae studied still remain elevated, while this number was higher for the hospitalized (50), and included symptomatic manifestations in every organ studied.


Among the manifestations at increased odds in non-hospitalized patients that still persist significantly elevated after more than 1.5 years after infection are the following: coagulopathies (23% up), diarrhea (15%), fatigue (21%), adjustment disorder (24), sleep disorders (14%), joint pain (15), myalgia (25), dysautonomia (36%), headaches (36%), Ischemic stroke (27%), cough (36%), dyspnea (22%), paresthesia (21%) and loss of smell (149%up).


Overall, hospitalized patients showed even higher risks for all the above sequelae and many others, including a 118% increase in Alzheimer’s, 105% in persistent cough, 44% in memory loss, and a 56% elevated risk of ischemic stroke, all values compared to uninfected patients.
In summary, this important study finds a wide array of chronic manifestations persisting after acute COVID-19, and also highlights the accompanying long-term health loss, quality of life, and potentially the decline in life expectancy that Long Covid may cause.


#COVID19 #longcovid #health #globalhealth #publichealth #medicine #biotechnology #pharmaceuticals #FDA #WHO #CDC #Veterans


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი…“ – იბტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

23/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტის, ექიმ, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენლის საქართველოში გიორგი ფხაკაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთ „ვერსიაში“.


„ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი, მაგრამ უმრავლესობა წაიკითხავს მხოლოდ სათაურს…“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


ლინკი:

chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/http://versia.ge/images/versia/pdf/pdf2023/versia-31-2023.pdf?fbclid=IwAR1nNzjIGX8-G9iUiC1aCCQh-JxcffBiiYVSevBXvEmv4ymcjXBVY8vV23M




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„საქართველოში ყოველწლიურად 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი“

23/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში ყოველწლიურად 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი.


„საქართველოში ყოველწლიურად 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი.


შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ სტადიაზე ხდება.


თუ კი ხარ 10-18 წლის, აიცერი პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.


თუ კი ხარ 30 წლის და უფროსი ასაკის, ჩაიტარე რეგულარული სკრინინგი“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


#პაპილომა #პაპილომასაცრა #drpkhakadze #accreditationge Giorgi Pkhakadze Accreditation Canada representative office in Georgia World Health Organization Georgia · ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში World Health Organization (WHO)

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

2020 წლის ანგარიშვალდებულების შესახებ კვლევა საქართველოში

22/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ა.წ 30 აპრილს, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრის, პროფესორი გიორგი ფხაკაძის მხარდაჭერით გამართულ ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა


2020 წლის გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის ანგარიშგების დამოუკიდებელი საბჭოს მიერ ჩატარებული საქართველოს ანგარიშვალდებულების კვლევა.


გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშგების დამოუკიდებელი საბჭო, ყოველი ქალის, ბავშვის, მოზარდისთვის (IAP) ,2020 წლის ანგარიშის დასრულების პროცესშია. იგი ეხება ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობასა და უფლებების შესახებ ანგარიშგების საყოველთაო ჯანდაცვით მოცვასა და მდგრადი განვითარების მიზნებს.


2020 წლის ანგარიში ასახავს 5 ქვეყნის ნაციონალურ კვლევას, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოზეა. ანგარიში წარდგენილ იქნა ამა წლის ივლისში, ნიუ იორკში, მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე.


30 აპრილს გამართულ ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული პირების ფართო სპექტრი, მათ შორის, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ომბუდსმენის ოფისი, გაეროს სააგენტოები, აკადემიური ინსტიტუტები, სამედიცინო ასოციაციები, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, ჯანდაცვის პროვაიდერები და პრაქტიკოსები.


შეხვედრის მიზანი გახლდათ, კვლევის შედეგად აღმოცენებული შედეგების განხილვა და სახელმწიფოს მხრიდან წვლილის შეტანა ქალების,ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის უფლებების მიმართულებით პროგრესის მიღწევაში,


იხილეთ ჩანაწერის ბმული:


https://www.facebook.com/DavidTvildianiMedicalUniversity/videos/766052517132016/

შემდეგი ონლაინ შეხვედრა დაგეგმილია 2020 წლის 5 მაისს,


14:00 საათზე (თბილისის დროით),


შეხვედრა ჩატარდება ქართულ ენაზე.



აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული კომენტარები შესაძლოა გადამისამართდეს შემდეგ ელ.ფოსტაზე: giorgi76@gmail.com ა.წ. 7 მაისამდე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=212&lang=2&fbclid=IwAR16Mej9RZ6z212WjOhBSMRo6aPd1s3Ui8Mht6E8kFAkwutsGE5sDng5fbo


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights